სიახლეები

„Golden talent 2011“-ის კულისები

30.05.2012 • • 1030
„Golden talent 2011“-ის კულისები

4 დღის განმავლობაში 18 ქვეყნის კონკურსანტი ერთმანეთს მსოფლიოს ოქროს ტალანტის ტიტულის მოპოვებისთვის ეცილებოდა. ფესტივალის დაწყებამდე ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალი ამიერკავკასიაში კი არა, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არ ჩატარებულა. ფესტივალის სცენა და პროგრამა სპეციალურად შეიქმნა.

ტარიელ ცეცხლაძე

ფესტივალის გახსნას 4 ათასი მაყურებელი უნდა დასწრებოდა, თუმცა ზღვისპირა ღია დარბაზში ხალხის სიმცირე იგრძნობოდა. იმის გამო, რომ ცოტა ბილეთი გაიყიდა, ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, კონცერტზე მოსული მაყურებელი დარბაზში უფასოდ შეეშვათ. ბათუმის მერიის, როგორც ფესტივალის მხარდამჭერის, მხრიდან ნაკლები ყურადღების გამო უკმაყოფილო დარჩნენ ფესტივალის ორგანიზატორები. ბრიტანული ჯფუფის – „ბლუ“-ს საუნდჩეკის დროს სტუმრებმა სასმელი წყალი ითხოვეს, მაგრამ წყალი არ იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში წყალს ითხოვდნენ კონკურსანტებიც, მაგრამ მერიამ მათთვისაც ვერ მოახერხა წყლის მიწოდება. მოუწესრიგებელი იყო, ასევე, საპირფარეშოებიც.
„გარდერობი არ გვაქვს, არც მონაწილეთათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი სპეციალური ადგილი“, – ამბობდნენ გულდაწყვეტილი ორგანიზატორები. „ბამბარუმსში“, სადაც კონკურსის მონაწილეებისთვის სპეციალური „სმაილოთახი“ ჰქონდათ მოწყობილი, არ იყო გათბობა და შემოდგომის ცივმა ღამეებმა, სიცივისაგან გალურჯებულ-გამწვანებული კონკურსანტების ფონზე ჩაიარა.
ძლიერი სიცივისა და ქარის გამო ხალხის ნაკლებობა იყო დარბაზშიც. ფესტივალის დახურვას წვიმიანი ამინდი დაემთხვა. მართალია, კონცერტის დროს არ წვიმდა, თუმცა სველი სკამების, ქარისა და სიცივის გამო მაყურებელთა ნაწილი, რომელიც ბილეთის გარეშე, თავისუფლად შემოდიოდა დარბაზში, რამდენიმე წუთში უკანვე მიდიოდა. მაყურებელთა მიერ დარბაზის დატოვების მიზეზი ორგანიზატორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
კონცერტი ყოველდღიურად, დათქმულ დროსთან შედარებით, მინიმუმ 1 საათის დაგვიანებით იწყებოდა.
„ერთი მიშა ყოფილიყო ამ კონცერტზე. რაფერ მოაყვანინებდა ხალხს ნახავდნენ. ან თუ დააგვიანებდნენ ნახავდნენ. კაციშვილი რომ არ აქცევს მთავრობიდან ყურადღებას, ამიტომაა ასე“, – ამბობდნენ სიცივისგან გაყინული და ლოდინისგან დაღლილი მსმენელები.
კონცერტის მაყურებელი, ძირითადად, ახალგაზრდობა იყო, თუმცა საკმაოდ ბევრი ასაკოვანიც ადევნებდა თვალს. ბილეთების მქონე ადამიანებზე მეტნი ადლიელები იყვნენ, რომლებიც საკონცერტო დარბაზთან ახლოს ცხოვრობენ. სახლიდან გამოპარულებს ჰგავდნენ ადლიელი ქალები, რომლებიც საოჯახო ტანსაცმელში ჩაცმულები „ერთი ვნახავ, რა ხდება“-ს გამო რამდენიმე წუთით შემოირბენდნენ ხოლმე.
„ფართუკშემოხვეული“ დიასახლისებისგან განსხვავებით ელიტარულად ჩაცმული საზოგადოება წინა რიგებში იჯდა. მათ შორის არ ყოფილა არც ერთი ცნობილი სახე. ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ფესტივალს დაესწრო (მხოლოდ ერთი დღით) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იყო.
ფესტივალზე არ ყოფილან არც შოუბიზნესის წარმომადგენლები. ქართველ მომღერლებს არც ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოუთქვამთ. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ ჯგუფი „ელდრაინი“ აღმოჩნდა, რომელმაც ფესტივალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სამაგიეროდ, ფესტივალში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები – ქრის ვილი, ბლუ, კეითი რაიანი, შონტელი, ამერი და სხვები. მათ ბულვარში სპეციალურად დამონტაჟებულ წითელ ხალიჩაზე გაიარეს, კომენტარი გააკეთეს და მაყურებელს თავიანთი ჰიტები ცოცხლად შესთავაზეს. კეითი რაიანმა და შონტელმა გულდაწყვეტით თქვეს, რომ ქალაქის ნახვა ვერ მოახერხეს, მხოლოდ სასტუმრო „შერატონის“ ფანჯრიდან დანახული ქალაქი კი ძალიან მოეწონათ. მათგან განსხვავებით ქალაქის ფანჯრიდან დანახვა ვერ მოახერხეს ჯგუფ „ბლუს“ წევრებმა. ისინი სასტუმრო „ალიკში“ იყვნენ დაბინავებულები. უფრო „მძიმე ხედის“ ყურება მოუხდათ საპროდიუსერო ჟიურის წევრებს, რომლებიც სასტუმრო „ლ-ბაკურში“ ცხოვრობდნენ. კონკურსის მონაწილეები კი, ბათუმგორაზე სასტუმრო „თანამგზავრიდან“ ტკბებოდნენ ბათუმის ხედებით.
ოთხი სუსხიანი, თუმცა ენერგიული ღამის შემდეგ, ბათუმში აირჩიეს მსოფლიოს „ოქროს ტალანტი 2011“, რომელიც მოლდოველი პაველ პარფენი გახდა. მას მსოფლიოს ოქროს ტალანტთან ერთად 20 ათასი ამერიკული დოლარი და სპეციალური სიგელი გადასცეს. მეორე ადგილი ქართველმა მონაწილემ, ბათუმელმა სალომე ქათამაძემ დაიკავა და 15 ათასი დოლარიც მიიღო საჩუქრად. მესამე ადგილი კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ლანა შვილპეს შეხვდა. მას პრიზთან ერთად 10 ათასი დოლარი გადაეცა.
ორგანიზატორებს გულდაწყვეტილი არ დაუტოვებიათ კონკურსის სხვა მონაწილეებიც. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუკი ჩატარდა პირველი ფესტივალი, ჩატარდება მეორეც, მაგრამ ჩატარდება თუ არა ბათუმში, არავინ იცის.

გადაბეჭდვის წესი