სიახლეები

„25-ე არხი“ თანამგზავრზე

30.05.2012 • • 1621
„25-ე არხი“ თანამგზავრზე

10 სექტემბრიდან „ტელეარხი 25“ თანამგზავრიდან იწყებს მაუწყებლობას. აჭარის რეგიონულ ტელევიზიას თანამგზავრზე გასვლაში სტუდია „ობიექტივი“ და „თეოლოგთა კავშირი“ ეხმარება, სანაცვლოდ „ტვ 25“-ის სატელევიზიო ბადეში მათ მიერ მომზადებული გადაცემები გავა.

ნათია ზოიძე

„თეოლოგთა კავშირის“ მიერ მომზადებული გადაცემა – „ყველაფერი ისლამის შესახებ“ – კვირაში 3-ჯერ უკვე გადის. მას შემდეგ, რაც არხი თანამგზავრზე გავა, ეს გადაცემა ყოველდღიური გახდება. მათ მიერ გადახდილი თანხით კი, ტელევიზია სატელიტური მაუწყებლობის ხარჯების დაფარვას შეძლებს.
კონკრეტულად, რაში გამოიხატება „თეოლოგთა კავშირის“ დახმარება და რას მიიღებს ის ნაცვლოდ „ტვ 25“-სგან? _ ამ შეკითხვას არხის ხელმძღვანელი, მერაბ მერკვილაძე ასე პასუხობს: „ამ ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს მათი მხრიდან გარკვეული საეთერო დროის აღებას და საზღაურის გადახდას. ისინი სერიოზულ თანხას იხდიან. ჩვენ ვფიქრობთ, ეს საზღაური დაგვეხმარება, თანამგზავრზე გასვლის ხარჯების დაფარვაში“.
რა რაოდენობის თანხას იხდის თეოლოგთა კავშირი, ტელევიზიის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ტელევიზიას ყოველთვიურად სატელიტური მომსახურებისთვის თურქული კომპანია „თურქსატისთვის“ 13 650 დოლარი აქვს გადასახდელი.
„თეოლოგთა კავშირი“ საჯარო რეესტრში 2011 წლის თებერვალშია რეგისტრირებული, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის დამფუძნებელი თემურ გორგაძეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ „ტვ 25“-ის ეთერში თავად უძღვება გადაცემას – „ყველაფერი ისლამის შესახებ“, ჟურნალ „ახალი მთვარის“ მთავარი რედაქტორიცაა. როგორც თავად ამბობს, ეს ჟურნალი მუსლიმანებისთვისაა განკუთვნილი და ორ თვეში ერთხელ გამოდის.
„თეოლოგთა კავშირი“ მუსლიმი თეოლოგების მიერაა დაარსებული და ასე ვთქვათ, ნაშრომ-ნაღვაწი და შესაბამისად, ამ სატელევიზიო პროექტით სხვა რელიგიებზე შეიძლება ვერაფერი ვიხილოთ“, – ამბობს თემურ გორგაძე.
რაც შეეხება „თეოლოგთა კავშირის“ ფინანსურ შემოსავლებს:
„არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ორგანიზაციის ძირითადი შემომწირი არის თურქული მხარე, ჩვენთან ყველაფერი საჯაროა. ანგარიში „პროკრედიტ ბანკში“ გვაქვს, შემომწირავი თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამის ნახვა. პროექტი შევთავაზეთ „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციას“, მათ დაგვაფინანსეს და ჩვენც ვაკეთებთ ამ საქმეს. ამ გადაცემის მიზანი საკმაოდ ნათელია, არის სტერეოტიპები, რომლის დარღვევასაც ვცდილობთ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ისლამური სპექტრის უფრო მეტად ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში“, – აცხადებს თემურ გორგაძე.
შესაძლოა თუ არა, რომ „25-ე არხის“ შინაარსზე რაიმე გავლენა მოიპოვოს კონკრეტულმა რელიგიურმა ჯგუფმა იმის გამო, რომ ტელევიზიას სოლიდურ დაფინანსებს გაუწევს „თეოლოგთა კავშირი? – ამ კითხვაზე მერაბ მერკვილაძის პასუხი ასეთია:
„ჩვენ ვართ შეთანხმებული „თეოლოგთა კავშირთან”, რომ ეთერში არ იქნება პროპაგანდა. ეს იქნება შემეცნებითი საგანმანათლებლო ხასიათის გადაცემა. მათი მოტივაციაა, რომ სრული წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას ისლამის შესახებ და ერთგვარი ბუას შთაბეჭდილებაა შექმნილი ამ რელიგიის მიმართ. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და სიამოვნებით დავუთმობ ეთერს სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც. ეს წმინდა კომერციული შეთანხმებაა“.
გარდა ამისა, „25-ე არხს“ ახალ სეზონზე სხვა პარტნიორებიც ეყოლება. მერაბ მერკვილაძე ამბობს, რომ სტუდია „ობიექტივი“ კონტრაქტორების მოძიების დროს კონსულტაციებით დაეხმარა არხს, რის გამოც, ეს სტუდია „25-ე არხზე“ დღეში 7-საათიან საეთერო დროს მიიღებს საზღაურის გარეშე, 18 თვის განმავლობაში. მერკვილაძის განცხადებით, სტუდია “ობიექტივის” მხრიდან მათ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი დაეხმარა.
ახალ სატელევიზიო სეზონზე „ტვ 25“-ს კიდევ რამდენიმე ახალი გადაცემა ექნება, მათ შორის საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ „უპასუხეთ ხალხს“, ასევე, საგამოძიებო პროექტი, რომლის ფარგლებში 15 საგამოძიებო ფილმი მომზადდება. ბოლო ორი პროექტი IREX–ის მიერ ჯამში 80 000 დოლარით არის დაფინანსებული. არხმა, ასევე, შეინარჩუნა გადაცემა „დიალოგის“ ფორმატიც, ახალ სეზონზე ეს გადაცემა კვირაში 4-ჯერ გავა. სექტემბრიდან არხზე ახალი წამყვანებიც გამოჩნდებიან. პრაიმტაიმში კი კვლავ ვიხილავთ ნეკროლოგებს.
„ტვ 25“ პირველი დამოუკიდებელი რეგიონული არხია, რომელიც თანამგზავრზე გავა. “ტვ 25”-ის გადაცემების ყურებას სექტემბრიდან ამიერკავკასიის, თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ნაწილი შეძლებს. არხის ხელმძღვანელობა სამომავლოდ რეგიონული არხის ნაციონალურ არხად გარდაქმნისთვის ემზადება.

გადაბეჭდვის წესი