სიახლეები

„26 მაისს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთად,რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ქუთაისში”

30.05.2012
„26 მაისს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთად,რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ქუთაისში”

” 26 მაისიდან გადავა ქუთაისში, არამხოლოდ ერთი სხდომა, პარლამენტი მზად იქნება, რომ სხდომები ატაროს ქუთაისში“, – განაცხადა პრეზიდენტ საკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ქუთაისში 26 მაისს გამართავს, 4 ოქტომბერს გააკეთა, რასაც შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვარაუდები მოყვა. თუმცა, იმ დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს ამგვარი ვარაუდები და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ერთ „სიმბოლურ“ სხდომას გულისხმობდა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
დღეს გაკეთებული განცხადებით სააკაშვილმა განმარტა რომ პარლამენტი მომავალი წლის მაისიდან გადავა ქუთაისში.
პარლამენტის მიერ 1 ივლისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადავა. კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.