Batumelebi | „ალიას“ მიერ დანახული აჭარელი ქალი „ალიას“ მიერ დანახული აჭარელი ქალი – Batumelebi
RU | GE  

„ალიას“ მიერ დანახული აჭარელი ქალი

„ალიას-მიერ-დანახული-აჭ

ავტორი: ნანი გუგუნავა – აჭარის ქალთა დარბაზის ხელმძღანელი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

განგაშის ზარი…

გაზეთი „ალია“ (#88, 11-14 ნოემბერი, 2011 წ.) წერს: „აჭარის მაღალმთიან სოფლებში ქალები მონებად მუშაობენ. მე ვიცი, ქალები ქმრებს და მამამთილებს დაბმული ჰყავთ და ისე ამუშავებენ ცხოველებივით. ის ქალები, სრულყოფილ ბავშვებს ვერ აჩენენ.
აჭარის ქალთა დარბაზი აღშფოთებას გამოხატავს აღნიშნული პუბლიკაციის გამო. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ქართული გაზეთი წერს ასეთ წარმოუდგენელ სიცრუეს, სიყალბეს და შეურაცხყოფს საქართველოს ძირძველ კუთხეს – აჭარას.

ღრმად ვართ დარწმუნებული იმაშიც, რომ წერილი აშკარად პროვოკაციული ხასიათისაა. ამიტომ უამრავ ლოგიკურ კითხვასაც წარმოშობს: ვინ დგას ასეთი პროვოკაციის უკან? რა მიზანი აქვს მას? ვის სამსახურში დგას გაზეთი, რომელიც ასეთ უმსგავსო პუბლიკაციას აწვდის საქართველოს მოსახლეობას?
… რაც ჟურნალისტ თამარ ოქრუაშვილის სტატიით ითქვა, უკვე არაფერს უშველი. ტყვია გავარდა და ავტორის სამიზნეს მოხვდა. სამიზნე კი ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი გმირი აჭარელი დედაა, რომელსაც გაზეთმა მონის სტატუსი მიანიჭა.

ძვირფასო ქალბატონო თამარ, თამარ დედოფლის სეხნიავ და თანამემამულევ! მართლა მონა ქალების პირმშოდ ხომ არ მოიაზრებთ: წმინდანს – დიდ აბუსერსძეს ტბელს, წმიდანს – თეოდორე აჭარელს, ეროვნულ გმირებს – მემედ აბაშიძეს, სელიმ და შერიფ ხიმშიშავილებს, ქართველ პოეტებს – ნანა გვარიშვილს, მამია ვარშანიძეს, ფრიდონ ხალვაშს, ზურაბ გორგილაძეს, საქართველოს სახალხო არტისტებს – იუსუფ კობალაძეს და მერაბ ხინიკაძეს, სახელოვან მეცნიერებს – დავით ხახუტაიშვილს, მიხეილ სტამბოლიშვილს, დურსუნ ბალაძეს… საზოგადო მოღვაწეებს – ჰაიდარ აბაშიძეს, გულო აღა კაიკაციშვილს, ან იმ მეჯლისის სახელოვან წევრებს და ჭეშმარიტ გმირებს, რომელთა თავდადებითა ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა… რომელი ერთი ჩამოვთვალო, როგორ ფიქრობთ, ისინი სრულყოფილი ბავშვები არ იქნებოდნენ?!

ფრიად პატივცემულო ბატონო მერაბ, საერთოდ ყოფილხართ კი მაღალმთიან აჭარაში? ოდესმე დაინტერესებულხართ აჭარის ისტორიით, მისი სულიერი ფასეულობით, აჭარის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებით, მათი ზნე-ჩვეულებებით, ზნეობრივი სიმაღლით, მატერიალურ-კულტურული ძეგლებით? როგორ ფიქრობთ, მონა ქალის არასრულყოფილ ბავშვობაგავლილი ააგებდა სხალთას, სამების, ტბეთის, თეთრონის, ზვარეს ეკლესიებს? ან ხიხანის, გონიოს, ხარისის, ხერთვისის ციხე-სიმაგრეებს?

ნუთუ თქვენამდე ვერ მოუღწევია აჭარული ოჯახის ცხოვრების წესს, მის თავმოსაწონებელ ქართულ ტრადიციებს, უმცროს-უფროსობის ტაბუდადებულ სიწმინდეს. ქართველმა კაცმა როგორ არ უნდა იცოდე, აჭარაში როგორ პატივს მიაგებენ ოჯახის დედა-ქალბატონს. მას ერის სიძლიერის სიმბოლოდ მიიჩნევენ. აჭარელმა ქალმა – სახელოვანმა ქართველმა დედამ, უმწიკვლოდ შემოგვინახა ჩვენი სათაყვანებელი მშობლიური დედა-ენა. მან თავის თავზე იწვნია სამშობლოს ბედუკუღმართობით დამძიმებული სიდუხჭირე და ჩვენამდე მოიტანა სუფთა ქართული სისხლი, ქართველი ერის სინდის-ნამუსი. და თუ წმინდანივით წამებულ აჭარაში ეროვნული ფესვი არ ამოიძირკვა, ესეც უპირატესად დედის დამსახურებაა.

მაშინ, როცა ოსმალო დამპყრობელი აჭარაში ქართულ დამწერლობას შანთით დაღავდა და ყველა შესაძლო მზაკვრული ხერხით კრძალავდა, აჭარელმა ქალმა, სკივრიდან ამოიღო ქართული დამწერლობა, დაამსგავსა თავისი ზეციური კარნახით მოხაზული ახალი ანბანი მას და „დედაბრული“ დაარქვა. ამ უცნაური ქართული დამწერლობით აჭარის მაღალმთიან სოფლებში ქალები შვილებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ერთმანეთს ბარათებს წერდნენ და ქვეყნის ჭირ-ვარამზე მსჯელობდნენ. ერთი ასეთი ბარათი აჭარის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

ქალი აჭარაში არა მარტო შვილების, არამედ ქართული ენის მშობელიცაა. ამიტომაც იგი მთაში თუ ბარში დამსახურებულად გმირი ქალის რანგში აყავთ.
იქნებ ამის შემდეგ თქვენ მაინც გაგიჩნდეთ სურვილი აჭარაში მოგზაურობისა. ჩამოდით, ერთად მოვიაროთ ჩვენი სამშობლოს ეს ულამაზესი კუთხე თუ ღელე-ღურდანი. იმ სოფელშიც გაგატარებთ გმირი შერიფ ხიმშიაშვილის დედა – დუდი ხანუმ ბეჟანიძე – სხალთის მმართველი, რომ ცხოვრობდა. წინასწარ გეტყვით იმასაც, რომ ამ ქალბატონმა ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ აჭარის მითიანეთში ლაშქარი შეკრიბა და ცხენზე ამხედრებულმა წინამძღოლობა გაუწია.
მანამდე კი გირჩევთ, დიდი მამულიშვილების – ილია ჭავჭვაძის, დავით ბაქრაძის, გიორგი ყაზბეგის, თედო სახოკიას, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებს გადახედოთ, თუ რას წერენ ისინი აჭარისა და საერთოდ აჭარელი დედის შესახებ.

შეურაცხყოფასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? რამ აიძულა ამ წერილის ავტორები, ასე უმოწყალოდ ცილი რომ დასწამეს, შეურაცხყვეს მისი უდიდებულესობა ქართველი ქალი.

მიზანშეწონილად ვთვლით, გაზემა „ალიამ“ ბოდიში მოუხადოს საქართველოს ამ წმინდა მიწის, ძირძველი ქართული მხარის – აჭარის, მისი მთის რეგიონის მოსახლეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge