Batumelebi | ჰოსტელები ბათუმში ჰოსტელები ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ჰოსტელები ბათუმში

ჰოსტელები-ბათუმში

დაბალი ფასი, საერთო საწოლი ოთახი, აბაზანა და სამზარეულო – ძირითადად ეს განასხვავებს ჰოსტელს ჩვეულებრივ სასტუმროსაგან. ბათუმში უკვე სამი ჰოსტელი მუშაობს და მოკლე ხანში კიდევ რამოდენიმეს გახსნა იგეგმება, თუმცა მათი მფლობელების განცხადებით

ჰოსტელების ძირითადი კლიენტები უცხოელები არიან.
ჰოსტელი „ბათუმი“ ჟორდანიას #18 –ში პატარა ოთახებისგან შედგება. თითო ოთახში ორი, ორსართულიანი საწოლი დგას. ჰოსტელის
მფლობელი, ლაშა ნადირაძე ამბობს, რომ აქ სულ თოთხმეტი საწოლია, ღამის გათევა 25 ლარი ღირს და ამ დღეებში ჰოსტელი სავსეა ბათუმში ჩამოსული უცხოელი ტურისტებით. „ბათუმში“ სამზარეულო არ არის, თუმცა დილის ყავა და ჩაი აქ საწოლის საფასურში შედის.
საერთო სამზარეულო აქვთ „როვერ ჰოსტელში“. ჰოსტელის ადმინისტრატორი, ნინო მასალკინა ამბობს, რომ სულ ორი კვირაა რაც მუშაობენ და ადგილები უკვე აღარა აქვთ; „ჰოსტელი ჩვეულებრივ სასტუმროს იმით სჯობს, რომ უფრო შეკრულია, გვყავს ისეთი სტუმრები, რომლებიც ერთი დღით ჩამოვიდნენ, მოეწონათ და დარჩნენ. აქ ადამიანები ურთიერთობებას ამყარებენ ერთმანეთთან და მოსწონთ ეს. ჩვენ დიდი სამზარეულო და ტელევიზორი გვაქვს, სადაც საღამოობით იკრიბებიან და ერთობიან. ჩვენთან ძირითადად უცხოელები რჩებიან, თბილისიდან ჩამოსულები და შემთხვევითი გამვლელები. ღამის გათევა 15 დოლარია.“

„მთავარი, რაც განასხვავებს ჰოსტელს სასტუმროსაგან ეს მისი დაბალი ფასია. სასტუმროში ქირავდება ოთახები, ჩვენთან საწოლები“ – ამბობს ირაკლი საბეკია, კომპანია „როვერ ჰოსტელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. ამავე კომპანიას ეკუთვნის კიდევ ერთი ჰოსტელი „სიესტა“ ზუბალაშვილი #4ა-ში. „სიესტა“ „როველჰოსტელის“ ახალი ბრენდია. ჰოსტელი რამდენიმე დღეში უნდა გაიხსნას. ირაკლი საბეკია: „აქ შვიდი ოთახია და ყველა მათგანს დამოუკიდებლად აქვს აივანი. ერთ ოთახში ოთხიდან რვა ადამიანამდე შეიძლება განთავსდეს. ნაკლებიც შეიძლება, განსაკუთრებული დაჯავშნის შემთვევაში შეგვიძლია საწოლების რაოდებობა შევამციროთ.
ჩვენს ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა ჰოსტელი საქართველი, „როვერ ჰოსტელი“ თბილისში პირველი ჰოსტელი იყო. ამ ჰოსტელს „სიესტა“ დავარქვით, ვცდილობთ ახალი ბრენდი შევქმნათ. სხვა ჰოსტელებისაგან განსხვავებით აქ იქნება ბარი, არის დიდი ეზოც და გვინდა სერვისი გავაფართოვოთ და დავგეგმოთ ტურებიც. მისაღებში გვაქვს 24 საათიანი ტურისტული მხარდაჭერა, ჩვენს კლიეტებს ვაწოდებთ ინფორმაციას რესტორების, გასართობი ადგილების შესახებ. მიმღებში დაფაზე მუდამ ახლდება ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.“
„სიასტაში“ 50 ადამიანს შეუძლია განთავსება. აქ, ისევე როგორც „როვერ ჰოსტელში“ არის საერთო სამზარეულო, მაცივარი, სველი წერტილები, სარეცხი მანქანა და უფასო ინეტრნეტი.
ჰოსტელში მოწევა მხოლოდ აივანსა და ეზოშია შესაძლებელი, არ დაიშვება ცხოველები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge