მკლავჭიდელი ჩემპიონები

 

დარინა ცეცხლაძე

 

სხვადასხვა წონით კატეგორიაში აჭარიდან კიდევ ხუთმა მკლავჭიდელმა მოიპოვა პირველობა. 21 წლამდე ბიჭებს შორის პირველი ადგილი ლევან პოღოსიანმა და მერაბ კაკაბაძემ მოიპოვეს, 21 წელს გადაცილებულ გოგონებს შორის კი – მარინა ფუტკარაძემ, ნინო მახარაძემ, დარინა ცეცხლაძემ და ლამზირა ლეონიძემ. მკლავჭიდის ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 400  სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე ამბობს, აჭარამ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

გოჩა შავაძე: „წლების განმავლობაში წარმატებულად გამოდიან ჩვენი მკლავჭიდელები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის გოგონები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე სხვა რეგიონების სპორტსმენებს არ უტოვებენ მედალს. მედლების 96 პროცენტი წელსაც გოგონებმა მოიპოვეს აჭარიდან. წელს ლამზირა ლეონიძემ პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული +65 წონით კატეგორიაში, მარცხენა მკლავში. აღსანიშნავია გასული წლების საქართველოს ჩემპიონები, მარინე ფუტკარაძე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ბიჭებში ყველაზე კარგად წელს პირველად გამოვიდა 80-კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლის გია მარკოიძე (მარცხენა მკლავი), რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი აიღო და ჩვენი სპორტსმენი, 21 წლამდე მაჰმუდ ჭელიძე, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი აიღო 21 წლამდე. განუმეორებელია მერაბ კაკაბაძე, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მარცხენა მკლავში პირველი ადგილის მფლობელი. ბიჭებიდან გვაქვს შემდეგი შედეგი: პირველი ადგილი – 6, მეორე – 5, მესამე ადგილი – 5.

 

მკლავჭიდელები შეკრებებს და წვრთნებს ბათუმის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გადიან. მათ წვრთნებს თემურ ლიპარტაშვილი უტარებს. ნინო მახარაძე კი, რომელიც სტუდენტია და თბილისში ღია უნივერსიტეტში სწავლობს, უნივერსიტეტის სპორტდარბაზში ემზადება დამატებით შეჯიბრებისთვის, რომელიც საქართველოდან ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გოგონების შერჩევას ითვალისწინებს. ნინო 22 წლისაა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად მას ორი მიზანი აქვს: წარჩინებული სწავლით მოიპოვოს გრანტი და მოემზადოს ევროპის ჩემპიონის შესარჩევი შეჯიბრებისთვის. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მკლავჭიდისადმი მისი დიდი ინტერესი, ის პასუხობს:

 

„მიჭირდა იმასთან შეგუება, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო ქალი მკლავჭიდში. ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. გოჩა შავაძესთან შემთხვევით მოვხვდი, შემომთავაზა ხელვაჩაურში გამართულ ჩემპიონატში მიმეღო მონაწილეობა და აქედან გამიჩნდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი უფრო მაღალ სტატუსზე, გავმხდარიყავი აჭარის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი. უკვე მეხუთე წელია, რაც ამ სპორტში ვარ და ძალიან მომწონს. უკვე სამგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ძალიან დიდს, რაც ბევრი ქალისთვის შეუძლებელია. ჩემთვისაც თავიდან რთული იყო, როცა გიწევს მძიმე წონასთან მუშაობა, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევი და როცა მიგაჩნია თავი წარმატებულ სპორტსმენად, უფრო და უფრო გიძლიერდება სურვილი, მეტი იმუშაო უკეთესი შედეგისთვის“.

 

ნინო მახარაძე

 

ნინო ყოველდღიურად სამ საათს ვარჯიშობს.

 

დარინა ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქალიც ისე ვარჯიშობს, როგორც კაცი. მას ქალის ასპარეზობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია: „ქალის ასპარეზობის დროს მკლავჭიდზე უფრო მეტი მონდომება მოდის. ყველაზე კარგი მომენტია, როცა ხელს წევ და უკან გესმის რამდენიმე ასეული ადამიანის ხმა, მათი შეძახილები, ეს გამხნევება ორმაგ დატვირთვასა და პასუხისმგებლობას გაკისრებს“.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია ოფიციალურად 2009 წელს ჩამოყალიბდა. დღემდე მას ჩატარებული აქვს დაახლოებით 80 ტურნირი. ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის დახმარებით, რომელმაც რვა მაგიდა შეუძინა მათ, პრიზიორების რიცხვი გაიზარდა. გადაწყვეტილია, რომ რამდენიმე სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მაისში მერაბ კაკაბაძე ბაქოში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ასევე გოგონებიდან მარინა ფუტკარაძეც, და შესაძლოა ნინო მახარაძე, თუკი ის შესარჩევ ეტაპს გადალახავს. 

ორი ოჯახი ავარიულ სახლში

 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ სახლში ექვსი ოჯახი ცხოვრობდა, ხელისუფლებამ  ექვსი ოჯახიდან საცხოვრებელი ფართობით ხუთი მათგანი დააკმაყოფილა და ბინა ეკომიგრანტთა სახლში გადასცა. ბინა არ გადასცეს ირაკლი დიასამიძის ოჯახს. ირაკლი დიასამიძე ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში შვიდი წელია ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, ყველასთვის ცნობილია მისი სოციალური მდგომარეობა და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

 

„ყველამ იცის წასასვლელი არ გამაჩნია, ხელისუფლებისგან ველოდებით დახმარებას,” – ამბობს ირაკლი.

 

დიასამიძეების გარდა ავარიულ სახლში ერთი წელია მარტოხელა დედა, მადონა ჯაყელიც ცხოვრობს. მადონა ამბობს, რომ ავარიულ სახლში ის შვილთან ერთად ყოფილმა გამგებელმა, თამაზ დიასამიძემ შეასახლა.

 

„საცხოვრებელი არ გამაჩნდა, ყოფილმა გამგებელმა მითხრა, დროებით აქ იყავი, შემდეგ კი ბინას ეკომიგრანტთა სახლში გადმოგცემო. გამგებელი შეიცვალა და დავრჩი ასე. არ ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება –  60 ლარია, ადრე 108 ლარს ვიღებდი, წელს ჩემი შვილი, ნათია, (სურმანიძე) სტუდენტი გახდა, პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმში ჩემს ძმასთან რჩება, რადგან აქ არ ცხოვრობს, მისი დახმარება მომიხსნეს და მხოლოდ მე დამიტოვეს დახმარება. მეც მიკვირს 60 ლარს როგორ ვანაწილებ, ფქვილს იყიდი, პურს გამოაცხობ და ჭამ, სხვა რა უნდა იყიდო?! გაწამებული ვარ, ვინც მიცნობს, იცის ჩემი გასაჭირი, მაგრამ სხვა ამ გასაჭირს ვერ მიხვდება. დღეს ყველას უჭირს, ვის აქვს, რომ დაგეხმაროს, ან ყოველთვის როგორ დაგეხმარება სხვა, ყველას მისი ოჯახი აქვს“, –  ამბობს მადონა.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ირაკლი დიასამიძის ოჯახისთვის ბინის გადაცემის საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. მისივე თქმით, სოციალური სახლი მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახები აღნიშნულ სახლში ბინით ვერ დაკმაყოფილდებიან:

 

„მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა ოჯახის მონაცემები აჭარის სამთავრობო კომისიას განსახილველად გადავუგზავნეთ, მათგან ერთ-ერთი ირაკლი დიასამიძის ოჯახია. ადრე რატომ არ გადაეცა ამ ოჯახს ბინა, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ეკომიგრანტთა სახლში 16 ბინა თავისუფალია, თუმცა გაცილებით მეტი ეკომიგრანტი გვყავს, დიდთოვლობამ და მეწყრულმა მოვლენებმა ეკომიგრანტების რაოდენობა გაზარდა. გარდა ეკომიგრანტებისა, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახებიც ბევრია“.

 

ტარიელ ებრალიძე ეხმაურება მადონა ჯაყელის თხოვნასაც: „ეს ქალბატონი თვითნებურად შეიჭრა ეკომიგრანტთა სახლში, საიდანაც გამოასახლეს და ახლა „კოლმშენის~ სახლში ცხოვრობს. შეიძლება იმავე სახლში ერთი თვის შემდეგ ვინმე შევიდეს და მერე ბინა მოითხოვოს. ასე არ შეიძლება – ეკომიგრანტთა სახლში ბინები მარტოხელებისა და უსახლკაროებისთვის არ არის გათვალისწინებული. ამის მიუხედავად, ამ ქალს მცირე ფართობი უნდა გამოვუნახოთ, ღია ცის ქვეშ ვერ დავტოვებთ“.

რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მეტი თანხა ქედაში საკანალიზაციო სისტემის გამართვისთვის დაიხარჯება. წყალსადინარი სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 450 000 ლარია გამოყოფილი.

 

კანალიზაციის შემდეგ ყველაზე ბევრი თანხა –  380 000 ლარი, სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული.

 

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული სანიაღვრე არხების გამართვას – 250 000, 11 სოფელში სარწყავი არხის მშენებლობას კი, 64 000 ლარი მოხმარდება.

 

გაზრდილია საბინაო ამხანაგობის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, ბინების გადახურვასა და ფასადების მოწესრიგებისთვის 140 00 ლარი გაწერილი.

 

დაბა ქედისა და მახუნცეთის კეთილმოწყობაზე 350 000 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ქედაში ჯერ არ დაწყებულა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გამგეობა ამ ეტაპზე არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციაზე მუშაობს.

 

„ჩემი მიზანია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს, მირჩევნია სამუშაოები 10 დღით დაგვიანებით დავიწყო, ოღონდ ხარისხზე იყოს ორიენტირებული, შესაბამისი პროექტები მომზადდეს და ცდომილება არ იყოს. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის სათანადო დაგეგმარება, ასევე მშენებლობის წარმართვაც”, – აცხადებს გამგებელი.

გასული წლისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტებზე მომუშავე კომპანიებს წელს კონკურსით შეარჩევს. კონკურსით გამოვლინდება ის კომპანიებიც, რომლებიც ქედაში ძვირადღირებულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

კონკურსის მთავარი მოთხოვნა კი ლიცენზირებული ექსპერტიზის დასკვნაა. არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანიებს საექსპერტო დასკვნასთან ერთად შესაბამისი პროექტის სქემა და აქამდე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ევალებათ. ასევე დამკვეთი ითხოვს კონკურსში მონაწილე კომპანიის ძირითადი თანამშრომლების კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის გამგეობა გამარჯვებულს გამოავლენს 10-ქულიანი შეფასების სისტემით და ხელშეკრულებას გაუფორმებს.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული შესაბამისი კომისია ვეღარ ჩაიბარებს, მშენებლობის პროცესს კი თვითონ გააკონტროლებს:

 

“საპროექტო სამუშაოებზე წინა წლებში ტენდერი ცხადდებოდა. ის იმარჯვებდა, ვინც ნაკლებ თანხას შესთავაზებდა, რაც ზოგჯერ ცუდი შედეგით მთავრდებოდა. მაგალითად, დოლოგნის ბაგა-ბაღი, რომელიც პროექტით ყოფილ შენობაზე მეორე სართულის დაშენებას ითვალისწინებდა, მშენებლობის დროს ჩამოინგრა. საპროექტომ არ შეამოწმა შენობის მდგრადობა და პროექტი არამდგრად შენობაზე შეიმუშავა, ეს დაუდევრობაა, რამაც მშენებლობის პროცესი შეაყოვნა. მე ყველა პროექტზე კონკურსი გამოვაცხადე. პროცესის გასაკონტროლებლად, მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა ჩავდე“.

 

დავით დუმბაძის აზრით, „არ შეიძლება მილიონ-ნახევარი დახარჯო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის და ორი წლის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდეს“.

 

ქედის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსი გივი დევაძე ამბობს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს: „ჩვენი გადასაწყვეტია, კონკურსს გამოვაცხადებთ, თუ ტენდერს, რთულ ობიექტებზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკურსის გამართვა, რადგან ფირმა სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევა. გასულ წელს კონკურსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვქონდა. რაც შეეხება ტენდერებს, უმეტეს შემთხვევაში საექსპერტო დასკვნა იყო ჩადებული მთავარ მოთხოვნად“.

საბაჟოზე განადგურებული და უკან გაბრუნებული საქონელი

 

საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ პერიოდებში შემდეგი სახის დარღვევებია გამოვლენილი (გთავაზობთ სტატისტიკას):

 

2012 წელი:

 

– თურქეთიდან იმპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწლავიდან აღებულ ნიმუშში ლაბორატორიულად დადასტურდა E.Coli (მიკრობები; იწ­ვევს ისეთ ნაწ­ლა­ვურ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სალ­მო­ნე­ლო­ზი, ამე­ბი­ა­ზი და სხვ – ავტორი). შემდგომი რეაგირებისათვის ინფორმაცია გადაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს;

 

– ირანიდან კარტოფილის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა საკარანტინო მავნებელი კარტოფილის ჩრჩილი. საქონელი გაბრუნდა უკან;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებულ ნიორს აღენიშნებოდა ვეგეტაციის პერიოდი და ლპობა. საქონელი გაბრუნდა უკან.

 

2013 წელი:

 

– თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის ერთ სასაქონლო პარტიაში, ფიტოსანიტარიული მონიტორინგის გეგმის თანახმად აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის კიბო და კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქონელი განადგურდა;

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ხახვის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ღეროს ნემატოდას მკვდარი ფორმები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

 

– თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის 11 სასაქონლო პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის კიბო და კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

– ირანიდან იმპორტირებული კარტოფილის 3 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო მავნებელი – კარტოფილის ჩრჩილი. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– სომხეთიდან იმპორტირებული სასურსათო კარტოფილის 70 და სათესლე კარტოფილის 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებულ ბამბის ბოჭკოს 3 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– არგენტინიდან იმპორტირებული სოიოს შროტის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა ფუმიგაციას (მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით – ავტორი);

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული ქერის ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა ფუმიგაციას;

 

– უკრაინიდან იმპორტირებული წიწვოვანი ხის მორების 6 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა მავნებელი ips.sp (ქერქიჭამია – ავტორი). აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა ფუმიგაციას;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებული ბრინჯის 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა არასაკარანტინო მავნებლები. აღნიშნული სასაქონლო პარტია ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ჩინეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული წიწიბურას 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა არასაკარანტინო მავნებლები. აღნიშნული სასაქონლო პარტიები ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ირანიდან იმპორტირებულ ახალი ხილის 6 სასაქონლო პარტიაში შესაფუთი მასალა (თივა, ხის მასალა) არ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და განხორციელდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებებში;

 

– კენიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ ლობიოს 1 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ცოცხალი მწერები. ფუმიგაციის შემდგომ მოექცა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

 

– ეკვადორიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ბანანი აღმოჩნდა საკვებად უვარგისი და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტისთვის განკუთვნილი 16 სასაქონლო პარტიაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და აღნიშნული სასაქონლო პარტიები იმპორტიორის განცხადების საფუძველზე დაექვემდებარა უკან გაბრუნებას ან განადგურებას;

 

– ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული კამეჩის ხორცის 3 პარტიაში აღმოჩნდა შეუსაბამობები, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გახსნის შემდგომ და იდენტურობის კონტროლის პროცედურების განხორციელებისას დადგინდა, რომ საქონლის გარკვეულ ნაწილს არ გააჩნდა სათანადო ეტიკეტი, ასევე არ იყო დატანილი ვარგისიანობის თარიღები და ექსპორტირებული იყო იმ საწარმოდან, რომელიც არ არის შეტანილი საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ საწარმოთა ნუსხაში. სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან გაბრუნებას;

 

– ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული კამეჩის ხორცის 8 პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – ავტორი), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები ნორმაზე მეტი. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა გადამუშავებას;

 

– აზერბაიჯანიდან შემოტანილ ცხვრის ნაწლავის 1 სასაქონლო პარტიაში ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები. აღნიშნული სასაქონლო პარტია დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– ირანიდან შემოტანილი სასურსათო კვერცხის 2 სასაქონლო პარტია, შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო დაექვემდებარა უკან დაბრუნებას.

 

– თურქეთიდან იმპორტირებულ გაცივებული ქათმის 1 სასასქონლო პარტია ტრანსპორტირების პირობების დარღვევის გამო დაექვემდებარა განადგურებას.

 

– თურქეთიდან იმპორტირებულ გაცივებული შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ საქონლის ხორცში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება და საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი გაყინული ქათამი აღმოჩნდა ვადაგასული და დაექვემდებარა განადგურებას.

 

– ესპანეთიდან შემოტანილ გაყინული თევზის 2 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა ეგზოპარაზიტები და საქონელი დაექვემდებარა გადამუშავებას.

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებულ დამარილებული თევზის 2 სასაქონლო პარტიას არ აღმოაჩნდა ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადები და საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ყაზახეთიდან იმპორტირებულ დამარილებლი თევზის ერთ სასაქონლო პარტიას არ აღმოაჩნდა ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადები და საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ზღვის პროდუქტები აღმოჩნდა საკვებად უვარგისი და გაბრუნდა უკან;

 

– სომხეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ძეხვეული და სოსისი აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან;

– ირანიდან იმპორტირებული თევზის კონსერვი დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილ სასურსათო კვერცხის ერთ სასაქონლო პარტიას არ გააჩნდა მარკირება და გაბრუნდა უკან;

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტისთვის განკუთვნილ თაფლზე, ძეხვზე და არაჟანზე არ იქნა წარმოდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატები და საქონელი გაბრუნდა უკან;

– იტალიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ყველი, ღორის ხორცი და ქონი აღმოჩნდა ვადაგასული და გაბრუნდა უკან;

 

– იტალიიდან იმპორტისთვის განკუთვნილ კოპტონს არ გააჩნდა ვეტერინარული სერტიფიკატი და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– რუსეთის ფედერაციიდან იმპორტისთვის განკუთვნილი რძის პროდუქცია ასორტიმენტში აღმოჩნდა გაფუჭებული, იოგურტი იყო დაობებული და დაბინძურებული მატლებით. საქონელი გაბრუნდა უკან.

 

– ბელორუსიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ქაშაყის ფილე და ზღვის პროდუქტები არადამაკმაყოფილებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების (უშუალოდ გემოთი, ყნოსვით (და არა ქიმიური ანალიზით ან ფიზიკური ხელსაწყოებით) გარკვეული, შემოწმებული – თ.ჯ.) გამო გაბრუნდა უკან.

 

– ბრაზილიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი გაყინული ღორის ხორცი აღმოჩნდა ვადაგასული და დაექვემდებარა განადგურებას;

 

– თურქეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ერთ სასაქონლო პარტიაზე – მზა ხორცპროდუქტები, ბულიონი, ნაწარმი რძისგან – არ იქნა წარმოდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატი და საქონელი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– გერმანიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ყავის დანამატები რძის შემცველობით სერტიფიკატის უქონლობის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ყაზახეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი თევზი ვეტერინარული სერტიფიკატის უქონლობის გამო გაბრუნდა უკან;

 

– ირანიდან იმპორტირებული იოგურტი დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

– სომხეთიდან იმპორტისათვის განკუთვნილი თუთიყუშები დოკუმენტების არქონის გამო გაბრუნდა უკან;

 

– ჩინეთიდან იმპორტირებული გაყინული თევზის ერთი სასაქონლო პარტია მარკირების (გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები) არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– ესპანეთიდან იმპორტირებული თევზის ფარში ვეტერინარული სერტიფიკატის და მარკირების არქონის გამო განადგურდა;

 

– სომხეთიდან იმპორტირებული კიბორჩხალას გაყინული ხორცი მარკირების არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული ყველი იდენტურობის შემოწმების ვერ გავლის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული გაციებული თევზი მარკირების არქონის გამო გაბრუნებულია უკან;

 

– უნგრეთიდან იმპორტირებულ ერთდღიან წიწილებზე არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და განადგურდა;

 

– ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ცხოველთა საკვები და რძის ფხვნილი დაბრუნებულია უკან დოკუმენტების არქონის გამო.

 

2014 წელი:

 

– სომხეთიდან იმპორტირებული სასურსათო კარტოფილის 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა კარტოფილის საკარანტინო დაავადება – კარტოფილის მურა სიდამპლე. აღნიშნული სასაქონლო პარტიები დაექვემდებარა უკან დაბრუნებას;

 

– გერმანიიდან იმპორტირებული ქატო და სიმინდის მარცვალი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტისათვის გამიზნული ქიშმიში, კოწახური, მუხუდო, სოიოს პროტეინი, გარგარის ჩირი, ციტრუსის ჩირი და ქლიავის ჩირი შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო

გაბრუნდა უკან;

 

– იტალიიდან იმპორტირებული ვადაგასული ყველი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტირებული ყველი ვეტერინარული სერტიფიკატის არქონის გამო დაექვემდებარა განადგურებას;

 

– თურქეთიდან იმპორტირებული ბულიონი დოკუმენტების არქონის გამო განადგურდა;

– ჩეხეთიდან იმპორტირებული ღორის კანჭის ზედმეტი არამარკირებული ერთი ყუთი დაექვემდებარა განადგურებას;

 

– ირანიდან იმპორტირებული თინუსის ერთი სასაქონლო პარტია დოკუმენტების არქონის განო დაბრუნებულია უკან;

 

– დოკუმენტების არქონის გამო რუსეთიდან იმპორტისათვის განკუთვნილ შინაური ცხოველი (ძაღლი) გაბრუნებულია უკან;

 

– ინდოეთიდან იმპორტირებული კამეჩის გაყინული ხორცის ერთი სასაქონლო პარტია გაბრუნებულია უკან, სხვადასხვა იყო ყუთებზე მითითებული საწარმოს დასახელება და საქონლის შეფუთვაზე მითითებული დასახელება.

 

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა:

 

2012 წელს:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 173 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 147 ნიმუში.

 

2013 წელს:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 597 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 662 ნიმუში.

 

2014 წელის 1 იანვრიდან დღემდე:

1) ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას – 152 ნიმუში;

2) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას – 160 ნიმუში.

 

რაც შეეხება ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტიორების ვინაობას, „აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“, – აღნიშნულია საბაჟო დეპარტამენტისგან მიღებულ პასუხში.

ბათუმის სახელმწიფო ანსამბლის მორიგი საპროტესტო აქცია

ანსამბლის წევრები ბოლო ორი თვეა პერმანენტულ აქციებს  მართავენ და  ანსამბლის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის  თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან იყო ასეთი შემოთავაზება, თემურ ქორიძეს ანსამბლში ან დირექტორის მოადგილის თანამდებობას მისცემენ, ან მთავარი ქორეოგრაფის.   ჩვენ  განვიხილეთ ეს  საკითხი და  გადავწყვიტეთ რომ დავთანხმდეთ მთავარ ქორეოგრაფობაზე,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ანსამბლის  წევრმა  უჩა ჯანგველიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სადაც საბოლოოდ გადაწყდება  დაკმაყოფილდება თუ არა ანსამბლის  წევრთა მოთხოვნები.

 

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

 

ბაზრობაზე სხვადასხვა გამომცემლების მიერ გამოცემული საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურაა წარმოდგენილი.

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“  დღეს საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.   

 

პოეზიის დღე ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს.  ღონისძიება მუსიკალურად ვაჟა მილორავამ და ლუკა მჟავიამ  გააფორმა. 

 

ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო კლუბი „FS“  იყო. 

 

21 მარტს მსოფლიო პოეზიის დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 1999 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერეციის 30-ე სესიაზე გადაწყდა, რომ ყოველწლიურად, 21 მარტი დაწესებულიყო მსოფლიო პოეზიის დღედ.  პირველი ასეთი დღე პარიზში აღინიშნა.

 

 

 

საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

 

„განიხილავენ და ჩვენ დავნიშნავთ მდივანს რომელიც  იმუშავებს მთავრობასა და უმაღლეს  საბჭოს შორის კოორდინაციისათვის. ეს იქნება  კადრი, რომელიც ყოველდღიურად ითანამშრომლებს ამ ორ უწყებას შორის.

 

ამას გარდა ვგეგმავთ და თვეში ერთხელ  უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრები. გავივლით პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარე საკითხებს,  რაც რეგიონში ხორციელდება,  გვექნება საერთო პოზიცია და ერთად განვახორციელებთ  ამ საქმიანობას,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით  საპარლამენტო მდივანი პარმენ ჯალაღონია იქნება, რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამასთან ერთ კვირაში გახდება ცნობილი რამდენ ადამიანს შეეხება აჭარის მთავრობაში დაწყებული რეორგანიზაცია.

 

„თებერვლის ბოლოს დაეგზავნა ყველა თანამშრომელს აპარატში  გაფრთხილება შესაძლო  რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამას აქვს ერთთვიანი  ვადა, ჩვენ როგორც კი გავა ერთი თვე,  ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს სქემას, ჩვენს გეგმას რეორგანიზაციისა. ნაწილი დეპარტამენტებისა შეიძლება გაერთიანდეს, ნაწილი გაუქმდეს, შეიქმნას ახალი. ეს გამოწვეული არის სხვადასხვა მიზეზებით და რაც მთავარია აპარატის ეფექტური სწორი ფუნქციონირებისათვის. რამდენიმე დეპარტამენტია, რომლის ფუნქციები სხვა სტრუქტურებთანაა გაორებული,  სამინისტროები  მაქვს მხედველობაში. შესაბამისად ის სამსახურები, რომელიც გაორებულია, ანუ აპარატშიც არის და სამინისტროს ფუნქციებშიც შედის  გვინდა  გაერთიანდეს და ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. ასე უფრო ეფექტური იქნება,“ – აცხადებს არჩილ ხაბაძე.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით რეორგანიზაციის პროცესი მარტის ბოლოსთვის   დასრულდება.

 

უთხარი არა რასიზმს

 

„21 მარტი  რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჩვენს გარშემო ახალგაზრდებს არასწორი შეხედულებები აქვთ რასიზმთან დაკავშირებით.  ხშირად ამჟღავნებენ რასისტულ შეხედულებებს. გვინდა ერთგვარი საინფორმაციო  კამპანია ვაწარმოოთ და  ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შევუწყოთ ხელი,“ – ამბობს „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ კოორდინატორი მარიამ ზაქარაძე.

 

„გვინდა ჩვენს  თაობას  გავაგებინოთ რომ რასიზმი არ არის კარგი.  გამოვფინეთ ფოტოები, რომელიც ასახავს რასიზმს.  გვინდა მივმართოთ საზოგადოებას და გავაგებინოთ რომ რასიზმი არასწორი საქციელია,“ – ამბობს   „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრი ლელა შარაძე.

 

21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა.

 

წარჩინებულ სტუდენტებს სახელმწიფო დააფინანსებს

უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, კვალიფიკაციის ამაღლება, საჯარო ლექციები  და საჯარო სამსახურებში სტაჟირების გავლა  –  ეს სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იყო.

შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ანგარიში წარმოადგინეს. ასევე სტუდენტები ახალი პროგრამის  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“   დეტალებსაც  გაეცნენ.

შეხვედრის დასასრულს არჩილ ხაბაძემ სტუდენტებთან შეხვედრას გულახდილი და გამჭვირვალე უწოდა.

”ამ პროექტის ფარგლებში სამასამდე სტუდენტი გვყავს დაფინანსებული და არა მარტო სოციალურად დაუცველი  არამედ წარჩინებული სტუდენტებიც. სტუდენტებს  საჯარო სამსახურებში, სამინისტროებში სტაჟირების საშუალებას ვაძლევთ,  რაც პროფესიული განვითარებისთვის და შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგებათ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

დადებითად შეაფასეს შეხვედრა სტუდენტებმაც.

”მე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის  მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ორი წელი მსგავსი პროექტით მიფინანსებს განათლების სამინისტრო სწავლის საფასურს. ვაპირებ მივიღო მონაწილეობა კონფერენციებში და  სტაჟირების პროგრამაში,“ –  უთხრა „ბათუმელებს“  სოფიო გოგმაჩაძემ.

”აქამდე არ ვიცოდი განათლების სამინისტრო სტუდენტებს ამ რაოდენობის თანხით თუ უფინანსებდა სწავლის საფასურს, რაც მისასალმებელია. შენიშვნები მას შემდეგ იქნება რაც დაიდება სამუშაო  ვარიანტი,“ –   განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  საზღვაო აკადემის პრორექტორმა აბდულ კახიძემ.

 

არჩილ ხაბაძე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახებ

სტატიაში „ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს“ საუბარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახებ,  სადაც ცხოვრებისთვის საკმაოდ მძიმე პირობებია.

არჩილ ხაბაძე, დღეს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხო და განაცხადა რომ მისთვის დღემდე არსებული სიტუაცია უცნობი იყო.

„ამ დღეებში წავიკითხე სტატია, სადაც ნაჩვენებია ფოტოები.  საკმაოდ რთული პიროებია სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის  საერთო საცხოვრებელში.  ამ პრობლემებზე არ ყოფილა არანაირი შეხმიანება და ჩვენ არ ვფლობდით ამის შესახებ ინფორმაციას. თუ იქნება ინციატივა და იდეები ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშავებთ,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

სტატია უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული პირობების შესახებ „ბათუმელებმა“ გასულ კვირას მოამზადა.

„დარისპანის გასაჭირი“ – პრემიერა თხილნარის კულტურის სახლში

 

სპექტაკლი  კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა დადგეს.   რეჟისორი კობა ფაცურიაა,  ხოლო როლებში  კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ.  

 

სპექტაკლი თხილნარის კულტურის სახლში 16 საათზე დაიწყება.

 

  დასწრება თავისუფალია.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებს ხვდება

 აჭარის განათლების მინისტრი  სტუდენტებს პროგრამის “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა”  დეტალებს აცნობს. შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” იმართება.  შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ იმ  სტუდენტებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდების დროს ვერ მოიპოვეს დაფინანსება, თუმცა  შემდეგ სწავლის პროცესში  მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოიჩინეს თავი, განათლების სამინისტრო  დააფინანსებს.

 

განათლების მინისტრის განმარტებით პროგრამის ფარგლებში  დაფინანსდება სტუდენტების სწავლა  საზღვარგარეთ, ასევე სამეცნიერო ღონისძიებებში და კონფერენციებში მონაწილეობა. 

 

აღნიშნული პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. 2013-14  სასწავლო წლის ბიუჯეტი  142 ათასი ლარითაა განსაზღვრული.  

 

შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.  

 

დაბა ქედის გამწვანება იწყება

ფიჭვისა და კრიპტომერიის ჯიშის 100 ძირი ნერგი დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე 2 500 მეტრ კვადრატ ფართზე იმ ადგილზე გაშენდება, სადაც გამგეობა სამომავლოდ სკვერის მოწყობას გეგმავს.

მცენარეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მწვანე საფარი აჭარის მაღალმთიანეთში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების სამმართველოს მხარდაჭერით მოეწყობა და მონაწილეობას სატყეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის  გამგეობის თანამშრომლებიც მიიღებენ.

ქედა

მეჯინისწყალზე ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია

 

მძიმედ დაშავდა მსუბუქი ავტომობილი. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს, მსუბუქი ავტომობილი მძიმედ დაძიანდა, რის გამოც დაშავებული მძღოლი ავტომობილში გაიჭედა, სააგენტოს მაშეველებმა მანქანა გადახერხეს და მძღოლი ისე ამოიყვანეს. მამაკაცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

სააგენტოსთვის მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ბათუმმა“ უმაღლესი ლიგა შეინარჩუნა

 

 

 

ბათუმის „ბათუმმა“ დღეს გამართულ შეხვედრაზე 4 ქულით თბილისის „აკადემია“ დაამარცხა და ბოლოდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თამაში ბათუმში ანგისის მოედანზე გაიმართა და ანგარიშით 22:18 დასრულდა.


ამჯერად უმაღლესი ლიგის შესანარჩუნებლად „აკადემია“ იბრძოლებს.


საქართველოს რაგბის უმაღლეს ლიგაში ათი კლუბის დღევანდელი მონაცემებით პოზიციები შემდეგნაირია: პირველ ადგილზეა „ლელო“ (თბილისი) 49 ქულით, მას მოჰყვება „აია“ (ქუთაისი) 46 ქულით, „არმია“ (თბილისი) 45 ქულით, „ლოკომოტივი“ (თბილისი) 49 ქულით, „ყოჩები“ (ბოლნისი) 38 ქულით, „არმაზი“ (თბილისი) 35 ქულით, „ჯიქები“ (თბილისი) 35 ქულით, „ხარები“ (რუსთავი) 15 ქულით, „ბათუმი“ (ბათუმი) 14 ქულით და „აკადემია“ (თბილისი) 11 ქულით.


ბათუმის“ მომდევნო შეჯიბრება თვის ბოლოს „ხარებთან“ რუსთავში გაიმართება.

რა არის ბედნიერება?

 

 

“ხშირად აღვნიშნავთ საერთაშორისო დღეებს და გადავწყვიტეთ ამ დღესთან დაკავშირებითაც გაგვეკეთებინა რამე აქტივობა, ბავშვებმა ჩამოთვალეს თავიანთი პასუხები კითხვაზე თუ რა არის მათთვის ბედნიერება, შემდეგ ვიპოვეთ ფეისბუქზე შესაბამისი ილუსტრაციები, ამოვბეჭდეთ და ფოტოები გადავიღეთ. ამით  გამოვხატეთ ჩვენი სათქმელი” – ამბობს მარიამ ზაქარაძე, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. 

 

 

 

 

 

შეხვედრა არჩილ ხაბაძესთან

 

 
 
ხაბაძემ ისაუბრა აჭარაშ ჰესების მშენებლობაზე და მას წარმატებული პროექტი უწოდა, ასევე დადებითად შეაფასა ციტრუსის სეზონი.
 
შეხვედრის ორგანიზატორი იყო არასამათვრობო ორგანიზაცია “ბორჯღალი”.

ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს

 

 

 

ამჟამად საერთო საცხოვრებელში 48 სტუდენტი ცხოვრობს. მათ უნივერსიტეტის ავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე მიდის უნივერსიტეტში, უკან კი საღამოს ექვს საათზე ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სტუდენტს ლექციები ბევრად უფრო ადრე უმთავრდება. საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ღირებულება თვეში 15 ლარია, აქ ცხოვრება რეგიონებიდან ჩამოსულ ან უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ.


შენობაში არ არის გაზის გაყვანილობა, ამიტომაც აქ ელექტროგამათბობლებით ამზადებენ სადილს და ათბობენ ოთახებს. სამზარეულოს “ავეჯს” წარმოადგენს მხოლოდ ერთი მაგიდა, სტუდენტებს სადილი თავიანთ ოთახებში მიაქვთ და იქ მიირთმევენ. ის ოთახები, რომლებშიც სტუდენტები ცხოვრობენ კეთილმოწყობილია.

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის, რევაზ ოკუჯავას თქმით, საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყალია _ “იქ წყალი მოსახლეობასაც არ აქვს ნორმალურად. თავიდან საერთო საცხოვრებელი და მოსახლეობა ერთ მილზე იჯდა. ცალკე მილი საერთო საცხოვრებლისთვის შარშან გამოვიყვანეთ”.

ცხელი წყალი შენობას მხოლოდ ოთხშაბათსა და კვირას, რამდენიმე საათით მიეწოდება: “ზოგჯერ წყალი ორჯერ ცხელდება, დილით ვინც ვერ მოასწრებს, საღამოს შეუძლია ისარგებლოს”, _ ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებლის ხელმძღვანელი თემურ გოგიტიძე. “ჭურჭელს ცივ წყალში ვრეცხავთ, სარეცხს კი მხოლოდ იმ დღეებში, როცა აბანოა/ცხელი წყალია. აქ ზოგიერთს თავისი ელექტრომადუღარა აქვს და როცა ძალიან გვჭირდება, ვთხოულობთ ხოლმე”, _ ამბობს საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მკვიდრი ნათია ზარანდია.

 

 

ხუთსართულიანი შენობის ბოლო, მეხუთე სართული, სადაც ათი ოთახია განთავსებული, მოწვეული მასწავლებლებისთვისაა; მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებული ოთახები კი, 160 სტუდენტისთვის არის განკუთვნილი. შენობის პირველი სართული გასარემონტებელია და სრულად აუთვისებელია. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ყოველდღიურად რეცხავენ და წმენდენ, ნესტი და გამწოვების არარსებობა მაინც მოქმედებს და ოთახებში, რომლებშიც მზე არ ანათებს, სპეციფიკური სუნი დგას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შრსუ-ს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გენო აბულაძის თქმით, ტენდერი ავეჯისა და დიდი სარეცხი მანქანის შესაძენად მარტის შემდეგ, ამ წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება, დაზიანებული ოთახების გარემონტება კი საერთო საცხოვრებლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზაფხულისთვის იგეგმება. იმის გამო, რომ მწვანე კონცხზე ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის გაყვანილი, შენობის გაზიფიცირება ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული და გენო აბულაძის თქმით, მათ მიერ ამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას: _ “იმ უბანს საერთოდ არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც კი ცენტრალურ ხაზს გაიყვანენ, ჩვენს შენობაშიც შევიყვანთ გაზს, იქამდე კი ელექტროენერგიაზე ვამუშავებთ”.

ნახევარი სოფელი გადასახლებაში

 

„1944 წლის ზამთარი იყო, დეკემბერი. თითქმის ნახევარი სოფელი აყარეს და გზას გაგვიყენეს. მთელი გვარი გაგვასახლეს, სოფელში თურქეთიდან ჩამოსული ლაზები ცხოვრობდნენ, ისინიც გაასახლეს. მაშინ მიზეზს არავინ კითხულობდა და არც არავინ გეტყოდა. განცხადებას დაწერდნენ, ერთი-ორი კომკავშირელი ხელს მოუწერდა და საკმარისი იყო. ბიძაჩვენი, ილია ზანდარაძე, მთავარი აგრონომი და იმ დროსთვის ძალიან განათლებული კაცი იყო, სამ ენაზე საუბრობდა. სოფლის საბჭოს თავმჯდომარესთან უსიამოვნებები ჰქონდა. ვფიქრობ, ჩვენ გასახლებაში მისი ხელიც ერია“, – იხსენებს გადასახლების ისტორიას ენვერ ზანდარაძე.

ზანდარაძეებმა შუა აზიაში, გადასახლებაში თორმეტი წელი გაატარეს. შვიდი წლის შემდეგ სტალინის სახელზე წერილი გაგზავნეს და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს, თუმცა როგორც ენვერ ზანდარაძე გვიყვება, მათ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი მიიღეს: „პასუხი მოგვივიდა, თქვენი წერილი განხილვას არ დაექვემდებარაო“. ბერია აწერდა ხელს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1954 წელს, კიდევ გავგზავნეთ წერილი. მაშინ დადებითი პასუხი მოგვივიდა და სამშობლოში დავბრუნდით“.

გადასახლების ისტორიის მოყოლას ნოდარ ზანდარაძე აგრძელებს: „როცა გადაგვასახლეს, მე ექვსი წლის ვიყავი. კიდევ ორი და მყავდა. ყველაზე პატარა ჩვილი იყო და გზაში გარდაიცვალა. გადასახლებაში დაიბადა ერთი ძმა და ორი და. არ ვიცი სად მიჰყავდათ გარდაცვლილები; ვერც იმას ვიტყვი, ყრიდნენ თუ ასაფლავებდნენ. ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ და გაუძლეს გადასახლების წლებს… ენვერის დედა კი იქ გარდაიცვალა.

ომი იყო და ცხოვრება ყველგან ჭირდა. ვცხოვრობდით მიწურის სახლებში, ჯანმრთელობას ვნებდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. მედიცინა არ იყო და ექიმი. ბინძური წყლის გამო ტიფი და სხვადასხვა დაავადება ვრცელდებოდა. ის ბინძური წყალიც ათეულობით კილომეტრიდან უნდა გეზიდა.

პირველად ძალიან ცუდ ადგილზე მოვხვდით, განუვითარებელი დასახლება იყო, მაგრამ მოგვიანებით ქალაქთან ახლოს გადავედით, სადაც ქვანახშირის ორი შახტა და თამბაქოს ქარხნები მუშაობდა. ბიძაჩემმა ამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ყველას გვიპატრონა. თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ამით შევძელით გადარჩენა. ქარხნის მუშებს დღიური საკვები გვეძლეოდა, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო“.

ზანდარაძეებს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახლები გაყიდული დახვდათ: „ჩვენ სამსართულიანი, ახალი ხის სახლი გვქონდა, ამ მასალისგან საბჭოს შენობა იყო აშენებული. ბიძაჩემის სახლში კი სკოლა გაეხსნათ. დაბრუნების შემდეგ ბიძაჩემმა სკოლის ასაშენებელი მასალა თვითონ დაამზადა და საკუთარი სახლი ისე დაიბრუნა. რაც გაყიდული იყო, ახალი მეპატრონეებისგან მათი გამოსყიდვა მოგვიხდა. დაშლილი იყო ლაზების საცხოვრებელი სახლებიც“, – გვიყვება ნოდარ ზანდარაძე.

ზანდარაძეები ამბობენ, რომ გადასახლების წლები მძიმე იყო. თუმცა მათი შეფასებით, რეპრესიების ყველაზე მძიმე წელი 1937 იყო: „მაშინ უფრო სასტიკად ექცეოდნენ ხალხს. დევნიდნენ განათლებულ ადამიანებს, სასულიერო პირებს. სისასტიკის წლები ხშირად დგას საქართველოში. ყველას უნდა მე ვიყო, მე მქონდეს. რეჟიმსაც ბევრი იყენებდა პირადი ანგარიშსწორების მიზნით. მართალია, ყველა ერთნაირად ვერ იცხოვრებს, მაგრამ დღესაც არის სოფლებში ისეთი გაჭირვება, გადასახლების წლებში რომ ჰქონდათ ოჯახებს. გაზაფხულის მოსვლას იმიტომ ველოდებით, რომ ავდგეთ და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წავიდეთ“.

საჯარო დებატები: “რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში?”

 

ძირითადი მომხსენებლები: 

• ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, პროექტის მენეჯერი

• მედეა ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

• ემზარ კახიძე, ისტორიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დისკუსიის მოდერატორია ნატა იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64

ინფორმაცია წარსული დისკუსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ-გვერდზე.

მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დეფეკატის განაწილების პროცესს დაესწრო

 

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 8000 ტონა დეფეკატის შესყიდვა. რომელიც თანადაფინანსების პრინციპით (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო) ხელვაჩაურის, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს მიეწოდება. აღნიშნული სასუქი დაფასოებული იქნება 50 კგ ტომრებში, 1 ტონა დეფეკატის ღირებულება 79 ლარია. თანაგადახდის პრინციპით ფერმერის გადასახდელი თანხა იქნება 31.60 ლარი.

 


დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაისტატეს ფერმერებზე დეფეკატის განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე დაესწო. “დეფეკატის შეტანა ძალიან მაღალ ეფექტს იძლევა ყველა კულტურის ქვეშ, ციტრუსოვნებში, ბოსტნეულში, ხეხილოვნებში და სხვა ერთწლიან და მრავლწლიან კულტურებში, რაც გამოიხატება მოსვალიანობის, როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდაში. ერთ ჰა-ზე საჭიროა 10 ტონა დეფეკატი, რომლის შეტანის შემდეგ 10-12 წლის განმავლობაში ნიადაგი დაცულია მომატებული მჟავიანობისაგან’’ განაცხადა მინისტრმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერბს სუბტრობიკული ხურმის ნერგები გადაეცათ

 

 

როგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) ახორციელებს.

 

ფერმერის გადასახდელი თანხა შეადგენს 1,20 ლარს. წელს ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 3500 სუბტროპიკული ხურმის ნერგის შემოტანა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს უკვე გადაეცათ ამერიკული ლურჯი მოცვისა და კივის ნერგები. თვის ბოლომდე დაგეგმილია ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების გადაცემა.

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერებს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილემ ავთანდილ მესხიძემ 800 ძირი სუბტროპიკული ხურმის ნერგი გადასცა.

ზაირა ნადირაშვილის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

„ტყე“ ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა მხატვარმა  ნამუშევრები, რომელიც  გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენას ერთგვარი ინსტალაციის სახე ჰქონდა. ბუნებრივი ელემენტებით  – ხმელი ფოთლებითა და ბუნების ხმებით  იყო გაფორმებული.

„ტყის თემა მე ავარჩიე იმიტომ რომ ვფიქრობ ადამიანების თანამედროვე კომუნიკაცია  ზედმეტად დამღლელია.  შევეცადე როგორმე  განმემუხტა ეს გარემო, რომელიც არის ძალიან დაძაბული. შევეცადე რომ დამთვალიერებლისთვის შემექმნა  ისეთი გარემო, სადაც შეეძლებოდათ ბუნებასთან მიახლოება,“ –  ამბობს ნამუშევრების ავტორი ზაირა ნადირაშვილი.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში  10 დღე გაგრძელდება.

 

კახა კუკავას პრაიმერი ევროპული სტილით

 

 

მან შეკრებილებს ევროპული პრაიმერის ჩატარების შესახებ ინიციატივა გააცნო. კუკავას განცხადებით მოსახლეობას საშუალება ექნება თვითმართველობის არჩევნებში კანდიდატებად, მათთვის აქტიური ადამიანები წარადგინონ – ”თვითმართველობაში ჩემი აზრით უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც თავიანთ უბნებს კარგად იცნობენ და მათ განვითარებაზე შეძლებენ ზრუნვას. თავიანი კანდიდატურების წამოყენება მსურველებს შეეძლებათ, როგორც ელექტორნულ მისამართზე, ასევე ჩვენს ოფისში”.

 

”თავისუფალი საქართველოს ლიდერს სურვილი აქვს მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან განვითარებაზე და ნამდვილი თვითმართველობის ჩამოყალიბებაზე. ეს ნაბიჯი მისი პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”. ამბობს ახლგაზრადა მეცნიერთა კავშირი – ”ინტელექტის” ხელმძღვანელი ლევან გობაძე.

აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

 

 

48 წლის აღალარლი დაშგინს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ამირან ძაბუნიამ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება. აღალარლი დაშგინი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ეძებს.  მართალია, აზერბაიჯანის მოქალაქე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის სამართალდამცავებმა იგი არ დააპატიმრეს – მან თავისუფლად შეძლო საქართველოს საზღვართან მოსვლა.

 

 

აღალარლი დაშგინს ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება (218-ე მუხლი).  ეს დანაშაული, აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, აღალარლი დაშგინმა 2010 წელს ჩაიდინა. მისი უფლებების დამცველი, პაატა ბერიძე კი ამბობს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტირებულია. გამოდის, რომ მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობა იმ მუხლით  მიუსაჯა,  რაც უკვე ამნისტირებულია.

 

 

 

„დანაშაული, რომლის ჩადენასაც მედავება აზერბაიჯანის სახელმწიფო, არ ჩამიდენია, ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ვაკრიტიკებდი მოქმედ ხელისუფლებას, რის გამოც მდევნიდნენ. სწორედ ამ დევნის გამო იძულებული გავხდი, გასული წლის ივნისში დამეტოვებინა სამშობლო და თავი შემეფარებინა მეზობელი სახელმწიფოებისთვის. „დანაშაული“, რომლის ჩადენასაც მედავებიან, მოხდა 2010 წელს, მას შემდეგ სამი წელი ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში და შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს მაშინ, როცა 2013 წლის ივნისში დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი თურქეთიდან დავიწყე აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა“, – წერს ბრალდებული წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა, მისი ასლი კი ბრალდებულის ადვოკატმა „ბათუმელებს“ მოაწოდა.

 

 

პატიმარი წერილში პრეზიდენტს უხსნის, რატომაც გადაწყვიტა საქართველოსთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა. ბრალდებული ნასამართლევი არასოდეს ყოფილა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ამირან ძაბუნიას გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატის შეფასებით,  „სასამართლომ დაარღვია საქართველოს  კანონის `სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე დარღვეულია ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც  ექსტრადიცია არ  განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია“.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებას და დარბაზიდან გაათავისუფლებს აზერბაიჯანის მოქალაქეს.

 

 

ადვოკატის ვარაუდით, აზერბაიჯანის მთავრობა ასევე მოითხოვს ბრალდებულის ექსტრადაციას, რაც ასევე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.   

ბათუმში შტორმს ელოდებიან

 

 

ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

 

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, იქროლებს 12 -15 სმ წამში სამხრეთის ქარი.

 

გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, მოსალოდნელი შტორმის შესახებ ინფორმირებულია.

 

” ზღვაში მყოფ გემებს ბათუმის იახტკლუბით სარგებლობა ამინდის გამოსვლამდე შეეძლებათ და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის საშუალება ექნებათ” თქვა გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ

უნივერსიტეტი კონტინგენტს ზრდის

 

 

 

„ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აკადემიური რესურსი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად ჩვენ გვეძლევა საშუალება, ერთდროულად განათლება მივცეთ შვიდი ათას სტუდენტს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის, ირაკლი ბარამიძის თქმით, სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის საფუძველი გახდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება:
„სტუდენტების რაოდენობა _ შვიდი ათასი, ავტორიზაციის საბჭომ განგვისაზღვრა, აქედან 200 _ პროფესიული სტუდენტი, დანარჩენი _ ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტია. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამაც შევიმუშაოთ. ამ ეტაპზე ვგეგმავთ ჟურნალისტიკის პროგრამის წარდგენას, აკრედიტაციის ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზე შეამოწმებენ პროგრამის შესაბამისობას. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას”, _
ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში ჟურნალისტიკის სპეციალობაზე 30 სტუდენტს მომავალი წლიდან მიიღებენ.
„ყველაზე მოთხოვნადი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ასევე ტურიზმის ფაკულტეტებია. შესაბამისად, ამ ფაკულტეტების სპეციალობებზე იზრდება მიღება, თუმცა უმნიშვნელოდ, მაგალითად, სამართალმცოდნეობაზე
თუ აქამდე 60 სტუდენტს ვიღებდით, წელს მივიღებთ 70-ს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში.

 

2014-2015 სასწავლო წლისთვის ბათუმის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ათამდე ზრდის, შესაბამისად, გაიზრდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც უფასოდ ისწავლიან და 175-ის
ნაცვლად 310 სტუდენტი დაფინანსდება.

 

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და კონტინგენტის რაოდენობა ასე გამოიყურება:
ქართული ფილოლოგია _ 55 სტუდენტი;
ისტორია _ 25 სტუდენტი;
დაწყებითი განათლება _ 75 სტუდენტი;
მათემატიკა _ 25 სტუდენტი ;
ფიზიკა _ 10 სტუდენტი;
ბიოლოგია _ 25 სტუდენტი;
ქიმია _ 10 სტუდენტი;
აგრონომია _ 30 სტუდენტი;
მშენებლობა _ 30 სტუდენტი;
ეკონომიკა _ 25 სტუდენტი.

„ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა დაემატა წელს, რომელთა სუბსიდირებასაც სახელმწიფო გაითვალისწინებს. სახელმწიფო აფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამებს, როცა გვაქვს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა. აკრედიტაცია 2013 წელს გაიარეს ისტორიის, დაწყებითი განათლების, ქიმიისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებმა, შესაბამისად,
წელს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებითაც მივიღოთ დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ადმინისტრაციის განცხადებით, ბათუმის უნივერსიტეტი აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს _ სამი კვადრატული მეტრი ერთ სტუდენტზე:

„მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყოველწლიურად ახლდება, შემოვიტანეთ ერთადგილიანი მერხები, რამაც შექმნა პრობლემა, რადგან ძველი სტილის მერხებზე უფრო მეტი სტუდენტი ეტეოდა.

აკადემიური საბჭოს მიერ არის განსაზღვრული აუდიტორიაში სტუდენტების რაოდენობის ზღვარი, სალექციო ჯგუფი 60 სტუდენტამდე, სასემინარო _ 30 სტუდენტამდე, მობილობის პერიოდში იზრდება ეს რიცხვი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჯგუფს
ვყოფთ ორად. უნივერსიტეტი ორ ცვლად მუშაობს, ამიტომაც არ გვექმნება პრობლემა. თუ რამდენიმე ჯგუფს ემთხვევა აუდიტორიები, ეს მხოლოდ ცხრილის არასწორად შედგენის გამო ხდება, რაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირას გრძელდება, შემდგომ უკვე მე თვითონ ვიბარებ ცხრილებს და ვამოწმებ”, _ გვითხრა ირაკლი ბარამიძემ.

 

სტუდენტთა მატებასთან ერთად უნივერსიტეტმა რამდენიმე შენობაც დაიკანონა. უნივერსიტეტს დაუბრუნდა გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა, რომელშიც ადრე მესამე სკოლა იყო განთავსებული.
ეს შენობა 2011 წელს ჩამოერთვა უნივერსიტეტს და წელს დაუბრუნდა: „ლაბორატორიულ სამუშაოებს ამ შენობაში ადრეც ვატარებდით, იმავეს ვაპირებთ მომავალშიც, კვლევითი ინსტიტუტის განთავსებას ვგეგმავთ. შენობას რემონტი სჭირდება.
იმედი გვაქვს, განათლების სამინისტრო დაგვეხმარება სარემონტო სამუშაოების წარმოებაში, რადგან უნივერსიტეტისთვის ეს დიდი თანხაა. ამავე დროს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კერძო სკოლა “ევრო 2000”-სთან, დროებით სარგებლობაში
გადმოგვეცა ფართობი დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომლებიც იქ გაივლიან
პრაქტიკას”, _ ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

როგორც ირაკლი ბარამიძე ამბობს, კონტინგენტის გაზრდა მობილობის პროცესმაც გამოიწვია:
„ამ სემესტრში დაახლოებით ასი სტუდენტი მივიღეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით. დინამიკა ასეთია _ უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ჩვენგან მიდის”. სტუდენტები კი შიშობენ, რომ სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას უნივერსიტეტი ვერ დაიტევს.: „ახლა ხუთიათასამდე სტუდენტია. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღოს უნივერსიტეტმა” _ ამბობს სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი. _ “მეოთხე კვირაა სწავლა დაიწყო, ამ დრომდე ცხრილების დაზუსტება და აუდიტორიების გადანაწილება ვერ შეძლეს, კონტინგენტის გაზრდა უფრო გაართულებს ამ პრობლემას.

 

ჩემს ჯგუფში 60 სტუდენტი ვესწრებოდით ლექციებს, იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ დაიტევს აუდიტორიები. ორ ცვლაში ვსწავლობთ, საღამომდე დაკავებულია აუდიტორიები”.

როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი

 

გიორგი გოგიბერიძე, რეჟისორი, მონადირე

 

მექვიშია ჩიტია, რომელიც ბუდეს ზღვის პირას იკეთებს. როდესაც მტაცებელი ფრინველი გამოჩნდება, დედა ჩიტი მისი ყურადღების გადასატანად, რომ მტაცებელმა ბარტყი არ მოძებნოს, მსახიობურ თამაშს იწყებს. ეს საოცარი სანახაობაა. დედა ჩიტი დაჭრილის პოზას იღებს და ცალ ფეხზე დახტუნავს, ფრთაჩამოგდებული დადის, ანუ აჩვენებს მას, რომ სუსტადაა და მისი დაჭერა შეიძლება. შემდეგ გადაფრინდება, გაიტყუებს მტაცებელს და ასე ნელ-ნელა მოაშორებს ბუდეს. მინახავს, პატარა მექვიშია როგორ ატყუებდა მიმინოს. ამ ჩიტის მსახიობური ნიჭის შედარება რომ მოვახდინოთ, სადღაც რამაზ ჩხიკვაძესა და კახი კავსაძეს შორის შეფასებას მივიღებთ.

 

ფრინველებს გამახვილებული აქვთ მხედველობის ორგანოები,  სმენის  ორგანოები კი იმდენად დაქვეითებული აქვთ, რომ თითქმის არ ესმით სროლის ხმა. თუკი საღია ფრინველი, სასროლ მანძილზე მონადირეს არ მიუშვებს.

 

ერთხელ ვინადირეთ იხვზე, ჩემმა ძაღლმა დიდხანს ეძება დაჭრილი იხვი, ოდნავ წინ წავიწიე და დავინახე, იხვი ჩემს ფეხთან იჯდა. მან თავის გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება მოიფიქრა, აღარ მოძრაობდა. როგორც კი დავხედე, გაიქცა. ვცდილობ, ფრინველს არ ვესროლო ისეთ მანძილზე, რომ ვერ ვიპოვო.

 

 

ცხოველები ერთმანეთს მაქსიმალურად ინდობენ, არის შემთხვევები, როდესაც ორი მამრი ცხოველი ჩხუბობს, ძირითადად ეს ხდება მდედრის მოსაპოვებლად ან ტერიტორიების დასაცავად. ყველა ფრინველს, ცხოველს მისი ტერიტორია აქვს, რომელსაც ესა თუ ის ჯგუფი იცავს, რადგან იქ მოიპოვებს სარჩოს. მაგალითად, ქორი და მიმინო ყვავებს თავის ტერიტორიაზე არ უშვებენ. პირიქითაც ხდება, ხშირად გვაქვს ნანახი, როდესაც ბევრი ყვავი ერთად მისდევს ქორს ან მიმინოს. როდესაც ერთი სახეობის ფრინველები იბრძვიან, ხშირად შეიძლება ეს დამთავრდეს დიდი ჭრილობებით. ჩხუბის შემდეგ წაგებული აღიარებს მეორის უპირატესობას და მოგებული მას ანებებს თავს. არის შემთხვევა, როდესაც ორივე ბოლომდე იბრძვის.

 

 

სახელმწიფოს სავარგულებში ნადირი ნაკლებად შემოდის. გარკვეულწილად ეს ალბათ ადამიანის გაუმაძღრობისა და სიხარბის ბრალია. ცხოველზე ნადირობა შეიძლება ყოველდღე, მაგრამ ფრინველზე ნადირობა მხოლოდ შაბათ-კვირას და ორშაბათს. ასეთი იყო ტრადიცია და ეს დღემდე გრძელდება.

 

ხშირად მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობენ. როდესაც ფრინველი მოდის, მონადირეს ღალატობს ნერვები, ვერ აკონტროლებს თავს. მე რამდენჯერმე მინახავს ადამიანის სისასტიკის შედეგი. ტრაქტორის ძარა სავსე იყო იხვით. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთი ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, ის არის ბუნების მტერი. ამ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ღორსა და ადამიანს შორის. მგელი არასოდეს გაანადგურებს იმაზე მეტს, ვიდრე შეჭამს.

 

მონადირეები ორ ჯგუფად – მრეწველ და სპორტულ მონადირეებად იყოფიან. სპორტული მონადირე გართობისთვის ნადირობს. მე, ძირითადად, ფრინველზე ვნადირობ, ეს კარგია იმისთვის, რომ ფორმაში იყო, ბუნებაშიც გახვიდე და დაისვენო.

 

არსებობს მონადირის დაუწერელი კანონები. ნამდვილი მონადირე სათავეში მფრინავ ფრინველს არ ესვრის, ესვრის ჩამორჩენილებს. ჩამორჩენილი შედარებით სუსტია, წინა ფრინველები უფრო ჯანსაღები არიან.

 

მსმენია სხვა მონადირეებისგან, რომ დათვი არასდროს ესხმის თავს ადამიანს, თუკი ახლოს ბელები არ ჰყავს. ხშირ შემთხვევაში ის იპარება, გარბის, მას ეშინია ადამიანის. რასაც ვერ ვიტყვით გარეულ ღორზე. ღორი თავს ესხმის მაშინაც კი, როცა გაქცევის შანსი აქვს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისიც გარბის.

 

შველზე ნადირობა ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან არის რაღაც პერიოდში ნებადართული სპეციალური ლიცენზიებით.

 

მე არ მინადირია და არც ვინადირებ შველზე. გამიგია, რომ როცა შველი  კვდება, მას ცრემლი მოსდის. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ცრემლი არ არის, შველი და კენტჩლიქოსნები ნიშნავენ ტერიტორიებს საცრემლე პარკების საშუალებით, მტაცებლები ნიშნავენ შარდით, მტაცებლების რაღაც ნაწილი, მაგალითად, ვეფხვი ბრჭყალით, ბეწვით. ბეწვს ეხახუნებიან და ამით ნიშნავენ სასაზღვრო ზონას. სიკვდილის წინა პერიოდში, როგორც ჩანს, ორგანიზმში ხდება დისბალანსი და შველს საცრემლე პარკიდან მოსდის სითხე.

 

 

რომა ჯიქია, აჭარის მონადირეთა  და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტი

 

გასულ წელს თურქეთის ტერიტორიაზე, შავშეთში, წავედით ტახებზე სანადიროდ. როგორც წესი, ტახს აქვს თვისება, ის მონადირის კვალში დგება, მისდევს და თავს ესხმის მას. ეს ჰგავს ორი გონიერი არსების ბრძოლას.  

 

ჩვენც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, 20 მეტრში უკვე მოახლოებული იყო ტახი, ძაღლებმა შეამჩნიეს და ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს. 

 

 

ძალიან საინტერესოა მაჩვზე ნადირობაც, რადგან მას სოროში ორი ან სამი გასასვლელი მაინც აქვს და ორი ან სამი დღე მაინც უნდა იჯდეს მონადირე საფარში, რომ მაჩვი მოკლას. მაჩვის ქონი ძალიან სასარგებლოა, მას უფრო სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენებენ.

 

ერთხელ დათვი და მისი ბელი შეგხვდა. დათვი როგორც კი მონადირეს ხედავს, ამ დროს ერთი ხელით ბელს იხუტებს, მეორეთი კი თავზე იფარებს და ჩერდება.

 

სხვათა შორის, ისიც მინახავს, როგორ ბერტყავს დათვი ნიგოზს, ძალიან საინტერესო მსვლელობაა, გეგონება ხუთი ვაჟკაცია ხეზე გასულიო. შემდეგ ტეხავს ამ ნიგოზს და ჭამს. როგორც ადამიანი, ისე არჩევს დათვი ნიგოზს.

 

 

გვქონდა შემთხვევა, როცა მონადირე ძაღლი იხვებს გვიმალავდა, რამდენიც მოვკალით, ყველა ისე დამალა ძაღლმა, რომ ვერსად ვიპოვეთ. შემდეგ გამოირკვა, რომ ეს ძაღლი უფრო ბუნების დამცველი იყო, ვიდრე მონადირე.

 

 

ცხოველს შეტყუებაც უყვარს. გიტყუებს, როდესაც ახლო ჰყავს შვილი. ის თანდათან უმატებს ტემპს და შეიძლება 20 კილომეტრი ისე გაგატაროს, რომ ვერ გაიგო რა შორს წასულხარ. ასეთი შემთხვევა მქონდა ბახმაროს ტყეში. 

 

როდესაც ცხოველების ჯგუფი გადაადგილდება და ერთს ექმნება რაიმე პრობლემა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯგუფი ელოდება მას. ასაკთან ერთად მონადირეები სენტიმენტალურები ხდებიან, ვიცნობ რამდენიმეს, რომლებსაც უკვე ჩამოვარდნილი ფრინველის მიმართ სინანულის გრძნობა უჩნდებათ. 

პროექტ – “ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დასრულდა

 

 

საჯარო რეესტრმა „ღრუბელზე“  მუშაობა 2013 წელის აგვისტოში დაიწყო.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ისეთი მოცულობითი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ელექტრონული რუკები, უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის ელ. პროგრამები, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა და ეროვნული არქივის ელექტრონული მონაცემები, უკვე   სააგენტოს „ღრუბელში“  ინახება და მისი მართვაც სწორედ ამ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.  

 

სააგენტო უკვე მზად არის  ახალი სერვისი შესთავაზოს სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებსაც,  რომლებსაც  ინფორმაციის „ღრუბლებში“ გადატანით ექნებათ გარანტია, რომ არ მოხდება ამ  ინფორმაციის დაკარგვა ან დაზიანება. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ  ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვას  ნებისმიერი იმ ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტთან წვდომა იქნება.  

 

პროექტში ჩართვით,   ორგანიზაციებს აღარ დასჭირდებათ  სერვერების  შეძენა,  ფუნქციონირებისათვის გამართული გარემოს შექმნა, უწყვეტი ელექტროენერგიის, გაგრილების სისტემის, აპარატურის თავსებადობის და სხვა საკითხების მოწესრიგება, დამატებითი ტექნიკური პერსონალის გამოყოფა სერვერების ექსპლუატაციისთვის და ა.შ.,  რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მათ ფინანსურ დანახარჯებს და ახალი პროექტების გაშვების დროს მინიმუმამდე დაიყვანს.

 

მომსახურებისთვის ორგანიზაციები ყოველთვიურად ზუსტად იმდენს გადაიხდიან, რა მოცულობასაც გამოიყენებენ ვირტუალურ სერვერზე.

 

აღნიშნული პროექტი,  ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე, საჯარო რეესტრის IT დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა.

 

წლის განმავლობაში  საჯარო რეესტრი გეგმავს პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, დაგეგმიალია პრეზენტაციები  და სემინარები სხვადასხვა უწყებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

განაჩენი დაკვეთილი მკვლელობისთვის

 

საქმე ეხება 2013 წლის 23 მაისს კურორტ ბეშუმში 25 წლის უზბეკი მოქალაქის მკვლელობას: სასამართლომ დაადგინა, რომ რაიხონ კურანბაევას მოკვლისთვის 2000 დოლარი გადაიხადა მისმა თანამემამულემ ნარგიზა რახმანოვამ. სასამართლომ მას სამუდამო პტიმრობა მიუსაჯა. ნარგიზა რახმანოვაზე ძებნაა გამოცხადებული.

 

ძიების მასალები, რომელიც სასამართლოს პროკურორმა რამაზ შავაძემ წარუდგინა, დამაჯერებლად მიიჩნია მოსამართლემ. ამ მასალების მიხედვით, დაკვეთა მკვლელობაზე შეასრულეს უზბეკეთის მოქალაქე ჰაიოტ რაჯაბოვმა და საქართველოს მოქალაქე კახა დიასამიძემ. რაჯაბოვს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ, დიასამიძეს – 17 წელი.

 

დანაშაულის დაფარვისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანზორ დიასამიძესაც, რომლის ტაქსითაც წაიყვანეს განსასჯელებმა რაიხონ კურანბაევა მოსაკლავად. ანზორ დიასამიძემ ამ მომსახურებისთვის 200 დოლარი და ბენზინი მიიღო.

 

ჰაიოტ რაჯაბოვმა და კახა დიასამიძემ ქალი თავში ქვის ჩარტყმით გასული წლის გაზაფხულზე მოკლეს, ცხედარი კი ბუჩქებში გადააგდეს. გახრწნილი გვამი შემთხვევითმა გამვლელმა დაინახა, რამდენიმე თვის შემდეგ.

სახელისა და გვარის შეცვლაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად

 

ონლაინ მომსახურებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი დაარეგისტრირონ სახლიდან გაუსვლელად.        

 

ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს იუტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ ლევან სამადაშვილმა გამართა.

 

სახელისა და გვარის შეცვლაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებ გვერდის საშუალებით.


განაცხადის ონლაინ რეჟიმში გასაკეთებლად მოქალაქეს ესაჭიროება ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.


სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში და მომსახურების საფასურია 350 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

ეს მე, შენ – ყველას ერთად გვეხება

ნათია როყვა

ნათია როყვა

საიას იურისტმა დარბაზში შეკრებილებს დახმარება სთხოვა, დახმარება ხელმოწერების შეგროვებაში. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ ხელმოწერები შეაგროვონ პარლამენტში შესატანად, ხელმოწერებისა და საკანონმდებლო ინიციატივით კი ისინი პარლამენტს სთხოვენ კანონი შეიცვალოს და ფარულად მიყურადება სასამართლოს ნებართვის გარეშე აიკრძალოს. ასეთი კანონპროექტი, როგორც ვიცი, პარლამენტში უკვე შეტანილია, მაგრამ რომ მოვიკითხე, მითხრეს „თაროზეა შემოდებულიო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ათი ათას ადამიანს მოუსმინოს – თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა იურისტმა. რა გამოდის?! გამოდის ის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, პატიმარი ციხეში ისევ კვდება და ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, ის რომ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნას ოჯახს ჯერ არ აცნობენ, საქმეს იძიებენ, მაგრამ ბრალდებული არავინ არაა გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგაც კი. ციხის დირექტორი და მისი მოადგილე, რომლებიც ათეულობით წამებაში არიან ბრალდებულები, გირაოს საფუძველზე გარეთ არიან. სახალხო დამცველი გასული თვის ანგარიშში წერს, რომ პატიმრები ისევ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. ეზღუდებათ პაემანის, სეირნობის უფლება, ხელმძღვანელები მკაცრად ექცევიან. ომბუდსმენი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, უწყება კი კომენტარს არ აკეთებს…

ზოგჯერ ჩემი რესპონდენტები მეუბნებიან – «იქნებ, ამ თემაზე ტელეფონში არ ვილაპარაკოთ», «ტელეფონით ამის თქმა არ მინდა», «მირჩევნია გნახო, ვერ დაგელაპარაკები»… სულ ვფიქრობდი, რომ ადამიანებს, მათ შორის ჩემს რესპოდენტებს, გადაჭარბებული შიშის სინდრომი ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე მეც მჯერა, რომ მისმენენ, გვისმენენ;

ის აპარატი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დგას ყოველთვის, ავტომატურად იწერს ყველა ადამიანის საუბარს და მერე ასევე ავტომატურად იშიფრება ყველაფერი, ვისი საუბარიც აინტერესებთ.

ალბათ ბებიას არ უსმენენ, რომელიც პენსიონერია და შინ ზის. ალბათ 4 მილიონი ადამიანის მოსმენა შეუძლებელიცაა…

მგონია, რომ სახელმწიფო ამ მოსმენებზე არასოდეს იტყვის უარს. მიუხედავად ამისა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, ჩემი, შენი, თქვენი, ყველასი ჩართვა და აქტიურობა – საკანონმდებლო ცვლილება ძალიან გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ნებისმიერ პროკურორს და გამომძიებელს როცა მოეპრიანება, მაშინ არ გვისმინოს. და თუ მაინც მოგვისმენს და ეს დადასტურდება, კანონით დაისაჯოს. ახლა ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს.

იმედი მაქვს, ჩვენი აქტიურობისა და კანონის შეცვლის შემთხვევაში, სასამართლო ასეულობით ადამიანის მოსმენისა და მიყურადების უფლებას ერთდროულად არ მისცემს, შესაბამისად, გაჩნდება მეტ-ნაკლები პერსპექტივა, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაშიც პოლიციელებისგან, პროკურორებისგან თუ სხვა «ჯურის მოხელეებისგან» დაცული იქნება.

თხილნარის საჯარო სკოლას კაპრალ მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა

 

თხილნარის #1 საჯარო სკოლაზე კაპრალის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის შემდეგ მოხდა.

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ბატალიონის 23 -ე ბრიგადის ქვეითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ, ისინი ბრძოლის ველზე  2012 წელს დაღუპულ კაპრალთან ერთად იბრძოდნენ.

 

თხილნარის #1 საჯარო  სკოლაზე მინდია აბაშიძის სახელის მინიჭებას  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის  30 ნოემბერის  №87 განკარგულებით მისცა თანხმობა. 

 

აღნიშნული ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი  მოსახლეობა ესწრებოდა.

 

მელიქიშვილის ქუჩაზე

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.

ქირავდება, გირავდება

 

ივლისის თვემდე ქირავდება გარემონტებული უზრუნველყოფილი ავეჯით და ყველანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერნეტით. მის.: მემედ აბაშიძის გამზირი #6, იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. ფასი: 400 დოლარი. მობ.: 579 23 15 06.

 

 

ქირავდება სახლი ბელეტაჟზე ანგისაში. მობ: 577 727 553.

 

 

ქირავდება კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მობ: 557 25 86 87.

  

 

ტაბიძის ქუჩაზე, #7-ში, ქირავდება ერთოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. მობ: 593 652 900; 593 331 904.

ქირავდება ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, #166-ში, კერძო სახლის პირველ სართულზე გარემონტებული, ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი სველი წერტილებით, ავეჯით, კონდიციონერით, ინტერნეტით. აქვს ინდივიდუალური შესასვლელი. მობ: 595 757 222.

 

ქირავდება კერძო, პატარა სახლი, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ტექნიკით. მის.: მელიქიშვილის მეორე შესახვევი, სახლი #23. ტელ: 22 52 23.

 

 

გირავდება

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.

 

 

ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთ¬ასთან, ცხრასართუ¬ლიანი სახლის მერვე სართულზე, გირავდება ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული სუფთა ბინა ავეჯის გარეშე. ფასი: 13 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

ქირავდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე საწყობი _ 650-კვ.მ. მეორე სართულზეც ანალოგიური ფართობია. ფასი: 5 ათასი ლარი. მობ: 593 400 404.

 

Exit mobile version