ქობულეთში 7000 ძირამდე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში პირველი მოსავალი დაკრიფეს

 

აგროსერვის ცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის თქმით, აღნიშნული ხილის ნერგების გამოზრდა მიმდინარეობს: „სამომავლოდ ვაპირებთ გამრავლებას და ფერმერებზე შეღავათიან ფასად წმინდა ჯიშის ნერგების მიწოდებას“- ამბობს გოჩა ბერიძე.

 

სადემონსტრაციო მეურნეობაში წელს პირველად დაკრიფეს ნაადრევი ჯიშის ყურძენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში სასუფრე ყურძენი აგვისტოს ბოლომდე დაიკრიფება.

 

 

 

„დღეს სასუფრე ყურძენი შემოდის სომხეთიდან და ჩვენ გვინდა, რომ იმპორტი  ჩავანაცვლოთ და ადგილობრივი პროდუქტის წარმოებას შევუწყოთ ხელი“ – აღნიშნავს აგროსევის ცენტრის დირექტორი.

 

აგროსერვის ცენტრის ბაზაზე გვარა-ხუცუბანში ასევე მოწყობილია ხილის საშრობი და შოკური გაყინვის სამაცივრე დანადგარები.

 

როგორც აგროსერვის ცენტრში ამბობენ, ხილის გასაშრობი დანადგარით სარგებლობა ფერმერებს შეღავათიან ფასად შეუძლიათ. საწარმო ორგანიზაციამ გაეროს პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

 

„ხილის საშრობი ჰელიოსისტემისაა. დანადგარი მზის ენერგიაზე მუშაობს და ერთდროულად დაახლოებით 500-700 კილოგრამი ნედლეულის გაშრობაა შესაძლებელი. ნედლეულიდან გამომდინარე გაშრობას  დაახლოებით 48-72 საათი სჭირდება. ჰელიოსისტემით დაცულია ხილის გაშრობის ყველა ტექნოლოგიური პროცესი“ -აღნიშნავს აგროსერვის ცენტრის თანამშრომელი მირზა სუქნიშვილი.

 

შოკური გაყინვის სერვისით პირველად კომპანია Varnik-მა ისარგებლა და 6 ტონა მოცვის საექსპორტო პარტია გაიყინა. აგროსერვისცენტრში განმარტავენ რომ შოკური გაყინვის უპირატესობა ჩვეულებრივ გაყინვისგან განსხავებით ისაა, რომ პროდუქტი ინარჩუნებს ფორმასა და ხარისხს.

 

აგროსერვისცენტრში ასევე ფუნქციონირებს ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისები, რომელთა გამოყენება სურვილის შემთხვევაში ფერმერსაც შეუძლიათ.

 

პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

 

ბრალდებისა და გირაოსთვის დაყადაღებული სახლები

 

ქეთევან ბ-ი ბათუმში ნოტარიუსად მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი 38 ათას ლარს აღემატებოდა. 2007 წელს, პროკურორ დიმიტრი ფაღავას წარდგენილი ბრალდებით, ნოტარიუსი თაღლითობისთვის დააპატიმრეს. პატიმრობიდან ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ბრალი მის ქმარს, ბიძინა ღ.-ს წარუდგინეს, მასაც თაღლითობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. სწორედ ამ ბრალდების გამო ბრალდებულებმა ნათესავების ქონება, ორი ბინა ბათუმში იპოთეკით დატვირთეს. ისინი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

2013 წელს სასამართლომ ცოლ-ქმარი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ბრალდება წარუდგინეს ნოტარიუსის ქმარს და ისევ დააპატიმრეს. პირველი ბრალდების დროს იპოთეკით დატვირთულ ორ უძრავ ქონებაზე ყადაღა დღემდე არ მოხსნილა. სააღსრულებო ბიურომ ის ყოველ დღე შეიძლება გაყიდოს. ახლა მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ამ სახლებზე ყადაღის მოხსნაა.

 

 

ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კომპენსაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა გადაიხადოს, თუმცა, სარჩელში მოპასუხე მხარედ ფინანსთა სამინისტროც მიუთითეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უწყება მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, პროკურორის განმარტებით, ეს  მათი პრეროგატივა არ არის.

 

საქმეში მხარედ ქონების მართვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არიან ჩართულები. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საქართველოში სულ 11 საქმეა, როცა გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ ბრალდებული სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით სთხოვს.

 

 

ზიანის ანაზღაურებისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტაციას, კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებასა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს ქეთევანიც. „სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელ განაჩენთან ერთად უნდა მომხდარიყო ამ პირის მიმართ სრული რეაბილიტაცია, უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქონება და ქონებრივი უფლება, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ან შეუჩერდა, ან ჩამოერთვა. ჩვენ პირველი ინსტანციის დონეზე, აპელაციის დონეზეც ვცადეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ქონებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო წესით მოგვეგვარებინა, მაგრამ რადგანაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არ განიხილა არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი საჩივარი ქონების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში წამოვედით ახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით“, – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

 

 

ქეთევან ბ-ი სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200 ათასი ლარის გადახდას და გირაოსთვის დაყადაღებულ სახლებზე იპოთეკის მოხსნას სასამართლოს სთხოვს. მხარეებს მორიგებისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სამკვირიანი ვადა მისცა, თუ ამ პერიოდში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. „მე ასი ათას ლარად მთავაზობდნენ საპროცესო  შეთანხმების გაფორმებას, მერე პროკურატურა ორი ათას ლარზე ჩამოვიდა. ვერ ვაღიარებდი იმას, რაშიც უდანაშაულო ვიყავი“, – თქვა სასამართლოზე მოსარჩელემ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს.

 

 

მთავარ პროკურატურაში პასუხს არ სცემენ კითხვას, სულ რამდენი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იმ პირების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

 

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება,   მიმართოს სასამართლოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) კი გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ  საქმის გასაჩივრებას, ამიტომაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოა. იმსჯელებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს წარდგენილ განცხადებაზე, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

როგორ მუშაობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგური ზაფხულში

ბატონო ბადრი, რა დატვირთვით მუშაობს სასწრაფო დახმარება ზაფხულში?

ზაფხულობით, რა თქმა უნდა, მატულობს გამოძახების რაოდენობა. იქამდე 200-დან 240 ზარი შემოდიოდა, ახლა კი ორი დღის წინ გამოძახების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 292 გამოძახება დაფიქსირდა დღეში.

ძირითადად რა შემთხვევებში იძახებენ სასწრაფოს ზაფხულში?

სასწრაფო დახმარებას 60-80% შემთხვევაში წნევის გამო იძახებენ, ასეა წელიწადის სხვა დროსაც. რაც შეეხება სეზონურ მიზეზებს, მაგალითად, მზით დამწვრობის შემთხვევებს, ამ ეტაპზე არც თუ ისე ხშირია. შესაძლოა იმიტომ, რომ აქამდე ზღვის ამინდი არ იყო, თუმცა თუ გასული წლის აგვისტოს მონაცემებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა მიმდინარე თვეში მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატოს.

მცირედით არის მომატებული კუჭ-ნაწლავის აშლილობებისა და ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებები ჭარბობს ბავშვებში, ზოგმა ზღვის წყალი ჩაყლაპა, ზოგმა ხილი მიირთვა და სხვა. კიდევ ერთი სეზონური პრობლემა, რომელიც ასევე მცირე რაოდენობით ფიქსირდება – მზის დაკვრაა, როცა მზეზე დიდ ხანს ყოფნისას ცუდად ხდება ადამიანი.

შარშანდელთან შედარებით გაიზარდა თუ არა მსგავსი გამოძახების რაოდენობა?

საქმე ისაა, რომ სეზონი ახლა იწყება და გამოძახების ზრდასაც ველოდებით, ამ ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, გამოძახებების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ყველაზე დატვირთული პერიოდი – აგვისტო, ჯერ წინაა.

ძირითადად ჩამოსული დამსვენებლები იძახებენ სასწრაფოს თუ ადგილობრივები?
მართალია, ზაფხულობით მატულობს გამოძახებების რაოდენობა დამსვენებლების მხრიდან, მაგრამ ამის დიფერენცირება ცოტა რთულია. ზარები 112-ზე შემოდის და ადგილობრივის ზარია თუ დამსვენებლის, არ ფიქსირდება, მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ ვნახულობთ ვინ გამოგვიძახა. აგვისტოში ალბათ უფრო გაიზრდება ეს რიცხვი.

რომელია დღის ყველაზე დატვირთული მონაკვეთი?

ასე გამოყოფილი არ გვაქვს, დილითაც და ღამითაც თანაბრადაა გამოძახებები. ბრიგადები არ ჩერდებიან, ფაქტობრივად სადგურში საერთოდ არ შემოდიან, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ, შეუჩერებლივ.

ხშირად სასწრაფო დახმარებას დაგვიანების გამო საყვედურობენ. რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება?

დაგვიანების მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბრიგადა არ არის ადგილზე, ანუ ყველა გამოძახებაზეა. საქმე ისაა, რომ ჩვენი 16 ბრიგადა გადანაწილებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში, ესენია: მახინჯაური, თამარის დასახლება, სამიც ხელვაჩაურში, გონიოში და ზღვაზე, შაუმიანის ქუჩის დასაწყისში. როცა ბრიგადა გადის, ვთქვათ, გონიოში გამოძახებაზე, პიკის საათში მას მინიმუმ ნახევარი საათი მაინც სჭირდება ქალაქიდან, ამიტომ გამოძახებას ასრულებს ის ბრიგადა, რომელიც გონიოში დგას, მაგრამ მუდმივად ხომ იქ ვერ იდგება, იგი შესაძლოა გამოძახებაზე იყოს, რის გამოც შეიძლება ცოტათი დააგვიანოს სხვა გამომძახებელთან მისვლა.

რამდენი ექიმი და ექთანი ემსახურება ქალაქს და საკმარისია თუ არა არსებული რესურსი ქალაქისთვის?

ამ ეტაპზე ბათუმს 16 ბრიგადა ემსახურება, შესაბამისად დღეში მორიგეობს 16 ექიმი, 16 ექთანი, 16 მძღოლი და სამი ოპერატორი. სულ ოთხი ცვლა გვაქვს და ისინი ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობენ. ბრიგადები, ფაქტობრივად, არ შემოდიან სადგურში, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისი რესურსი გვაქვს, მით უმეტეს, რომ აქტიურ სეზონზე ძირითად ბრიგადებს დამატებითი ბრიგადები ემატება, ეს ხდება ზაფხულში და ე.წ. გრიპის სეზონზე, ანუ დეკემბერ-იანვარში. ამ ზაფხულსაც სამი ბრიგადა დაგვიმატა მერიამ, რომლებიც 15 სექტემბრიდან ისევ მოიხსნება. თუმცა მომავალი წლიდან პროგრამაში გათვალისწინებულია კიდევ ერთი ბრიგადის მთელი წლით, ანუ მუდმივად დამატება.

ზაფხულში საკითხავი

 

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, საქართველოს პარლამენტის წევრი: „ვინაიდან ზაფხული არის გრძელი და ხანგრძლივი, ამიტომ მკითხველს ვურჩევ ერთი წიგნი, რომელსაც წასაკითხად შეარჩევს, იყოს დიდი, მოცულობითი. მოცულობით დიდი წიგნებიდან სამს ვიტყვი და აქედან ერთ-ერთი რომ წაიკითხოს, კარგი იქნება. პირველს ვურჩევ „ომი და მშვიდობას“, მით უმეტეს, რომ აქტუალურია ჩვენს ხმაურიან დროში. მეორეს ვურჩევ  თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ და ჯეიმს ჯოისის „ულისეს“. ამ სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად წაიკითხონ ამ ზაფხულს.

 

რაც შეეხება უშუალოდ საზაფხულო საკითხავს, ზაფხული რომ იგრძნობა, ვურჩევდი ალბერტ კამიუს „უცხოს“ და „შავ ჭირს“. იმიტომ, რომ ზღვის, ზაფხულისა და მზის გარეშე მათი არც წარმოდგენა შეიძლება და არც წაკითხვა. თუმცა ესენი ცოტა მძიმე წიგნებია. რაც შეეხება უფრო მსუბუქს, ვურჩევდი ჯეინ ოსტინის „სიამაყეს და მცდარ აზრს“. ეს არის შესანიშნავი სასიყვარულო რომანი და ძალიან დიდი ოსტატობით დაწერილი. რაც მთავარია, ზაფხულს რომ უხდება, ისე კარგად ვითარდება და კარგად მთავრდება“. 

 

 

ლია ლიქოკელი, პოეტი: „ზაფხულში ვურჩევდი წაიკითხონ აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“. ბოლო დროს რაც კი წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნი ეს იყო. ესეით მოყოლილი წიგნია მეცხრამეტე საუკუნის საქართველოზე. შინაური ილია, ვაჟა, გოგებაშვილი. ისეთი ამბები, რაც ალბათ ზღვას უხდება. შეიძლება ასე ახლოს არ იცნობდე ამ ადამიანებს და წიგნიდან გაიცნო.

 

კიდევ ვურჩევდი წაიკითხონ ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. სხვა წიგნებიც შეიძლება, ნატო დავითაშვილის ყველა უნდა წაიკითხონ, რაც წაკითხული არა აქვთ, მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებით მიყვარს. აქ არის ფენტეზი, თან ქართული მითოსი, ქართული მითოლოგია და თან იმ კუთხითაა გადმოცემული, რაც იშვიათად იციან საქართველოში. ეს წიგნი შეიძლება უფრო საბავშვო ლიტერატურაშიც გადის, მაგრამ მგონი დიდებისთვისაც კარგი საკითხავი იქნება.

 

მესამე წიგნს რაც შეეხება ახლა ვკითხულობ, ვამთავრებ ფოლკნერის „დროშები მტვერში“. ძალიან მიყვარს ფოლკნერი საერთოდ და ძალიან მნიშვნელოვანია მისი წაკითხვა. მაინცადამაინც ზაფხულში საკითხავი ლიტერატურა არ არის, მაგრამ თუ ვინმეს არამსუბუქი მოუნდება, სჯობს, რომ წაიკითხოს“.

 

 

რატი ამაღლობელი, პოეტი: „ზღვაზე ყოველთვის სათავგადასავლო ლიტერატურა არის კარგი და საინტერესო. 12-13 წლის ახალგაზრდებმა სასურველია სერვანტესის „დონ კიხოტი“ წაიკითხონ.  ასევე ახალგაზრდა მკითხველს ვურჩევ „სამი მუშკეტერის“ წაკითხვას. მე ბავშვობაში უფრო ამას ვკითხულობდი, სარაინდოს და სათავგადასავლოს. „ბეჭდების მბრძანებელი“ ასევე ძალიან საინტერესო ტექსტია და ვურჩევ. ეს წიგნები უფროსებსაც შეუძლიათ გადაიკითხონ.

 

 

რაც შეეხება საკითხავს დიდებისთვის, მე მიყვარს ქალაქების ბიოგრაფია. ამ ჟანრის წიგნებში გამოვარჩევდი ორჰან ფამუქის „სტამბულს“ და პიტერ აკროიდის „ლონდონს“. ამ წიგნებში ქალაქები მთელი თავისი ბიოგრაფიებით არის წარმოდგენილი. თითქოს ქალაქის არსება ჩანს, თითქოს ქალაქი  ერთი დიდი ნოველაა, რომელიც ათასწლეულებს სწვდება. ასეთი წიგნები ძალიან მიყვარს“.   

ხელოვნური კბილი, ანუ დენტალური იმპლანტაცია

საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის, დენტალური მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ მარგველაშვილი ამბობს, დენტალური იმპლანტები სხვადასხვა ზომისა და ფორმის არსებობს, თუმცა დღეს ყველაზე გავრცელებული ხრახნისებური იმპლანტებია. იგი მცირე ზომის (საშუალოდ 8-15მმ) ხრახნს წარმოადგენს, რომელიც ყბის ძვლოვან ქსოვილში თავსდება. მასალის მხრივ კი ყველაზე გავრცელებული ტიტანისა და კერამიკის (ცირკონიუმის) იმპლანტებია, რომლებზეც ესთეტიკური კბილები მაგრდება.

საქართველოში კბილის იმპლანტაციისთვის საჭირო მასალების იმპორტი ძირითადად გერმანიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ხდება, კბილის იმპლანტაციის ფასიც მწარმოებელი ქვეყნისა და მასალის მიხედვით იცვლება. ქართულ ბაზარზე თითო იმპლანტის ფასი, საშუალოდ, 600 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მარიამ მარგველაშვილის თქმით, ფასს კონკრეტული პაციენტის კლინიკური შემთხვევაც განაპირობებს: “არსებობს რთული ანატომიური მდგომარეობა, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ეს, რა თქმა უნდა, ზრდის, იმპლანტაციის ფასს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ძვალი გალეულია და ძვლის გაზრდა (აუგმენტაცია) ხდება საჭირო”, – ამბობს ის. მარიამის თქმით, დენტალურ იმპლანტაციაზე დაბალი ფასი ხშირად არაპროფესიონალი ექიმების მახეა, ასეთი ექიმების მიერ დაშვებული შეცდომების გამო მათ პაციენტებს ხშირად ემართებათ სხვადასხვა სახის გართულებები, რის გამოც მკურნალობა ბევრად უფრო მეტი უჯდებათ.

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ხელმძღვანელი, სტომატოლოგი თათია ანდღულაძე ამბობს, რომ კბილის ტრანსპლანტაცია ბევრს სჭირდება, თუმცა ამ მომსახურების მაღალი ფასის გამო ძალიან ცოტა თუ მიმართავს მას. “2013 წლის მონაცემებით, კლინიკის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ჯამში 350 იმპლანტი ჩავსვით”, – ამბობს თათია. კლინიკა “ინდიგოში” იმპლანტისა და გვირგვინის ჩასმა ჯამში 1200-დან 1900 ლარამდე ჯდება.

თათია ანდღულაძის თქმით, მათთან ძირითადად შვეიცარიული და გერმანული კომპანიების იმპლანტებს იყენებენ. დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად “Alfa Bio”-ს იმპლანტებს ამონტაჟებენ, რომლის მწარმოებელიც ისრაელია. თათია ამბობს, რომ იგი “Nobel”-ისა” და “Straumann”-ის იმპლანტებზე დაბალი ხარისხისაა, მაგრამ შედარებით უფრო დაბალი ფასის გამო მეტი გამოყენება აქვს: “არის უფრო დაბალი ხარისხის იმპლანტები ჩინეთიდან და კორეიდან, რომლებიც შედარებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გერმანული”, – ამბობს ის.

სტომატოლოგიურ კლინიკა “ბათუმი დენტალის” სტომატოლოგი ირაკლი ჩიქობავა ამბობს, რომ მათთან იმპლანტის შეყვანა 500 დოლარი (ლარის ექვივალენტში) ღირს, გვირგვინის ფასი კი მასალის მიხედვით: მეტალოკერამიკის 150 ლარი, ტიტანისა (ცირკონის) კი, 300 ლარი ჯდება. `იმპლანტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, ისრაელიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან არის ჩამოტანილი, მათ ჩანერგვას კი საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციიდან მოწვეული სპეციალისტი ახორციელებს”, – ამბობს ირაკლი ჩიქობავა.

“ბათუმი დენტალში” ამბობენ, რომ ფასიდან გამომდინარე დენტალურ იმპლანტაციაზე მოთხოვნა დაბალია. წლის განმავლობაში კბილის იმპლანტაციის სურვილით მათ კლინიკას საშუალოდ ათი პაციენტი მიმართავს.

იმპლანტაცია შესაძლოა განხორციელდეს ერთ მომენტად ან ორ ეტაპად. ანუ პაციენტმა შესაძლოა ჩაისვას იმპლანტი და იმავე დღეს, ან 7-10 დღის განმავლობაში დაფიქსირდეს მასზე კბილი, ან ქირურგიული ნაწილის დასრულების შემდეგ, როდესაც იმპლანტები მოთავსდება ძვალში, დაიხურება ჭრილობა და სტომატოლოგი ელოდება იმპლანტის ძვალთან შეზრდას (ოსეოინტეგრაცია), რასაც საშუალოდ 3-დან 6-თვე სჭირდება, რის შემდეგაც იწყება ორთოპედიული სამუშაო და გვირგვინის დაფიქსირება.

კითხვაზე, თუ რა დაავადებების დროს არ არის მიზანშეწონილი პაციენტისათვის დენტალური იმპლანტაცია, მარიამ მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური უკუჩვენების დროს, ანუ იმ დაავადებების დროს ხდება, როცა ოპერაციული ჩარევა ზოგადად წარმოადგენს რისკს – “მაგალითად, აივ ინფექცია, ფსიქიკური აშლილობანი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ ძვლოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ქრონიკული დაავადებები, რომელთა სტაბილიზაციაც შესაძლებელია, მაგალითად დიაბეტი, თუ კონტროლის ქვეშ არის, არ წარმოადგენს უკუჩვენებას”, – ამბობს მარიამი.

მარიამ მარგველაშვილის თქმით, გართულებები კბილის იმპლანტის ჩასმის შემდეგ იშვიათია და კბილის იმპლანტაცია 98% შემთხვევაში წარმატებულია, თუმცა იმ 2%-ში ერთ-ერთი გავრცელებული გართულება არის იმპლანტის უარყოფა, როდესაც ორგანიზმი გამოდევნის იმპლანტს. ამ შემთხვევაში პაციენტს რე-იმპლანტაცია უკეთდება.

იმისთვის, რომ კბილის იმპლანტმა 20-25 წელი გაძლოს, პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას. “მართალია თამბაქოს მოხმარება უკუჩვენებას არ წარმოადგენს და ის მხოლოდ რისკ-ფაქტორია, მაგრამ იმპლანტაციის გართულებათა 80%-მდე სწორედ თამბაქოს მწეველებს ემართება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმპლანტების მქონე პაციენტებმა განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ ყურადღება პირის ღრუს მოვლას. ასევე, აუცილებელია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს როგორც იმპლანტების, ისე მასზე ფიქსირებული პროთეზების კონტროლი და პროფესიული წმენდა”, – ამბობს მარიამ მარგველაშვილი.

ობსერვატორია ახლო ხედით

 

 

როცა უკვე ყველაფერი მზადაა, სპეციალისტი დამთვალიერებელს რიგის მიხედვით ტელესკოპის ლინზაში გახედვის საშუალებას აძლევს. ციური სხეულის ნახვის ემოციას დამთვალიერებელი სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგიერთი ტელესკოპთან გატარებული დროის ნაკლებობაზეც კი წუწუნებს. სპეციალისტი იძულებული ხდება მეტი ახსნა-განმარტება გასცეს. ერთ მნახველს ტელესკოპთან დაახლოებით 2-3 წუთს გაჩერების შესაძლებლობა აქვს. 

 

მუზეუმში დამთვალიერებელს ობსერვატორიის შექნასთან დაკავშირებული ნივთების ნახვა, მისი დაარსების დღიდან იქ მომუშავე სპეციალისტებისა და მათი ნაშრომების შესახებ ჩანაწერების გაცნობა შეუძლია.

 

 

ობსერვატორია აბასთუმნის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრზეა. ექსკურსიის არანაკლებ საინტერესო ნაწილი სპეციალისტის ლექციაა.

 

 

სპეციალისტი დამთვალიერებლებს პლანეტებისა და ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ უყვება. მისი თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: „აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი, მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი“.

 

 

 

მუზეუმში გამოფენილი ჩანაწერების მიხედვით, აბასთუმანში ციური სხეულების დაკვირვება რუსეთის იმპერიის უფლისწულის, ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება.

 

 

გიორგი რომანოვი ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული და იმპერიის საუკეთესო ექიმებმა მას აბასთუმანში მკურნალობა ურჩიეს. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები იმ დროშიც ყოფილა ცნობილი.  როდესაც რუსეთის იმპერიის ჯარები საქართველოში განლაგდნენ, სამხედრო ექიმები გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ დაჭრილთა მკურნალობა აბასთუმანში, სხვა ადგილებთან შედარებით, უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა.

 

 

გიორგი რომანოვს აბასთუმანში მთელი ამალა ჩაჰყოლია. ავადმყოფობის მიუხედავად, ახალგაზრდა უფლისწულს განათლების მიღება არ შეუწყვეტია,  ხშირად მას რუსეთის იმპერიის წამყვანი პროფესორები სტუმრობდნენ.

 

 

უფლისწული  ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანკტ-პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებოდა.

 

 

ამ ობსერვატორიას დღეს გიორგი რომანოვის კერძო ობსერვატორიას უწოდებენ.  მისი გარდაცვალების შემდეგ ობსერვატორია დაუხურიათ.

 

 

შემდეგ, 1932 წელს, საბჭოთა კომისარიატის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ობსერვატორია დაბა აბასთუმნიდან იქვე, ქონაბულის მთაზე გადაიტანეს.  ობსერვატორიას დაარსების დღიდან, მას სათავეში ახალგაზრდა მეცნიერი, ევგენი ხარაძე ჩაუდგა. ის 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო.

2007 წლიდან ობსერვატორია ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად.

 

 დღეს ობსერვატორიაში სამოცდაათამდე მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათი ხელფასი საშუალოდ ექვსასი ლარია და სახელმწიფო ობსერვატორიას ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ლარით აფინანსებს, ექსკურსიით შემოსული თანხა კი ადგილობრივ სამეურნეო ხარჯებს, შენობებისა და აპარატურის მოვლა-პატრონობას ხმარდება.

 

 

ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას თქმით, „დღეს მიმდინარე კვლევები მოიცავს ვარსკვლავთასტრონომიის, გარე გალაქტიკების, მზის სისტემის, მზის ფიზიკის, ატმოსფეროსა და კოსმოლოგიას“.

 

 

ობსერვატორიის ტექნიკური გადაიარაღება, რაც დიდ თანხას უკავშირდება, მნიშვნელოვანია როგორც აქ მომუშავე მეცნიერებისთვის, ასევე აბასთუმანში მცხოვრები ოჯახებისთვისაც, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ აქ ჩამომსვლელი დამსვენებლისთვის სუფთა და მშრალი ჰაერისა და სამკურნალო წყლების გარდა  ობსერვატორია კიდევ ერთი მთავარი ხიბლია.

 

რატომ აპატია აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 89 მილიონი ლარი

შპს „ჟასმინი“, შპს „მერსნ ტურიზმი“, „V & T ARGO“, „IItalGeoConstractions & Mini Mmenegementi“, შპს „აგროსერვისცენტრი“ –  ეს ის კომპანიებია, რომლებიც აჭარის მთავრობამ საგადასახადო დავალიანებისგან გაათავისუფლა. საგადასახადო დავალებისგან გაათავისუფლეს ბიზნესმენი ირის ბორჩაშვილიც.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. შპს „მერსნ ტურიზმი“ კი – უკრაინის მოქალაქეებმა 2011 წელს. ირის ბორჩაშვილის სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრი „მედინა“ და სასტუმრო „პრესიდენტ პლაზა“ იძებნება.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დარიცხული 89 145 700 ლარიდან და მილიონ 552 900 აშშ დოლარიდან ბიუჯეტის შემოსავლებში ჩარიცხულია 312 000 ლარი, რაც დარიცხული თანხის 0,3 პროცენტია. ორ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციების სახით არ იქნა დარიცხული 51 600 ლარი.

ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის მთავრობის ნებართვით ავტონომიური რესპუბლიკის 29-ე მუხლის საფუძველზე ჩამოაწერა.

„ჩვენ ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს, რომლებიც მოდიან მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ გვაწყობს დაჯარიმებული ინვესტორი, შესაბამისად შეჩერებული მშენებლობები. მთავარია, მან საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არ არის ჩამოწერილი თანხა, ეს გაყინული ფულია და თუ დათქმულ ვადაში პირობას ვერ შეასრულებს ინვესტორი, ჯარიმა ისევ ამოქმედდება, თუ შეასრულებს, აღარ დაჯარიმდება. თვითონაც კმაყოფილი დარჩება და სახელმწიფოც“, – განმარტავს აჭარის ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე.

იურისტ გია ქარცივაძის განმარტებით, „სახელმწიფოს მიდგომა შეიძლება იყოს ინდივიდუალური და თუ მთავრობა ხედავს პერსპექტივას დათმობის შემთხვევაში, შესაძლებელია აპატიოს კიდევაც დამრღვევს, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მასობრივი სახე. წინასწარ დათქმული პირობა უნდა შესრულდეს“.

აუდიტის 2013 წლის დასკვნის მიხედვით, აჭარის მთავრობა იმ კერძო კომპანიებისგან, რომლებმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, მათთვის გადაცემულ ქონებას ვერ იბრუნებს. აუდიტორმა უკან დასაბრუნებელი ქონება 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა.

„აჭარის კურორტების“ 100%-იანი წილი და სააქციო საზოგადოება „მესხეთი“ იმ ქონების ჩამონათვალშია, რომელსაც აჭარის მთავრობა კონტრაქტორისგან პირობების დარღვევის მიუხედავად ვერ იბრუნებს. მიზეზი ქონების იპოთეკით დატვირთვაა. ჩამონათვალში იმ ქონების დიდი ნაწილიც მოხვდა, რომელიც აჭარის მთავრობამ ინვესტორებს გასულ წელს მანდარინის მოსავლის ათვისების პირობით გადასცა.

აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამახარისხებელი და ტარის წარმოების საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში კერძო და იურიდიულ პირებს გადასცეს. ამასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა 19 პირთან, ხოლო ორ შემთხვევაში „არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო“ მყიდველის მხრიდან უარის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

აუდიტორის ინფორმაციით, ვალდებულებები შესრულებულია მხოლოდ ექვს შემთხვევაში, დაგვიანებით შესრულდა ხუთ შემთხვევაში, ხოლო რვა შემთხვევაში საერთოდ არ შესრულდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ „პირველ შემთხვევაში საუბარი ეხება ადრე გაცემულ ქონებას, როცა კანონი აუქციონით გაცემულ ქონებაზე პირობების ვერ შესრულების შემთხვევაში მის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ციტრუსის დაბინავების მოტივირებისთვის გადაცემულ ქონებას, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იმ ინვესტორებთან ხელშეკრულებების მოშლის მიზნით, რომლებმაც დადებული პირობა ვერ შეასრულეს“.

სახელმწიფო აუდიტორი დასკვნაში განმარტავს, რომ აჭარის მთავრობამ ამ საკითხში წინა წლების გამოცდილება და რეკომენდაციები არც 2013 წელს გაითვალისწინა და ამ კატეგორიის ხელშეკრულებები ისევ გააფორმა.

„ახლა სახელმწიფო უფრო ნაკლებად რისკავს, რადგან კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პირობების ვერშესრულების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნების უფლებას იტოვებს“, – განმარტავს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  იონა წითელაძე.

სახელმწიფო აუდიტორი ნასყიდობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არასათანადო კონტროლზეც საუბრობს:

შპს „Eსცო-Gეორგია“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის 10 ივლისს დაიწყო, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის (2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე) გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

ინდმეწარმე „ბესარიონ მანენიშვილთან“ კი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა 2013 წლის პირველი ნოემბრით იყო დათარიღებული. პირობების შესრულების დადასტურების მოთხოვნით სამინისტრომ ინდმეწარმეს წერილობით 2013 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. აუდიტის მიმდინარეობისთვის სამინისტროს პასუხი არ მიუღია.

თამარის დასახლებაში ორი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მიუხედავად, მთავრობამ ბინები მობინადრეებს არ გადასცა. ამის გამო 2014 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით დაცვის მომსახურებისთვის 51 600 ლარი დაიხარჯა.

ლუდის ფესტივალი ბათუმში კომპანია ”ნატახტარისგან”

საქართველოში ლუდის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპანია ”ნატახტარია”. ლუდის მოყვარულთათვის აღსანიშნავია ის დეტალი, რომ ფესტივალის ბარი საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარია.

ფესტივალი პირველად ხუთი წლის წინ, 2010 წელს თბილისში ჩატარდა, მალე საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მისი ტრადიციულობაც განაპირობა.

სამი წლის მანძილზე ლუდის ფესტივალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანიამ რეგიონებში გასვლა გადაწყვიტა. 2013 წელს ლუდის ფესტივალი რუსთავში, თელავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში პირველად ჩატარდა.

ბათუმმა წელს ოქროსფერი სასმელის ფესტივალს 9-10 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა. გასული წლის ფესტივალისგან განსხვავებით წლევანდელ ფესტივალს ერთი სიახლე გამოარჩევდა – ლუდის შეძენა სპეციალური მონეტების საშუალებით იყო შესაძლებელი. თითო მონეტა 1.5 ლარი ღირდა. “ნატახტარისა” და “მთიელის” შეძენას ერთი მონეტა, ხოლო პრემიალური ბრენდების – “კოზელის”, “ეფესისა” და “კაიზერის” შეძენას ორი მონეტა სჭირდებოდა.

ლუდის ფესტივალი მრავალფეროვნებით გამორჩეული ღონისძიებაა. წელს ფესტივალი თითოეულ რეგიონში ორ დღეს გრძელდება, რომელსაც თან ახლავს ცოცხალი მუსიკა და გასართობი თამაშები.

ბათუმში ლუდის ფესტივალი “შავფაროსნებმა” გახსნეს. ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილ “ნატახტარის” ლიმონათის კუთხეში ანიმატორები ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშებით ართობდნენ. შეჯიბრებები გაიმართა სახალისო თამაშებშიც. ვინც უფრო სწრაფად ან ვინც უფრო ბევრ ლუდს დალევდა, ფესტივალის ატრიბუტიკას ან უფასო ლუდს მოიგებდა.

ფესტივალს ბათუმში დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი ესწრებოდა. მრავალფეროვანი საზოგადოებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი იყო მუსიკალური რეპერტუარიც, რომელსაც ქმნიდნენ ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები, მათ შორის “Latino Boys”, ჯგუფი “ყველა”, “სალიო” და სხვა. ბათუმში ფესტივალის მეორე დღეს ცოცხალ მუსიკას ფესტივალისთვის ასრულებდა დავით ილურიძის ბენდი, “ფრანი”, “რეგიონი”, ჯგუფი “არა”, “გობლინები”.

ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივები.

“ბათუმში ლუდის ფესტივალი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ საინტერესო ფესტივალად ტურისტებისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად ტურისტები თბილისში ჩამოსულან” – ამბობს კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო სურმავა.

წელს ფესტივალი 12 ივლისს დაიწყო თბილისიდან და გაგრძელდა თელავსა და გორში. 16-17 აგვისტოს ფესტივალს ქუთაისი, ხოლო 23-24 აგვისტოს ფოთი უმასპინძლებს. 2014 წლის ლუდის ფესტივალი 30-31 აგვისტოს ზუგდიდში დაიხურება.

“ნატახტარი” სამომავლოდ ლუდის ფესტივალში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

“ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, თუმცა გარკვეული ცვლილებები იგეგმება. გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა ფესტივალი განვაახლოთ” – ამბობს ნატახტარის ქსელური მარკეტინიგის მენეჯერი ოთარ უნაფქოშვილი.

ხორუმი ყანაში

 

„დედაჩემი არის წარმოშობით სოფელ ფურტიოდან. 2011 წელს ვიყავი ჩასული პირველად ჩემი ნათესავების სანახავად. ჩვენს პატივსაცემად ქეიფი გაიმართა, ეს ვიდეოებიც მაშინ გადავიღე. შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლი იყო მოწვეული და ისინი ცეკვავენ,“ – ამბობს ნურულლაჰი „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

ვიდეოები ფურტიოში მცხოვრებ მიხეილ მელიქიშვილის ოჯახშია გადაღებული.

 

 

 

 

 

პირველი სასწავლო გემი საზღვაო სასწავლებელს

 

„გემის შეძენა ჩვენი სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია. სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს. კურსანტი რომელიც ჩვენთან დაამთავრებს სასწავლებელს  უკვე იქნება სრულფასოვანი მორიგე ოფიცერი სამანქანო განყოფილებაში, შორეულ ნაოსნობაში 12 თვიანი ცენზით,“ – ამბობს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი სულხან სამნიძე.

 

გემზე პრაქტიკის გავლა ერთდროულად 26 სტუდენტს შეუძლია. 

 

 

იპოთეკით დაზარალებულთა აქცია ბათუმში

იპოთეკით დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქე თენგიზ ფაღავა შეღავათიან კრედიტს ითხოვს.

“150 ათასი დოლარიდან 80 ათასი მაქვს დარჩენილი გადასახადი. ვარ გადამხდელუნარიანი. ვითხოვ შეასრულონ დაპირება. მოგვცენ შეღავათიანი კრედიტი და ჩვენ ამას დავფარავთ,” – ამბობს თენგიზ ფაღავა.

იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მთავრობის სახლთან ნახევარ საათს გაგრძელდა. მათი განცხადებით თუკი მთავრობის მხრიდან ყურადღება არ იქნება ისინი შიმშილობას დაიწყებენ.

პატრულის თანამშრომელი დააპატიმრეს

 

გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების  ბრალდებით მიმდინარეობს.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.

”შუქურამ” ”ზუგდიდი”ერთი გოლის სხვაობით დაამარცხა [ფოტორეპორტაჟი]

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 17:30 საათზე დაიწყო. პირველი მატჩი ”შუქურასა”და ”ზუგდიდს” შორის ქობულეთში, ”ჩელე არენას” სტადიონზე გაიმართა

2014-2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სამი გოლი გავიდა და “შუქურამ” 2:1 სძლია “ზუგდიდს”. პირველი გოლი 24 წუთზე შუქურას ფეხბურთელმა ზვიად მეტრეველმა გაიტანა. თუმცა “ზუგდიდის” კაპიტანმა შოთა ლომიამ 47 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი, “შუქურასთვის” გადამწყვეტი აღმოჩნდა პენალტი, რომელიც “ზუგდიდელთა” მესამე ნომრის, დავით ლომაიას მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო დანიშნა მსაჯმა. უხეში თამაშის დროს მცირე დაზიანება თვითონ დავით ლომაიამაც მიიღო, თუმცა მსაჯისთვის ამ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშლია და ფეხბურთელი წითელი ბარათით დააჯარიმა.

პენალტი ზუსტად შეასრულა “შუქურას” კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ, რითაც 59 წუთზე საკუთარი გუნდი 2:1 ანგარიშით დააწინაურა. მატჩის ბოლომდე ორივე კარის მიმართულებით კიდევ იყო რამდენიმე საგოლე მომენტი თუმცა გოლი აღარ გასულა.

აღნიშნულ მატჩში ერთი წითელი დ ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა მსაჯმა და ორივე დავით ლომაიას მიმართულებით. შეხვედრას ფიფას არბიტრი თბილისიდან გიორგი ვადაჭკორია მსაჯობდა.

“ზუგდიდისა” და “შუქურას” მატჩი ქობულეთში 6000 მაყურებლიან, გულშემატკივრებისგან ნახევრადცარიელ სტადიონ “ჩელე არენაზე” ჩატარდა. მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა.

ფეხბურთის თამაშის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია ქობულეთიდან პირველად განხორციელდა.

 

ლუდის ფესტივალი ბათუმში

ფესტივალზე მსურველებს ლუდის შეძენა სპეციალური მონეტის საშუალებით შეგიძლიათ.  ერთი მონეტის ფასი 1,50 ლარია. ერთი ლუდის მონეტით შესაძლებელია შეიძინოთ 1 ბოთლი „ნატახტარი“ ან „მთიელი“, ორი მონეტით კი „კოზელი“, „ეფესი“ ან „კაიზერი.“

ლუდის ფესტივალი ხვალ, 10 აგვისტოსაც გაიმართება და 17 საათზე დაიწყება.

iMOVIES.GE-ს კინოსეანსები ზღვაზე

 

“iMOVIES.GE” შეეცადა ფილმის საყურებლად შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ამისათვის 6 მაისის პარკში განათავსა “OPEN AIR CINEMA”-ის სისტემა: 7 მეტრის დიაგონალის მქონე ეკრანი, 8500 ლუმენიანი პროექტორი, 2000 ვატიანი აუდიო სისტემა. მაყურებელს ასევე საშუალება ექნება სურვილისამებრ კომფორტულად მოთავსდეს პუფებზე, შეზლონგებსა და პლედებზე,” – ნათქვამია iMOVIES.GE-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

 

კინოსეანსებზე დასწრება უფასო იქნება. 

 

სოფელი სასმელი წყლის მოლოდინში

 

შპს „ტერმინალის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი გიორგი ბენდელიანი ამბობს, რომ კომპანიამ ბუთურაულსა და ფურტიოში სამუშაოები დაასრულა. იგი აქვე დასძენს, რომ სამუშაოები რთული შესასრულებელია.

 

„ჭაბურღილებს სოფლებში, დამკვეთის, ამ შემთხვევაში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებულ ადგილზე ვაკეთებთ. ჩვენმა კომპანიამ ოთხ სოფელში თითო ჭაბურღილი უნდა გააკეთოს, ოთხიდან ორის მშენებლობა სოფლებში _ ფურტიოსა და ბუთურაულში დასულდა, ორ სოფელში კი, სამუშაოები მიმდინარეობს. რთული და შრომატევადია ჭაბურღილის მოწყობა, ბუღღვით პროცესს, მილის ჩასმასა და ფილტრის დაყენებას მოიცავს“, – ამბობს გიორგი ბენდელიანი.

 

2013 წელს წყლის საძიებო ჭაბურღილები გაკეთდა ამავე მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ნიგაზეულში, ნენიასა და წყაროთაში. ჭაბურღილების მოწყობისთვის გასულ წელს 72 950 ლარი დაიხარჯა, თუმცა ამ დრომდე სოფლის მოსახლეობა ჭის წყლით ვერ სარგებლობს, რადგან ჭაბურღილებზე წყლის საქაჩი და გამანაწილებელი არ არის დაყენებული.

 

„წყლის პრობლემა გვაქვს, გასულ წელს დაიწყო ჭაბურღილის კეთება, გაკეთდა, მაგრამ არ ფუნქციონირებს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა“, – ამბობს სოფელ წყაროთას მკვიდრი ვახო ნაკაშიძე.

 

ჭაბურღილი არ ფუნქციონირებს სოფელ ნენიაშიც. სოფლის მკვიდრი მერაბ ქამადაძე ამბობს, რომ სოფელში 220 კომლი ცხოვრობს და სასმელი წყლის პრობლემა მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ჭაბურღილის ამოქმედება კი, მისი გათვლით, მინიმუმ 40 კომლს სასმელი წყლის პრობლემას გადაუჭრის.

 

„ჭების მოწყობა კარგი პროექტია, დამატებით სამუშაოებია ჩასატარებელი, მალე გაკეთდება. მართალია, მთლიანი სოფლის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ გამგებელი დაგვპირდა, რომ დამატებით ორ ჭაბურღილს გაგვიკეთებს“, –  ამბობს მერაბ ქამადაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ გასულ წელს გაწერილი იყო მხოლოდ წყლის საძიებო სამუშაოების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ავიდოდა მეორე ეტაპზე, ჭაბურღილებზე წყლის გამანაწილებელს და საქაჩს დააყენებდნენ. შარაშიძე აქვე დასძენს, რომ გასულ წელს სამ სოფელში გაკეთებული ჭაბურღილიდან წყალი მხოლოდ ორ სოფელში ავიდა.

 

ედნარ შარაშიძე: „სოფელ ნენიასა და წყაროთაში წყალი ამოვიდა, ნიგაზეულში – არა. შესაბამისად მხოლოდ იმ ორ ჭაბურღილზე დავაყენებთ წყლის საქაჩს და გამანაწილებელს. შესაბამისი პროექტები მომზადებულია, თანხაც მოძიებული, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. წყაროთასა და ნენიაში ჭაბურღილის ამოქმედებისთვის 57 000 ლარია საჭირო. ეს მთლიან სოფელს სასმელი წყლის პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, 40-60 ოჯახამდე შესაძლოა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ნიგაზეულს, სადაც წყალი არ ამოვიდა, მოძიებულ იქნა ალტერნატიული წყაროს წყალი სოფლის ბოლოში. აქ დავგეგმეთ აუზის მოწყობა, გეგმის განხორციელების შემთხვევაში წყაროს წყლით 40 ოჯახის პრობლემა მოგვარდება. წყაროს წყლის გარდა ამ სოფელში სხვა წყალი არ არის“.

 

 

 

 

 

 

ველოსიპედით დედამიწის გარშემო

 

კარგ ადგილას ვმუშაობდი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, ილია ვეკუა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ამაზე დიდი ბედნიერება კაცისთვის არ არსებობს, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერის ხელქვეითი ხარ და მის ფორმულებს ხსნი. 

 

ყოველთვის ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ვყოფილიყავი კარგ ფიზიკურ ფორმაში. მსოფლიო რეკორდი დავამყარე ყველაზე რთულ სახეობაში,  მკლავებზე აზიდვაში – 5011 აზიდვა გავაკეთე ერთ საათში, ეს მსოფლიო რეკორდი იყო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო – მერე ექვსსაათიანი რეკორდიც დავამყარე, 24-საათიანიც და შემდეგ 100 დღე ზედიზედ ყოველდღე ვაკეთებდი 17 300 აზიდვას – 1 730 000 აზიდვა გავაკეთე. ეს ყველაფერი მსოფლიო რეკორდებია და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, ახლაც შეუცვლელია, უკვე 25 წელი გავიდა.

 

ჯუმბერ ლეჟავა ბათუმის #10 საჯარო სკოლაში – 09.06.2014

 

რთული გზა განვლე და რატომღაც მოგზაურობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჩემს რეკორდებს, არადა რეკორდებიც არანაკლებ სენსაციური და ექსტრემალურია. ჩემს ორგანიზმს სწავლობდნენ გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, ფინელები, იაპონელები, რუსები და მათი ყველა დასკვნა ასეთი იყო, რომ 52 წლის ქართველ მამაკაცს აქვს 20 წლის ახალგაზრდის ორგანიზმი. 

 

ამის შემდეგ რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა? მოგზაურობა დავიწყე 54 წლისამ. რეკორდების დამყარება მომბეზრდა, კიდევ რაში შეიძლება ადამიანი გამოიცადოს? სწორედ აქ მომაწოდეს ასეთი აზრი, შეძლებთ წახვიდეთ მსოფლიოს გარშემო, მარტოდმარტო, ველოსიპედით ყველა ქვეყნისა და ყველა კონტინენტის გავლით? ეს იდეა მომეწონა. დაისვა ამოცანა ფორმულის სახით, სჭირდებოდა ამოხსნა. ამოხსნა კი იქნებოდა პროგრამის დაწერა და შემდეგ შესრულება. შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე უნდა ამეღო, მაგრამ პროგრამის დაწერაზე პასუხისმგებლობა გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა ჟიული შარტავამ.

 

დავა გვქონდა, ზამთარში ზამთრის ქვეყნები გავიაროთ თუ, პირიქით, პირობებს ველოდოთ – ისე, როგორც საერთოდ მოგზაურები აკეთებენ. ჩვენ ვთქვით არა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც იქნება ექსტრემალური ადამიანისათვის, ამიტომ ყველა კონკრეტული ქვეყანა გავიარე, კონკრეტული ქვეყნისათვის დამახასიათებელ ექსტრემალურ პირობებში. საჰარის უდაბნო გავიარე უძლიერესი ქარის დროს,  3700 კილომეტრი გავიარე ექსტრემალურ პირობებში, ქვიშის წვიმის დროს, როდესაც ქვიშა ტრიალებს და ახრჩობს ადამიანს.

 

ასეთივე პირობებში გავიარე ამაზონის ჯუნგლი სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ეს არავის უქნია. მსოფლიოში ცნობილმა მოგზაურმა დეივ კრუზმა, რომელიც ჩემი ოპონენტი იყო, მითხრა: ჯუმბერ, როგორ გაბედე ბრაზილიის გავლა, როდესაც მე ბრაზილიელი ვარ და არც ერთი კილომეტრი არ მაქვს ბრაზილიაში გავლილი იმიტომ, რომ ეს შეუძლებელიაო. ეს მე გავეკეთე იმისათვის, რომ ბრაზილიელებმა დიდი პატივი მცეს, და ვთქვი, ღირს საქართველოსა და ბრაზილიისთვის თავის დადება. მათ შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს. ვიყავი რიო დე ჟანეიროს კარნავალის ოფიციალური სტუმარი, სადაც ვცხოვრობდი მარადონასთან ერთად სასტუმროში, ერთად ვისხედით საჩვენებელ ტრიბუნებზე. მითამაშია ჟურნალისტების ნაკრებში ფეხბურთში და მითამაშია ბრაზილიის მთავრობის ნაკრებშიც ფეხბურთში. პირველ შემთხვევაში ფეხბურთელად მაღიარეს და მეორე შემთხვევაში დიდი მადლობა დავიმსახურე იმიტომ, რომ სულ აგებდა თურმე მთავრობის გუნდი და იმ დღეს, მე რომ მათამაშეს, ფრედ დაამთავრეს. ამით გამოვხატე ბრაზილიელების მიმართ პატივისცემა, ვთქვი – მე გავივლი პირველი ჯუნგლს და თქვენ მოგიძღვნით-მეთქი და მართლაც შევძელი ამის გაკეთება.

 

240 ქვეყანა გავიარე. ანტარქტიდაზე ორჯერ ვიყავი ველოსიპედით, ერთხელ თვითმფრინავით შემომატარეს. მაშინ, როდესაც მე ვიყავი, 40-45 გრადუსი ყინვა იყო, ესაა დიდი სითბო ანტარქტიდისთვის. შემდეგ ალიასკაზე ვიყავი, სადაც 41 გრადუსი იყო ყინვა. შემდეგ კანადაში რვა პროვინცია გავიარე. ჩრდილოეთ ამერიკა გავიარე მთლიანად. ზაფხულშიც მომიწია შეერთებული შტატების ყველა შტატის გავლა. ზაფხულში რთულია შეერთებულ შტატებში მოგზაურობა, ვინაიდან უმეტესად არის უდაბნო, ქარი და დაუმორჩილებელია გარე სამყარო, თუმცა, სადაც ცივილიზაციაა, იქ უმაღლესი დონის პირობებია.

 

ზამთარში გავიარე გრელანდია, ისლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი… არასოდეს დამიძინია სასტუმროში და მიმყინვია ფეხებზე წინდები. სპეციალური ტანსაცმელი არ მქონდა, ბევრჯერ ვარ გადარჩენილი გაყინვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხორცი და წინდები შეეყინა ერთმანეთს. როდესაც სტოკჰოლმში გამხადეს წინდები, განგრენის დასაწყისი იყო და ამიტომ უნდოდათ ფეხების მოკვეთა. ვთხოვე ქირურგს, ნუ მომკვეთ და ჰელსინკში ვუშველი-მეთქი თავს. ამ მდგომარეობაში ჩავედი ჰელსინკში, სადაც დამხვდნენ ჩემი მეგობრები: ჯემალ ცერცვაძე და ზაზა დოლიძე, მათ მიშველეს, მომცეს მალამო, რომლითაც მთელი ორ წელიწადნახევარი ვმკურნალობდი, ახლაც ვმკურნალობ, მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვმკურნალობ.

 

ციმბირში, გზაზე მაღაზია შემხვდა. ყინვა იყო -45 გრადუსი. შევედი, იქნებ ჩაი მაინც დამალევინონ-მეთქი. სულ გათოშილი ვიყავი. ამ დროს შემოვიდა ადამიანი, რომელმაც იცოდა ვინ ვიყავი. გამყიდველს ეუბნება, აი, ეს არის მოგზაური, ხომ ხედავთ აქ როგორი ყინვააო და ეს მოგზაურობს ველოსიპედითო. იმ ქალმა არც აცია არც აცხელა და: „ну и дурак“-ო, თქვა.

 

უდაბნოებში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 51 გრადუსი, იყო პაკისტანში. წარმოიდგინეთ, 2 400 კმ იარო უკაცრიელ უდაბნოში, სადაც ტემპერატურა დილიდან საღამომდე თითქმის ერთნაირია და თავშესაფარი არ არის. როგორ გაუძლო ორგანიზმმა, მე თვითონ მიკვირს.

 

ჩინეთში, უდაბნო ტაკლა-მაკანი პირველმა მე გავიარე ველოსიპედით. ეს წარმოუდგენელი იყო. მრჩებოდა 100-120 კილომეტრი უდაბნოს გავლამდე, როცა საღამო ხანს, როგორც ჩანს, წნევა დამივარდა. ჩრდილს ვერსად იპოვი იქ, ამიტომ  ქვიშა ამოვთხარე და მკვრივ გრუნტზე რომ დავედი, ჩავწექი შიგნით და ზემოდან გადავიფარე, რომ იქნებ კაპილარები ისევ გამაგრებულიყო და წნევა ამაღლებულიყო. ამ დროს, როცა ამოვყარე ქვიშა, ყველგანმავალი გაჩნდა. გადმოვიდა ორი პოლიციელი, ერთმა გადმოიღო დაცვარული ბოთლი. როგორია, წყალი გწყურია, არც ერთი წვეთი არ გაქვს და დაცვარულ ბოთლს მაწვდის და მეუბნება _ დალევ ამ წყალსო? თუ მომცემთ, რატომაც არ დავლევ-მეთქი. დავლიე ბოთლიდან წყალი. პოლიციელები წავიდნენ. მე კი უკვე ვეღარ შევძელი ველოსიპედზე დაჯდომა, გადმოვვარდი. მივხვდი, რომ მოწამლული ვარ. როგორ უნდა უშველო თავს, უდაბნოში ხარ, ღამდება უკვე, დაღუპული ხარ ფაქტობრივად, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე. ბრძოლა დავიწყე, წავალ ხუთი მეტრი – წავიქცევი, ისევ შევეცდები ადგომას და ასე ავიარე პატარა ფერდობი და ვხედავ, დაბლა ახალგაზრდები კარავთან არიან. ეს იყო გეოლოგების პატარა ჯგუფი, რომელიც სწავლობდა წყლის მოპოვების შესაძლებლობას ტაკლა-მაკანის უდაბნოში. ხელი ავუწიე, ვანიშნე და დავვარდი, კიდევ კარგი, რომ დამინახეს, თორე ვერაფერი მიშველიდა. ამოცვივდნენ, წამიყვანეს, ოთხი დღე მიმკურნალეს. მოტოციკლეტებით იყვნენ, გავარდებოდნენ დილით, მოიტანდნენ რძეს, მასმევდნენ, მკურნალობდნენ ჩინელი ახალგაზრდა მეცნიერები.

 

ასეთი შემთხვევა ბევრი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგიც ბევრი მქონდა. მხეცების თავდასხმა, ბუნებრივი პირობები, ცუნამები – რაში არ ვარ მოყოლილი და გადარჩენილი. სიკვდილთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, ვიდრე სიცოცხლესთან. აი, ასეთი 4 000 დღე მქონდა.

 

სტოკჰოლმში, როცა გადაწყვიტეს ორივე ფეხი მოეკვეთათ, ორსაათნახევარი მომიწია საოპერაციო მაგიდაზე წოლა. შემოიტანეს ხერხი, ჩაქუჩი. ქირურგი მეკითხება, ორსაათნახევარია მარტო წევხართ საოპერაციო მაგიდაზე, რაზე ფიქრობდითო. რას ვფიქრობდი და რა ადგილას გადამჭრით ფეხებს, რამდენ ხანში შეხორცდება და მერე როგორი პროტეზები უნდა გავაკეთო, რომ მოგზაურობა გავაგრძელო-მეთქი. მთავარი ქირურგი მოუტრიალდა თავის ჯგუფს და ეუბნება, ხომ გითხარით, ეს მოგზაურები ვერ არიან კარგად, ფეხებს ვკვეთთ და ეს კიდევ მოგზაურობაზე ფიქრობსო.

 

მოგზაურის ცხოვრება არის უცნაური, საინტერესო, საპასუხისმგებლო და პატრიოტულიც. ბევრი შემოთავაზება მქონდა დარჩენაზე, ბევრი ნამუშევარიც მქონდა, ბევრს ვწერდი, ბევრს ვიღებდი. ეს იყო დიდი მასალა ბევრი ქვეყნისათვის, 4 000 დღის დღიური გადაბმულად არ არსებობს.

 

მეკითხებიან, თუკი ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში ყოფილხარ, რატომ არ იყავი 4-5 ქვეყანაშიო. იმიტომ, რომ ნაირობიში კადაფმა ააფეთქა ამერიკის საელჩო და იქ დაიღუპა ამერიკის საელჩოს 36 თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით მოეწყო დემონსტრაცია და საპროტესტო აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა. ამისათვის მე კადაფიმ (ანუ ნაირობიმ), ლიბიამ, ერაყმა, ავღანეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ბრუნეიმ უარი მითხრეს სახელმწიფოში შეშვებაზე, მაგრამ ეს „იუნესკომ“ ჩამითვალა, რადგან მე რამდენიმე მხრიდან მივედი ამ სახელმწიფოებში და არ შემიშვეს.

 

როცა სამოგზაუროდ წავედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სადღაც უნდა დავიღუპო, მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა გავაკეთო, რომ მეტი დარჩეს საქართველოს.  და აი, ამ მეტის ძიებაში ყოველთვის ვეხვეწებოდი ღმერთს, დღეს შემასრულებინე პროგრამა და ხვალ რაც მომივა – ჯანდაბას! ასე გავიდა 4 000 დღე და გავიმარჯვე, ესე იგი, გადავრჩი და ჩამოვედი საღ-სალამათი, რა თქმა უნდა დაზიანებებით, მაგრამ იმ დაზიანებების მკურნალობა  შევძელი.

 

რა მომცა მე ამ მოგზაურობამ? ჩემი მთავარი მიზანი არ იყო სხვადასხვა კულტურების შესწავლა. ჩემი მთავარი მიზანი იყო ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა ექსტრემალურ პირობებში, რათა დამემტკიცებინა, რომ ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო. 

 

მომცა ის, რომ შევისწავლე მსოფლიო, ხალხებს გავეცანი, ტრადიციებს, მე შეიძლება ვარ ცოტათი განსხვავებული იმით, რომ არ არსებობს მსოფლიოში დედაქალაქი, ოპერისა და ბალეტის თეატრები, ნაციონალური მუზეუმები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, სპორტული კომპლექსები, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ფეხბურთის სტადიონები და მათი მუზეუმები, სადაც მე არ ვარ ნამყოფი; არ არსებობს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი ისტორიული ძეგლები, რომ არ მქონდეს ნანახი და ასეთი რამდენია კიდევ. ეს არის ნაწილი ადამიანის ბედნიერების. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, იბრძოლეთ მიზნის შესრულებისათვის. 

 

ცხოვრება მთის კანონებით

ჭაღარათმიანი კაცი, ავტოსადგურიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე წინა ადგილს იკავებს და წუხს: “ეჰ, გაზეთი ბათუმელები  ვერსად ვიშოვე, ყველა გაყიდული დამხვდა…” აჭარის მუფთან დაბეჭდილ ინტერვიუზე მსჯელობენ, რომელიც “ბათუმელების” წინა ნომერში გამოქვეყნდა; ამაზე ღორჯომში ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ყველასთვის ერთნაირად საინტერესოა; 

 

“მუსიკა არ გვაააქ” – გადასძახეს უკანა სავარძლიდან ბიჭებმა მძღოლს, როცა იგი საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ანცი ბავშვებივით ცქმუტავენ; ოთხადგილიან სკამზე ხუთნი სხედან, ტრანსპორტში სულ 15 მამაკაცია. და ორიც ჩვენ – მე და ჩემი თანამშრომელი. 
გაიგეს თუ არა, რომ მათ სოფელში ჟურნალისტი მიდიოდა სტატიის მოსამზადებლად, მაშინვე პოლიტიკაზე დაიწყეს საუბარი. “ეს მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის”; “ჩემს მაღაზიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის უფლება არ მივეცი და უშიშროებიდან ხალხი იმის სათქმელად მომიგზავნეს, რომ ფრთხილად ვიყო. შიშის ქვეშ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ”; “რომ იძახიან აჭარა გავათავისუფლეთო, აჭარას არაფერი ჭირდა დასაბრუნებელი, თუ მაგრები არიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრონონ”, – ისმის წამოძახილები “მარშუტკაში”. 

 

სტუდენტი დავითი თანასოფლელებს არ ეთანხმება. იგი თვლის, რომ 2004 წლის შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა, მაგალითად, გზები დაიგო და განათლების რეფორმა გატარდა; თუმცა მას არ ეთანხმება მისი მეგობარი: “რას ეძახი წარმატებულს? თუ ფული არ გაქვს, ვერ ემზადები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებ და რჩები უსწავლელი, არადა, სწავლა მეწადა; ღორჯომში ვისთან უნდა მოემზადო? სკოლაში რამდენიმე არაპროფესიონალი პედაგოგია, სკოლა დაამთავრეს და მასწავლებლად დააწყებინეს მუშაობა, იმან სხვას რა უნდა ასწავლოს, ქალაქში სიარული ადვილია?”…

 

მძღოლს ბიჭების გადაძახილი _ “მუსიკა არ გვაააქ” გაახსენდა. მაგნიტოფონის ხმამ ყველას საუბარი გადაფარა. 
ხულოს ცენტრში მგზავრები დაგვემატა, “ნემსის ადგილი აღარაა…” როგორც მძღოლმა მითხრა, ხულოს ცენტრიდან ღორჯომი 14 კილომეტრშია, ამ გზის გავლას საათზე მეტი დასჭირდა, მიხვეულ-მოხვეული გზაა, თანაც დიდაჭარიდან ცუდი გზა დაიწყო. ზღვის დონიდან 1425 მეტრზე ვართ, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უფსკრულებია; 
გზიდან მასპინძელს შევეხმიანეთ. დაგვაკვალიანა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლასთან უნდა ჩავიდეთ. მასპინძელი ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, მაყვალა ირემაძე ხელებდაკაპიწებული შეგვხვდა ჭიშკართან და შინ შეგვიპატიჟა. ვიდრე მგზავრობის ამბავს გამოგვკითხავდა, ათუხთუხებულ ქვაბს თავი ახადა და მოხარშულ დედალს მარილი მოაყარა. მისმა მეუღლემ, ბატონმა თამაზმა გვირჩია, თუ სოფლის ამბის გაგება გვსურდა, ცენტრში, მაღაზიასთან უნდა ავსულიყავით. ეგრეთ წოდებულ, “ბირჟამდე” თავად მიმაცილა… 

მაღაზიასთან



მაღაზია, რომელიც სოფლის ცენტრში დგას, “კომუნისტების დროინდელია”. ანდრო ადაძე აქ ოთხი წელია მუშაობს. სოფლის ამბებიც ყველაზე უკეთ მან იცის. ამ მაღაზიის წინ საჯარო სკოლა, აქვეა გამგეობის შენობა, გვერდით კი სამლოცველო – ჯამეა, ანუ ყველაფერი მაღაზიის წინაა თავმოყრილი. სოფლელებიც აქ იკრიბებიან. განსაკურებით ხალხმრავლობა კი ლოცვის დასრულების შემდეგაა. ხალხმრავლობაა აგრეთვე გამგეობის შენობაში განთავსებულ საბილიარდოში, სადაც ძირითადად ბილიარდის მოყვარულები იკრიბებიან.

 

წელს “თხელი” ზამთარი იყო, სურსათი ადვილად შემომქონდა. საერთოდ, ღორჯომში გაზაფხული და შემოდგომა არაა, ჩვენთან თითქმის ათი თვე ზამთარია. საბჭოთა კავშირის დროს საჭმელზე არ ფიქრობდა ხალხი, ახლა ყველას უჭირს”, _ ამბობს ანდრო ადაძე, რომელსაც ჯიბეში ნისიების ორი რვეული უდევს. მისი აზრით, ეს გაჭირვება მთავრობამ უნდა დაძლიოს, ამიტომ მთავრობაში `პრორუსული ორიენტაციის კაცია საჭირო”. 

 

ჩამთან სასაუბროდ მეზობელი სოფლიდაც მოდიან, განსაკუთრებით მამაკაცები აქტიურობენ. უფრო ზუსტად, სოფლის ცენტრში ქალს იშვიათად ნახავ…


ღორჯომში ყველას სათხოვარი ერთი და იგივეა – “დაწერე!”: `ახლა რასაც ვიტყვით, დაბეჭდე. ჩვენთან ჟურნალისტები არ დადიან და რახან მოხველ, იქნებ ხმა მიაწვდინო მთავრობას; შეშის მოსატანად ძალიან დიდი გზის გავლა გვიხდება, ტყეები გაიჩეხა და შეშა არაა. არის ალტერნატიული საშუალება – ბიოგაზი. ხელისუფლებას ვთხოვთ, ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს. იქნებ ორმანათიანი ავტობუსიც დაგვინიშნონ ღორჯომში, ძვირია მგზავრობა. 
და კიდევ: შობადობა შემცირდა, რადგან მშობიარობა ფასიანი გახდა. ეს ძალიან დიდი დარტყმაა”. 


ქალები


ღორჯომში ორ ღამეს დავრჩი, ერთ საღამოს წვიმდა, მეორე დილით კი ისე თოვდა, ბათუმში მიმავალი “მარშუტკა” სოფლის ცენტრში ვერ ამოვიდა, ამიტომაც ჩემმა მასპინძელმა, რენატიმ ფეხით ჩამაცილა; რენატი სოფლიდან სოფელში დამყვებოდა. პირველად, სოფელ ადაძეებს ვესტუმრეთ, ეს ბოლო სოფელია ღორჯომში, მთის ძირში რამდენიმე სახლი დგას. იმის “გადაღმა” ორი საათის სავალ გზაზე უკვე ბახმაროა, ზაფხულობით სწორედ იქ “მიერეკებიან” პირუტყვს ბებია-ბაბუები, ახალგაზრდები ყანისა და ჭალის მოსავლელად რჩებიან სოფელში.


აიშე ადაძის ოჯახი მრავალსულიანია. შინ დიასახლისები მეპატიჟებიან. ადაძეებში სტუმარს რძალი მასპინძლობს: კომპოტი, ყავა, შოკოლადი. მას მადლობას ვეუბნები და კითხვებს ვუსვამ, მაგრამ მხოლოდ მიღიმის. არც სახელს მეუბნება. დედამთილი მხიარულად მიხსნის: “მაი ჩემს ქმარს ემდურის და მაგიტო არ გცემს ხმას… ასე ჩვენ, რძლები მამამთილის პატივისცემას გამოვხატავთ”. 



ასმათი უკვე ოცი წელია ადაძეების რძალია. როგორც მამამთილმა თქვა, რძლის ხმა განაგონი არ აქვს. მოულოდნელად მამამთილი რძალს ოთახში დაჯდომისა და ლაპარაკის უფლებას აძლევს; ასმათი “ახალმოყვანილი რძალივით” ჯერ იმორცხვებს, მაგრამ ჯდება და ლაპარაკობს, მამამთილის თანდასწრებით. 

უწინ ქალებს, იმ ოთახში, სადაც მამაკაცები იყვნენ, შესვლის უფლება არ ჰქონდათ. უფრო მამამთილსა და მაზლს ერიდებოდნენ. 

ღორჯომში ტრადიციაა – შინ შესვლისას ყველა ფეხსაცმელს იხდის. თითქმის ყველა სახლი ხისგანაა ნაშენი, პირველ სართულზე `ახორი~ ანუ ბოსელია. ეს იმიტომ, რომ დიდთოვლობისას გარეთ ვერ გამოდიან: “პირუტყვი ისე გვყავს დაბინავებული, რომ სახლიდან გაუსვლელად შევძლოდ მათი მოვლა”. 

 

ღორჯომის თემი

 

რწმუნებულის, თემურ ირემაძის თქმით, ღორჯომის თემში 15 სოფელი შედის, სულ ათას ორასი კომლი და ხუთიათას ორას სამოცდათხმუთმეტი ადამიანია რეგისტრირებული. ყველა მუსლიმანია. ოთხ სოფელში ვიყავი, ადაძეებში, გორგაძეებში, მინთაძეებსა და წინწკალაშვილებში. 
აქ ცოტა ხნის წინ ქალები ჩადრს ატარებდნენ, მაგრამ დღეს მას თავსაფარი ჩაენაცვლა, მხოლოდ უცხოსთან იფარებენ პირზე თავშალს. 
ნოდარ ქათამაძის ოჯახში მითხრეს, რომ ოჯახში სტუმრობა პატივისცემის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ, სახლის აშენებისას, ღორჯომელები საძირკვლიდანვე გეგმავენ, რომელი უნდა იყოს სტუმრის მისაღები ოთახი. პირველად მეიდან-ოდა, ანუ სასტუმრო ოთახი მზადდება…

 

ახალი თაობა

 

“ტრადიციული ადათ-წესებით გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა და გადახარისხდა; შეყვარებული მყავს, პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ვართ. ჩემი შეყვარებული მეუბნება, სიყვარული თუ გინდა დამიმტკიცო, სარწმუნოება შეიცვალეო, იმავეს ვეუბნები მეც… ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რა როგორ იქნება, არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბარიერია”, – მესაუბრება ღორჯომელი სტუდენტი, რომელსაც ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. 

 

ნატო ქათამაძე ჯერ სკოლის მოსწავლეა. სტუდენტობაზე ოცნებობს – უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს. ჯერ არ იცის, მისცემენ თუ არა მშობლები ბათუმში წასვლის უფლებას, ოცნება რომ აიხდინოს… ღორჯომში, ძირითადად, ბიჭებს ეძლევათ სოფლიდან გასვლის, სწავლის უფლება. 

აქ გოგონებს ტრადიციისამებრ, ძირითადად, 14-15 წლის ასაკში ათხოვებენ. მანამდე კი საოჯახო საქმეებს ასწავლიან. მე-8-კლასელ ირმა ადაძეს სკოლაში სიარული არ უყვარს, სამაგიეროდ, საოჯახო საქმეების კეთება მოსწონს: “აქ დავიბადე, გავიზარდე და ძალიან მომწონს ამ სოფელში ყოფნა, რატომ? ჩემებური ცხოვრებაა და ეს მომწონს. მუშაობა, ქსოვა, მთა, ჭალა, ყანა, თოხი, ბარი, საძოვარზე პირუტყვის გაყვანა – ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა. სკოლაში სიარული არ მიყვარს”.

 

მადონა ირემაძე მეათეკლასელია, სოფელი უყვარს, მაგრამ დიდთოვლობის გამო ღორჯომიდან წასვლა, ქალაქში ცხოვრება უნდა: “სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთში მწადია სწავლა, მინდა, უცხო ენა შევისწავლო”. 
სოფელ ადაძეებში არაბული ენის გაკვეთილზე ოცი მოსწავლე დადის. ყველაზე პატარა რვა წლისაა, დანარჩენები უფრო მოზრდილები არიან. ქალ-ვაჟებს ყურანი ქერიმს მეზობელი სოფლიდან მოწვეული პედაგოგი თემურ ცეცხლაძე ასწავლის. პედაგოგის თქმით, ყურანის შესასწავლად მინიმუმ ოთხი თვე, კარგად დასაუფლებლად კი წელიწადნახევარია საჭირო… 
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ძველი ტრადიციები სოფელში თითქმის მივიწყებულია. შემორჩა ის, რომ თუ ქალი მოგწონს, მომავალი პატარძლის მშობლებს ელჩი, ანუ მაჭანკალი აუცილებლად უნდა მიუგზავნო. თუ ელჩი ვინმეს ურიგებს ვაჟს, მას შეუძლია ქალი ქორწინებამდეც ნახოს. ეს უწინ სირცხვილად ითვლებოდა… 



პატარძლისთვის “ბოხჩის”, ანუ ნიშნის მიტანაც შემორჩენილი ტრადიციაა. პატარძალს მინიმუმ ათი ათასი ლარის ოქრო უნდა “აასხას” ოჯახმა, ნათლიამ და ნათესავებმა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან ღორჯომში. პატარძალს საკადრის ნიშანს თუ ვერ მიუტან, სირცხვილია. თუ ფული არ გაქვს, გამოსავალი ხარ-ძროხის გაყიდვაა, როცა საქმე ქორწინებას ეხება, “ფარა” როგორმე უნდა გაჩნდეს, `რამეში არ უნდა ჩამორჩე სხვებს, ანუ ეს ტრადიცია ოჯახმა არ უნდა დაარღვიოს; ეს დიდ სირცხვილად ითვლება…”

 

მივიწყებული ტრადიციები

 

ღორჯომში პირველი ქორწილი თავშლით აიშე ადაძემ გადაიხადა, ანუ მან პირველმა გამოაჩინა სახე საქმროს წინაშე. პატარძლებს მანამდე ჩადრი ეხურათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ. ქორწინების ღამეს, პატარძალს სახეზე ჩამოფარებულ ჩადრს ძმა დანით ჩაუჭრიდა, სწორედ მაშინ ხედავდა მისი ქმარი პირველად ცოლს. თუ საქმრო ქალს ქორწინებამდე ნახავდა, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა. საქმეს მშობლები “კაი ოჯახის შვილობით, ელჩის დახმარებით წყვეტდნენ”. იყო აკვნობიდან ნიშნობაც.

 

85 წლის სურიე ირემაძე თავის ისტორიას ყვება: “დედაჩემი ორსულად რომ იყო, მაშინ დავუნიშნივარ მეზობელი სოფლიდან მამაჩემის ნაცნობებს. ყველა დაბადების დღეზე საჩუქრებს მიგზავნიდნენ. როცა გავიზარდე, ძღვენს აღარ ვიღებდი – ჩემს დანიშნულზე უარი ვთქვი, მისი მშობლები დააპატიმრეს, არეული ცხოვრება ჰქონდა ოჯახს. 
მერე ჩვენ ქალაქში გადავედით. იქ გავიზარდე, მაგრამ ისევ აქ გამოვთხოვდი. ჩემი ქმარი პირველი უმაღლესდამთავრებული კაცი იყო ღორჯომში და გამოვყევი. იმ დროს ხალხი ალაპარაკდა, ქალაქიდან აიყვანა ქალი და ჩადრი დაახურაო. მეც ძალიან გამიჭირდა აქაურ ცხოვრებაზე შეგუება, მარა კაი ნასწავლი ქმარი მყავდა, გვიყვარდა ერთმანეთი”. 

 

დაწერე _ ერთადერთი თხოვნა მაღაზიასთან… 

ნოდარ ანთაძე: “ღორჯომში საშუალო ფენა არაა, აქ ყველას უჭირს, გამონაკლისი ერთი-ორი ოჯახია. გამოსავალი ჩვენი საქონლის იმპორტშია: ჩვენი პროდუქტის გატანა რომ შეგვეძლოს უცხოეთში, უკეთ ვიქნებოდით. რად გვინდა თურქული კარტოფილი, ჩვენი აგერაა ოც კაპიკად; ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან, აჭარაში კი ჩაი აჩეხეს”.
ავთანდილ ბერიძე: “სტრატეგიული გეგმა მაქვს შემუშავებული: მე რომ მთავრობაში ვიჯდე, სოფლის მეურნეობას მივხედავდი. ჩაის გადავამუშავედი და უცხოეთში გავიტანდი; თხილი, ყურძენი ხომ არსებობს? მარტო ღვინოსა და ბორჯომზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება”. 
ვასო მახუნტარაძე: “ერთი ტომარა შაქრის ფასი ადევს აზოტსაც, ამნაირი ფასები თუ დარჩა, რაფერ უნდა მევიყვანოთ მოსავალი”. 
ნოდარ ირემაძე: “მუშახელი ბევრია სოფელში და ერთი კრახმალის ფაბრიკა გააკეთონ, კრახმალს მაინც დავამზადებთ”.  
ვიქტორ ირემაძე: “გეხვეწებით დაწერეთ: სააკაშვილს ვკითხავ, მარა ვერ ვნახავ, მაინტერესებს, რატომ გაზარდეს საპენსიო ასაკი? შევარდნაძის დროს ასე არ იყო, ახლა კია გაზრდილი პენსია, მარა უწინ საპონს 20 კაპიკად იყიდდი, ახლა? ლარიანი ზეთი სამი მანათი ღირს, მაინტერესებს, ეს რამ გამეიწვია, შეშა უნდა მეიტანო 20 კილომეტრიდან, ტყეც გაჩეხილია. ტელევიზიით ამბობენ, სიღარიბის გარეშეო. მართალია, სიღარიბეს მალე დავძლევთ –  გავწყტებით ღარიბები და სიღარიბეც დაძლეულია…” 

 

თენგიზ ირემაძე: “ნატოზე ლაპარაკობენ. კალოში აცვია კაცს დააა, აი რაფერ უნდა შევიდეს ნატოში? ჯერ თვალებახვეული ვარ, მარა ოპოზიაციაში წასვლაზე ვფიქრობ. რაც რუსეთში მიმოსვლა შეწყდა, მოცვს ვერ ვყიდი, მანამდე კილოში 20 ლარს მაძლევდენ. ნედლეულის რეალიზაცია არ კეთდება, ეს სოფლის გასაჭირია”, 
არსენ ცეცხლაძე: “უწინ თუთუნს ვამზადებდით, დღეს არავის სჭირდება ჩვენი დამზადებული, უცხოეთიდან შემოდის. ხალხს გაჭირვება გვალაპარაკებს; გვი-ჭირს! ქალაქიდან შორს ვართ, აქა 10 თვე ზამთარია, დანარჩენ დროს გლეხმა ყველაფერი უნდა მოასწროს: ოჯახისა და პირუტყვის საკვების მომარაგებაც. ჩვენს წარმოებულ პროდუქციას მთავრობა არ იბარებს, სამაგიეროდ, თურქეთიდან შემოსული კარგად იყიდება; მო-ვი-თხოვთ, რომ განბაჟება დაწესდეს საზღვარზე. თურქეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, მხოლოდ 4-5 ოჯახს ეძლევა ღორჯომში, ეს ამბავი გადასახედია”.

 

ავთანდილ ადაძე: “ბევრი რამ მოსაწონია, ბევრიც _ არა. პოლიტიკაში ისეთი ვინმე არ უნდა ერეოდეს, ვინც ეს საქმე არ იცის. იქნებ სააკაშვილზე უკეთესიც მოვიდეს, მაგრამ მიშა შევარდნაძეს, ცხადია, ჯობია; რომ დაღამდებოდა, ყაჩაღი ცხენზე შემჯდარი გადაგიარდა, გარეთ ვერ გამოვდიოდით შიშისგან. ის დრო აღარაა”. 

 

ნოდარ ირემაძე: “არ შეიძლება ჟურნალისტმა ყველაფერი წეროს და იკითხოს; ამას წინათ, ჩვენი სარწმუნოების მუფთი დააბეჩეს. ეს ახალგაზრდობამ არ უნდა იკადროს, მუფთს პოლიტიკური კითხვები არ უნდა დაუსვას; მაგას პასუხს მოვკითხავთ”.

 

ვლადიმერ გორგაძე: “მღვდელი და მუფთი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს~.
ბატონი რიფათი: “ჟურნალისტი წყალს რომ ამღვრევს, იგი ჟურნალისტად არ ვარგა…” 
ვაჟა გორგაძე: “ეჰჰჰჰ, რა ჩამოთვლის იმას, რაც გვაწუხებს. ჯობია დაწეროთ, რომ ბევრი უყურადღებობა და დიდთოვლობა გვაწუხებს”.

 

არჩილ პაიჭაძე: “მოსახლეობის 90-პროცენტი სოციალურად დაუცველია. ხელისუფლებასთან მიხვალ და პოლიცია დუბინკებით დგას. წინასაარჩევნოდ იმდენ რამეს გვპირდებიან… შეწყალების დროს ღარიბი ოჯახის შვილებს ყურადღება არავინ მიაქცია, ჩემს სიძეს 10 ლარის გამო ოთხი წელი მიუსაჯეს, დავდივარ კარდაკარ უიმედოდ”.  
შოთა გორგაძე: “მთავრობის მხრივ ყველაფრით მომარაგება გვაქვს. ფქვილსა და შაქარს გვაძლევენ. მაისში თითო მეშოკი ფქვილი და ათი კილო შაქარი ყველა ოჯახს დაგვირიგეს”

ჯემალ გორგაძე: “არასდროს არაფერი მიმიღია საჩუქრად მთავრობისგან, ვმუშაობ კარტოფილი მოგვყავს”. 
ფატკუმე გორგაძე: “ახლა იმფერ დროში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა მეიწონო. ხალხს უჭირს. ჩვენს პროდუქტებს ვერ ვყიდით. ცოდვა ვართ, მაღალმთიან რაიონს უჭირს”.  
შაისმალ ანთაძე, 81 წლის: “აქაური ხალხი მაგარია, არაფრის შიში არ აქვს. ისე, პენსია რომ არ მქონდეს, ვერ ვიცხოვრებ, ფქვილისა და შაქრის საყიდლად მყოფნის. ნამეტნავად მომწონს ჩვენი პრეზიდენტი”.


2014-2015 წლის საფეხბურთო სეზონი იწყება

 

 

 

იმავე დროს, პარალელურად გაიმართება თამაში ქობულეთში, ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ქობულეთის „შუქურა“  და ზუგდიდის „ზუგდიდი“. „შუქურასა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრას პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.

აგვისტოს ომის ორ მონაწილეს დღეს ბინები გადაეცემა

 

 

 

დღის განმავლობაში დაგეგმილია დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მონახულებაც, რომლებსაც მთავრობისგან 3000 ლარი გადაეცემათთ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით,  მთავრობის მხრიდან ომის მონაწილეთა ღვაწლისა და თავდადების დაფასების ნიშნად დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები ხვიჩა შაქარიშვილი და მალხაზ მელაძე ბინებით დაკმაყოფილდებიან.

 

 

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”შავი ზღვის დელფინი-2014”

 

შეჯიბრება 8, 10, 12, და 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს (ასაკობრივი ცენზის დაცვით) შეუძლია.

 

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

 

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კოეფიციენტის შემდეგი სისტემით:

ა. ბუჰგოლცი – 1 (უდაბლესის გამოკლებით);

ბ. ბუჰგოლცი;

გ. მოგების რაოდენობა;

დ. პროგრესი (თავისი რეგრესით).

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აღნიშნულ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ პირველ ხუთეულს შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვებს, პირველ სამეულს – მედლებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან თასებით.

 

ასევე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული 5 გოგონა და 5 ვაჟი (სულ 40 მოჭადრაკე) დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით, სხვადასხვა სახის უცხოური საჭადრაკო ინვენტარით, მოპოვებული საპრიზო ადგილის შესაბამისად: ელექრტონული საათებით და სხვადასხვა სახის საჭადრაკო კომპლექტებით.

ფესტივალი  სასპორტო სკოლის დარბაზშიი, ფიროსმანის ქ. #14-ში გაიმართება

ქობულეთი ზაფხულის ფესტივალი

 

 

ფესტივალს ქობულეთის პარკში დაეთმობა ტერიტორია, სადაც მოეწყობა რეგიონში მოღვაწე მხატვრების გამოფენა, გაიმართება კონცერტები და სხვა აქტივობები.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქობულეთში საფუძველი ჩაუყაროს ტრადიციულ, ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც ახალგაზრდა არტისტებს თვითგამოვლენისა და პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს.

ახალი თეატრალური სივრცე ბათუმში და სპეკტაკლი ლედი მაკბეტი

 

პროექტის ფარგლებში ახალ თეატრალურ სივრცეში სამი წარმოდგენა გაიმართება. პრემიერა შედგება სივრცის გახსნის დღეს, 20 სექტემბერს.

20 სექტემბერი – სპექტაკლი „ლედი მაკბეტი“

22 სექტემბერი – სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი“

23 სექტემბერი – სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“

 

პროექტის ავტორია ა(ა)იპ „ექსპერიმენტალური თეატრი ყველგან“.

 

 გამარჯვებული პროექტები, 6 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების შესარჩევმა კომისიამ გამოავლინა. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა. 

სკრინინგ-კამპანია და ენდოკრინოლოგების უფასო კონსულტაციები ღია ცის ქვეშ

 

გარდა ამისა ბულვარის ტერიტორიაზე შაქრიანი დიაბეტის თემაზე საგანმანათლებლო მასალები გავრცელდება.

კონცერტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

კონცერტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“  იყო,  რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს ეხმარება.

 

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

კონცერტის ორგანიზატორი ორგანიზაციის მიზანი მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. იმისათვის რომ ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

 

 

ენვერ იზმაილოვი

იყიდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე, მაკდონალდსთან ახლოს


ქ. ბათუმში, გუმბათის ახალაშენებულ კორპუსში, მეშვიდე სართულზე, მაკდონალდსისა და ეზოს ხედით იყიდება 100კვ.მ ფართობი ბინის შავი კარკასი.

ფასი 75 ათასი დოლარი.

ფასის დაკლება შესაძლებელია.

 

574 24 01 01
568 10 90 80


სასწრაფოდ იყიდება ბინა ბაგრატიონის ქუჩაზე

 

ქ. ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში, ბაგრატიონის ქუჩაზე იყიდება 61 კვ.მ მეტრი ფართობის ბინა, თეთრი კარკასი.

ფასი 35 ათასი დოლარი.

 

574 24 01 01

568 10 90 80

იყიდება ბინა სასწრაფოდ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე

 

ქ. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე იყიდება 80 კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა.

ფასი: 55 ათასი დოლარი.


 

574 24 01 01
568 10 90 80


იყიდება ბინის თეთრი კარკასი ახალად აშენებულ სახლში

 

”იალქანის კორპუსში”, ახალაშენებულ სახლში, მერვესართულზე, იყიდება 45კვ.მფართობის ბინის თეთრი კარკასი.

ფასი: 1-კვ.მ _ 700 დოლარი.


577252585

597019963

იყიდება გარემონტებული ბინა კლდიაშვილის ქუჩაზე

 

ქ. ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში კლდიაშვილის ქუჩაზე, შერატონთან ახლოს, იყიდება სამოთახიანი 68კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით.

ფასი: 120 ათასი დოლარი


 

574 24 01 01
568 10 90 80


საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დაიხურა

 

საზაფხულო სკოლაში ლექციებს სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ვოგლერი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ჰენდერსონი კითხულობდა.

 

„ეს სკოლა იყო კარგი შანსი მათთვის, ვისაც შესაძლებლობა  არ აქვს უცხოეთში სწავლის. სტუდენტებმა მოკლე ვადაში ევროპელ და სხვა ქართველ პროფესორებთან გაიარეს სამართლებრივი საკითხები, რომელიც მოწინავე პროცესებს ასახავს მსოფლიოში. აქ მიღებული ცოდნაშეუძლიათ ეს გამოიყენონ თავიან  პროფესიულ საქმიანობაში,“ – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.

 

„ეს სკოლა იყო მიმართული კონსტიტუციის და ასევე სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა პრობლემების შესასწავლად. შეზღუდული დროის გამო უნივერსიტეტში ასე კარგად არ გვასწავლიდნენ. საინტერესო იყო უცხოელი და ქართველი ლექტორების მოსმენა. დამეხმარება სამომავლოდ ჩემს პროფესიულ წინსვლაში“, – ამბობს  საბა ბრაჭველი, საზაფხულო სკოლის მონაწილე.

 

საბა ერთ-ერთია იმ ექვსი სტუდენტიდან რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლას 2008 წლიდან ახორციელებს, წელს პროექტის მხარდაჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) და ევროკავშირის პროექტი „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“.

 

 

 

 

 

 

 

Exit mobile version