ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

 

შპს “ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში. საჯარო რეესტრში კომპანიის საქმიანობის ტიპი ასეა მითითებული: ექსპორტის განმახორციელებელი, მაღაზია, კაფე, ბუფეტი, რესტორანი. 


აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში. 

“სისხლიანი მიწების” პრეზენტაცია ბათუმში

„ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.

თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს,“ – ნათქვამია „სისხლიანი მიწების“  ანოტაციაში.

„სისხლიანი მიწები“ „რადარამმა“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. “რადარამი” ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.  „სისხლიანი მიწების“ შეძენა წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი და 2 ლარი ღირს.

ნაწყვეტი ტიმოთი სნაიდერის წიგნიდან „სისხლიანი მიწები“:

„მასობრივი მკვლელობები ევროპაში ძირითადად ჰოლოკოსტთა ასოცირდება და ჰოლოკოსტი კი სწრაფ, ინდუსტიულ ხოცვასთან. სურათი ძალიან მარტივი და მკაფიოა. ყველა გერმანულ და საბჭოთა  სასაკლაოზე მკვლელობის მეთოდი ძალიან მარტივი იყო. თოთხმეტი მილიონი უიარაღო ადამიანიდან, რომლებიც სისხლიან მიწებზე დაიხოცა, ნახევარზე მეტი შიმშილით გარდაიცვალა. მეოცე საუკუნის შუა წლებში ევროპელები გამიზნულად აშიმშილებდნენ მილიონობით ევროპელს. ჰოლოკოსტის შემდეგ ორი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობის ქმედება – სტალინის მიერ მოწყობილი უკრაინელი გლეხების შიმშილი და გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების შიმშილით დახოცვა – მკვლელობის ერთსა და იმავე ხერხს წარმოადგენდა.

შიმშილობის შემდეგ დაიწყო დახვრეტები და ბოლოს  – გაზის კამერები. სტალინის „დიდ ტერორს“ თითქმის შვიდასი ათასი საბჭოთა მოქალაქე ემსხვერპლა. დაახლოებით ორასი ათასი ადამიანი დახოცეს პოლონეთში, მისი ერთობლივი ოკუპაციის პერიოდში გერმანელების და საბჭოთა კავშირის მიერ. გერმანელებმა სამასი ათასზე მეტი ბელარუსი და დაახლოებით ამდენივე პოლონელი დასაჯეს სიკვდილით. ჰოლოკოსტში დახოცილი ებრაელებიდან, დაახლოებით იმდენივე გამოასალმეს სიცოცხლეს ტყვიით, რამდენიც გაზით გაგუდეს“.

ბათუმში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა


ზაფხულის სეზონზე აჭარის მასშტაბით სულ 8 საინფორმაციო ცენტრი ფუნციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, „იდუმალი სტუმრის“ კვლევის მიხედვით, 2014 წელს საინფორმაციო ცეტნრების მომსახურება დადებითად შეფასდა. 


ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინეს უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი. 

ბათუმში ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია იწყება

 


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძეს, თურქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემისქანსა და TIKA-ს თბილის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ვადები განიხილეს.


„შეთანხმების თანახმად საავადმყოფოს A კორპუსის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აპრილში დაიწყება და ერთ წელს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნდება უწყვეტი სამედიცინო მომსახურება“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

 

შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის საკითხზე აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა. 

13 მარტს უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის ახალი მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ

 

უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც  კვოტირების საკითხზე იმსჯელებენ და ფარული კენჭისყრით აირჩევენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ასევე უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის  შესახებ 2012 წლის 28 ოქტომბრის N5 დადგენილებაში შეიტანენ ცვლილებას – 13 მარტს გაიმართება – ინფორმაციას ამის შესახებ უმაღლესი საბჭო ავრცელებს.  

სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

„ეს არის გამწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის დასაშვებობა უნდა შეაფასოს. თუმცა, სასამართლოს მხრიდან, არსებით განხილვასთან დაკავშირებული შეკითხვებიც უნდა იყოს. ეს არის პირველი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია დავობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოდელზე და იმ დადგენილებაზე, რომელიც ამას არეგულირებს“, – აცხადებს იურისტი თამთა მიქელაძე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული დადგენილება დისკრიმინაციულია:

„სახელმწიფომ ამ დადგენილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია მოიცვა და სხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი, უგულებელჰყო.  მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის დაანგარიშება, ეს სახელმწიფოს თვითნებობის უფლებას აძლევს, რაც ეკლესიების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის რისკია.“

იურისტის შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმის არარსებობის გამო, სახარების რწმენის ეკლესია ასევე დავობს,  საკუთრების უფლებისა და ზიანის ანაზღაურების პრინციპებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი ორი მთავარი არგუმენტი არის არსებული ზიანის ანაზღაურების მოდელის დისკრიმინაციულობა და მისი არაშესაბამისობა სეკულარიზმის პრინციპთან“.

სარჩელი პროტესტანტული მიმართულების ეკლესიებიდან მხოლოდ სახარების რწმენის ეკლესიამ შეიტანა სასამართლოში. თუმცა, როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, ლუთერანული ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიებიც  ამ დისკრიმინაციული ნორმის ადრესატები არიან.

„სარჩელის სულისკვეთებას  ეს ეკლესიებიც უერთდებიან, თუმცა ისინი მოსარჩელეები არ არიან. სახარების რწმენის ეკლესიას საბჭოთა პერიოდის  საკუთარი ისტორია ძალიან კარგად ჰქონდა დამუშავებული, ამიტომ გაადვილდა ამ მასალების თავმოყრა და მტკიცება, რომ მათ მიადგათ ზიანი“, – აცხადებს იურისტი.   მისი შეფასებით, ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია  არა ფინანსური კომპენსაცია, არამედ სახელმწიფოს პოზიცია:  „ის, რომ სახელმწიფომ არ აღიარა ის დევნა და ის ისტორია, რაც ამ ეკლესიას გადახდა და, ზოგადად, გამოავლინა დისკრიმინაციული მიდგომა  ე.წ. არატრადიციული ეკლესიების მიმართ“.    

 

ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკურ სამოსს შეკერავენ

 

 

პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური სამოსი უნდა შეიკეროს, რომლითაც დეფილეს შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო თეატრიც ისარგებლებს.

 

„ხელოვნების უნივერსიტეტში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. თუმცა ანნეგრეტ ლუნინგს ამდაგვარი პროექტი თსუ-ში ჰქონდა რამდენიმე წლის წინ გაკეთებული. ამ შემთხვევაში მუშაობა უფრო გამარტივდება, რადგან კოსტიუმებს დიზაინის სპეციალობის სტუდენტები შეკერავენ. ამასთან ერთად, პროექტში ჩადებულია სასწავლო თეატრის გაკეთებაც, რისთვისაც დაგვჭირდებ თეჯირები და ამასაც ამ პროექტით გავაკეთებთ. ინტერიერი ანტიკურ სტილში მოეწყობა“ – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

პროექტის ფარგლებში გერმანელი პროფესორი ანტიკურ ხელოვნებასთან, ეკონომიკასთან და სამოსთან დაკავშირებულ ლექციების კურსს წაიკითხავს. იქნება სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობებიც.

 

„ასევე, დაგეგმილია სემინარი-პრეზენტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი აირჩევს რამდენიმე ანტიკურ კოსტიუმს და მოსმენილი ლექციებიდან და პრაქტიკული მეცადინეობებიდან გამომდინარე, პრეზენტაციასაც გააკეთებს. წარმოადგენს მის მიერ შეკერილ კოსტიუმებს, ანუ პრაქტიკულ ნამუშევარს და თეორიულ მასალასაც“- ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება პირველი აპრილიდან დაიწყება: „ანნეგრეტ ლუნინგი მარტის ბოლოსთვის ჩამოვა ბათუმში, როგორც ვიცი, საკუთარი საკერავი მანქანაც კი მოაქვს. სასწავლო კურსი ორ თვეს გაგრძელდება. ივნისის შუა რიცხვებში დეფილე გაიმართება“.

 

პროექტის განსახორციელებლად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. კოსტიუმების ჩვენება, როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, ხელოვნების მუზეუმში, მეორე სართულზე გაიმართება.

სააპელაციო სასამართლომ ლაკაევს ბრალი დაუმძიმა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად დაკავებულებს – ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა, ხოლო თემურ ბახუნტარაძეს – 2 წლითა და 3 თვის ვადით. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა.

 

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე, ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. ლაკაევის დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკაევი.

 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულებმა ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა  პოლიციელს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი სახელმწიფო ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებულებს წინააღმდეგობა ჯგუფურად არ გაუწევიათ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, ასევე დაცვის მხარემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა ჯგუფურად გაწიეს და განსასჯელებს ბრალდება დაუმძიმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა ლაკაევს 12 წლის ნაცვლად 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ბახუნტარაძესა და წულუკიძეს – ორი წლის ნაცვლად ოთხი წლით პატიმრობა.

 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მათთან საქმე 27 თებერვალს შევიდა. იმის გადასაწყვეტად, უზენაესმა სასამართლომ საქმე მიიღოს თუ არა წარმოებაში, ექვსთვიანი ვადა აქვს.

ლაკაევის და ბახუნტარიძის სასამართლო პროცესი ბათუმში

 

საჯარო რეესტრი: თებერვალში 4 131 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა

 

 2015 წლის თებერვალში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (22.1%-ით), ხოლო კლება – წინა წლის იმავე თვესთან (1.5%-ით) შედარებით.

 

2015 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (22.1%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (19.8%-ით). საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 0.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 22.2%-ით.


„2015 წლის თებერვალში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2230 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 54.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 654 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 40.0%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 94.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.


ასევე, თებერვალში საქართველოში  დარეგისტრირდა: 131 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 102 კოოპერატივი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 5 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და ერთი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

 

რამაზ ხალვაშის სამოქმედო გეგმა: ერთად ვაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი


რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მართვის დეცენტრალიზაცია და ფაკულტეტების ავტონომიურობა – სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებაში, აკადემიურ სფეროში, ბიუჯეტის ფორმირებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

ჩემი სამოქმედო გეგმა  ითვალისწინებს სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნის მიღწევას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

1. დაგროვილი პრობლემების გამოსწორებას;

2. პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას;

3. ახალი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.

 

პრობლემის მოგვარების გზა მის აღიარებასა და დანახვაშია. ჩემი აზრით, უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს პოლიტიზაციის ეპოქა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიებისთვის ხელსაყრელი გარემო, უნდა ჩამოყალიბდეს სწავლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც განვითარების ფართო ასპარეზს შეუქმნის სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს.

 

ყველაზე მეტი პრობლემა ბსუ-ს მართვისა და ადმინისტრირების სფეროში დაგროვდა. უნივერსიტეტს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო უმიზნო სტრუქტურულმა რეორგანიზაციებმა. ერთ-ერთი ბოლო რეორგანიზაციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა აგრარული ფაკულტეტი. კონკურსების ჩატარების დროს არც თუ იშვიათად ირღვევა არჩევნების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპი. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების რიცხვი კანონით გათვალისწინებული ერთ მეოთხედზე ნაკლებია. არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის უნდობლობა პროფესორ-მასწავლებელთა მიმართ და ე. წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოების მახინჯი პრაქტიკა, რომელიც საყვედურების ოჯახებში კონვერტებით დაგზავნას გულისხმობს. არჩევითობის პრინციპი დარღვეულია საგანმანათლებლო პროგრამებშიც, რომლებშიც უცხო ენის სტატუსი მხოლოდ ინგლისურს აქვს მინიჭებული და სტუდენტს არ შეუძლია სხვა ევროპული ენის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დროს დარღვეულია სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობა. ხარვეზებია მონიტორინგისა და შეფასების სისტემაში. გაუმართავია ელექტრონული ტესტების კომპიუტერული პროგრამა. სემესტრის განმავლობაში ბარიერად დაწესებულია 60 ქულის 10%, გამოცდაზე კი – 40 ქულის 54%, რაც სტუდენტს უბიძგებს, არასწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ამას ემატება ისიც, პრობლემებია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში. არ მოქმედებს არცერთი უფასო სადოქტორო პროგრამა, რითაც უნივერსიტეტი დოქტორანტებს ეუბნება, რომ ისინი არ სჭირდება მას. რატომღაც უარი ითქვა მაგისტრანტებისა და დოქტორანტების რესურსის ჩართვაზე ტუტორიუმებში, რომლებიც რეალურად არც მოქმედებს. უნივერსიტეტი არასათანადოდ იყენებს შემოერთებული კვლევითი ინსტიტუტების რესურსებს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა და 20 ათასი წიგნი სხვენში, ტომრებში ინახება, მაშინ როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ერთიანი აკადემიური სტანდარტი და სტილი, დღემდე არ მოქმედებს სახელმძღვანელოების პროგრამა, შეჩერებულია უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა. არც ისაა დასამალი, რომ უნივერსიტეტის სტამბა ვერ გაუმართავია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ მიერ ჩატარებულმა საზაფხულო სკოლებმა ცხადყო, რომ უნივერსიტეტი სათანადოდ არ არის მომზადებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის. არადა, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები უნივერსიტეტის განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო საშუალებაა.

 

უნივერსიტეტს გააჩნია სათანადო აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი, რათა გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

 

უნივერსიტეტის პოტენციალს ქმნის: ისტორია და ტრადიციები; კომპეტენტური და ტოლერანტული კოლექტივი; მოტივირებული სტუდენტები; სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა; სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე სპეციალობები; მზარდი რეიტინგი; ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები; გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო ურთიერთობები; სტაბილური შემოსავლები; მდებარეობა.

 

კარს მომდგარ აკრედიტაციას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ კურიკულუმების სრულყოფის შესაძლებლობას. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაემყაროს განათლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობას. პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სასწავლო პრაქტიკის  კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: საველე პრაქტიკას და ორგანიზაციაში მუშაობას. ამავე მიზნით უნდა მოხდეს სასწავლო პრაქტიკისთვის გამოსადეგი საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება შესაბამისი ბაზის მქონე ორგანიზაციებთან (სკოლებთან, კვლევითი ინსტიტუტებთან, საავადმყოფოებთან, კლინიკებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან).

 

ჩვენს უნივერსიტეტში უკვე მოქმედებს სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე 10 საბაკალავრო პროგრამა. ამ თვალსაზრისით აუთვისებელ რეზერვია არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, მედიცინისა და კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებები. აუცილებელია ამ მიმართულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედება, რათა სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე პროგრამების რიცხვი გაიზარდოს.

 

გარდა ამისა, ავტორიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ასათვისებელი რეზერვია სტუდენტთა რიცხვის გაზრდის შესაძლებლობა 7000 სტუდენტამდე (ამჟამად ბსუ-ში 5300-მდე სტუდენტი სწავლობს). ეს რეზერვი უნდა ავითვისოთ ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ამოქმედების გზით.

 

ახალი პროგრამები უნდა შეიქმნას დასაქმების ბაზრის მარკეტინგული კვლევის საფუძველზე. საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზარზე ორიენტირების მიზნით უნდა შეიქმნას სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად განახორციელებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს, ორგანიზებას გაუკეთებს დასაქმების ფორუმებს. გარდა ამისა, აუცილებელია პროფესიული ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ჩართვა კურიკულუმის სრულყოფის პროცესში. ამავე მიზნით საჭიროა მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება ფაკულტეტებზე.

 

ჩემი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას ექნება ევოლუციური ხასიათი, რაც გულისხმობს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება და დიდ მნიშვნელობას მივანიჭებ წარმომადგენლობითი ორგანოების პოზიციას და ფაკულტეტების სპეციფიკას.

 

პროექტი: უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმა

 

ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე შედგენილი გვაქვს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს. პლატფორმა OLAT-ი (Online Learning and Training) უკვე აპრობირებულია ჩვენს უნივერსიტეტში, კერძოდ, დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსდება პრეზენტაციები და სასწავლო მასალა, გაიხსნება ფორუმი, აიტვირთება ელექტრონული ლექციები. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით მიიღონ მათთვის საჭირბოროტო ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური საკითხებით დაწყებული, სწავლის დაგეგმვითა და საკუთარი შედეგების კონტროლით დამთავრებული. აქვე შეეძლება სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის გავლა და არჩევითი საგნების დარეგისტრირება.

 

ელექტრონული პლატფორმა ასევე გულისხმობს სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) გამოყენებას. ეს არის ელექტრონული სწავლების ფორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს დიდაქტიკური სცენარი – სასწავლო მასალის ელექტრონული ვიზუალიზაცია. eLecture წარმოადგენს სწავლების ინოვაციური კონცეფციის „24 საათიანი სასწავლო სივრცე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს ევროპის უნივერსიტეტებში. eLecture გულისხმობს ლექციის იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც აერთიანებს საპრეზენტაციო ფაილსა და ვიდეოჩანაწერს. ამ ორი მედიის სინქრონიზაციის შედეგად იქმნება ახალი ფაილი HTML 5-ისათვის და ხდება მისი სასწავლო პორტალზე განთავსება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს „მოინახულოს“ სასწავლო აუდიტორია, განმეორებით მოისმინოს ლექცია და გაიღგმავოს ცოდნა.

 

სწავლების ხარისხის ამაღლებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მას უნდა დაექვემდებაროს სამი ცენტრი: 1) სასწავლო პროცესის მართვისა და მონიტორინგის; 2) ევალუაციისა და შეფასების; 3) ბაზრის მარკეტინგული კვლევის.

 

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინაცია უნდა განხორციელდეს დეპარტამენტის დონეზე, ხოლო სადოქტორო პროგრამების კოორდინაცია – ფაკულტეტის დონეზე.

 

ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობაა პროგრამების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლებით და მკვლევარებით. ახალი პროგრამების ასამოქმედებლად უნდა დავიხმაროთ მოწვეული პერსონალი და აქტიურად გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

აუცილებელია შეფასებისა და ევალუაციის სისტემების სრულყოფა, რაც გულისხმობს შეფასებათა კომპიტერული ცენტრის გამართულ პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

 

საგამოცდო ბარიერები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ სტუდენტმა სწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ჩვენ უფრო ეფექტურად მიგვაჩნია შეფასების ამგვარი სქემა: მიმდინარე – 30 ქულა (ბარიერი 11 ქულა); შუალედური გამოცდა – 30 ქულა და საბოლოო გამოცდა – 40 ქულა (ბარიერის გარეშე).

 

სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტები უნდა ჩავრთოთ უნივერსიტეტის მართვაში. საფაკულტეტო საბჭოებში მათი რიცხვი არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებულ ¼-ზე ნაკლები. უნდა დაარსდეს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ სტუდენტური ჩანართი.

 

სტუდენტთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტუტორიუმებში ბაკალავრიატის უფროსი კურსების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებულ სტუდენტთა რესურსის გამოყენება. ტუტორიუმრბში ლექტორ-მასწავლებლების ნაცვლად სტუდენტების ჩართვით ჩვენ გავიზიარებთ დასავლეთის უნივერსიტეტში აპრობირებულ გამოცდილებას და რეალურად ავამოქმედებთ ტუტორის (კურატორის) ინსტიტუტს.

 

გადაუდებელი ამოცანაა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში კომუნალური და ჰიგიენური პრობლემების გადაჭრა. სტუდქალაქი უნდა აღიჭურვის კომპიუტერული კლასით და გამართული ინტერნეტმომსახურებით.

 

სწავლის საფასურის გადახდის სისტემის სრულყოფის მიზნით აუცილებელია, სტუდენტმა თავად აირჩიოს გადახდის პერიოდულობა (მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 10 ეტაპად). გრაფიკი შედგება ისე, რომ არ დაირღვეს არც სტუდენტის და არც უნივერსიტეტის ინტერესი (განსაკუთრებულ შემთხვევებში – საფასურის დაფარვა მოხდება სტუდენტური სესხით). სტუდენტის მიერ არჩეული გრაფიკი დადასტურდება ხელშეკრულებით.

 

უნივერსიტეტს გააჩნია იმის ფინანსური რესურსი, რომ უფასო სწავლება შესთავაზოს ბაკალავრტიატის წარჩინებულ სტუდენტებს. გარდა ამისა, მიზნობრივად, უნივერსიტეტის საჭიროების მიხედვით, უფასო ადგილები უნდა დაიშვას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. შეღავათები უნდა დაწესდეს, აგრეთვე, სტუდენტური ოჯახებისათვის.

 

უნარშეზღუდულთა ინტეგრირების მიზნით უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსი უნდა აღიჭურვოს პანდუსებით. ამავე მიზნით უნდა გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

საჭიროა სტუდენტთა კულტურული და სპორტული ცხოვრების მაქსიმალური ხელშეწყობა.

 

უწყვეტი განათლების პროგრამა

 

უნივერსიტეტში უნდა დაფუძნდეს უწყვეტი განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაზე. უწყვეტი განათლების პროგრამა გულისხმობს: ა) საერთაშორისო სტანდარტიზებული ტესტების (TOEFL, IELTS) მოსამზადებელი კურსების შექმნას; ბ) მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ხელშეწყობას; გ) აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების საქმიანობის გაფართოებას (მაგ., მუნიციპალიტეტებში უფასო მოსამზადებელი ცენტრების შექმნის გზით); დ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას (აჭარის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით); ე) დისტანციური განათლების სისტემის ამოქმედებას; ვ) რიტორიკის პრაქტიკული სკოლის დაარსებას; ზ) მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამების შექმნას; თ) ზამთრის და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

 

მეცნიერების განვითარების პროგრამა

 

კვლევითი გარემოს ხელშეწყობა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს: უნდა აღდგეს უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა, უნდა შეიქმნას ერთიანი აკადემიური სტანდარტი (სტილი), უნდა ამოქმედდეს შიდა გრანტების სისტემა.

 

პირველი რიგის ამოცანაა ორიგინალური და ინოვაციური კვლევების ჩარჩოს შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და კვლევითი ჯგუფების შექმნა ყველა სამეცნიერო სფეროში, რაშიც უნდა გამოვიყენოთ დარგობრივი დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებისა და შემოერთებული კვლევითი დაწესებულებების პოტენციალი.

 

რეორგანიზაციის შედეგად ბსუ-ს შემადგენლობაში შემოვიდა სამი კვლევითი დაწესებულება: 1) ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2) აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი. უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მათი კვლევითი პოტენქციალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ინსტიტუტები აქტიურად უნდა ჩავრთოთ სასწავლო პროცესში – მათ ბაზაზე უნდა შეიქმნას სამაგისტრო სპეციალობები: ლაზური ენის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიის მიმართულებებში.

 

სასწავლო პროცესში უნდა გამოვიყენოთ ასევე ემერიტუს-პროფესორების რესურსი.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უნდა ამოქმედდეს პოსტდოქტორანტურის (ჰაბილიტაციის) პროგრამა.

 

ცნობისათვის: პოსტდოქტორანტურა მოქმედებს დასავლეთის უნივერსიტეტებსა და თსუ-ში. პოსტდოქტორანტურა – დასავლეთის ქვეყნებში სამეცნიერო გამოკვლევაა, რომელიც სრულდება აკადემიური დოქტორის (PhD) ხარისხის მოპოვების შემდეგ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალისტს, რომელიც პოსტსადოქტორო ნაშრომს შეასრულებს, ენიჭება პრივატ-დოცენტის ან ჰაბილიტირებული დოქტორის (Priv.-Doz., Dr. Habil.) კვალიფიკაცია. თსუ-ში პოსტდოქტორანტი წარმოადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად აკადემიური საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული სამეცნიერო დარგების/მიმართულებების მიხედვით.

 

შიდასაუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების თემატიკა საშუალებას უნდა იძლეოდეს ამა თუ იმ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას, ჩვენს უნივერსიტეტში მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ინტეგრაციას.

 

უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ წყაროდ უნდა გადაიქცეს მეცნიერების კომერციალიზაცია, რაც გულისხმობს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებულ კვლევების მოცულობის ზრდას.

 

უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ერთიანი საუნივერსიტეტო აკადემიური სტილი, რომელშიც განსაზრვრული იქნება სხვადასხვა სახის აკადემიური ნაშრომის (წიგნი და მონოგრაფია, სადისერტაციო და სამაგისტრო ნაშრომები, სტატია და პრეზენტაცია და ა. შ.) სტრუქტურა და ფორმატი, წყაროების დამოწმების წესი, პლაგიატისგან თავის დაცვის წესები (მეცნიერული ეთიკის კოდექსი), საუნივერსიტეტო შემოკლებების სტანდარტი და სხვა რეკომენდაციები.

 

მობილობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით ბოლო წლებში ბსუ-მ საკმაო წარმატებებს მიაღწია. ერთი მხრივ, საჭიროა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შემდგომი ხელშეწყობა, შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო გრანტების (ერაზმუს მუნდუსის პროგრამები, MEVLANA, TEMPUS, USAID, NATO (SPS), Fulbright, DAAD და ა. შ.) მაქსიმალურად ათვისება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და სრულფასოვნად ამოქმედება ჩვენს უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო ურთიერთობები, პირველ რიგში, პარტნიორი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების რესურსის გამოყენებით უნდა გამვითარდეს. საჭიროა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვა, ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

 

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საერთაშორისო პროგრამული აკრედიტაცია და ECTS სერტიფიკატის მოპოვება. საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ საქმის წარმოების სფეროშიც, რაც უნდა დასრულდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სერთიფიკატის მოპოვებით.

 

ინტერნაციონალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია უცხო ენათა სწავლების გაძლიერების გარეშე. უნდა გავაფართოვოთ უცხო ენათა ცენტრის მუშაობა, რაც გამოიხატება ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, რუსული, თურქული ენების სწავლების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად, აეღტი მხრივ, აუცილებელია სასწავლო კრედიტებში საკონტაქტო საათების გაზრდა, მეორე მხრივ კი, უცხო ენის შემსწავლელ ჯგუფებში სტუდენტთა რიცხვის შემცირება.

 

რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ასევე ბსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება (არაბისტიკა, ირანისტიკა). ასევე გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია უცხოენოვანი პროგრამების რუსულ ენაზე ამოქმედება, რის რესურსიც არსებობს ბევრ პროგრამულ მიმართულებაში.

 

ბიბლიოთეკის განვითარების პროგრამა

 

უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციაა: უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამეცნიერო ძიებების ხელშეწყობა,  ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსების სრულყოფილი და მაღალკვალიფიციური მიწოდება სტუდენდების, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სხვა მომხმარებლებისათვის.

 

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ბიბლიოთეკების დამატებითი აღჭურვა კომიუტერებითა და სასწავლო ინვენტარით, წიგნადი ფონდის გამდიდრება ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურით, ელექტრონული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ელექტრონული კატალოგის განახლება, ელექტრონული გამოცემების განთავსება ბიბლიოთეკის პორტალზე.

 

ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების პროგრამა

 

ბსუ-ში უნდა ამოქმედდეს მონოგრაფიების, სამეცნიერო შრომათა პერიოდული კრებულების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების პროგრამა. უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული და მსოფლიო სამეცნიერო კლასიკის გამოცემაში. ლოგიკური იქნება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მომზადდეს „ვეფხისტყაოსანის“ აკადემიური და სასაჩუქრე გამოცემა.

 

გადაუდებელი ამოცანაა ბსუ სტამბის მოდერნიზაცია. სასტამბო საქმეში განხორციელებული კაპიტალდაბანდება, გარდა იმისა, რომ ფინანსურ მოგებას მოუტანს უნიუვერსიტეტს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ბეჭდური პროდუქციის შექმნას.

 

აუცილებელია ბეჭდური პროდუქციის დიზაინის უნიფიცირება.

 

მიზერულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს ელექტრონული გამოცემების (ჟურნალების, შრომათა კრებულების…) დაარსება. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული ენის ეროვნული ელექტრონული კორპუსის შექმნაში.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში უნდა შეიქმნას „წიგნის სახლი“.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა

 

უნივერსიტეტმა უნდა ჩამოაყალიბოს კურსდამთავრებულთა და მეგობართა ასოციაცია. ფართო საზოგადოებაზე ორიენტირება უნდა მოხდეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გზით – მედიასთან, საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან (აჭარის მთვარობასთან, ბათუმის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან), ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

უნივერსიტეტის ეგიდით შესაძლებელია გაიმართოს ისეთი კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა: ლიტერატურული ფესტივალი, წიგნის ფესტივალი, სამეცნიერო პიკნიკი და ა. შ.

 

ამავე მიზნით ბსუ-მ უნდა განახორციელოს სკოლებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში მეცნიერებისა და უნივერსიტეტის მიმართ ინტერესის გაღვივებას (გასვლითი პრეზენტაციების მოწყობა სკოლებში). აბიტურიენტთა მოზიდვისა და მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მიზნით საჭიროა ღია ლექცია-სემინარების გამართვა, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, ასევე, სასკოლო კონფერენციების, ოლიმპიადებისა და კონკურსების ორგანიზება.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს საბაზო სკოლის შექმნაზე.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ელექტრონული პლატფორმის შექმნა უნდა დაიწყოს გამართული ინტერნეტმომსახურების უზრუნველყოფით, ყველა ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის თანამედროვე ინტერნეტკლასებით აღჭურვით.

 

გადაუდებელი ამოცანებია: ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობების რეაბილიტაცია და მათთვის ინვენტარის შეძენა; საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, რის დაფინანსების ალტერნატიული წყარო შეიძლება გახდეს განათლებისა და მეცნბიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“.

 

ცნობისათვის: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ შეიქმნა 2009 წელს და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვას, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას (მაგ., 2014 წელს ბსუ-მ სააგენტოსგან მიიღო 532 096 ლარი).

 

ინდიკატორები

 

2008-2014 წლებში უნივერსიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. 2008 წელს შემოსავლები შეადგენდა 8.516.798 ლარს, ხოლო 2014 წელს – 18.594.984 ლარს, საიდანაც სწავლის ქირა შეადგენდა – 8.778.112 ლარს, სახელმწიფო დაფინანსება – 4.144.781 ლარს, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები – 965.664 ლარს, შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან – 798.072 ლარს, წინა წლის ნაშთი – 3.908.984 ლარს. აქედან გამოუყენებელ რეზერვად შეიძლება ჩაითვალოს 4.993.556 ლარი, საიდანაც უნივერსიტეტს მხოლოდ 10%-იანი მოგება დაერიცხა, ამ თანხით კი შეიძლებოდა უფრო მეტი შემოსავლების მიღება – ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციის გზით. ამგვარი პერსპექტივის არსებობას ადასტურებს საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული წარმოუდგენლად მცირე შემოსავალი – 11.537 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების ალტერნატიული დაფინანსების წყაროდ შეიძლება მოვიაზროთ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“. ავტორიზაციის მონაცემების მიხედვით უნივერსიტეტს პერსპექტივაში შეიძლება ჰყავდეს 1726 სტუდენტით მეტი, რომელსაც დამატებით 3,5 მილიონი ლარის მოტანა შეუძლია უნივერსიტეტისთვის. შემოსავლების გაზრდის პერსპექტივას ქმნის ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: ა) მეცნიერების კომერციალიზაცია; ბ) სასერტიფიკატო კურსები; გ) ზამთრის და საზაფხულო სკოლები; დ) ენების ცენტრი; ე) დისტანციური სწავლება; ვ) რიტორიკის სკოლა; ზ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები; თ) კლინიკები; ი) ლაბორატორიები; კ) საუნივერსიტეტო ტურიზმი; ლ) სასათბურე და სანერგე მეურნეობები; მ) ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა (იხ.საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, III,9,2).

 

მოსალოდნელი შედეგი – ევროპული ტიპის უნივერსიტეტი ბათუმში:

–      მართვის ჯანსაღი და ოპტიმალური სისტემით

–      მაღალი რეიტინგით და კონკურენტუნარიანობით

–      შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით

–      კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით

–      სწავლების მაღალი ხარისხით

–      სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობით

–      სტუდენტთა ხელშეწყობით

–      პერსონალის კვალიფუკაციის ამაღლების ეფექტიანი სისტემით

–      ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევებითა და პროექტებით

–      განვითარებული სასწავლო, კვლევითი, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით, მატერიალური ბაზითა და საფინანსო სისტემით.

 

რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

რამაზ ხალვაში – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მცირე ანკეტა: დაიბადა 1970 წლის 17 მარტს. საშუალო განათლება მიიღო ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1995 წელს ჩაირიცხა თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტურაში. ამავე წლიდან კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1998 წლებში მუშაობდა გაზეთ „რეზონანსის“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელად. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999 წლიდან ბსუ  ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტია. 2003-2006 წლებში შეთავსებით მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ამავე წლიდან აირჩიეს ბსუ პროფესორად. 2007 წლიდან არის ქართული ლიტერატურის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში იყო ბსუ აკადემიური საბჭოს წევრი. დაარსების დღიდან 2013 წლამდე უძღვებოდა ბსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. დღემდე ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო  და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. 2012 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა და უკვე სამჯერ ჩატარდა დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. არის სამი მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

კამელიების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

„ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილების ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან მიმდინარეობს  ბოტანიკური ბაღის კოლექციაში გვარი „კამელიის“ დაუზუსტებელი ჯიშების რკვევა. დღეისათვის გარკვეულია იაპონური კამელიის 78 და მთის კამელიის 18 ჯიში. გარდა ამისა, კოლექციაში ირიცხება კიდევ ორი სახეობა: Camellia oleifera და C. Reticulate. უნდა აღინიშნოს, რომ ბაღს აქვს უდიდესი გამოცდილება იაპონური კამელიის სელექციაში და გამოყვანილია მაღალი ღირსების მრავალი ჰიბრიდული ფორმა“, – წერია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

გამოფენა-გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.

ქალის შრომის ფასი საქართველოში

ირმა ნაკაშიძე


„ვფიქრობ, ჩვენი შრომა შეუფასებელია. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე, აღზრდაზე, განათლებაზე, ადაპტაციაზე ზრუნვას ვახარჯავთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია, როცა ორი შვილი გყავს და საოჯახო საქმეები – საჭმლის კეთება, დალაგება, გარეცხვა, ბავშვების აღზრდა, მათი მოვლა, მეცადინეობა, სკოლაში წაყვანა – შენი გასაკეთებელია. დასაქმებულ ქალებს ყოველთვის იმაზე მეტი შრომა უწევთ, ვიდრე დასაქმებულ მამაკაცებს“, –  გვეუბნება ირმა.  

23 წლის ასაკიდან ირმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ შვილები უკვე გაიზარდნენ, თუმცა შრომა არც ოჯახში და არც სამსახურში არ შემცირებულა: „რაც დრო გადის, მით უფრო ვეღარ ვახერხებ თავისუფალი დროის გამონახვას, რადგან სამსახურში მთელ ენერგიას ვტოვებ. თითოეულ ადამიანს უნდა მოუსმინო და თითოეულისთვის პასუხი უნდა გაგაჩნდეს“. 

ქალი საზოგადოებაშიც და შრომის ბაზარზეც დისკრიმინირებულია. ამაზე მიუთითებს კვლევები, რომელიც 2014 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა, 2013 წელს კი ეისითის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე, პოლიტიკასა და ბიზნესში.

 

ნანი ბენდელიანი
ნანი ბენდელიანი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე“  ხელმძღვანელის ნანი ბენდელიანის განმარტებით,  კვლევის პირველ ეტაპზე 1 364 რესპონდენტი გამოიკითხა.

„კვლევამ დაადასტურა ხელფასების არათანაბარი გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის და არათანაბარი კავშირი განათლებასთან. ქალების უმრავლესობისთვის საშუალო ხელფასი მერყეობს 251-400 ლარის ფარგლებში, მაშინ როცა კაცების საშუალო ანაზღაურება 401-700 ლარს შეადგენს“.

ნანი ბენდელიანის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კაცების დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს მათი განათლების დონე. „მაშინ როცა, ქალს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მაინც სჭირდება, რომ სამსახურში აიყვანონ. ქალის ანაზღაურება იზრდება განათლების ხარისხის მიხედვით. თუ ქალს აქვს, ვთქვათ, დოქტორის ხარისხი, მაღალ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ კაცების შემთხვევაში, იგივე ანაზღაურება შეიძლება  აიღონ შედარებით დაბალი განათლების მქონე პირებმა“.

კვლევის ხელმძღვანელის აზრით, არათანაბარ ხელფასებზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად კაცები ინიშნებიან. 

„გამოკითხულთა სამოცდახუთი პროცენტი მიუთითებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი კაცია, 31 პროცენტი კი ამბობს, რომ – ქალი. არათანაბარ ანაზღაურებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტორიც, რომ ქალების დიდი ნაწილი დასაქმებულია ისეთ სფეროში, სადაც დაბალი ხელფასებია. ასეთია, ვთქვათ, განათლების სისტემა და ჯანდაცვა, კაცები კი, ძირითადად მუშაობენ სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში, რომელიც, ძირითადად, კერძო ბიზნესია, ასევე ძალოვან უწყებებში – შესაბამისად ბონუსების, დამატებითი სარგებლის თუ კომპენსაციის გაცემის შანსიც უფრო მეტია“.

როგორც ნანი ბენდელიანი ამბობს, კვლევამ აჩვენა განსხვავებები ხელფასის დარიცხვებთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ინტერვალებით დავთვალეთ ხელფასები და აღმოჩნდა, რომ ქალებისა და კაცების სახელფასო ანაზღაურება მთელი ინტერვალითაა განსხვავებული“. 

რაც შეეხება შრომის მიმართ დამოკიდებულებას, ნანი ბენდელიანის თქმით, ის, რაც საერთაშორისო სტანდარტით დისკრიმინაციად მიიჩნევა, საქართველოში ქალების უმეტესობა მას დისკრიმინაციას არ უწოდებს. „მაგალითად, რესპონდენტი ქალების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ერთსა და იმავე სამუშაოზე შეიძლება ქალმა და კაცმა განსხვავებული ანაზღაურება აიღოს. ბუნებრივია, ამ მიდგომას კულტურული სტერეოტიპი განაპირობებს, რომლითაც ოჯახის ძირითადი მარჩენალი კაცია“.

კვლევის მიხედვით, ნაკლები ქალი ემხრობა ქალის როლის გაძლიერებას პოლიტიკასა და ბიზნესში. „გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ ქალმა ან საერთოდ არ უნდა იმუშაოს, ან ქალისთვის `შესაფერისი პროფესია“ უნდა აირჩიოს. და ამ „შესაფერის“ პროფესიებში ნამდვილად დომინირებს მასწავლებლობა და ექიმობა. ბუნებრივია, მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის გენდერულ თანასწორობას, მათ შორის შრომის ბაზარზეც“.

კვლევები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე დარღვეულია თანასწორობის პრინციპი დასაქმების დროსაც. „კერძო სექტორში დასაქმება ხშირად ხდება პირადი ურთიერთობების საფუძველზე და ეს მიღებულია კერძო ბიზნესში, რაც იკრძალება საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში“.

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები  აჩვენებს, საჯარო სამსახურში დასაქმების ფორმებიც, – კონკურსები, ტესტირება, გასაუბრება – ხშირად ფორმალურია.

 

ანა თვარაძე
ანა თვარაძე

ქალთა დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან ხორციელდება ქალის დეკრეტში ყოფნის შემთხვევაშიც. როგორც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ანა თვარაძე გვეუბნება, იურიდიული დახმარების მიზნით ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებიც დამსაქმებლებმა დეკრეტული შვებულების დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან. `ბოლო პერიოდში ასმა ქალმა მოგვმართა კონსულტაციისთვის, რომლებიც სწორედ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით არიან გათავისუფლებული სამსახურიდან. თუმცა, სასამართლო დავას მხოლოდ ექვსი ქალი აგრძელებს“ – ამბობს ანა.

 იურისტის თქმით, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს შრომის კანონსაც. „არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დეკრეტული შვებულების თანხასაც არ უნაზღაურებს ქალს, ეს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ვერც შეედავები, რადგან ამის რეგულაცია შრომის კანონში არ არის. საჯარო სამსახურის შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ნორმები მოქმედებს“. 

2013 წლის კვლევა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, ხაზს კიდევ ერთ გარემოებას უსვამს, რის მიხედვითაც ქალის შრომა არასათანადოდ არის შეფასებული. საქართველოში ქალების უმრავლესობა დიასახლისია, შესაბამისად ისინი საზოგადოების არააქტიურ ნაწილად განიხილება, ეს მაშინ, როცა საოჯარო საქმეების 90 პროცენტი ოჯახში ქალზე მოდის და კაცის ჩართულობა ბევრად ნაკლებია. ქალებში აქტიურობის მაჩვენებელი 2012 წლიდან 42,6 პროცენტით იზრდება, მაშინ, როცა კაცების აქტივობის მაჩვენებელი იმავე წელს 21,8 პროცენტია.

ქალთა აქტივობის ზრდის მიუხედავად, გამოკითხულ რესპონდენტთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ “ქალი უფრო მეტად ფასობს ოჯახით, ვიდრე სამსახურში წარმატებით“. მკვლევარების აზრით, ეს სტერეოტიპული მიდგომაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის წახალისებას.  

 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა

 

საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში განათლების მაღალი დონე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა ინოვაციების სწრაფად ათვისება და დანერგვა, ტექნოლოგიების  განახლება, მუდმივად განვითარებად და ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2021 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს მის მიერ დეკლარირებული მისიისა და ფუნდამენტური ღირებულებების  შესაბამისად განვითარება; სამოქმედო გეგმა  ორიენტირებულია უნივერსიტეტის განვითარებაზე და გადმოგვცემს, რა უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტში, რომ ის ძლიერ სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და შეასრულოს  თავისი უმთავრესი დანიშნულება – ემსახუროს საზოგადოებას.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხმოცწლიანი ისტორიის მქონე ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, იგი ორიენტირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებზე. მისი მისიაა:


  • ყველა დაინტერესებულ პირს ეროვნების, სარწმუნოების და პოლიტიკური ნიშნით კუთვნილების მიუხედავად შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება; 
  • აღზარდოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალ-კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტი, რომელიც იქნება მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულების პრინციპების მატარებელი თავისუფალი პიროვნება;
  • მოსახლეობის კეთილდღეობის, ეკონომიკური ძლიერების, თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიული პრინციპების დაფუძნებისა და სულიერების ამაღლების მიზნით განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართალმცოდნეობის, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში; საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ბიზნესის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის დარგებში;

 

წარმოდგენილ მისიაში, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს, რომ უნივერსიტეტი,  ემსახურება როგორც, ზოგადად, ქვეყნის, ასევე რეგიონის ინტერესებს. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს, ზოგადად, საქართველოსა და, კერძოდ,  აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმებში დეკლარირებული პრიორიტეტები სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში[1]: განათლება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებები, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. ეს დაგვეხმარება გამოვკვეთოთ  უნივერსიტეტის სპეციფიკა და თვითმყოფადობა.

 

უნივერსიტეტი  უნდა ესწრაფოდეს,  ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქვეყნის და მსოფლიოს  წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის;

 

უნივერსიტეტის ხედვა უნა ეყრდნობოდეს  ისეთ მნიშვნელოვან და საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს როგორიცაა:


  • უნივერსიტეტის ავტონომიურობა, როგორც უნივერსიტეტის არსებობის ფუნდამენტური პრინციპი;
  • პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე;
  • დემოკრატიულობა და მართვის გამჭვირვალეობა;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება.


მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს პრიორიტეტები უმთავრესი მიმართულებების მიხედვით.

 

სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, პრიორიტეტულია:


  • სწავლებისა და კვლევითი საქმიანობისათვის საუკეთესო პირობების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება;
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ფაკულტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
  • სასწავლო პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და განვითარება;
  •  ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

ბსუ-ში ამჟამად სამივე საფეხურის 97 საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.

სახელმწიფოს პრიორიტეტია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებელთა მომზადების ახალი პროგრამების ამოქმედება (2015 წლიდან); ამ მიმართულებით ყველა არსებული რეზერვი უნდა იქნას გამოყენებული.

 

განათლების მიმართულება კვლავ უპირველეს პრიორიტეტთა რიგშია იმ პირობებში, როცა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მასწავლებელთა მნიშვნელოვანი დეფიციტია და  ხშირად სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის.

 

საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის თვალსაზრისით, ასათვისებელია არსებული რესურსი, რეგიონის საჭიროებებისა   და მოთხოვნილებების, ასევე, უცხოენოვან პროგრამებზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. უნდა შეიქმნას ახალი უცხოენოვანი პროგრამები, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი.

 

გასაღრმავებელია მუშაობა სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, საერთაშორისო განათლების ცენტრთან, საქართველოში ტემპუსის ოფისთან, საქართველოში მოქმედ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, აუცილებელია ბსუ გაწევრიანდეს პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მაგალითად, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში (EUA).

 

მიზანშეწონილია, სისტემატურად განხორციელდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით არსებული კონკურსის მონაცემების კვლევები; ჩარიცხვების დინამიკა, მნიშვნელოვანია მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა უნივერსიტეტში სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურმა სისტემატურად უნდა აწარმოოს.

 

უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობის მემორანდუმების, ხელშეკრულებების დადება უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური, მოქმედი ხელშეკრულებები. სწავლების ინტერნაციონალიზაციის პრიორიტეტული უნდა იყოს

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები,  კვლევები,  საზაფხულო სკოლები, ტრენინგების ორგანიზება;
  • აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოწვევას  ცალკეული სასწავლო კურსების წასაკითხად;

 

მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სახელმწიფო პრიორიტეტებში აქცენტირებულია კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის პროცესები, რისი შედეგიც იქნება უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა.

 

უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების განვითარება.

 

უნივერსიტეტში ინტეგრირებულია სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:

  • აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • ფიტოპატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

 

უნდა მოხდეს აღნიშნული ინსტიტუტების რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სივრცეში, ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული მათი სამეცნიერო პოტენციალი (გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალური), განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამების  სამეცნიერო კომპონენტის განვითარების მიზნით.

 

სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით, საგრანტო პროგრამებიდან შემოსული თანხები, მიზანშეწონილია, გამოყენებული იქნას ადგილობრივი (საუნივერსიტეტო) სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ორგანიზებისათვის (ან სხვა საგრანტო კონკურსებში არ დაფინანსებული, მაგრამ მაღლი ქულებით შეფასებული პროექტების დაფინანსებაზე);

 

კვლევების განვითარების მიმართულებით პრიორიტეტულია:


  • სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სტუდენტებში სამეცნიერო, თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება, სწავლების ყველა საფეხურზე;
  • უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა;
  • ბიუჯეტის ნაწილის მიმართვა კვლევების განვითარებისათვის;
  • სამეცნიერო კავშირების განვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • ბიბლიოთეკის-სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურეობის პრიორიტეტული სფეროს განვითარება, არსებული საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურისა და ფონდების ყოველწლიური განახლება;
  • სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ჩატარება გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერებებში;
  • სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება უცხოეთში;
  • სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 


ბსუ-ში სტუდენტების რაოდენობა სწავლების სამივე საფეხურზე 7500-ზე მეტია.

 

არ მოიპოვება დაზუსტებული ინფორმაცია სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე, არ ხდება ამ საკითხის კვლევა და აღრიცხვა; მონაცემები ხშირად მიახლოებითი და არასანდოა, რაც მიგვანიშნებს საკარიერო ოფისის არსებობის აუცილებლობაზე, ასევე კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებს აუცილებლობაზე.

 

სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში მოქმედებს კანონთან შესაბამისად, მათთვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში. ისინი, ძირითადად, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული სახის ღონისძიებათა ორგანიზებით შემოიფარგლებიან. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ალტერნატიული სტუდენტთა დაჯგუფება, რომელთა სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. საჭიროა მათთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.

 

სტუდენტური ცხოვრება უნდა გახდეს უფრო მრავალფეროვანი, დააკმაყოფილოს ახალგაზრდების მრავალმხრივი ინტერესი. ამის კარგი მაგალითია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოქმედი ლიტერატურის კლუბი, კინოკლუბი, დებატების კლუბი და სხვ.

 

საჭიროა სტუდენტთა მოზიდვის (რეკრუტირების) სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყების შემდეგ ერთკვირიანი გასვლები საჯარო სკოლებში ნაკლებეფექტურია. საჭიროა უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის არსებობა, ე.წ. „განათლების კვირეულების“ ორგანიზება, სადაც სამიზნე ჯგუფების აბიტურიენტები საფუძვლიანად გაეცნობიან შესაბამისი ფაკუტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობებს; ეფექტური იქნება საზაფხულო სკოლების ფარგლებში თანამშრომლობა საჯარო სკოლებთან, დარგობრივი ოლიმპიადები და სხვ.

 

აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მნიშვნელოვანია  შტატში მყოფი და მოწვეული აკადემიური პერსონალის თანაფარდობა. ამჟამად ბსუ-ში 265 პროფესორი და 375 მოწვეული მასწავლებელია. საჭიროა მოწესრიგდეს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების გამოცხადების სისტემა, არ იყოს ქაოტური და სპონტანური. ხშირად გაუგებარია, რატომ ცხადდება ახალი კონკურსი წინა კონკურსის დასრულებისთანავე და ა.შ. სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი კონკურსის წინა პერიოდში, საგანმანათლებლო პროგრამების საათებისა და საკონკურსო ადგილების ლოგიკური თანაფარდობის განსაზღვრის მიზნით.

 

საკონკურსო კომისიები უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებით, რომ არავის დარჩეს უსამართლობის განცდა. კონკურსის პირობები უნდა იყოს მრავალმხრივი, მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვას არ უნდა ემყარებოდეს, საჯარო ლექციების ფორმა აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული; გაანალიზებული და გათვალისწინებული უნდა იქნას სტუდენტთა გამოკითხვების მასალები და მათი შეფასებებიც.

 

უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება.

 

მიზანშეწონილია საერთაშორისო კონკურსების გამოცხადება, უცხოელი პროფესორების უნივერსიტეტში მოზიდვის მიზნით, თუნდაც უცხოენოვანი პროგრამების ფარგლებში.

 

საინტერესო იქნება პერსონალის კვლევა გენდერული და ასაკობრივი თანაფარდობების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თანაფარდობის, მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება განახორციელოს ხარისხის მართვის სამსახურმა, სტრატეგიული განვითარების სამსახურმა (ახალი სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგიაში“ შეიძლება, გამოყენებული იქნას ამგვარი კვლევებისთვის).

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს აკადემიური პერსონალის კომპეტენციების განვითარებაზე (უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა). უწყვეტი განათლების ცენტრი, შეიძლება, წარმატებით იქნას გამოყენებული ამ კუთხით.

 

ბსუ-ის სტრუქტურა სტანდარტულია და განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ სსიპ-ებისათვის განსაზღვრული სტრუქტურით. არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს, მიზანშეწონილია, დაემატოს (ან გადანაწილდეს ფუნქციები) შემდეგი სამსახურები:

 

  • კურსდამთავრებულებთან კავშირისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეული (ე.წ. alumni ასოციაციები); ეს შეიძლება გახდეს დამატებითი დაფინანსების მოპოვების წყარო; ხელს შეუწყობს, ასევე, უნივერსიტეტის  კავშირის გაღრმავებას საზოგადოებასთან;
  • სტუდენტთა საკარიერო სამსახურის სტრუქტურული ერთეული; ეს იქნება  სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვის დადასტურება;
  • უწყვეტი განათლების ცენტრი („მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“-LLL), რომ უნივერსიტეტი უფრო მეტად ემსახურებოდეს საზოგადოების მრავალმხრივ ინტერესებს.


რაც შეეხება აღნიშნულ სტრუქტურათა ფუნქციონირებას, საჭიროა მათი ოპტიმიზაცია, ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნა, მენეჯმენტის გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტურობის პერიოდულობის შეფასება; ამ სტრუქტურებში დასაქმებული პერსონალის პერიოდული ატესტაცია.

 

ფაკულტეტებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან უმაღლესი განათლების შესახებ: ფაკულტეტებს უნდა ჰქონდეთ რეალური დამოუკიდებლობა.

 

ბსუ-ში 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მიიღეს და ფაკულტეტების რეფორმირება დაიწყო, რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია, ამის მიზეზი ყოველთვის არ ყოფილა ფაკულტეტების ლოგიკური დაკომპლექტება.

 

ამჟამად ბსუ-ში 9 ფაკულტეტია (განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიური, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა). მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაკულტეტების დაკომპლექტდეს უფრო ლოგიკურად, სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების თანაბარზომიერად გადანაწილებით; მაგრამ ეს საკითხი, ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჯარო დისკუსიის, ფაკულტეტების საბჭოების ჩართულობით, კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე;

 

არამიზანშეწონილად მიგვაჩნია, საერთო საუნივერსიტეტო სტრუქტურების  რომელიმე ფაკულტეტის სტრუქტურაში მოქცევა, დამოუკიდებლად მათი ფუნქციონირება უფრო ეფექტური იქნება.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტის შევსების წყაროებია: სწავლის გადასახადი, სახელმწიფო სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, კერძო შემოწირებულობები, პრიორიტეტული სპეციალობები სახელმწიფო-საბიუჯეტო დაფინანსებით; ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პირდაპირი სუბსიდიები დაფინანსების მხოლოდ მცირე წილს შეადგენს.

 

შემოსავლის ძირითადი წყარო საგანმანათლებლო საქმიანობაა; ხარჯების ძირითადი ნაწილი პერსონალის ხელფასებზე ნაწილდება.

 

არსებული ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ხარჯები უნივერსიტეტის განვითარებაზე, არც სამეცნიერო კვლევებზე.

 

ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები უნდა გამოიყოს უნივერსიტეტის განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევებზე, სოციალური მხარდაჭერის პროგრამებზე.

მარინე გიორგაძე
მარინე გიორგაძე

 

საჯარო დაფინანსების სიმცირე ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების თვალსაზრისით, სერიოზული დაბრკოლებაა. მით უფრო აქტუალურია ყველა არსებული რესურსის (სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, სახელმწიფო დაფინანსების საგანმანათლებლო პროგრამები, უსდ-ების განვითარების ფონდი და ა.შ.) მაქსიმალურად გამოყენება;

 

ამ ეტაპზე, უმაღლესი განათლების განვითარების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არარსებობის პირობებში, უნივერსიტეტის საქმიანობა ვერ დაეყრდნობა ბოლომდე გააზრებული და ლოგიკურად დაგეგმილი სტრატეგიას. აუცილებელია  სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელება; უნივერსიტეტის ფუნქციონირების ყველა სფეროში ორიენტაციის აღება არა რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ, ხარისხობრივ   გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

 

 მარინე გიორგაძე:  

პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990 წლიდან არის კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის სასწავლო კურსების ლექტორი, ფაკულტეტის დეკანია 2004 წლიდან, ორჯერ (2006 და 2013 წლებში) იქნა არჩეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, ამჟამად არის თარგმანმცოდნეობის საბაკალავრო, ევროპეისტიკის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი.

ქობულეთში ინტერპოლით ძებნილი ადამიანი დააკავეს

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებული 2013 წლის 2 მაისიდან იძებნება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისათვის. ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მძიმე დანაშაულის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 17 წლ და 25 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ფრაქციის წევრები იყვნენ ტაძარში და სხდომის ჩატარებაც იქ გადაწყდა”

 

მერაბ აბაშიძე

  მე ვიყავი წინააღმდეგი, არ მაწყობდა იქ ჩატარებულიყო ეს სხდომა, სადაც ჩატარდა, ჩვენ ვიყავით გიმნაზიის შენობაში, თუმცა გასაგებია, რომ კანონის დარღვევა არ მომხდარა, შესაძლებელი იყო ფრაქციის სხდომა ნებისმიერ ადგილას ჩატარებულიყო, არგუმენტი იყო ასეთი – დიდი უმრავლესობა ფრაქციის წევრებისა იყო ტაძარში და სხდომის ჩატარებაც იქ გადაწყდა. სხდომას მხოლოდ ერთი წევრი არ ესწრებოდა – ბატონო ჯემალ ფუტკარაძე, ქალბატონი სვეტა წინააღმდეგი იყო მისი ფრაქციიდან გარიცხვის, მე თავი შევიკავე. შევიკრიბეთ ფოიეში, შევედით ერთ-ერთ კლასში, დავსხედით  მაგიდასთან, სკამებზე, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა სხდომა… მიმდინარეობდა  ამ სხდომის ჩაწერა…. სხვა ტექნიკური დეტალები, ბეჭედი და ასე შემდეგ, უნდა ჰკითხოთ ბატონ კაკოს“-ამბობს ინტერვიუში მერაბ აბაშიძე.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, მათი განმარტებით,   7 მარტს ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის შენობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა, რაც არ იყო შეთანხმებული არც ეპარქიის, არც დაწესებულებისა და ამავე შენობაში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვართან:“ეკლესიისათვის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძვირფასია, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა.  ამიტომ, თხოვნით მივმართავთ ყველას, მსგავსი ქმედებებისაგან თავი შეიკავონ, რათა ეკლესია არ გახდეს ურთიერთდაპირისპირების საბაბი“_წერია განცხადებაში.

 

ეპისკოპოსი სპირიდონი: რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ

 

მეუფე სპირიდონი

 

მეუფე სპირიდონი: „მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და  შემდეგ როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი – ჩრდილო დასავლეთით,  ზოგი – ბელორუსიაში. მაგრამ ეს ერთი ხალხია.  არის მოსკოვის რუსეთი „ბალშაია რასსია“, არის „ბელაია რასსია“, ბელორუსია და არის  „მალაია რასსია“, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ერთი ხალხი და ერთი ერი.

 

ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათა შორის სისხლის ღვრა და შევევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ყველაფერი მოგვარდეს. თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ – ეს წიგნი სისტემატიზებულია დაახლოებით 30 წლის უკან  და საოცარი ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია ის მოვლენები, რაც დღეს ხდება უკრაინაში და  საოცარი რამე წერია იქ და წერია, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით  გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს – უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. 

 

ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო.  და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე.  რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ“.

 

ჩაშლილი ტენდერები სოფლის მეურნეობის სამინისტროში

„ბიუჯეტი 2014 წელს დაიგეგმა, შესაბამისად, ის ფასები, რაზეც ჩვენ ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, აღარ შეესაბამება დღეს არსებულ  ფასებს. ლარის კურსის ვარდნის გამო ვერ ვყიდულობთ ნერგებს, გვაქვს ციბრუტის, საკვების დამქუცმაცებელი და ა.შ პროგრამები, რომლის განხორციელება იმპორტზეა დამოკიდებული. ამის გამო  ორი პროგრამის განხორციელება შემოდგომისთვის გადავდეთ“- განაცხადა ზაურ ფუტკარაძემ მთავრობის სხდომაზე.

მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს სთხოვა, არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მთავრობას ერთობლივად  ემჯელა.

ნახევარი მილიონი ლარი სოფელ ოქტომბრის სკოლისთვის

 

ტენდერის პირობების თანახმად, სკოლის შენობა უნდა ჩაბარდეს 120 დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი შეტყობინებიდან მე-5 დღეს.

 

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები განახორციელოს გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ:

– პირველი 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის შესრულება;

– მეორე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (ანუ 60 დღეში 30%);

– მესამე 30 დღის ვადაში – ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის შესრულება (ანუ 90 დღეში 60%);

 

შესრულებად ითვლება ტექნიკური ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია.

 

წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს შეწყდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 550 ათასი ლარი.

 

 

დაეხმარე 16 წლის გოგიტას ლეიკემიის დამარცხებაში

 

გოგიტას დასახმარებლად სისხლის გაღების სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ამ დროისთვის კი სისხლი ქედაში მცხოვრებმა 80-მა ადამიანმა გაიღო. აქცია გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სისხლი ლეიკემიით დაავადებული გოგიტას დასახმარებლად დღის ბოლომდე ჩააბაროს.

ლეიკემიით დაავადებული მოზარდის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია ქედის საკრებულოს დეპუტატის რომან ბედინაძისა და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.


გოგიტას დახმარება მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ:


ლიბერთი ბანკში GE39LB071110555 2458440

და საქართველოს ბანკში GE81BG0000000514272400,

აგრეთვე მოქმედებს სატელეფონო ხაზი 0901700442 – ზარის ღირებულება 1 ლარია.

ბრიტანეთის საბჭო ქართველი მასწავლებლების გადამზადებას აპირებს

 

პროექტისთვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ,  პროექტი განათლების ფონდის პროექტის ფარგლებში,  სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს  დაფინანსებით განხორციელდება.

 

„50 ათას ლარს იხდის ბრიტანეთის საბჭო, დანარჩენ თანხას სამინისტრო გაიღებს. ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად სამინისტრომ გასულ წელს თეატრებთან დაკავშირებული პროექტები განახორციელა, წელს აქცენტი ინგლისურის სწავლებაზეა გაკეთებული“- ამბობს აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

 

 

 

 

არქეოლოგიური ექსპედიციები 90 ათასი ლარით დაფინანსდება

 

მინისტრის განცხადებით, ერთ პირთან მოლაპარაკება უფრო კომფორტულია.

 

„ტენდერი აძვირებს ექსპედიციის ხარჯებს. ამავე დროს, ჩვენ გვყავს როგორც არქეოლოგიური მუზეუმის საექსპედიციო ჯგუფი, ასევე გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის მუდმივმოქმედი ექსპედიცია, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალისტებით. სხვათა შორის, მათ ნაკლები პრეტენზიებიც აქვთ როგორც მგზავრობის, ასევე სასტუმროს და სხვა ხარჯებთან დაკავშირებითაც. ამიტომ, გვინდა საექსპედიციო სამუშაოების შესყიდვა მოხდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით“.

 

არქეოლოგიური ექსპედიციისთვის მიმდინარე წელს 90 ათასი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის განცხადებით, არქეოლოგიური ექსპედიცია გაგრძელდება გონიოში, სადაც მუდმივი ექსპედიცია მუშაობს, „იქნება დაზვერვითი სამუშაოები აჭარაში, და  არ გამოვრიცხავ, რომ ფიჭვნარშიც ჩატარდეს გარკვეული სამუშაოები“- ამბობს მინისტრი.  

 

 

არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარში

60 ათასი ლარი ბულვარში პლაჟის შერჩევითი მოსწორებისთვის

 

შტორმის შედეგად სანაპირო ზოლზე (პლაჟზე) ქვიშა-ღორღისაგან წარმოქმნილი გორაკების მოსწორება გამარჯვებულმა ისე უნდა უზრუნველყოს, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკიდან  ზღვის სანაპირო ზოლი ჩანდეს.

 

სატენდერო პირობების თანახმად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუხლუხიანი სპეცტექნიკითა და საკუთარი ხარჯებით.

 

სანაპირო ზოლში ამ შემთხვევაში იგულისხმება ნახევარ მილიონამდე კვ/მ ფართობი – ქანდაკება „ნინო და ალი“-დან ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე.

 

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის მოსწორებითი სამუშაოების დაწყება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის (წერილობითი ან ზეპირი) შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორი  კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

წინადადებების მიღება 11 მარტს დაიწყება და 13 მარტს შეწყდება. 

 

 

ბათუმის ბულვარი, პლაჟი. ფოტო: ბათუმელები

მინისტრის საჩუქარი არჩილ ხაბაძეს

ფოტო: ლელა დუმბაძე

„ეს პირველი, სასიგნალო გამოცემაა. წიგნში შესულია ყველა ის მასალა, რომელიც დაცულია აჭარის  მუზეუმებში. ქრონოლიგიურად, მასალები წყება უძველესი დროიდან და მთავრდება მე-20 საუკუნის მხატვრობით“- ამბობს, განათლების მინისტრი, გიორგი თავამაიშვილი.

„აჭარის საბანძურში“  გარკვეული ნივთები ქედის მუზეუმიდანაც არის შესული:

„მეტი წილი ბუნებრივია არის არქეოლოგიის, მხარეთმცოდნეობის და ხელოვნების მუზეუმებიდან. გეგმაში გვაქვს არქეოლოგიური მუზეუმისთვის ცალკე  გამოცემა გავაკეთოთ, რადგან რეალურად, ეს არის ჩვენი სახე  და საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის“.

წიგნის გამოცემაზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 ათასი ლარი დაიხარჯა.  წიგნი სასაჩუქრეა და გაყიდვაში არ იქნება.

„აჭარის საგანძური“. ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სასულიერო სემინარიაში ჩატარებულ პოლიტიკური ფრაქციის სხდომაზე

 

„7 მარტს, ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა, რაც არ იყო შეთანხმებული არც ეპარქიის, არც დაწესებულებისა და ამავე შენობაში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვართან.

 

ეკლესიისათვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძვირფასია განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა.

 

ამიტომ, თხოვნით მივმართავთ ყველას, მსგავსი ქმედებებისაგან თავი შეიკაონ, რათა ეკლესია არ გახდეს ურთიერთდაპირისპირების საბაბი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთა სხდომა სასულიერო სემინარიაში 7 მარტს გაიმართა. ფრაქციის წევრმა, კაკო ძნელაძემ „ბათუმელებთან“ სემინარიაში სხდომის ჩატარების  მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ვინაიდან დასვენების დღე იყო, ხოლო ჩაქვი, ტერიტორიულად ბათუმისგან მოშორებითაა, ამიტომ გადაწყვიტეს სხდომის სემინარიაში ჩატარება. 

 

ქედის გამგებლის ყოფილი მოადგილის კომენტარი კომპენსაციებზე

 

გურამ ლომინაძე
გურამ ლომინაძე

აღნიშნულთან დაკავშირებით გურამ ლომინაძემ დღეს, 10 მარტს, ქედაში საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

„მე ვიყავი გასული წლის მაისის თვეში შექმნილი კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უნდა შეესწავლა. კომისიამ შეისწავლა 260 ოჯახი, ზარალი აღვწერეთ და მონაცემები შემდგომი რეაგირებისთვის საკრებულოს გადავეცით.

 

ჩვენი მონაცემებით ზარალის ოდენობა დაახლოებით 181 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაცია ვერ მიიღო, გამგებელმა ამის ჩემზე გადმობრალება დაიწყო.

 

რამდენიმე დღის წინ დავით დუმბაძემ განაცხადა, რომ იმ დროისთვის (პირველ აპრილს) გამგებლის მოვალეობას არ ასრულებდა, კომისიის თავმჯდომარე მე, გურამ ლომინაძე ვიყავი და ამ ყველაფერს მე ვხელმძღვანელობდი. ყველას შეუძლია გაიგოს იყო თუ არა დავით დუმბაძე იმ დროისთვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და თუ მე ვარ დამნაშავე, პასუხს ვაგებ“ – განაცხადა გურამ ლომინაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას.

 

2014 წლის გაზაფხულზე ქედაში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებულმა  258-მა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო, რაზეც 180 533 ლარი დაიხარჯა.

არჩილ ხაბაძე: მთავრობის გადაყენების მოთხოვნა უტოპიურია

 

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 

„ალბათ ის ძალები, რომლებიც ბოლო პერიოდში გვერდით დარჩნენ  მიმდინარე მოვლენებისგან, უნდა გამოჩნდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები. „თავისუფალი დემოკრატების“ გუშინდელი ბრიფინგიც მიუთითებს ამაზე.  არითმეტიკაში ალბათ კარგად ერკვევიან ისინი და ხვდებიან, რომ ეს წამოწყება უტოპიურია და ემსახურება პოლიტიკური ქულების მიღებას. უმაღლეს საბჭოში 14 ხმა ვერ შეგროვდება იმისთვის, რომ მთავრობა გადააყენონ და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, როცა პირველად მოხდა მთავრობაზე უნდობლობის გამოცხადება“. 

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში შექმნილი სიტუაცია მთავრობის მუშაობას ხელს ნაკლებად უშლის:

 

„გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური მომენტია და ყველა მთავრობის წევრი ადამიანურად განვიცდით ამ ინტრიგებს და თავის დამკვიდრებისთვის გაკეთებულ განცხადებებს, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. შეიძლება საზოგადოებას ჰგონია, რომ რადგან განცხადებებს არ ვაკეთებთ, წამგებიან პოზიციაში ვართ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ვმუშაობთ  კოალიციის ძალებთან და ერთსულოვნებაც ყველაზე მაღლა დგას დღეს, ვიდრე ეს იყო ბოლო ერთი წლის მანძილზე.  კოალიციაში და ფრაქციაში შემავალი ყველა დეპუტატის ერთსულოვნება და მთავრობასთან კავშირი მაღალ დონეზეა აყვანილი“.  

საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი აჭარაში

 

მამულაშვილი აქამდე იმერეთში საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა.  

გადასახადის გადამხდელებს 42 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9 მარტის მდგომარეობით 179 გადამხდელს, რომლებსაც 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და  შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებამდე  გადაუხდელი ჰქონდათ საგადასახადო დავალიანება, ჩამოეწერათ ეს დავალიანება, ჯამში – 40 მილიონ 368 ათას 811 ლარი და 30 თეთრი;

87 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 414 ათას 550 ლარის ოდენობით. ესაა 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებებზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით;

რაც შეეხება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხულ ჯარიმებს, ამ კატეგორიის 2624 პირს ჩამოეწერა ჯამში 1 მილიონ, 874 ათას 827 ლარი და 40 თეთრი.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებენ როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს. კერძოდ, ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და  ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; 

  
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე  აქტივობები არ უფიქსირდება;

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

 

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად მირანდა ჩარკვიანი დაინიშნა

 

ამ დრომდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი თენგიზ ცინცაძეს ეკავა, უფრო ადრე კი – ბიძინა აფხაზავას, რომელიც ამჟამად სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. 

ბათუმელი „ნაციონალები“ კიევში სააკაშვილსა და ვარშალომიძესთან შესახვედრად




რატომ არ ესწრებოდით უმაღლესი საბჭოს სხდომას?

2 მარტს უმაღლესი საბჭოს რვა წევრის ხელმოწერით შევიტანეთ მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე. სხდომა განსაზღვრული დღის წესრიგით უნდა გამართულიყო 6 მარტს, ეს იყო ბოლო თარიღი, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსტიტუციის დარღვევით, ექვს მარტს დასანიშნი სხდომა დანიშნა 9 მარტისთვის. იმ პერიოდისთვის, როცა ზუსტად იცოდნენ უმაღლეს საბჭოში, რომ ჩვენი ფრაქციის წევრები არ იქნებოდნენ საქართველოში. ეს ბიუროს სხდომაზეც განვაცხადეთ. 


თქვენი აზრით რატომ დანიშნა, მით უმეტეს აშკარა იყო, რომ ქვორუმი არ შედგებოდა?

საქმეც მაგაშია, რომ ეგ არ იცოდა. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩვენი არყოფნის პირობებში იგივე თანამდებობის პირები, რომლებიც 20 თებერვალს თანამდებობიდან გადავაყენეთ, აღედგინათ თანამდებობებზე.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რა მიზნით იყავით კიევში და ვის შეხვდით?

ჩვენ გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. თემა იყო, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში რეგიონი და როგორ ავამუშაოთ  გაჩერებული პროექტები. შეხვედრები გვქონდა იმ ადამიანებთან, ვინც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.


უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები განიხილეთ?

ეს არ უკავშირდებოდა იმ სხდომას და იმ პროცესებს, რაც უმაღლეს საბჭოში გუშინ ვერ შედგა.


21 მარტის აქციაზე იყო საუბარი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს?

არა. არაფერ შუაში არ არის აქცია. ჩვენ გვქონდა უფრო გრძელვადიან გეგმაზე საუბარი და იმ განვითარებაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალის მიერ უნდა მოხდეს და რომელიც უკვე მოვიდა უმრავლესობით აჭარის რეგიონში და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანამდებობები არ მოითხოვოს, მაგრამ რეგიონის განვითარებას და მთავრობის ამოქმედებას ხელი შეუწყოს.


თქვენ ამბობთ, რომ არ გინდათ თანამდებობები. თანამდებობების გარეშე როგორ უნდა მოახერხოთ თქვენი იდეების განხორციელება?

ძალიან მარტივია, რადგან თანამდებობეზე აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც მთავრობის დამცველები იყვნენ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირადი ინტერესების გამო იყვნენ მთავრობას გადაფარებული ისე, რომ იმის საშუალებაც  კი არ მოგვცეს, უმაღლეს საბჭოში, სხდომაზე მოგვეყვანა მინისტრები, მთავრობის თავმჯდომარე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთავრობა ავამოქმედოთ.


არჩილ ხაბაძის მთავრობის ამოქმედებას აპირებთ თუ სხვა მთავრობას ელოდებით?

 ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოქმედი მთავრობა გავხადოთ ეფექტური და თუ ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას, მათ შორის, მთავრობის დათხოვნის ჩათვლით.


21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მინდა დამიზუსტოთ დეტალები, ბათუმიდან თუ აპირებთ ადამიანების წაყვანას და რა რესურსით?

ყველა პარტიული რგოლის წარმომადგენელი ესწრება ხოლმე მნიშვნელოვან  ღონისძიებას. ეს ჩვეულებრივი ამბავია და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ძალიან  ბევრი ადამიანის წასვლა არ იგეგმება. ალბათ, საკუთარი ხარჯებით წავალთ, რადგან პარტიას მწირი ფინანსური რესურსები აქვს.


„ნაციონალური მოძრაობის“ სატელევიზიო რეკლამისთვის  თანხებს ვინ იხდის, ამაზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

არა, არ მაქვს ინფორმაცია.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევარ ვარშალომიძეს ცოტა ხნის წინ შეხვდით ტრაბზონში, ახლა კიევში, ლევან ვარშალომიძე რატომ არ ჩამოდის ბათუმში თქვენთან შესახვედრად?   

 ჩვენთვისაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პატივი მიგვეგო იმ დაღუპული გმირებისთვის, რომლებიც ერთი წლის წინ დაიღუპნენ მაიდანზე და ყველა ის ადგილი მოვინახულეთ, სადაც დაიღუპნენ ქართველები.

 

 

სამაგისტრო გრანტი 2,25 მილიონი ლარით განისაზღვრა

 

2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 მილიონი ლარით;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება განისაზღვრა 205 ათასი ლარით;

 

ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებზე (გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა), დაფინანსება განისაზღვრა 45 ათასი ლარით.

 

2015-2016 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ჯანდაცვა; ჰუმანიტარული;  ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო; სამართალი; მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა; ბიზნესი და ეკონომიკა. ამ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე თანაბრად უნდა განაწილდეს  800 ათასი ლარი.

 

1 200 000 ლარი კი უნდა განაწილდეს მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

 

ა) მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა – 9,5%;

ბ) საინჟინრო – 9,5%;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) – 9%;

დ) სოციალური მეცნიერებები – 8,5%;

ე) განათლება – 6%;

ვ) ჰუმანიტარული – 6%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა – 5%;

თ) სამართალი – 3%;

ი) აგრარული – 2%;

კ) ჯანდაცვა – 1%;

ლ) ხელოვნება – 0,5%.

 

 

 

შსს: სარფის საბაჟოზე 19 488 აბი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს

 

შსს-ს  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქეები – 1989 წელს დაბადებული სანხან მ. და 1974 წელს დაბადებული ელმარ დ. დააკავეს.


სამართალდამცველებმა სანხან მ-ს და ელმარ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების ჩხრეკისას, სპეციალური სამალავიდან 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
 
 
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – როსტომ ბერიძის სამოქმედო გეგმა

 

მისია – სწავლებისა  და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინტეგრაცია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

 

როსტომ ბერიძე
როსტომ ბერიძე

მიზანი

– თანამედროვე მოთხოვნებისა და კომპეტენციების შესაბამისი  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება,  რაც მათ საშუალებას მისცემს  იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

 

-ტრანსფერული მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება

 

-სრულყოფილი და მდგრადი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა

 

სამომავლო პერსპექტივები და ხედვები

 

არსებული გამოცდილება და მიღწეული წარმატებები საშუალებას გვაძლევს  უნივერსიტეტის დონეზე განვსაზღვროთ შემდეგი მიზნები:  

 

 1.  ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე ზრუნვა.   

ა) არსებული პროგრამების მონიტორინგის ხარისხის ამაღლება  და მათი შეფასების კიდევ უფრო გააქტიურება.

 ბ) ახალი უცხოენოვანი პროგრამების შემუშავება.  იმ კურსების ჩამონათვალის გაფართოება, რომელთა წაკითხვაც შეგვიძლია უცხო ენაზე.

 გ)ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო  პროგრამების ფორმირება   უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთად  

 დ) ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავება პარტნიორ საქართველოს უნივერსიტეტებთან ერთად.  

 

2. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისათვის მზადება.     

 

3.     საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, ინგლისურენოვანი ჯგუფების შექმნა, ძირითადი სასწავლო კურსების სწავლება უცხო ენაზე.

 

4.  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. 

პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განმტკიცება ფაკულტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებისათვის კოორდინატორების ინსტიტუტის შემოღება.

(4 წლის განმავლობაში ტურიზმის ფაკულტეტის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სწავლება და სტაჟირება გერმანიაში; ტურიზმის ფაკულტეტის 35 სტუდენტი სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით  სწავლობდა ნორვეგიის, გერმანიის, პოლონეთისა, ესპანეთის, იტალიის, უნგრეთისა  და თურქეთის უნივერსიტეტებში).

 

5. პროფესორ მასწავლებლების სტაჟირება და კვალიფიკაციის განუწყვეტელი ამაღლება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით (ტურიზმის ფაკულტეტის თითქმის ყველა ლექტორმა სტაჟირება გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა უცხოეთის უნივერსიტეტებში).

 

6. უცხოელი ლექტორების მოწვევა მუდმივ რეჟიმში.

     ა) საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების, ინტეგრირება კვლევასა და სწავლებაში.

 ბ) საერთაშორისო პროექტებში ჩვენი მკვლევრებისა და პროფესორების კიდევ უფრო მეტად ჩართვის ხელშეწყობა;

 

7. სწავლების ხარისხის  ამაღლება. სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

 

8. უცხოური, პოპულარული სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა.

 

9. ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება,  მიზანშეწონილია მოკლე დროში უნივერსიტეტში მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების  დანერგვა.

 

10. სამეცნიერო კვლევების და სწავლების ინტეგრაცია.

 

11.ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით.

 

12. სოფლად დასახლებული ადგილებისა და ქვეყნის მაღალმთიანეთის განვითარების პროექტებში უნივერსიტეტის მაქსიმალური ინტეგრაცია:

ა)  მეწარმეობის ხელშეწყობა, სწავლება.

ბ) სკოლებთან თანამშრომლობა.

 

13. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის სრულყოფა.

 

14. დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღება.

ა. ბიზნესთან ინტეგრაცია, შეხვედრების მოწყობა

ბ. მოკლევადიანი პროგრამები, ტრენინგები, სკოლების საქმიანობა

 

15.  ფაკულტეტების ავტონომიურობის გაფართოება.

 

16.  რებრენდინგი, უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება.  ფოკუსირება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე.  მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვა რომელიც გაზრდის უნივერსიტეტის იმიჯს, მათ შორის  ბსუ-ს 80 წლის იუბილეს  წარმატებულად აღნიშვნა.

(ტურიზმის ფაკულტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა  საქართველოში).  

 

17.  სტუდენტების ქართული სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით აღზრდა

 

18. უნარშეზღუდული პირებისათვის  შესაბამისი პირობების შექმნა.      საუნივერსიტეტო  გარემო    უნდა შეესაბამებოდეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. 

 

19. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა,  ბიზნესთან პარტნიორობის მაღალი ხარისხი,  ფორუმების მოწყობა. დამსაქმებლებთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება.   

(დასაქმების მაჩვენებელი მაღალია ტურიზმის ფაკულტეტზე (60-70%),   ტურიზმის ფაკულტეტის  სტუდენტების უმრავლესობა წარმატებით საქმიანობს   ცნობილ  საერთაშორისო კომპანიებში). 

 

20. სტუდენტებისათვის  ტრანსფერული  ცოდნის მიღება, რაც მათ უცხოეთში დასაქმების საშუალებას მისცემს. 

 

21. სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

ა) კონფერენციების ორგანიზება.

ბ) ოლიმპიადების ჩატარება.

გ) შეხვედრების პროგრამა ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან.

 

22. სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი ხელშეკრულების მიხედვით.

 

23.  სასწავლო კურსების  ხელმეორედ დარეგისტრირება გადასახადის გარეშე.

24.  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა  და სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.

25. სტუდენტებისათვის თვითგანვითარების, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების, მათი პრობლემების გადაჭრა და უფლებების დაცვა.

26.   სტუდენტებისათვის ყველა პირობის შექმნა ცვალებად გარემოში წარმატების მიღწევისათვის.

 

ცხადია, წარმოდგენილი საკითხები სრულად არ მოიცავს ყველა პრობლემებს რომელთა წინაშე დგას ჩვენი უნივერსიტეტი.  

 

საბოლოოდ, ყველა პრიორიტეტული მიმართულება თავს მოიყრის  უნივერსიტეტის განვითარების ახალ სტრატეგიულ  გეგმაში  რომლის სრულყოფაში ჩართული იქნება უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეული.    

რექტორობის კანდიდატები {ფოტო}

უნივერსიტეტის ინფორმაციით  რეგისტრირებულია სულ რვა რექტორობის კანდიდატი, დისკუსიაში მონაწილეობდა შვიდი. ანთაზე ქიქავა დისკუსიას არ დაესწრო, მიზეზად მან ქალაქგგარეთ ყოფნა დაასახელა.

დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“- ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

“ბათუმელები” ატარებს გამოკითხვას “ვის ისურვებდით ბსუ-ს რექტორად.  გამოკითხვაში ხმის მიცემის შესაძლებლობა გაქვთ ერთხელ, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

პროექტის მიზანი, როგორც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა იქნება, რომლის ახალი მიმართულება ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდობის, სტუდენტების და ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ბიორმავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

 

„2015 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი იწყებს სერთიფიცირებული პროექტის – „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებისათვის სემინარების და სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას ბაღის ტერიტორიაზე.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, IX-XI კლასის მოსწავლეთა შორის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე მოსწავლე, რომლებიც გაივლიან 32-საათიან სასწავლო კურსს; ვორქშოფი ჩატარდება შაბათ-კვირას გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე“- ნათქვამია, ბოტანიკური ბაღის წერილობით განცხადებაში.

 

სასწავლო კურში მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ჰერბარიუმისა და მეთესლეობის სექტორის გაცნობა, საველე გასვლები ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში და ჰერბარიუმის აღება, თესლების შეგროვება, ჰერბარიუმის დამზადება, დარგვის, გასხვლისა და თესვის პროცესში ჩართულობა.

 

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პროექტის მხარდამჭერია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტი წარდგენილია ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესზე.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გასულ წელს,  შემდეგი აქტივობები განხორციელდა: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაში, შემეცნებითი ტურები ბაღის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში, ბაღის სახელობითი სტიპენდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. შემდეგი საფეხური კი საგანმანათლებლო საქმიანობის სისტემური წარმართვაა.

 

Exit mobile version