2014 წელს მუნიციპალურ ავტობუსებში მთლიანობაში 9 855 პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი პირი, – 1200 დააჯარიმეს ოქტომბერში, 1015 -სექტემბერში, 1310 კი- იანვარში.
გასულ წელს საქართველოს კანონში პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ”, რის საფუძველზეც, 2015 წლის პირველ იანვრამდე დაჯარიმებულ პირებს საჯარიმო თანხა ჩამოეწერათ. “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელის თქმით, ჩამოწერილი თანხა “დაახლოებით 6 500 ლარია”. ავტობუსში უბილეთოთ მგზავრობის საჯარიმო თანხა 5 ლარს შეადგენს.
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო. პირველი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:05 წუთზე და ასრულებს 0:56 წუთზე; 1ა ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:15 წუთზე და ასრულებს 0:39 წუთზე; ოთხი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:30 წუთზე და ასრულებს 0:40 წუთზე; 11 ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:10 წუთზე, ასრულებს – 0:24 წუთზე.
დანარჩენი მუნიციპალური ავტობუსები კი, 22, 23 და 24 საათამდე იმოძრავებენ.
პროკურორ თორნიკე მარსაგიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, რურუას ქუჩაზე ბინა 30 მაისს იქირავა და სწორედ ამ ნაქირავები ბინიდან მოიპარა ნივთები. ასევე მეორე ბინა დაიქირავა 31 მაისს და მეპატრონეს ბინის საფასური არ გადაუხადა. ბრალდებული ადრე ნასამართლევია ქურდობის ფაქტზე და გასულ წელს ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
“თითქმის ნახევარი საუკუნის ვარ და მრცხვენია, რომ ახლა აქ ვარ. არ ვიცი რა დამემართა. მე ამ ბრალდებებს ვაღიარებ, ვინანიებ გულწრფელად, თავს არ გაცოდებთ ბატონო მოსამართლე, მაგრამ ჩემი შვილები ისე დაიბადნენ და გაიზარდნენ მათ გვერდით არ ვყოფილვარ, ახლა შვილიშვილს ველოდები და ძალიან მინდა ის ვნახო, კანონს და დაზარალებულს რაც ზიანი მივაყენე, ვეცდები, რომ ეს ზარალი ავანაზღაურო”, – თქვა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში.
მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ შეიძლება ბრალდებული არ მიემალოს გამოძიებას და მტკიცებულების მოპოვებას ხელი არ შეუშალოს, თუმცა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს _ სწორედ ამ მოტივით შეუფარდა ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა.
ცოტა ხნის წინ ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Batumi გაიხსნა. სასტუმროში 147 ნომერია განთავსებული. ამ დროისთვის ნომრის ფასი Hilton Batumi- ში კვების გარეშე 124 დოლარია. საუზმესთან ერთად კი ნომრის ღირებულებას 20 დოლარი დაემატება. ნახევრად ლუქსის ფასი 145 დოლარი, ხოლო ლუქსის ფასი 156 დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული – საპრეზიდენტო ნომრის ფასი კი 1905 დოლარია საუზმის გარეშე, საუზმესთან ერთად ნომრის ფასი იზრდება.
სასტუმროს ადმინისტრატორის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე შესაძლოა ფასები გაიზარდოს, თუმცა რამდენით, ეს ჯერ არ არის დაზუსტებული. სასტუმროში ფუნქციონირებს ორი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი და კაზინო „ავსტრია.“
სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ბათუმში სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი“ გაიხსნება. სასტუმროში 101 ნომერი იქნება განთავსებული, მათ შორის იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერი.
„მარინა კოლიზეუმში“ საკურორტო სეზონზე ნომრის ფასი 100-120 დოლარი იქნება და ღირებულებაში საუზმეც შევა. ლუქსის ფასი კი 250-300 დოლარი იქნება. სასტუმროში იფუნქციონირებს სპაცენტრიც.
მომავალ საკურორტო სეზონზე აჭარას სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიც“ შეემატება და დამსვენებელს დამატებით 86 სასტუმრო ნომერს შესთავაზებს. სასტუმროში სტუდიოს ტიპის ოროთახიანი და სამოთახიანი აპარტამენტები გაქირავდება. გაქირავების ფასს აპარტამენტების მფლობელები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.
ამ სეზონზე დაიწყებს ფუნქციონირებას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leogrand Hotel & Casino. სასტუმროში 180 ნომერია განთავსებული.
ბათუმს წელს რამდენიმე მცირე მასშტაბის სასტუმროც შეემატა, გაიხსნა სასტუმრო „როიალ-ვენეცია“, რომელიც წელს მომხმარებელს 15 ნომერს შესთავაზებს. ამ დროისთვის სასტუმროს ფასები 110 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. სეზონზე კი გაიზრდება. გაიხსნა ასევე სასტუმრო „პორტო-ფრანკო“. სასტუმროში 8 ადგილია. ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო „ძველი ქალაქი“ – ამ სასტუმროში 24 ნომერია განთავსებული.
უკვე არსებულ ჰოსტელებს კი ორი ახალი Batumi Sun Hostel და „ჰოლანდ ჰუკი“ დაემატება. ჰოსტელებში ერთი ადგილი 25 ლარი ღირს და სეზონზე ფასები არ შეიცვლება.
სტუმრების დასახვედრად კერძო ბინების მფლობელებიც ემზადებიან, დეველოპერული კომპანიების გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ახალაშენებულ სახლებში მცირე მასშტაბის მქონე ბინებს – 29-32 კვადრატულს მოქალაქეები ძირითადად სეზონზე გაქირავების მიზნით ყიდულობენ და შესაბამისი დიზაინით არემონტებენ. ამ ბინებით სარგებლობა მომხმარებელს ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სასტუმროში გაჩერება.
მომავალ საკურორტო სეზონს იმედით უყურებენ პატარა სასტუმროების მფლობელებიც. მათი ინფორმაციით, ზაფხულისთვის ნომრების დაჯავშნა უკვე დაიწყო.
პატარა ზომის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ტურისტულ ჯგუფებს ან ოფიციალურ პირებს ყოველთვის სჭირდებათ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სასტუმროში გაჩერდნენ, რასაც ბინების მფლობელებისგან ვერ იღებენ. თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ მუშაობაზე კერძო ბინებსა და სახლებში გაქირავებები სეზონზე ცუდად არ ასახულა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ტონი და კომპანიამ“ ბათუმში ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია. მანამდე შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, ბათუმის მერიამ „ტონი და კომპანიას“ ავანსის სახით 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. თანხის მიღების შემდეგ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები წარუდგინა.
ბრალდებულებმა ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის მიერ ჩადენილმა ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. ლაშა ბოლქვაძე მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა. მაშინ არჩილ ვანაძე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის ხელმოწერაც დოკუმენტებზე ფიქსირდება, ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო.
მერიამ მაშინ ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 6 მილიონ 108 000 ლარი გამოყო. შპს „ტონი და კომპანიამ“ ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 5 მილიონ ლარამდე დაწია და ექვს კონკურენტს მოუგო.
ხელშეკრულების პირობებში წერია, რომ შემსყიდველს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეეძლო შეემოწმებინა მიმდინარე სამუშაოები. გარდა ამისა, სამუშაოებზე ზედამხედველობა მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს „გზამშენპროექტსაც“ ევალებოდა. რითვისაც მერიაამ ამ კომპანიას 61 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები სამუშაოების მიმდინარეობის წინასწარ შეთანხმებულ გრაფიკთან შესაბამისობას ყოველთვიურად შეამოწმებდნენ. რაც შეეხება ხელშეკრულების დაზღვევასა და გარანტიას, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი და დავის ძირითადი საგანია:
ხელშეკრულება უშვებდა არაუმეტეს 30%-ის საავანსო ანგარიშსწორებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა კი შეიძლება განსაზღვრულიყო 90 დღით, არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა. ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ყოველი გადაცილებული დღისთვის შემსრულებელს ჯარიმის სახით ხელშეკრულების 1% დაერიცხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს მიაღწევდა, შემსყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იტოვებდა.
ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად შემსყიდველი წარმოადგენდა საბანკო გარანტიას ხელშეკრულების ღირებულების ხუთი პროცენტის ოდენობით. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი მას ეს თანხა არ დაუბრუნდებოდა. ასეთი გარანტია „ტონი და კომპანიას“ სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ ჰქონდა. აქვე წერია ისიც, რომ გარანტია 2015 წლის თებერვლამდე რჩებოდა ძალაში. ანუ ამ დრომდე შეეძლო მერიის საფინანსო სამსახურს სადაზღვევო პირობების ამოქმედება. საფინანსო პოლიციის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა, მერიას სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუმართავს. ბრალდებულებმა კი ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.
რატომ გადარიცხა ავანსი მერიამ მეორედ და რატომ არ ჩართეს საქმეში სადაზღვევო კომპანია? – კითხვაზე ბათუმის მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე პასუხობს, რომ კითხვა სწორად არ არის ფორმულირებული, რადგან: „სადაზღვევო კომპანია თანხას არ რიცხავს. ის მხოლოდ გარანტიას იძლევა. ასეთ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა. შეწყვეტილ იქნა კონტრაქტი, დაჯარიმდა კომპანია. გამოყენებული იყო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ზომები. იმას კი – ამაზე მეტი რა ზომები უნდა გამოყენებულიყო და იყო თუ არა საჭირო დამატებით თანხის გადარიცხვა, შეაფასებს სასამართლო. ამის შეფასების უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“.
მერიის მიერ გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ გასულ პარასკევს მოითხოვა. ნუკრი დეკანაძის თქმით, მათი მოწოდება უქმეების გამო ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მათ სამუშაო დღეებში მივიღებთ.
საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არც „ტონი და კომპანიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული და არც „გზამშენპროექტის“ განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ დოკუმენტი.
კითხვებზე პასუხები არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც. ის ამბობს, რომ მართალია, ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა, თუმცა საქმის დეტალებს არც მაშინ იცნობდა და არც ახლა იცნობს:
„ეჭვი არ მეპარება არჩილ ვანაძის პატიოსნებაში, ის ბევრს შრომობს. არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი და ვერც იმას ვხვდები, რა ხდება“.
ბათუმის საქალაქო სასამართლო
„ტონი და კომპანიასთან შეწყვეტილი კონტრაქტისა და კომპანიასთან სამართლებრივი დავის წამოწყების შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციის მიზნით მერიამ ხელშეკრულება, ამჯერადაც ელექტრონული ტენდერის საშუალებით, კომპანია „ჰიდროსთან“ გააფორმა. მერიამ ახლა არხის რეკოსტრუქციისთვის 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა საქმე ამჯერადაც ვერ დასრულდა. მერიამ კომპანია სამუშაოების გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო ჯერ 250 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი არ დაზარალებულა, რადგან 2014 წელს სამუშაოების შესრულებისთვის, პრემიერის გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერი საავანსო პოლიტიკას აღარ ითვალისწინებს.
ამის შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისთვის მერიამ, ამჯერად გამარტივებული ტენდერით, კიდევ ერთი კომპანია – „მშენებელი 80“ შეარჩია. შეთანხმებაში 6 მილიონ 322 000 ლარი ჩაიწერა.
რაც შეეხება არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება 132-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პარასკევს პროკურორმა ორივე ბრალდებულისთვის 20 000 ლარი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე ჩანს, სამი, სახეზე ნიღაბაფარებული ადამიანი თუ როგორ აკრავს ოფისზე პლაკატებს და წარწერებს აკეთებს. ჩანაწერი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დილის 5 საათზე ქალაქის მთავარ ქუჩაზე, [ნაციონალური მოძრაობის ოფისი ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს] ასე „აუღელვებლად, ნიღბებით“ წარწერების გაკეთებას ვერ გაბედავდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს მთავრობის დაკვეთით მოხდა და კონკრეტულ პირებს ასახელებს:
„ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პარტიის ოფისი დააზიანეს, ნიღბებით იყვნენ, მოქმედებდნენ ძალიან აუღელვებლად, ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. ეს ცხადყოფს იმას, რომ მათ ჰქონდათ დავალებები მიღებული აჭარის მთავრობისგან. კადრებში ჩვენ ამოვიცანით ჭეიშვილის [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ცნობილი ზონდერი მერაბ ღოღობერიძე, მასთან ერთად გახლავთ მერიის თანამშრომელი დავით ლორია. ცალსახაა, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული ხაბაძისგან და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ ჭეიშვილი და ერმაკოვი“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ამოცნობილი“ მერაბ ღოღობერიძე ენმ-ის ბრალდებას უარყოფს. იგი ამბობს, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, დანაშაული არ არის და ამბობს, რომ ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლია:
„მე არ ვმონაწილეობდი აღნიშნულ ქმედებაში, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. პლაკატებმა შეახსენა საზოგადოებას დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი რას აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ გამიკეთებია, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არის დანაშაული, მაშინ მე ჩამიდენია – მე ვიღებ საკუთარ თავზე, როგორც „ალ ქაიდა“, სიტყვაზე… მათ ჩემი ჩრდილი იცნეს ღამის საათებში? ხვალ რომ მომიწიოს ამის გაკეთება, ჩავიდენ, მე ვფიქრობ არ არის დანაშაული პლაკატების მიკვრა“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.
მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ენმ-ის წევრ პეტრე ზამბახიძისათვის კვერცხების დაშენაში მიიღო მონაწილეობა.
დავით ლორია, რომელიც ბათუმის მერიის „აიპის“ თანამშრომელია, ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში არ მონაწილეობდა:
„ეს რომ ჩემი იდეა ყოფილიყო, ამას საჯაროდ და ღიად, აქციის სახით გავაკეთებდი, ტელევიზიებს მოვიწვევდი და ისე. რა არის დასამალი, ის, რომ წლების განმავლობაში ადამიანებს აწამდნენ, ეს ყველასავთის ცნობილია. ამას ღამით და ფარულად არ გავაკეთებდი. ის ბრალდება, რომ გია ერმაკოვის სახელი კიდევ გაისმა დღეს, ძალიან არასერიოზულია, მათ პრინციპში არაფერი დარჩენიათ, არ იციან რა გააკეთონ, რა თქვან. ალბათ ერთგვარი სიურპრიზი მოაწყო ვინმემ, სხვა დანაშაულებრივ ქმედებას მე ვერ ვხედავ. მე მიკვირს, რატომ გაასაჯაროვეს ეს, რატომ მოიწვიეს ტელევიზიები. მე მათ ადგილას ამას ჩუმად ჩამოვწმენდდი და ამ კადრებს კიდევ ერთხელ არ ვაჩვენებდი ადამიანებს“ – ამბობს დავით ლორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე გაკეთებული წარწერების გამო ბათუმის მესამე გამყოფილებამ მოკვლევა უკვე დაიწყო, ადმინისტრაციული სამართალდადღვევის კოდექსის 150-ე მუხლით – თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა – რაც იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ აქვთ იმედი, რომ საქმე გამოძიებული იქნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის ბათუმში, რომცა „ენმ“-ის ოფისთან ან პარტიის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ინციდენტი ხდება.
2015 წლის 14 მარტს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს. ინციდენტში მონაწილე გიორგი თუშმელაშვილი აღნიშნული ფაქტის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. თუშმელაშვილი ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსია.
საინფორმაციო ტური, რომელშიც დაბა ქედის, პირველი მაისისა და მერისის საჯარო სკოლების 16 მოსწავლე მონაწილეობდა, სოფელ წონიარისში ჯაიმელას ისტორიული ხიდის მონახულებით დაიწყო. პარალელურად ახალგაზრდებმა, საჯარო მოხელეებთან ერთად, ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოსწავლეებმა შემდეგ სოფელ ვაიოში ლადო შავიშვილის ღვინის მარანი და სოფელ ზვარეში წმინდა გიორგის ეკლესია დაათვალიერეს.
„გამგეობის მიზანია ადგილობრივი ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიულ და ღირშესანიშნავ ადგილებზე ინფორმაციის მიწოდება. დღევანდელი ტურიც ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე ახალგაზრდებს ისტორიას აცნობდა. მსგავსი საინფორმაციო ტიპის პროგრამა წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან“ – აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო ხაბაზმა.
საინფორმაციო ტური მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
კონკურსი სულ 10 პოზიციაზე გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია პოზიციები – აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ერთეულებს, ვაკანსია ქედის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში (დაბა ქედის, დანდალოს, პირველი მაისის, ზვარეს, მახუნცეთის, ოქტომბრის, მერისის, ცხმორისისა და წონიარისის) არის გამოცხადებული.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი შესული განცხადებების გადარჩევას, მეორე – ტესტირებას, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვალისწინებს.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა 9 ივნისს გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის ხუთი წევრიდან ორი არ ესწრებოდა, კომისიის წევრებმა კონკურსანტების შესაფასებლად კრიტერიუმები დაადგინეს.
კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კონკურსის მეორე ეტაპი 2015 წლის 25 ივნისამდე ჩატარდება და ამ ეტაპის საბოლოო შეფასებად კონკურსატის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის (ტესტირებისას მიღებული ქულების) მეათედი ნაწილი მიიჩნევა.
რაც შეეხება კონკურსის ბოლო – მესამე ეტაპს, გასაუბრებისას კონკურსანტები 10-ბალიანი ქულათა სისტემით შეფასდებიან. გასაუბრებაზე კონკურსანტმა მინიმუმ 5.1 ქულა უნდა დააგროვოს, ხოლო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსანტთა მიერ თანაბარი უმაღლესი საერთო ქულის დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტს კომისია ღია კენჭისყრით გამოავლენს.
კონკურსანტების ცოდნას ქედაში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს, კომისიის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა.
10 ვაკანტურ პოზიციაზე შეტანილი განცხადებების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა გამგებლის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცხდებულ პოზიციაზეა, ამ თანამდებობის დასაკავებლად ქედაში 27 კონკურსანტი იბრძოლებს.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით 7 მოგებამდე მამაკაცებს და 5 მოგებამდე ქალთა შორის ჩატარდება.
ჩემპიონი ფულად პრემიასთან ერთად ოქროს მედალს, პირველი ხარისხის დიპლომსა და თასს მოიპოვებს. მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 27000 ამერიკული დოლარია, რომელსაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.
ჩემპიონატის ორგანიზებას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი 55000 ლარით აფინანსებს. დეპარტამენტის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის მინდია ქათამაძის თქმით, საერთო ჯამში ამ ღონისძიებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 90000 ლარია გამოყოფილი.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, კლუბის წევრები 2016 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საზოგადოებრივი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამას“ 2011 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტრო აფინანსებს სასკოლო კლუბების ინიციატივებს 3 000 ლარის ოდენობით.
გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაია იცავს: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ცხრა თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცავებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.
გიგი უგულავას წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელი სხდომა ვალდებულია ცხრა თვის განმავლობაში გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ სარჩელს განსახილველად.
გიგი უგულავა სასამართლოში საქართველოს პარლამენტს უჩივის. „დავის საგანი არის სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას”, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოში მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა.
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სავარძელ-ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო – საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას და საგარანტიო მომსახურებას ერთი წლის ვადით.
2014 წელს სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სავარძელ-ეტლი 300 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცა.
სამინისტრო, შშმ პირებისა და ხანდაზმულების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის პარალელურად, დამხმარე საშუალებებს უსინათლო მოქალაქეებსაც გადასცემს. ამ მიზნით წელს პირველად ამოქმედდა პროგრამა – „უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 100 ერთეული ხელჯოხის გაცემა. პროგრამებში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინონ: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის საჭიროება; – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია; სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის ღირებულების წინასწარი ანგარიშფაქტურა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების ხარჯები ქედის საკრებულოში ამ ეტაპზე არ გაიზრდება. „საკითხის განხილვას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ვფიქრობთ. მე თანახმა ვარ, რომ მოხდეს მატება, თუმცა თანხა რომ დაემატოს, ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსი. ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს“, – ამბობს ამირან ცინცაძე.
სადეპუტატო უფლებამოსილების შესასრულებლად ანაზღაურება 400 ლარით, 950 ლარამდე გაეზარდათ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, საპრემიო ფონდის გაუქმების ხარჯზე, თუმცა ერთი კვირით. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ინიცირება შუახევის საკრებულოში დამოუკიდებელმა დეპუტატმა გელა აბაშიძემ შეიტანა. საკითხი, რომელიც რიგითი წევრების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის ხელფასის ზრდასა და საპრემიო ფონდის გაუქმებას ითვალისწინებდა, საკრებულომ მარტის ბოლოს განიხილა, სხდომაზე დამსწრე 20 დეპუტატიდან უმრავლესობამ ხელფასების მატებასა და პრემიის გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გაზრდილი ხელფასიც კი აიღეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და ხმების უმრავლესობით გადაწყდა, რომ დეპუტატებს 950 ლარის ნაცვლად ისევ 550 ლარი აეღოთ. ასევე, თანამდებობის პირებისთვის ძალაში დარჩენილიყო დანამატი.
საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ გაუქმებული პრემიის აღსადგენად და გაზრდილი ხელფასის შესამცირებლად წარმოდგენილი საკითხის მხარდასაჭერად საკრებულოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
„მოვითხოვდით რიგითი დეპუტატის ხელფასი 400 ლარით, ხოლო თანამდებობის პირების ხელფასი 200 ლარით გაზრდილიყო. თანამდებობის პირებიდან ხელფასი არ ეზრდებოდა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან ის მაქსიმალურ თანხას – 2650 ლარს იღებს და მეტი ზრდა კანონით არ შეიძლებოდა. პრემიაზე საკრებულოში 100 000 ლარამდე თანხა იხარჯება და თანამდებობის პირები იღებენ, რიგითი დეპუტატები კი – არა. წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებით თანამდებობის პირები ზარალდებოდნენ – პრემიას ვერ აიღებდნენ, ყველა ღონე იხმარეს, რომ გაზრდილი ხელფასები ისევ შემცირებულიყო და პრემიები აეღოთ“, – ამბობს სოსლან ზოიძე.
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე კი ამბობს, რომ ხელფასების გაზრდით კანონი დაირღვა:
„იმ მომენტში, როდესაც ინიცირება შემოიტანა დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით, არ იყვნენ იმ დღეს ჩვენი მხარდამჭერები და საკითხი გავიდა. ბიუჯეტში ცვლილების გარეშე ხელფასის ზრდა არ შეიძლება, ამდენად მომდევნო სხდომაზე, როცა ჩვენ ვიყავით უმრავლესობა, ისევ განვიხილეთ საკითხი და ანაზღაურება უცვლელი დარჩა.
ხელფასი რომ გაიზარდოს, ამისთვის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს, რისთვისაც გამგებლის წერილი უნდა იყოს. ასეთი წერილი კი არ არსებობდა. არის მუნიციპალიტეტები, სადაც უფლებამოსილების შესრულებისთვის რიგითი დეპუტატები 150-200 ლარს იღებენ, ქვეყნის მასშტაბით რიგითი დეპუტატების ანაზღაურება შუახევსა და, ზოგადად, აჭარის მაღალმთიანეთში საკმარისია, უფლებამოსილება რომ შეასრულონ – 450 ლარს იღებენ ხელზე. ეს საჯარო მოხელის სპეციალისტის ხელფასს უტოლდება“.
ბატონო რამაზ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა?
ამ საფლავების მოძიების ინტერესი ხალხში ყოველთვის არსებობდა. საბჭოთა პერიოდში ბუნებრივია ამას არავინ აქცევდა ყურადღებას და მიჩქმალული იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ კი, ხალხში ისევ გაჩნდა ამ საკითხის მიმართ ინტერესი. გამსახურდიას ხელისუფლების დროს მე უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიება დავიწყე.
რა ცნობები არსებობს რეჟიმის მიერ დახვრეტილი პირების შესახებ?
საარქივო მასალების მიხედვით, ბათუმში 760 ადამიანია დახვრეტილი. მათ შორის, 12 ქალია. მასალების მიხედვით უცხოელებიც არიან დახვრეტილი, ისინი, ვინც თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები. სიები ორ ნაწილად დავყე, პირველი ნაწილი „ბათუმელებში“ გამოვაქვეყნე და ვითხოვე, რომ ამ ადამიანების შესახებ ვისაც რა ცნობა ჰქონდა, მოეწოდებინა. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მოგვაწოდეს ფოტომასალებიც. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მაშინ ერთი პატარა წიგნი გამოვეცი.
დაახლოებით რომელ ადგილებზეა საუბარი, სადაც ფიქრობთ, რომ დახვრტილთა საფლავები აღმოჩნდება?
ერთი-ორი ადგილის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, არის საუბარი ადლიაზე, ფერიასა და ჭოროხის სანაპიროზეც არსებობს ინფორმაცია. ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ე.წ. `სალიბაურის სამთავრობო სახლის~ მიმდებარე ტერიტორიაც სახელდება. ამ ადგილების შესახებ ინფორმაციას საბჭოთა ხელისუფლება ასაიდუმლოებდა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტებში და ხალხში მაინც შემორჩენილია.
როგორ მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება, ხომ შეიძლება იმ ადგილებში სხვა ადამიანებიც ყოფილიყო დაკრძალული?
ეს ადგილები საარქივო მასალებშია მითითებული. გარდა ამისა, ხალხს აქვს ინფორმაცია, თუ სად ყრიდნენ დახვრეტილ ადამიანებს. აქ საეჭვო არაფერია. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც კვალმაძიებლებს ეძახდნენ და ჩვენც მათ მსგავსად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძია მათი საფლავები.
დნმ-ს დადგენა საჭირო არ იქნება? ამ დონეზე თუ აპირებთ შესწავლას?
ეს ძალიან რთული სამუშაო იქნება, არა მგონია ამას გავწვდეთ. ამ ადამიანების შთამომავლები თუ ისურვებენ, მათ შეუძლიათ დნმ-ის ანალიზი გააკეთონ. კომისია რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა, ამიტომ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ იქ ნამდვილად იმ ადამიანების ნაშთები აღმოჩნდება.
კომისიაში რამდენი ადამიანია და რა მეთოდოლოგიით აპირებთ მუშაობას?
ექვსი ადამიანია ჯგუფში. ინიციატივა ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელს ზურაბ ზაქარაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკუთვნის. ამ დროისთვის კომისიის წევრები ენთუზიამზე მუშაობენ, ჯერ მხოლოდ პირველი სხდომა იყო და დეტალები ბოლომდე არ განხილულა. მუშაობის პროცესში ალბათ უფრო გამოჩნდება, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ძიების პროცესში თუ გამოჩნდება დაფინანსების აუცილებლობა, ალბათ საკრებულო გამოყოფს საჭირო თანხას.
რა იქნება ამ საფლავების აღმოჩენის შემდეგ?
გვინდა, რომ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების ნაშთები ერთ ადგილზე გადავასვენოთ და იქ მემორიალი დავდგათ, სადაც ამ ადამიანების სახელი და გვარები იქნება ამოტვიფრული.
„აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან’’ – აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის ერთ-ერთი წამყვანი და აჭარა-ბათუმს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არამარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. „აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია…“- წერია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის „1 არხის“ ნაციონალურ ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.
ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნებულია სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინმედიაში.
აჭარის შესახებ სარეკლამო მასალები გაჩნდა უნგრულ მედიაშიც, „უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინსაშუალებებში საქართველოს, ისევე როგორც მისი ულამაზესი ზღვისპირა რეგიონის – აჭარის შესახებ მრავალი სარეკლამო ხასიათის სტატია დაიბეჭდა. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს – ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებს, აჭარული სამზარეულოს ტრადიციებსა და ღვინოს“.
პრეზიდენტს შესაბამისი უფლება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებაში“ შეტანილი ბოლო ცვლილებით მიეცა.
მოქმედი დებულების მიხედვით, საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მისივე თანხმობით მიანიჭოს იმ უცხოელს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს განცხადებით უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის დასაბუთებას.
განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად წარდგენილი პირის: ა) პირადობის ან უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეობის (მოქალაქეობის არქონის) დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; ბ) წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
დებულებაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2015 წლის 9 ივნისს შევიდა ძალაში, საქართველოს პრეზიდენტს მიეცა უფლება უცხოელს ისე მიანიჭოს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, რომ დებულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ დაიცვას.
საპატიო მოქალაქეზე არ გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი. საპატიო მოქალაქეობა ნიშნავს საქართველოსთან სიმბოლურ და არა სამართლებრივ კავშირს. საპატიო მოქალაქეობა არ წარმოშობს საქართველოს მოქალაქისათვის კანონმდებლობით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს.
ოფისის ფანჯრებზე გაკრულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წითლად გადახაზული ფოტოები.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, აღნიშნული წარწერები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს.
„ოფისის ირგვლივ ბევრი ვიდეო თვალია, ვნახავთ არის თუ არა კადრები გადაღებული და შემდეგ მივმართავთ შესაბამის უწყებებს. თუმცა, ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო სუს-მა. გარდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, სახეზეა სხვისი ქონების ხელყოფის ფაქტი“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოგვიანებით აპირებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ კონკურსთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა.
„კონკურსის სამივე ეტაპი დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის. ამ საკითხზე კომისიას ჯერ არ უმსჯელია, სავარაუდოდ ხვალ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება კონკურსს, ვაკანსია ექვს პოზიციაზე გვქონდა გამოცხადებული, ოთხი – გამგეობაში, ორი კი – თემის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად. ექვსი საკონკურსო პოზიციიდან კვლავ ვაკანტური დარჩა მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსში მონაწილე აპლიკანტებმა ტესტირებისას 36-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახეს.
მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა, საჩივარი საკონკურსო მოთხოვნას ეხებოდა. გამგებლის გენდერულ საკითხებში თანაშემწის ვაკანსიაზე მოთხოვნა გვქონდა სამუშაო გამოცდილება და სწორედ ეს გახდა საჩივრის მიზეზი.
ვერ ვიტყვი, რომ ჩატარებული კონკურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, უფრო მეტს მოველოდი, უფრო მეტი ინტელექტისა და გამოცდილების ადამიანები მჭირდება გამგეობაში, რადგან საჯარო მოხელეობა რიგითი სამსახური არ არის“ – აცხადებს ტარიელ ებრალიძე და დასძენს, რომ გამგეობის 24-მდე თანამშრომელს უახლოეს დღეებში ატესტაცია ჩაუტარდება.
შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გასაუბრებაზე აპლიკანტების ცოდნა კომისიის რვა წევრმა შეაფასა. კონკურსს შუახევში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა.
არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ თავის მხრივ ესპანური კომპანია იღებს ვალდებულებას, შენობა შეიყვანოს ექსპლუატაციაში, შეაკეთოს ლიფტები და დაასაქმოს ადამიანები. გარდა ამისა, ხაბაძის განცხადებით, სახელმწიფოს აღარ მოუწევს შენობის საექსპლუატაციო ხარჯებზე ზრუნვა, რაც, მისივე თქმით, დაახლოებით 700 ათასი ლარია წელიწადში.
„20 წლის განმავლობაში კომპანიამ აიღო თავის თავზე შენობის მოვლა-პატრონობა, დასაქმების და ობიექტების მოწყობის პასუხისმგებლობა… კოშკში მოეწყობა რესტორანი, პატარა კლუბი, ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, როგორც მახსოვს, გალერეა, ასევე იქნება ვერანდა, საიდანაც ტურისტები ქალაქს დაათვალიერებენ… ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით რაღაც გამოვნახეთ ისე, რომ სახელმწიფომ არ გაწიოს ზედმეტი დანახარჯები წლიურად, მოვუნახეთ შენობას პატრონი, რომელიც მას მოუძებნის ფუნქციას და მოახდენს ტურისტული დანიშნულებით გამოყენებას“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აღნიშნულ თემაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:
“N3 დაწესებულება არის მაღალი რისკისა და მკაცრი რეჟიმის, სადაც შესაბამისი კატეგორიის პატიმრები არიან განთავსებულნი. აქ ხშირია მსჯვარდებულთა თუ ბრალდებულთა მხრიდან პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების ფაქტები, როცა ისინი თავიანთი არალეგიტიმიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რიგ ინსინუაციებს მიმართავენ და შედეგად, მათ მიერ მედიასთან დეკლარირებული განცხადებები რადიკალურად განსხვადება მათი რეალური მოთხოვნებისგან.
სამინისტრო მოქმედებს პატიმართა უსაფთხოების სტანდარტების გათვალისწინებით კანონით განსაზღვრული წესით. საგულისხმოა, რომ აღნიშნულზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. სისტემა, უწყების სპეციფიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად გახსნილია და ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, რისი ერთ-ერთი გამოვლინება ისიცაა, რომ მათი წერილები, განცხადებები და სურვილები დაუბრკოლებლივ მიდის ადრესატამდე და მათი კომუნიკაციის უფლება, კანონის გათვალიწინებით, შეუზღუდავად ხორციელდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულებზე ზრუნა მაღალ სტადარტებს პასუხობს და ეს არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ აღიარა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა გ. მ. და კ. მ. უცხო სხეული გადაყლაპეს, რომლებსაც ისინი საკანში არსებული ინვენტარიდან და ნივთებისგან ამზადებენ.
აღნიშნული პიროვნებები თანასაკნელები არიან და როგორც წინასწარი საგამოძიებო მასალებიდან იკვეთება, შეთანხმებულად მოქმედებენ. მსჯავრდებულები პროტესტის მიზეზად სამედიცინო სერვისების მიუწოდებლობას ასახელებდნენ.
მოგახსენებთ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე, თითოეულ მათგანს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწია კონსულტაცია, ჩატარებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური და დანიშნული ჰქონდათ შესაბამისი მკურნალობა.
უცხო სხეულის გადაყლაპვის შემდეგ მსჯავრდებულებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. მოხდა მსჯავრდებულთა გაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რენტგენოლოგიური კვლევისა და ქირურგის კონსულტაციის მიზნით.
ამჟამად მსჯავრდებული გ. მ. გადაყვანილია სასჯელაღსრულების N19 დაწესებულებაში, ხოლო მსჯავრდებული კ. მ. რჩება სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, და საჭიროებისამებრ, მომავალშიც გაეწევათ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, მსჯავრდებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ. საგულისხმოა, რომ თითოეულ მსჯავრდებულზე გაწეული სამედიცინო სერვისის ოდენობა საკმაოდ დიდია და სახელმწიფომ მათ სამკურნალოდ სოლიდური თანხა გაიღო. “
ფერმერებს შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ, ვინაიდან მათი მოსავალი დაზღვეული იქნება, თუკი აირჩევენ სტაბილურ და გამოცდილ კომპანია „ალდაგს“, სადაც ფერმერები აღნიშნულ ხილს დააზღვევენ სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისაგან. აქედან საშემოდგომო ყინვა ვრცელდება მხოლოდ ციტრუსის მოსავალზე. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი„ აანაზღაურებს. ოღონდ ფერმერმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს – ზარალიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 2 444 999 და კომპანიას ზარალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანიის ნებისმიერ ფილიალს ხუთი დღის ვადაში მიაკითხავს ზარალის ასანაზღაურებლად.
ქედაში მცხოვრები სოსო შერვაშიძე, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მისთვის საინტერესო პირობები აქვს „ალდაგს“ და თავისი მოსავლის დაზღვევას აპირებს. „მოსავალი ხშირად ზიანდება სეტყვისგან. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობამ მიიღოს მსგავსი სერვისები“ – აღნიშნავს ის.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აგროდაზღვევის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 10 წელია კი აგროდაზღვევის მიმართულებითაც მუშაობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ზარალი აანაზღაურა.
„აგროდაზღვევის პროგრამის განახლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფერმერებს გამართულ სერვისებს ვსთავაზობთ როგორც პოლისების კუთხით, ასევე ზარალის ანაზღაურების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია ვაზღვევთ ფერმერების მოსავალს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია იგრძნოს თავი დაცულად, რადგან სადაზღვევო კომპანია ნებისმიერ რისკს აანაზღაურებს“ – განაცხადა ფერმერებთან შეხვედრისას ნონა ბარამიამ, „ალდაგის“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის ნაწილს (40%-დან 60%-მდე).
მაგალითად, მანდარინის პლანტაციის დაზღვევისას თუ მოსავლის სახით 1 ჰექტარზე უნდა მიიღოს 20 ტონა ნაყოფი, რომლის ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, ფერმერს ამ თანხის 3.4 % ანუ 340 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს. 510 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა მანდარინის მოსავლის დაზღვევისათვის კი ფერმერს მაქსიმუმ 17 ლარის გადახდა მოუწევს.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ „კრედოსა“ და „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.
დაზღვევის 25 წლისიუბილე
2015 წელს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 25 წლის წინ „ალდაგის“ მიერ საფუძველი ჩაეყარა ქართულ კერძო დაზღვევას. „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 25 წელია ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს. „ალდაგი“ ქონებასთან დაკავშირებული, ასევე სიცოცხლის დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს საცალო და კორპორატიულ მომხმარებელს. 2014 წლის მონაცემებით, „ალდაგის“ ბაზრის წილი მოზიდული პრემიის მიხედვით 35%-ია, ანაზღაურებული ზარალების მიხედვით მთელი ბაზრის – 33%, გამომუშავებული პრემიის მიხედვით კი – 36%. ავტომობილების დაზღვევაში „ალდაგს“ ბაზრის 40% უჭირავს, ქონების დაზღვევაში – 49%. 2014 წლის მონაცემებით, ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 15,169,000 ლარია.
„კომპანია „აგე ბათუმი“ თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ყოველდღიურად ცდილობს მჭიდრო კონტაქტში იყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მაქსიმალურად გაითვლისწინოს მათი მოთხოვნები.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენმა წარმომადგენელმა ზედმიწევნით შეისწავლა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები, მოქალაქე გენადი მახარაძის ნაკვეთი, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „აგე ბაუმის“ მიერ მიყენებული არანაირი სახის დაზიანება არ შეინიშნება.
რაც შეეხება გასული წლის შემთხვევას, როცა რეალურად მოხდა მოქალაქე გენადი მახარაძის ტერიტორიის დაზიანება, ჩვენი კომპანიის მხრიდან, ჩვენ სრული პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ საკითხზე და მის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა შევასრულეთ. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიამ შემოდგომაზე უნდა მიაწოდოს სამშენებლო მასალების ნაწილი.
მოქალაქე გენადი მახარაძის ბრალდება კომპანია „აგე ბათუმის“ მიმართ საფუძველს მოკლებულია“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ა) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
ბ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახები;
გ) მარტოხელა დედები (უნდა წარმოადგინონ ცნობა იუსტიციის სახლიდან);
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;
პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ბაღების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ სარეგისტრაციო უბნებს, რომლებიც განლაგდება ბათუმის საბავშვო ბაღების შემდეგ მისამართებზე: №24 (სამრეწველო უბანი ფ.ხალვაშის გამზირი №46), №3 (ვ. გორგასალის ქუჩა №51), №22 (თამარ მეფის გამზირი I შეს. №4) . სარეგისტრაციო უბნები მოქალაქეებს მოემსახურებიან 1 ივლისიდან 10 ივლისამდე, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყება 2015 წლის 10 ივლისს 09.00 სთ-დან და იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში. II ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან ზემოაღნიშნული სტატუსის არმქონე მოქალაქეები, რომელთაგან რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭება მხოლოდ ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელს (დედმამიშვილები);
იმ, შემთხვევაში თუ აღსაზრდელი ადგილის არარსებობის გამო ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს. საბავშვო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც სამი წელი შეუსრულდება 2015 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო ის ბავშვები, რომელთაც სამი წელი უსრულდება 1 სექტემბრის შემდეგ, სისტემაში დარეგისტრირდებიან სამი წლის შესრულებისთანავე და პროგრამა მათ საბავშვო ბაღში ჩარიცხავს თავისუფალი ადგილის (ვაკანსიის) გაჩენისთანავე.
ასევე პროგრამაში რეგისტრირდება ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადასვლის მსურველი, რომლებსაც ასევე პროგრამა ჩარიცხავს თავისუფალი ადგილის (ვაკანსიის) გაჩენისთანავე.
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის , რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში.
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. სასურველ საბავშვო ბაღში დარეგისტრირების შემდეგ მშობელმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; 2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100); 4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
ლევან კუნწურაშვილის განცხადებით, კომისია გონიოს მიწებთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე ვერ დაიწყებს:
„ჩვენ ადმინისტრაციული საქმის წარმოება გვაქვს დაწყებული მაგასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების ეროვნული სააგენტოსგან ველოდებით პასუხებს“.
ლევან კინწურაშვილი ამბობს, რომ ქონების მართვის სააგენტოს, კომისიამ სამი თვის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„ბუნებრივია, აქამდე უნდა მიგვეღო პასუხი, მაგრამ ასე მარტივად ვერ გადაწყვეტდა ამ საქმეს. ჩვენც მათ გარეშე ვერ დავიწყებთ განხილვას. ეს საკითხი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზეც უნდა გავიდეს და მთავრობის სხდომაზეც. ამის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება“- ამბობს, ლევან კინწურაშვილი.
ბატონო ირაკლი, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ არ დაიწყო საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ, გონიოს მოსახლეობის მიწების საკითხის განხილვა?
გონიოს მოსახლეობა მიწის აღიარების კომისიასთან რა შუაშია.
ეს ტერიტორია ხომ ბათუმის საზღვრებშია ამჟამად…
ლევან კინწურაშვილს დაურეკეთ, მაგან იცის ყველაფერი.
თქვენ თუ ხართ ამ კომისიის მუშაობით კმაყოფილი?
კმაყოფილი ვარ კი არა, კომისიამ ათას საქმეზე მეტი შეისწავლა და დიდ ნაწილს, აღიარება გაუკეთა. გონიოს საკითხი ცალკეა განსახილველი, მთავრობაც მუშაობს და ზოგადად, ერთიანი გადააწყვეტილებაა მისაღები.
რატომ ვერ ღებულობთ გადაწყვეტილებას? თითქმის ერთ წელზე მეტია გასული.
ეგ სააკაშვილს ჰკითხეთ, თავის დროზე რომ მისცა და შემდეგ წაართვა მაგ ხალხს მიწა.
მოსახლეობა ამბობს, რომ თქვენ, ანუ დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ აგირჩიათ, რომ გაგერკვიათ სააკაშვილის ხელისუფლება კანონიერად მოექცა მათ საკუთრებას თუ არა.
რა მნიშვნელობა აქვს, მისცა თუ არა (ხმა), ორი წელია ამაზე ვმსჯელობთ. კომისიას მიმართეთ და გეტყვით დეტალებს.
მომხსენებელი – გია ქარცივაძე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის აჭარის წარმომადგენლობა .
დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს მათი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ:” გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე”-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე გასულ კვირას მიმართა.
„ლიფტების პრობლემა იყო ამ ობიექტზე, გამოძიებაც მიმდინარეობს, მერია სასამართლშიც უჩივის იმ კომპანიას, ვინც ბოლომდე არ მიიყვანა მშენებლობა და შესაბამისად ექსპლოატაციაში არ არის ობიექტი შეყვანილი. 1 მილიონ 200 ათასი ევრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებას. დადებითი მხარე რა არის? – დასაქმება, საიდანაც მივიღებთ საშემოსავლო სახით გადასახადებს, ასევე ქონების გადასახადს. იცით, რომ მისი [ანბანის კოშკის] საბალანსო ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ლარია და წლიური ერთი პროცენტი შემოვა აჭარის ბიუჯეტში. როგორც მახსოვს, რამდენიმე კვირაში უნდა მოახერხოს [კომპანიამ] და პირველ სართულზე, სადაც მოედანია, იქ მოხდება ღია კაფე-ბარის მოწყობა. 6 თვე აიღო დაახლოებით კომპანიამ, რომ უზრუნველყოს ლიფტების რემონტი და ობიექტების მოწყობა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკის“ მშენებლობისათვის თავის დროზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდ იყო.
გიონიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლების გულგრილობამ მიიყვანა:
„ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურეთ. შეხვედრა ვთხოვეთ არჩილ ხაბაძეს, არ შეგვხვდა, მშვიდიანი აქციები გავმართეთ, რეაგირება არ მოახდინეს, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვას, ჩვენი საკუთრების დაბრუნებას“-ამბობს, გონიოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ენვერ ირემაძე.
გონიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდა რადიკალური ნაბიჯებისა, ისინი აპირებენ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საელჩოებს: „ჩვენ ევროკავშირის დროშებით და კონსტიტუციით დავიცავთ ჩვენს უფლებას. ხელისუფლებას შევახსენებთ რომ ასოცირების შეთანხმება ადამიანის უფლებების დაცვასაც გულისხმობს“-ამბობენ, გონიოელები.
„ხაბაძემ ერთი წლის წინ მოგვცა პირობა რომ ჩვენი ჩამორთმეული მიწების საკითხის განხილვას დაიწყებდნენ, ამის შემდეგ თვეები გადის და მდგომარეობა არ იცვლება. კომისია უნდა შეიქმნას და იმსჯელოსო, გვითხრეს. შეიქმნა კომისია და დაიდო კიდეც დასკვნები, რომელიც გადაეგზავნა ბათუმის საკრებულოში საკუთრების აღირების კომისიას, დაიწყო საქმის წარმოება, მაგრამ შედეგი ისევ არ არის. კომისიას შვიდი თვის გასვლის შემდეგაც არცერთი საქმის განხილვა არ დაუწყია“- ამბობს, ენვერ ირემაძე.
„პრემიერ-მინისტრი რომ იყო ჩამოსული გვინდოდა მისთვის ხმის მიგვეწვდინა, მაგრამ პოლიციამ გზა გადაგვიკეტა და მიახლოების უფლება კი არა, გადაადგილების უფლებაც კი შეგვიზღუდა. ბლოკირება გაგვიკეთეს, რამდენიმე საათი დაგვაყენეს სიცხეში და წყალიც კი არ მოგვაწოდეს. ეს კანონდაღვევაა“- ამბობს, ჯემალ აბაშიძე.
გონიოს მაცხოვრებლების თქმით, მიწების უკან დაბრუნების წინააღმდეგი არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა:
„მათ განაცხადეს რომ არ აქვთ პრეტენზია ამ ტერიტორიაზე მიწების გაცემის, მთავარია არ დაიღვეს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. ეს კანონი არ იღვევა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან (გონიოს ციხე) დადგენილი მანძილის პარამეტრები დაცულია“-ამბობენ, გონიოს მაცხოვრებლები.
ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სადაო მიწების მთლიანი მოცულობა გონიოში 150 ჰექტარია.
„აქედან, 110 ჰა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. სულ 305 ოჯახია, ვისაც საკუთრებაში აღირებული მიწები ერთ დღეში ჩამოართვეს“.
მთავრობის დადგენილებაში შენიშვნის სახით ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა:
1
ავსტრალიის თანამეგობრობა
2
ავსტრიის რესპუბლიკა
3
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
4
ალბანეთის რესპუბლიკა
5
ამერიკის შეერთებული შტატები
6
ანდორის სამთავრო
7
ანტიგუა და ბარბუდა
8
არაბთა გაერთიანებული საამიროები
9
არგენტინის რესპუბლიკა
10
ახალი ზელანდია
11
ბარბადოსი
12
ბაჰრეინის სამეფო
13
ბაჰამის თანამეგობრობა
14
ბელარუსის რესპუბლიკა
15
ბელგიის სამეფო
16
ბელიზი
17
ბოსნია და ჰერცეგოვინა
18
ბოტსვანის რესპუბლიკა
19
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
20
ბრუნეი-დარუსალამი
21
ბულგარეთის რესპუბლიკა
22
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
23
დანიის სამეფო
24
დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
25
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
26
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
27
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
28
დომინიკის რესპუბლიკა
29
ელ-სალვადორი
30
ეკვადორის რესპუბლიკა
31
ესპანეთის სამეფო
32
ესტონეთის რესპუბლიკა
33
თურქეთის რესპუბლიკა
34
თურქმენეთი
35
იაპონია
36
ირლანდიის რესპუბლიკა
37
ისლანდია
38
ისრაელის სახელმწიფო
39
იტალიის რესპუბლიკა
40
კანადა
41
კატარის სახელმწიფო
42
კვიპროსის რესპუბლიკა
43
კოლუმბიის რესპუბლიკა
44
კორეის რესპუბლიკა
45
კოსტა-რიკის რესპუბლიკა
46
ლატვიის რესპუბლიკა
47
ლიტვის რესპუბლიკა
48
ლიბანის რესპუბლიკა
49
ლიხტენშტაინის სამთავრო
50
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
51
მავრიკის რესპუბლიკა
52
მალაიზია
53
მალტის რესპუბლიკა
54
მექსიკის შეერთებული შტატები
55
მონაკოს სამთავრო
56
მოლდოვის რესპუბლიკა
57
მონტენეგრო
58
ნიდერლანდების სამეფო
59
ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
60
ნორვეგიის სამეფო
61
ომანის სასულთნო
62
პანამის რესპუბლიკა
63
პოლონეთის რესპუბლიკა
64
პორტუგალიის რესპუბლიკა
65
რუმინეთი
66
რუსეთის ფედერაცია
67
საბერძნეთის რესპუბლიკა
68
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
69
სან-მარინოს რესპუბლიკა
70
საუდის არაბეთის სამეფო
71
საფრანგეთის რესპუბლიკა
72
საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
73
სეიშელის კუნძულები
74
სენტ-ვისენტი და გრენადინები
75
სერბეთის რესპუბლიკა
76
სინგაპურის რესპუბლიკა
77
სლოვაკეთის რესპუბლიკა
78
სლოვენიის რესპუბლიკა
79
სომხეთის რესპუბლიკა
80
ტაილანდის სამეფო
81
ტაჯიკეთის რესპუბლიკა
82
უზბეკეთის რესპუბლიკა
83
უკრაინა
84
უნგრეთი
85
ფინეთის რესპუბლიკა
86
ქუვეითის სახელმწიფო
87
ყირგიზეთის რესპუბლიკა
88
ყაზახეთის რესპუბლიკა
89
შვედეთის სამეფო
90
შვეიცარიის კონფედერაცია
91
ჩეხეთის რესპუბლიკა
92
წმინდა საყდარი
93
ხორვატიის რესპუბლიკა
94
ჰონდურასის რესპუბლიკა
საქართველოს მთავრობამ იმ ქვეყნების ჩამონათვალიც დაამტკიცა, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.
უცხოელებს, რომლებსაც აქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
ეს ქვეყნებია:
1
ავსტრალიის თანამეგობრობა
2
ავსტრიის რესპუბლიკა
3
ამერიკის შეერთებული შტატები
4
არაბთა გაერთიანებული საამიროები
5
ახალი ზელანდია
6
ბაჰრეინის სამეფო
7
ბელგიის სამეფო
8
ბულგარეთის რესპუბლიკა
9
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
10
დანიის სამეფო
11
დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
12
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
13
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
14
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
15
ესპანეთის სამეფო
16
ესტონეთის რესპუბლიკა
17
იაპონია
18
ირლანდიის რესპუბლიკა
19
ისლანდია
20
ისრაელის სახელმწიფო
21
იტალიის რესპუბლიკა
22
კანადა
23
კატარის სახელმწიფო
24
კვიპროსის რესპუბლიკა
25
კორეის რესპუბლიკა
26
ლატვიის რესპუბლიკა
27
ლიტვის რესპუბლიკა
28
ლიხტენშტაინის სამთავრო
29
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
30
მალტის რესპუბლიკა
31
ნიდერლანდების სამეფო
32
ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
33
ნორვეგიის სამეფო
34
ომანის სასულთნო
35
პოლონეთის რესპუბლიკა
36
პორტუგალიის რესპუბლიკა
37
რუმინეთი
38
საბერძნეთის რესპუბლიკა
39
საფრანგეთის რესპუბლიკა
40
საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
ბთუმში იყიდება ახალაშენებული, ახალგარემონტებული სამსართულიანი, 30-ნომრიანი სასტუმრო სრული ინვენტარით, მეოთხე სართულზე აქვს რესტორანი და ვერანდა. ფასი: 1 400 000 დოლარი.
„ლამინი ჯი“ ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ამ დროის მანძილზე დაგროვებული გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დროულად და მაღალი ხარისხით ასრულებს.
„ლამინი ჯი“ ძირითადად საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, როგორც შვილობილი კომპანიის „ლამინი გრუფისთვის“, ასევე ბათუმის სამშენებლო ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისთვისაც. ამჟამად „ლამინი გრუპი“ ტბელ აბუსერიძის #73-ში, ზღვასთან ახლოს, კომფორტულ პირობებში ბინის შეძენის მსურველებს საცხოვრებელ ფართობებს 350-450 დოლარად სთავაზობს. მობინადრეებს ყოველ შეძენილ ბინაზე კომპანიისგან საჩუქრად გადაეცემათ ევროპაში სამოგზაურო პაკეტი. ბინის მფლობელს, სიურპრიზის სახით, ასევე შეუსრულებენ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოს ახალშეძენილ ბინაში.
კომპანიის დირექტორი არჩილ ბერიძეა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სამშენებლო ბიზნესში, იგი წლებია MDF-ის იმპორტირებას ეწევა საქართველოში.
არჩილ ბერიძე ამბობს, რომ კომპანიის დამფუძნებლების პირველი მშენებლობა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ე.წ. „მიქს ბათუმს“ უკავშირდება. სწორედ ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიქმნა „ლამინი-ჯი“ და „ლამინი გრუპი“. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, კომპანიამ შეძლო მალევე მოეპოვებინა მომხმარებლის ნდობა სამშენებლო ბაზარზე.
„ლამინი-ჯი“ საცხოვრებელ კორპუსებს ამ დროისათვის „DS გრუპისთვის“ და „ლამინი გრუპისთვის“ აშენებს. ,, DS გრუპი “ 2012 წელს შემოვიდა ბაზარზე და 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 11 ათას 500 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში კომპანიამ 13 თვეში დაასრულა. „ჩვენი შვილობილი კომპანია – „ლამინი გრუპისთვის“ ტბელ აბუსერიძის #75-ში 30-სართულიან სახლს ვაშენებთ, მხოლოდ შიდა სამუშაოები დაგვრჩა დასასრულებელი. გვერდით დავიწყეთ 14 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობა, საძირკველი ჩავყარეთ უკვე. სკოლა „ნიკეს“ რამდენიმე თვეში ავუშენეთ ახალი შენობა. ეს არის კომპანია, რომელიც ყოველდღე ვითარდება. ჩვენთან დაახლოებით 170-180 ადამიანია დასაქმებული. მარტის თვეში 75 თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი უკვე 180 თანამშრომელი გვყავს. ჩვენი მიზანია გაიზარდოს ეს რიცხვი“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ „ლამინი-ჯი“ – სთან
ხარისხი: მშენებლობაში ხარისხი რომ უმთავრესია, ამაზე არავინ დავობს. „ლამინი-ჯის“ მშენებლობებში ნებისმიერი დეტალი გადის უმკაცრეს კონტროლს. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ლაბორატორიასთან, შპს „სიმტკიცე“ ამოწმებს მშენებლობის სტანდარტებს, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი კომპანია ითხოვს სერტიფიკატს.
დრო: „ლამინი-ჯი“ მშენებლობას დადგენილ დროში ასრულებს. კომპანიას დღემდე არც ერთი ვადა არ დაურღვევია. „დღევანდელ პირობებში დრო ყველაზე ღირებულია, ამიტომაც ყველაზე მეტად სწორედ დროს უნდა გავუფრთხილდეთ„, – ამბობენ კომპანიაში და დამკვეთის ინტერესებს ზედმიწევნით იცავენ.
გადახდის მოქნილი სისტემა: კომპანია გადახდის სხვადასხვა სისტემას სთავაზობს მომხმარებელს. ანგარიშსწორება ხდება ლარში. მოქმედებს 32-თვიანი უპროცენტო განვადება, ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე. აგრეთვე, კომპანია გამოდის გარანტორად ბანკში თავისი მომხმარებლების სასარგებლოდ. ლარის გაუფასურების შემდეგ, პირველად სწორედ „ლამინი-ჯიმ“ დაიწყო გადახდის ვადების გაზრდა საპროცენტო განაკვეთის ზრდის ნაცვლად.
კვალიფიციური კადრები: კომპანია „ლამინი-ჯი“ მაღალპროფესიული კადრებით არის დაკომპლექტებული. კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება. აქ მიაჩნიათ, რომ ადამიანური რესურსი ყველაზე მეტად განსაზღვრავს წარმატებას, ამიტომაც ახალ კადრებს მუდმივად ელიან. თუ გჭირდებათ მშენებლობასთან დაკავშირებული კონსულტაციები, შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ ტელეფონის ნომერზე – (0422) 22 77 39 და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. ეს „ლამინი-ჯი“-ის ცხელი ხაზია.
სწორი მენეჯმენტი: დროისა და ადამიანური რესურსის გამოყენებას წარმატება მოაქვს მაშინ, როცა მენეჯმენტი ხორციელდება სწორად. „ლამინი-ჯი“-ს ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ კომპანია ერთად აღებული ყველა თანამშრომლისგან შედგება.
„აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ბოლო წლებია დეპარტამენტი ტურიზმის ამ სფეროს განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით უწყობს ხელს: ეცნობა სოფლებში არსებული ტურისტული მეურნეობების პოტენციალსა და საქმიანობას; ქმნის სოფლად არსებულ ტურისტული მეურნეობების ბაზას, რომელთაც ტურისტების მიღების მცირე გამოცდილებაც კი აქვთ; ატარებს ტრენინგებს ტურისტული მეურნეობების მეპატრონეებისათვის; განათავსებს აჭარის სოფლებში ტურისტების თავისუფლად გადადგილებისათვის ტურისტულ ნიშნულებს; ყოველწლიურად გამოსცემს სოფლად ტურიზმის სარეკლამო ბროშურას, რომელიც ვრცელდება როგორ საქართველოს შიგნით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენმა შექმნა ეკო ტურისტული რუქის ონლაინ და ბეჭდური ვერსიები, ასევე შეიმუშავა ის ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც გასვლა აჭარის სოფლებში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ,“ – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.
ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში ევროპის 27 ქვეყნის 35 პროფესიული ორგანოა გაწევრიანებული. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს, რომლებიც 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვლის.
ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.
„ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის შვიდმა მეორეკურსელმა 36 კოსტიუმი შეკერა. უნივერსიტეტის სახელოსნოში ჯერ კიდევ მუშაობენ დეტალებზე, ტანსაცმელს ახარისხებენ, აუთოებენ და დეტალებს ხვეწენ.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის უფროსი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა, 20 ათასი ლარი უნივერსიტეტმა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების კონკურსში მოიგო.
„პროექტის განმახორციელებელი კი გახლავთ იენის უნივერსიტეტის პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტში. დღე და ღამე სტუდენტებთან ერთად იყო. არ ვიცი, რა თანხა დახარჯა თავისი ჰონორარიდან ამ საქმისთვის. ქალბატონი ანნეგრეტი უზომოდაა შეყვარებული საქართველოზე, ძალიან კარგად იცნობს ჩვენს კულტურას, მსგავსი პროექტი მან რამდენიმე წლის წინ განახორციელა ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც. ამ თემაზე ბევრი აქვს ნამუშევარი და ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, ამჟამად ოქსფორდში იმყოფება, თუმცა დეფილეზე ჩამოვა“, – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.
სანამ უშუალოდ სამოსის შეკერვას დაიწყებდნენ, სტუდენტებმა მცირე კვლევებიც ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამოსს იცვამდნენ ანტიკურ სამყაროში. „ჩვენ მომავალი დიზაინერები ვართ და უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, ძალიან გამიხარდა პროექტი რომ დაფინანსდა“, – ამბობს ქეთი გეგიძე, სტუდენტი. „ჯერ გავდიოდით თეორიას, ვიცით, როგორ იკერებოდა ეს სამოსი. მე, პირადად, რომაული ჩაცმულობა მომწონს ძალიან. ძალიან დიდი ტოგები იყო, არ არის მოსახერხებელი თანამედროვე ადამიანისთვის, მაგრამ ლამაზია. შევკერეთ თეთრი ტოგა, სულ ხუთი მეტრი ქსოვილი დაიხარჯა, გრძელია, ძალიან დიდი დრაპირებით, მთელს სხეულზეა მოხვეული ქსოვილი“, – ამბობს ქეთი.
რა ფერის ტანსაცმელს იცვამდნენ ანტიკურ ეპოქაში? ნანა ხალვაში ამბობს, რომ ტანსაცმლის ფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვისთვის იკერებოდა ის. „დიდგვაროვნებისთვის უმეტესად კერავდნენ წითელ, ოქროსფერ, თეთრ, ლურჯი ფერის ტანსაცმელს. უფრო დაბალი სოციალური ფენისთვის კი მომწვანო, მოყავისფრო სამოსს, რაც მოსახერხებელი იყო და ადვილად არ ისვრებოდა. მე ყველაზე მეტად მონადირის მოსასხამი მომწონს“, – კაპიშონიან მოსასხამს ირგებს ნანა.
მადონა ასანიძე ამბობს, რომ ტანსაცმლის შეკერვაზე მუშაობა არ გასჭირვებიათ, ახლა უკვე ბოლო დეტალებზე მუშაობენ და ფიქრობენ, რომ კიდევ ერთ, 37-ე კოსტიუმის შეკერვასაც მოასწრებენ.
„ეს ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, უფრო მიმსგავსებულია, რადგან ჩვენ ისეთი ქსოვილები ვერ გვექნება, რაც მაშინ ჰქონდათ. დროში ჩავეტიეთ, რაც მთავარია“, – ამბობს მადონა.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები
ნათია ბერიძე ამბობს, რომ სწავლის პროცესში არაერთ საინტერესო მასალას გაეცნენ, მათ შორის იმას, თუ როგორ მზადდებოდა ქსოვილები: „დიდ დაზგაზე ბევრი ადამიანი მუშაობდა ერთი ქსოვილის დასამზადებლად. კუბოკრული ქსოვილიც გამოიყენებოდა. ანნეგრეტმა ვიდეოში გვაჩვენა ეს ქსოვილები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა მოპოვებული. დაზიანებული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დიზაინერებისთვის ძალიან საინტერესოა. ასევე, ძალიან ლამაზი ორნამენტები იყო სამოსზე.“
სტუდენტებს უკვე შერჩეული ჰყავთ მოდელები, რომლებიც 12 ივნისს სამოსს მოირგებენ და თავადაც აპირებენ დეფილეში მონაწილეობას მათივე შეკერილი ტანსაცმლით. მათი ხელმძღვანელი ანნეგრეტი ათენას სამოსს მოირგებს, ხოლო ზევსი უნივერსიტეტის კანცლერი ჯემალ ბერიძე იქნება.
ფორუმის ორგანიზატორები არიან მსოფლიო ბანკი (The World Bank), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ისლამური განვითარების ბანკი (IsDB), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა (OECD) და მართვისა და მმართველობის განვითარების პროგრამასთან (SIGMA) თანამშრომლობით.
კონფერენციას 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება შემდეგი 25 ქვეყნიდან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონიის რესპუბლიკა, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი და მონღოლეთი. ფორუმის მთავარი თემაა მონიტორინგის როლი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაში.
ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის განხორციელების საკითხების შესახებ, ქართული მხარე იქნება. ძირითად მონაწილეებსა და დონორებთან ერთად, პრეზენტაციებს წარმოადგენენ ექსპერტები აშშ-ს გენერალური აუდიტორული ოფისიდან (GAO), ფილიპინების სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია ხელშეკრულებების ორგანიზაციიდან და, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან.