კონფერენცია ’’სიცოცხლის პირველი 1000 დღე’’ ქობულეთში ხვალ დასრულდება

 

ხვალინდელ შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი დაესწრებიან.

 

კონფერენცია ძირითადად ახალშობილთა სწორ კვებას ეხება.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები.

ბათუმელი მხატვრები ’’ახალი სცენის’’ კედელს ხატავენ

„კედლის ქვედა ნაწილში მოიხატება მიტოვებული სახლის კედელი, კიბითა და სხვადასხვა ძველი ნივთებით, თითქოს ძველი სახლის ინტერიერია. კედლის ზედა ნაწილი კი უფრო სურეალისტურია, მასზე თეატრის მხატვარი ლუკა ბესელია მუშაობს” – ამბობს მხატვარი ირა ტორონჯაძე.

ბათუმელი მხატვრები უშუალოდ კედლის მოხატვაზე კვირაზე მეტია მუშაობენ. მოხატვის დასრულება ”ახალი სცენის” გახსნამდე, თვის ბოლოს იგეგმება.

მერია უკანონო გარემოვაჭრეებისა და ავტოსადგურებისთვის განცხადებებს ავრცელებს


”ირღვევა როგორც თვითმმართველობის მიერ მიღებული პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის წესები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურებისთვის მგზავრთა გადაყვანის მიზნით სავალდებულო ბაქნების არსებობის შესახებ” – ამბობს ის. მისივე განმარტებით, საერთო პარკირების ადგილებზე უკანონო ავტოსადგურების მოწყობა არღვევს კერძო ავტომფლობელებისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების კანონიერ უფლებებს. ასევე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, რის გამოც ბათუმის მერია მიმართავს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, ერთი დღის ვადაში შეწყვიტონ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება და მგზავრთა გადაყვანა განახორციელონ ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისგან გათავისუფლების მიზნით, მერია გამოიყენებს 10-დან 100 ლარამდე ჯარიმებს. ტიტე აროშიძის განმარტებით, მერიას შეუძლია ერთი და იმავე მძღოლი დღეში რამდენჯერმეც დააჯარიმოს.

უკანონო გარემოვაჭრეების შესახებ განცხადება გააკეთა, მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ მესხიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ტურისტულ ზონებში, სამართლებრივი საფუძველისა და უსაფრთხოების ტექნიკური პირობების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე, ცალკეული პირების მიერ, კუსტარული წესით დამზადებული აპარატებით და კონსტრუქციებით, სხვადასხვა სახის საკვებით უნებართვო გარევაჭრობის ფაქტები, რაც ამავდროულად ზღუდავს საფეხმავლო, ავტომობილების და ველობილიკების სავალ ნაწილზე მოძრაობას.

თენგიზ მესხიძის თქმით, უკანონო გარემოვაჭრეებს დღესვე დაურიგდებათ გამაფრთხილებელი ბუკლეტები და რამდენიმე დღეში დაიწყება მათი დაჯარიმება – ”კიდევ ერთხელ მივმართავთ ადრესატებს და ვთხოვთ დაემორჩილონ თვითმმართველობის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერია გაატარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზომებს, კერძოდ კი დააკისრებს მათ 500 ლარის ოდენობის ჯარიმებს” – ამბობს ის.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმში „მოხალისეებს“ შეხვდა

 

 

 

პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ისე აჭარის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოხალისეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა „მოხალისე“ მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა შეძლებს მასში ჩართვას. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ  535 მოხალისე მონაწილეობდა. პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

როგორ გამოიყურება ბათუმში შარშან მოხატული კედლები დღეს

კედლები მოხატვიდან მალევე დააზიანეს, ზოგიერთი მათგანი უხამსი წარწერების გამო დღეს საერთოდ გადაღებილია, ზოგიერთის ადგილზე კი ახალი ნახატიც გაჩნდა.

 

ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესი ტარდება

 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, გაიზარდა თითოეული მოხსენების რეგლამენტი. წელს თითოეულ სპიკერს, რამდენიმე საათი დაეთმობა თემის სრულყოფილად წარდგენისთვის.

 

საერთაშორისო კონგრესზე ქართველი სტომატოლოგების გარდა, მოხსენებებს წაიკითხავენ იტალიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტები.

 

კონგრესზე განიხილება შემდეგი თემები: ბიომიმეტიკური პაროდონტოლოგია, ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე ასპექტები, ახალი ტენდენციები რესტავრაციულ სტომატოლოგიაში, მარემინერალიზებელი თერაპია – ესთეტიკური მკურნალობის ელემენტი, მოსახსნელი პროთეზები – ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია CAD/CAM ტექნოლოგია, ინფექციის კონტროლის ახალი პროტოკოლი სტომატოლოგიური კლინიკებისთვის და სხვა.

 

კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია, რამდენიმე ვიორქშოფი, კერძოდ: ღიმილის ესთეტიკის ანალიზი და დაგეგმარება, CEREC ტექნოლოგიის უპირატესობები” – იაროსლავ სტელმაქსი (უკრაინა); არხთა სისტემის ერთფაილიანი დამუშავება – ახალი პროტოკოლი ენდოდონტიურ მკურნალობაში  – ნათია რუსაძე (კომპანია Dentsply-ის კონსულტანტი კლინიკურ საკითხებში) და ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია CAD/CAM ტექნოლოგიით – მარკო ვანინი (მცირე დარბაზი).

ექვსი თვით დაგვიანებული მომსახურება

 

 

 

როგორ აისახა დაგვიანებული სერვისი საწოლს მიჯაჭვულ პირებზე და რის საჭიროებას ხედავენ დამატებით ბენეფიციარები „მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამაში“?

მერიის შინმოვლის სერვისით ნარგიზ მახარაძის 19 წლის შვილი, შშმ პირი სარგებლობს. ის ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. „ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. ექვსი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ და სერვისის შეჩერებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, სადაც არ არის სველი წერტილი, შორს მიწევს ბავშვის გაყვანა და ძალიან ვიღლები. მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ჩვენთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

დავით დევაძეც შინმოვლის პროგრამით სარგებლობს: „ძალიან გაგვიჭირდა პროგრამის შეფერხების გამო. პენსიით მიწევდა წამლების ყიდვა. ხელზე თრომბი მაქვს და შემპირდნენ, რომ მასაჟს გამიკეთებენ. კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება მომსახურება“.

ნინო დოლიძის ოჯახიდან პროგრამით ორი ადამიანი – ციალა და რუსიკო დოლიძეები სარგებლობენ: „მამიდა და დედა მყავს მწოლიარე. პროგრამა ეხმარება მათ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სამედიცინო კუთხით. რომ შეჩერდა, გაგვიჭირდა ძალიან. შინმოვლის სერვისი აუცილებელია, კარგი იქნება, თუ საკვების ნაწილსაც დაამატებენ. ჟანგბადი გვჭირდება ხშირად, ძვირი გვიჯდება მისი შეძენა და კარგია, თუ ამ კომპონენტსაც გაითვალისწინებენ. როცა შეტევა აქვს, სასწრაფოს უფასოდ კი მიჰყავს, მაგრამ უკან წამოყვანა 60 ლარი გვიჯდება“.

როგორც ბენეფიციარები ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ისინი კვირაში სამი ლარის მედიკამენტებსა და სამი ლარის ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ.
კოალიციის – „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ვახანია `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შინმოვლის პროგრამის შემუშავებაში მერიას კოალიცია უწევდა პარტნიორობას. „ჩვენ მერიას შევთავაზეთ, რომ რაღაც საკვალიფიკაციო მონაცემები შემუშავებულიყო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით. მერია დაგვთანხმდა“.

უჩა ვახანიას თქმით, პროგრამაში მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო შინმოვლაში ჩართული პირების 70-საათიანი გადამზადება და ამ სფეროში გამოცდილება. თუმცა, მერიამ ტენდერის გამოცხადების დროს ეს შეთანხმება დაარღვია. მერიამ სატენდერო მოთხოვნებში გადამზადების საათები 70-იდან 60-მდე შეამცირა, გამოცდილების მუხლი კი საერთოდ ამოიღო“.

როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გასულ წელს სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ პროგრამის განმახორციელებელი პირი სამედიცინო პროფილის უნდა ყოფილიყო. მიმდინარე წელს კი კოალიციის მოთხოვნით, ეს პირობა ჩაიდო.

„ამის მიუხედავად, მერიამ ტენდერში არაკვალიფიცირებულ შპს „თრასთ კოლაბორეიშენს“ გაამარჯვებინა. შედეგი ჩვენ გავასაჩივრეთ, ამ კომპანიას არც პროფილი ჰქონდა სამედიცინო და არც გამოცდილება შინმოვლაში. ამის გამო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა“, – ამბობს კოალიციის ხელმძღვანელი.

„თრასთ კოლაბორეიშენმა“ ტენდერში მეორედაც მიიღო მონაწილეობა და ისევ გაიმარჯვა. კოალიციამ კი შედეგი ამჯერადაც გაასაჩივრა.
„მესამედ მერიამ სატენდერო პირობებიდან ამოიღო ის მოთხოვნები, რის გამოც დავების საბჭო კომპანიას დისკვალიფიკაციას აძლევდა. ამჯერად გამარჯვებული გახდა ქირურგიული კლინიკა „სავლე“, რომელსაც ასევე არ აქვს შინმოვლაში გამოცდილება და არის „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორი. ფაქტობრივად, მესამედაც ისევ ამ კომპანიას გაამარჯვებინეს“, – ამბობს უჩა ვახანია და დასძენს, რომ რადგან პროცესი ჩიხში შევიდა და ადამიანები სერვისის გარეშე დარჩნენ, კოალიციამ შედეგების მესამედ გასაჩივრებაზე უარი თქვა.

ბათუმის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე ამბობს, რომ შინმოვლის სფეროში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადგენილი სტანდარტები არ აქვს. ამიტომ შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს უფლება თავად დაადგინოს მოთხოვნები.

„კოალიცია ნამდვილად გვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში და მათი მოთხოვნა იყო სწორედ, რომ სპეციალისტების გადამზადების მუხლში 60 საათი დაგვემატებინა. გასულ წელს ონკოლოგიური ცენტრი და კოალიციის პარტნიორი „გენეზისი“ მონაწილეობდნენ პროგრამის განხორციელებაში და არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. წელს მათ მოითხოვეს ცვლილებები კომპონენტებში“.

მარინა რუხაძის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენმა“ იმიტომ გაიმარჯვა ტენდერში, რომ თავიდან სატენდერო მოთხოვნებში სამედიცინო პროფილი მითითებული არ იყო. „ცვლილებებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა, ამიტომ გავამარტივეთ ტენდერი და ამოვიღეთ დამატებული მოთხოვნები.“
გამარტივებული მოთხოვნების შემდეგ ტენდერში ქირურგიულმა კლინიკამ „სავლემ“ გაიმარჯვა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორია და ასევე არ აქვს შინმოვლის გამოცდილება. მერიას ამოჩემებული ჰყავს ეს კომპანია, მისი ფავორიტია და აღარ აქვს მნიშვნელობა მოთხოვნებს“.

მარინა რუხაძე: „მერიის სტანდარტების მიხედვით, პროგრამით მოსარგებლე პირები დიდი ოდენობით მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ, კოალიციას ამაზეც ჰქონდა პრეტენზია. შინმოვლის სტანდარტი არ ითვალისწინებს ასეთ დახმარებასო, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბრები არ იქნება საკმარისი. საწოლში მყოფ ადამიანს პირველ რიგში სწორედ ჰიგიენა და მედიკამენტები ესაჭიროება. სამომავლოდ მერია აპირებს შინმოვლის პროგრამაში მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების გარდა სურსათის კომპონენტის დამატებასაც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა.

საერთოდ, შინმოვლა პირველად „კარიტასმა“ შემოიტანა საქართველოში და ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან კონსულტაციები. მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაწილშიც ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რატომ იყო პროგრამაში ამ კომპონენტის ჩადების აუცილებლობა. შინმოვლის გერმანული, შვეიცარული მოდელიც არსებობს, თუმცა, არაპროფესიონალიზმში ვერ დაგვდებენ ბრალს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბევრ კომპეტენტურ ორგანიზაციასთან და ექსპერტთან გავდივართ კონსულტაციებს“.

მარინა რუხაძის თქმით, პროგრამის შეფერხების მიუხედავად, ბენეფიციარებს, რომლებმაც წერილობით მიმართეს, დახმარება მერიის სხვა პროგრამის ფარგლებში გაეწიათ. „ვინც დაგვირეკა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან 200- ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ“. თუმცა, კონკრეტულად რამდენმა პირმა მიიღო ასეთი დახმარება, მარინა რუხაძეს არ ახსოვს.

„მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამით“ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ორი ბავშვია. პროგრამა გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.

პროგრამის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარი იყო. ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 57 ათასი ლარია.

უჩა ვახანიას განცხადებით, ჩაშლილმა ტენდერმა საბოლოო ჯამში ბენეფიციარები აზარალა: „პრობლემაა ის, რომ პროგრამის ბიუჯეტი 170 ათასი ლარიდან ჩამოვიდა 57 ათას ლარზე, აქედან 15 ათას ლარზე მეტი არის სავალდებულო დასახარჯი თანხა მედიკამენტებზე. 90 ადამიანს 6 თვის განმავლობაში უნდა მოუარონ 25 ათას ლარად, რაც წარმოუდგენელია და ეს არის პირადად მერიის პასუხისმგებლობა“.

სამომავლოდ მერია აპირებს თავად შეარჩიოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები პროგრამის მონიტორინგისთვის. ასევე წევრებს ცალკე შეარჩევს კოალიციაც.

 

მუსლიმები რამაზან-ბაირამს აღნიშნავენ

 

ბაირამის ლოცვის შემდეგ, მუფტ ბეგლარ ქამაშიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდა. 

 

„მან ბაირამი მოგვილოცა.  მეჩეთის პროექტით გაფართოვებასა და გაკეთებაზე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას მუსლიმ მრევლს და მათ საჭიროებებს აუცილებლად გაითვალისწინებს” – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

 

 

 

 

 

როგორ გააკონტროლებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ბაზარზე

 

ბიძინა ჯიბლაძე

 

ბიძინა ჯიბლაძე: კანონი უკვე შესულია ძალაში და ჩვენი ქმედებებიც კანონის შესაბამისი იქნება. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ კანონის მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის არსებობა. კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება იმპორტზე და ასევე, ბაზარზე განთავსებულ სურსათზე. კონტროლი განხორციელდება როგორც საბაჟოზე, ასევე ქსელში.

 პროდუქციის მარკირების განხორციელება ვისი ვალდებულებაა – იმპორტიორის თუ სავაჭრო ქსელის?
 

იმპორტიორია ვალდებული შემოტანილი პროდუქციის ეტიკეტზე ჰქონდეს მითითებული არის თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებული, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს განთავსებული მარკირება და წრიულ ფორმაში უნდა იყოს ჩანაწერი – GMO, თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია, თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტია – GM. წარწერა უნდა იყოს მკვეთრად გამოსახული და ადვილად აღქმადი. გარდა ამისა, თუ იმპორტიორს შემოაქვს ისეთი პროდუქტი, რომლის ეტიკეტირება შეუძლებელია, ვთქვათ, გადასაწონი პროდუქტია, ასეთ შემთხვევაში თანმხლებ დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია.

 ასაწონი პროდუქტი ახსენეთ, ვთქვათ შაქრის, ბრინჯის ან სოიის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელმა როგორ უნდა მოახდინოს GMO-ს იდენტიფიცირება, გამყიდველი ეტყვის, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდის?
 

ასაწონი პროდუქტი სადაც დევს, იქ უნდა იყოს გენმოდიფიცირების ნიშანი მითითებული. ეს ყველაფერი კანონით არის დადგენილი და ვალდებულება არსებობს როგორც ეტიკეტირებული, ასევე ასაწონი სურსათის შემთხვევაშიც.

 იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შემოსულია ბაზარზე, რა ზომები გატარდება?
 

ყველა სურსათს გააჩნია მიკვლევადობა. შეუძლია გაყვეს ინფორმაციას და დისტრიბუტორისგან ან საბაჟოზე მიიღოს ინფორმაცია. ამას კანონი ავალდებულებს, რომ ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დადგენა სურსათის შესახებ. შესაბამისად, ეტიკეტირება უკვე შემოტანილ პროდუქტზე პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ამას საწარმო ან რეალიზატორი არ გააკეთებს, ასეთი სურსათი ექვემდებარება განადგურებას.

 თუ არ მოიკვლია რეალიზატორმა ინფორმაცია, ამ შემთხვევაში რა სანქციები გატარდება?
 

კანონის დარღვევა ექვემდებარება 200-ლარიან ჯარიმას და სანამ ამ მოთხოვნებს არ გამოასწორებს, ისე აღნიშნულ პროდუქციას ვერ გაყიდის. საერთოდ, ნორმების დარღვევის შემთხვევაში კანონი ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას ითვალისწინებს 5 000 ლარით. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი – 10 000 ლარით. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრება, შემოტანილი სურსათიც განადგურდება.

სახელმწიფო კონტროლი რა ფორმით და ინტენსივობით განხორციელდება?

ლაბორატორიული გზით. ბუნებრივია, პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა, ამას ვიზუალურად ვერ დაადგენ. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში იქნება ალბათ ჩადებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და პროდუქტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული გამოკვლევები. საბაჟოზე ამას ალბათ შემოსავლების სამსახური გამოიკვლევს, ბაზარზე, ანუ ქვეყანაში შემოსულ სურსათზე მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენ.

 ეტიკეტირებას ნებისმიერი პროდუქცია ექვემდებარება?
 

ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის ხილი, ბოსტნეული, რომელიც შეიცავს 09 პროცენტზე მეტი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს.

 მარკეტებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებში ალბათ უფრო ადვილია პროდუქციის კონტროლი, მაგრამ იმპორტირებული სურსათი იყიდება სავაჭრო ქსელის გარეთაც. ამის მონიტორინგი როგორ განხორციელდება?
 

გარევაჭრობის შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული იქნება და ეს არც ექვემდებარება ჩვენს მონიტორინგს, რადგან მოვაჭრე თუ არ არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად, მის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება შეუძლებელი ხდება. კანონის მიზანია, მომხმარებელს მისცეს არჩევანის საშუალება, დანარჩენი მომხმარებლის გადასაწყვეტია, იყიდის გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თუ არა.

როდის გამოჩნდება მარკირებული პროდუქცია ბაზარზე?

 წესით, უკვე უნდა გამოჩნდეს ეტიკეტირებული პროდუქტი, რადგან პირველი ივლისიდან ძალაშია ნორმების ამოქმედება.

უსაფრთხოების ზომების მისაღებად სასტუმროებს 15- დღიანი ვადა მიეცათ

 

 ტურისტული ობიექტების მონიტორინგის შედეგებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე  საკრებულოს სხდომაზე  სპეციალური ანგარიშით წარადგენს. 

 

მიმდინარე წელს, 10 მაისს, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. 

ტურისტული ობიექტების შემოწმება ქობულეთში

მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო

 

სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა, თხილის თვითღირებულების შემცირება და ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდა.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დარჩელში, უკვე დაიწყო ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარებისა და სასაწყობე ფართის მოწყობა. აღნიშნულ საწარმოს შესაძლებლობა ექნება ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიან თხილი გამოაშროს და 500 ტონამდე თხილი შეინახოს.
დარჩელის თხილის საშრობი და შესანახი საწარმო მოხმარებაში გადაეცემა კონკურსის წესით გამარჯვებულ თხილის კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 500 მეპაიეზე ნაკლები.

 

  კოოპერატივს, რომელსაც დარჩელის საწარმო მოხმარებაში გადაეცემა, ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის   დანერგვა, ხოლო 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იჯარით აღებულ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის  დანერგვა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის საშრობის და სასაწყობე საწარმოს მშენებლობის დასრულება 2015 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.
 

ჯაზ ფესტივალზე აკრედიტირებული ჟურნალისტები უფასოდ იმგზავრებენ

 

23 ივლისს თბილისიდან ბათუმში მატარებლის სპეციალური რეისი TBC JAZZ EXPRESS გავა. “ეს იქნება სიურპრიზებით სავსე, ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მგზავრობა ბათუმში”- წერია თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  გამგზავრების მსურველებმა უნდა დარეგისტრირდეთ ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/68ea4uLnu9

ადგილები შეზღუდულია.  JAZZ EXPRESS-ის ჩქაროსნული რეისი რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 23 ივლისს 09:40-ზე დაიძვრება და ბათუმში 15:40-ზე ჩავა. JAZZ EXPRESS -ით მგზავრობა უფასოა.

ციხისძირში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

 

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს. 

ხანძარი ციხისძირში. გიორგი გოხოძის ფოტო

რიზეს გუბერნატორმა ქართველ ჟურნალისტებს მოუბოდიშა

 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გოგოტა გოგიტიძე “ბათუმელებს” უყვება, თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ინციდენტიდან მეორე დღეს მასთან სასტუმროში მივიდნენ და თურქი ხალხის სახელით ბოდიში  მოუხადეს. 

 

არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების შეხვდრას საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში ავთანდილ მიქაცაძე ესწრებოდა. გოგიტა გოგიტიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრების ორგანიზებასა და ინფორმაციის გავრცელებში მათ თურქეთში საქართველოს კონსული ეხმარებოდა.

 

თურქეთში მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღებ ჯგუფს დაუმტვრიეს კამერა და დაუწვეს კასეტები, რომლებზეც მასალა ჰქონდათ გადაღებული. 

 

 
ჟურნალისტები ბათუმიდან თურქეთში  სამშაბათს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად წავიდნენ. ინციდენტი რიზეს საავადმყოფოს ეზოში მოხდა, სადაც  შეკრებილი იყვნენ ავტოავარიის დროს დაშავებული მოქალაქების ახლობლები. ამ ავტოკატასტროფის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

სასამართლომ ბათუმის საკრებულოს კონკურსი შეაჩერა

სასამართლო დავის პროცესში იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც ლიანა დიასამიძე მუშაობდა, გამოცხადდა კონკურსი. ამ კონკურსის შეჩერების მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსი 14 ივლისს შეჩერდა.

 

 

„მიგვაჩნია, რომ საატესტაციო კომისიის მუშაობა არ იყო იმ ფორმით წარმართული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადი თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.   კომისიას არ ჰქონდა წინასწარ შემუშავებული კითხვების ფორმულირება და მათ მიერ გასაუბრების ეტაპზე თითოეული კონკურსანტისთვის დასმული შეკითხვები იყო სპონტანურად მოფიქრებული-“ამბობს „ბათუმელებთან“
 საუბრისას გიორგი ხიმშიაშვილი.

ლიანა დიასამიძე საკრებულოში 2004 წლიდან მუშაობდა. ის სამსახურიდან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც მან ატესტაციის მეორე ეტაპი – გასაუბრება ვერ გადალახა. საიას აჭარის ფილიალის ინფორმაციით, ლიანა დიასამიძემ ატესტაციის პირველი ეტაპი- ტესტირება წარმატებით გაიარა და 60 ქულიდან 57 ქულა დააგროვა.

მიუხედავად ტესტირების ეტაპზე ნაჩვენები მაღალი შედეგებისა, კომისიამ მიიჩნია, რომ ლიანა დიასამიძე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს თანამდებობის დასაკავებლად.

 გიორგი ხიმშიაშვილს მიაჩნია, რომ კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპები:“ კომისიის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რის გამოც ობიექტურად შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რა ასპექტში ვერ აკმაყოფილებს ლიანა დიასამიძე კანონის მოთხოვნებს.“

საღებავგადაცლილი ველობილიკები ბათუმში

ველობილიკი ბათუმში | მემედ აბაშიძის ქუჩა

როგორც ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩძეიძე ამბობს, ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები საგზაო ნიშნების გადაღებვის დასრულების შემდეგ დაიწყება.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს [ქალაქის ტერიტორიაზე] საგზაო მონიშვნების სამუშაოები (თეთრი საღებავით), რომლის თითქმის 80% დასრულებულია. დაგვრჩა „ხოფის“ მონაკვეთი და გამსახურდიას ქუჩა. წვიმამ შეგვიშალა ხელი და გადაგვივადდა, თორემ აქამდე იქნებოდა გაკეთებული. თეთრი ნიშნულების მერე უნდა გადაიღებოს ყვითელი ნიშნულები, ანუ ავტობუსის გაჩერებები, რომლის პარალელურად ველობილიკების გადაღებვითი სამუშაოებიც დაიწყება (წითელი საღებავით). საგზაო მონიშვნები ყოველწლიურად ხდება, ველობილიკები უფრო მდგრადია და მას ვღებავთ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. საღებავები შეძენილია და საწყობში გვაქვს“.

გიორგი ჩხეიძის თქმითვე, სააგენტომ 50 000 ლარის ღირებულების საღებავი ტენდერის საფუძველზე შეიძინა, ხოლო სამუშაოებს სააგენტოს მუშები ასრულებენ.




შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ძიება დაიწყო

 

ერთ-ერთი ბრალდებული სახლში აღმოჩენილი აპარატურა. კადრი შს სამინისტრო სმიერ გავრცელებული ვიდეოდან.

 

გამოძიების ვერსიით, შ.ბ-მ და გ. ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ   „ჯეოსელის“,  „მაგთიკომის“ და   „ბილაინის“ სიმ-ბარათებს.

 

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს – ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, შ. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი,  „ჯეოსელის“,   „მობიტელისა“ და  „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.

პოლიციამ თბილისში, გ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

“ბათუმელების” ინფორმაციით, ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით 2 კვირის წინ შეუფარდა. 

17 წლის გოგონას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული: ”პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი”

 

6 მაისის პარკი. დათო ტრაპაიძის ფოტო

 საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა, სასამართლო დარბაზი თითქმის სავსე იყო. ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული ზესტაფონის პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებული – “შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 20 წლის მამაკაცი გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული წინასწარი შეცნობით, შურისძიების მოტივით. სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, საქმეში ასევე ინახება დაზარალებულის ტელეფონში აღმოჩენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებული გოგონას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. საქმეში ასევე ინახება თვითმხილველების ჩვენებები, დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.

 

მოსამართლის კითხვაზე, მხარეები ხომ არ საუბრობენ საპროცესო შეთანხმებაზე, პროკურორმა უპასუხა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ განიხილება.
გოგონას დანით გულმკერდის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. 7 ივნისის მდგომარეობით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა ზეგავლენა არ მოახდინოს მოწმეებზე, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას ან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, პროკურორმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატებმა – დავით კეკელიძემ და მამუკა ჭუმბურიძემ სასამართლოში განაცხადეს, რომ მოწმეები ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან და ბრალდებული ამიტომაც მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

ის, რომ ბრალდებული პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა, ადრე ნასამართლევი არ არის – შემამსუბუქებელ გარემოებად შეაფასეს ადვოკატებმა და მისი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლის კითხვაზე, როგორ მოახერხებს ბრალდებულის ოჯახი გირაოს საფასურის გადახდას, ადვოკატმა თქვა, რომ ნათესავების იმედი აქვთ, “ფულს შეაგროვებენ”, ან მშობლები უძრავ ქონებას დააგირავებენ.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა: “აპირებდით თუ არა მიმალვას? ემუქრებოდით თუ არა დაზარალებულს? ადვოკატმა პროკურორის კითხვები გააპროტესტა. “ჩემ დიდ პატივისცემას ვადასტურებ პროკურორის მიმართ, მაგრამ ეს დაკითხვის ფორმას ჰგავს. ჩვენ დღეს წინასწარი პატიმრობის საკითხს განვიხილავთ”, – თქვა მამუკა ჭუმბურიძემ, ადვოკატმა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ იყო შეშინებული და აპირებდა მიმალვას, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიაზრა მისი საქციელი, პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა.
მეორე შეკითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა.

 

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა თქვეს, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
16 წლის გოგო ბათუმში 4 ივნისს დაჭრეს. იმ დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულზე შეყვარებული იყო.
აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართება.

134 სისხლის სამართლის საქმე 14 დღეში – მოსამართლეები არათანაბარ პირობებში

კანონი არ განსაზღვრავს, რამდენი საქმის განხილვის ვალდებულება ან შესაძლებლობა აქვს მოსამართლეს დღის განმავლობაში. მოსამართლის სამუშაო დღე დილის 10 საათზე იწყება და 18 საათზე სრულდება, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი შესაძლოა არასამუშაო საათებშიც გაგრძელდეს, ასეთი ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ყოფილა.

სისხლის სამართლის საქმეების განრიგი ყოველდღიურად სასამართლოს ჰოლში და ოფიციალურ ვებგვერდზე თავსდება, თუმცა, ამ განრიგში არ ხვდება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ჩატარებული სასამართლო პროცესები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი კვირის განმავლობაში ერთი მოსამართლე მორიგეობს, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს, ამის პარალელურად მორიგე მოსამართლე იხილავს საქმეებსაც. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 16 დღის განმავლობაში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს საერთოდ არც ერთი საქმე არ განუხილავს. შესაბამისად, მან 138 სისხლის სამართლის საქმის განხილვა 14 დღეში მოასწრო.

იმავე პერიოდში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სულ 85 საქმე განიხილა. 11 დღის განმავლობაში ბეჟანიშვილს საქმეები საერთოდ არ განუხილავს, მაგრამ 14 საქმე განიხილა, მაგალითად, 16 მაისს, 16 საქმე განხილული აქვს 15 მაისს, დანარჩენ დღეებში კი ორ-ორი საქმე აქვს განხილული. იმავე პერიოდში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ყველაზე მეტი – 17 სისხლის სამართლის საქმე ერთ დღეში აქვს განხილული [28 მაისს]. მას მოცემულ პერიოდში 12 დღე ჰქონდა ისეთი, როცა არც ერთი საქმე არ განუხილავს, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში ორ-ორ საქმეს განიხილავდა.

ამავე პერიოდში ერთ დღეში მაქსიმუმ 12 სისხლის სამართლის საქმე აქვს განხილული ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს, ყველაზე ცოტა კი – 2 საქმე. მას არც ერთი საქმე არ აქვს განხილული 16 დღის განმავლობაში, ერთი თვეში მოსამართლე დავით მამისეიშვილს კი სულ 65 საქმე განუხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული საერთო სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 7 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, საერთოდ არ განუხილავს საქმე. ამ პერიოდში 121 საქმე განუხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, 26 საქმე განუხილავს ლაშა ჩხიკვაძეს, 13 – ეკა არეშიძეს, ზვიად ესაბუას კი – 1.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის 33 მოსამართლე ჰყავს.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია უცნობი იყო. მისი შეფასებით, ეს მოცემულობა მოსამართლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ადვოკატის მოსაზრებით, სისხლის სამართლის მოსამართლე დღის განმავლობაში 8-10 საქმეს თუ განიხილავს, ეს რაოდენობა აუცილებლად აისახება ხარისხზე: “მოსამართლეებიც ადამიანები არიან. შეუძლებელია ამდენი რამის დამახსოვრება. მე როცა 3-4 საქმეზე გამოვდივარ დღის განმავლობაში, მიჭირს.

მით უფრო, როცა ადვოკატი, მართალია, საქმეს სწავლობს, მაგრამ უფრო ცალმხრივად უყურებს. მოსამართლემ ორივე მხარის პოზიცია უნდა შეისწვლოს, ბრალდებისაც, დაცვისაც, მისი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, 3-4 საქმეზე მეტი საქმის განხილვის შემთხვევაში ვერ განიხილავს მოსამართლე იმ ხარისხით, როგორც პირველ ორ საქმეს. მოსამართლეებიც წუხან და ჩივიან ამაზე, მაგრამ ამას მოსამართლე არ წყვეტს, აუცილებელია დაემატოს მოსამართლეები და სასამართლო დარბაზები – თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირია შემთხვევა, რომ მოსამართლეებს დარბაზები არ ჰყოფნით და რიგში დგომა უწევთ. ფაქტობრივად უხარისხოდ და ფორმალურად განიხილავენ საქმეებს. თუ უნდათ კვალიფიციური სასამართლო, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ”.
ადვოკატი იმ ფაქტს, რომ ერთი მოსამართლე თვის განმავლობაში 1 საქმეს განიხილავს, მეორე კი ასზე მეტს, “უცნაურს” და “მახინჯ პრაქტიკას” უწოდებს.

ერთი მოსამართლე დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ საქმეს უნდა განიხილავდეს? – “ბათუმელების” ამ კითხვაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უპასუხა, რომ ასეთი შეფასების გაკეთება ძნელია: `გააჩნია საქმის სიმძიმეს”. მორიგ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დღეში, მაგალითად, 12 აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვა ერთი მოსამართლის მიერ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ ეს “შეუძლებელია, რადგან ეს არის ღია სასამართლოს სხდომები, სადაც პროცესუალური წესებია დასაცავი, სამუშაო საათები კი არის 10-დან 6 საათამდე, გამონაკლისის გარდა”.
ნინო გვენეტაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთი მოსამართლის მიერ დღეში ოცამდე საქმის განხილვის ფაქტიც შეაფასა: “შეიძლება იყოს არგუმენტები გამამართლებელი, რომ იქ იყო ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მთავარია არა რაოდენობა, არამედ შედეგი, რამდენად ეფექტური და დასაბუთებული იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. თუ გვყავს ასეთი შესაძლებლობების მქონე მოსამართლეები, რომლებსაც შეუძლიათ დღის განმავლობაში განახორციელონ მაღალი ხარისხის სამართალწარმოება, მაგალითად, 12 საქმეზე, ეს მისასალმებელია. ჩვენ იქეთკენ მივდივართ, რომ მოსამართლეები განვტვირთოთ და შევუმსუბუქოთ ყოფა. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გადაწყვეტილების ხარისხზე და არა რაოდენობაზე” – ამბობს გვენეტაძე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. მაშინ ის მოსამართლეებს სამ კანონში – “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ”, “უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ” – შესატან ცვლილებებზე ესაუბრა. ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული წესით გაუნაწილდებათ [ახლა სასამართლოს თავმჯდომარეები ანაწილებენ], სასამართლოს თავმჯდომარეს კი თავად მოსამართლეები აირჩევენ.

AJARA BUSINESS WEEK – ახალი გაზეთის პრეზენტაცია ბათუმში

 

ინგლისურენოვანი გაზეთის – AJARA BUSINESS WEEK-ის დამფუძნებლებმა დღეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მედიას უმასპინძლეს. პეზენტაციას უძღვებოდა კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს აჭარაში არსებულ ბიზნესჯგუფებზე ორიენტირებული გაზეთის გამოცემა:

 

„აჭარა კარგი გაგებით ცხელი წერტილია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით – აქ ეკონომიკური ცხოვრების ტემპი საკმაოდ მაღალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. გარდა ამისა, აჭარა სპეციფიკურია იმითაც, რომ საკმაოდ ბევრი უცხოელი ინვესტორია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ იყოს გაზეთი ინგლისურენოვანი. ჩვენი გაზეთი ძირითადად ბიზესში ჩართული და ბიზნესის გარშემო მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღებ პირებზეა ორიენტირებული. ასევე, განკუთვნილია საჯარო სექტორის მაღალი თანამდებობის პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებისა თუ სამოქალაქო სექტორში დასაქმებული იმ პირებისთვის, ვისაც ბიზნესისა და ეკონომიკის ცხოვრება აინტერესებს რეგიონში“.

 

გაზეთი ჯერჯერობით თბილისში აეწყობა და დაიბეჭდება, ბათუმში კი ორშაბათ დილით ჩამოვა. გაზეთის მთავარი რედაქტორი, ზურა კუკულაძე ამბობს, რომ მისი გამოცემა ადგილობრივ ჟურნალისტებთანაც აპირებეს თანამშრომლობას: „ჩვენ ვართ ბიზნესმედია, შესაბამისად, სპეციფიკური გამოცემა ვართ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენს ჯგუფს დავეყრდნობით თბილისში, მაგრამ აჭარაში ადგილობრივ ჟურნალისტებთანაც ვითანამშრომლებთ. მე არამარტო პრეზენტაციისთვის ჩამოვედი ბათუმში, არამედ მსგავსი ადამიანების მოსაძებნადაც, თუ ვისთან უნდა ვითანამშრომლო“.

 

ზურა კუკულაძე ამბობს, რომ AJARA BUSINESS WEEK-ს „აკეთებს ორი მედია ჯგუფი, გაზეთები – Caucasus business week და „ბანკები და ფინანსები“, რომლებსაც როგორც რედაქტორი და გამომცემელი ამბობენი, „თბილისში უკვე ჰყავს მკითხველი, რომელიც გაზეთს ყოველკვირეულად ელოდება“.

 

გამომცემლების თქმით, AJARA BUSINESS WEEK-ს საქმიანი ურთიერთობა ექნება ყველასთან, „ვისაც აინტერესებს ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტორები თუ პოტენციური ინვესტორები“.

 

გამოცემასთან თანამშრომლობის პირობა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში დადეს აჭარის მთავრობის მინისტრებმაც, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძე და ბათუმის მერმა – გიორგი ერმაკოვი.

 

გამომცემლების ინფორმაციით, AJARA BUSINESS WEEK-ი სარეკლამო შემოსავლებით იარსებებს და უფასოდ დარიგდება. „გაზეთი სიით მიუვა გარკვეულ აუდიტორიას, ასევე დარიგდება რესტორნებსა და სასტუმროებში“.

აჭარის ფინანსთა მინისტრი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ესპანურ კომპანიას პასუხობს

IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L – ის დირექტორის მინდობილმა პირმა გასულ კვირას „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი კანონის უხეშ დარღვევაზე ისაუბრა.  

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

 

ბრალდებებს დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა:

„კომპანიის განცხადება, რომ სამინისტროს თანამშრომლები ვერ აცნობიერებენ თუ რასთან აქვთ საქმე, არასერიოზულია. მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს თანამშრომლები კარგად აცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობის პროექტთან გვაქვს საქმე.  როგორც ჩანს, კომპანია თავად ვერ აცნობიერებს ხელშეკრულების პირობებს.

ითხოვს ვადას, რომ ხარვეზი გამოასწოროს და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ითხოვს დამატებით 50-დღიან ვადას, რომ გაუგრძელდეს ხელშეკრულების პირობები. ჩემთვის მიუღებელია ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა. იქ უფრო სერიოზული სამუშაოები იყო ჩასატარებელი, კომპანიამ კი გაცილებით მეტი ვადა მოითხოვა. სამინისტროს და აჭარის მთავრობას არა აქვს დრო და ფული დასაკარგი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმეთ ხელშეკრულება და   ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიისგან იქნება შესაძლებელი სასწრაფო წესით პროექტის შეძენა. აჭარის მთავრობა ჰპირდება მოსახლეობას და ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ აუცილებლად ექნებათ ფეხბურთის სტადიონი და აუცილებლად მოვახეხებთ ამ წელში პროექტის შეძენას.

რაც შეეხება იმას, რომ კომპანია სასამართლოში აპირებს ჩივილს, ეს მათი უფლებაა და არავინ შეუზღუდავს. რაც შეეხება ჩვენ პირად ინტერესებს, კარგად ჩანს ჩვენი დამოკიდებულება, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, თუ ვერ აცნობიერებს კონტრაქტის პუნქტებს, შესაბამისად მოხდა კონტრაქტის პუნქტებიდან გამომდინარე  და არანაირი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე არსებობდა ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პირადი ინტერესები გვქონდა ესპანელებთან დაკავშირებით.

 აქ ისიც დამტკიცდა, რომ ჩვენ არანაირი ინტერესები არ გაგვაჩნია.  ჩვენი ინტერესია გაკეთდეს სტადიონი და ეს სტადიონი იყოს საერთაშორისო სტანდარტების “ – განაცხადა მინისტრმა დავით ბალაძემ ბრიფინგზე.

სტადიონის პროექტის ავტორი ანტიკორუფციული სამსახურის ზეწოლაზე

„ჩვენ გვქონდა ეტაპობრივად გაწერილი ხელშეკრულებაში, თუ რა დოკუმენტები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივეცით 20-დღიანი ვადა დაჯარიმებით. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ მოითხოვა 50-დღიანი ვადა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი იყო და გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, სამომავლოდ პრობლემებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მედიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

სტადიონის პროექტის შესყიდვაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა.

კონკურსში გამარჯვებული მაკეტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში სტადიონი აღარ აშენდება

„ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ბრძანება ძალაში შესული არ არის. გადაწყვეტილებას სამართლებრივი პროცედურა აქვს. ერთი თვის ვადაში ჩვენ შეგვიძლია ის გავასაჩივროთ ადმინისტრაციული წესით აჭარის მთავრობაში. თუ არ დაგვაკმაყოფილა ადმინისტრაციული წესით მიღებულმა საბოლოო ვერდიქტმა, შემდეგ უკვე შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროექტში უამრავი თანხაა დახარჯული ჩვენ მიერ და ლოგიკურია, რომ, მინიმუმ, ამ თანხის კომპენსაცია მაინც მოვითხოვოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში [ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში] ვერ წარმოადგინა საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საექსპერტო დასკვნით). სამინისტროს ინფორმაციითვე, მათ ეს დოკუმენტები  ვერც  2015 წლის 9 ივნისამდე მიცემულ დამატებით ვადაში მიიღეს.

ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სამინისტროს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ივნისს სამინისტროში შევიდა კომპანიის წერილი, რომლის მიხედვითაც ის  მოითხოვს „ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვალოს დაუძლეველ გარემოებად და გადავადდეს საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესის დასრულების შესახებ, მათზე ოფიციალური შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო 50 დღით“.

„სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების“ რა პროცესზე იყო  საუბარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან კონკრეტული პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ წერილით კომპანია ითხოვდა გეოლოგიური კვლევის გადავადებას – „ფორს-მაჟორში ვიყავი, ტექნიკა არ იყო საქართველოში… სხვა, მნიშვნელოვანი მაგ წერილში არაფერი არ არის“.

„გეოლოგიურ კომპანიას უთანხმდები თანხაზე, იხდი ამ თანხას და ის კვლევას ატარებს  – ეს პროცესი ძალიან მარტივია.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კარგად იცის, თუ რატომ არ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენგან იყო მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია _ ვითომდა ჩვენ მიერ საკონკურსო წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მართებულობის დაზუსტების მიზნით. ეს საკმაოდ უხეში კანონდარღვევაა და ეს ალბათ, ერთ-ერთი საფუძველი და მთავარი არგუმენტი იქნება ჩვენი საჩივრის“, – აცხადებს მამუკა ლობჟანიძე.

ბათუმის სტადიონის პროექტის კონკურსზე წარდგენილი პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

„დამატებით დოკუმენტებს სამინისტროდან არავინ სთხოვდა კომპანიას, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, წერილობით, თორემ ასეთი წერილი ჩვენს დეპარტამენტში აუცილებლად გაივლიდა“, – განაცხადეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ წესით, თუ რაიმე დასაზუსტებელი იყო, სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოეთხოვა და არა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

„გეოლოგიური კვლევის ვერდაწყებაზე აქ არ არის საუბარი. ისეთი ზეწოლის პროცესში, როცა, ფაქტობრივად, დაკითხვებზე დავყავდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ჩვენგან იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ კიდევ 150 ათასი ლარი [დაახლოებით ამდენი თანხა სჭირდებოდა გეოლოგიურ კვლევას] გადაგვეხადა, მაშინ როცა არ ვიცოდით, რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს ძნელი და რთულია. ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ სამინისტროს“, – ამბობს მამუკა ლობჟანიძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე სამინისტროს ოფიციალურადაც მისწერეს, „მაგრამ ერთი თვე პასუხი არ გაგვცეს და ეს დრო გამოიყენეს როგორც დაგვიანების შემადგენელი ნაწილი. არადა, როცა პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ერთი დღით დავაგვიანეთ, სამინისტროდან დაჯარიმების წერილი მანამდე მივიღეთ, ვიდრე ეს დაგვიანება დაფიქსირდებოდა“.

ერთ-ერთი უწყება, რომელიც „იბერპროექსის“ დოკუმენტაციით დაინტერესდა, მამუკა ლობჟანიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოა: „ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, არაფორმალურად მოგვთხოვეს დოკუმენტები ასეთი ფორმულირებით – „ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ“. ჩვენი კონტრარგუმენტი იყო ის, რომ საკითხის შესწავლას აქვს თავისი ნორმები და იმ ნორმებისთვის მიემართათ. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ დოკუმენტაცია, რაც საკონკურსო პირობებში იყო მოთხოვნილი, წარმოვადგინეთ… და თუ, ვთქვათ, საკონკურსო პირობის განსაზღვრისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და არ განსაზღვრა ზუსტად რა დოკუმენტები იყო წარმოსადგენი, ან რა შინაარსის და რა ფორმით – ეს ჩვენი ბრალი არ არის…“

„ბათუმელებმა“ მამუკა ლობჟანიძეს სთხოვა იმ წერილის ასლი, რომლითაც ბიზნესჯგუფი ანტიკორუფციული სამსახურისგან მომდინარე ზეწოლაზე ატყობინებდა სამინისტროს, მაგრამ მამუკა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ მას სათავო ოფისთან შეთანხმების გარეშე ამ დოკუმენტის გასაჯაროება არ შეუძლია: „ვინაიდან ჩვენ მაინც სამართლებრივი გზით ვაპირებთ წასვლას, ზედმეტი მოძრაობებისგან თავს ვიკავებთ, ეს ერთი, და მეორე, მე არც ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ და არც მისი თანამშრომელი. ამდენად, ყველა ასეთი გადაწყვეტილების მიღება – კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე თუნდაც ჟურნალისტებისთვის თუ კანონიერი მოთხოვნის საფუძველზეც, უნდა გადაწყვიტოს კომპანიამ. სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყებებს ვუხსნი და ვერაფრით გავაგებინე, რომ მე ოფიციალურად მხოლოდ დირექტორის მინდობილი პირი ვარ და ნებისმიერი თხოვნა თუ მოთხოვნა, რომელიც გაკეთდება – ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა გაკეთდეს კომპანიის სახელზე და არა ჩემი მისამართით“.

რა საკითხს სწავლობს ანტიკორუფციული სააგენტო და იბარებდნენ თუ არა კომპანია „იბერპროექსის“ წარმომადგენელს ძალოვან უწყებაში? – შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ თუ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდება, გვაცნობებენ.

მამუკა ლობჟანიძის თქმით, ორივე მხარე [სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო] პარალელურ რეჟიმში ითხოვდა ერთსა და იმავეს – „ერთი, რომ გინდა თუ არ გინდა დაადასტურეთ, კომპანია მართებულად არის რეგისტრირებული, და მეორე იყო კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებით“.

სტადიონის პროექტი და „ანბანის კოშკი“

არის თუ არა დაკავშირებული „იბერპროექსი“ ასევე ესპანურ კომპანია „ჩMD ინგენეროს“-თან, რომელმაც „ანბანის კოშკი“ [ასევე ახალი ბულვარი, აგრეთვე პარლამენტის შენობა ქუთაისში და სხვ] შენობები დააპროექტა?

„იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე `ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „იბერპროექსი“ საპროექტო ორგანიზაციაა და მას ვინ რასაც შეუკვეთავს, იმ დავალებას ასრულებს, როგორც მომსახურების სფეროში მომუშავე ნებისმიერი კომპანია: „სახელმწიფოსთან კონტრაქტორი ადრე რომელი კომპანიაც იყო ძირითადად, ყველამ იცის. თავის დროზე კი, იმ ძირითადმა კომპანიამ, რომელიც აკეთებდა ამ მშენებლობებისა თუ ნაგებობების პროექტებს, „იბერპროექსს“ მხოლოდ კონკრეტული ნაწილების დაანგარიშება დაუკვეთა… თავის დროზე, როცა პირველად დამისვეს მე ეს კითხვა – მაშინაც ვუთხარი, სადმე წერია, რომ აქ რამე კანონდარღვევაა? დანაშაულია სადმე ჩადენილი? სისხლის სამართლის კოდექსში სადმე წერია, რომ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ავტომატურად ისჯება? რატომაა ასეთი იდუმალებით მოცული ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები“.

ამ ყველაფერზე კი, როგორც მამუკა ლობჟანიძე ამბობს, ამჯერად, უშუალოდ სტადიონის პროექტთან მიმართებაში საუბარი არ ყოფილა: „საერთოდ, “ექსპერტებს“, რომლებიც ამ თემაზე ლაპარაკობენ, ძირითადი არგუმენტაცია აქვთ – ამან მითხრა, იმან მითხრა. არავის არანაირ დოკუმენტში არ ჩაუხედია, ამ დოკუმენტების მართებულობა არ გადაუმოწმებია… მაგრამ უკაცრავად და, სხვადასხვა ოფიციალური დონის ჭორიკნები ამ თემასაც იყენებენ იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ – აი, ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ხალხის ინტერესების მტერი, ხალხის მოღალატე და აი, როგორ მოვექეცით, ქართულად, ვაჟკაცურად, ხმალამოღებული ვებრძვით და ა.შ.“

აშენდება თუ არა სტადიონი ბათუმში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიამ 11 პროექტს შორის გამარჯვებულად „იბერპროექსის“ პროექტი გამოავლინა და კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 31 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 579 000 ლარია [საკონკურსო პირობით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 650 000 ლარი იყო]. კომპანია მე-4 კატეგორიის სტადიონის პროექტს ამზადებდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 25 ივნისის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გარდა გეოლოგიური დასკვნისა, „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.“-ი არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებსაც. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად უნდა მოიშალოს (გაუქმდეს), ხოლო კომპანიას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 12 448,5 ლარის ოდენობით, ვალდებულების დარღვევიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით“.

კომპანიას ხუთ თვეში, ანუ 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ამით პროექტის საბოლოო ვარიანტი და ხარჯთაღრიცხვა დაიდებოდა, რის შემდეგაც სამინისტრო გამოაცხადებდა ტენდერს სტადიონის მშენებლობაზე [რომელიც სწორედ ამ პროექტის მიხედვით აშენდებოდა]. კომპანიის დირექტორის წარმომადგენელი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ აღნიშნულ 5-თვიან ვადაში თავესუფლად ასწრებდნენ ვალდებულების შესრულებას.

„პროექტი ფაქტობრივად მზად არის – გეოლოგიური ნაწილი და გამოყენებული კონსტრუქციების მდგრადობა დაგვრჩა, რომ დავიანგარიშოთ. ეს არის 2-3 კვირის ამბავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა ამ ეტაპზე მიღებული“, _ განაცხადა მამუკა ლობჟანიძემ.

დავით ბალაძე: „მინდა ჩვენს მოსახლეობას, ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულებს და მაყურებლებს ვუთხრა, რომ ქალაქში აუცილებლად აშენდება სტადიონი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტის გაჩერებით საერთოდ არ იქნება სტადიონი. ჩვენ იმ თანხას, რაც არის გამოყოფილი ბიუჯეტში, მოვახმართ აუცილებლად სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას“.

აჭარის მიმდინარე და მომდევნო წლების ბიუჯეტში სტადიონისთვის მთლიანობაში 36,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2017 წელში უნდა დასრულებულიყო.

ამასთან, არსებობს ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების დროს, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, 1 მილიონად შესყიდული პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა არაერთ კომპანიას პატიობს ვადების [მათ შორის ხანგრძლივ] დარღვევას, ათავისუფლებს პირგასამტეხლოსა თუ ბიუჯეტის სასარგებლოდ, მთლიანობაში, მილიონობით გადასახდელი ჯარიმებისგანაც კი, რაც არ მოხდა „იბერპროექსთან“ მიმართებაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთარობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ისიც კი არ გამორიცხა, რომ უცხოეთში ჩავიდნენ სპეციალისტები და იქ რომელიმე სტადიონის იდენტური პროექტი შეისყიდონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რა გზით განხორციელდეს პროექტის  შესყიდვა – გამარტივებული [ერთ პირთან მოლაპარაკების გზით] თუ კონკურსის წესით. სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროექტო თანხა, წესით, იმდენივე უნდა იყოს. კითხვაზე – არის თუ არა შესაძლებელი წინა კონკურსში წარმოდგენილი სხვა 10 პროექტიდან შერჩევა-შესყიდვა, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და თუ ასე მოხდება, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ `აჭარის მთავრობამ მისცა თანხმობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და გამარტივებული წესით შეისყიდეს“.

ანგისის სტადიონის ტენდერი უარყოფითი შედეგით

უარყოფითი შედეგით დასრულდა ბათუმში, ანგისის დასახლებაში კიდევ ერთი  სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი.

ანგისაში სპორტული ბაზის [მათ შორის სტადიონის] მშენებლობისთვის ქალაქის მერია მაქსიმუმ 5 მილიონ 330 ათასი ლარის გადახდას გეგმავდა.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა [შეთავაზება 5 მილიონ 99 ათას 997 ლარი]. თუმცა, მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

„კონვენტ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“

ხელახალი ტენდერი ამ დრომდე არც მერიას გამოუცხადებია.

ბათუმის სატრანსპორტო სააგენტომ ახალი საჯარიმო აპარატები და უნიფორმები შეიძინა

 

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ავტომობილები

 

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ახალი ლოგო

 

ცვლილებების პრეზენტაცია სააგენტომ დღეს 3 საათზე ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში გამართა. ცვლილებების ფარგლებში ასევე შეიცვალა სააგენტოს ლოგოც.

 

ბათუმის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსის გიორგი ჩხეიძის თქმით, მინი თერმული აპარატები სააგენტომ 25 000 ლარად ხოლო, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ოთხივე სეზონის უნიფორმები 5000 ლარად შეიძინა. პარკირების შესამოწმებელი სპეციალური აპარატებით, რომლებიც უზრუნველყოფილია ფოტოკამერებით, შესაძლებელი იქნება ოქმების ონლაინ რეგისტრაცია.

 

სააგენტოში სულ 18 კონტროლიორი, ორ-ორ ჯგუფად მუშაობს.

 

როგორც ინფრასტრუქტურის სააგენტოში ამბობენ, ცვლილებები პარკირების ადმინისტრირების გაუმჯობესების, მუშაობის ეფექტურობის ამაღლების, თანამედროვე საშუალებების დანერგვისა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელედა.




ქედაში მცენარეების დაავადებები გამოავლინეს

 

მცენარეთა დაავადებებთან საბრძოლველად მუშაობა ქედაში აჭარის სოფლის მეურნობის სამინისტროს ორგანიზებით დილის 11 საათიდან დაიწყო, მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდით სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ფერმერებს, სპეციალისტებთან დაავადებული მცენარეების სინჯები მიაქვთ.

 

ფიტო პათოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი ზოია სიხარუილიძე ამბობს, რომ ქედაში მცენარის სხვადასხვა სოკოვანი დაავადება გამოვლინდა,  სპეციალისტი ფერმერებს დაავადების გამოვლენისთანავე პრევენციული ღონისძიების გატარებას ურჩევს.

 

„ჩვენ მიზანია დავეხმაროთ ფერმერებს მცენარეთა დაავადების გამოვლენასა და დიაგნოსტირებაში, ზოგჯერ ფერმერისთვის მცენარის სიმჭკნარე და ლაქა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ეს ასე არ არის, უამრავი სოკოვანი დაავადება არსებობს, ბაქტერიული, ვირუსული, რომლებსაც თითქმის ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ, წელს გამოჩნდა ისეთი დაავადებები, რაც აქამდე ასე გავრცელებული არ იყო, მაგალითად, თხილის ნაცარი.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ მცენარეზე მცირე პათოლოგია შეინიშნება, აუცილებელია პრევენციული ღონისძიების გატარება, დაზიანებული ტანი უნდა მოცილდეს მცენარეს, გარდა ამისა, აუცილებელია მცენარის ქიმიური წამლობა,

ყველა კულტურას თავისი დაავადება აქვს, ციტრუსში გავრცელებელია დაავადება მარსეკო, ნაყოფის ქეცი, მელანოზი, რაც შეეხება ქედას, სინჯებიდან გამომდინარე გამოიკვეთა  პომიდორის დაავადება არტერნარიოზი, ადრეული სილაქავე“.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ დაავადებასთან საბრძოლველად და პრევენციისთვის მსგავსი ღონისძიება ხელვაჩაურსა და ქობულეთში მოეწყო, 21 ივლისს კი ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართება:

 

„მავნებლებთან და დაავადებასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი და მკურნალობაც შესაბამისი იქნება. ეს მომსახურება უფასოა, მოსახლეობას მოაქვს სინჯები, სპეციალისტები კონსულტაციას უწევენ ფერმერებს, მაგრამ არის დაავადებები, რომელთა გამოკვლევაც საველე პირობებში შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მცენარეს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება და პასუხი ფერმერს ეცნობება.

სასამართლომ ბათუმის მერიას „ნაცმოძრაობის“ წევრის სამსახურში აღდგენა დაავალდებულა

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლო

„სამ საკითხზე ვედავებოდით მერიას, – ეს იყო ბრძანების გაუქმება, რომელიც მოდებაძის გათავისუფლებას შეეხებოდა, მეორე იყო მოდებაძის სამსახურში აღდგენა და მესამე ნაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. თავის დროზე მოდებაძე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო რეორგანიზაცია. სიტყვა სიტყვით მოსამართლეს არ უთქვამს, რომ მოდებაძის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმედია ამას დაწერს. მოსამართლემ თქვა, რომ ეს რეორგანიზაციით გათავისუფლება არ იყო, შესაბამისად, სხვა მუხლი არ რჩება, რადგან სასამართლო პროცესით ერთი რამ დადასტურდა – ირაკლი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, ირაკლი მოდებაძის გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა ბათუმის მერმა, გია ერმაკოვმა, რაც ის 21 მარტს თავისი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წავიდა თბილისში. „იცოდნენ, რომ ირაკლი აუცილებლად წავიდოდა აქციაზე და გააფრთხილეს, რომ არ წასულიყო და შეასრულეს კიდეც“.

ირაკლი მოდებაძე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. როგორც თავად ამბობს – ნაცდური თანხა დაახლოებით 3 ათასი ლარი იქნება. ირაკლი მოდებაძის გარდა სამსახურში აღდგენას ბათუმის მერიის კიდევ სამი ყოფილი მოხელე ითხოვს. მათ ინტერესებს სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა იცავს.

ბათუმის მერიის ააიპ-ის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორის გიგა ჩხაიძის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ: „გუშინ გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ველოდებით სამოტივაციო ნაწილს. გვაინტერესებს რაზე დაფუძნებით არის გამოტანილი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრებთ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც იქნება სამოტივაციო ნაწილში მითითებული. გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში, მათ შორის თუ საჭირო დარჩება, უზენაეს სასამართლოშიც“.

შსს: ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

 

შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

ქართველ ჟურნალისტებს თურქეთში, საავადმყოფოს ეზოში, სცემეს

 

ჟურნალისტები ბათუმიდან თურქეთში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად წავიდნენ. ინციდენტი რიზეს საავადმყოფოს ეზოში მოხდა, სადაც, შორენა ღლონტის ინფორმაციით, შეკრებილი იყვნენ ავტოავარიის დროს დაშავებული თურქი მოქალაქის ახლობლები. ამ ავტოკატასტროფის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

 

„ავარიის გასაშუქებლად ჩასულ ჩვენს ოპერატორს უჩა დევაძეს კამერა დაუმტვრიეს, გადაღებული მასალა კი გაუნადგურეს. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. მომხდარის გამო მედიის წარმომადგენლები გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რეპორტიორს გოგიტა გოგიტიძეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. რიზეს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკითხვას ტრაპიზონის გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე ესწრებოდა. ის აცხადებს, რომ საქმეს საკონსულო პირად კონტროლზე აიყვანს. სასამართლო დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება. მე და  ტელევიზიის დირექტორის მოადგილე, ცოტნე ანანიძე გუშინ გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ წავედით, როცა ამ ინციდენტის შესახებ შეტყობინება მივიღეთ”, -განაცხადა შორენა ღლონტმა.

 

შორენა ღლონტის ინფორმაციით, ინციდენტის დროს „რუსთავი 2“-ის კამერაც დაამტვრიეს.

ბათუმში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასგულისხმობს. 

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები ”დევისის” თასზე

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი | ალექსანდრე მეტრეველი | გიორგი ცივაძე | გიორგი ჯავახიშვილი

 

ნაკრები გამგზავრებამდე თბილისში, ვაკის კორტებზე ვარჯიშობდა. „დევისის“ თასის ევროპის ტური სან-მარინოს რესპუბლიკაში გაიმართება. საქართველოს გარდა მასში 12 ქვეყანა: ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მალტა, მონტენეგრო, ნორვეგია და სან-მარინო მონაწილეობს. „კარგად ვართ მომზადებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ლიგაში გადავინაცვლოთ. მთავარია ეს მომზადება გამოვიყენოთ. წინა წლებში ვერ მოახერხა თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად წელს ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკა (ნიკოლოზ) ბასილაშვილი, ეს ძალიან დიდი სტიმულია გუნდისთვის“ – უთხრა „ბათუმელებს“ გამგზავრებამდე გიორგი ცივაძემ, რომელიც წელს მეექვსედ მონაწილეობს „დევისის“ თასზე.

 

კენჭისყრის შედეგად გუნდები ოთხ ქვეჯგუფად დაიყო. თამაშები 15 ივლისს დაიწყება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფში შეხვდებიან ერთამანეთს. ფლეი-ოფის გამარჯვებული კი, მეორე ლიგაში გადაინაცვლებს. „დევისის“ თასის ევროპის ტური 18 ივლისს დასრულდება.

 

 

 

ხუთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ბათუმში

 

სასტუმრო „ინტურისტი“:

ამ სასტუმროში ყველაზე იაფი ნომერი ივლისი-აგვისტოს თვეში 165 დოლარი ღირს – ეს ერთადგილიანი ნომრის ფასია. ორადგილიანი სტანდარტული ნომერი კი 195 დოლარი ღირს „ინტურისტში“.

 

„ინტურისტს“ აქვს უმაღლესი სტანდარტის ორი ნომერი – „გაუმჯობესებული დიზაინისა და ლუქსის კატეგორიის ორადგილიანი პრემიერ-მინისტრის ნომერი“, რომელიც 1062 დოლარი ღირს. ასევე აქვს იმავე კომფორტის ორადგილიანი საპრეზიდენტო ნომერი, რომელიც ერთი ღამით 2124 დოლარი ღირს.

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“:

„რედისონს“ ბათუმში 168 ნომერი აქვს. სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებული პრაისის მიხედვით, მინიმალური თანხა, რაც ამ სასტუმროში ადამიანს ერთი ღამის გათევისთვის სჭირდება – 130 დოლარია, თუმცა ამ ფასში არ შედის საუზმე. ბიზნესკლასის ნომერი აქ 190 დოლარი ღირს, ხოლო სპა ლუქსი, რომელშიც საუზმეც მოიაზრება – 270 დოლარი. სასტუმრო „რედისონს“ ასევე აქვს საპრეზიდენტო აპარტამენტებიც, თუმცა ფასის შესახებ არაფერი აქვს თავის ვებგვერდზე მითითებული.

 

სასტუმრო „ჰილტონი“ ბათუმში:

სასტუმრო „ჰილტონს“ სულ 247 ნომერი აქვს. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის აქ ფასები 147 დოლარიდან იწყება (კვების გარეშე) და 345 დოლარს აღწევს – ამ ფასში კვებაც მოიაზრება.

 

ყველაზე ძვირადღირებული ნომერი „ჰილტონში“ – საპრეზიდენტო აპარტამენტები, ერთი ღამით 1945 დოლარი ღირს, რომელშიც მხოლოდ საუზმე შედის. იგივე ნომერი ორჯერადი კვებით ღირს 2100 დოლარი.

 

სასტუმრო „შერატონი“ ბათუმში:

„შერატონს“ ბათუმში 202 ნომერი აქვს. სეზონზე ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ერთი ნომერი 200 დოლარი ღირს, ხოლო ორადგილიანი ნომერი – 240 დოლარი.  არასეზონურად იგივე ნომრები 160 და, შესაბამისად, 200 დოლარი ღირს. ამ სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასი სეზონზე, რომელსაც ტერასა აქვს, 500 დოლარი ღირს.

 

შერატონს აქვს საპრეზიდენტო ნომერიც, რომლის არსებობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ონლაინ სივრცეში „ბათუმელებმა ვერ მოიძია. წინა წლების მონაცემებით, ამ სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი მინიმუმ 2000 დოლარი ღირს.

 

სასტუმრო ლეო გრანდი:

ეს სასტუმრო, ისე როგორც „ჰილტონი“, სულ ახლახანს გაიხსნა, სასტუმროს აქვს 180 ნომერი. ყველაზე იაფი ერთადგილიანი ნომერი „ლეო გრანდში სეზონზე 130 დოლარი ღირს. რიგითი მოკვდავებისთვის ყველაზე იაფი ორადგილიანი ნომერი ამ სასტუმროში 150 დოლარი ღირს.

 

„ლეო გრანდს“ აქვს საპრეზიდენტო აპარტამენტებიც, რომელიც 2000 დოლარი ღირს.

ავარია თურქეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული საქართველოს მოქალაქე

 

„როგორც საკონსულოს დახმარებით გავარკვიეთ, გარდაცვლილია ერთი ქალბატონი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი კი არდაშენის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ეს საავადმყოფო სარფიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. შემთხვევა რიზეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა“, – უთხრა ლევან გორგილაძემ „ბათუმელებს“.

 

ლევან გორგილაძეს სხვა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით არ აქვს. არც ის არის ცნობილი, რა ტიპის ტრანსპორტი მოყვა ავტოკატასტროფაში ან საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა ტრანსპორტში.

 

ჯგუფი საქართველოდან შემთხვევის ადგილზე გასასვლელად ემზადება.

რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

 

ბატონო თეიმურაზ, რას ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაცია?

ტყის ინვენტარიზაცია გულისმობს ტყეში არსებული რესურსის შესწავლას, თუ რა რესურსი გაგვაჩნია. რესურსის დადგენასთან ერთად გაიმიჯნება ადმინისტრაციული საზღვრები როგორც მუნიციპალიტეტებს შორის, ასევე ტყის კვარტლებს შორის; შესწავლილი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიებზე რა ფართობის საძოვრები და სათიბებია; ასევე დადგინდება გავრცელებული მერქნის სახეობები; კორომების რაოდენობა (ახალგაზრდა ტყეები), რამდენ კილომეტრში შეიძლება შევიყანოთ გზა, რა ოდენობის მერქანი გაგვაჩნია. დამუშავებული მონაცემებით შეიქმნება ელექტრონული ბაზა. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტყის ინვენტარიზაცია, თუმცა 1995 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.

 

ინვენტარიზაციის დროს გაიმიჯნება თუ არა .. საგვარეულო ტყეები?

ადმინისტრაციული საზღვრები პრეზიდენტის ბრძანებულებით იცვლება, ინვენტარიზაციის დროს მხოლოდ საზღვრები დაზუსტდება. რაც შეეხება კონკრეტულად საგვარეულო ტყეების გამიჯვნას, ეს ინვენტარიზაციის  ვალდებულებაში არ შედის. ქედის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგვარეულო ტყეები გასულ წელს იქნა შესწავლილი, თუმცა დოკუმენტურად არ არის გამიჯნული და დღემდე საგვარეულო ტყეები ჩვენს ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად, ზედამხედველობას ჩვენ ვუწევთ. როცა გაიმიჯნება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. ეს არ არის დიდი ფონდი.

 

სამუშაო პროცესში მოქალაქეებს ტყით სარგებლობაში პრობლემები ხომ არ შეექმნებათ?

არანაირი პრობლემა და შეზღუდვა არ შეექმნებათ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ოდენობის ფონდი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაიტანოს იმ ოდენობის სათბობი შეშა, რაც მას სჭირდება. რაც შეეხება სამასალე მერქანს, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა გვთხოვს, მოქალაქეს გამოვუყოთ სამასალე მერქანი, მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ყოველ შემთხვევაში სამასალე მერქანთან დაკავშირებით მოქალაქემ განცხადებით გამგეობას უნდა მიმართოს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში არებული კომისია იმსჯელებს და სამასალე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ტყის ინვენტარიზაციის დროს კონტრაქტორთან ერთად ჩაერთვებიან თუ არა სააგენტოს წარმომადგენლები?

შესწავლის პროცესში  აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი წარმომადგენლები, ამისთვის მათ ტრენინგები უტარდებათ. როგორც გვაცნობეს, აჭარის მაღალმთიანეთში ტყის ინვენტარიზაციის პროცესი ივლისში დაიწყება და პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

 

რაც შეეხება მონაცემებს, ქედის მაგალითზე ვიტყვი, რომ მონაცემები თითქმის იგივე იქნება. თუ 1995 წლის მონაცემებით სატყეო ფონდი ქედაში 37 570 ჰექტარი იყო, დღეის მდგომარეობით ფონდი 36 ჰექტარით ნაკლები იქნება, რადგან 36 ჰექტარი ჩვენი ტყის ფონდიდან მაჭახელას პარკს გადაეცა. ინვენტარიზაციის პროცესში ეს საზღვრები გაიმიჯნება.

ბათუმში პატრულმა ნარკოტიკის შემცველი 43 200 აბი ამოიღო

 

სამართალდამცავებმა, ბულგარეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სამედიცინო პრეპარატ „სედალგინის“ 43200 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 432 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 648 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება „ფენობარბიტალს“ შეიცავს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

უცხოეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ტუღუშისა და ბენდის კონცერტი კოლონადებთან

ვაჟა ტუღუში
ვაჟა ტუღუში

წინასწარი გეგმის მიხედვით, ვაჟა ტუღუშთან ერთად დღევანდელ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ლაშა ღლონტიც. დღეს ეს ერთადერთი კონცერტი იქნება, რომელიც ფესტივალის – „ჰით ბათუმის“ ფარგლებში ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის კლუბები ევროასპარეზობას გამოეთიშნენ

 

#8 გიორგი პაპუნაშვილი, თბილისის ”დინამოს” ნახევარმცველი ”გაბალასთან” თამაშის შემდეგ | 9 ივლისი 2015

 

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართა. ბათუმის „დინამო“ სტუმრად კვიპროსში „ომონიამ“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. იმავე ანგარიშით დამარცხდა თბილისის „დინამოც“ აზერბაიჯანის „გაბალასთან“, ხოლო ერთი გოლის გატანა შეძლო, სამი ბურთი კი საკუთარ კარში გაუშვა „ცხინვალმა“ და 3:1 დამარცხდა სტუმარ რუმინეთის „ბოტოშანთან“.

 

2016 წლის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

 

2 ივლისიპირველი მატჩი

ბათუმის „დინამო“ 1-0 „ომონია“

თბილისის „დინამო“ 2-1 „გაბალა“

 „ცხინვალი“ 1-1 „ბოტოშანი“

 

9 ივლისისაპასუხო მატჩი

ბათუმის „დინამო“ 0-2 „ომონია“

თბილისის „დინამო“ 0-2 „გაბალა“

„ცხინვალი“ 1-3 „ბოტოშანი“

 

 

ბათუმის დინამო – კვიპროსის ომონია

 

თბილისის დინამო – ბაქოს გაბალა

 

ცხინვალის ცხინვალი – ბოტოშანი

 

 

ხვალ სტუდენტები არქიტექტურის სპეციალობაში სადიპლომო ნაშრომებს დაიცავენ

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

  

სადიპლომო ნაშრომს ოთხი სტუდენტი დაიცავს.


უნივერსიტეტსა და ბათუმის მერიას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტების მიერ მომზადებული ორი – სპორტული და საბაღო კომპლექსის პროექტი საჩუქრად ბათუმის მერიას გადაეცემა.

სადიპლომო ნაშრომების დაცვას აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.




Exit mobile version