გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

ბათუმში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ”ნიუ ენერჯი” ახორციელებდა. ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

შპს „ინვესტპროექტს“ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების პირობით გადასცა. ინვესტორმა შესაბამის დოკუმენტს 2012 წელს მოაწერა ხელი. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ გადაცემულ ნაკვეთზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გადიოდა და იქ სასათბურე მეურნეობის მოწყობა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მან მთავრობასთან ნაკვეთის გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკება, რაც დადებითად გადაწყდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „ინვესტპროექტს“ 8 240 ლარის ამოღებაზე უჩივლა სასამართლოში. 2014 წლის მარტში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მის სასარგებლოდ გადაწყდა, ინვესტორის თქმით, ის იძულებული გახდა საქმე შეეჩერებინა. „ტურინვესტპროექტი“ 2012 წელს რუსეთის მოქალაქემ ილია ხაჯმა და ქობულეთში მცხოვრებმა დალი მეგრელიძემ დააფუძნეს. ილია ხაჯი კომპანიის 75%-ს ფლობს. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ნუგზარ მეგრელიძე იკავებს. სასამართლო დავა მიმდინარეობს კომპანია „პორტო ფინ“-სა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შორისაც. ამ შემთხვევაში კომპანია უჩივის სახელმწიფოს. ინვესტორი მიიჩნევს, რომ სამინისტრო მას უსამართლოდ აჯარიმებს, ამიტომაც სახელმწიფოსგან 999 960 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. უკრაინელ ინვესტორს, რომელმაც ბათუმში კომპანია „პორტო ფინი“ დააფუძნა, მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს (სადაც ადრე ყინულის მოედანი იყო განთავსებული), 900 000 ლარად, სასტუმროს მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ლევან ვარშალომიძემ გადასცა. „პორტო ფინის“ იურიდიულ მომსახურებას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გელა მახარაძე უწევს. ის ამბობს, რომ ინვესტორმა მინისტრ დავით ბალაძეს ბატონობით არ მიმართა, რამაც მინისტრი გააღიზიანა: „პატარა კინკლაობა იყო, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ მაგარი ბიჭია [მინისტრი] და ხელშეკრულება გააუქმა“. დავა ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

კომპანიას სასამართლოს ორმა ინსტანციამ უარი უთხრა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – კომპანიას 73 221 ლარი ზიანის ანაზღაურებისთვის დააკისრეს, ხოლო 73 200 აშშ დოლარი – პირგასამტეხლოს ნაწილში. სამინისტროს იურისტის, გელა ცინცაძის განმარტებით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა: „გადაიტანა ყინულის სასახლე, რაშიც მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა შესყიდვის თანხა – 900 000 ლარი ვერ გადაიხადა, რის გამოც ხელშეკრულება მოიშალა. რაც შეეხება ბატონობით არ მიმართვას, არაფერი ვიცი. თუმცა, ცხადია, რომ კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა“. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 121 604 ლარით დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრი „სალვე“. კომპანიამ ჯარიმა ვერ გადაიხადა, რის გამოც სამინისტრომ სარჩელით სასამართლოს მიმართა. კომპანიას ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა სისხლის ბანკი გაიხსნა, კლინიკის მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება ჰქონდა აღებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა გორგილაძის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად მათ ლევან ვარშალომიძემ გადასცა: `სინამდვილეში, ეს მთლად სიმბოლური ფასიც არ იყო – შეთანხმება გვქონდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მთავრობას სხვა ნაკვეთს გადავცემდით. გარდა ამისა, ახალ კლინიკაში, რომელსაც ავაშენებდით, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული დედათა და ბავშვთა ცენტრი უნდა გადმოსულიყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს საკითხები გაჭიანურდა. ისინი რაღაცებში ვერ დარწმუნდნენ და გაიპარა ვადები, ყოველ ვადაგადაცილებულ ერთ დღეზე ჯარიმა 2500 ლარია, რამაც საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტს მიაღწია და დაგვაჯარიმეს. შემდეგ რამდენჯერმე ვიყავით მოლაპარაკებაზე, ტენდერიც მოვიგეთ და სხვანაირად შემოგვხედეს“.

სამინისტროს იურისტის განმარტებით კი, კომპანიამ სახელმწიფოს დაპირებული, სანაცვლო ნაკვეთი ვერ გადასცა, რადგან ის იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ ამის გამო მოშალა. სასამართლოსთვის არ მიუმართავს, თუმცა სამინისტრომ ხელშეკრულება „ნიუ ენერჯისაც“ გაუუქმა. შპს „ნიუ ენერჯი“ 2004 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში ერთ-ერთი ფავორიტი კომპანია იყო. „ნიუ ენერჯი“ ყოველწლიურად მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთებს იღებდა ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა, რომელზეც ძებნა ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე გამოცხადდა, 30%-იანი წილისა კი – ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა. 2008 წლიდან ამ კომპანიის ბათუმის ფილიალის კონსულტანტის თანამდებობა ეკავა გიორგი გაბაიძეს, რომელიც ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

2014-2015 წლებში პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ სულ 35 ინვესტორს დააკისრა, აქედან ჯარიმა მხოლოდ 12-ს აქვს გადახდილი, რამდენიმეს გადასახდელი აქვს, უმეტესობას კი ვადები გაუგრძელეს ან ჯარიმები აპატიეს. მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობას არეგულირებს ერთი – კანონი „აჭარის ქონების მართვის შესახებ“. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ინვესტორს პატიობს ხელისუფალი ჯარიმას ან პირიქით – როცა აჯარიმებს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პრინციპით უნდა სარგებლობდეს.

კითხვაზე, როგორ განსაზღვრავთ, ვის უნდა აპატიოთ და ვის უნდა უჩივლოთ? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ შეიძლება აპატიონ მას, ვისაც საპატიო მიზეზი აქვს. მან მაგალითად „ბაბილონი თაუერის“ მშენებელი კომპანია „ტამ ჯეო“ მოიყვანა, რომელსაც ბევრჯერ გაუგრძელეს ვადა და ბევრჯერ აპატიეს ჯარიმები. „მან მთლიანად საძირკველი შეცვალა“, – განმარტა მინისტრმა.

თუმცა საძირკვლის გასამაგრებლად გეოლოგიური კვლევის ჩატარება ანუ ანალოგიური მიზეზი, რაც ბათუმის სტადიონის პროექტის ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ახლახან წარუდგინა სამინისტროს, საპატიებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ხელშეკრულება მასაც გაუუქმეს. ხელშეკრულებაგაუქმებული კომპანიის დირექტორის მინდობილმა პირმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მათ ტენდერში გაიმარჯვეს, სპეცსამსახურები მუდმივად დაკითხვებს უწყობდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონის ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვების გამო ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებზე პასუხის გაცემა დავით ბალაძეს „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსაც მოუწია.

რეგულირების სააგენტო აჭარასა და გურიაში აფთიაქებს შეამოწმებს

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელიც პერიოდულად ახორციელებს ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებებს, მაისში კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა აჭარისა და გურიის რეგიონში. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის მიერ შედგა 18 სამართალდარღვევის ოქმი, რომელთაგან 17 შემთხვევაში მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა დაფიქსირდა.

 

სააგენტოს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ აფთიაქები საკურორტო ზონებში მუდმივად არ ფუნქციონირებს და ხშირად მათი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების პერიოდი უშუალოდ საკურორტო სეზონს უკავშირდება, 14 ივლისს სააგენტოში შეიქმნა კომისია, რომელიც განმეორებით განახორციელებს ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ღონისძიებებს აჭარისა და გურიის რეგიონში (ბათუმი, ქობულეთი, დაბა ურეკი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) განთავსებულ იმ დაწესებულებებში, რომლებმაც შეტყობინების გამარტივებული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დაიწყეს.

 

მიმდინარე წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით 186 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების (აღრიცხვა, მიღება, შენახვა, გაცემა, სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მოუწოდებლობა, სანებართვო პირობების დარღვევა) დარღვევა დაფიქსირდა 63 შემთხვევაში, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევა კი – 113 შემთხვევაში.

გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

 

ქედა
ქედა

ზამთრისთვის გამზადებული შეშა ქედის ქუჩებში პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული, მოსახლეობა ამ გზით თითქმის ოთხი წელია ცდილობს შეშა მშრალად შეინახოს. 


2010 წელს, როდესაც სახელმწიფომ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაასახელა, ქედის ქუჩებში არსებული სათავსოები, დამხმარე ნაგებობები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახურ შენობებად მიიჩნია და მოსარგებლეებს მათი დემონტაჟი აიძულა. ქედის მაშინდელი გამგებელი, ირაკლი ბარამიძე აცხადებდა, რომ საშეშეების არსებობა მაღალმთიანეთში საჭირო არ იყო, რადგან რამდენიმე თვეში დაბის გაზიფიცირება დაიწყებოდა. მას შედეგ წლები გავიდა, მაგრამ არც მუნიციპალიტეტის გაზიფიკაციას უჩანს პირი და ვერც სათავსოების ხელახალი მოწყობის ნებართვა მიიღო მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ქედის გაზიფიცირების პროექტი აქტიურად განიხილება. გამგებელი იმედოვნებს, რომ გაზიფიკაციის პროექტი 2015 წლის ბოლომდე მომზადდება, მომავალი წლიდან კი დაბა და მიმდებარე სოფლები ბუნებრივი აირის მაგისტრალებით დაიქსელება.

„ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ქედის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხი, რომელიც ქედასთან ერთად შუახევის გაზიფიცირებასაც მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიონი ლარია. ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა ბათუმის გვერდის ავლით დაიწყება – ცალკე ხაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ამოვა. საპროექტო სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სახელმწიფო მხოლოდ დაბების გაზიფიცირებას დააფინანსებს. რაც შეეხება სოფლებს, სამომავლოდ სოფლებში გზები მოწესრიგებული იქნება და მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სავარაუდოდ პრიორიტეტად გაზიფიცირებას დაასახელებს. შესაბამისად, ამ პროგრამის მეშვეობით დაიწყება მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფლების გაზიფიცირება. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება რამდენიმე წელს მოიცავს. რაც შეეხება საშეშეებს, ამის საჭიროება არ იქნება – დაბა ქალაქის ტიპის დასახლებაა და არ არის სასიამოვნო დამხმარე ნაგებობები მოეწყოს“, – განაცხადა ქედის გამგებელმა.

 

დავით დუმბაძის თქმით, ის სათავსოების მოსაწყობად ნებართვას მხოლოდ მაშინ გასცემს, როდესაც გაზიფიცირების შემდეგ სათავსოების მოწყობის აუცილებლობა მაინც დადგება. გამგებელი იმასაც დასძენს, რომ მანამდე აუცილებელია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს იურიდიული სტატუსი მიენიჭოს და მათ სარგებლობაში არსებული მიწები გაიმიჯნოს.
დავით დუმბაძე: „ბევრი ბინა დაურეგისტრირებელია, არ აქვს პრივატიზაცია, არ არის ჩამოყალიბებული ამხანაგობები, ეს კი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პრობლემას ქმნის. ვის მივცე მშენებლობის ნებართვა? თუ ეს ყველაფერი კანონიერ ჩარჩოებში არ მოექცა, ნებართვას ვერ გავცემ. მინდა ბუნებრივი აირის საკითხი მოგვარდეს. რაც შეეხება ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლს – აქ მცხოვრებლებმაც სთხოვეს მინისტრს სათავსოების მოწყობა. ეს სახლი როგორც დაკანონებულია, ისე ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, მაგრამ თუ ამ საცხოვრებელ სახლს მივცემ სათავსოების მოსაწყობად ნებართვას, ეს სხვებში გაუგებრობას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სათავსოების მოწყობის საკთხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც ყველა კორპუსის პრობლემა მოგვარდება“.

 

ქობულეთის სოფლები მაგისტრალურ გაზსადენთან გაზის გარეშე


გაზი
გაზი

„აჭარაში ბუნებრივ გაზზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით და შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა საკუთარი სახსრებით განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებები.

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ გაზსადენთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი მუშაობა, თუმცა დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები არც ქობულეთის გამგეობისთვისაა ცნობილი. გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც აჭარის მთავრობასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ.

 

„რას გადაწყვეტენ ახალი პროექტით და სად გაივლის გაზსადენი, კონკრეტულად არ ვიცით. ჩვენ მოკვლევა დაგვავალეს და გადავეცით იმ სოფლების სია, რომლებთანაც ძველი მაგისტრალი ახლოს გაივლის,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, ე.წ. ცენტრალური მაგისტრალების აღდგენას სახელმწიფო დააფინანსებს და შემდეგ შესთავაზებენ ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს, მათ მოახდინონ სოფლების დაქსელვა და აბონენტების გამრიცხველიანება/ქსელზე დაერთება: „გარკვეულ ადგილებამდე მივიყვანთ მილებს და შემდეგ კომპანიები დაქსელავენ სოფლებს. ამით მათ, ასე ვთქვათ, გავუადვილებთ საქმეს, სოფლებში – ხალაში, ცეცხლაძეებში, ჯიხანჯურში კი დაჩქარდება გაზიფიცირება. ცენტრალური მილი უკვე შეყვანილია ხუცუბანშიც”.

 

სულხან ევგენიძის თქმით, 2016 წლამდე უნდა დასრულდეს სოფლების: ხუცუბნის, ქვედა სამების, ზედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვასა და ზედა დაგვას გამრიცხველიანება.

 

რაც შეეხება ბუკნარს, საჩინოსა და დაბა ჩაქვს [ასევე ციხისძირში 70 ოჯახს], სადაც დაქსელვა/გამრიცხველიანება დასრულებულია, მილებს შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დააერთებენ აბონენტებს.

 

„დაბა ოჩხამური უკვე დაქსელილია, თუმცა მიმდინარეობს წყალგაყვანილობის სამუშაოები და როცა ეს დასრულდება, შემდეგ გაზგაყვანილობის მილებს კვლავ გადაამოწმებს „სოკარი“ და ჩართავს გაზს. ზედა ოჩხამურშიც გაკეთებულია მილები სოფლის პროგრამის ფარგლებში. უკვე გადავცემთ ბალანსზე „სოკარს“ და ის დაქსელავს,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სხვა სოფლებში [განსაკუთრებით, იმ სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ცენტრალურ გაზსადენს] მიმდინარე და მომავალ 2016 წელშიც ამ კუთხით რაიმე პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის. არსებობს გეგმა, რომლითაც აჭარის გაზიფიცირება 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს.

ალექსანდრე მეტრეველმა 10,000$-იანი ტურნირი მესამედ მოიგო

 

  მან ფინალურ შეხვედრაში ესპანელი ჯორდი ვივესი 6-2 5-2 დაამარცხა.

ქართველმა 21 წლის ჩოგბურთელმა მიმდინარე ზაფხულს 10,000 დოლარიანი ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო. 


ალექსანდრე მეტრეველი



კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა

 

სამშენებლო კომპანია „ძველი ბათუმი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დაგეგმილი პროექტის K2-კოეფიციენტის ანუ შენობის მასშტაბების გაზრდის მისაღებად ბათუმის საკრებულოსთან უშუამდგომლა. გასულ წელს მსგავს გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენცია იყო, ახლა მერის კომპეტენციაა.

 

„ძველი ბათუმი“ ფარნავაზ მეფის #150-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. არჩილ ხაბაძე შუამდგომლობის წერილში წერს, რომ კომპანია მზადაა ბათუმის ბიუჯეტის სასარგებლოდ K2-ის, ანუ მშენებლობის მასშტაბების დადგენილზე მეტად გაზრდის გადასახადი (42 872 ლარი) გადაიხადოს.  

 

შპს „ძველი ბათუმი“ 2011 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ირაკლი თურმანიძე და ნუკრი ბერიძე ინაწილებენ.

 

არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა კომპანია PROMER-CASA-საც. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და დ.კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, #10-ში მრავალფუნქციურ შენობას აშენებს. 

 

შუამდგომლობის წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ კომპანია დაასაქმებდა არანაკლებ 200 მოქალაქეს, მიწის მესაკუთრეებს გადასცემდა 2200 კვ/მ საცხოვრებელ ფართობს, მათ შორის 1000 კვ/მ-ს გარემონტებულ მდგომარეობაში. ასევე დაფარავდა ოთხი მესაკუთრის, სულ 56 000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკურ სესხს.  ამ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საცხოვერებელი ბინების გარდა ბათუმს შეემატებოდა დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, მოეწყობოდა მიწისქვეშა ავტოსადგომი.

 

PROMER-CASA 2013 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის 80%-ს ფრიდონ ქათამაძე ფლობს, კომპანიის 20 პროცენტის მფლობელი კი თეიმურაზ ტუღუშია.

 

კომპანია „მომავლის ხედვას“ არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 9.0-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანგისის დასახლებაში საცხოვრებელი-სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

 

„შენობა შედგება ორი სადარბაზოსგან, ერთ სადარბაზოში განთავსდება 101-ნომრიანი სასტუმრო, მეორეში კი საცხოვრებელი ბინები“.

 

„დუპლექსი-სამშენებლო კომპანიაც“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ბათუმის საკრებულოსთან K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #8-ში მრავალსართულიან სახლს აშენებს.

 

„დუპლექსი-სამშენებლო კომპანია“ 2007 წელსაა დაფუძნებული და მას ლევან მჟავანაძე და ხვიჩა შარაშიძე ფლობენ.

 

შპს „მაგი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გეგმავს, კომპანიას არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 4,3-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ეს პროექტი ბინის არმქონე მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, რადგან კომპანია იღებს ვალდებულებას, მსურველებს ბინა უპროცენტო, გრძელვადიანი განვადებით მისცეს. ამავდროულად კომპანია მშენებლობაზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

 

შპს „მაგი“-ს ერთპიროვნული მფლობელი გრიგოლ მოდებაძეა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული.

 

K2-კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობა მერიის კომპეტენციაა, კომპანიებს შეუძლიათ ნებართვის მისაღებად არა მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართონ. სამსახური დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოამზადებს დოკუმენტს და ხელმოსაწერად მერს წარუდგენს, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კომპანიების მფლობელები მთავრობის თავმჯდომარესთან მიდიან და შუამდგომლობას მისგან ითხოვენ. არჩილ ხაბაძე ხშირად შუამდგომლობს ისეთ კომპანიებსაც კი, რომლებმაც მთავრობასთან მანამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, შესაბამისად, ჯარიმის ჩამოწერა ან აღებული ვალდებულების გადავადება ითხოვეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მთავრობის თავმჯდომარე რიგ კომპანიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იგივე შუამდგომლობეზე უარს ეუბნება. უარის დოკუმენტში მხოლოდ ის წერია, რომ „მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია“.

 

 

მივლინებით საფრანგეთში ბათუმის საკრებულოდან

 

ბათუმის საკრებულოს წევრები საფრანგეთში
ბათუმის საკრებულოს წევრები საფრანგეთში

ბათუმის საკრებულოს წევრის თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, საფრანგეთიდან მიწვევა ბათუმის საკრებულოში მიმდინარე წლის მარტში მიიღეს და ამ დრომდე ვიზიტის ფარგლებში შესაძლო საქმიანი შეხვედრების განრიგს აზუსტებდნენ. თემურ ყურაშვილი ქალაქ მონპელიეში საქმიანი შეხვედრების შემდეგ მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს: „ვნახეთ, თუ როგორ უვლის მერია კულტურულ მემკვიდრეობას, ახალი მშენებლობები კი სხვა ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ძველი შენობების კულტურული მემკვიდრეობის პირველი სართულები, ძირითადად, კაფეებით და სხვა საზოგადოებრივი ობიექტებით არის დატვირთული, ხოლო ზედა სართულებზე ცხოვრობენ. კულტურული მემკვიდრეობა იქ ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტია. დათვალიერებისას როცა დასახლებებში შევდიოდით, გიდი სპეციალური კოდებით აღებდა ეზოებში შესასვლელებს და ხმადაბლა საუბრობდა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები არ შეწუხებულიყვნენ. ქალაქს აქვს 2013 წლამდე გაწერილი ანაშენიანების გეგმა. ისინი ამ გეგმას ათი წლის განმავლობაში ამზადებდნენ და ახლა ამ გეგმით აგრძელებენ ქალაქის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რაც მათ გაგვიზიარეს. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ განა შენიანების გეგმის მომზადება აუცილებელია. გარდა ამისა, შევხვდით იქაური უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს და შევთანხმდით, რომ მოწვევის შემთხვევაში იქაური პროფესორები ჩამოვლენ და ლექციებს წაუკითხავენ ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის მიმართულებით სწავლობენ. შესაძლოა გავაკეთოთ გაცვლის პროგრამაც“.

 

დელეგაციის წევრები ბათუმიდან ვიზიტის ფარგლებში (18-23 ივლისი) ქალაქ მონპელიეს მერის მოადგილეს, ქალაქის ურბანისტებს, არქიტექტორებსა და უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ. მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებს, კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და რეაბილიტაციის მენეჯმენტს, საკრებულოს, მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის საზედამხედველო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის პრინციპებს. დელეგაციის წევრებმა და მასპინძლებმა გაცვალეს ინფორმაცია თავიანთი ქალაქების შესახებ და დაიგეგმა თანამშრომლობა. კითხვაზე, თუ როგორ გამოიყენებს ქალაქ მონპელიეს გამოცდილებას ბათუმის საკრებულო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, თემურ ყურაშვილმა უპასუხა, რომ მისი ფრაქცია შეეცდება შეიმუშავოს დოკუმენტი, რომელიც ძეგლების დაცვას უზრუნველყოფს, მის დამტკიცებას კი „რესპუბლიკელები“ მხარს დაუჭერენ.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი დაიხარჯა ამ ვიზიტისთვის, „ბათუმელებმა“ ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

 

იძებნება 84 ათასი დოლარის მოპარვაში ბრალდებული

 

პოლიცია
პოლიცია

მას შემდეგ, რაც დაზარალებული ბათუმში დაბრუნდა, ბრალდებულმა საქართველო დატოვა. სამართალდამცავები ბრალდებულს დღემდე ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მის უფლებებს სასამართლოში სახელმწიფო ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე იცავს.

 

საქმის მასალები, 224 გვერდი, უკვე გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მათ შორისაა მტკიცებულებათა ნუსხა: ბანკომატებიდან (თიბისი,  ლიბერთი, ვითიბი, პროკრედიტი და საქართველოს ბანკები) ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც ასახულია თუ როგორ გააქვს ბრალდებულს სხვადასხვა დროს ბარათის გამოყენებით თანხა. საქმეშივე ინახება საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა უნდა გაუქმდეს, რადგან მისი შეფასებით, ბრალდებულმა სავარაუდოდ არც იცის, რომ ის ძებნილია. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ის სადავოდ ხდის ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ საქმეზე მოიპოვა.

 

მოსამართლის ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებები მხოლოდ ბრალდების მხარემ წარადგინა, დაცვის მხარეს კი არავითარი მტკიცებულება არ ჰქონია. მოსამართლის თქმით, დიდი ალბათობით ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ამიტომაც დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

 

საქმის პროკურორი ლევან მურვანიძეა.

 

ბრალდებულიც და დაზარალებულიც კომპანია ,,ვოგში“ მუშაობდნენ.

ბრალდებულმა საქართველო სარფის გავლით დატოვა. 

 

დენის ტარიფის გაზრდა პურს, ხორცსა და შაქარს გააძვირებს

 

რამაზ გერგიანი

 

ენერგოპრო ჯორჯიასსემეკმა ახალი ზღვრული ტარიფი განუსაზღვრა პირველი აგვისტოდან 3,95 თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია. არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკასთან და როგორ აისახება საწარმოო პროცესებზე?

– ჯერჯერობით არ ვიცით ელექტროენერგია გაძვირდება თუ არა დედაქალაქში. შესაბამისად, ამ ეტაპზე გარკვეულწილად მხოლოდ რეგიონებში წარმოების [სადაც გამოიყენება ელექტროენერგია] გაძვირებაზე შეგვიძლია საუბარი დანახარჯების ზრდამ შესაძლოა საქონელი გააძვიროს სავაჭრო ობიექტებშიც, ვინაიდან ყველა ასეთი ობიექტი გამოიყენებს ელექტროენერგიას. შესაძლოა, თვითღირებულების წარმოქმნაში არ მონაწილეობდეს ელექტროენერგია, მაგრამ მომხმარებლამდე მიტანის პროცესში მონაწილეობს და ეს მოახდენს ზეგავლენას. ჯამში, ობიექტის მფლობელს დანახარჯები ეზრდება და ის ყველა საქონელზე განავრცობს ფასების გარკვეულწილად ზრდას ამ დანახარჯების დასაბალანსებლად. ეს გააძვირებს ისეთ საქონელსაც კი, სადაც ელექტროენერგიის გადასახადი სულაც არ მონაწილეობს, ან ასეთი დანახარჯი ძალიან მცირეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შაქრის ფასიც გაიზარდოს. რასაკვირველია, დენის გაძვირება, პირველ რიგში, იმ საქონელზე აისახება, რომლის თვითღირებულებაშიც შედის ელექტროენერგიის ხარჯი. შესაძლებელია ეს იყოს პური ან ის პროდუქტი, რომლის წარმოებაშიც ელექტროენერგია პირდაპირ მონაწილეობს. ამას ექნება ირიბი ეფექტიც. მაგალითად, ხორცის წარმოებაში სულაც არ მონაწილეობს ელექტროენერგია, მაგრამ დიდი წილი ხორცის წარმოებაში აქვს მეურნეობას, რომელშიც მუშაობს ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, ამ სახის პროდუქტებზე ფასები გაიზრდება. ეს გამოიწვევს ფასების ზრდას რეალურზე მეტადაც კი, ფსიქოლოგიური ფაქტორი ბევრ რამეს წყვეტს ამ შემთხვევაში. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემდგომ ასეთი მოლოდინი უკვე გაჩნდა.

 

თვითღირებულება ახსენეთ. ამა თუ იმ პროდუქტის თვითღირებულებაში დაახლოებით 1,25% მაინც მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯია. კომერციულ მომხმარებლებს თითქმის 25%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე რამდენი პროცენტით შეიძლება გაძვირდეს ესა თუ ის პროდუქტი?

– ამის ზუსტი ანალიზი რთული იქნება, რადგან ზოგიერთ პროდუქტში დიდია ელექტროენერგიის წილი, ზოგიერთში – მცირე. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზით, ვსაუბრობთ არამხოლოდ ელექტროენერგიის გამო. აქ არის დოლარის ფაქტორიც, რამაც რეალურად გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა. ყველაფერი ერთად კი არის მოქალაქეების დანახარჯი. ეს უკვე სადღაც ოცდახუთი პროცენტის ფარგლებში იქნება სასაქონლო მეურნეობის დანახარჯის თვალსაზრისით. რაც შეეხება ფასების ზრდას ინფლაციის კუთხით, 4,5 იყო გასულ თვეში ინფლაცია. შემოვიდა იაფი ადგილობრივი სეზონური პროდუქტები და ვიცით, რომ ეს პერიოდი პირიქით, ფასების კლების ტენდენციაა მუდმივად. მიუხედავად ამისა, გვაქვს ფასების ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოდგომოდ უკვე შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლებით მოსალოდნელია წმინდა ინფლაცია, შესაძლოა 7-8 პროცენტით. ეს ნაკლებშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის უფრო მძიმე იქნება, რადგან, როგორც წესი, უფრო მეტად იმ საქონელზე იზრდება ფასები, რომელიც არის უფრო ფართო მოხმარების და მეტწილად ნაკლებშემოსავლიანები მოიხმარენ. თუ ზოგადი ინფლაცია იქნება რვა პროცენტი, საშუალო ფენისთვის შესაძლოა იყოს 15 ან 18 პროცენტი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი ათი ადამიანიდან შვიდს აქვს პირდაპირი ან ირიბი ვალდებულებები დოლარში. ამან შარშანდელ ანალოგიურ პროცესებთან ერთად დაახლოებით 30%-ით გაზარდა მათი დანახარჯები ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად ჯამში საოჯახო მეურნეობების დანახარჯების 25-პროცენტიან ზრდას გამოიწვევს. კონკრეტულ პროდუქტებზე როგორ აისახება ელექტროენერგიის გაძვირება, ამ შემთხვევაში ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ ადგილობრივი წარმოების საქონელი ძალიან გაძვირდება, შესაძლოა მას ჩაენაცვლოს იმპორტი. ეს დამატებით ცუდი ფაქტორი იქნება.

 

სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რითაც შეუძლია ვალუტის კურსი აკონტროლოს. აქვს თუ არა მსგავსი ბერკეტი სახელმწიფოს ენერგეტიკის სფეროში? რატომ ვერ ხერხდება ტარიფის სტაბილურობის ხანგრძლივად შენარჩუნება?

– ვალუტის კურსს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ჯეროვნად. მერყეობა, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, მუდმივად იმით არის გამოწვეული, რომ არასწორი პოლიტიკა გაატარა ეროვნულმა ბანკმა და დღემდე ამ პოლიტიკას ატარებს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ეს იყო, ერთი მხრივ, ობიექტური, რადგან რეალურად თბოელექტროსადგურები იმპორტულ საქონელზე მუშაობენ და ლოგიკურია, ისინი მოითხოვდნენ ტარიფის ზრდას, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იყოს. რეგიონში ოპერირებს მხოლოდ ერთი კომპანია – „ენერგო პრო“, რომელშიც იცვლება მენეჯმენტი, მას ყიდულობს უფრო ევროპული ტიპის კომპანია. შესაძლოა, აქედან გამომდინარეც იყოს ბაზარზე ოპერირებისთვის ტარიფის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი იზრდება, თუ შევადარებთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ 50%-ს შეადგენს ჩვენი ტარიფი. ტარიფის ზრდაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მაგრამ როცა ფასების ზრდას ვერ მიჰყვება მოქალაქეების გადახდისუნარიანობა, მოქალაქეების შემოსავლების ზრდა – ეს არის პრობლემა. აი, აქ უკვე ვხედავ მთავრობის როლს, მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ეკონომკური სიმძლავრეების ამუშავებით მოქალაქეებს უნდა გავუზარდოთ შემოსავალი, ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ტარიფის ცვლილება. დღეს თითქმის ოთხთეთრიანი მატებაც კი პრობლემური ხდება, ვინაიდან მოქალაქეების შემოსავლები ამ ტემპით ვერ იზრდება. მთავრობამ გადაწყვიტა ღარიბი მოსახლეობის კომპენსაცია, თუმცა რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს, ალბათ საჭიროა ეს იყოს დროებითი. რადგან უფრო მეტ მოქალაქეს უბიძგებ იქითკენ, რომ ჩაჯდნენ სიღარიბის კატეგორიაში, ეს არის დაპროგრამება რეგრესისკენ.


სუბსიდირებასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რადგან ეს თანხა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე გადის.  

– რასაკვირველია ყველა სახის ხარჯი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფო, არის გადამხდელების ხარჯზე, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელსაც ნდობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს, ამიტომ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

 

უკანონო თევზჭერის ფაქტზე შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ექვსი პირი ამხილა

 

 

 

ისინი თევზს ადიგენის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, აკრძალული საშუალებით იჭერდნენ თევზს.

 

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ამოიღო. მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

 

საჩუქარი მუსიკალურ საზოგადოებას

 

ცნობილმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა, რომელიც მოსკოვში დაიბადა, წლების განმავლობაში პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბდა და თავისი ხელოვნებით საერთაშორისო მასშტაბით გაითქვა სახელი – გადაწყვიტა უდიდეს საქმეს ჩადგომოდა სათავეში. უცხო მიწაზე ქართული სულისკვეთებით აღზრდილი ნიჭიერი მუსიკოსის, შორენა ცინცაბაძის ინიციატივით, დაარსდა ,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“, რომლის უმთავრესი მისია არის ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დახმარება, მათში მოტივაციის გაზრდა, შემოქმედებით და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. ამ მიზნით ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. მისი ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობით დაარსდა ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (,,MISA”), რომლის ეგიდითაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსების პროექტში ჩართულობით, ჩვენს ქალაქში 27 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა არაჩვეულებრივად საინტერესო მუსიკალური ღონისძიებები.

 

,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის,,-,, misa,, მონაწილეების სერთიფიკატებით დაჯილდოება
,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის,,-,, misa,, მონაწილეების სერთიფიკატებით დაჯილდოება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი დავით მუქერია), 27 ივლისს გაიმართა ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ გახსნის საზეიმო კონცერტი. მონაწილეობა მიიღეს: ანრეი პისარევიმ, რომელიც არის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი და მოცარტის, რახმანინოვის და ,,Unisa Transinet” კონკუსების პირველი პრემიის ლაურეატი; ასევე ,,MISA”-ს დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა – შორენა ცინცაბაძემ, რომელიც საერთაშორისო კონკურსების პრიზიორია.

 

მასტერკლასი ფორტეპიანოში - მონაწილე – ტორჩინავა გიორგი (ბათუმი)
მასტერკლასი ფორტეპიანოში – მონაწილე – ტორჩინავა გიორგი (ბათუმი)

პროექტი შემეცნებით ხასიათს ატარებს და სხვადასხვა მიმართულებით ხდება ცოდნის გაზიარება: პროფესიონალი პიანისტების კონცერტებით, მასტერკლასებითა და ლექციებით.

 

ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, პრიზიორმა და დიპლომანტ შემსრულებლებმა გიორგი ჩაიძემ და ნადეჟდა პისარევამ გამართეს საქართველოში სადებიუტო საღამო. ამავე საღამოს, მუსიკის მოყვარულთა თხოვნით, პროფესორმა ანდრეი პისარევიმ, კიდევ ერთხელ აზიარა თავის ხელოვნებას იქ დამსწრე საზოგადოება.

 

,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის,, გუძემდებელი – პიანისტი შორენა ცინცაბაძე
,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის,, გუძემდებელი – პიანისტი შორენა ცინცაბაძე

პროექტის მონაწილე და მოწვეულ პროფესიონალ პიანისტთა მიერ გაჟღერებული კონცერტები ასახავდა მაღალ საშემსრულებლო კულტურას.   

 

მასტერკლასები და ინდივიდუალური გაკვეთილები ჩატარეს საფორტეპიანო განხრით – ანრეი პისარევმა და შორენა ცინცაბაძემ, ხოლო საფორტეპიანო ანსაბლის მიმართულებით – საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტმა, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგმა, კამერული ანსაბლის სოლისტმა და კონცერტმაისტერმა – თამარ გვაძაბიამ. ძალიან საინტერესო ფორმით ჩატარდა მასტერკლასები, ისე როგორც დღემდე არავის ჩაუტარებია აჭარაში – ბავშვები პროფესიონალი მუსიკოსებისაგან მნიშვნელოვან პრაქტიკულ რჩევებს ღებულობდნენ რამდენიმე ნაწარმოებზე არა ერთჯერადად, როგორც ეს მასტერკლასების შემთხვევაში ხდება, არამედ მთელი პროექტის განმავლობაში. ბოლოს ბავშვებმა 2 კონცერტით წარმოადგინეს მართლაც ბევრად უკეთესი საშემსრულებლო შედეგი. მასტერკლასების გავლენით თითოეულმა შეასრულა კორექტირებული და მუსიკალურად დახვეწილი რამდენიმე ნაწარმოები და ამავე დროს პროექტის ფარგლებში შესწავლილი ახალი ნაწარმოებები – საფორტეპიანო ანსაბლის სახით.

 

თამარ გვაძაბია – საფორტეპიანო ანსაბლი
თამარ გვაძაბია – საფორტეპიანო ანსაბლი

ლექციები პიანიზმის განვითარების ისტორიის თემატიკაზე წარიმართა. საფორტეპიანო საშემსრულებლო სტილი ეპოქების მიხედვით განიხილეს. ისაუბრეს იმაზე თუ დროის სხვადასხვა პეროიდში, როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ნაწარმოებთა ინტერპრეტაციისადმი. თუ რომელი მუსიკოს-შემსრულებელი რა პრინციპით საზრდოობდა და რა საშემსრულებლო ამოცანები იდგა მათ წინაშე. მუსიკალური ჩანართების გაჟღერებამ კი, შესაძლებელი გახადა კიდევ მეტად თვალსაჩინო ყოფილიყო პიანისტთა საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი.

 

იური სტრეგლოვი – ხელოვნებათმცოდნე
იური სტრეგლოვი – ხელოვნებათმცოდნე

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლექციები ორმაგი დატვირთვით წარიმართა, ინფორმაცია გათვალისწინებული იყო როგორც პატარა პიანისტებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ეს უაღრესად საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ლექციების ავტორი, ქალაქ ორიოლის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი იური სტრეგლოვი, თანამედროვე პიანისტ – შემსრულებლებს უშუალოდ იცნობდა, ჰქონდა მათი შესრულების ,,ცოცხლად“ მოსმენის შესაძლებლობა და შეეძლო საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება. ბატონ იურის მიერ საკითხის ფართო ცოდნამ და გადმოცემის უშუალო ფორმამ დაუვიწყარი გახადა თითოეული ლექცია.

 

ლექციის ჩატარების პროცესი
ლექციის ჩატარების პროცესი

,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დასკვნით – გალა კონცერტზე, კლასიკურ მუსიკასთან ერთად, ,,MISA”-ს აკადემიის სტუმარმა – ვერონიკა დობრჟინსკაიამ შეასრულა ჯაზი. პროექტის მონაწილე მოსწავლეებს კი, გადაეცათ სერთიფიკატები და აკადემიის პარტნიორისაგან – Leogrand Hotel & Casino –  სპეციალური პრიზები.

 

სერთიფიკატებით დაჯილდოება
სერთიფიკატებით დაჯილდოება

სამწუხაროდ, კარგად ორგანიზებული და შინაარსობრივად დატვირთული საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსების მსურველი, ამ ეტაპზე არავინ აღმოჩნდა. ამის გამო, მხოლოდ ერთი სპეციალობით – საფორტეპიანოთი შემოიფარგლა. ქალბატონმა რუსდანმა, პირადი თანხით, პროექტში მონაწილეობის შენატანის გარეშე, თითოეულ ღონისძიებაზე მსმენელთა უფასო დასწრებით – უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ბათუმის მუსიკალურ საზოგადოებას.

 

მასტერკლასი საფ–ნო ანსაბლში – მონაწილეები– მარი ნიკოლეიშვილი (თბილისი) და მერაბ სეფაშვილი (თბილისი).
მასტერკლასი საფ–ნო ანსაბლში – მონაწილეები– მარი ნიკოლეიშვილი (თბილისი) და მერაბ სეფაშვილი (თბილისი).

მსგავსი პროექტი პირველად ჩატარდა ჩვენს რეგიონში და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო უპირველესად შორენა ცინცაბაძეს, ასეთი კარგი ინიციატივისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი, პროფესიონალური და უანგარო დამოკიდებულებისთვის; ასევე, საორგანიზაციო გუნდს – ელისო ცინცაბაძეს, გიორგი კონცელიძეს, პაველ ფილკოვს და სულხან ტაკიძეს, რომლებმაც მაღალ დონეზე ჩაატარეს და კეთილი ნების საწყისებზე ემსახურეს პროექტს.

 

misa -გახსნის კონცერტი
misa -გახსნის კონცერტი

ვიმედოვნებ, რომ ასეთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას, ასე საჭირო საქმეს გამოუჩნდებიან სპონსორები და შესაძლებელს გახდიან, რომ მომავალშიც გაგრძელდეს მათი საქმიანობა.

 

პიანისტი – ანდრეი პისარევი
პიანისტი – ანდრეი პისარევი

 

პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები

 

საქართველო სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაძირეს. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ”ბათუმელები” 2008 წელი აგვისტო
საქართველო სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაძირეს. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ”ბათუმელები” 2008 წელი აგვისტო

ბათუმელები: საქართველო ნატოს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემაში ჩაერთო, როგორც განაცხადეს, რადარების აღდგენის შემდეგ, ერთიანი სისტემა ამოქმედდება, რა იგულისხმება ამაში?

ი.ა: ნატოს საინფორმაციო სივრცეში რეალურად, უფრო ადრე უნდა ჩართულიყო საქართველო, რადგან ამაზე შეთანხმება მიღწეული იყო. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ დროულად მოხდებოდა 50 თვითმფრინავის დანახვა, რომელიც საქართველოს საზღვრებისკენ მოემართებოდა. ქართულ საჰაერო სივრცეს თურქეთიც აკონტროლებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე. 10 კილომეტრზე ქვემოთ კი, მთების გამო, თვითმფრინავების დანახვა უჭირთ. ამიტომ ნატოს სისტემაში ჩართვა დაგვეხმარება დროულად მივიღოთ ინფორმაცია საჰაერო სივრცეზე. განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოკატორები რუსეთისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით.

ბათუმელები: ევროპაში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომაც გააკეთა განცხადება. ეს რას ნიშნავს, საქართველო და უკრაინა შემოდგომაზე აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები? 

ი.ა: მაპ-ის საკითხი ხელმეორედ დეკემბერში უნდა განიხილონ, მაგრამ არავინ იცის, მანამდე რა მოხდება. ვფიქრობ, უკრაინაში ამ დღეებში ვითარება სერიოზულად დაიძაბება. ეს ვითარება უკრაინას რამდენად შეუშლის ხელს, ამის პროგნოზირება ძნელია. ევროპა არ არის ერთიანი. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

ბათუმელები: რა გაქვთ მხედველობაში?

ი.ა: გარკვეული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველაფერი მყიფეა. მსოფლიო ასე თუ ისე გაწონასწორებული იყო, მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ აირია. თუ ევროპაში ფიქრობენ, რომ ეს პროცესები საქართველოს დონეზე გაჩერდება, ცდებიან. ამას მოჰყვება უკრაინა, რომლის ნიშნებიც გამოჩნდა და აზერბაიჯანსაც შეექმნება პრობლემები. რუსეთი შეეცდება, დაბლოკოს ნავთობსადენი ან მასზე დაამყაროს კონტროლი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთმა ნავთობსადენს ოპერატიულ ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, – ფოთთან ,,ტოჩკა უ’’ და თბილისთან, სულ ახალი რაკეტა _ ,,ისკანდერ მ’’-ი ესროლა, რომელიც სულ რაღაც 40 მეტრით ასცდა ნავთობსადენს. 

ბათუმელები: მოსკოვი ,,კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების’’ ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან, ცხინვალისა და სოხუმის ჩართვას აპირებს. რუსეთს ამ გაერთიანებით ნატოს ალტერნატივის შექმნა ხომ არ სურს? 

ი.ა: ამ გაერთიანებაში დიდი ხანია უნდოდათ საქართველოს მიღებაც. რუსეთს არ უნდა მისი სამხრეთი საზღვარი ნატოს კონტროლის ქვეშ მოექცეს, ამიტომ არის გაგიჟებული. მას შეეძლო უარესის გაკეთება საქართველოში, მაგრამ შეაჩერეს. თუმცა, იგივე სარკოზი და მერკელიც არიან იმაში დამნაშავე, რაც საქართველოში მოხდა. აქ უკვე დასწრება იყო მთავარი – თუ ნატოში ვერ შევასწრებდით, დიდი შანსი იყო, რომ რუსეთი ომში ჩაგვითრევდა.

ბათუმელები: თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებენ საქართველოს და უკრაინას ნატოში, რუსეთი შეჩერდება?

ი.ა: რუსეთმა ევროპას აჩვენა, რომ თავხედობა შეუძლია. ახლა ნატომ და ევროპამ უნდა აჩვენონ, მათ რა შეუძლიათ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტკიცე აღმოჩნდება ევროპა და არ იქნება მხოლოდ პრაგმატული. ვნახეთ, რომ რუსეთს საქართველოს სუსტმა თავდაცვამაც კი საფრთხე შეუქმნა, თუ ევროპაში შეჰყოფს ცხივრს, იქ უარესი მოუვა. 

ბათუმელები: მოსკოვი მოითხოვს, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს. ეს შესრულებადია?

ი.ა: რუსეთს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, ეს გაეროს გადასაწყვეტია. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს იყიდოს ან გაყიდოს იარაღი. 
ბათუმელები: ამ ეტაპზე შეიარაღებაზე აქცენტის გაკეთება საჭიროდ მიგაჩნიათ?

ი.ა: ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ყველაფრის ანალიზია, რაც მოხდა. როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. არმიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე, რადგან ამ ომმა რეალურად გვანახა ჩვენი მინუსი. ვისაც სწავლა უნდა, ისწავლოს, ვისაც არ უნდა – წავიდეს. ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც კადრებია. ხალხის გარეშე ყველანაირი ტექნიკა არის ჯართი. აღლუმზე გამოსვლა და წვრთნებზე ყოფნა სხვაა, ომი კი – სხვა. არმიაში მხოლოდ ის უნდა მსახურობდეს, ვინც ბრძოლის ველზეც ჯარისკაცია. 

ბათუმელები: მაინც რა შეცდომები იქნა დაშვებული? 

ი.ა: კონკრეტული შეცდომები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა ჩამოგვეგდო, რეალურად, დანარჩენი საქართველო მაინც დაუცველი აღმოჩნდა. ქალაქები, აეროდრომები, საზღვაო სივრცე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და მთელი მოსახლეობა დაუცველი იყო. თავდაცვა არ ნიშნავს იმას, რომ რა შეიარაღებაც გაქვს, მხოლოდ კონფლიქტის ზონაში განათავსო. სერიოზული პრობლემები იყო კავშირგაბმულობისა და მმართველობის მხრივ. ბრძოლის დროს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებას ტელეფონებით ცდილობდა, ვერ წარმოიდგენთ, რა საგიჟეთი იყო. ამას ოფიცრების სუსტი მომზადება და პანიკაც დაემატა. უფრო მეტი პრობლემები იყო დაშვებული პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სამხედრო დონეზე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, საომარი მოქმედებების წარმართვაში სახელმწიფო მოხელეებიც ერთვებოდნენ, რაც დაუშვებელია.

ბათუმელები: როგორც ვიცით, თავდაცვის სამინისტროს აქვს სტრატეგიული თავდაცვის სისტემის დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი იყო თუ არა კომპეტენტურად შემუშავებული? 

ი.ა: ფურცელზე დაწერილი სხვაა, რეალობა – სხვა. არ ვიცი. ახლა, მთავარია, იმის ანალიზი გაკეთდეს, რაც მოხდა. 
ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ამაში იგულისხმება ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამებიც ფეკალურ მასებზე და ის ქმედებებიც, რასაც პოლიცია აკეთებდა დაკავებული რუსი სამხედროების მისამართით. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში შემოსვლისას ის ჯარისკაცები და ოფიცრები ჩადიოდნენ საშინელებებს, რომლებიც ჩვენმა პოლიციელებმა კამერების წინ დააჩოქეს და ეთერში ატრიალეს მთელი კვირა. როგორ ფიქრობთ, ამას დაივიწყებდნენ ისინი?

ბათუმელები: რამდენად ადეკვატურია თავდაცვაზე დახარჯული თანხები? 

ი.ა: თავდაცვაზე თანხები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ის, რაც თავდაცვის სამინისტრომ 15 მილიონად იყიდა, 9 მილიონადაც შეგვეძლო გვეყიდა. ამის მტკიცებულებები მაქვს და დამიწერია კიდეც, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ,,ატკატებში’’ იცვლებოდა. ამის შემდეგ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ. ახლა საქართველო ზამბარას ჰგავს. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც. ზამბარა აუცილებლად გაიშლება, მთავარია, არ გადატყდეს.

 

ჯარისკაცები ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს

 

”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია და პროტესტი რუსული აგრესიის წინაარმდეგ აჭარაში
”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია და პროტესტი რუსული აგრესიის წინაარმდეგ აჭარაში

”ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი და სარდალი იყო. დაბნეული ჯარისკაცების ნაწილი მინდორში ყრიდა იარაღს და უგზო-უკვლოდ გარბოდა… სარდლები და მეთაურები წინ უსწრებდნენ…

ჯავაში შესასვლელად 25 წუთი იყო საჭირო, მერე როკის გვირაბს გავამაგრებდით და მარტო საჰაერო სივრცე გვექნებოდა გასაკონტროლებელი. გვირაბის აფეთქება არა, მაგრამ დანაღმვა და მასზე კონტროლის დამყარება მანამ იყო შესაძლებელი, ვიდრე რუსის ჯარი შემოვიდოდა. კონკრეტულად ვინ გასცა სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, არ ვიცი, იქნებ სააკაშვილის ბაგა-ბაღის მინისტრებმა…

ჩვენთან სააკაშვილიც მოვიდა. რა უნდოდა დღესაც არ ვიცი, ორი ჯავშანჟილეტი ეცვა და დაცვის თანამშრომლებმა, სროლები რომ დაიწყო, სამიც თავზე დააყარეს, ძლივს გაიყვანა სპეცრაზმმა. რუსებმა გაიგეს, იქ რომ იყო და მათი გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ის ტერიტორია ჰაერში აწიეს.

უმეტესად ღამით გვიტევდნენ… კარგად დავიწყეთ, სულ 29 ავიაგამანადგურებელი ჩამოვაგდეთ. რუსი ჯარისკაცების კივილის ხმა ჩვენამდე მოდიოდა, მეცოდებოდნენ. რა გგონიათ, იმათ უნდოდათ ჩვენი ჩახოცვა? ბრძანებას ასრულებდნენ…
ომი რომ დაიწყო, პირველ დღეს ძალიან შევშინდი, მეორე დღეს შიშის დრო არ მქონდა… გორი იბომბებოდა, ბომბი თბილისშიც ჩამოაგდეს… ამ გაგანია ომში, ჩვენთან უგულავა მოვიდა და სულ მოღალატეები გვეძახა, თუ რატომ, ახლაც ვერ გამიგია. გაგვაგიჟა ბიჭები, დავყარეთ ყველამ იარაღი და ვუთხარით, რომ თითონ ებრძოლა… მერე ბოდიშები გვიხადა…

ცხინვალთან ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მიწაზე პატარა ბავშვის ხელი დავინახე… პაწუა თითების დანახვაზე, ტვინში სისხლი გამეყინა… არადა, ჩვენებს იქ არც ერთი ქალისთვის და ბავშვისთვის არ უსვრიათ.
ცხინვალი და მიმდებარე სოფლები დაცარიელებული იყო, მაგრამ ჩარჩენილებიც იყვნენ…

სიგარეტი გაგვითავდა, ერგნეთში გადავწყვიტე წასვლა, გინდ აქ, გინდ გზაში მოვკვდე-მეთქი, ვიფიქრე და სანგრიდან ამოვძვერი. ყველა მხრიდან ისროდნენ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავედი, ჩვენი ჯარი დავინახე მწყობრში, დაახლოებით ორი ათასი შეიარაღებული კაცი იქნებოდა, ამან მოგების ჟინი გაგვიძლიერა…

მეორე დღეს ისევ ჩავედი ქვევით, სიგარეტის საყიდლად, რამდენი უნდა გეყიდა, სამოცდაათ კაცს რომ გყოფნოდა. რისი მაღაზიები, ხალხი ან გაქცეული იყო ან მკვდარი. ის ტერიტორია, სადაც წინა დღეს ქართველი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული, დაცარიელებული იყო…

მოკლედ, ორი ოფიცერი და 70 ჯარისკაცი ალყაში აღმოვჩნდით. ცეცხლი, ალყა, მორჩა რა, დამთავრდა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ… ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო. ყველაზე საშინელება ისაა, როცა არავისი დახმარების იმედი არ გაქვს. ტყვია-წამალიც დაგვიმთავრდა…

რაციით გავიგეთ, რომ მოპირდაპირე მხარე დაიბომბა… რამდენიმე წამში შეტყობინება მოვიდა, რომ ჩვენ ჰაერიდან დაგვიცავენ, გავიხარეთ, გადარჩენის იმედი მოგვეცა. ვხედავთ, ერთი თვითმფრინავი მოფრინავს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვეგონა და შეყუჟულები გამოვედით, გავიფანტეთ და ვესალმებით. უცებ ცაზე, ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნებოდა, თვითმფრინავები გამოჩნდნენ და ახლომახლო ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. ახლაც ვერ ვხვდები, ჩვენ რატომ არ დაგვბომბეს, ყველა გარეთ ვიყავით, მინდორში… ალბათ, ალყაში რომ ვიყავით, მაგიტომ აღარ დაგვბომბეს. ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს, კორიდორი გაგვიხსნეს, გვითხრეს, წადით რა ბიჭებოო – 22 ჩეჩენი ჯარისკაცი იყო, სამი რუსი. რამდენიმე წუთში კი ყველა ჩეჩენი ადგილზე დახოცეს, ეტყობა, რუსებმა ჩაუშვეს და ჩვენს გადამრჩენებს ვინ აცოცხლებდა.

წინა ხაზზე ვიყავით, რუსები, ჩვენს არმიაზე გამწარებულები, მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ. მაგათ მგონი რამდენიმე ათასი დაკარგეს, ჩვენ სადღაც 1200 ჯარისკაცი და დანარჩენი მშვიდობიანი მოსახლეობა… ოფიციალურად ნაკლებს ამბობენ… მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის ბიჭები სულ გაანადგურეს, მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გაქცევა მოახერხა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ბომბავდნენ მაგათ… აფეთქებდნენ ჩვენსკენ მომავალ მანქანებს, რომლებსაც ჩვენთვის ტყვია-წამალი, საჭმელი, წყალი და სიგარეტი მოჰქონდა. ბოლოს ვიხვეწებოდით, რომ არავინ გამოეშვათ…

ხომ გვწყუროდა, გვშიოდა, ყველაზე მეტად სიგარეტის ლომკა გვქონდა, მაგრამ ოსების ოჯახში როცა შევედით, მაგიდაზე დაყრილ სიგარეტებს თუ ფულს ვერც ერთი ვერ გავეკარეთ _ ერთმანეთს გადავხედეთ და გარეთ გამოვედით…
ქართული ჯარი გიჟს გავს… ბევრს ფსიქიკა შეერყა, უპატრონობით, უცოდინრობით, დაბნეულობით. ტყეში ხარ მშიერი, მწყურვალი, ომია და გეძინება … ჩვენები უაზროდ ისროდნენ ტყვიებს, ვის ესროდნენ, სად, რატომ… უბრალოდ, ისროდნენ. რადგან ომია და ყველა ისვრის, შენც უნდა ისროლო, ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი იყო. ომი, სადაც სარდალი არაა და ვერ ხვდები, ვინ რა ბრძანებას სცემს…

ომის დაწყებამდე ბრძანება გაიცა და ფორმებზე ყველას სახელი და გვარი მოგვახსნევინეს. ძნელია გაარკვიო, ვინაა მკვდარი. ხელი, ფეხი ან მარტო თავი თუ ტანი ყრია მინდორში… ბევრი გამოყვანილი არაა. მაგათ, ალბათ, ტრაქტორით თუ ახვეტენ, თორემ უკვე პატრონიც ვეღარ იცნობს თავის მკვდარს…

ერთ-ერთ ოჯახში შევდიოდით დასაზვერად ოსეთში, ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა, იმ ბიჭმა ხელი მკრა, გადი დანაღმული არ იყოს, შენ ცოლ-შვილი გელოდებაო. იქ კიდევ ის პონტი იყო, რომ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად ბიჭები თავს ტყვიებს უშვერდნენ. ერთ-ერთი მომიბრუნდა და მთხოვა, თუ მომკლეს, დამმარხე, გეხვეწებიო. ბოლოს ამას ვთხოვდით ერთმანეთს _ გაყვანას თუ ვერ მოვახერხებდით, ტურების და მგლების საჯიჯგნად არ დაგვეტოვებინა ერთმანეთი…

ღალატიც ბევრი იყო. ეგენი რომ მანახა, ალბათ, შუბლს გავუხვრეტდი. ან ის კონცერტები, თბილისში რაც იმართებოდა… იმათ ორგანიზატორებს და იქ მოცეკვავეებს გაუმართლათ, რომ შემთხვევით იქ არ მოვხვდი.

 

თავისუფალი ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავეებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 2 ვრცხლის და 4 ბრინჯაოს  მედალი მოიგეს.


ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონები  გახდნენ თორნიკე ქათამაძემ (42კგ), ალეკო ლომიძე (58კგ) და ივერი ჯულაყიძე (69კგ). ვერცხლის მედლები დაეუფლა გიორგი ხაჩიძე (46კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76კგ). თეიმურაზ ვანიშვილი (50კგ), ბექა ჭელიძე (85კგ), თორნიკე კვინიკაძე (63კგ) და ზურიკო ურთაშვილი (100კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.

გუნდური მეორე ადგილი 64 ქულით თურქეთს, ხოლო მესამე ადგილი 59 ქულით რუსეთმა დაიკავა.



ალექსანდრე მეტრეველი ნახევარფინალში გავიდა

 

ტურნირი 3 აგვისტოს დაიწყო და 9 აგვისტოს დასრლდება.  მისი საპრიზო ფონდი 10,000 დოლარია.


ალექსანდრე მეტრეველი




სოფლის გზების ბეტონის საფარით მოწყობისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტი კომპანიას შეარჩევს

ქობულეთი | შიდა გზა სოფელ საჩინოში

პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი ერთეული ექსკავატორი; არანაკლებ ორი ერთეული თვითმცლელი; არანაკლებ ოთხი ერთეული ბეტონ-მრეველი სხვადასხვა ტევადობისა; ბეტონის ქარხანა არანაკლებ 100 კვადრატული მეტრი წარმადობისა; გზების ბეტონით მოწყობის სამუშაოების გამოცდილება, არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულებისა, ხოლო წინადადების წარდგენასთან ერთად გააჩნდეს ყველა მათგანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუნიციპალიტეტის ძირითადი მოთხოვნებია სამუშაოები შეუფერხებლად და ხარისხიანად განხორციელდეს და ოთხ თვეში დასრულდეს.

მონაწილე ორგანიზაციის წინადადება და თანდართული დოკუმენტები პრეტენდენტმა კომპანიამ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა წარადგინოს, ერთი დახურული კონვერტით 2015 წლის 10 აგვისტოდან 2015 წლის 13 აგვისტოს 15 საათამდე, მისამართზე: ქობულეთი, დ. აღმაშენებელის გამზირი №141.

წინადადებები გაიხსნება 2015 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე, მისამართზე: ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი №141.

კომპანიამ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება თვითონ უნდა წარმოადგინოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განცხადებით შემსრულებელი ორგანიზაციის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციის წინადადებას, რომელშიც შესასრულებელი სამუშაოს შესრულება უფრო ნაკლები ღირებულებით იქნება განსაზღვრული. ერთნაირი ღირებულების შემთხვევაში კი უპირატესობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას და გამოცდილებას მიენიჭება.

კომისია წარმოდგენილ წინადადებებს შეაფასებს და შერჩეულ ორგანიზაციას გამოავლენს წინადადებების გახსნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ვადაში და ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტომდე.

წითელი ჯვრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

 

ხანდაზმულთა ცენტრში  არსებული კერვის, ქსოვისა  და  ქარგვის ჯგუფების  წევრები თავიანთ შექმნილ ნაწარმს შესთავაზებენ დამთვალიერებლებსა და მყიდველებს. 

 

შემოსული თანხა  გადაირიცხება 13  ივნისს ვერეს ხეობაში  სტიქიით  დაზარალებული  მოსახლეობის დასახმარებლად. 

 

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად წითელი  ჯვრის მოხალისეები ჩაატარებენ  ტრენინგს,   თუ  როგორ  უნდა  აღმოუჩინოთ დაზარალებულს პირველადი  დახმარება საჭიროების დროს. 

 

2008 წლის ომსა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 3 000 ლარს გადასცემს

 

 

აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

უცხოეთში მყოფი ქართველი ომსა და… ხელისუფლებაზე

 

 

პაატა ჯალაღონია

 

საქართველოდან 35-კაციანი ჯგუფი უკვე ექვსი თვეა სასწავლო პროგრამით საბერძნეთში ვიმყოფებით და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით ვიღებთ. თუმცა, საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს, ქართული საიტებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ჩვენი ინფორმაციის წყარო, ძირითადად, უცხოური მედია იყო.

 

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელზეც, როგორც ჩანს, პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არადა, უმძიმესი შედეგი გვაქვს სახეზე. არავინ იცის, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, რატომ დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, გორი და მიმდებარე სოფლები, რატომ დავტოვეთ მოსახლეობა შეიარაღებული არმიის პირისპირ ბედის ამარა, რატომ დავუტოვეთ სამხედრო შეიარაღების თითქმის ნახევარი მოწინააღმდეგეს…

 

საუბედუროდ, ალბათ, ხელისუფლებამაც არ იცის რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე ჩანს.

 

ოთხმოცდაათიან წლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის წაგება ხელისუფლებამ ჯარისკაცებს გადააბრალა, აქაოდა, არადისციპლინირებული ჯარი გვყავდაო. დღესაც იგივე მეორდება. როგორც ჩანს, უნდათ ყველაფერი ჯარისკაცებს გადააბრალონ. არადა, როგორც მაშინ, ახლაც ჯარმა ყველაფერი გააკეთა, სარდლობისგან მიტოვებულმა თვითორგანიზებისა და სიცოცხლის ფასად ბოლომდე გმირულად იბრძოლა, სარდლობის დილეტანტიზმისა თუ ღალატის გამო კი შედეგი ისევ სავალალო გვაქვს და ისევ ეძებენ გზებს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მიზეზები კი ბევრი აქვთ (სამწუხაროდ, აზრსმოკლებული).

 

ისიც კი ითქვა, ოთხმოცი ათასი რუსის ჯარისკაცი გვებრძოდაო ცხინვალში. ამის სიტყვების ავტორს ჯარი, ალბათ, მხოლოდ აღლუმზე ჰყავს ნანახი და ეტყობა, იმავე ფორმით ეგონა ცხინვალშიც განლაგებული. სხვაგვარად ამდენი ჯარისკაცი ტექნიკის ჩათვლით, როგორ დაეტეოდა იმ ფართობზე, გაუგებარია.

 

ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთმა მისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. როდის ჰქონდა რუსეთს სხვა სახე, არ ვიცი. ვისაც ეგონა, რომ რუსეთს სხვა სახეც აქვს, ეტყობა ჩვენი უახლოესი წარსულის შესახებ არ სმენია ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაზე წარმოდგენა არ აქვს.

 

ცალკე ყურადღების ღირსია განცხადება იმის შესახებ, რისთვისაც გამოიყვანეს ჯარი კონფლიქტური რეგიონებიდან – თბილისის დაცვა გვინდოდაო. ალბათ, ამ განცხადების ავტორსაც არ უფიქრია განცხადების შინაარსზე, თორემ ნამდვილად მიხვდებოდა, რომ თბილისთან იმ ჯართან მოგვიწევდა ბრძოლა, რომელსაც ჯავის ვიწრო ხეობიდან ან რიკოთიდან შემოვუშვებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისთან ვერ გაჩნდებოდნენ, რადგან ტელეპორტაცია მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა საფრთხე და არანაირი გეგმა არ არსებობდა მის თავიდან ასაცილებლად, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებამ და ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირთა არაკომპეტენტურობამ სწორედ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.

 

როგორც აქედან ჩანს, კონფლიქტის შემდგომ ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ილუზიის შექმნას ცდილობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გაუჩნდა (მათივე აზრით) და ქვეყნის ხსნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში ხედავს, ნაწილი კი (ყოფილი ხელისუფალიც) უხვად არიგებს ანტიქართულ ინტერვიუებს უცხოურ მედიაში და ამ გზით აპირებს რეიტინგის ამაღლებას.

 

ბევრი რამ იწერება საქართველოს შესახებ, ზოგი რამ ადეკვატური, ზოგი – არაადეკვატური, ჩვენ კი, სამწუხაროდ, დღემდე ვრჩებით ილიას ,,ბედნიერ ერად’’.

 

ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე

 

 

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე

 

იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი – მედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორე – მედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ა.შ.

 

ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის `კოორდინატების დაზუსტება~ პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.

 

ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება.

 

წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.

 

ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებ-გვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და ა. შ.


რუსული პროპაგანდა

 

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.

ვინ დაიწყო ომი

 

8 აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსული – ქართულს.

 

ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.

 

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.

 

უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით.

 

სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.

 

ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.

 

ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც“ ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.


კონფლიქტის ისტორია

 

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.

 

რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.

 

იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და ა. შ. ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.

 

ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.

 

მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა –  „დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება“ აქციეს.

 

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კი – გარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.

 

სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.

სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.

ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და `კოკოითი ფანდარასტი~ იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი `კოკოითი ფანდარასტ~, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის `ფანდარასტით~ დამთავრდა).

 

სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.

 

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.


ვის სურდა ომის დაწყება

 

უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.

 

რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.

 

იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.

 

ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა. შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომით მიიღო ვალდებულება ევროკავშირისგან, რომ იგი უფრო ერთგული პარტნიორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, მიიღო გალაწუნებაც რეგიონში საკუთარი ინტერესების (შესაძლოა არასწორი ან არასაკმარისი) ინვესტირების გამოც;

 

შესაძლბელია მიიღო ამერიკელი ხალხის ნებართვაც რეგიონში სამხედრო კომპონენტის გამოყენებაზე.

 

საქართველომ წააგო ომი, დაკარგა (როგორც ხელისუფლება აცხადებდა) რეგიონის საუკეთესო არმია და მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, თუ წარმოსახვით რეალობაში ომში გამარჯვებულ საქართველოს პრეზიდენტს შევაფასებთ, ის იქნებოდა გმირი 7 ნოემბრის მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის აშკარა გაუარესების მიუხედავად, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი საზოგადოების სრული უნდობლობის მიუხედავად. საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობის აღსადგენად საქართველოში ტერიტორიული საკითხის მოგვარება ერთადერთი პანაცეა იყო.


ყბადაღებული წარმატება

 

ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სხვა წარმატებულ კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უცნაურია, რომ წარმატებაზე საქართველოს მხარის გარდა არავინ ლაპარაკობს. სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. არის ეს იმის გარანტია, რომ აფხაზები და ოსები მოინდომებენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და რუსი სამხედროების გასვლას?!

 

11 აგვისტოს, როცა რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, მთავრობა განიხილავდა საკითხს, როგორ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა წარმატებულად მუშაობდა.

 

იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ომი რუსეთის პროვოცირებული, ხელისუფლებამ იგი ვერ აიცილა და აქტიური საომარი მოქმედებები წამოიწყო. რამდენიმე საათში ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთო და საბრძოლო სურათი ისე მომენტალურად შეცვალა, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიანი გაუთავებელი ხმაური ქართული არმიის წარმატებული აღმშენებლობის შესახებ.

 

რუსულმა არმიამ საქართველოდან წარმატებით გაზიდა საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შეძენილი სამხედრო აღჭურვილობა. იმ ბიუჯეტით შეძენილი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ მოთხოვნებს იგნორირებდა და უდიდეს ნაწილს საქართველოს სამხედრო წარმატებაში აბანდებდა.

 

ომის პერიოდში იყო ეპიზოდები, როცა ხელისუფლება წარმატებებზე ვეღარ მოგვითხრობდა, მაგრამ წარუმატებლობებს მაინც არ ავლენდა: ხელისუფლება და საპროპაგანდო მანქანა არ ამბობდა, რომ ქართული შენაერთები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სამხრეთისკენ გადაჯგუფდნენ, რომ ათიათასობით მოქალაქე ტოვებდა საცხოვრებელს; უფრო მეტიც, დევნილები იკრიბებოდნენ მერიასთან, პარლამენტის შენობასთან, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებს არ იმჩნევდა. ხელისუფლება არ ასახელებდა მსხვერპლის რაოდენობასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი პრესისთვის წარმატებული განცხადებების შემდეგ მთავრობის კულუარებში ჟურნალისტებთან ჩურჩულებდა, რომ საქართველოს ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად იყო შერყეული.

 

ომის დღეებში დასავლეთი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დახმარებასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა. დასავლეთის ძალისხმევა – შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია, ქართულმა პროპაგანდამ საქართველოს მთავრობის დამსახურებად გაასაღა.

 

ფაქტი იყო, რომ

 

საქართველოს სამხედრო წარმატებას რუსეთი არ დაუშვებდა ერთი მთავარი მიზეზით – ოსეთში საქართველოს სამხედრო წარმატებას ჯაჭვურად მოჰყვებოდა გაყინული კონფლიქტების გააქტიურება ყარაბაღში, აფხაზეთში და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის გავლენა შემცირდებოდა;

 

კონფლიქტში რუსული რეგულარული ჯარების ჩართვამ და საომარი მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ გატანამ გადაფარა `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების~ მილიტარისტული აქტივობები და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ აღარ გაჟღერებულა (განსაკუთრებით ქართული ტელეკომპანიებით).

 

დასავლეთმა არასათანადოდ შეაფასა სააკაშვილის დასავლური თამაშები. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ნატოს და დასავლური დემოკრატიის მოკავშირედ და სათანადოდ არ აფასებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიის ის დოზა, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში დარჩა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის.


და ბოლოს

სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან გაიჟღერა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენება სურდათ. ეს მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დასავლელი პოლიტიკური წრეებისთვის, ასევე ქართული ოპოზიციისთვის.

 

რუსეთის მხარემ კი, რომელმაც სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა, მშვენივრად ისარგებლა სააკაშვილის მიერ გაყვანილი გზით კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობა აფხაზეთს შეუერთა. ასევე, ისარგებლა ქართული პოზიციებიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით და ომში ჩაერთო, საიდანაც მიიღო მინიმუმ ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.

 

რატომ უნდა მოეთხოვათ რუსებს ყოველივე ამის შემდეგ სააკაშვილის გადაყენება და, თუ მაინც და მაინც ეს სურდათ, განა მათთვის ცხადი არ იქნებოდა, რომ მათი ლოზუნგები მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა და ისევ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს…

 

 

ვიცოდეთ, რათა გადავრჩეთ

 

 

 

 

 

როგორია ეს ახალი პირობები? ჩვენთვის, ყველასთვის არც ისე სასიკეთო პირობებში, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ცოტათი მაინც წინ წავიწიოთ, ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე და არ გავნადგურდეთ საბოლოოდ და უიმედოდ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ეს ორი საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების წინაშე დგას… რეგიონის ყველა მცხოვრებზე დღეს არსებობს მოთხოვნილება არა, როგორც ექიმზე, პედაგოგზე, მძღოლზე, გლეხზე, არამედ როგორც საზოგადოებაზე, რომელსაც მოუწევს ახალი რეალობის სხვადასხვა ასპექტის გააზრება. გააზრება არა პოლიტიკური განათლებისთვის, არამედ – გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგო –  უნდა იცოდე.

 

ყოველი დაპირისპირებული საზოგადოება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ფიქრობს, რომ მას სრული ინფორმაცია გააჩნია, მაშინ როცა, სინამდვილეში მხოლოდ პატარა ნაწილი ფლობს. რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ნაწილები გაერთიანდება და მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ. იქნებ ბოლოს და ბოლოს მოვახერხოთ განხეთქილების გადალახვა და დავინახოთ, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ტერიტორია ვერაფერს გადაწყვეტს; შემდეგ კი, თავი დავაღწიოთ შიდა და გარე კონფლიქტებს – და, უბრალოდ, დავიწყოთ ცხოვრება. ვინმემ პირველმა უნდა დაიწყოს იმის გაგება, რომ დახურულ საზღვრებს მიღმა ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველები, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მიეკუთვნებიან „სამოქალაქო საზოგადოებას“-  უფლებათადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები.

 

იანვრის ბოლოს, ბრიუსელში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის   International Alert დახმარებით, ერთმანეთს შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფი  –  ქართველები, აფხაზები, ოსები, აზეირბაიჯანელები, სომხები. ომის შემდგომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხვედრა; ურთიერთობა იყო რთული, ამიტომაც ის მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. შესაბამისად, ამ სტატიაში არც ერთი მონაწილის სახელი არაა მოხსენებული. ერთმანეთის მოსმენამ და საერთო სურათის გააზრებამ, ხელი შეუწყო საერთო შეთანხმებას ორ მთავარ საკითხზე:

 

1. ომმა ვერ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი  –  მშვიდობა ვერ დამყარდა;

 

2. თუ თავად საზოგადოებები არ დაიწყებენ ერთმანეთის შეცნობას, მოსმენას და ერთმანეთის გრძნობებისა თუ აზრების გათვალისწინებას, კატასტროფა გარდაუვალია.

 

და აი, პირველი მცდელობა   რას ფიქრობს კავკასიის სხვადასხვა კუთხეში საზოგადოება?:  „ამ ომით სინამდვილეში ყველამ მოიგო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  მათ უკვე აღარ ეშინიათ, აქვთ დამოუკიდებლობა და არიან დაცულები. საქართველო მრავალი წლის შემდეგ ჭრილობები გაეხსნა; ტერიტორიული პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდო, მას ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარებაზე შეუძლია კონცენტრირება. რუსეთი – დაამტკიცა თავისი ძლიერება და მიიღო ახალი საშუალება ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებისთვის. სომხეთი ომის გვერდითი მოვლენების შედეგად, აქტიურად დაიწყო სომხეთ-თურქული ურთიერთობის განვითარება, და გარკვეული დროით გაიყინა ყარაბაღის პრობლემები. აზეირბაჯანი  შემცირდა მზარდი მუქარა ყარაბაღში ახალი ომის თაობაზე, რადგან ,,ცხელი თავები’’ შეგრილდა;  დაინახეს არაღიარებული ტერიტორიების საკითხი როგორ წყდება და ასევე დაინახეს, ყოველივე ამით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ნავთობსადენებს. აშშ   დაინახა, როგორი ფეთქებადი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში და თავს შეიკავებს ირანში სიტუაციის ესკალაციისაგან“.

 

„ამ ომით ყველამ წააგოგარდა რუსეთისა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და დამცირებულია. აფხაზეთმა და ოსეთმა დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი –  ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც მათ გააჩნდათ, სანამ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. მთელ რეგიონში, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი დაუცველობა და უსუსურობა, შიშისა და იმედგაცრუების ფონზე, რამაც მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება, სწრაფად ყვავის დიქტატურა. მხოლოდ რუსეთმა გააძლიერა თავისი დიქტატორული და იმპერიალისტური შესაძლებლობები“.

 

„აფხაზეთში ესმით, რომ არ არის მიღწეული სტაბილური მშვიდობა და მომავალიც გაურკვეველია. ოღონდაც, ილუზიაა, როცა ამბობენ – აი, აფხაზეთი დაინახავს რუსეთის რეალურ თამაშს და უკან, საქართველოსთან მოუნდება. ეს რეალური სიტუაციისა და აფხაზეთის განწყობის უცოდინრობაა. გარდა ამისა, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საქართველოდან, აფხაზეთში რუსეთის პოზიციას აძლიერებს, და არა პირიქით“.

 

„თბილისშიცა და ცხინვალშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ომის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რეალურად – Human Rights Watch და რუსეთის უფლებადამცველებმა იმუშავეს. ისინი ყოველთვის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სახელისუფლებო თუ პატრიოტული პოზიციებისგან დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებდნენ. ბევრი ქართველის სიცოცხლე გორისა და ახალგორის რაიონში სწორედ მათ გადაარჩინეს, რამდენადაც პირადად აჩერებდნენ ოს ბოევიკებს“.

 

„ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, სად უფრო მწიფეა სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა არ წამოეგო პროვოკაციას, მოწოდებას არც მაშინ, როცა იყო კოდორის მოვლენები და იქ ქართული ძალები შევიდნენ და არც აგვისტოს მოვლენების დროს. აფხაზეთი, არც ისეთი მარიონეტია რუსეთის, როგორც ამბობენ. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერს აკონტროლებდა გალის რაიონში, რათა მოვლენების საშიში განვითარების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინათ“.

 

„ჩვენ, კავკასიის მცხოვრებლებს, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთის შესახებ. ჯერჯერობით, არარეალურია Euronews -ის მსგავსი დამოუკიდებელი კავკასიური არხის შექმნა. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, მოველაპარაკოთ RTVI -ს, რომელიც ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და რომელსაც უყურებს მთელი კავკასია, და ყოველდღიურად კავკასიის ახალი ამბების ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ“.

 

„რუსეთი დღეს კავკასიაში არსებულ ყველა ქვეყნისა და ტერიტორიისთვის მთავარი ფაქტორია. კავკასიას შეუძლია გამარჯვება თუ გაერთიანდება – არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის საკითხის გარშემო“. „საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტები გვარდება მშვიდობიანი გზით და არა ომით. ჩვენ კი, ვინც მტრობაში ვართ ჩაფლული, გვეჩვენება, რომ კონფლიქტებს მხოლოდ ომით აგვარებენ“.

 

უნდა ავაღორძინოთ რეალური თანამშრომლობა ადამიანებისა, კავკასიის რესურსის მეშვეობით. ამ ტიპის კავშირებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ასე მოვახერხებთ რაღაცის გაგებას, სწავლას. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, არსებობს ასეთი პრინციპი: „იტყვი  და მე ვერ დავიმახსოვრებ, მაჩვენებ  და მე რაღაცას დავიმახსოვრებ, ჩამრთავ და მე ყველაფერს დავიმახსოვრებ“.

12 დღე ცხინვალის იზოლატორში – ტყვეების ისტორიები

 

 

ფოტო: ვასილ გულეური. გორი დაბომბვის შემდეგ

 

 

მეუღლე ოსი მყავდა. როდესაც ჩემი ბიჭი წლინახევრისა იყო, მეუღლეს გავცილდი. ბიჭი ახლა თბილისშია. ტყვედ არ ჩავარდნილა. რვაში ძალით გამოვაგდე, არ მოდიოდა.

 

ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა ჩემი ორი ძმა შეიწირა. ერთი 23 წლის იყო, მეორე – 28-ის. ისინი 1993 წელს ცხინვალში დაიჭირეს, მას შემდეგ თვალით არავის გვინახავს.

 

ჩვენი ცხოვრება, ამ თვრამეტი წლის განმავლობაში, ძალიან ტრაგიკულია.
ორივე ჩვენი ბატონია, გინდ ამერიკა, გინდ _ რუსეთი. რომელიც მთლიანობას შეგვინარჩუნებდა, ისევ ის მერჩივნა, რუსეთი.
ძალიან აწამებენ ხალხს. მე მოვკვდები, ერთი პატარა რგოლი ვარ. დაე, ჩემი შვილიც მოკვდეს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს, მაგრამ აღარაფრის მჯერა.
ეგეთი მაგარი ხეობა ორ საათში დავკარგეთ, თან ოფიციალურად არც კი გამოგვიცხადეს, ვინც გაიგო ყურმოკვრით, წამოვიდა. ჩვენ გამგებელ დათაშვილს რუსების შემოსვლამდე თავისი ცოლი წამოუყვანია და წამოსულა. ხალხი რჩებოდა, იმათი დარდი არავის ჰქონდა. თუ ქალაქის მერმა ან სხვა მმართველმა არ შეგატყობინა, რომ უნდა დაცალოთ სამყოფელი, არ წამოხვალ. მეგონა ხალხი ჭორს იყო აყოლილი.

აყვანა

გამწვავება 2008 წლის 5 აგვისტოდან დაიწყო, ჩვენი სოფლის (თამარაშენი) ინტენსიურად დაბომბვა კი _ 7 აგვისტოდან. 10 აგვისტოს რუსის ჯარი შემოვიდა. ჯავის გზიდან შემოვიდნენ ხეობაში, ქართული სოფლების გამოვლით. რუსის ჯარს წინ მოსდევდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც გზის გასწვრივ სახლებში შერბოდნენ, როგორც აგვიხსნეს იმ მიზნით, რომ შეიარაღებულ ქართველ ჯარისკაცებს ეძებდნენ.
ჩვენ ვიმალებოდით. მთელი სამი დღის განმავლობაში თამარაშენში მეზობლის, არსენ ხუცინაშვილის სახლის სარდაფში ვიმალებოდით. შვიდი ქალი ვიყავით. მამაკაცებმა და ბავშვებმა მოასწრეს გადმოსვლა, უძლურები კი დარჩნენ. ხეობა დაცლილი იყო.

 

დილით ბეტეერმა გამოიარა, რომელსაც ქართული დროშა ეკეთა। გვეგონა, რომ ქართველები იყვნენ. ოსები აღმოჩნდნენ ქართული დროშით, შეამოწმეს როგორი რეაგირება ექნებოდა იქ დარჩენილ ხალხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვეხარდა და ცუდს არც მოველოდით. ერთი-ორი საათის შემდეგ წამოვიდა რუსის ჯარი, საათნახევრის განმავლობაში 200 ტანკი დავთვალე, დანარჩენ ტექნიკას კი არ ვიცნობ. თითოეულზე აუარება ჯარისკაცი იჯდა. მეგონა სამშვიდობოები იყვნენ, ვიკითხე და მითხრეს – ჩვენ რუსეთის შეიარაღებული ძალა ვართ და გვინდა საქართველოში წესრიგი დავამყაროთო.

 

დაგვინახეს სადაც ვიყავით, მაღლა სახლის კარები შეამტვრიეს. შეგვეშინდა, სარდაფში არაფერი შემოეგდოთ და გარეთ გამოვედით. ბოდიში მოგვიხადეს, არ გვეგონა, სახლში თუ იყავითო და იქიდან რომ არავის ესროლა, ამიტომ დავათვალიერეთო.
ცოტა ქვემოთ ტანკი იდგა। იმ ტანკიდან გადმოსულებმა მეზობლის სახლიდან ჩანთები გამოიტანეს. ხალხს ჩანთებში ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა ნივთები ჰქონდა გამზადებული წამოსაღებად და ვერ მოასწრო.

 

იცოდნენ, რომ გვერდით ბინაში ვიყავით, მაგრამ ამას ხელი არ შეშლია და დაახლოებით ათი მეტრის მოშორებიდან ტანკებით სოფლის დაბომბვა დაიწყეს। რამდენიმე ჭურვმა ჩვენს სახლსაც გადაუარა, მაგრამ არ მოხვედრია. სოფელს ინტენსიურად ბომბავდნენ. ას მეტრს რომ გაივლიდნენ, გააჩერებდნენ, დაბომბავდნენ მთელ პერიმეტრზე, მერე ისევ გააგრძელებდნენ, მთელი სოფელი ასე ჩაიარეს. ეს ხდებოდა 9 აგვისტოს. დაბომბვის დროს ერთი-ორი სახლი დაიწვა, რომელშიც, ალბათ, გაზის ბალონი აფეთქდა.

 

ესენი რომ წამოვიდნენ, მერე ოსები გამოჩნდნენ, თეთრი ნაჭრები ეკეთათ ხელზე। გინებით შემოვარდნენ. ჩვენ ისევ სარდაფში ჩავედით, დავიმალეთ. ძალიან შეგვეშინდა. მათ დაგვინახეს, რომ სახლში შევცვივდით და მაღლა ავიდნენ გინებით, ყვირილით… იძულებული გავხდით, გარეთ გამოვსულიყავით. აფეთქების შეგვეშინდა, იძახდნენ – მე კარგად ვიცი ოსური – სახლს ავაფეთქებთო. გამოვედით და მიგვაყენეს კედელთან, გინებით, ლანძღვით. ერთს უნდოდა სროლა, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი ადამიანები ყველგან არიან. ოსის ბიჭმა აუკრა ხელი და მეორე კიდევ გვაწყნარებდა. ამ ოსის ბიჭს ეტყობა ეშინოდა დანარჩენების, ორი ძალიან აგრესიული იყო, ისინი სხვა მხარეს რომ წავიდოდნენ, გვაწყნარებდა, ნუ გეშინიათო.

 

მერე ერთმა ცხინვალის მილიციის მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხეს ამ მილიციის მანქანაში…
ჩემი ოჯახიდან პირველად მე წამიყვანეს. დღეს როგორც ვარ, ეგრე ვიყავი, სარდაფში ფეხზე შემცივდა, დახეული ჩუსტები მეცვა, საშუალება არ მომცეს სახლიდან რამე გამომეტანა.
წინ რუსების ტანკები მიდიოდნენ, ჩვენ ნელა მივყვებოდით უკან. ქუჩაში ნაცნობი შემხვდა. მისი ყურადღება მივიქციე. მომიახლოვდა, მე ახლა არაფრის შველა შემიძლიაო (ნაცნობი ოსი იყო, მაგრამ ახლა სახელიც კი არ მახსოვს) და მითხრა, რომ გირჩევნიათ ისევ ციხეში იყოთ, დღეს იქნება თუ ხვალ გაგცვლიან, ქართველებსაც ჩვენი ტყვეები ჰყავთ წაყვანილიო. ქუჩაში თუკი დარჩებით, შეიძლება მოგკლანო.

იზოლატორში

რვანი ჩაგვიყვანეს ცხინვალის იზოლატორში। იმავე საღამოს ოცდაოთხნი გავხდით – ხეობელები დაგვემატნენ. დაახლოებით ორ საათში დედაჩემიც მოიყვანეს. სამი დღის შემდეგ კი – მამაჩემი.

 

დედა ოსი მყავს, მაგრამ პირიქით, ციხეში მას უფრო მკაცრად ექცეოდნენ, ქართველებთან როგორ ცხოვრობ ოსიო.
12 დღე ვიყავით იზოლატორში। 12-საწოლიანი ოთახი იყო და ზოგჯერ ოცდახუთნიც კი ვიყავით. თავიდან იზოლატორის კარებს კეტავდნენ და სინათლეს აქრობდნენ. ერთ სკლეროზიან, სულით დაავადებულ ქალს ეშინოდა და კარებზე აბრახუნებდა. ამის გამო ჩამოგვეჭრებოდნენ ხოლმე ლანძღვა-გინებით. სამი დღის შემდეგ კარები საერთოდ აღარ იკეტებოდა; ეზოში იმდენი ხალხი იყო, რომ ფეხი არ ჩაიდგმებოდა. ზოგს დგომაც უჭირდა. ეზო, ალბათ, ათი კვადრატული მეტრი იქნებოდა. ერთი მამაკაცი გვყავდა ძალიან ხნიერი, ახლა თბილისშია, საავადმყოფოში, უნიტაზზე იყო ხოლმე ჩამომჯდარი.

 

ქართველი ტყვეები სულ 161 ვიყავით. თავიანთი ტყვეებიც ჰყავდათ, რომლებსაც მოპარვაზე წაასწრეს. ეს არავის უთქვამს, ჩემი მიხვედრილობაა, რომ მაროდიორებიც ორი კატეგორია იყო _ რომლებსაც ჰქონდათ გაძარცვის უფლება და რომლებსაც არ ჰქონდათ. ციხეში სწორედ ისინი ჰყავდათ.
ციხეში დაგვხვდნენ თბილისელი ბიჭები, ორნი თუ სამნი. მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ. არ იცნობდნენ რეგიონს. გორის ხიდამდე ცენტრალური ტრასა რომ გადის, ოსები აკონტროლებდნენ და ვინც მოხვდებოდათ, იჭერდნენ. თბილისელებიც იქ აიყვანეს.
ჩვენთან იყო ქართველი გოგონა ტყვარჩელიდან, შორენა, 25 წლის। ისიც ეგრე აიყვანეს. სამარშრუტო ტაქსიდან მძღოლი და სხვა მგზავრები ჩამოსვეს, გოგონა კი ჩვენთან ჩამოიყვანეს. ვიცი, რომ თბილისში რომელიღაც კაფეში მუშაობს.

 

დაკითხვაზე იძახებდნენ ხოლმე। არ შემიმჩნევია, რომ ნაცემი იყო. ორი დღით ადრე, სანამ ჩვენ გამოგვიშვებდნენ, გვიან ღამე სადღაც გაიყვანეს. კითხვის გვეშინოდა, მაგრამ მაინც ვკითხეთ თუ რა უყვეს იმ გოგოს. გვითხრეს, პროკურატურაში წავიყვანეთო. გამოსვლის წინ, მე პირადად ვკითხე მცველს და თქვა გავუშვითო. რამდენად მართალია, არ ვიცი. იმ გოგონას ბედით ძალიან შეწუხებული ვარ.

 

ორი ზედამხედველი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ჩვენ როგორი ჰუმანურები ვართ, მისთვის ხელი არ დაგვიდია, ეგრე გავუშვით და ქართველები კიდევ ჩვენ გოგონებს რას უშვებიანო।

 

იზოლატორში ჩვენთან ერთად რამდენიმე ძალიან ხნიერი მამაკაცი იყო, ზოგი – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 95 წლის მამაკაცს შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მაროდიორებმა სცემეს სახლიდან გამოყვანისას, მხარი სტკიოდა. თვალწინ სახლი დაუწვეს. ჩვენ როგორც მოვახერხეთ, მილი ჩავუდგით, მაგრამ მაინც ტკიოდა. შემდეგ ექიმი მოვიდა, წითელი ჯვრიდან და ეს მამაკაცი თან წაიყვანეს.

 

თავიანთ მოქალაქეებს, ოსებსაც ძალიან ცუდად ექცეოდნენ। ერთ მამაკაცს, გვარად ცხოვრებოვს, ჩვენს საჭმელს ვაძლევდით, მას არ აჭმევდნენ. ცხოვრებოვი ლოთი კაცი იყო და ოსის სარდაფში დაიჭირეს, ალბათ ღვინოს იპარავდა. მაგრად ცემეს და იმით დაამცირეს, რომ ჩვენთან, ქართველ ღორებთან შემოაგდეს.

 

ერთი კიდევ სოფელ დიღმიდან იყო, დასაფლავებაზე ყოფილა სადღაც და რომ ბრუნდებოდა, გზა აერია – შიგ ცხინვალში ჩავიდა. შეიარაღებული მილიციონერებისთვის უკითხავს თბილისისკენ მიმავალი გზა. ვკითხეთ, როგორ ვერ შენიშნა ცხინვალის დანგრეული სახლები. ქუჩებში კაციშვილი ვერ ვნახე და გზა ვისთვის უნდა მეკითხაო.

სოფელ მერეთიდან მოიყვანეს კაცი, რომელსაც ცალი მხარე სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი – კაცი დაუკლავთ ზედ“.

ფული ვისაც კი რამე ჰქონდა, არაფერი დაუტოვეს. მე ცოტა კი გამოვიყოლე, ნასკში მქონდა ჩადებული. ტელეფონები, ყველაფერი წაართვეს პატიმრებს. ერთ მოხუც კაცს ხარები გაეყიდა, ათი ათასი ლარი ჰქონდა და წაართვეს. ერთ ქალს _ ოთხი ათასი ლარი. ორი ლარიც კი წაურთმევიათ ვიღაცისთვის. ეს ყველაფერი ცხინვალის ციხეში ხდებოდა.

ორი ძალიან კარგი ზედამხედველი გვყავდა, კარებსაც გვიღებდნენ, წყალსაც გვაწვდიდნენ და ცოტა მობოდიშებითაც იყვნენ। ერთი ძალიან თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად, ალბათ დედა ჰყავდა ქართველი. ერთი საშინელება იყო – ღორებს გვეძახდა. პურს შემოგვიგდებდნენ – ჭამეთ ღორებოო. პირველი ოთხი-ხუთი დღე ძალიან აგრესიულები იყვნენ. მერე წიწიბურასაც გვაძლევდნენ და უშაქრო ჩაისაც.

ჩვენი სამხედროები მამაკაცებს დაამარხინეს _ 45 ცხედარი. დაამარხინეს ყველა ჯარისკაცი, ვინც უპატრონოდ ეყარა. 15 ერთგან დამარხეს, დანარჩენი ზნაურისკენ, რომელიღაც სოფელში. შემოვიდა ინფორმაცია, რომ ერთი ჯარისკაცი ყოჩიშვილი იყო, გვარი ამოუკითხიათ, მეორე კი – ცაბაძე, დანარჩენის ვინაობა ვერ გაარკვიეს.

ორი დღის წინ სამუშაოდან ნაცემი დაბრუნდა ერთი ბიჭი। ძალიან ჩასხმული ბიჭი იყო, მაგრად ეცემათ.

ფრანგი ჟურნალისტი იყო მოსული, საპატიმროში არ შემოუშვეს, ჩვენ გაგვიყვანეს მასთან. მისი თანდასწრებით ოსების რომელიღაც ჩინოსანმა ილაპარაკა, რომ საქართველო არ მოდის მოლაპარაკებაზე ჩვენს დასახსნელად, რომ ჩვენ მათ არ ვაინტერესებთ. თქვენი მიცვალებულებიც არიანო, თქვა და მაშინ დრო ვიხელთე და ვკითხე, რამდენი მიცვალებული იყო (ჟურნალისტთან თავს ხომ არ გამიჩეხავდა, მაგდენი შნო კი ჰქონდათ, რომ იმათთან თავი კულტურულად დაეჭირათ). 45 კაციო, მიპასუხა.

მაროდიორობა

ოსი მაროდიორები, რომლებიც სოფელს შეესივნენ, ბევრნი იყვნენ। ჩვენი სოფელი ძალიან მდიდარი იყო, დიდი მშენებლობა წარმოებდა. შეიძლება მილიონერები არ იყვნენ, მაგრამ ყველამ რაღაც შეიძინა ბოლო რამდენიმე წელიწადში. მამაჩემს სახლიდან ტელევიზორი გამოატანინეს და მანქანაზე დაადებინეს. მამა 68 წლისაა.

 

სარდაფებში შედიოდნენ ღვინოს წასაღებად। მოხუცებულ მამას ძალით ასმევდნენ, ეგონათ, რომ მოწამლული ღვინოები დავტოვეთ და თუ მოკვდებოდა, ესე იგი ღვინო არ ვარგოდა. ძლივს გამოვიდა კაცი მდგომარეობიდან. მამაჩემი დღესაც ციხეშია.

მეურნეობა გამართული გვქონდა, სოფელში არ იყო ოჯახი, რომელსაც სამი ძროხა, ღორები, ქათმები არ ყოლოდა। ყველას საქონელი წაიყვანეს და სახლები გაძარცვეს, მერე კი დაწვეს. სოფელში, ხეობაში, ალბათ, სახლების 99% დამწვარია. ჩემი სახლიც დამწვარია, მამაჩემმა ნახა. ისე, ცხინვალიც კარგა მაგრად არის დანგრეული, მაგრამ ჩვენთან შედარებით – არა, ჩვენთან სახლი აღარ დარჩა.

რაღაც აქვთ, შეაგდებენ და ასე წვავენ. სახლში, სადაც აგვიყვანეს, საბუთები მქონდა შენახული. წამოსვლის წინ გვკითხეს, კიდევ ვინმე თუ არისო. ვუპასუხეთ, რომ არავინ იყო. თუ ვინმე კიდევ დარჩა სახლში, მოკვდებაო და ეგრევე შეაგდეს ასაფეთქებელი. დარწმუნებული არ იყო, რომ იქ არავინ იქნებოდა და მაინც შეაგდო.

ოსურქართული ურთიერთობა

 

თავიდან ოსებთან ურთიერთობა ძალიან ცუდი იყო, მერე უკვე კარგი გახდა। ერთმანეთს ვინათესავებდით. ქორწილშიც მივდიოდოთ. ჩემს ახლობელს ორ წელიწადში დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი დაეღუპა და მთელი ცხინვალი მოვიდა მაგათ გასვენებაში. ბებიაჩემი 2 წლის წინ რომ დაიღუპა, ნახევარი ცხინვალი მოვიდა. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.

 

ცხინვალში და ოსურ სოფლებში გადაადგილება ჩვეულებრივად ხდებოდა, მოძრაობდა კეხვი-ცხინვალი। 5 აგვისტომდე ჯერ კიდევ დავდიოდი ლილოში, ვაჭრობით ვირჩენდი თავს. ხეობიდან თუ ორი კაცი ვიყავით (მძღოლიც ხეობელი იყო) სამარშრუტო ტაქსში, დანარჩენი ცხინვალელი ოსებით იყო სავსე.

 

დაძაბულობა და გაუცხოვება ამ ზამთარს, იანვარში დაიწყო. ჩემმა ახლობელმა შვილი გაათხოვა და ქორწილში ვიყავი. თამარაშენი და ცხინვალი ერთმანეთს ემიჯნება, მაგრამ შემოვლითი გზით წავედით, პირდაპირ არაფრით გაგვიშვეს, თუმცაღა ძალიან ვთხოვეთ ხან ოსურად, ხან რუსულად. სანაკოევის რეზიდენციაა სოფელ ქურთაში, ის რატომ მიიყვანეთ, თქვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, მე უბრალო მიწის მუშა ქალი ვარ.
ქორწილში კოკოითის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დალიეს. კოკოითი ძალიან უყვართ, პატივს სცემენ. ცხინვალში ამბობდნენ მაშინ, ეგ ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანსო. ოსებს რუსეთთან უნდათ შეერთება, რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, მაგათ რომ დამოუკიდებლობა უნდოდეთ, რუსეთი ეგრე გაიგიჟებს თავს?

იანვრამდე იმათთან ძალიან თბილად ვიყავი, თავიანთად მთვლიდნენ। იანვარში კი ძალიან დათრგუნული წამოვედი.

 

ოსები დარწმუნებული არიან, რომ ეს მათი ძირძველი მიწაა და მათ ეკუთვნით। ჩვენ კი ჩასახლებული ვიყავით. პირადად მითხრა ერთმა ხიშტმოღერებულმა – ახლა ხომ გაიგეთ, ვისი მიწააო, თქვენ რა ქალები ხართ – პირდაპირ გვაფურთხებდნენ – რა შვილები გაზარდეთო.

ოსებმა რუსული მოქალაქეობა მიიღეს, აქვთ დიდი პენსიები, რუსეთისთვის შეიძლება ის პენსია არაფერია, მაგრამ ჩვენი რეგიონისთვის დიდი ფულია. მე ვისთანაც ვიყავი, ომის მონაწილეა და 11 ათას რუსულ მანეთს იღებდნენ, ეს, ალბათ, 600 ლარია. პენსიონერი კი ზოგს ორი ჰყავს ოჯახში. მათ შვილებსაც პრივილეგიები აქვთ რუსეთში სწავლის მხრივ, საერთო საცხოვრებლითაც აკმაყოფილებენ და შეღავათებსაც უწევენ. როცა შენი არ არის, იმას ადვილად გასცემ, ადვილად გაიღებ და გადადიხარ მეორე მხარეს.

 

სამი წლის წინ მოსკოვში დავდიოდი ხშირად। ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ იქ ოსი და ქართველი ძმები არიან და ერთმანეთს მხარში უდგანან. აქ კიდევ ერთმანეთის მტრები გაგვხადეს ამ დამპლებმა. იქ რუსებისგან აგრესია მოდის კავკასიელების მიმართ, ამიტომ ერთმანეთს გვერდზე უდგანან და აქ კიდევ…

 

როგორი ცუდებიც არ უნდა იყვნენ ოსები, მაინც ჩემი ნათესავები არიან, მე ძალიან ბევრ ქართველს მირჩევნია ისინი… მიყვარან… ჩემი შვილი აქ რომ არ ყოფილიყო და მე იმათთვის რომ შემეტყობინებინა, ციხიდან გამომიყვანდნენ. მაგრამ ჩემი შვილი აქ იყო და ისედაც სად უნდა წავსულიყავი? ცხინვალში ვინ მომცემს სახლს და ჩემს ბიჭს იქ არ ეცხოვრება. ოსები ვინც იყვნენ გვარით და ვისაც მოაკითხეს, გაათავისუფლეს. ორნი იყვნენ თამარაშენლები, ცხოვრებოვები, რომელთაც საუბედუროდ, ერთი სიტყვა ოსური არ იცოდნენ, დედა ქართველი ჰყავთ, დედით თაობიდან თაობაზე ქართველები არიან. მოხუც კაცს ერთი კიდევაც ჩასცხეს. დედაჩემსაც საყვედურობდნენ, ოსი რომ ხარ, ქართველებში რა გინდაო. ამან უთხრა, 68 წლის ქალი ვარ, გუშინ ხომ არ გავთხოვილვარო.

 

გაქცევის ქრონიკები

 

2008 წლის აგვისტო. „კარვების ქალაქი“

 

მე გორიდან ვარ. ჩემი სახლი სატანკო ბატალიონის წინ დგას. 7 აგვისტოს, ქართული ტანკები იქ იყო განლაგებული. ტანკები პერიოდულად გამოჰყავდათ, ბენზინს ასხამდნენ და ისევ უკან აყენებდნენ. როცა ტანკები მთებიდან უკან ბრუნდებოდნენ, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ქართული დროშები ააფრიალეს, წავიდნენ და მთელი ღამე ცხინვალის მხარეს ცაზე სროლებს ვხედავდით. ეს ხდებოდა რვაში გამთენიისას. ვერ ვისვენებდი, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და იქიდან გადავცქეროდი, მთელი ღამე არ გვძინია. დილით ბაზარში წავედი, მეთქი რა ხდება გავიგო. ბაზარში როგორც კი მივედი, 15 წუთი არ იყო გასული, ბომბი ჩამოვარდა.

 

თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავები გვეგონა. გორიჯვართან რომ დაეცა, თქვეს, ეტყობა ჩვენებს ჩამოუვარდათო.

ბაზარში ატყდა აურზაური. ყველაფერი დავყარე, რაც კი ნაყიდი მქონდა. მსხვერპლი არ მინახავს. თქვეს, პერაშკს რომ დაატარებდა, ის ქალი მოკვდაო.

 

სახლში ვეუბნები, ხალხნო გვბომბავენ-მეთქი. სიცილად არ ეყოთ მეზობლებს. არაო, ქალაქს ვინ დაბომბავსო. რუსეთის ჯარმა ბომბები შეიძლება ისეთ ადგილზე ჩამოყაროს, რომ შეგვაშინოს, მაგრამ დასახლებულ ადგილზე რომ ჩამოაგდოს – ეგ არ არსებობსო.

ჩვენ როცა წამოვედით, დაგვცინოდნენ. ამ დროს ტელევიზორში არაფერს აცხადებდნენ. გამოვედით, ხალხი თბილისისკენ გარბოდა. ჩემი ძმაც იქვე ცხოვრობს. ძმიშვილს ვუთხარი, წამოდით შვილო-მეთქი. რას წამოვალთო, მანქანა ჰყავდათ, რაც იქნება იქნებაო. სულ გრუხუნი ისმოდა, გული მისკდებოდა ისე მივდიოდი.

 

ცხრაში, დილით, გორში ვაპირებდი წამოსვლას, ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ ჩემი ბინა აფეთქდა. ჩემი ძმა რეზერვში იყო, ძმისშვილები და რძალი კი იქ იყვნენ.

 

ვერ ვუკავშირდები ვერც ძმას, ვერც ძმიშვილებს და თბილისიდან ჩამოვედი. შიგ ხომ არ მოყვნენ-მეთქი. პატრული არ გვიშვებდა, მაგრამ როგორც იქნა შევედით. ჩემი ძმის ოჯახი სახლში ყოფილა. უნდა ებანავათ, თურმე ონკანი ვერ მოუშვეს ვერაფრით და გარეთ გავიდნენ. ბომბი ჩამოვარდა და მათი მეზობლები დაიხოცნენ. ამბობენ, რომ კორპუსში 17 ადამიანი დაიღუპა. ისეთ დროს ჩამოაგდეს, ხალხს რომ ეძინა. დაჭრილებიც აუარება. ჩემი ძმის სადარბაზო მეორე სართულამდე ჩამოიტანა.

 

გრუხუნში დავბორიალობდი, ვერ ვიხსენებდი საბუთები სად მქონდა. ტელევიზორი იყო მეორე ოთახში გადავარდნილი, ფანჯრები აღარ იყო.

გული მიგრძნობდა ბაზებს არ დასცხონ-მეთქი. იქ რომ ვცხოვრობდი, ყოველთვის შიში მქონდა რაღაცის… საბედნიეროდ გადავრჩით.

 

ამბობდნენ, მსხვერპლი არა გვყავსო. 7-ში ღამე დაბომბვის მერე, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. 8-ში დილით ეგეთი მსხვერპლი იყო და მერე რაღა იქნებოდა.

 

პირველ დღეს 40 კაციაო ამბობდნენ, დაჭრილიც და დაღუპულიც. დაღუპული პირველ დღეს 9-10 არისო, მერე აბა…

ჩემი ქმარი თბილისში მუშაობს და ბინა ჰქონდა ქირით აღებული, ბიჭებთან ერთად. ეს ბიჭები წავიდნენ, ცოლ-შვილი იმათაც გორში ჰყავდათ. ეს ბინა თურმე ლიფტთან ყოფილა და ღამე ერთი სამჯერ წამოვხტი, გვეგონა გვბომბავდნენ. შიში გამომყვა.

 

ახლა ქირას ვეღარ გადავიხდით, სამუშაო აღარ არის და ვიღა დაგვარჩენდა აბა? გვითხრეს, გვჭირდება ეს ბინაო, წამოვედით და გუშინ აქ მოვედით. სხვა წასასვლელი არ გვაქვს. აქ არის ჩემი სოფლელი ბიჭიც. მე სოფელში, აძვიში მშობლები მყავს.

 

გუშინ წავიდა მამაჩემი თბილისიდან. აძვიში დედაჩემი იყო მარტო და ფეხით წავიდა. დედაჩემიც, მამაჩემიც პრინციპიანი ხალხია. დაგვხოცონ და ჩვენ სახლში ვიქნებით, არსად წავალთო. ჩვენთან ქართველები და ოსები ძალიან ახლოს არიან. ჩვენს მაღლა არცევი და აძვისთავია (ოსური სოფლები). იმ ხალხს, ჩვენი ოჯახის წევრებად ვთვლით. გუკა, დათო… რა ვიცი, ყველა ისე არიან ჩვენთან, როგორც ერთი ოჯახი. მამაჩემმა და დედაჩემმა თქვეს, ისინი არ გაგვიმეტებენო – ჩვენი ოსები. ჩემმა ძმამ დაურეკა იქ ოსს – რა ხდებაო და ნუ გეშინიათო, ასე უთხრეს.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ომი რომ იყო პირველად, ერთმანეთს ვინახავდით. ოსებს არ ვუჭირვებდით, ერთმანეთს მხარში ვედექით. ამ სამ სოფელში ისეთი მარადიორობა არ ხდება, როგორც, მაგალითად, კარალეთში. ესენი უფრო ქართული დასახლებებია. მეჯვრისხევს ღრომი ინახავსო, ჯერჯერობით. ღრომი ოსური სოფელია და ერთად არიან.

 

რუსებიც რა, ესენი კაზაკები და ჩეჩნები არიან, ფაქტიურად. დედამაც ეგა თქვა, რომ გამოიარეს, ოსები არ იყვნენო.

სანტემ ამოგვიტანა ქვეყანა რაღაცეები, მოსახლეობა ამოდის, აი, ეს (ლეიბი), ოჯახმა მომიტანა, ბავშვი გყავთო. მოსახლეობა მხარში გვიდგას. ძალიან ვებრალებით.

 

ჰუმანიტარული ტანსაცმელი ჯერ არ მიგვიღია. მოსახლეობამ მოიტანა, მაგრამ ისეთი გამოუსადეგარია, ბალიშად ვიყენებთ, თავი რომ ავიმაღლოთ.

ლეიბები მოიტანეს, მაგრამ ხუთ-ხუთი აიღო ხალხმა, არათანაბრად გაანაწილეს. რაღაცას რომ მოიტანენ, ზედახორაა. ვეუბნები – ხალხნო, პირველ რიგში ბავშვებს მიეცით-მეთქი. ხალხი ძალაობს მაინც. უკვე ისეა დაშინებული, დაპანიკებული.

 

როცა ვიყავით ვაჟა ფშაველას 20 ნომერში, იწერდნენ უცხოელი ჟურნალისტები, იწერდნენ და გვისვამდნენ კითხვას, ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდისო? ვეუბნებოდით, რომ არა.

 

მემორანდუმი დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორის

  

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, დუბლინის პორტის ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას – ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

 

 

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვები.

 

 

საიას აჭარის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი გახდა

 

გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ტელევიზიაში მუშაობა მას ჯერ კიდევ „საიადან“ წამოსვლის დროს შესთავაზეს.


„სახალხო დამცველის აპარატში კონტრაქტით ვმუშაობდი, რომელსაც პირველ სექტემბერს გასდის ვადა. ერთი თვეა რაც შევატყობინე, რომ კონტრაქტის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, რადგან ტელევიზიაში მუშაობა გადავწყვიტე“.


 გია ქარცივაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მანამდე არავინ მუშაობდა: „ახალი სტრუქტურული ერთეული იქმნება. გაიყო საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების განყოფილება და ცალკე შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“

 

გია ქარცივაძის თქმით, ამ განყოფილების ფუნქცია თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და საქმიანობაში წარმატების მიღწევაა.  

ტყვედ გაყიდული ქართველი გოგონების ბედი ოსმალეთში

ოსმალეთის იმპერიას სულ 37 სულთანი ჰყავდა. დადასტურებულია, რომ აქედან სამ სულთანს ჰყავდა ქართველი დედა. მიჰრიშაჰი, ნაკშიდილი და ბეზმიალემი – ეს ის სამი ქართველი ქალია, რომელიც სხვადასხვა დროს ოსმალეთში ჩაიყვანეს, როგორც მონები თავიანთი სილამაზის, ჭკუისა და მოხერხების წყალობით კი უზარმაზარი გავლენა მოიპოვეს სულთნებზე. რიგ შემთხვევებში მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ იმპერიის მართვაშიც კი ერეოდნენ.

ორასი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან 12 წლის პატარა გოგო ტყვედ გაყიდეს ოსმალეთში. გოგო სულთნის ჰარამხანაში მოხვდა, სადაც უფლისწულ მაჰმუდის მსახურად გაამწესეს. ამბობენ, რომ როცა 1808 წელს, როცა აჯანყებულებმა ოსმალეთის იმპერიის სულთანი სელიმ მესამე მოკლეს, მისი უმცროსი ძმის, მაჰმუდის  მოკვლაც სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს. მომავალი სულთანი სიკვდილს მსახურმა გოგომ გადაარჩინა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით გოგოს ფატიმა ქუთათელაძე ერქვა. მაჰმუდმა თავის მხსნელს ამაგი დაუფასა და კარგი განათლება მისცა. მოგვიანებით კი, როდესაც სრულწლოვანი გახდა, ცოლად შეირთო. სასახლეში მოხვედრილ ფატიმას, ოსმალური ტრადიციის მიხედვით, სახელი შეუცვალეს და ბეზმიალემი უწოდეს. ტყვედ გაყიდული, პატარა ქართველი გოგო, სულთნის საყვარელი ცოლი იყო.  მას 1823 წლის 25 აპრილს უფლისწული აბდულმეჯიდი შეეძინა, რომელიც მაჰმუდ მეორეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა, ბეზმიალემი კი ვალიდე სულთანი – დედა დედოფალი გახდა.

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მთელს ოსმალეთის იმპერიაში. ახალგაზრდა აბდულმეჯიდი გამოუცდელი იყო და უზარმაზარი იმპერიის მართვა არ შეეძლო, სწორედ ამის გამო პოლიტიკასა და მთავრობის ხელმძღვანელობის საქმეებში დედა გახდა მისი მთავარი მრჩეველი.

მისი ჩამოყალიბებაც, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, დედამ შეძლო. ბეზმიალემი მთელი ცხოვრების განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ცხოვრებაში. აკონტროლებდა სახელმწიფო საქმეებს და ბრძანებებს აძლევდა ჩინოვნიკებს.

ბეზმიალემ სულთნის ბეჭედი ფოტო: ვიკიპედია

ისტორიკოსი მურატ კასაბი წიგნში „ოსმალეთის ქართველები“ წერს, რომ ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ჭკვიანი, წინდახედული, გულისხმიერი, გულუხვი და გამორჩეულ პიროვნება იყო. „მან მოახერხა ამქვეყნიური პატივმოყვარეობისა და ფარისევლობისგან გათავისუფლება. ამ თვისებებით ის განსხვავდებოდა ოსმალეთის ისტორიიდან ცნობილი იმ ქალებისგან, რომელთა ინტრიგებმაც და მზაკვრობამაც მრავალი უბედურება გამოიწვია. იგი წინ აღუდგა აბდულმეჯიდის აზარტულობასა და მფლანგველობას. აუცილებლობის შემთხვევაში ეხმარებოდა მას სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ბოროტად არასოდეს გამოუყენებია საკუთარი მდგომარეობა. სახელმწიფოსაგან მიღებულ პენსიას და სხვა შემოსავლებს ურიგებდა ღარიბებსა და უპოვრებს, ბევრს ხარჯავდა საქველმოქმედო საქმეებზე, ზრუნავდა სუფისტ სწავლულებზე, თექეებსა და დერვიშთა სავანეებს დიდი რაოდენობით შესაწირს უგზავნიდა. დადიოდა ქუჩებში და ღარიბ-ღატაკებს დახმარების ხელს უწვდენდა. ობოლ გოგონებს ათხოვებდა, მათ ვინც ვალებს ვეღარ იხდიდა ან საპატიმროში იჯდა, ფულს და სხვადასხვა ნივთებს უგზავნიდა. ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდის ყველაზე პატივსაცემი პიროვნება ვალიდე სულთანი იყო“.

ბეზმიალემ სულთანი იშვიათი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი საქველმოქმედო დაწესებულება და ფონდი დააარსა. მოგვიანებით ამ ფონდებს ნაყოფიერი მიწები შესწირა. ვალიდე სულთნის სახელს უკავშირდება ცნობილი გალათას ხიდის აგება სტამბოლში, რომელიც 1844 წელს მცურავი ხის კაპარჭინების საფუძველზე აიგო. ბეზმიალემ სულთანი აშენებდა საავადმყოფოებს, სასწავლებლებსა და მეჩეთებს, მან დაიწყო დოლმაბაჰჩეს მეჩეთის მშენებლობაც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა დაასრულა.

ბეზმიალემი ხშირად ავადმყოფობდა. სულთანი აბდულმეჯიდი კი ცდილობდა დედისთვის ყურადღება არ მოეკლო.

„ჩირაღანის სასახლეში როდესაც მივედი, სავარძელი შევნიშნე, რომელზედაც მორთული, ფერაჯეთი შემოსილი ქალი იჯდა. ეს იყო ვალიდე სულთანი. წინ ჰარემის აღა მიმიძღოდა. მოწიწებით მივუახლოვდი. ჰარემის აღამ ფადიშაჰის სიტყვები გადასცა, რის შემდეგაც ვალიდე სულთანმა გულთბილად მიმიღო. დაჯდომა შემომთავაზა.

ნახევრადგამჭვირვალე საბურველის ქვეშ ალისფერი ლოყები მოუჩანდა. აღელვება შევნიშნე. ზრდილობისთვის მისი პატივცემული შვილის ჯანმრთელობის შესახებ მოვახსენე. სამედიცინო კითხვებს სრული სიმშვიდით და ადვილად გასცა პასუხი. იმ დროს ის 36 წლის იყო და ორგანიზმიც კარგად უწევდა წინააღმდეგობას დაავადებას. ყურადღებას იპყრობდა ამ ქართველი ქალის თვალისმომჭრელად თეთრი, ნაზი ხელები და არაჩვეულებრივი სილამაზის სახის სწორი ნაკვთები და სიმტკიცე. წამოსვლისას ძალიან კეთილგანწყობილად მომექცა, ფერაჯის ჯიბიდან ოქროთი სავსე ქისა ამოიღო და ჰარემის აღას ხელით გადმომცა“ – წერს სულთან აბდულმეჯიდის პირადი ექიმი შპიცერი, რომელიც ერთხელ იმყოფებოდა ჰარემში ვალიდე სულთნის სამკურნალოდ. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი 1853 წელს ბეშიქთაშის სასახლეში გარდაიცვალა.

ბეზმიალემ სულთნის ქმრის, სულთან მაჰმუდ მეორის დედა ნაკშიდილ ვალიდე სულთანიც ქართველი იყო. მას სულთან აბდუჰამიდ I-სგან 1785 წელს შეეძინა მაჰმუდ II. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სასახლის კარის ინტრიგებს ვერ გაუძლო. ნაკშიდილი სულთნის სასახლიდან გააძევეს და 19 წლის მანძილზე, სტამბოლში, ძველ სასახლეში ცხოვრობდა. 1808 წელს როდესაც მაჰმუდ მეორე ტახტზე ავიდა, ნაკშიდილი ვალიდე სულთანი გახდა. შვილმა დედა თოფქაფის სასახლეში საზეიმო მსვლელობით დააბრუნა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანს მაჰმუდ მეორეზე დიდი გავლენა ჰქონდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თოფქაფის სასახლის დაცლასა და სულთნის ოჯახის ბეშიქთაშის დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადასახლებაზე. იგი მაჰმუდ მეორეს დასავლური ორიენტაციისკენ აქეზებდა და სულთანმა რამდენიმე რეფორმა დედის რჩევითაც კი განახორციელა.

ნაკშიდილ სულთანი, ფოტო მურატ კასაბის წიგნიდან „ოსმალეთის ქართველობა“

ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთნები და სხვა დიდებულები განსაკუთრებულად ინტერესდებოდნენ კავკასიით. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ ფეოდალთა დიდი ნაწილისთვის ტყვეებით ვაჭრობა შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყო, ოსმალეთის იმპერიაში მრავლად შეხვდებოდით ქართველებს. მართალია, გოგონები ძირითადად სულთნების ჰარამხანაში ხვდებოდნენ, თუმცა ეს არ  ნიშნავს იმას, რომ ყველა სულთნის ცოლი შეიძლებოდა გამხდარიყო. სულთნის მეუღლეები ხშირად პატარა გოგონებს თავიანთი უფლისწულებისთვის არჩევდნენ.

ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი ყველასთვის ასაკისა და სტილის მიხედვით

 

ჩიკაგოში ტაეკვონდოს ტურნირზე საქართველოს 13 წლის ზურაბ კინწურაშვილი წარადგენს

 

 

ტურნირში, რომელშიც 32 ქვეყნიდან მოწვეული 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოდან  13 წლის ზურაბი იასპარეზებს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, შეჯიბრი ახალბედა სპორტსმენისთვის საკონტროლო მატჩი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც აგვისტოს თვეში კორეაში გაიმართება, საქართველოს ღირსებას ისევ ზურაბ კინწურაშვილი დაიცავს.

 

 

უცხოელი ჟურნალისტები აჭარაში მიმდინარე ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ

 

 

 

მედიაჯგუფების შემადგენლობაში არიან ისრაელისა და ბელორუსიის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტპორტალების ჟურნალისტები. მათ შორის: Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტპორტალები tut.by holiday.by, onliner.by. ასევე ისრაელში წამყვანი სატელევიზიო არხის CH. 9-ის გადამღები ჯგუფი, რადიო “Rishon”-ის ჟურნალისტი და რამდენიმე ბლოგერი.


საინფორმაციო ტურები ზღვაზე დასვენებასთან ერთად, რეგიონში არსებული სხვა შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას მოიცავს. სტუმრები  დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს.


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, უახლოეს მომავალში დეპარტამენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებაც უმასპინძლებს. მათივე ცნობით, იანვრიდან დღემდე ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს.


კიდევ ერთი ხელზე გასაცემი სესხების სტენდი VIVUS.GE-სგან

 

 

 ახალი დესკი მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-20:00სთ-მდე. სესხის ასაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. პირველი სესხის აღება 0%-შია შესაძლებელი. ყოველი განმეორებითი სესხი კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. თანხის აღება საბანკო გადარიცხვითაც არის შესაძლებელი.

 

Vivus.ge ერთადერთი ონლაინსესხების კომპანიაა, რომელმაც წინა წელს სესხების ხელზე გაცემა დაიწყო. ამჟამად, ბათუმის გარდა, 5 სტენდი თბილისშია განლაგებული.

 

Vivus.ge საერთაშორისო საფინანსო კომპანიის – 4ფინანსის ბრენდია, რომელიც 17 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში vivus.ge-ს იცნობენ როგორც ყველაზე სანდო ონლაინსესხების ბრენდს, რომელიც მომხმრებელს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

ქობულეთში მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest მიმდინარეობს

 

 

 

ფესტივალის დღევანდელი შემსრულებლები არიან: ანტიბიოტიკი / Antibiotic, მთვარის დაბნელება – Mtvaris Dabneleba, The Jack WoodKID Jesus.

  

დასაწყისი: 18 საათზე. დასწრება უფასოა. 

 

ფესტივალის ორგანიზატორია „ერედელი არტი“. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის გამოყენებისას

პულმონოლოგი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ზოგადად თანამედროვე კონდინციონერები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა მათი გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული წესების გათვალისწინება. ექიმი ამბობს, რომ კონდინციონერით გაგრილებული ოთახიდან სიცხეში გასვლისას ტემპერატურულ ცვლილებას ვერ ეგუება ორგანიზმის თბორეგულაციის სისტემა, მას უჭირს სიცხესთან შეგუება და ამ დროს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები განვითარდეს. სწორედ ამიტომ, სხვაობა გარე და ოთახის ტემპერატურას შორის დაახლოებით 10 გრადუსი უნდა იყოს.

ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ კონდინციონერთან დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გაჩერდეს ადამიანები, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ: “ასთმიანი ადამიანებისთვის ძალიან ცუდია მთელი დღის განმავლობაში კონდინციონერთან გაჩერება, მათ უჭირთ ასეთ გარემოში სუნთქვა, არ ყოფნით ჰაერი და შესაძლოა გარკვეული გართულებებიც განვითარდეს ამის გამო” – ამბობს ის. მისივე თქმით, კონდინციონერით მუდმივად ცივ ოთახში ყოფნამ, შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალეც გამოიწვიოს.

ექიმების რეკომენდაციით, დაუშვებელია კონდინციონერიდან გამომავალი ჰაერი მიმართული იყოს პირდაპირ ადამიანებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმის გაციება გარდაუვალია. სასურველია ეს ფაქტი თავიდანვე, კონდინციონერის სახლში ან ოფისში დამონტაჟების დროსვე გაითვლისწინოთ: კონდინციონერი არ უნდა მდებარეობდეს საწოლის თავზე საძინებელში და სამუშაო მაგიდის თავზე ოფისში.

ოტორინოლარინგოლოგი ომარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ხშირია პაციენტები, რომელთაც გართულებები ოტიტების (ყურის ანთების) სახით, სწორედ კონდინციონერის ცივი ჭავლის, ყურზე ნაკადის სახით ზემოქმედების შედეგად განუვითარდათ. `ხოლო, როცა კონდინციონერის ცივი ჭავლი პირდაპირ შუბლზე ურყამს, სადაც სამწვერა ნერვის მე-2 და მე-3 ტოტი გადის, ეს იწვევს გაძლიერებულ, მუდმივ თავის ტკივილებს. გარდა ამისა, კონდინციონერის ცივი ჭავლის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს გაცივებას, რის შედეგადაც ვითარდება ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ეს შეიძლება იყოს ფრონტიტის ან გაიმორიტის სახით. ამიტომ უნდა ვერიდოთ კონდინციონერის უშუალო ზემოქმედება განსაკუთრებით შუბლის არეში”, ამბობს ექიმი.

ექიმების რეკომენდაციით:

  • კონდინციონერის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 22-დან 24 გრადუსი ცელსიუსია.
  • არ არის რეკომენდირებული ძილი კონდინციონერით გაცივებულ ოთახში.
  • არ არის რეკომენდირებული კონდინციონერის ჩართვა მანქანაში, თუ ახლო მანძილზე გადაადგილდებით.

აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში დასრულდა

ჩემპიონატი 3 წონით კატეგორიაში 65 კგ, 75 კგ, 85 კგ. აბსოლიტურ მარჯვენა და მარცხენა მკლავში ვაჟებსა და დიდებს შორის ჩატარდა.


აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩავლეშვილმა და ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მინდია სიხარულიძემ, თასებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვეს.

მარცხენა მკლავში სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს: 65 კგ. იმედა ჭინჭარაული, 75 კგ. ბექა ონიანი, 85 კგ. ზურაბ თავბერიძე.


დავით ბერიძე ზედამხედველობის სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს

Jpeg

”ბათუმში, ტროტუარის მონაკვეთებში, უკვე დიდი ხანია შეუძლებელია თავისუფლად გავლა იმის გამო, რომ მაღაზიისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა დანიშნულება შეუცვალეს ტროტუარს. შეუძლებელია იქ თავისუფლად გავლა ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის და ასევე მშობლისთვის, რომელიც ბავშვს საბავშვო ეტლით ასეირნებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის სამსახური არაეფექტურად მუშაობს და მივმართავ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, დროულად მოაწესრიგოს ტროტუარზე არსებული პრობლემები, ან გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ასევე მივმართავ ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს, ის ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ მან ქალაქში არსებული პრობლემები მოაგვაროს, ვფიქრობ მან პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი.” – ამბობს დავით ბერიძე.

მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ყველა ბერკეტი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ”ის, რომ ერთჯერადად გაიარეს ქალაქში, გააფრთხილეს ან დააჯარიმეს გარემოვაჭრეები – არ არის საკმარისი. საჭიროა მუდმივი კონტროლი. თუ ზედამხედველობის სამსახური ერთჯერადი ღონისძიებების ნაცვლად მუდმივ კონტროლს დააწესებს ამ პრობლემაზე, ეს მოგვარდება”.

დავით ბერიძის თქმით, თუ ზედამხედველობის სამსახური სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, შემდეგი ნაბიჯი საპროტესტო აქცია იქნება.

 

 

Exit mobile version