სპორტული გარბენი ნატოს კვირეულის ფარგლებში

 

 

 

 

500 მეტრ დისტანციაზე გოგოებს შორის გამარჯვება დიანა შენგელიამ მოიპოვა, ბიჭებს შორის კი 800 მეტრი ყველაზე სწრაფად ბაჩანა აბაშიძემ დაფარა.

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსმა მინდია ქათამაძემ გამარჯვებულებს სერტიფიკატები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

 

 

კვირეული 25 ოქტომბრიდან იმართება.

 

 

 

ქობულეთში 13 წლის მოზარდი დაჭრეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.] 



ბათუმის მეათე კინოფესტივალის გამარჯვებული ბლოგერები

 

ბლოგერების საუკეთესო ოთხეული 

 

თამარ მირიანაშვილი – litterator.wordpress.com

ზურა ბალანჩივაძე – zurriuss.ge

ლაშა ცერცვაძე – lashafoxtsertsvadze.wordpress.com

 

 ანნა ფარქოსაძე – surrealchild.wordpress.com

 

 

გამარჯვებულ ბლოგერებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები: 


2016 წლის ბათუმის კინოფესტივალზე დასწრების დაფინანსება. 

 

 სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება (აპრილი, 2016 წ.) [ BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით – #1, #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (1 გზა) და განთავსება (5 ღამე); #3, #4 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება (5 ღამე). განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა ოთხივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე მინიმუმ 2 თვით ადრე.] 

 

კინოთეატრი „რუსთაველის” 3 თვიანი აბონემენტი (1 პერსონისთვის) – ბლოგერს მოცემულ პერიოდში შეუძლია დაესწროს (ერთჯერ) ნებისმიერი ახალი ფილმის ჩვენებას. 

GIPA [საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი] პრიზი – GIPA-ს მოკლევადიანი სერტიფიცირებული სასწავლო კურსის უფასო ვაუჩერი. ეს პრიზი გადაეცემა სამ ბლოგერს: თამარ მირიანაშვილს, ლაშა ცერცვაძესა და ანნა ფარქოსაძეს. 

 

 დანარჩენი პრიზები გადანაწილდა შემდეგნაირად:

სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი (2დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი ქსელის რომელიმე სასტუმროში, ბათუმი/ქუთაის/ თელავი/სიღნაღი,დასვენებისთვის) შემდეგ ბლოგერებს:

 

1. თამარ მირიანაშვილი
2. ზურა ბალანჩივაძე
3. ნიკა უხურგუნაშვილი & თათია კობიძე 

TbilisiOpen Air /AlterVision -ის 2016 წლის ფესტივალის უფასო აბონემენტი:

1. ზურა ბალანჩივაძე
2. ნიკა უხურგუნაშვილი
3. თათია კობიძე
4. მაკა ნათელაური
5. ლუკა გოცირიძე

 

გამომცემლობა”წიგნები ბათუმში” პრიზი

სოფიკო ბიბიჩაძე – 50 ლარიანი ვაუჩერი
მაკა ნათელაური – 50 ლარიანი ვაუჩერი
ომარ კეპულაძე – 50 ლარიანი ვაუჩერი
გიორგი დოლიძე – 50 ლარიანი ვაუჩერი

დამატებით ყველა ბლოგერს გადაეცემა კომპანია METRO GEORGIA-ს თბილისი-ბათუმისმარშრუტის თითო ბილეთი (ორმხრივი გზა) – გამოყენებისთვის. 

 

 

 

აჭარის მთავრობის პასუხი აქციის მონაწილეებს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურს მშენებელი კომპანია “აჭარენერჯი 2007”-ს ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – კირნათისადა მარადიდის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა კომპენსაციებისა და გზისრეაბილიტაციის მოთხოვნით.

 

სოფელ მაჭახლის პირას მცხოვრები ოჯახების მიწის ნაკვეთები შეისწავლა ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი. მოკვლევა კომისიამ დაასრულა  20 დღის წინ.

 

კომისიამ სულ შეისწავლა 297 მიწის ნაკვეთი, აქედან 211 დაუკანონდა მიწის ნაკვეთები,რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გადაეცა „აჭარ-ენერჯი-2007“-ისწარმომადგენლებს, რათა დროულად დაიწყოს კომპესაციების გაცემა.

86 – მიწის ნაკვეთი არ დაკანონდა, რადგან კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა,რადგან საკომპენსაციო სიაში ვერ შევიდოდა ოჯახები, რომლებიც არ იყო მიწითმოსარგებლე ან ჰესების არეალში მდებარე. ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახები არაპროტეტებენ ამ ფაქტს.

 

დარჩენილია გარკვეული ტიპის ტექნიკური სამუშაოები, მათ შორის ელექტრონულირუქის დამზადება, რის შემდეგადაც კომპანია ცალკე შეისწავლის გამგეობის შუამდგომლობით გადაცემულ სიას. შემდეგ კი დაიწყება ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა. პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ  სამუშაოებს“.

რა შემთხვევაში უწყდება ოჯახს სოციალური შემწეობა

მისი მეუღლე თამარი მეორე შვილს ელოდება. ექიმმა რამდენიმე მედიკამენტი დაუნიშნა, თუმცა ფეხმძიმე ქალი ექიმის დანიშნულებას უსახსრობის გამო ვერ იღებს. „180 ლარი ღირს ორი დასახელების წამალი, როგორ ვიყიდოთ, არ გვაქვს ფული“, – ამბობს თამარი. ოჯახი შვიდ სულზე 348 ლარს იღებდა, დღეს ამ შემწეობის გარეშე დარჩნენ. ოჯახი ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობს და ახლობლების შემწეობაზეა დამოკიდებული.

რამაზის წლინახევრის შვილს ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს. როგორც გვეუბნება, ექიმმა ინგალაციები დაუნიშნა, რომელიც სპეციალური აპარატით უნდა გაკეთდეს. მშობლებმა დახმარებისთვის ქალაქის მერიას მიმართეს, თუმცა ინგალაციის აპარატის შეძენაზე უარი მიიღეს.
„ათდღიანი ინგალაცია უნდა გაუკეთდეს, აპარატის გარეშე კი ვერ ვუკეთებთ“, – ამბობს მამა.

ფუტკარაძეების ოჯახი

ნანას ძმა, რამაზ ფუტკარაძე გვეუბნება, რომ დადგენილი რეგულაციების შესახებ მისი დისთვის სააგენტოს არაფერი უცნობებია. „ჩვენ არ ვიცოდით, რომ საზღვრის გადაკვეთამდე ჩემს დას სააგენტოსთვის უნდა მიემართა. რამდენჯერმე მივედით და ვიკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. არც ახლა ვიცით როგორ მოვიქცეთ, რადგან ჩემი და, ვისზეც არის გამოწერილი სოციალური შემწეობა, თურქეთში მკურნალობს და არ ვიცით როდის დაბრუნდება“, – ამბობს რამაზი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ კანონით განსაზღვრული ნორმების თაობაზე ყველა ბენეფიციარი ოჯახი ინფორმირებულია.

„სოციალური აგენტი ყოველთვის განუმარტავს ოჯახს იმ ნორმებს, რომლის დაცვაც აუცილებელია სოციალურად დაუცველი პირებისთვის. როცა აგენტი ოჯახში მიდის და აფასებს, ის უტოვებს საინფორმაციო ბარათს, სადაც ასევე ჩამოთვლილია ის ინფორმაცია, რაც უნდა მიაწოდის ბენეფიციარმა სააგენტოს“, – განაცხადა ტატა გამყრელიძემ.

კანონის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია ოჯახში მომხდარი ყველა ცვლილების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს. არასწორი განაცხადის შემთხვევაში, ბენეფიციარი ოჯახის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გაუქმდება.

დემოგრაფიული ცვლილებები: სააგენტოს უნდა ეცნობოს ოჯახის წევრის გარდაცვალების ან ახალი წევრის დაბადების შესახებ; ასევე იმის შესახებ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ცალკე გადავა საცხოვრებლად; როდესაც ოჯახი იცვლის მისამართს, რათა ახალ მისამართზე გადაამოწმონ ბენეფიციარი.

ფინანსური ცვლილებები: როცა ოჯახში ჩნდება ლეგალური ან არალეგალური ცვლილებები; თუ გაიზარდა ოჯახის საჭიროებები, ბენეფიციარმა უნდა აცნობოს სააგენტოს.

ქონებრივი ცვლილებები: თუ ოჯახო შეიძენს (ან აჩუქებენ) შემოსავლის მომტან რაიმე ქონებას, ვთქვათ, ავტომანქანას, ტრაქტორს, ბინას, აგარაკს, კომერციულ ფართობს, მიწის ნაკვეთს, იმ შემთხვევაშიც უნდა მიეწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, თუკი ოჯახმა დაიწყო რაიმე მოსავლის მოყვანა, ვთქვათ, ხორბლის.

საზღვრის კვეთა: იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი სამ თვეზე მეტი ხნით აპირებს უცხო ქვეყანაში დარჩენას, ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს სააგენტოს. უფრო ნაკლები დროით თუ მიდის, არ ექვემდებარება გადამოწმებას.

„არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარები არ აწვდიან სააგენტოს ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას. მათ შორის მოგების მომტანი ქონების შეძენაზეც. „მანქანა ვჭამო“? – ამბობს ზოგიერთი, მაგრამ არის პოტენციური მოგების მომტანი, რადგან შეიძლება იტაქსაო და ასე გამოიმუშაო თანხა. იგივე შეიძლება ვთქვათ ტრაქტორზე, რომელიც გლეხმა შეიძლება გააქირაოს, სხვას დაუხნას მიწები და ამით მიიღოს შემოსავალი. ამიტომ, ასეთი ქონების შეძენის ან ჩუქების შემთხვევაში სააგენტომ აუცილებლად უნდა მიიღოს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს შეუწყდება სოციალური შემწეობა“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი სააგენტოს დაუმალავს ინფორმაციას ფინანსური შემოსავლების შესახებ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ოჯახზე ფორმდება ფორმა 3 და ის ერთი წლის, ზოგ შემთხვევაში კი სამი წლის განმავლობაში გადამოწმებას აღარ ექვემდებარება.

ოჯახს სოციალური შემწეობა სხვა შემთხვევებშიც უწყდება, რის გამოც ბენეფიციარმა ხელმეორედ უნდა მიმართოს განცხადებით სააგენტოს.

„იმისათვის, რომ სოციალური შემწეობა აღუდგეს ოჯახს, ბუნებრივია, ის ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. ამას სჭირდება დრო, დაახლოებით ორიდან სამ თვემდე. მესმის, რომ უსახსროდ დარჩენილი ოჯახისთვის ეს დრო ძალიან დიდია, მაგრამ ვადები კანონით არის განსაზღვრული და მისი ცვლილება სააგენტოს არ შეუძლია“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

რაც შეეხება თამაზ ფუტკარაძის ოჯახს, სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ხელმეორედ მოუწევთ სააგენტოსთვის მიმართვა. ტატა გამყრელიძე: „თუ არის რაიმე ექსკლუზიური შემთხვევა, შეიძლება მათი საკითხი კომისიურად განიხილონ და დააჩქარონ შემწეობის დანიშვნა.“

რა ოდენობის შემოსავლის შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს ოჯახს სოციალური დახმარება, როგორც ტატა გამყრელიძე ამბობს, კანონით არ არის განსაზღვრული. „გააჩნია ოჯახის წევრთა რაოდენობასა და საჭიროებებს. შეიძლება ოჯახში იყოს ათწევრიანი და სახელმწიფომ ჩათვალოს, რომ 600 ლარი მისთვის საკმარისია, შეიძლება იყოს ორწევრიანი და 150-ლარიანი შემოსავალი ჩაითვალოს საკმარისად~. 
„ბათუმელების“ კითხვაზე, რითი განსაზღვრავს სახელმწიფო `საჭიროებას“, ტატა გამყრელიძე პასუხობს: „მაგალითად, ითვლება, რომ თუ ოჯახში ბავშვია, ოჯახს მეტი საჭიროება აქვს, ან შშმ პირი თუ არის ოჯახში, ასეთ შემთხვევაშიც ითვლება, რომ ოჯახს მეტი საჭიროება აქვს“.

რამდენ ბენეფიციარს აქვს მიმდინარე წელს სხვადასხვა მიზეზით სოციალური შემწეობა შეჩერებული? – აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

„შეიძლება დღის განმავლობაში ასამდე ბენეფიციარმა შემოიტანოს განცხადება ოჯახის გადამოწმებაზე და დღის ბოლომდე ეს მონაცემი კიდევ შეიცვალოს. ეს ცვალებადი პროცესია, ამიტომ ზუსტ ციფრს ვერ დავდებთ“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე. 
მისი განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში 25 სოციალური აგენტი დაახლოებით 140 ოჯახში შედის.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს სოციალურ შემწეობას აჭარაში 6 591 ოჯახი იღებს.

რა ელით მათ, ვინც სასჯელს ”მარიხუანას მუხლით” იხდის

 

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ბექა წიქარიშვილის კონსტიტუციური სარჩელი მარიხუანას მოხმარებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – კანონში არაფერი წერია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩამდენი როგორ უნდა დაისაჯოს, კანონში სასჯელის ერთადერთი ფორმა ჯერ კიდევ პატიმრობაა.

 

არადა, ის ადამიანები, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 260-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევისთვის, პასუხისმგებლობისგან ვერა, მაგრამ პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ისინი უკანონო პატიმრებად ჩაითვლებიან.

 

ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ, მისი აზრით, მოსამართლეებს უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები გაათავისუფლონ, ხოლო ალტერნატიულ სასჯელად, მაგალითად, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენონ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მარიხუანას შეძენა, შენახვასა და გამოყენაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ მუხლით გასამართლებულ თუ ბრალდებულ პირებს ვერ გაათავისუფლებს – მათი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამისათვის კი „პარლამენტმა სასჯელის ალტერნატიული ზომა უნდა განსაზღვროს“.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის განსაზღვრას პარლამენტი სასჯელის ალტერნატიულ ზომას. საკანონმდებლო ორგანოს ამისთვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ აქვს. დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით კი, პარლამენტს ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოქვეყნდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი განმარტავენ, რომ: „საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 260-ე მუხლებს. 273-ე მუხლზე ალტერნატიული სასჯელები არსებობს – ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სასამართლო პატიმრობის ნაცვლად 273-ე მუხლთან ალტერნატიულ სასჯელს გამოიყენებს. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილს რაც შეეხება, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდედ არ დამდგარა, მაგრამ თუ მსგავსი საქმე იქნება, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება შეეცვლება, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამას სასამართლო საკუთარი ინიციატივით გააკეთებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაგრამ საქმე განსახილველად ჯერ სასამართლოს არ გადასცემია, დაცვის მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით.


რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა მარიხუანას შეძენა, შენახვისა თუ გამოყენების გამო, მათ უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და ახალი გარემოებებით საქმის გადასინჯვა მოითხოვონ.

 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იმ მუხლით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ღირსების შემლახველად შეაფასა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგვიმარტეს, ეს სტატისტიკური მონაცემი მათ არ აქვთ.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრობიდან ამ კანონის გაუქმების შემდეგ ჯერ არავინ გათავისუფლებულა.


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი

შსს: ნაპოვნია ბავშვის ცხედარი, რომელიც ლაბორატორიაში ინახებოდა

 

შსს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ნაპოვნია დაახლოებით 25 წლის წინანდელი ცხედარი, რომელიც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საბჭოთა ლაბორატორიაში ინახებოდა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით.

 

ბათუმში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

 

შენიშვნა: შს სამინისტრომ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დააზუსტა, რომ პირველადი ინფორმაციით, ნაპოვნია დაახლოებით 25 წლის წინანდელი ცხედარი, რომელიც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საბჭოთა ლაბორატორიაში ინახებოდა.

ოჯახში მოძალადე 148 ქალი და 269 მსხვერპლი მამაკაცი [დანაშაულების სტატისტიკა]

 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობას, მიმდინარე წელს 1985 მოძალადე და 2114 ძალადობის მსხვერპლი დაფიქსირდა [აქედან აჭარაში, შესაბამისად 163 და 170].

 

ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში მოძალადეებიდან 148 ქალია, ხოლო 1837 კაცი. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – 1845 ქალია, ხოლო 269 მამაკაცი.

 

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში რეგისტრირებულია 26452 დანაშაული. მათ შორის:

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ – 623,

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – 3608,

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 369,

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ – 21,

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ – 9494,

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 1454,

ნარკოტიკული დანაშაული – 3758,

სატრანსპორტო დანაშაული – 2711,

სამოხელეო დანაშაული – 417,

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ – 1799,

სხვა დანაშაული – 2198;

 

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში სულ დარეგისტრირდა 4689 ავტოსაგზაო შემთხვევა;

მათ შორის:

გამოწვეული სიმთვრალით – 178,

დაზარალებულთა რაოდენობა – 6845,

დაღუპულთა რაოდენობა – 449.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 12238 ხანძარია რეგისტრირებული, რის შედეგადაც:

დაღუპულთა რიცხვი – 44,

ტრავმირებულთა რიცხვი – 141,

ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობა – 380,

ხანძრის შედეგად დაღუპული მსხვილფეხა საქონელი -155.

 

მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 

 

დევის პური

 

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

სხვების ფანჯრებში ყურება მიყვარს, სხვა ადამიანების ცხოვრების თვალთვალი. ცხოვრობენ ისინი ჩემსავით, ჩემნაირები, დადიან იმ ქუჩებზე, სადაც მე დავდივარ, ხედავენ იმ ცას, რომელსაც მე ვუყურებ, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც ძალიან განგვასხვავებს. 

 

ალბათ ის, რაც ოდესღაც, შორს დარჩენილ ბავშვობაში ვნახეთ. ან –  წარმოვიდგინეთ და დავიჯერეთ.

 

დღეს ერთი ფიჭვი მოჭრეს აქვე, ხუთსართულიანი სახლის კედელთან. სადენებს ეხებოდა ტოტებით, როცა ქარი წამოუბერავდა. რამდენჯერმე იჩივლეს სახლის ბინადრებმა. ბოლოს ადგნენ და მოჭრეს. ფიჭვის ტანი სადღაც წაიღეს, წვრილი ტოტები კი დაწვეს _ იქვე დაანთეს პატარა კოცონი. აივანზე ვიჯექი და ვუყურებდი. ტკაცუნით იწვოდა წიწვები და მთელ ქუჩაზე ფიჭვის ფისის სუნი იდგა.

 

ამ ქალაქში არ უნდა ცხოვრობდნენ-მეთქი ფიჭვები, გავიფიქრე.

 

აი, იქით თუ წახვალთ, ჩრდილოეთისკენ, შორს, მთებში, გზა რომ თანდათან დავიწროვდება, სულ რომ დავიწროვდება და ბოლოს გაწყდება, ფიჭვის ხეების ქვეყანაში მოხვდებით. ჩემი ბავშვობაა იქ. ჩემი სოფელი ისეა ფიჭვებში შეყუჟული, რომ არ იცოდე, ვერ მიაგნებ. 

 

ზამთრისპირები ყველაზე ძნელია მთებში. თოვლი ადრე მოდის. პირველად მრგვალ, მკვრივ ფიფქებს წამოყრის, თოვლის გულებს ეძახიან. მიწა უკვე მოყინულია ამ დროს და თოვას აქვს უცნაური ხმა, თოვლის ბურთულები წკრიალით ეცემიან მიწაზე.

 

მაღალი, ასწლიანი კაკლის ხეები გვიდგას ეზოში. დიდხანს მეგონა, რომ ეს კაკლის ხეები ღამღამობით სადღაც მიდიოდნენ და უკან ყვავებით დახუნძლულები ბრუნდებოდნენ დილისთვის. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, მაშინ იწყებდნენ ჩხავილს ყვავები. თითქოს ვიღაცას ეძახდნენ, ისე გასჩხაოდნენ მთებს.

 

ვიდექი ერთ დილას თოვაში და ვუსმენდი. ბებიაჩემს ეზო მოევლო, კალთა ვაშლით ჰქონდა სავსე. ხეებს შერჩენილი უკანასკნელი ვაშლები ჩამოეყარა და მოჰქონდა. რა უნდათ-მეთქი ამ ყვავებს, ვთქვი. ამომხედა ბებიაჩემმა. ისე იყო უკვე წელში მოხრილი, სიარულისას ხელს მიწას აბჯენდა. ამომხედა და – დევებს ეძახიანო, მითხრა.

 

მიყვარდა ამბები დევებზე. ზოგჯერ ძილის წინ  გვიყვებოდნენ ბავშვებს. გვეუბნებოდნენ, რომ დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, დიდები და ბანჯგვლიანები იყვნენ, ავსულები და უწმინდურები, ქვესკნელის ჯარისკაცები, და იმათთან შეხვედრას კაცი ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. თანაც ზოგჯერ ტერფებს შეიბრუნებდნენ ხოლმე უკუღმა და დევის კვალი თუ შეგხვდებოდა, მიდიოდა თუ მოდიოდა, ვერ გაიგებდი.

 

კიდევ ის ვიცოდი, რომ, როცა ვინმე მოკვდებოდა, ერთ დიდ პურს აცხობდნენ და „დევის პურს“ ეძახდნენ. პური უსაფუვროდ ცხვებოდა, ბრტყელი იყო და მაგიდისხელა. ზედაპირზე  რაღაც ნიშნებს  გამოსახავდნენ, მერე აიტანდნენ სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას და იქიდან დააგორებდნენ. ეს პური ერთგვარი ქრთამი იყო დევებისთვის, მიცვალებულის სული ქვესკნელში რომ არ გაეტყუებინათ.

 

ბებიაჩემს დიდად არ უყვარდა დევებზე ლაპარაკი. ათას რამეს მოგიყვებოდა ქაჯებსა და კუდიანებზე, ოღონდ დევებზე არ გეკითხა. ქალებს დასდევდნენ და იტაცებდნენო, მითხრა ერთხელ. ჭამდნენ-მეთქი? არაო. შვილებს აჩენინებდნენო. ზოგჯერ ბრუნდებოდნენ ეს ქალები, თავისი გაჩენილი დევებით, მაგრამ ხალხი აღარ უშვებდა. სოფელთან ახლოს დასახლების უფლებას აძლევდნენ, ოღონდ სოფელსა და მათ საცხოვრებელს შორის პატარა მდინარე მაინც უნდა ყოფილიყო. წყალში ვერ გამოდიოდნენ პატარა დევები, დადგებოდნენ მდინარის პირას, გადმოსვლა და ბავშვებთან თამაში უნდოდათ თურმე. მაგრამ არ ეთამაშებოდნენ ბავშვები, ქვებსაც ესროდნენ. დასცინოდნენ, ხუჭუჭა თმიდან ციცქნა რქები რომ მოუჩანდათ პატარა დევებს, ბოროტ სიმღერებს თხზავდნენ ამაზე და უმღეროდნენ მდინარის მეორე ნაპირიდან.

 

ბევრი ვიდარდე მაშინ ამაზე. მე ვეთამაშებოდი-მეთქი, მუჭით ამოვიწმინდე ცრემლები თვალებიდან. ჩავდიოდი ხოლმე მდინარესთან, ჩამოვჯდებოდი და საათობით გავყურებდი ტყეს მეორე ნაპირზე.

 

არავინ გამოჩენილა.

მერე წამოვიზარდე. დევებზე აღარავინ მიყვებოდა. ბებია უკვე აღარ მყავდა, აჩხავლებული ყვავები რომ მაინც დაეწყევლა ხანდახან. ცხოვრება ჩვეულებრივი გახდა, მარტო კაბა მიმოკლდებოდა მუხლისთავებზე, მეტი არაფერი. 

 

იმ ზამთარს, განსაკუთრებით ხმამაღლა რომ ჩხაოდნენ ყვავები, გვიან დაიძინეს დათვებმა. თოვლი მოვიდა და ჯერაც არ შესულიყვნენ ბუნაგებში. შეგროვდებოდნენ უთენია კაცები, თოფებაკიდებულები, და  მძიმედ გააბოტებდნენ ტყისკენ დათვებზე სანადიროდ.

 

ერთხელ მამაჩემიც წავიდა.

 

დედაჩემმა წინა ღამეს ცუდი სიზმარი ნახა. შეშინებული იყო და დიდხანს ეხვეწა მამაჩემს, არ წახვიდე, იყვნენ დათვები, მაინც მალე დაიძინებენ, ხორციც გვაქვს, ძროხებს მინდორში აღარ  ვუშვებთ, რას გვიშლიან დათვებიო.

 

მაინც წავიდა.

 

ორი დღე ველოდეთ. ვისხედით და გზას გავყურებდით, თვალები ამოგვიღამდა.

 

შუაღამე იყო, კარი რომ შემოაღო. ფერი არ ედო. მაშინვე შევამჩნიე, თოფი აღარ ჰქონდა. ისე მიუჯდა ღუმელს, ხმა არ ამოუღია. ბეჭებიდან თოვლი ჩამობერტყა დედაჩემმა, მოყინული ხელები დაუსრისა, თან თვალებში შეჰყურებდა.

 

გზა დამებნაო, ხევში ჩავვარდი და თოფი დავკარგეო, თქვა ბოლოს და დასაძინებლად წავიდა.

 

შუაღამისას გამაღვიძა ორი დღის შემდეგ. ჩურჩულებდა. დედაშენს არ გაეღვიძოსო. იცოდე, არავის არაფერი უთხრა. ბებიაშენი რომ ცოცხალი იყოს, იმას მოვუყვებოდიო.

 

დათვის კვალზე დამდგარს დიდი ნაფეხურები უნახავს, ფეხშიშველი კაცის ნაფეხურები. ასეთი დიდი ფეხი ვის  უნდა ჰქონდეს, ან თოვლში ფეხშიშველს როგორ უნდა ევლოო, უფიქრია და გაჰყოლია კვალს. 

 

დიდხანს უვლია, ძალიან დიდხანს. კვალი ფიჭვების კორომს რომ მიადგა, მაშინ დაუნახავს: იჯდა თურმე თოვლში, ფეხშიშველი. ცხვრის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, უზარმაზარი, ბანჯგვლიანი მკლავები თავზე შემოეხვია და  თვალებიდან  ცეცხლის ალი გადმოსდიოდა.

 

ასე ტირიან თურმე დევები, ცეცხლი გადმოსდით თვალებიდან ცრემლის ნაცვლად.

 

ვიდექი ასე, ხესავით, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, და როცა შემამჩნია, ისე დავეშვი მიწაზე, თითქოს ცულით მუხლებში გადამჭრესო, მითხრა მამაჩემმა.

 

გამოხედა თურმე მამაჩემს, თვალები მუჭით ამოიწმინდა და დედა მომიკვდაო, უთხრა.

 

დედა მომიკვდა, მარტომ დავმარხე, მარტო ვტირი და მარტომ უნდა ვიცხოვრო ეხლაო.

 

თოვლში შავად ამობურცულიყო ახალნაყარი მიწის ბორცვი – დევის დედის საფლავი.

 

მივიდა თურმე მამაჩემი და მიუჯდა გვერდით. ყვავები ასხდებოდნენ მხრებზე და წკიპურტით იგერიებდა კოღოებივითო. ისროდა ამ ყვავებს აქეთ-იქით და მიყვებოდაო:

 

ჩემები დიდი ხანია გადაიხვეწნენ, ხალხი გამრავლდა ძალიან, ეს ქვეყანა კაცთა ქვეყანა გახდა, და ისე წავიდნენ, საფლავებიც არ დატოვეს, ამოთხარეს თავიანთი მკვდრები, აკრიფეს მთელი  სარჩო-საბადებელი და წავიდნენო.

 

დედაჩემს ვერ დავტოვებდი მეო. ქალი იყო დედაჩემი, ადამიანი. არ შეიძლებოდა იმის იმ ქვეყანაში წაყვანა, და სანამ ცოცხალი იყო, აბა როგორ დავტოვებდიო.

 

ცოტა ცხვარი მყავს, ცოტა ძროხები, იმით ვცხოვრობ. ოღონდ ნადირი მომრავლდა ძალიან და ხან მგელი დაერევა, ხან დათვი, მიჭამენ საქონელსო. იარაღიც გამიფუჭდა, ჩვენი სამჭედლოები ზურგზე მოიკიდეს წასულმა დევებმა და ისე წაიღეს, რკინა აღარ დამიტოვესო.

 

აიღო თოფი მამაჩემმა და მისცა. მთელი ტყვიები დავუტოვე და შევპირდი, ამოვალ და ამოგიტან ხოლმეო.

 

ის ღამე იქ გაათენეს თურმე, ფიჭვებს ტოტები დაამტვირეს და ცეცხლი დაანთეს. დილას გამოუცილებია მამაჩემი. მხარზე ხელი დამადო დამშვიდობებისასო, მითხრა და პერანგი გადა¬იწია – მთელ ბეჭზე შავად ჰქონდა გაფენილი დევის ნათითურები.

 

 

სამი წელია, ჩემს სოფელში აღარ ვყოფილვარ.

 

სამი წლის წინ გამოვაცხვე დევის პური მამაჩემისთვის.

 ყველაზე დიდ ვარცლში მოვზილე ცომი.

 ყველაზე დიდ ფიცარზე გავაბრტყელე და ღუმელზე დავდე.

 პურის სუნი რომ დატრიალდა, მივედი და ვუთხარი, გამოვაცხვე-მეთქი.

 მშვიდად იწვა ფერმკრთალი მამაჩემი. არასოდეს უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე ჩუმად.

 

სასაფლაოსკენ გზა ფერდობზე გადის. აუყვები ბილიკს, გორაზეა შეფენილი საფლავები. მამაჩემი დედაჩემისა და ბებიაჩემის გვერდით დავმარხეთ, თავთან სამკუთხა ქვა ჩავაყუდეთ. არაფერი წაგვიწერია.

 

პური ხელით მიმქონდა. გორის წვერზე ავედი და გადავიხედე. ღრმა ხრამი იყო, იმის იქით ტყე იწყებოდა.

 

დავაგორე პური და დავჯექი. დიდხანს ვიჯექი. ზურგსუკან ჩემების საფლავები იყო, იმის უკან –  ჩვენი ცარიელი სახლი, სადაც უკვე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობდი.

 

კაკლის ხეებზე გულისწამღებად ჩხაოდნენ ყვავები.

 

მერე გამოვიდა ტყიდან.

 

ცხვრის ტყავებში იყო გახვეული. მხარზე თოფი ეკიდა.

 

ვიცანი ის თოფი.

 

პური აიღო და ამომხედა.

 

ცეცხლი ედგა თვალებში.

 

აბურძგნული, ხვეული თმა ჰქონდა და ოდნავ მოუჩანდა რქები. 

 

 

ვზივარ აივანზე და შუა ქალაქში ფიჭვის ტოტების კოცონს ვუყურებ. ჩაინავლა უკვე. შეღამდა. ვიჯდები კიდევ ერთხანს. ისე ვუსმენ ხოლმე ქალაქს, როგორც ბებიაჩემის ამბებს ვისმენდი ძილის წინ.

 

ბევრი ამბავია ამ ქვეყანაში. ქალაქებში თუ მთებში, მიკარგულ სოფლებში. გზებზე, რომლებიც ვერ გაიგებ, საით მიდიან, დევის ტერფებივით: აქეთ თუ იქით, სააქაოში თუ საიქიოში. ისე გადაკვეთ სინამდვილის საზღვარს, ვერც გაიგებ. თუ დაბრუნდები, ისეთი ვეღარ დაბრუნდები:  ზიხარ მერე საღამოობით და გეჩვენება, რომ დიდი ხნის წინ გადახვეწილ დევებს ეძახიან ელექტროსადენებზე ჩამწკრივებული ყვავები.

 

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი


სოფიკო, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა საჯარო სამსახურს?

 

სოფიკო გუჯაბიძე
სოფიკო გუჯაბიძე

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა თავიდანვე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ საჯარო უწყებაში უფრო მეტი საშუალება გეძლევა აკეთო ისეთი საქმე, რომლითაც შენს მოკრძალებულ წვლილს შეიტან შენი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაში. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სწორედ ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში, მისი დადებითი კუთხით წარმოჩენაში ვმონაწილეობდი. მინდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო  ჩემთვის, რადგან ტურიზმი მრავალფეროვანი სფეროა, არ არის პასიური და მოსაწყენი. ვფიქრობ, ახლანდელი სამსახურიც ამ საქმის ერთგვარი გაგრძელებაა. ზოგადად, კომუნიკაციის პრობელმა არასოდეს მქონია ადამიანებთან.  ინფორმაციის გაცემის საქმეში ღიაობა და პროაქტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მაშინაც კი, როცა მთხოვდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, ანუ ვიყავი რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის ვცდილობდი მომეძებნა რაღაც ახალი, საინტერესო ჩვენი დარგით დაინტერესებულთათვის, რითაც ჩვენს უწყებას, ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო კარგად გავაცნობდი საზოგადოებას.

 

ვინ შემოგთავაზათ ეს პოზიცია, დიდხანს ფიქრობდით გადაწყვეტილების მიღებაზე?

 

რა თქმა უნდა, ასეთ პოსტზე დათანხმება დიდი პასუხისმგებლობა იყო, რასაც სრულიად ვაცნობიერებ. ზოგადად, აჭარის საჯარო უწყებების მიხედვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები გაერთიანებულ გუნდს წარმოვადგენთ. ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო ნათია სირაბიძე, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ მოვიდა მთავრობის აპარატში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. ჩვენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა, უფრო მეტად მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ერთ სამუშაო ჯგუფად ჩამოვყალიბდით. სწორედ მაშინ შეიქმნა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის სამუშაო ჯგუფში თითოეული ჩვენგანი მონაწილეობდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებს მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან. კანდიდატის შერჩევაც ძირითადად ამ ჯგუფიდან მოხდა. რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო არჩევანი ჩემზე შეჩერდა.

 

ძირითადად ამ ჯგუფიდან რატომ?

 

ამ ჯგუფიდან იმიტომ, რომ ეს სპეციალისტები  მუდმივად იყვნენ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რასაც, ზოგადად, აჭარის მთავრობა სხვადასხვა უწყების მიხედვით ახორციელებდა, შესაბამისად,  გამოცდილებასთან ერთად ჰქონდათ უფრო მეტი ნდობაც.

 

რამდენად განსხვავდება მთავრობის პიარის სპეციფიკა იმ მოვალეობებისგან, რომელსაც აქამდე ტურიზმის დეპარტამენტში ასრულებდით. რა გეჩვენებათ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან სხვაობად, ყველაზე დიდ გამოწვევად?

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ ახლა უფრო გაფართოვდა თემატიკა და  იგივე საქმიანობა აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყების მიხედვით უნდა განვახორციელოთ. ჩემდა სასიხარულოდ, აქ დამხვდა გუნდი, რომელიც სრულიად შეესაბამება იმ მოთხოვნებსა და ღირებულებებს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე მიშვნელოვანია ისიც, რომ ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც ბოლო პერიოდში მომიწია მუშაობა, ზოგადად, ღია აღმოჩნდნენ ინფორმაციის გაცემის კუთხითა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ამიტომ ჯერ ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

 

მნიშვნელოვანი სხვაობა ძველსა და ახალ სამსახურს შორის არის უფრო ის, რომ ტურიზმის დეპარტამენტში, გარკვეული დრო ყოველთვის მრჩებოდა ჩავრთულიყავი ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც შემოქმედებით ნაწილსაც მოიცავდა. მაგალითად, მეამაყება, რომ მაქვს მიღებული მონაწილეობა 2013 წლის აჭარის გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციული გზამკვლევი იყო ჩვენი ტურისტებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად მედიასთან ურთიერთობას – პრინციპები იგივე რჩება, უბრალოდ, გაფართოვდა არეალი. თუმცა, კვლავ მჭიდრო ურთიერთობებში ვრჩები ტურიზმთან, ისევე როგორც სხვა უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი მოვალეობის შესრულებისას.

 

თქვენს სამსახურს მხოლოდ მთავრობის აპარატთან დაკავშირებული საკითხები ეხება, თუ სხვა სამინისტროების პიარზე ზედამხედველობაც შედის თქვენს მოვალეობებში?

 

 მთავრობის აპარატი არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება რეგიონში და წარმოადგენს  ერთგვარ  მაკონტროლებელ ორგანოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტროების პიარები პირდაპირ არიან დაქვემდებარებული სტრუქტურულად. ეს უფრო კარგი თანამშრომლობა და კომუნიკაციაა კოლეგებს შორის.

 

ხედავთ თუ არა რაიმე ხარვეზებს მთავრობის პიარსაქმიანობაში და რის შეცვლას აპირებთ ამ თვალსაზრისით?

 

იდეების კუთხით სიახლეს ვერაფერს შემოვიტან, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით სპეციალურად მოწვეულმა პიარტექნოლოგის სპეციალისტებმა შექმნეს, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი დოკუმენტია და ძნელია, რაიმე ახალი თქვა. მთავრობის დეპარტამენტში ამ კუთხით კარგად გათვიცნობიერებული და გამოცდილი კადრები დამხვდნენ.  შესაბამისად, მეც იმავე პოლიტიკით გავაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო – ვიყო აქტიური, ობიექტური და კომუნიკაციისთვის მუდმივად მზად მყოფი.

 

 რამდენად იზიარებს მთავრობის თავმჯდომარე თქვენს შეხედულებებს, მაშინ როცა საქმე ეხება პიარს?

 

ცოტა დროა, რაც ამ მოვალებას ვასრულებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ითვალისწინებს. ერთადერთი პრობლემა, ალბათ, არის პირდაპირი კომუნიკაციისთვის დროის ნაკლებობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა გვექმნება. 

 

მთავრობის თავმჯდომარეს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჯარო შეხვედრებზე ის არც თუ ისე ეფექტურია, თუ მუშაობთ მასთან ამ საკითხზე?

 

მას იმდენად დატვირთული აქვს სამუშაო გრაფიკი შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით, რომ ძნელია ამისთვის დამატებითი დრო გამოინახოს. ვიმედოვნებ, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.

 

მთავრობის თავმჯდომარის ერთერთი ტერმინი, რომელიც მან მურმან დუმბაძის კომენტირებისას გამოიყენა თავის დაძანძურება“ –  პიარსამსახურმა გაავრცელა. მაგალითად, „ბათუმელებსეს კადრები მოაწოდა პრესცენტრმა. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ არჩილ ხაბაძის გასაშარჟებლად. რას ფიქრობთ, ეს იყო პიარსამსახურის შეცდომა თუ ეს პოლიტიკა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ისე წარუდგინოთ საზოგადოებას, როგორიც ის სინამდვილეშია?

 

ეს არ მიმაჩნია პიარის მიმართულებით შეცდომად. მთავრობის თავმჯდომარე არის ძალიან უშუალო პიროვნება და ამაში, ალბათ, ის ჟურნალისტებიც დამეთანხმებიან, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ მასთან. სწორედ მისი უბრალო და უშუალო დამოკიდებულებით გამოიყენა მან ეს ტერმინი. არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს თემა ამდენი ხნის მანძილზე განხილვის საგნად რჩება.

 

არის შემთხვევები, როცა მთავრობის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის განსაზღვრულ ვადებს არღვევენ, ზოგჯერ არასრულადაც აქვეყნებენ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება უფრო ეფექტურად სამუშაოდ?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია უფრო ეფექტურად მუშაობა ამ მხრივ. მოგეხსენებათ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზე. არის რიგი საკითხები, რომლებიც ბევრ უწყებას მოიცავს, შესაბამისად, მეტ დროს საჭიროებს მათი დამუშავება და ხშირად ამიტომაც გვიანდება ზოგიერთი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ეს არ არის გამართლება და აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შენიშვნები აღარ მივიღოთ.


ოქროსფერი 50-თეთრიანი 2017 წლამდე რჩება მიმოქცევაში


ასევე, 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდა 2017 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა ასევე მოხდება  საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. 



 

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება


ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მისი ბადრაგირება დაგვიანდა. სასამართლო დარბაზი დაზარალებულის ნათესავებით გაივსო. ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში სად-ის ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თანამშრომლებმა შეიყვანეს. ბრალდებულს ადვოკატი სახელმწიფომ დაუნიშნა, მას იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი დავით კეკენაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულს ესაუბრა და ის უარს აცხადებს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

 

„თქვენი სახელი და გვარი“, „აღიარებთ თუ არა ბრალდებას?“ –  მოსამართლის არც ერთ შეკითხვაზე ბრალდებულს პასუხი არ გაუცია.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ხმაური იყო, ბრალდებული სკამიდან გადმოვარდა. მოსამართლემ ბადრაგს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ისინი დახმარებოდნენ ბრალდებულს წამოდგომაში. ბრალდებული სასამართლო დარბაზში გისოსებში მარტო იყო მოთავსებული, მოგვიანებით კი მასთან დასახმარებლად ბადრაგი შევიდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსეს, მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, იქცევა არაადეკვატურად, უარს ამბობს ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაზე, ბანაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობით, ბრალდებულს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ დევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადვოკატმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. გირაოს თანხად 5 ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 40 დღე დაასახელა.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობრივი გზით მკვლელობა, ასევე ცივი იარაღის ტარება. ბრალდებულმა ასევე ბოთლი ჩაარტყა თავში და დაზიანება მიაყენა მოწმეს, რომელიც მაღაზიაში მკვლელობას შეესწრო. ბრალდების დადგენილებით, დაკავებულმა, რომელიც ორჯერ არის ქურდობის გამო ნასამართლევი, მაღაზიის გამყიდველს სხეულის სხვადასხვა არეშის დანით 17 ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე უარი მიიღო.

 

როგორც მოსამართლემ თქვა, საქმის მასალების მიხედვით, მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა ჭრილობა კი კისერში აქვს მიყენებული. მოკლულ ქალს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა ბრალდებულმა და სახლში წავიდა. შინ გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ყელსაბამთან ერთად გადამალა, შემდეგ კი წვერი გაიპარსა. პოლიციამ ის საკუთარ სახლში ჯერ მოწმის სტატუსით დაკითხა, შემდეგ კი განყოფილებაში მას ბრალი წაუყენეს.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს, 17:30 საათზე გაიმართება.

 


რა გახდა სოციალურად დაუცველი 9 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

 

„30 ოქტომბერს შემოიყვანეს ბავშვი ემენჯენსში, ჩაუტარდა დახმარება და შეთავაზებულ იქნა მკურნალობა, რაზედაც ოჯახმა უარი განაცხადა [ეს უარი დაფიქსირებული და ხელმოწერილია] და წაიყვანეს სახლში. 2 ნოემბერს უკვე შემოვიდა შოკში, უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, დაიწყო ანტიშოკური თერაპია, როგორც არის გაიდლანით, ყველა კვლევა ჩატარდა აბსოლუტურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ აფხაზავა.

 

კითხვაზე, რა გახდა პაცენტის შოკური მდომარეობის მიზეზი, ვახტანგ აფხაზავა პასუხობს:


„მიზეზი გახდა ინფექცია. ბავშვს ჰქონდა პნევმონია, თირკმელში ანთება, გასტროენტერიტი… პნევმონია 30-ში არ ჰქონია, მაშინ რომ ყოფილიყო სიცოცხლისთვის რაიმე საშიში, პაციენტს სახლში მშობლის მოთხოვნითაც არ გავუშვებდით. თანდაყოლილი ფსიქო-მოტორული განვითარების ჩამორჩენით იყო ბავშვი, წონის დეფიციტი ჰქონდა, მისი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა მისმა კლინიკამ დაავადების. რამდენჯერმე ნაწოლია ეს ბავშვი კლინიკაში, სხვადასხვა დიაგნოზით.“  

 

ექიმის თქმით, ოჯახს ბავშვის გადაყვანა უნდოდა თბილისში, „მაგრამ ასეთ სიტუაციაში პაციენტის გადაყვანა შეუძლებელი იყო რეანომობილით“.  

 

შმობლებმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს. 9 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 


დედათა და ბავშვთა ცენტრი
დედათა და ბავშვთა ცენტრი

მუსიკალური საღამო საზღვაო ჰოსპიტალის ორგანიზებით

 

 

დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.biletebi.ge–ს მეშვეობით, ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში და საზღვაო ჰოსპიტალში.


პლატინის სპონსორი – “ლივ ჰოსპიტალი”;

გენერალური სპონსორი – ქ.ბათუმის მერია;

ოქროს სპონსორი  –  “ალპენ ფარმა” ;

სპონსორები: რეპრო არტ, ბეიბი ფუდი, ესთეტიკური კლინიკა “Dermacare”


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელ.: 0 422 27 25 88

108 000 ლარი ახალშობილი ტყუპების ოჯახებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, ოჯახს თითოეულ ტყუპზე გადაეცემა 1000 ლარი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წლებში პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია ახალშობილი ტყუპების 122 ოჯახს და დახარჯულმა თანხამ 245 000 ლარი შეადგინა. 


ხელვაჩაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

 

აქცია
აქცია

 „აქციაზე ძირითადად კირნათისა და მარადიდის მოსახლეობაა. სოფელ მაჭახლის პირას დაზიანებულია გზის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი და მოსახლეობა ძირითადად გზის მოწესრიგებას ითხოვს. ამჟამად გზა გადაკეტილია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნოდარ იაკობაძემ, გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ აჭარისწყალსა და მაღლაკონში. ნოდარ იაკობაძის თქმით, აქციაში დაახლოებით 70-100 ადამიანი მონაწილეობს.  

 

ხელვაჩაურის გამგეობის ცნობით, გზის შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ია,  რომელიც ხეობაში აშენებს ჰესებს.

 

 „ორი კვირის წინ შევხვდი კომპანიის წარმოამდგენლებს, ძალიან გაბრაზებული ვარ მათზე, ვალდებულება აქვთ გზა გააკეთონ, დავიბარე და ვთხოვე, რომ დაიწყონ შეკეთება, მოსახლეობა ცოდვაა, გზა აუცილებელია.  ჩვენ ვერ ვაკეთებთ, რადგან ეს გზა მათი გასაკეთებელია. ახლა ისევ ვესაუბრე და ამინდის გამო გაჭიანურდაო – ამბობენ, მაჩვენეს დოკუმენტები და დამპირდნენ, რომ ხვალიდან იწყებენ გზის შეკეთებას. „აჭარ ენერჯის“ აქვს გზის შეკეთების ვალდებულება, რადგან ამ მონაკვეთზე მათი მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, რის გამოც გზა ზიანდება,“  – განაცხადა ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ „ბათუმელებთან“.

 

მისი თქმით, გამგეობა მას შემდეგ შეაკეთებს გზას კაპიტალურად, როცა ჰესის მშენებლობა დასრულდება, 2016-2017 წელს. „ხელისუფლებას გეგმაშიც აქვს და ბიუჯეტშიც ჩაიდება ეს თანხები წინასწარ, გზა მთლიანად მოასფალტდება. ახლა რომ გავაკეთოთ, ეს წყალში გადაყრილი ფული იქნება. ორმული სამუშაოები კომპანიამ უნდა შესრულოს გაფუჭების შემთხვევაში,“ – ამბობს გამგებელი. 

რის დაფინანსებას გეგმავს ბათუმის მერია კულტურისა და განათლების პროგრამით 2016 წელს

 

2016 წელს კულტურისა და განათლების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იგეგმება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რის ხარჯზეც ბაღები დამატებით 385 ბავშვის მიღებას შეძლებენ – აღნიშნულია ბათუმის მერიის ვებგვერდზე. 


 პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერია 20 ახალგაზრდის უცხოეთში სტაჟირებას დააფინანსებს.


მომავალ წელს მერიის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ასამდე ღონისძიებაა დაგეგმილი.


მერიის ცნობით, პროგრამები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც დაფინანსდება. ადგილობრივ ხელოვანთა მხარდაჭერის პროექტს მერია კვლავ დააფინანსებს.განათლების პროექტებისთვის 2016 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ჯამში 14 მილიონ 637 ათასი ლარი გამოიყოფა. სპორტის განვითარებისათვის ბათუმის მერია 5 მილიონ 55 ათას ლარს გამოყოფს, რაც 6 მუნიციპალური სპორტული კლუბის სუფსიდირებას მოხმარდება. 

ქორწილში ნათესავმა ნათესავი დაჭრა

 

დაზარალებული გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბრალდებული დაკავებულია. ბათუმელების ინფორმაციით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება; ამოღებულია ნივთმტკიცებები, მათ შორის დანაც.


შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობა – მიმდინარეობს. 


აჭარის მთავრობა გიორგი კირთაძეს პასუხობს (ვიდეო)

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„კარგი იქნებოდა, გიორგი კირთაძე როდესაც დოკუმენტებს, რომლითაც ის უსაბუთოდ აპელირებს, მინიმუმ აჩვენებდეს საზოგადოებას რა წერია იქ. თუმცა ის, რაც ამ დოკუმენტებში წერია, ბუნებრივია, არ არის მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი.

 

თავდაპირველად გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს არ გამოუყენებია თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება და 1 ლარად არ გადაუცია არც ერთი ქონება ტურისტულ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით.

 

კირთაძეს რატომღაც არ უხსენებია, რომ მის ჩამოთვლილ ობიექტებიდან 95 % იყო ის 1 ლარად ხალხისთვის გადაცემული ბინები, რომელთა დაკანონებას ისინი უკვე ათეული წლებია ითხოვდნენ და ჩვენ შევძელით ასეული ოჯახის პრობლემის მოგვარება. კირთაძეს, ბუნებრივია, შეგნებულად არც ის განუმარტავს, ჩამოთვლილ ობიექტებში ათეულობით უსახლკაროდ დარჩენილი ეკომიგრანტი ოჯახი რომ შედის, რომელთაც 1 ლარად საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადავეცით. კირთაძისთვის არც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნება და ციტრუსის მიმღების პუნქტებისთვის 1 ლარად გადაცემული ობიექტები აღმოჩნდა. როგორც იცით, აღნიშნული პუნქტები უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და მეციტრუსეებისთვის მანდარინის რეალიზაციის ეფექტური საშუალებაა.

 

აჭარის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონში ბიზნესის განვითარებას, როგორც იცით, აწარმოე საქართველოში პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მსგავსი პროექტისთვის გაიცა ქონებები და დღეს წარმატებით ფუნქციონირებს. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად ობიექტების გაცემა სოციალური და ეკონომიკური მიზნით განხორციელდა.

 

წინა მთავრობა ძალიან ხშირად 1 დღით ადრე დარეგისტრირებულ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებს საკუთრებაში მილიონიან ქონებებს გადასცემდა, რომელთაგან ზოგიერთმა საერთოდ ვერც კი დაიწყო პროექტის განხორციელება და მათთან ხელშეკრულება გაუქმდა. იგივე ქონებები ახალ ბულვარში გამოტანილი იქნა ელექტრონულ აუქციონზე, კონკრეტული მყიდველების მიერ გადახდილი იქნა საბაზრო ღირებულება და ამ დროისთვის 50 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება მაღალი კლასის სასტუმროებს: “კემპინსკს”, “ჰილტონს”, “შერატონს”, “რადისონ ბლუ ბათუმს” – 1 ლარად აღნიშნული ქონებები თავის დროზე არ გაცემულა.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გიორგი კირთაძეს, ნუ შეიყვანს საზოგადოებას შეგნებულად შეცდომაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს, რომ კირთაძის მიერ ჩამოთვლილი ობიექტები 1 ლარად არ გაყიდულა“.

 

შს სამინისტროში არ ამბობენ, გამოკითხეს თუ არა პირი, რომელიც პოლიციაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

 

რევაზ ტაკიძე
რევაზ ტაკიძე

შს სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ანუ 2 ნოემბერსვე განმარტა, რომ რევაზ ტაკიძის განცხადებაზე გენერალურმა ინსპექციამ  მოკვლევა დაიწყო. „ბათუმელების“ კითხვაზე, 3 ნოემბრის სამუშაო დღის დასრულების დროისთვის გამოკითხა თუ არა გენერალურმა ინსპექციამ რევაზ ტაკიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე გააკეთა განცხადება, შს სამინისტროს პრესცენტრში უპასუხეს: „მიმდინარეობს შესწავლა“.

 

მოქალაქე რევაზ ტაკიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ ის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს პოლიციელებმა ყაჩაღობის აღიარების მოთხოვნით, ხოლო ქობულეთის პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ:

 

 „27 რიცხვში დამაკავეს სარფის გამშვებ პუნქტზე ანთაძემ და დიასამიძემ. გამომიყვანეს ქობულეთის პოლიციაში. შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ ბიჭო? მე მგონი ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი არ ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებს და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“.

 

ბენზეს დასახლებაში ოჯახი გაძარცვეს

 

თავდამსხმელებმა ოჯახიდან  300 ლარი წაიღეს.

 

შს სამინისტრო ბენზეში ოჯახის ძარცვის ფაქტს ადასტურებს. პრესცენტრის ცნობით, ბენზეს დასახლებაში ნამდვილად მოხდა წუხელ ძარცვა. შესაბამისად, ძიება 178-ე მუხლით დაიწყო.

 

ნათია ზოიძე: ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციაზე

 

<!** Image 1 align="" alt="ნათია ზოიძე" sub="ნათია ზოიძე" width="450" height="1536" >350 ათასი ლარი დაიხარჯა ბათუმობის დღესასწაულზე. მომავალ წელსაც იგივე თანხა შეიძლება დაიხარჯოს. რაც ვნახეთ – ბათუმობის დღესასწაულის მსგავს ღონისძიებაში 350 ათასი ლარის დახარჯვა რამდენად ეფექტურია?

ფული რამდენად ეფექტურად იხარჯებოდა, ეს ჩანს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშითაც. ჯერ 9 თვის შესრულების ანგარიში არ გვაქვს, მაგრამ გავეცანი 6 თვის შესრულების ანგარიშს და ამის მიხედვით, ბათუმის მერიამ ვერ აითვისა საკმაოდ ბევრი თანხა – ბიუჯეტი 80%-ით შეასრულეს. ამას აქვს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, ერთ-ერთი მიზეზი კი არის პროგრამების დაგეგმვა: ისეთი დღესასწაული, როგორიც არის ბათუმობა, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, ან ახალი წელი, არ შეიძლბა იყოს დაუგეგმავი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გააჩინა ბათუმობის დღესასწაული და ვიცით, რომ ის იქნება შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, არ შეიძლება ბათუმის საკრებულომ ამ ღონისძიებებისთვის თანხა დააზუსტოს 6 დღით ადრე.

 

წლევანდელ მაგალითზე ვამბობ – ერთი კვირის შუალედში დამტკიცდა ბათუმობის დღესასწაულისთვის გამოყოფილი თანხა. კარგად მახსოვს, თავის დროზე არც უმრავლესობას მოეწონა ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებები, რამდენიმე წევრი ფიქრობდა კიდეც, რომ არ მიეცა ხმა იმ ცვლილებებისთვის, მაგრამ შემდგომ პოლიტიკოსებმა მიმართეს სხვადასხვა ხრიკს და მაინც დაუჭირა მხარი საკრებულომ ამ პროექტს. ეს მოხდა აგვისტოში – ბათუმობისთვის ჯამში 350 ათასი ლარი გამოიყო. როდესაც ხუთი დღით ადრე გამოიყოფა თანხა, ხომ უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ჩაატარებს ამ ღონისძიებას? – ანუ ფორსმაჟორში ჩაიარა პროცესმა.

 

სოციალურ ქსელში ბევრი ბათუმელის, ბევრი სტუმრის კომენტარი წავიკითხე იმის შესახებ, რომ ისინი უფრო ბევრს მოელოდნენ, ვიდრე იყო ბათუმობაზე. 350 ათასი ლარის ძალიან არაეფექტურად ხარჯვის მომსწრენი გავხდით – არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ბათუმობაზე: მე, პირადად, ისიც კი არ მეგონა საერთოდ თუ მოესწრებოდა. 2 დღით ადრე 350 ათასი ლარი როგორ უნდა დახარჯო უკეთესად?

 

ბოლო წლებია სულ გვესმის მსგავსი პოლიტიკის კრიტიკა, მაგრამ ამის მიუხედავად მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელები არჩევენ ფული მაინც ფორსმაჟორში დახარჯონ. ეს რისი მაჩვენებელია?

სამწუხაროდ, ასეა. პროგრამების პრეზენტაციაზე ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ამაზე არ აქვთ ნამუშევარი. მათი პრეზენტაციები არის შეჯიბრი წაკითხვაში. მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისგან, ფაქტობრივად, ერთხელაც არ მომისმენია კონკრეტულ პროგრამაში გაწერილი ციფრი რა მსჯელობის შედეგად მიიღეს. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროგრამების პრეზენტაციას რუკებიც კი არ ახლავს, დავუშვათ რომელი ქუჩის რომელი მონაკვეთი უნდა გაკეთდეს. არც ერთ პროგრამას არ ახლავს კვლევა.

 

ამიტომაც გვაქვს, მაგალითად, ტურისტულ სეზონზე ამდენი დაუგეგმავი პროექტი, იგივე რეკლამის ფესტივალი ავიღოთ. ამ ფესტივალზე ბათუმმა დაახლეობით 406 ათასი ლარი დახარჯა. ფესტივალი 23 სექტემბერს იყო დაგეგმილი, ხოლო საკრებულომ აგვისტოს ბოლოს გადაწყვიტა თანხის გამოყოფა ფესტივალისთვის.

 

ასევე  ჰიტ სეზონი, რომლისთვისაც დაუგეგმავად 3,4 მილიონი ლარი გამოიყო. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის კორექტირება შესაძლებელია, მაგრამ ბუჯეტის შედგენის დროს, პირობითად, რამდენიმე ათასი ლარი გაითვალისწინო და შემდეგ  დაუგეგმავი შემოსავლების ხარჯზე მილიონები ხარჯო ფოსმაჟორში, ამას რა შეიძლება უწოდო?- მინიმუმ არაეფექტური ხარჯვა.

ანგარიშის გაცნობის შემდეგ ვნახავთ, რა შედეგი გამოიღო ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩატარებულმა ფესტივალმა ბათუმისთვის. საერთოდ არანაირი გათვლა, სტრატეგია არ არსებობს, თუ რას მოიტანს მსგავსი ფესტივალები. განმარტებითი ბარათიც კი ძალიან ზოგადი იყო, არაფერი ეწერა შედეგზე – რას გაზრდის, როგორ გაზრდის… მე ამ ფესტივალს არ დავსწრებივარ, შესაძლოა ძალიან კარგიც იყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ფორსმაჟორში დაგეგმილი ღონისძიება ვერ გამოიღებს რეალურ შედეგს.

 

 

რატომ ხდება ასე – კვალიფიკაციის დეფიციტი გვაქვს, თუ სხვა რამე მიზეზიც არსებობს?

მოთხოვნა არ არის. ბიუჯეტში კვლევებისთვის თანხა არასდროს არ არის  გამოყოფილი, ეს  ყოველთვის ზედაპირულ საქმედ მიაჩნიათ. რეალურად კი, კვლევების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

 

იგივე სოციალურ სახლზე ვიტყვი, აქაც იგივე პრობლემა გვაქვს – პროექტი მიზნობრივ პროგრამებში ისე ჩასვეს, რომ არავის დაუდგენია საჭიროება, ბათუმის მოსახლეობას სჭირდება წმინდა წყლის სოციალური სახლი თუ სჭირდება იაფი სახლი.

 

დღეს ბათუმის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში რეკლამის ფესტივალისთვის ფული არ არის ჩადებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გაისად შეიცვალოს ბიუჯეტი და გაჩნდეს საჭირო თანხა. ანუ შეიძლება მომავალშიც ფორსმაჟორულად გამოიყოს და დაიხარჯოს, მაგალითად, 400 ათასი ლარი. ეს რას ნიშნავს?

ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციასთან მიმართებაში – რატომ უნდა გამოიყოს ფორსმაჟორულად? თუკი ჩვენ დავადგინეთ, რომ რეკლამის ფესტივალმა წელს მოგვცა შედეგი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ის მომავალში? თუ ისიც ვერ დავადგინეთ, როგორი ეფექტი მოგვცა – ცუდი თუ კარგი, მაშინ რატომ უნდა ჩატარდეს? სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიყავთ პროცესი, არ აცხადებენ ტენდერებს, გამარტივებული შესყიდვის ფორმას იყენებენ… ამიტომაც გვაქვს მოუმზადებელი ფესტივალები და ბათუმობის დღესასწაულები.

 

სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე მინდა გკითხოთ – წელს გამოყოფლი იყო 120 ათასი ლარი. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა თავად სტუდენტებისთვის – პროგრამის ხელმძღვანელს უნივერსიტეტიდან ნათქვამი აქვს, რომ კარგი იქნება, თუ სტუდენტებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცემა პროგრამის ფარგლებში, თუმცა ეს ასე არ ხდება.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა შეიძლება იდეაში კარგი პროგრამაა, მაგრამ ცუდად განხორციელებული პროგრამა ვერ მოიტანს ეფექტს. მე კარგად მახსოვს, ადრეც იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც არჩევნების წინ, 3 თვით ასაქმებდნენ სტუდენტებს და აძლევდნენ 200-200 ლარს, მაგრამ რეალურად მათ იყენებდნენ როგორც აგიტატორებს. ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა სტუდენტური პროგრამების შესახებ უნდა იყოს ამ პროგრამების დახვეწისკენ მიმართული. ჩემი აზრით, ეს პროგრამები არის ძალიან საჭირო, მაგრამ ცუდად განხორციელებული პროგრამებით  ეფექტს ვერ მივიღებთ.

 

ახალ ბიუჯეტში თქვენს ყველაზე დიდ კრიტიკას რა იწვევს?

სოციალური სახლის პროგრამა, რომელზეც ბევრი ვიმუშავე. უცნობია როგორ აპირებენ იმ 80 ოჯახის შერჩევას, ვინც შეიძლება იყოს პროგრამის სამიზნე კატეგორია. არ ჩაუტარებიათ კვლევა, რაც აჩენს კორუფციის მექანიზმს. პროგრამის ამ ფორმით განხორციელებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამშენებლო ბიზნესს, რომელთა სეგმენტი  საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები არიან. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ პროგრამების წერისას არ აკეთებენ ანალიზს – წინა წლის ანალიზსაც კი. უბრალოდ, ბიუჯეტიდან ბიუჯეტში გადადის ციფრები.

 

ერთადერთი, არჩევნების პერიოდის პრაქტიკამ რაც გვიჩვენა, საარჩევნო წელში იზრდება, მაგალითად, სოციალური პროგრამების დაფინანსება. ამ წესს ვერც წელს ღალატობს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ადგილობრივი თვითმმართველობა. ფაქტობრივად, არ არსებობს ინიციატივები თვითმმართველობებში. ვერასოდეს მოვისმინე, რომ, ვთქვათ, რაღაც პროგრამამ არ გამართლა და მას ვცვლით სხვა პროგრამით. მიზნობრივმა პროგრამამ რაღაც პრობლემა ხომ უნდა შეამციროს? – მაგრამ ჩვენ ანგარიშებში ვერ ვისმენთ პროგრამების მიერ შემცირებულ პრობლემებზე, შესაბამისად, ვერც პროგრამების სხვა მიმართულებით ტრანსფორმირებაზე. ფაქტობრივად, 10 წელია ერთი და იმავე შინარსის მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს ბათუმის მერია.

ტენდერი ოთხჯერ – ანგისის სპორტული ბაზის ასაშენებლად

ანგისის სპორტული ბაზა

ტენდერი ოთხჯერ

ბათუმში 20 000-მაყურებლიანი ოლიმპიური სტადიონის აშენება იგეგმებოდა. სპორტული ბაზის აშენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეწადა და გარკვეული თანხაც დახარჯა მის პროექტირებაზე. საბოლოო ჯამში კი, ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აღარ აშენდება, როგორც მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, აშენდება 20 000-მაყურებლიანი, მხოლოდ ფეხბურთისთვის განკუთვნილი სტადიონი. ხელახლა გასავლელია პროექტის მომზადებისა და შერჩევის ეტაპიც, რასაც ასევე ფინანსები დასჭირდება.

სწორედ იმ პერიოდში, როცა ოლიმპიური მოედნისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პროექტებს არჩევდნენ, ბათუმის მერია ცდილობდა კიდევ ერთი სპორტული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის შესყიდვას ანგისის დასახლებაში, რომლისთვისაც თანხა – 2 მილიონ 500 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიყო. თუმცა მაშინ ბათუმის მერიამ ვერ შეისყიდა სამუშაოები და მერიის მუდმივმოქმედმა სატენდერო კომისიამ 28 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ შპს „ხაგმა“, რომელიც არ მონაწილეობდა ტენდერში, გამოთქვა შემდეგი მოსაზრება: „ტექნიკური და ფინანსური პირობები მორგებული იყო კერძო კომპანიაზე“.

2015 წლის 4 მაისს მერიამ ისევ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, ამჯერად გაზრდილ თანხაზე – 5 მილიონ 330 ათას ლარზე, შეცვლილი პროექტით, რაც ითვალისწინებდა ორი საფეხბურთო მოედნისა და 1575-ადგილიანი ტრიბუნის მქონე სპორტული კომპლექსის მშენებლობას. როგორც ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, 5 330 000-ლარამდე თანხა მერიის ბიუჯეტში არსებული ეკონომიის ხარჯზე გაიზარდა.

ისევე როგორც წინა ტენდერში, აქაც ერთი – აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა. სატენდერო კომისიის ოქმში წერია, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე კომპანიამ ვერ წარადგინა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რიგი დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შემადგენელი აუცილებელი დოკუმენტი – საბანკო გარანტია, ფასების ცხრილი, კომპანიის გამოცდილების შესახებ დოკუმენტი. ამის გამო კომპანიამ სამუშაოები ვერ შეისყიდა და ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა.

2015 წლის 15 ივლისს მერიამ მესამედ, ახლა უკვე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აჭარის მთავრობის #105 განკარგულების საფუძველზე, ისევ 5 330 000 ლარზე. ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას – „ენერგოსექტორმშენს“ წარდგენილი დოკუმენტები არ ჩაეთვალა გამოცდილებად და ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა. „იმის გამო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას კომპანიები, მერიამ ტენდერის პირობები გაამარტივა, გავზარდეთ პროექტი და სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, დაემატა შენობა, სართულები, მოედანი“, – თქვა ბაგრატ მანველიძემ, რომელიც ამავე დროს არის ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც.

იმავე რაოდენობის თანხაზე ტენდერი გამარტივებული წესით ბათუმის მერიამ მეოთხედ 25 აგვისტოს გამოაცხადა. ამჯერად მასში ორი კომპანია მონაწილეობდა, მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია „ООО ЛИТОМ“ და ისევ ენერგოსექტორმშენი“. ტენდერი „ენერგოსექტორმშენმა“ მოიგო.

ხელშეკრულება

„ენერგოსექტორმშენსა“ და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა, რომელსაც ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ და კომპანიის დირექტორმა აკაკი შეყილაძემ მოაწერეს ხელი. კომპანიამ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა 4 899 998 ლარად 2016 წლის 16 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი

ანგისის სპორტული ბაზა 1950-წლებში აშენდა და უკავია 7,5 ჰექტარი. მასში შედიოდა ორი მოედანი მორაგბეებისთვის (თითოეული 120X70 მეტრის) 1200-ადგილიანი ტრიბუნით, ფეხბურთის მოედანი 110X75 მეტრზე), მშვილდოსნობის არენა, ორი ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთში, პირველ სართულზე, მოწყობილი იყო ჭიდაობის დარბაზი (30X10 მეტრზე). ამჟამად ბაზაზე ფუნქციონირებს რაგბის ერთი მოედანი, მშვილდოსნობის არენა და ადმინისტრაციული შენობა საჭიდაო დარბაზით. ანგისის სპორტულ კომპლექსში რამდენიმე ობიექტს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები. მშენებლობის ორგანიზების პროექტში აღნიშნულია, რომ საჭიდაო დარბაზის, რაგბის მოედნისთვის 300-ადგილიან მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობა და მშვილდოსნობის არენის რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. სამუშაოები შეეხება იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რაგბის მოედნად იყენებენ. ამ ტერიტორიაზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის ორი მოედანი მოეწყობა და თითოეულ მათგანს ექნება განათება, სადრენაჟე და სარწყავი სისტემა. განთავსდება 4-სართულიანი ადმინისტრაციული ობიექტი. ტექტნიკურ პირობებში, რომელიც ხელშეკრულებას თან ახლავს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ანგისის სპორტული ბაზა შემდეგნაირად არის აღწერილი: „სპორტული ბაზა მდებარეობს ანგისის დასახლებაში, ბათუმი-სარფის მიმართულების ტრასის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთიდან ემიჯნება მდინარე მეჯინისწყალი, სამხრეთით არხი და აღმოსავლეთით რამდენიმე კერძო მფლობელის ნაკვეთი. ტერიტორიაზე დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა ზომებით 70.40X26.30მეტრი, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი მოედანი ზომებით 68X105მ და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი 63X105მ. ბათუმი-სარფის ტრასის მხარეს, ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში განთავსებული იქნება ადმინისტრაციული შენობა“.

ანგისის სპორტული ბაზის მდებარეობა რუკაზე

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – ადმინისტრაციული შენობა

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – მოედნები

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – ტრიბუნები

ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება მსაჯთა, მწვრთნელთა, მატჩის დელეგატის, მედპერსოლანის, დაცვის ოთახები, საშხაპეები, სველი წერტილები, შემნახველი საკნები, სავარჯიშო დარბაზები, საწყობები, სალარო, სასტუმრო ნომრები, კაფე-ბარი, საუნა, დამხმარე სათავსოსები.

მეოთხე სართულზე, ტრიბუნის ცენტრში, განთავსდება სამაყურებლო ბაქანი. ტექნიკურ პირობებში ასევე აღწერილია: „ბაზის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი დარჩება არსებულ ადგილას, ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. ტერიტორიის შესასვლელთან, მისგან სამხრეთით განთავსდება პარკინგი პერსონალისა და მედიისთვის, რომელიც შეადგენს 20 ადგილს. ხოლო პარკინგები მაყურებლებისთვის განთავსებულია ბაზის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს – ადმინისტრაციული შენობის ჩრდილოეთით 62 ადგილი და ამავე შენობის სამხრეთით – 77 ადგილით. ბაზის ტერიტორიას ბათუმი-სარფის ტრასასთან აკავშირებს 6 მეტრი სიგანის 4 კიბე, ამ საფეხურების სამხრეთით და ჩრდილოეთით – ორი პანდუსი. მისგან აღმოსავლეთით განთავსებულია ძირითადი და სათადარიგო საფეხბურთო მოედნები.

მოედნების განათებისთვის განთავსდება 6 განათების ბოძი, რომელიც დამონტაჟდება სამშენებლო სამუშაოების დასრულების მერე. ბაზის მთლიანი ტერიტორია შემოღობილია ქუჩის გასწვრივ ლითონის ღობით, ხოლო დანარჩენი მხრდიდან – ქვის კაპიტალური ღობით. სამაყურებლო ტრიბუნა გათვლილია 1575 ადგილზე, ზომით 70.40X26.30მ. ტრიბუნა დაყოფილია 5 სექტორად. სექტორებზე ადგილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: სექტორი #1 – 72 ადგილი; სექტორი #2 – 528 ადგილი; სექტორი #3 – 375 ადგილი, მდებარეობს ტრიბუნის შუა პრესტიჟულ ნაწილში და თავის მხრივ, დაყოფილია შემდეგ ქვეზონებად: ა) 12-ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ბ) 272 ადგილი სტუმრებისთვის; გ) 91 ადგილი მასმედიისთვის; სექტორი #4 – 528-ადგილიანი იქნება ხოლო სექტორი #5 – 72-ადგილიანი. ტრიბუნის შუა ნაწილში განთავსდა დახურული ბაქანი, რომელზეც, საჭიროებების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი 125 ადგილის მოწყობა. ბაქანზე და მასმედიის ადგილებისთვის გათვალისწინებულია დამოუკიდებელი შესასვლელები“.

ანგისის სპორტული ბაზა

 

P.S. ანგისის სპორტული ბაზის პროექტის მშენებლობა 3 ოქტომბერს დაიწყო. ამჟამად აშენებენ ადმინისტრაციულ შენობას. ბაგრატ მანველიძის თქმით, “მორაგბეები გონიოში გადავიდნენ სავარჯიშოდ. სპორტსმენების ნაწილი იქვე ვარჯიშობს, რადგან ეს მშენელობის პროცესს, ჯერჯერობით, არ უშლის ხელს”.

20 მილიონამდე დოლარი სესხი ბათუმში ნაპირგამაგრებისთვის

 

სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული სესხი შეღავათიანია და მისი დაფარვის პერიოდია 11 წელი. გაწერილი გრაფიკის მიხედვით გადახდა დაიწყება 2029 წელს და დასრულდება 2039 წელს. სასესხო ხელშეკრულება კი ძალაში 2015 წლის დეკემბერში შევა.

 

პროექტით დაგეგმილია ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა ბათუმში. ასევე გარკვეული სამუშაოები ქობულეთის ნაპირსამაგრი პროექტის მოსამზადებლად. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2019 წლის 31 დეკემბერი.

 

ნაპირდაცვის სამუშაოები გასული წლიდან დაწყებულია კვარიათსა და სარფში. აქ  სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, გზის ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოები ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს. ამ მონაკვეთისთვის მთლიანი პროექტის ღირებულება – რომელსაც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს –  58 მილიონზე მეტი ლარია.

 

ბათუმის სანაპირო, ადლია /ფოტო ბათუმელები/

 

გიორგი კირთაძე: არ ვიცი რა ხდება, ხაბაძეს ან არ ახსოვს, ან დაიღალა

 

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე: ხაბაძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ არაფერი 1 ლარად არ გაუცია. მე კი ამოვიღე ხაბაძის 1 ლარად გაცემული, ზოგადად, პირდაპირი მიყიდვის წესით გაცემული ობიექტების ჩამონათვალი და აღმოჩნდა, რომ 200-ია ჯამში. მართალია, აქედან რაღაცა ნაწილი არის საცხოვრებელი ბინები, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიწის ნაკვეთი და ობიექტია, რომლებიც 1 ლარად აქვს გადაცემული ვიღაცებზე. მათ შორის, მაგალითად, სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე, მანამდე ხიმშიაშვილებს გადასცა გორკის ბოლოში მიწის ნაკვეთი, ჩაქვში გასცა ნაკვეთები. ასევე გასცა პავილიონები.

 

რაც შეეხება ანბანის კოშკთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას,  სასაცილო სიტუაციაა – „ატკატებზე“ ლევანს [ვარშალომიძე] ადანაშაულებს ესპანელებთან, მაშინ, როცა იმავე ესპანელებს თვითონ 1 ლარად გადასცა ანბანის კოშკი. ეს ობიექტი პირობის მიხედვით აქამდე უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ მუშაობს.  

 

რომ დავაკონკრეტოთ, თქვენ ეხმაურებით არჩილ ხაბაძის განცხადებას თუ, ზოგადად, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გაცემის პოლიტიკას აპროტესტებთ?

 

ეს არის განცხადება ხაბაძის არაადეკვატურ განცხადებაზე. მან თქვა, რომ არასოდეს ქონება 1 ლარად არ გაუცია. მე მაქვს ქონებების ჩამონათვალი, რომლებიც ხაბაძემ 1 ლარად გასცა და მათი რაოდენობა 200-ს აღწევს. როცა ლაპარაკობს ესპანელებთან „ატკატებზე“, მე ვეუბნები, რომ ესპანელებს თავად გადასცა ეს ქონება 1 ლარად. არ ვიცი რა ხდება, ხაბაძეს ან არ ახსოვს, ან დაიღალა, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხვდები, მსგავს განცხადებებს რატომ აკეთებს. 1 ლარად გადაცემულ ქოებებზე როცა ლაპარაკობს ლევან ვარშალომიძის მხრიდან, ამ ადგილებზე აშენდა რედისონი, ჰილტონი, შერატონი, კემპინსკი. ხოლო მის მიერ 1 ლარად გაცემულ ქონებებზე ვნახოთ საერთოდ ერთი რამე თუ არის გაკეთებული.

 

შერატონის მოცულობის ინვესტიცია თუ იქნება ჩვენს ქალაქში, არ ვარ წინააღმდეგი მთავრობამ 1 ლარად გასცეს ქონება. მაგრამ როცა ბიძაშვილს ან მეგობარს აძლევ, მაშინ არ არის ალბათ სწორი.

 

ანუ თქვენ ამბობთ, რომ არჩილ ხაბაძემ სახელმწიფო მიწის ნაკვეთები თავის ბიძაშვილებს გადასცა?

 

არა მხოლოდ. პავილიონები ბიძაშვილ-მამიდაშვილს გადასცეს, მართალია არა ხაბაძის, მაგრამ მთავრობის წევრების ბიძაშვილებს – მინისტრებისა და მათი მოადგილეების ნათესავებს.

 

შეგიძლიათ კონკრეტული გვარები გვითხრათ?

ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ამტკიცებს, რომ ხიმშიაშვილებიც ჩემი მეგობრები არიან და აჩიკოცო. 1 ლარად  ქონება სწორედ ხიმშიაშვილებს მისცეს გორკის ბოლოში. სკვერი რომ გადასცა ჯავახიშვილზე 1 ლარად, იქაც რაღაცა ხდება, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც „ცეპოჩკები“ აქვთ იმ ჯგუფთან… მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა რა შედეგი მივიღეთ?

 

როგორც მთავრობა ამბობს, შედეგი იქნება ის, რომ აშენდება კომპლექსები, დასაქმდება ხალხი და ადამიანებს მიეცემათ ღირსეული ბინადრობის შესაძლებლობა. როგორც მე ვიცი, დაანონსებულია საკმაოდ დიდი პროექტები და შედეგებიც 2-3 წელიწადში იქნება. ასე არ არის?

მაგ ტერიტორიაზე შენდება საცხოვრებელი სახლები, ხოლო ლევან ვარშალომიძის გადაცემულ ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლები კი არ აშენდა, არამედ სასტუმროები.

 

მე მახსოვს, ლევან ვარშალომიძემ კომპანია სისთემ ინშაათს 1 ლარად ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით მიწის ნაკვეთი სწორედ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად გადასცა, რასაც მოჰყვა მასშტაბური აქციები. თქვენ სწორედ მაშინ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე. მაშინ რატომ ვერ აღიქვამდით ამას პრობლემად?

 

სისთემ ინშაათი, მე როგორც მახსოვს, მარტო საცხოვრებელი სახლი არ უნდა იყოს – მრავალფუნქციური კომპლექსია, რაც საცხოვრებელსაც მოიცავს. თან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქალაქისთვის სიმაღლეში წასვლა სადაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, იქ მიეცათ… და არა საცხოვრებელი სახლისთვის. მე ასე მახსოვს, რომ ეს არ არის საცხოვრებელი კომპლექსი.

 

„ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემა და ცვლილება კანონში

 

აღსანიშნავია, რომ „ევრო-1“ [Eur.1] სერტიფიკატს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გასცემს, თუმცა ზემოაღნიშნული პუნქტი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში დღემდე რჩებოდა.

 

პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის საქართველოს კანონთან შესაბამისობა. იგივე უნდა გააკეთოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომაც –  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან მიმართებაში.

 

2014 წლის 1 სექტემბრამდე EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატს შემოსავლების სამსახურთან ერთად გასცემდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.

 

2014 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით. შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოსთან დაკავშირებით. 

 

რა უნდა ისწავლონ სკოლების ფასილიტატორებმა

 

სატრენინგო კურსი ფასილიტატორებისთვის მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარისა და მასწავლებლის სამოქმედო გეგმის დეტალების გაცნობას გულისხმობს. ტრენინგის მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ ასწავლონ კოლეგებს თავიანთი სკოლებიდან საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის შევსება, ასევე საკუთარი საქმიანობის გააზრებულად შეფასება და საჭიროებების მიხედვით სამუშაო გეგმის შემუშავება.

 

ტრენინგები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. კურსი ორდღიანია და მას წლის ბოლომდე ეტაპობრივად ყველა ფასილიტატორი გაივლის.

 

საქართველოში ყველა საჯარო სკოლას ჰყავს თავიანთი ფასილიტატორები, რომლებიც სკოლებში არსებულმა კათედრებმა აირჩიეს.

 

 

საერთაშორისო ოლიმპიადა მკვლევარი და გამომგონებელი მოსწავლეებისთვის

წელს,  უკვე არსებული სექციების გარდა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც. ახალი სექცია წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში.

 

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადა ეხმარება ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ, ეხმარება ახალგაზრდებს სამეცნიერო უნარების განვითარებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნესიდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას.

 

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა – IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები”. პროექტის ფინალში ყოველ წლიურად 200-ზე მეტი მოზარდი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი 2016 წლის 29 მარტს ჩატარდება და იგი ნამუშევრებისა და პროექტების ღია გამოფენით დასრულდება, რომელსაც პროფესორ მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. რესპუბლიკური ტურის გამარჯვებულები საკუთარ ქვეყანას  აპრილის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიადის (IYIPO-2016) ფინალში წარადგენენ, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამარჯვებული პროექტები და ნამუშევრები.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მომდევნო წლის 17 მარტამდე. წელს საქართველოში ოლიმპიადა მეათედ იმართება. წლევანდელ რესპუბლიკურ ოლიმპიადას მხარს უჭერს თბილისის მერია.

კონფერენცია შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით შშმ პირების უფლებებისთვის

 

კონფერენციის დასრულების შემდგომ, 17:30-ზე ქ. ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტში (ლუკა ასათიანის N37) გაიხსნება ფოტოგამოფენა  „„AccessAbility-ფიზიკური გარემოს მიღმა“, რომელიც მოამზადა შვედურმა ინსტიტუტმა ქართველ პარტნიორებთან ერთად.

 

 

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 22 პირის ფოტო საქართველოდან და შვედეთიდან, ასევე ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან.

 

გამოფენას მასპინძლობენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში –  მარტინა ქვიქი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძე.

 

კონფერენციას შვედეთის ელჩის გარდა დაესწრებიან შვედეთიდან ჩამოსული ჟურნალისტი, უფლებედამცველი-მარტინ ჰენნეუსი, ექსპერტი, სანკტ-პეტერბურგის „ადრეული ინტერვენციის ინსტიტუტის“ დირექტორი-ლარისა სამარინა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმის მერიის წარმომადგენლები.

 

6 ნოემბერს მოწვეული სტუმრები ქ. ბათუმში არსებულ დღის ცენტრებს დაათვალიერებენ.

 

კონფერენციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედური ინსტიტუტი, ბათუმის მერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და რადიო „იმედი“.

 

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოხდინა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში მომდევნო წლის 12 აპრილს შევიდა.

 

კინოფილმ „მევლუდის“ 30 წლისთავი – მზადება ხულოში

 

ხულოს მუნიციპალიტეტი გეგმავს ფილმის სრული ვერსიის ფირიდან ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ხმის კორეექციითა და გაუმჯობესებული გამოსახულებით; დაიბეჭდება ბუკლეტები წარწერით „მევლუდი 30“. სატენდერო განაცხადის მიხედვით, ბუკლეტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 20 ფოტოკადრს კინოფილმიდან, ფილმის შემოქმედებითი ჯფუფისა და მსახიობების მონათხრობებს ფილმის გადაღების ისტორიის შესახებ, ფერადი ილუსტრაციებით [შინაარსი დამკვეთთან შეთანხმებით არანაკლებ 20 გვერდისა];

 

დამზადდება ბანერი – ორმხრივი გამოსახულებით, ფერადი, ფილმის მთავარი პერსონაჟის მევლუდის გამოსახულებითა და წარწერით ,,მევლუდი 30“ ბანერის ქვედა ნაწილში წარწერით: – ,,იდიდგულე, რომ ამფერი აჭარელი გყავდი განა“;

 

დაგეგმილია კინოფილმიდან ფოტოების დაბეჭდვა და გამოფენა ორგანიზატორებთან შეთანხმებულ ადგილას (სავარაუდოდ, ხულოს ი. ზოიძის სახელობის თეატრის ფოიეში).

 

კადრი ფილმიდან „მევლუდი“

 

ტენდერში გამარჯვებულს ევალება ღონისძიების უზრუნველყოფა ფილმში მონაწილე მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეების დასწრებით არანაკლებ 7 მსახიობის (ან შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილისა) ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებლის ტრანსპორტირება ,,თბილისი-ბათუმი-ხულო-თბილისი“, მიკროავტობუსით ან შესაბამისი ტევადობის მსუბუქი ავტომობილით;

 

ასევე, ღონისძიებაზე დამსწრე მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრების კვებით უზრუნველყოფა, სასტუმროს მომსახურება, ღონისძიების რეჟისურითა და წამყვანით უზრუნველყოფა;

 

მომსახურებაში შედის საზეიმო სუფრა 30 ადამიანზე. მენიუში შედის: ბორანო, სინორი, ბორეგი, აჩმა ხაჭაპური, მწვადი ტაფის, ოჯახური, შემწვარი ქათამი, კიტრი-პომიდორი, ქაბაბი, ყველის ასორტი, მჟავის ასორტი, მჭადი. გამაგრილებელი სასმელები, ღვინო, არაყი (ქარხნული), პური.

 

ღონისძიების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიება 2015 წლის 30 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

 

ბათუმის ცვილის მუზეუმი – „მევლუდი“

 

ფილმი „მევლუდი“ გადაღებულია 1985 წელს პარმენ ლორიას რომანის მიხედვით. დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ სანიშვილი. ფილმში მევლუდის როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს.



აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

 

რისკ-ჯგუფებად განისაზღვრა შემდეგი კატეგორიის ადამიანები:

 

• ქრონიკული დაავადების მქონე პირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული, დიალიზზე მყოფი მოქალაქეები;

• ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;

• სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი.

 

ვაქცინაციის დაგეგმილი პერიოდია მიმდინარე წლის ნოემბერი.

 

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის პრევენციის მიზნით მოსახლეობას თავის რეკომენდაციებსაც უზიარებს. ეს რეკომენდაციებია:

 

• ხელების ჰიგიენა. ხველის/ცემინების წესების დაცვა;

• დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდება;

• სათავსოების ხშირი განიავება;

• საერთო მოხმარების ზედაპირების სველი წესით დასუფთავება.

ექიმთან კონსულტაცია სავალდებულოა ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა:

• შეუპოვარი ან გახანგრძლივებული ცხელება;

• ტკივილი გულმკერდის არეში;

• ციანოზი (სილურჯე ცხვირტუჩის არეში);

• სუნთქვის გართულება.

 

გრიპის სეზონად მოიაზრება 2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან 2016 წლის 20-ე კალენდარული კვირის ჩათვლით პერიოდი.

გაზარდეთ დანაზოგი 24%-მდე!

 

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan.ge საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს 4 ქვეყანაში. ათასობით მომხმარებელი უკვე სარგებლობს კომპანიის მომსახურებით და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ კი,მანიმენმა კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს. დღეიდან თქვენ არა მხოლოდ სესხის აღება, არამედ ინვესტირებაც შეგიძლიათ კომპანიაში. 

 

 

MoneyMan სანდო ფინანსურ პარტნიორობას გაგიწევთ და თქვენს შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. ინვესტირება შეგიძლიათ როგორც ლარში, ასევე დოლარში და ევროში, მინიმალური შენატანი კი, 5000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მანიმენს უკვე მოზიდული აქვს 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია საერთაშორისო მასშტაბით.


იხილეთ განაკვეთები:


ინვესტიციის სარგებელს მიიღებთ ყოველთვიურად.


მანიმენთან თანამშრომლობისთვის:

● აირჩიეთ სასურველი ვალუტა, ვადა და შეავსეთ განაცხადი ვებ გვერდზე:https://investor.moneyman.ge/
● კომპანიის მენეჯერი თავად დაგიკავშირებათ, გაგაცნობთ დაწვრილებით პირობებს და გაგიფორმებთ ხელშეკრულებას.

გონივრულად დააბანდეთ დღეს და მიიღეთ მაღალი შემოსავალი მომავალში!

ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული

ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები მტვერი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი და ნახშირჟანგია. ბათუმში ჰაერის ხარისხი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის სადამკვირვებლო პუნქტში იზომება. „ბათუმში ხუთ ელემენტს ვსაზღვრავთ მტვერს, აზოტის დიოქსიდს, გოგირდის დიოქსიდს, ნახშირჟანგსა და რკინას“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე. მისი თქმით, სააგენტო ჰაერის ხარისხს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავში ამოწმებს.

„ბათუმში მხოლოდ ერთი საგუშაგოა, სადაც დღეში სამჯერ აკვირდებიან ჰაერის ხარისხს. ყველა ქალაქში ყველაზე პრობლემატური მტვერია, რომელიც მაგალითად ბათუმში, აგვისტოს თვის მონაცემით [სექტემბრის მონაცემები ამჟამად მუშავდება] 1,6-ჯერ აღემატება ნორმას. ზოგიერთ დღეებში კი აღინიშნება ნახშირჟანგის მომატება. მაგალითად, აგვისტოში ნახშირჟანგი 1,2-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ამავე პერიოდში ზღვარს არ ასცდენია გოგირდის დიოქსიდი და ტყვია, თითქმის არ დარღვეულა აზოტის დიოქსიდის ნორმაც.

დღეის მდგომარეობით ქალაქის დამაბინძურებელი მაინც ძირითადად მტვერია, და ასეა საქართველოს ყველა ქალაქში“, – ამბობს მაღლაკელიძე.

რა ხდება ჰაერში მტვრის შემცველობის გაზრდის მიზეზი და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება? „მშენებლობებზე არ იყენებენ მტვრისაგან დამცავ ბადეებს, არ ირწყვება ქალაქი“  ასახელებს მიზეზებს თამარ მაღლაკელიძე და დასძენს: „დიდი მნიშვნელობა აქვს ავტოტრანსპორტს, რომლითაც გამოიყოფა ნახშირჟანგი. გამართული ავტოტრანსპორტი და დაცული მშენებლობები – ეს მაინც იქნება უპირობოდ ხარისხის გაუმჯობესების ფაქტორი“.

ჯიხურს სპეციალური მრგვალი ფანჯარა აქვს, რომელსაც იყენებენ ჰაერში მტვერის ხარისხის გასაზომად. დალუქულ ფანჯარას ხსნიან ამ მილის საშუალებით სპეციალურ მოწყობილობაში შედის ჰაერი, რითაც ჰაერში მტვერის შემცველობას ზომავენ

ბათუმში ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილება ახორციელებს. ამ განყოფილების უფროსი ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ჰაერი არ არის დაბინძურებული. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კერები მინიმალურად შემცირებულია, რადგან საწარმოები ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდნენ“. ჰაერის ხარისხზე მას „ბათუმელები“ ივლისშიც ესაუბრა. მაშინ განყოფილებას არ ჰქონდა ახალი მონაცემები. ამჯერად კი ბოლო ჩატარებულ მონიტორინგზე გვესაუბრა:

განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს აყვანილი ბარცხანა, თამარის დასახლება და ხელვაჩაურის სამრეწველო ზონა, სადაც თავმოყრილია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ზონა.

ივლისში 18 ადგილას 18 სინჯი გავაკეთეთ. აღმოჩნდა სამი გადაცდომა. დაფიქსირდა გოგირდწყალბადის მცირე მომატება. ერთადერთი პრობლემა ჩვენთან არის ტრანსპორტის გამონაბოლქვი, მაგრამ ეს მთლიანად ქვეყნის პრობლემაა“, – აღნიშნავს ის და გამოსავალს ასე ხედავს: „ჰაერის ხარისხის დასაცავად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საწვავის ხარისხზე. გარდა ამისა ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს დიზელზე მომუშავე ამდენი მძიმეწონიანი ავტომანქანა. კარგი ღონისძიება იქნება ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რომელიც წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 2017 წლისთვის გადაიდო“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არ არის განთავსებული 2014-2015 წლის მონაცემები. 2013 წლის მონაცემით კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი – 34% იმერეთზე მოდის, მას მოჰყვება, ქვემო ქართლი – 28%, შიდა ქართლი – 11% და დანარჩენი რეგიონები – 6%. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში აჭარას, ქვეყნის მასშტაბით, 5% აქვს, ამავე სტატისტიკით ჰაერში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების წილი ასე ნაწილდება: ნახშირჟანგი  52%, აზოტის ჟანგი 16%, ნახშირწყალბადი 13%, გოგირდოვანი ანჰიდრიდი – 5% ხოლო დანარჩენი  14%.

Exit mobile version