მთავარი,სიახლეები

კიევთან, საერთო საფლავში, კიდევ 2 ნაწამები პირის ცხედარი იპოვეს – პოდოლიაკი

03.05.2022
კიევთან, საერთო საფლავში, კიდევ 2 ნაწამები პირის ცხედარი იპოვეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში  მოკლული ორი სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. პრეზიდენტის მრჩეველი Twitter-ზე ცხედრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დაღუპულებს აღენიშნებათ წამების კვალი – „დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები“.

მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსეთი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში:

„დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში კიდევ ერთი – 2 სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. რამდენი ასეთი დანაშაულია ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს.

ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ, არაერთხელ მოითხოვეს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება.

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – 27 აპრილს განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასძინა, რომ იურისტები შეისწავლიან საკითხს, შეესაბამება თუ არა კრემლის ქმედებები კანონის იმ მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს.

____

მთავარი ფოტო მიხაილო პოდოლიაკის ტვიტერიდან

ამავე თემაზე:

ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა – პოდოლიაკი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: