უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 445 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
- ტანკი – 7 033 ერთეული [+15]
- ჯავშანტექნიკა – 13 459 ერთეული [+73]
- საარტილერიო სისტემა – 11 221 ერთეული [+50]
- MLRS – 1 029 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 747 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 847 ერთეული [+30]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 059 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 14 922 ერთეული [+61]
- სპეცტექნიკა – 1 849 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 583 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 18 892 უპილოტო საფრენი აპარატი
- 495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 691 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 264 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 8 674 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 20 627 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
NATO პირველად შეთანხმდა უკრაინისთვის ხანგრძლივი სამხედრო დახმარების შემუშავებაზე