ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …

ბათუმის მერიის თანამშრომელი შსს-ში დანიშნეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ბაქარ ჩიტაია შსს-ში დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში დაუდასტურეს. ბაქარ ჩიტაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი იქნება. ბაქარ ჩიტაია ბათუმის მერიის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამმართველოს ხელმძღვანელად გიორგი ცინცაძემ დანიშნა. საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო ბათუმში მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესყიდვა-განხორცილებასა და კონტროლზეა პასუხისმგებელი. ბაქარ ჩიტაია მანამდე აჭარის მთავრობის პროექტების …

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის სამინისტროდან პირადი განცხადებით წავიდა – სამინისტრო

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის. როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი. “ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ____ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა. უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად …

რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი

5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22  დაშავდა. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით  00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 …

5 აგვისტოს მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 452 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 242 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 084 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 47 396 …

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე. „ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული …

„მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის“ – გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა

„მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის? მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა,“ – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ  ავრცელებს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი. ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა. ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის …

პროკურატურის ცნობით, დააკავეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ქრთამი შესთავაზა გამომცდელს

პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა. გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში …

ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია. ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა. მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული …

„ვადაგასული საქმე“ – ბათუმში დღეს აქციაზე ფილმს აჩვენებენ

დღეს, 4 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე აჩვენებენ ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმს – „ვაგადასული საქმე”. სინოფსისის თანახმად, ფილმი 1992 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ცენტრში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ასახავს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ე. წ. თბილისის ომი ორი კვირა გაგრძელდა. მიუხედავად მწირი ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამ ომს …

ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ. „გამოძიებით ასევე …

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ანტიკორუფციულის ინფორმაციით, …

რუსეთში, „ვაილდბერისის“ საწყობებში ისევ ხანძარია დრონების თავდასხმის შემდეგ

4 აგვისტოს ღამეს, დრონით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის სოფელ კრასნი ბორში და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში მდებარე საწყობების ტერიტორიებზე, სადაც კომპანია Wildberry-ის ლოჯისტიკური ცენტრები მდებარეობს. ტელეგრამის არხებზე ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო ქვეყნდება. მედიის ცნობით, დრონებმა რუსეთში ასევე შეუტიეს ნოვოსოლკის სამრეწველო ზონას, ჩეხოვის რაიონში, მოსკოვის ოლქში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 451 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 237 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 079 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 331 …

შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა. „მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. …

„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

ბათუმის გარეუბანში, სოფელ ფერიაში მოსახლეობა ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა. მიმდინარე წლის მაისში ფერიაში დაანგრიეს ხიდი, რომელიც მოსახლეობას ბათუმთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ უყვებიან, ხიდის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და უკვე ორ თვეზე მეტია მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე – როდის …

რა უთხრეს „ყურშასთან“ დაკავშირებულმა ბრალდებულებმა მოსამართლეს?

„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ. საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ …

ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ. საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 450 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 232 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 075 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 47 276 …

ცურვისთვის აკრძალული ადგილები აჭარაში – ვინ ადგენს, სად შეიძლება ზღვაში ბანაობა და სად არა?

ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული. „ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20  – 25 გრადუსი სითბო ღამით: 9 …

უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია საქართველოში დაბრუნდა

დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოში სარფის საზღვრის გავლით დაბრუნდა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია. მას სარფში ოჯახის ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ. ზაალ ლატარიას 30 ივლისს 26 წლის შვილი, ლანა ლატარია გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქალს ორი შვილი დარჩა. ამბის გაგების შემდეგ, მამა შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად წამოვიდა უკრაინიდან. ზაალ ლატარიას მეგობრები ეჭვობდნენ, რომ უკრაინაში ბრძოლის გამო შესაძლოა მას საქართველოში დაბრუნებისას, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 449 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 231 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 070 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 47 196 …

„გარე რუსეთის“ აღზევება, ანუ დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება მოჰყვა. ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართული დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა და საბჭოში მთავარმა მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ ამ ომმა რუსული კულტურის სიმძიმის ცენტრი, უბრალოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გადაიტანა“. შეხვედრაზე წარადგინეს ახალი ანგარიში და უცხოეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ემიგრირებულ კულტურის …

„ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი – ვერა“ | ზვიად ცეცხლაძე

“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება. საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ : „ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა …

ანაკლიაში ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად დამაღრმავებელი გემი შევიდა – სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად. „ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში …

პირველი აგვისტოს მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 447 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 231 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 060 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 127 …

კგბ-ს პარანოია – პუტინის კატასტროფული შეცდომის მიზეზი უკრაინაში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ უცვლელად გადარჩენილი საბჭოთა სისტემა ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებში უკრაინაში შეჭრას ხშირად განიხილავენ, როგორც ცივსისხლიან გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. თუმცა, ვაშინგტონში, კენანის ინსტიტუტში ისტორიკოს მაიკლ კიმიჯთან  საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა სტივენ სესტანოვიჩმა – „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (CFR) წამყვანმა მკვლევარმა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო ელჩმა – სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დასვა. ელჩმა სტივენ სესტანოვიჩმა უშიშროების სისტემაზე, ისტორიულ ილუზიებსა და რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე ისაუბრა. …

ირაკლი კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში მისი მეუღლე აღარ ფიგურირებს

გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ქონებრივი დეკლარაცია, სადაც აღარ ფიგურირებს მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე. დეკლარაცია 2026 წლის 31 მაისშია შევსებული. დეკლარაციაში მითითებულია ირაკლი კობახიძის შვილები. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 9 929 ლარი იყო. მოწონელიძე 2024 წელს [კობახიძის 2025 წლის დეკლარაციის …

„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ? შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი …

როგორ იცვლებოდა მასწავლებლის ანაზღაურება წლების მიხედვით საქართველოში – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია. რა ხდებოდა რეფორმამდე, ანუ 2005 წლამდე კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 …

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტს სრულად – „ოცნება“ დაპირებას ცვლის

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის. „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, „ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ …

Exit mobile version