უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 250 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
- ტანკი – 4 244 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 8 270 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 4 977 ერთეული [+12]
- MLRS – 709 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 467 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 154 ერთეული [+28]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+18]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 451 ერთეული [+10]
- სპეცტექნიკა – 735 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 245 ვერტმფრენი
- 5 548 უპილოტო საფრენი აპარატი
- 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 165 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 143 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 787 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 116 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
- ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






