უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 252 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
- ტანკი – 4 278 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 8 303 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 5 028 ერთეული [+15]
- MLRS – 711 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 469 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 313 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 179 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 495 ერთეული [+16]
- სპეცტექნიკა – 746 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 245 ვერტმფრენი
- 5 638 უპილოტო საფრენი აპარატი
- 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 216 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 837 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 165 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
- ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კუპიანსკში 37 დასახლების ევაკუაცია იწყება რუსეთის დაბომბვის გამო






