უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 249 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 4 237 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 8 262 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 4 965 ერთეული [+22]
- MLRS – 705 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 126 ერთეული [+10]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 359 ერთეული [+12]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 441 ერთეული [+19]
- სპეცტექნიკა – 734 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 245 ვერტმფრენი
- 5 534 უპილოტო საფრენი აპარატი
- 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 143 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 143 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 778 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 098 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
- ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






