80-მდე უსახურავო სახლი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ …

პაატა ბურჭულაძემ ბათუმში ფონდის ოფისი გახსნა

ქუთაისის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. საზეიმო ლენტის გაჭრით ოფისის გახსნის შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ფონდის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის აჭარის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი გიგა ფარტენაძე იქნება. გიგა ფარტენაძე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ის 2012 წელს „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის, შემდეგ კი …

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა  რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 720-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში – 1020-ით; …

აჭარის ტელევიზია სამ ჯიპში 80 000 ლარს გადაიხდის

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების. შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და  ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით]. მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს …

ქობულეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ. „ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს …

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმით გარდაიცვალა

ბათუმში, ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამწე ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო და მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ჩვენივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აწ უკვე გარდაცვლილი, ინტერნეტის ხაზის გაყვანაზე მუშაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დაირღვა ელექტროგადამცემ ხაზებთან არსებული დაცვის ზონა. გარდაცვლილის ცხედარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიტანა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება …

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და …

602 400 ლარი ბათუმის ბულვარის დასაცავად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მიზნით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება, 602 ათას 400 ლარზე გააფორმა. დოკუმენტების მიხედევით, „დაცვამ“ უნდა უზრუნველყოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების [შენობები, საწყობები, ხე-მცენარეები და ა.შ.] და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცეცხლსასროლი [სამსახურეობრივი საშტატო] იარაღის გამოყენებით, ასევე არ დაუშვას ზღვისპირა …

იდეიდან ბიზნესგეგმამდე

ბაზარზე ახალი საჭიროებების მოთხოვნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული თუ ნაკლებ კრეატიული იდეა ბევრს ებადება. მათგან დღის სინათლეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰპოვებს, სამწუხაროდ იდეების დიდი ნაწილი ჩანასახშივე კვდება. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესიდეები არ დაიკარგოს და შესაძლებელი გახდეს მისი განხორციელება, აუცილებელია შემდეგი პროცესის თანმიმდევრულად გავლა: იდეის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესიდეებიდან შეირჩეს ისეთი იდეა, რომელიც რეალისტურია და …

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს. კომისიის …

ბათუმში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.  

რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 213) 2015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, …

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება

  ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ” მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში. განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის …

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის …

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე. „მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, …

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. …

ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა. „მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის …

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა. ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები …

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ …

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ. “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, …

8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს

25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა. დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი …

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია. „ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …

ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით  სამედიცინო  მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა. ქალბატონო მანანა, …

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. …

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით: „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ …

ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს …

4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ბათუმში ონკოლოგიურმა კლინიკა „მედცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ხვალ მოქალაქეებს, ონკო პაციენეტებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს. რა შედის უფასო კონსულტაციაში? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობს. ქალბატონო მზია, რატომ გადაწყვიტეთ ხვალისთვის პაციენტების უფასოდ მიღება? ონკოლოგებმა გადავწყვიტეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გავერთიანდეთ და მოვემსახუროთ ონკოპაციენტებს, ასევე მათ, ვისაც ამ …

დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის

დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის  შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს.  დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. „სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. …

არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის შერჩევაზე

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ: „ სულ სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ, სულ მარჩიელობდნენ. პარმენ ჯალაღონია რომ ამერჩია, იტყოდნენ, მისი კაციაო. ქარცივაძეც ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა, რადგან ის პოლიტიკური …

აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა[ა]იპ-ებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე [408 საშტატო ერთეულით] გაიზარდა,“ – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ააიპ-ებში განხორციელებულ ცვლილებებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში საშტატო ერთეულების გაზრდის გამო ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი წლიურად 2,4 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მეტად, 122 შტატით, დასაქმებულთა რაოდენობა …

ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის მთავრობა წელს პირველად განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის შესრულების წესის დახვეწაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ წარადგინა. პროგრამით ისარგებლებენ აჭარის მთავრობის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას მთავრობა, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ეკომიგრანტ …

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ

ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას. „სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში …

ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს

გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. „ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, …

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს …

Exit mobile version