მერაბ მერკვილაძე “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების უფროსად დაინიშნა

“ტელეარხი 25”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის მედიაკავშირ „ობიექტივში” საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება.   მერაბ მერკვილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო გუნდის დაკომპლექტება და დაახლოებით თვის ბოლოსთვის გავა გადაცემა ეთერში. „ბათუმელების” შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს “ობიექტივში”, მერაბ მერკვილაძე პასუხობს: „ვაპირებ ახალი ამბების გამოშვების გაკეთებას, ჩვეულებრივი, სტანდარტებზე …

ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას …

როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და კონსტიტუცია

 4 მარტს, 16 საათზე, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე -როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. თემაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. დისკუსია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო …

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები [საწევროების ჩათვლით] 2016 წლის იანვრის თვეში სულ 42 ათას 170 ლარი და 70 თეთრი იყო. ჩამონათვალში 10 პარტიაა: “დევნილთა პარტია” [3 500 ლარი], “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [20 520], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [4 200], „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ [9 900], “თავისუფალი საქართველო” [590], “მემარცხენე ალიანსი” [500], “განახლებული საქართველოსთვის” …

„ქართული ოცნების“ ოფისი ბათუმში რამდენიმე დღეში გაიხსნება

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში ისევ გაიხსნება. ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში (ვარდების სკვერთან) მდებარე შენობის მეორე სართულზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკვე იკრიბებიან. პარტიული ოფისის ოფიციალურად გახსნას ლიდერები რამდენიმე დღეში გეგმავენ. „ოფისის გახსნა არ უკავშირდება არჩევნებს. პარტიული ოფისი არჩევნების შემდეგაც იმუშავებს,“ -უთხრა „ბთუმელებს“ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ბიუროს წევრმა …

7 ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

7 ვაკანსიაზე კონკურსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს. განცხადებების მიღება 11 მარტამდეა შესაძლებელი. თითოეულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარს შედგენს. სამინისტროს 7 ვაკანსიაზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. სამინისტრო, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების აუდიო და ვიდეოჩაწერას აპირებს. კონკურსანტის თანხმობად სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ განცხადებას ჩათვლის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის …

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში ტარდება

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში 7-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრი ბათუმის ყინულის სახლში ჩატარდება და მასში აჭარის, თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და აბაშის სპორტული სკოლების ქალთა ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. შეჯიბრის მიზანი საქართველოში ინდორ, ანუ იგივე დარბაზის  ჰოკეის პოპულარიზაციის გარდა, საქართველოს ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების გამოვლენაა. „ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი მონაწილობას მიიღებს ევროპის ინდორ ჰოკეის ჩეპიონატში. გასული წლის …

ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა. „ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. „ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი …

ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში. პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან …

ბათუმში ასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩების ნაწილს რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა. „ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის უკან,  ელექტროენერგიის კაბელი დაზიანდა. აღდგენას ბუნებრივია დრო სჭირდება და შესაძლებელია ორ საათში მოხდეს  მისი აღდგენა“. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში  ელექტროენერგია დაახლოებით ას აბონენტს არ …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ანუ პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით. „იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი,“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინსპექციის განცხადებაში.

„მადლიანი მაგიდა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დღეს,  პირველ მარტს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის „მადლიანი მაგიდა“  დაიდგა, რომელზეც  სხვადასხვა საკვები პროდუქტია განთავსებული.  აქციის ორგანიზატორთა თქმით,  მალე  საკვები პროდუქტებისთვის  მაცივარსაც დადგამენ, მალფუჭებადი პროდუქტები დაცული რომ იყოს. „მადლიანი მაგიდის“ ინიციატორი კერძო სტუდია-ბაღი „მონპარნასია“ . სტუდიის მენეჯერის ნინო ბიაძის თქმით, სოციალური აქციის მიზანია, ადამიანებმა  აღარ იშიმშილონ. „ჩვენ ვუერთდებით დათო გაჩეჩილაძის წამოწყებას – …

უსკოს მოქმედი თავმჯდომარე ახალი კანდიდატის შესარჩევ კონკურსა და დარღვევებზე

არჩილ მიქელაძე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1 მარტი 2016 წელი დღეს, 2016 წლის 1 მარტს სრულდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და დღეისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე ყოფნის ეს ვადაგაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი კანდიდატიკომისიის …

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტები უვნებელი; რა რეგულაციების შემოღებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში; რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან  ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი ტრადიციული დარგის განვითარების ხელშესაწყობად? რამდენად ინფორმირებული არიან ამ დარგში დასაქმებულები იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაზე, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს. გადაცემა „მთავარი …

რატომ ყრია სამშენებლო მასალები ბულვარის სკამებზე

ბათუმის ბულვარის შესასვლელში (დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან) ქვაფენილების განახლება მიმდინარეობს. აქ სამშენებლო მასალა – სილა, ხრეში,  ბულვარის სკამებზეა დაყრილი. „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კითხვაზე, – აყენებს თუ არა ზიანს ბულვარის ქონებას  კომპანია და რა ნორმებს უნდა იცავდეს ბილიკების რეკონსტრუქციის დროს ის? ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს: „ქონება არ დაზიანებულა, თუმცა ბულვარის მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს ხოლმე  მშენებლობის პროცესს და …

შავშეთის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

ბათუმში შავშეთის ქუჩის მონაკვეთი (ყოფილი მენთეშევის ქუჩა), იქ სადაც სარკინიგზო ხაზი გადის, 2 მარტის ჩათვლით გადაკეტილი იქნება. რის გამოც, ქალაქში მოძრავი ავტომანქანების გადააგილება ამ მიმართულებით შეზღუდულია. „საქართველოს რკინიგზა“ გზის ამ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.     „ტექნიკურ სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა აწარმოებს, მთლიანად იცვლება სატვირთო მატარებლის  ორი ლიანდაგი, ავტომანქანების გადასასვლელ მონაკვეთში, იყრება ახალი ღორღი და ლიანდაგებიც …

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

რას ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება  საქართველოს გარემოს დაცვის საკითხებში და რას ვერ უმკლავდება ხელისუფლება.  როგორია სამოქალაქო ცნობიერება და რა გამოწვევების წინაშე დგას   ბუნება და ადამიანი, მწვანე გარემოს დაბინძურების გამო. გადაცემა „მთავარი თემა“ამ პრობლემაზე  წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველი სიუჟეტი შეეხება  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეების დაბინძურებას, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს დღეს, როგორც  აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე დაბლობში. გადაცემის …

„გოდერძის“ განვითარების მიზნით ინვესტორების შეხვედრა იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 მარტს, სამთო-სათხილამურო  კურორტ „გოდერძის“ განვითარების ფარგლებში, კურორტზე ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება.  ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალსა და განაშენიანების რეგულირების გეგმას გაეცნობიან. „დაინტერესებულმა პირებმა პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს,“- ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პატიმარი ბათუმის ციხიდან ევროკავშირის ელჩს მიმართავს

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახმარებისთვის ევროკავშირის ელჩს მიმართავს. პატიმრის თქმით, მას არაადამიანურად ეპყრობიან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უკვე მიმართა. კახა მეცხვარიშვილი იურისტის დახმარებას ითხოვს: „სტრასბურგის“ სასამართლოდან უკვე მოვიდა დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ გავერკვიე, რა ფორმით უნდა შევავსო, სად-ის მე-3 დაწესებულებაში არ ჰყავთ იურისტი. 20 დღის წინ მივმართე მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, …

სიღარიბის მანკიერი წრე

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი სულ ახლახან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა მის მიერ გამოქვეყნებულ ესეიში კაცობრიობის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების: უკანონო თუ იძულებითი მიგრაციების, ეკონომიკური არასტაბილურობის, გლობალური უსაფრთხოებისა თუ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევის წინაპირობად სიღარიბის დამარცხება გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ მეცნიერების მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

IUHB  მრავალპროფილური ჰოსპიტალი ბათუმში გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბოლატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ჰოსპიტალში მუშაობს: მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებები და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი 103 საწოლზეა გათვლილი. ჰოსპიტალში 65 პალატაა, 3 –  ინტენსიური მოვლის ცენტრი (21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ცენტრი (5 …

გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ

გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო  მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს. გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და …

რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“

ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. …

ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს პირველი მარტიდან ახალი უფროსი ეყოლება და ის  29 წლის იურისტი ციალა ქათამიძე იქნება. ციალა ქათამიძე ჯერჯერობით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება. ციალა ქათამიძე მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკომიგრანტების პრობლემატიკაზე მუშაობა იყო. ციალა ქათამიძე კონკურსის წესით იქნა შერჩეული, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა სულ …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ. ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ …

რეისი: ბათუმი – კირნათი

თამთა კახაბერიძე ინგლისურის გაკვეთილი საღამოს შვიდის ნახევარზე მიმთავრდება. 2-3 წუთში გამოვდივარ ნატო მასწავლებლის სახლის სადარბაზოდან. აი, ამ წამიდან იწყება ჩემი და ჩემი სოფლის ავტობუსის შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოდის ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ავტოსადგურიდან, როცა მე ინგლისურის გაკვეთილს ვამთავრებ. ჩვენი მარშრუტის გადაკვეთის ადგილამდე აუცილებლად უნდა მივასწრო, თუ სახლში დაბრუნება მინდა, რადგან ეს ბოლო ავტობუსია, …

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …

დეკორატიული ფილების დაგება ბულვარში [ვიდეო]

ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიულ ფილებს აგებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.

ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას  გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს …

თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ  მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …

Exit mobile version