როგორ გაიზრდება პედაგოგების ხელფასები პირველი აპრილიდან კატეგორიების მიხედვით

პირველი აპრილიდან საქართველოში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იგეგმება. ხელფასები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შემდეგ გაიზრდება. პროექტის მიხედვით, პედაგოგის ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის განმარტებით, პედაგოგების საბაზისო ხელფასის ზრდა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „არსებობს საბაზისო ხელფასი, რომელიც დღეის მდგომარეობით  355 ლარია. პირველი  აპრილიდან კი  405 ლარი გახდება. …

ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში: დავით კვაჭაძეს მხარს არ დავუჭერთ

დავით კვაჭაძეს გამარჯვების იმედი აქვს, დეპუტუტატები კი, რომლებმაც მას მხარი ერთხელ არ დაუჭირეს, ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „დავით კვაჭაძის კიდევ ერთხელ წარდგენა აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მხრიდან უმაღლესი საბჭოს შეურაცხყოფა იყო და ისინი დავით კვაჭაძის არჩევას მხარს არ დაუჭერენ.“ უმაღლესი …

სიბერე საქართველოში

ისინი, ვინც დაბერდნენ საქართველოში და შეუძლიათ, მუშაობენ. ეს მათი არჩევანი არ არის, მცირე პენსია და სოციალური პირობები ხანდაზმულ მოქალაქეს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევს. მძიმე სამუშაოს შესრულება მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ 160-ლარიანი პენსია მათ საჭიროებებს არ ჰყოფნის. ისინი ოჯახებსაც ეხმარებიან. 69 წლის ასლან ჯაფარიძე სოფელ ახალშენიდან ბათუმში თბილისის მოედანზე სამუშაოდ ყოველდღე მიდის. ის …

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის. ბრუცელოზის საწინააღმდეგო …

არჩევანის თავისუფლება (ვიდეო)

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების სურვილების, მიზნებისა და ოცნებების მიმართ. სიუჟეტში თქვენ გაიგებთ, როგორც მშობლების ასევე შვილების პოზიციას, აგრეთვე თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში. ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გადაცემის ჩანაწერში შემდეგ ლინკზე: სიუჟეტი …

ექნება თუ არა პარლამენტს ეთიკის კოდექსი?

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პარლამენტის წინ „იდენტობის“ მიერ  გამართულ აქციასთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადებები გააკეთეს: „ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც დაიწყო აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი“. ანალოგიურად ქსენოფობიური განცხადება გააკეთა ომარ ნიშნიანიძემაც: „პიდარასტების აქციაა?“ ამას თუ მოვესწრებოდი ქუთაისში, არც დამესიზმრებოდა.“ საქართველოს …

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო  კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში. არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა …

რას სწავლობენ „ამერიკულ კუთხეში“

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული „ამერიკული კუთხე“ ერთი თვის წინ გაიხსნა. საგანმანათლებლო, შემეცნებითი სივრცე საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ფუნქციონირებს. საელჩო აფინანსებს ტექნიკური და საგანმანათლებლო მასალების შესყიდვასაც. რას სწავლობენ მოზარდები და ბავშვები „ამერიკულ კუთხეში“ და რა სიახლეებს ჰპირდება ის წელს ახალგაზრდებს? „ამერიკული კუთხე“ ყოველდღე, დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ღიაა. როგორც კუთხის კოორდინატორი, სალომე ჟორჟიკაშვილი გვეუბნება, …

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დასახელდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  დღეს, 28 მარტს, აჭარის უმაღლეს საბჭოს უსკოში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კანდიდატურები წარედგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარედგინა: აჭარის ავტონომიური …

საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში

დღეს 28 მარტს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო. ფილმი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ქალთა სამართლებრივ მდგომარეობას ასახავს. ოფიციალური მონაცემებით,  2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 34 ქალი მოკლეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დისკუსიის მიზანია დავინახოთ, თუ …

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სახურავი გადახდილი აქვს და წვიმა აზიანებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების საფრთხეზე განცხადება 28 მარტს საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა გააკეთა.  მისი თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ფაქტზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც ხედავთ, სახლის უკანა კედელი დაანგრიეს, სახურავი გადახადეს. ეს იგივე ტიპის მოვლენაა, …

სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია –  „წამმზომი ჩართულია“. „კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საზოგადოებას აქვს …

გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი  გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს. „ბათუმელები“ გარდაცვლილი მოზარდის დეიდას, ხათუნა მსხალაძეს ესაუბრა: „ჩემი დისშვილი იჯდა კომპიუტერთან, ისადილა და ამ დროს დაუძახა მეგობარმა, რომელიც …

სოფელ სამებაში მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, სოფელ ქვედა სამებაში ორი ოჯახი გაქურდეს. მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმის, გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძის შვილის, ესმა დუმბაძის ინფორმაციით, ქურდი სახლში ღამის 1 საათზე საძინებელ ოთახში შენიშნა: „ღამით გამეღვიძა და დავინახე ოთახში უცხო პირი. საშუალო სიმაღლის იყო, შავი კაპიშონი ჰქონდა, სავარაუდოდ სახე დაფარული ჰქონდა. არ დამიყვირია, …

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – მომავლის განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით

ქართული საზოგადოების საკმაოდ შეზღუდული წრე ფლობს ინფორმაციას გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობისა და მისი რაობის შესახებ. მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი შეიძლება ძველმოდურად ფიქრობდეს, რომ ეს არის „რთულად აღსაზრდელთა“ ან თუნდაც სოციალურად დაუცველთა“ პანსიონი თუ ინტერნატი. სინამდვილეში ის, საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლაა, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები ირიცხებიან, მაგრამ ეს …

ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს

ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო. ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.

C ჰეპატიტი – HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის ახალი რეჟიმები

2016 წლის 25 მარტიდან ძალაშია HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის განახლებული რეჟიმები. „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №6 [HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები] განახლებული რედაქციით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 25 მარტს დაამტკიცა. HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები HCV 1 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები სოფოსბუვირი  400მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი) …

საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“ ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია,  ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. სავალდებულო …

ბავშვი მშობლების საწოლში

რატომ არ შეიძლება ბავშვს ეძინოს მშობლების საწოლში, როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვის ჯანმრთელობასა და ხასიათზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქოლოგსა და თერაპევტ-კარდიოლოგს, ეთერ ვარშანიძეს ესაუბრა. ქალბატონო ეთერ, რატომ არ არის რეკომენდებული მშობლებთან ერთად ბავშვის ძილი? აქ არის ორი მხარე: ერთი მხრივ, ერთ საწოლში წოლისას ადვილად გადაეცემა ადამიანს ინფექციური დაავადებები, …

ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი …

ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში 2011-12 წლიდან დღემდე მუშაობენ სტუდენტები – უჩა აბრამიშვილი და მინური პაქსაძე. სხვადასხვა დროს ორივე იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინური პაქსაძე ამჟამად ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უჩა აბრამიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე. სტუდენტთა ერთი ჯგუფი მათ თანამდებობის პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გამოყენებას ედავება. 21 მარტი, 16:00 საათი. უნივერსიტეტის …

ტერაქტი და ანკარაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

ზაზა მეკეიძე 21 წლის ვარ და ანკარაში ვსწავლობ. ისე როგორც ყველა სტუდენტი, აქამდე მეც სასწავლო კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რომელსაც, მაგალითად, ასეთი მიზანი ჰქონდა – „უცხოელი სტუდენტებისა და მათი ტრადიციების გაცნობა“. ამ გამოფენაზე 70 ქვეყანას შორის ერთი კუთხე ჩვენთვისაც იყო გამოყოფილი, სადაც ეროვნული სამოსი, კერძები და ნივთები გვქონდა გამოფენილი. ანკარაში დაახლოებით 50 ქართველი სტუდენტი …

მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე

ანაბარს კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ხსნიან – საბიუჯეტო სახსრებით. მაგალითად, აჭარის მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანაბრებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მოიგო, ბათუმის მერიამ – 7 მილიონ 605 938 ლარი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ აჩვენებს მოგებას, რადგან ანაბარზე შეტანილი საბიუჯეტო თანხის დიდი ნაწილი ის საბიუჯეტო ნაშთია, რომელიც ხელისუფლებამ წინა წელს ვერ დახარჯა …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები…  სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე  უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …

ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს: სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, …

29 მარტს გაზმომარაგება აჭარაში დილიდან შეწყდება

„ბუნებრივი აირი 29 მარტს გაითიშება და აღდგება პირველი აპრილიდან. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის სრულად მიწოდება 3 აპრილისთვის დასრულდება,“ -გვითხრეს  „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე. კომპანიამ ვერ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი საათიდან შეწყდება გაზმომარაგება, თუმცა ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, გაზი დილიდან გაითიშება. აჭარის რეგიონში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს …

პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასი ისევ გაიზრდება

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ. ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება. 20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება. 88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი. რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება. „ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის …

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი. პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი. მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

ბრაის მალსბერი ექსპერტი კოოპერატივების მიმართულებით პროექტში „Acdi-voca“ თქვენს რეგიონს [აჭარას] შეუძლია კოოპერირების სისტემაზე გადასვლა, უბრალოდ, გასავლელია არც თუ მოკლე გზა, რომ კოოპერატივები იქცნენ რეალურ კოოპერატივებად. აუცილებელა განათლება, სწავლება და ჩვენება. განათლება კი მხოლოდ თეორიული არ უნდა იყოს. „შერატონსა“ და „რედისონში“ ჩატარებული ტრენინგებით სოფლის მეურნეობა არ განვითარდება. ამერიკელი ექსპერტი იქნება თუ ევროპელი, მინდვრად უნდა ატარებდეს ამ …

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც ციხისძირში ამოთხარეს, ამ დროისთვის შეკვეთილის სანაპიროსთანაა. მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება ხის სანაპიროზე გადასატანად. ციხისძირიდან ტიტას ხე 23 მარტს წაიღეს. შეკვეთილში  გადასატანად ციხისძირში კიდევ ორ ხეს ამზადებენ.    

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები …

დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წლიდან აღარ არსებობს

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2015 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების  უფლება დასაქმებულებს 2016 წელს აღარ ექნებათ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არსებობს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც 2015  წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, დაქირავებულს უფლება ჰქონდა 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით …

ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …

Exit mobile version