„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე …

„აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობას თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს

რა რეაგირება მოჰყვა „აჭარის ტელევიზიაში“ დაახლოებით ერთი თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელს, სოსო სტურუას მიმართა. მან ერთი თვის წინ გვითხრა, რომ დაელოდებოდა სამსახურების წერილობით განმარტებებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა. „საყვედური გამოვუცხადეთ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ორ თანამშრომელს განმარტებების წარმოდგენამდე, რადგან პირდაპირ იყო დაფიქსირებული შესყიდვის პროცედურებში დარღვევები. …

რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]

კომპანია “ლიტომმა“ გასულ კვირას ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრა დაიწყო და დაასრულა კიდეც – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორ სასეირნო ზოლში ფილების დაგების პროცესი მოულოდნელად იმიტომ შეიცვალა, რომ ფილები უხარისხო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარში ადვილადტეხად ფილებს აგებდნენ, „ბათუმელებს“ ბულვარში ფილების შეტანისთანავე მოაწოდეს, მაგრამ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი გამოქვეყნებისგან თავს დღემდე ვიკავებდით. ის, რომ ბულვარში …

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა. „გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 ლარი“ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გასულ წელს 220 ათასი ლარი …

ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება. დაწესებულება არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში კი სამედიცინო საქმიანობის …

ტრაილერის მძღოლს პატრული სახლისკენ არ უშვებს

გონიოს ხიდთან ტრაილერს საპატრულო პოლიცია სახლისკენ არ უშვებს.  მძღოლი ამბობს, რომ ის პატრულმა 300 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ პარკირების მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე და მამაჩემი ვცხოვრობთ  გონიოში, ახალსოფელში, პატრული კი მოითხოვდა, რომ მანქანა პარკირებაზე შეგვეყვანა იძულების წესით. დაჯარიმების შემდეგაც არ გვიშვებს პატრული, მოითხოვენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანას“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი სურმანიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად

მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს. „ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ …

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 25 მაისს, 20:00 საათამდე. უკვე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება ბავშვის პირველკლასელად დარეგისტრირება. ინსტრუქციის თანახმად, ონლაინრეგისტრაციისთვის წინა წლების მსგავსად, წელსაც საჭირო იქნება შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების ზუსტი თარიღი, მშობლების პირადობის ნომრები.  სკოლას, სადაც გსურთ ბავშვის მიყვანა, თუ მინიჭებული …

ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება

„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის …

უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“  და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის …

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …

„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე

ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში ძველი, ბათუმური ბელეტაჟის დანგრევასთან დაკავშირებით „მარდი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას წინ უძღოდა საზოგადოება „ბათომის“ წერილი, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელს, ირაკლი ჯიჯავაძეს, კლასიციზმის ნიმუშის, ასწლოვანი შენობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა წერილის მიღებიდან მეორე დღეს „მარდი ჰოლდინგმა“ ბელეტაჟი დაანგრია. „ბათუმელებმა“ კითხვით – რატომ არ გაითვალისწინა „მარდი ჰოლდნგმა“ „ბათომის“ თხოვნა? – ირაკლი ჯიჯავაძეს მიმართა, რომელმაც …

ტურისტების რაოდენობა აჭარაში 2016 წელს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 21,75 %-ით არის გაზრდილი. გასული თვის განმავლობაში რეგიონს 16 905 ტურისტი, მათ შორის 11 914 უცხოელი და 4 991 შიდა ტურისტი სტუმრობდა. რაც შეეხება კვარტალის მონაცემებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ-მარტში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან …

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი

„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი: „მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს. რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას …

ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო

ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება. …

ენმ-ს წევრი არჩილ ხაბაძეს: „მოკიდოს ხელი და წაიყვანოს თავისი დეიდაშვილი“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ქობულეთში აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურის და მისი დირექტორის მუშაობას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუვლელი ინფრასტრუქტურითა და დანაგვიანებული ქუჩებით ხვდება. რეზო ხარაზმა დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, საპროტესტო აქციას უკვე მოსახლეობა გამართავს. „… აიპი ქობულეთს სანდასუფთავების უფროსად ცოტა ხნის წინ …

ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი თავართქილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე სტატუსი გამოაქვეყნა: „გუშინ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებოდი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ არანაირ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ზოგადად, ნაკლებად …

აჭარის მთავრობის ყოფილი მოხელეები „გირჩს“ უხელმძღვანელებენ

დღეს, 25 აპრილს, „ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“  რეგიონული ოფისი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნას ესწრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.  „გირჩების“ ბათუმის ოფისს  ყოფილი საჯარო მოხელე, ჯემალ ბერიძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ყოფილი ელჩი თურქეთში, ტარიელ ლებანიძე იქნება. „ბათუმში უამრავი ადამიანი ელოდება ამ ოფისის გახსნას და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოსახლეობისგან გვინდა იმის მოსმენა, თუ …

გამოფენა და აჭარული ქორწილის იმიტაცია ფოლკლორის ცენტრში

ხვალ, 26 აპრილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის და დურმიშხან კიკნაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყობა. პერსონალური გამოფენის პარალელურად, ხვალვე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქედის კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებული სასოფლო კლუბების ხელმძღვანელებისა და ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით ძველი აჭარული ქორწილის თეატრალიზებული იმიტაცია გაიმართება. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. „აჭარული ქორწილი“ პირველად ქედის კულტურის ცენტრში ქედის …

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან. „პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ. „ვიდრე პარტიას დატოვებდა, …

ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო. თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ …

64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად

საზაფხულო თეატრის დაზიანებული სახურავის, ფასადის და წყლის საქაჩი ტუმბოს შეკეთების სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 64 ათას 498 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოს მწარმოებელმა „სამშენებლო მოედანი უნდა შემოღობოს დროებითი ინვენტარული ღობის ფარებით სიმაღლით 2 მეტრი, ღობის მთელ პერიმეტრზე საჭიროების ადგილებში უზრუნველყოს დროებითი ტროტუარების მოწყობა არა უმცირეს 1 მ-ის სიგანით, ღობეზე უნდა გამოეკიდოს შემზღუდავი ფირნიშები ღამის განათების უზრუნველყოფით და …

შაკიკი, თავბრუხვევა და რადიკულიტი – როდის გჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიურ კაბინეტს ყველაზე ხშირად ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შაკიკი და რევმატიზმი აწუხებთ. თუ კი ეს ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები გაწუხებთ, დროა ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ. ნევროლოგიური დაავადებების ჯგუფს თავისა და ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები მიეკუთვნება. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმ-ნევროლოგის, ნინო ფილიას თქმით, გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან …

საოჯახო სახლების მომზადება ტურისტული სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეთა მომზადება იწყება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრენინგო ცენტრში მათ სერვისის ძირითადი სტანდარტების შესახებ, გერმანელმა ექსპერტმა ტრენინგი ჩაუტარეს. „ულიხ ტროსიენმა, რომელსაც ტურიზმის დარგში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ სოფლად ტურიზმის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში დანერგილი ის ძირითადი ნორმები გააცნო, რაც აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად და მათი …

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

„პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კონკრეტულ უბანს, დასახლებას თუ მუნიციპალიტეტს გააჩნია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები მოქალაქეებთან რის შემდეგაც, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილ პრობლემებს მიეცემა პეტიციის სახე და წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოებში. „ეს არის USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მოსახლეობის …

იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

30 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით – „აცერი და დაიცავი!“, რომელიც აღინიშნება  ევროპის მთელს რეგიონში.  „იმუნიზაციის მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. „იმუნიზაციის მიზანია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და დაავადებათა თავიდან ასაცილებლად. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2014-2020) მიმდინარეობის …

სარფში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ოთარ ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 21 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 0,1753 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. …

ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება

ძველ ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ძველ, ბათუმურ ბელეტაჟზე კარ-ფანჯარა ჩამოხსნილია. ადგილი ბანერით არის შემოსაზღვრული, რომელიც იტყობინება, რომ აქ  მშენებლობას კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ იწყებს. როგორც „ბათუმელებს“ „მარდი ჰოლდინგში“ განუცხადეს, პროექტი არაკომერციულია და აქ კომპანიის სათავო ოფისი შენდება. „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ შენობის დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის …

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში. ბათუმის …

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების …

რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული …

Exit mobile version