17 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 30.79%-მა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევანი გააკეთა 95 041- მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 30,79% – ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 42 857 ამომრჩეველი, 26.95% ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი-16 708 ამომრჩეველი, 33. 87 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი-15 636 ამომრჩეველი, 32. 49 % ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი(ხულო,ქედა,შუახევი)- 19 840 …

ცესკოს წარმომადგენელი: მანდარინის წვენი მარკირების მხრივ ქმნის პრობლემას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა. ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

მანდარინი, როგორც მარკირების წყარო – ექსპერიმენტი საარჩევნო უბანზე

ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ადამიანები ისევ მიდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ მანდარინი ჭამა და ამიტომ აჩვენებს აპარატი მარკირებას. ერთ-ერთი ბოლო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მარკირება დაუფიქსირდა იყო გოჩა მუხაშავრია – ყოფილი პოლიტპატიმარი. იქედან გამომდინარე, რომ 63-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების მიზეზად მანდარინს ასახელებს, „ბათუმელების“ დამკვირვებელმა უბანზე მიიტანა მანდარინი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღმოჩნდა, რომ მანდარინი არ ტოვებს ისეთ კვალს, …

ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა

ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ბოდიში მოუხადა აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც,  ჟურნალისტების თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მუხრან ვახტანგაძემ  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. „მე არ მინახავს ეს ფაქტი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია,  არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე განზრახვას ჰქონდა ადგილი, რაღაც მოხდა ან მექანიკურად ან ემოციურ ფონზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, …

ერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე ცხრა პირის შესვლის მცდელობა დაფიქსირდა. ბოლოს ამომრჩეველი ქალი ამტკიცებდა, რომ აქვს „მანიკური“ და ის დაჟინებით ითხოვდა მიეცათ ხმის უფლება. ბოლოს მან დატოვა უბანი იმ პირობით, რომ „მანიკურს“ მოიშორებს და დაბრუნდება. სხვები აცხადებენ, რომ მათ “მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი”. ნაკადის მარეგულირებლის თქმით, მან ამ ქალბატონამდე რვა მარკირებინი პირი არ შეუშვა უბანზე.

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.54 %-მა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 12 საათისთვის აჭარაში 38 713 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ( 308 576) 12.54%-ია. ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის ასე გამოიყურება: 2016 წლის 30 ოქტომბერი – მეორე ტური: არჩევნებზე მივიდა 38 713 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 12. 54 % ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 17 912 ამომრჩეველი, 11,26 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, …

LIVE: არჩევნების მეორე ტური აჭარაში

თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.

უსკო: აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უსკოს ცნობით დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო …

აჭარაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების, აჭარაში კი უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობს.  მოქალაქეებმა ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ორ კანდიტატს შორის ერთზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, რადგან მეორე ტურში მონაწილეობს მხოლოდ ორი კანდიდატი, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს პირველ ტურში. აჭარაში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის …

მიღება თურქეთის საკონსულოში

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში თურქეთის საკონსულო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი  მიძღვნილ მიღებას მართავს. ვახშამის მასპინძელია თურქეთის რესპუბლიკის გენარალური კონსული – იასინ თემიზქანი და მისი მეუღლე.                                                     სტუმრებს შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს. ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება. კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც …

ევროკავშირმა აჭარისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირი აცხადებს კონკურსს სოფლის მეურნეობის საპილოტე ღონისძიებებისთვის აჭარაში. კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 10 მილიონ ლარს (4 მილიონი ევრო). კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი. საგრანტე კონკურსის ფარგლებში ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მხარდაჭერა, ასევე სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი …

გიორგი მასალკინი: არ არის გამორიცხული მეც დავტოვო პარტია

„ის რაც თქვა დავით უსუფაშვილმა, მეც ასე ვფიქრობ. ანუ, დაგროვდა გარკვეული შიდა პრობლემები, მენეჯმენტური, პრაქტიკული ხასიათის და არჩევნების შემდეგ ეს პრობლემები იჩინეს თავი. ამიტომ ახლა ყველა პარტიის წევრი დადგება არჩევანის წინაშე.“ „ბათუმელების“ კითხვაზე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ პარტიის დატოვებას პარტიის ლიდერის შემდეგ? გიორგი მასალკინი გვეუბნება, რომ დავით უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ის დგას არჩევანის წინაშე. „მე უკვე …

ზაურ ახვლედიანი: ჩემთვის დავით უსუფაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება მისთვის მოულოდნელი იყო. „დავით უსუფაშვილის განცხადება არ მომისმენია, ჩემთვის მოულოდნელია ეს ამბავი,  არც მანამდე მსმენია მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე. ვფიქრობ, მისი მხრიდან პარტიის დატოვება სხვა წევრებზეც გარკვეულწილად იმოქმედებს და შესაძლებელია ახალგაზრდების ნაწილმაც დატოვოს პარტია და არა მხოლოდ …

გია აბულაძე: „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობას სთხოვენ

ენმ-ეს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, 70-ე საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. „ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მოქალაქეებისგან. პირადობის მოწმობებს იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად.  ამიტომ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ არ მისცენ „ქართული ოცნების “ ან სხვა პარტიების წარმომადგენლებს თავიანთი პირადობის მოწმობები“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით სთხოვდნენ პირადობის მოწმობას მოქალაქეებს კოორდინატორები? გია აბულაძე ამბობს: „არჩევნებზე …

პეტრე ზამბახიძე: კერძო ბინებში უცნობი პირების ჩაწერის შემთხვევები ისევ ფიქსირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  კონკრეტულ მისამართებზე უცნობი პირების რეგისტრაციის შემთხვევები, ისევ ვლინდება. „ასათიანის 71-ში ბინა 27 არის  ნონა ასატურიანის  საკუთრება. მის მისამართზე 2014 წელს  მისთვის უცნობი ორი პირი იყო რეგისტრირებული. მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრეს და ეს პირები მისი საკუთრებიდან ამოწერა.  თუმცა, დღეს, ამ მოქალაქემ ისევ აღმოაჩინა მის ბინაში ჩაწერილი ორი პირი, – …

სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შანსი მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი, მოუსმინონ ცნობილ ამერიკელ პროფესორებს და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  ამ დროისთვის უნივერსიტეტში  217  სტუდენტი სწავლობს. ეს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სკოლების დამამთავრებელ კლასებში ეძებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ქიმიას, ფიზიკას, …

ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა  ექსპროპრიაციის უფლება ქედის რაიონის სოფელ კორომხეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქემალ და ჟუჟუნა ჯაბნიძეების საკუთრებაშია. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნაკვეთის მთლიანი ფართობი 5000 კვ/მ-ია, თუმცა საექსპროპრიაციო ფართობი აქედან არის 35 კვ.მ. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ …

კრიტიკული აზროვნების კურსი ბსუ-ში

დღეს, 29 ოქტომბერს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის –  „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ თეორიული კურსი გაიხსნა. კურსს პროფესორი, სოციოლოგი  იაგო კაჭკაჭიშვილი წაიყვანს. „საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას,  საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს …

სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგენილია. საკონსულოს ინფორმაციით, აღმოიფხვრა ყველა პრობლემა, რის გამოც მოქალაქეებს რამდენიმე დღის მანძილზე, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე შევსვლა და აქეთ, საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ. „ორი საათია რაც ეს პრობლემები მოგვარდა და სისტემა გამართულად მუშაობს“ – გვითხრეს საკონსულოში. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებების მიზეზად, ქსელების …

120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს. ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი …

საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას თურქეთის ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავს ულოცავს. „მინდა გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავი! მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტნიორობის გაღრმავებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, წარმატებას მოგვიტანს ჩვენი ერების …

უსკოს მიერ 30 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. უსკოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უსკოში 30 ოქტომბერს: 09.00 საათზე [საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ]; 12.30 საათზე [ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ]; 18.00 საათზე [17.00 საათზე უსკო ვებ-გვერდის საშუალებით გაავავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა …

ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დღეს, სასწავლო პროცესის პერიოდში, ლექციებიდან გაიყვანეს სტუდენტები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად. სტუდენტების თქმით, ლექციებიდან სტუდენტების გაყვანას ორგანიზებას უწევდა სამართლის პროფესორი ომარ მახარაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ადამ მახარაძის ძმაა. „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სტუდენტების დასწრების ფაქტი „ბათუმელებს“ დაუდასტურა თავად ომარ მახარაძემაც. “მთელი უნივერსიტეტი იქ ვიყავით, მერე …

თურქეთის საკონსულო: გავრცელებული ინფორმაცია სარფში აფეთქების შესახებ ტყუილია

თურქეთის საკონსულო ბათუმში უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარფში, თურქეთის მხარეს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საქართველოს შს სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, სიმშვიდეა.

ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის

მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის. „ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული …

შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა

თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, …

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება [ფოტო]

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება. ამავე თემაზე: ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28 წლის მაკა ქებურია 20 წლის იყო, როცა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა და კიოკუშინ კარატეში ვარჯიში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ქალი სენსეი [ოსტატი] და სამი შავი ქამრის მფლობელია. სანსეი მაკა ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნოემბრის ბოლომდე მან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი …

ბათუმის სასამართლოში მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნეს

ქვეყნის მასშტაბით 12 მოსამართლე, რომელიც აქამდე გამოსაცდელი ვადით – 3 წლით იყო დანიშნული, სასამართლოებში უვადოდ გაამწესა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. კენჭისყრა საბჭომ ახლახანს დაასრულა. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეები უვადოდ [იგულისხმება საპენსიო ასაკამდე] პირველად გაამწესეს. 12 მოსამართლიდან 2 ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს, გოჩა ფუტკარაძე კი ისევ …

სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია

სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა. „პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე,  დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა. თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა …

ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად

გონიოს მაგისტრალზე მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას ბათუმის მერია ვერ შეაჩერებს, რადგან აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ უთხრა. „ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. …

ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს. „მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის …

გონიოს მაგისტრალზე ევკალიპტი მოჭრეს

გონიოს გზაზე ევკალიპტებს ჭრიან. „გონიომდე არ მისული, სუპერმარკეტ  „სმარტთან“  მოჭრეს ევკალიპტის ხე და ამბობენ, რომ კიდევ უნდა მოჭრას იმ ადამიანმა, ვინც იყიდა ეს მიწა.  მე შემთხვევით შევესწარი ხის მოჭრას, ფოტო გადავიღე და პირველი რაც მომაფიქრდა, ნატა ფერაძეს დავურეკე [“პარტიზანული მებაღეობა”] , სხვა არ ვიცი როგორ მოვიქცე, სამწუხაროდ. ამ წუთას ხალხი „დრუჟბებით“  სხეპავს ტოტებს“, –  განუცხადა …

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია

ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა. ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია. „ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი …

ენმ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ …

Exit mobile version