Batumelebi | სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია – Batumelebi
RU | GE  

სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგენილია.

საკონსულოს ინფორმაციით, აღმოიფხვრა ყველა პრობლემა, რის გამოც მოქალაქეებს რამდენიმე დღის მანძილზე, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე შევსვლა და აქეთ, საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ.

„ორი საათია რაც ეს პრობლემები მოგვარდა და სისტემა გამართულად მუშაობს“ – გვითხრეს საკონსულოში.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებების მიზეზად, ქსელების გათიშვა სახელდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com