უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა …

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008  წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა. – ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე …

ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება …

ონლაინსესხების შესაძლო აკრძალვაზე

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ონლაინსესხების შესაძლო გაუქმებაზე მთავრობამ განმარტა და დააზუსტა, რომ ონლაინსესხები ეროვნული ბანკის რეგულაციებს დაექვემდებარება და მისი აკრძალვა არ იგეგმება. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ონლაინსესხებზე მომუშავე საფინანსო ორგანიზაციებისა და მომხმარებლისთვის? – თემაზე „ბათუმელებს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ესაუბრა. –ბატონო ზურა, მთავრობის გადაწყვეტილებას ონლაინსესხების თაობაზე, უმეტესობა იწონებს, ბევრი კი ამბობს, …

აჭარის ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვს. ხოლოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით სოფლებში ამ დროისთვის შიდა გზები გაწმენდილია, თუმცა მისივე ვარაუდით თუ არ გამოიდარებს საღამოს საათებში გზები ისევ გასაწმენდი იქნება. ელეტროენერიის მიწოდება ხულოს სოფლებში ამ დროისთვის აღდგენილია. შუახევში რამდენიმე სოფელს ელეტროენერგია არ მიეწოდება, გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ათამდე სოფელში კი ჯერ კიდევ არ არის …

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორები ბათუმში სკოლების დირექტორებს შეხვდებიან

დღეს, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში სასტუმრო შერატონში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანი, ვიცე დეკანი და პროფესორები აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდებიან და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეხვედრის ფარგლებში (SDSU) საქართველოს წარმომადგენლები აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორებს ყველა იმ შესაძლებლობას გააცნობენ, რაც მათი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში არსებობს. ამერიკელი მეცნიერების …

„ადამიანის უფლებების დაცვა თვითდინებაზეა მიშვებული“

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ხელისუფლება ამბობს, რომ უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია. რა ჩანს საქმით – დარღვეულ უფლებებზე რეაგირებით ან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით? რამდენად იქმნება ადამიანის უფლების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს ესაუბრა. – ბატონო არჩილ, თქვენი შეფასებით, რა იყო ყველაზე პრობლემური საკითხი მიმდინარე წელს …

როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა. – ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს …

„ევექსის” შუახევის ჰოსპიტლის უფროსი დააკავეს

„ევექსის” შუახევის ჰოსპიტლის დირექტორი რომან ხიმშიაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 9 დეკემბერს, დააკავა. ინფორმაცია „ბათუმელებს” საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურმა დაუდასტურა. რა ბრალით დააკავეს კლინიკის უფროსი – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ჯერ არ ავრცელებს. კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ამავე თემაზე:  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავა.

TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“  მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „2016 წლის 1 დეკემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“  დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს …

მოსწავლეები სკოლის გარეშე, კერძო სახლში

დაწყებითი საფეხურის 16 მოსწავლე, რომლებიც ზემო დაგვაში ცხოვრობენ, სკოლის გარეშე არიან დარჩენილნი. ამორტიზებულია შენობა, ანუ მათი ყოფილი სკოლა, რომელიც 1978 წელს აიგო. ამ სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ შენობაში ბავშვების გაჩერება სახიფათოა, ამიტომ კლასები კერძო მშენებარე სახლის პირველ სართულზე განათავსეს. პედაგოგებიცა და ბავშვებიც მოკლებულნი არიან არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ თითქმის ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის …

ანგრევენ სახლს, რომლის გადარჩენასაც „ბათომი” ითხოვდა

ბათუმში დაიწყეს ისტორიული სახლის დემონტაჟი, რომლის გადარჩენასაც საზოგადოება „ბათომი” ითხოვდა. “ბათომის“ განცხადებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ერთადერთი არასამთავრობო ორგანზიაციაა აჭარაში, აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას. ასევე, ორგანიზაციის …

ბათუმში არ ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თოვლი მოსალოდნელი არ არის. 9 დეკემბერს სანაპირო ზოლში და მთლიანად აჭარის რეგიონში დროებით გამოიდარებს, თუმცა 10 დეკემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – დაბლობში წვიმა, მთაში კი  თოვლი. 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 – +7 გრადუსი, …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების  4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს.  მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა [295 269 ტურისტი] გაზრდილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის განსაკუთრებული მატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 11 თვეში საჰაერო გზით …

როგორ განაწილდება ბათუმის ბიუჯეტი 2017 წელს

ქუჩების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სისტემის გაუმჯობესება ბათუმისთვის ისევ მთავარი პრიორიტეტი იქნება, როგორც გასულ წლებში. მომავალი წლის ბიუჯეტიდანაც  ყველაზე მეტი თანხა ამ პროქტებზე დაიხარჯება. საკრებულომ პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან გადაუგზავნა მერიას. ახალ ვარიანტს საფინანსო სამსახური საკრებულოს დეკემბრის პირველივე კვირაში წარუდგენს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში პრიორიტეტულ სფეროებად მოხსენიებულია ასევე …

სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს

22 წლის არჩილ ტ.-ს საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის გარდა, სამი პირის სხეულის მძიმე და მსუბუქ დაზიანებებში ედება ბრალი. ამ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია – მირიან ნოღაიდელი. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაზიანებები თვალსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე თავად ბრალდებულსაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ექსპერტიზის …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

ქობულეთში შვილი სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა დაფიქსირდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი რ. ბეჟანიძე სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა. მომხდარის შესახებ „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მეზობლები მოუყვნენ. „ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლილი იყო, ცოლი არ ჰყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- გვიყვება …

გოდერძი იხსნება, გომარდული – არა

ზამთრის კურორტი „გოდერძი“ 10 დეკემბერს გაიხსნება. სახელმწიფო შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ამ კურორტს ბაკურიანის „დიდველთან“ და გუდაურთან ერთად გახსნის. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „გოდერძს“ კომპანიის ხელმძღვანელთან, სანდრო ონოფრიშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გახსნიან. კურორტის გახსნაზე სპორტული სკოლების „ქედლებისა“ და „დანისპარაულის” ბავშვები სახალისო შეჯიბრებებს მოაწყობენ. ჯერჯერობით …

პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა

რეზო ტაკიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ ის პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა, ხოლო ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ და სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილი, ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. ის დღემდე ამ თანამდებობას ინარჩუნებს. „შაქარიშვილი იჯდა იქ და …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

გამამართლებელი განაჩენი ქურდობის საქმეზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ფანცულაია. მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და მიმდინარე წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიება ბრალდებულს არაერთგზის ქურდობას და სხვის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ივლისში ახლო ნათესავის ბინაში შევიდა და ლეპტოპი მიისაკუთრა. “გამოძიების ეტაპზე მთავარმა მოწმემ გამომძიებელს უთხრა, რომ …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის შეთავაზებას ზაალ მიქელაძე არ ადასტურებს

რამდენიმე წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აჭარის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებენ ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების კანდიდატურებს კი მთავრობაში ჯერ კიდევ განიხილავენ. „ბათუმელების“ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. ზაალ მიქელაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორია აჭარაში. თავად ზაალ მიქელაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, …

აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელეტროენერგია არ მიეწოდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვს. ხულოში, შუახევში და ქედის ცენტრში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს, მაღალმთიან სოფლებსა და გოდერძის უღელტეხილზე კი ერთ მეტრს აღწევს. ხულოში და შუახევში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგებლების ინფორმაციით „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სოფლებში დამატებითი ბრიგადები გაგზავნა და ისინი ელეტროენერგიის აღდგენაზე უკვე მუშაობენ. გამგებლების ინფორმაციით ცენტრალურ გზებზე მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანები შეუფერხებლად …

ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

5 შვილის დედა სოფო უშიკიშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის მერიისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ითხოვს. ქალაქის მერია მრავალშვილიან ოჯახს ჯერჯერობით მხოლოდ იმით დაეხმარა, რომ ბრეზენტის ნაჭერი მისცა. „დაახლოებით სამი თვის წინ ძლიერი წვიმის დროს დაზიანდა სახურავი, განცხადება რამდენჯერმე დავწერე მერიაში. ქალაქის ვიცე-მერს პირადად შევხვდი, არჩევნების შემდეგ დამპირდნენ დახმარებას, …

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. ამავე  წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 …

ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი  …

რა შემთხვევაში უწყვეტს სახელმწიფო მოსწავლეს ვაუჩერულ დაფინანსებას

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ბათუმის საჯარო სკოლებში  დაახლოებით 150 მოსწავლე ჩარჩა კლასში. გაცილებით მეტი – 273 მოსწავლე ჩარჩა იმავე კლასში გასულ წელს. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ მოსწავლე კლასში ჩარჩება, მას სახელმწიფო ვაუჩერულ დაფინანსებას უწყვეტს. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური თავად მოსწავლემ უნდ გადაიხადოს. „ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა მოსწავლე გათხოვილი იყო, ყოველ წელს …

ოთხი ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩელტის ყოფილი  სკოლის შენობაში 2008  წლიდან  დღემდე სხვადასხვა დროს  სტიქიით დაზარალებული და შვიდი უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. 2016 წლის 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცა. მათგან სამი ოჯახი, ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.  სკოლაში ამჟამად  4 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი საცხოვრისის გამოყოფას სთხოვენ. გივი …

მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ

13 წლით თავისუფლების აღკვეთა არჩილ ფეტიძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. მას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, გაჩერებულ მანქანაში შვიდი ტყვიით ირაკლი აბუსერიძის მკვლელობა დაუდასტურდა. მოსამართლის განაჩენი ბრალდებულს არ მოუსმენია. სასამართლოს დიდ დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ და განაჩენის მოსმენისთანავე უკმაყოფილება გამოთქვეს – მათი აზრით, არჩილ ფეტიძე გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგივე არჩილ ფეტიძე …

ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

დღეს 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კენჭი უყარეს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე წარდგენილი. ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ჯერ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ფარული იყო. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხუთი წევრითაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ …

ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა რომ  ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, მე წინასაარჩევნო პერიოდში თავი შევიკავე და არ მივედი ამ ლოკაციაში რადგან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჩაგვეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში. ჩვენ არ …

ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს 5 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. „ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია ბულვარი რომ იქ ასსართულიანი სახლები ჩავდგათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს საზოგადოებას სურს. ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე და აუცილებლად შევინარჩუნებთ ბულვარს იმ სახით, როგორც აქამდე გვქონდა“. ზურაბ პატარაძის განცხადებით, …

Exit mobile version