სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში. სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას შეამოწმებენ. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე …

გარემოს დაცვა – 1238 კანონდარღვევა ერთ თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში, აპრილში, კანონდარღვევის 1238 ფაქტი გამოვლინდა ქვეყნის მასშტაბით. აქედან, 1223 კანონდარღვევა ადმინისტრაციულია,  15 კი სისხლის სამართლის. აპრილის თვეში კანონდარღვევები გამოვლენილია აჭარაშიც. ადმინისტრაციული კანონდარღვევის 264 ფაქტი, სისხლის სამართლის კი – 2 ფაქტი. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში სისხლის სამართლის კანონდარღვევა ინერტული მასალების უკანონო მოპოვებას და ხე-ტყის უკანონი ჭრას ეხება. ასევე, …

„ნაციონალური მოძრაობის“ პერფორმანსი ციხისძირში

დღეს, 12 მაისს, ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პერფორმანსს გამართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, რეზო ხარაზის თქმით, აქცია-პერფორმანსი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის დაპირებებს. „ჩვენ გამოვფენთ ბანერებს, სადაც აღბეჭდილი იქნება ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ასი ქარხანა და ის სოციალური პრობლემები იქნება ასახული, რომელიც არსებობს რეგიონში. კონკრეტულად ციხისძირში იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს არის სიმბოლური ადგილი, სადაც ივანიშვილს შევახსენებთ, …

გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან [02.06.2016-05.05.2017] დღემდე, გადასახადის 35 140 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 565 577 719 ლარი. დავალიანება ჩამოეწერათ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით: [checklist] ა) ქვეპუნქტით – 34 478 გადამხდელს 1 561 234 113.00 ლარი, ბ) ქვეპუნქტით – 645 გადამხდელს 4 333 012.00 ლარი, გ) ქვეპუნქტით …

იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისის აღსანიშნავად ქორწინების მოწმობის ფორმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა“ დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით, „საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო, ამავე გვერდის ცენტრში კი არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, …

76 წელი ქორწინებაში – ქედელი ცოლ-ქმრის რეკორდი

მერისის ხეობაში მდებარე სოფელ გარეტყეში ცოლ-ქმარი – ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამ ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ისინი ერთად 76 წელია ცხოვრობენ.  მათ 162 შთამომავალი ჰყავთ – 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. უხუცესი აჭარელი წყვილის თანაცხოვრების ისტორიით საქართველოს რეკორდების ფედერაციაც დაინტერესდა. როგორც ზექიეს და …

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაკარგული 13 წლის მოზარდი, რომელიც სახლიდან გუშინ დღის 12 საათზე გავიდა და გაუჩინარდა, დღეს პოლიციამ ბათუმშივე იპოვა. „მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ახლა სახლშია“ – გვითხრეს შს სამინისტროში.   ამავე თემაზე: ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

სასტიპენდიო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

2017-2018 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. „სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე …

რა ჩანს მერაბ ღოღობერიძის დაკავების კადრებიდან

„ეს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა, ხათუნა ბოლქვაძის მეუღლე პოლიციელია,“ – ამის თქმა მერაბ ღოღობერიძემ მოასწრო, ვიდრე ბადრაგირების სამსახური მას სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 11 მაისს, მერაბ ღოღობერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინა და ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა დააკისრა. მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე საღამოს, მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს …

გიორგი ერმაკოვის ბრძანების დეტალები, რითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დაიბლოკა

ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. სწორედ ასე აქვს გიორგი ერმაკოვს უარი დასაბუთებული, თავისივე ხელმოწერილ ბრძანებაში. მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ კვარტალში განაშენიანება უკვე არსებული დომინირებული სახეობით – საცხოვრებელი …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა. ორივე მათგანი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.   პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია დღეს, 11 მაისს.  

რა გადაწყვიტა სასამართლომ მერაბ ღოღობერიძის სამართალდარღვევაზე

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 23 აპრილს დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა დღეს, 11 მაისს, განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მერაბ ღოღობერიძე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა. მერაბ ღოღობერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა სასამართლოს 24 აპრილს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე არ წარმოადგინეს. იმ დღეს პოლიციელმა ვერ უთხრა მოსამართლეს, რის გამო მოვიდა …

ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგონას, ა.ტ.-ს  ეძებენ.  მისი ოჯახის წევრები იუწყებიან,  იგი გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან  ეზოში   და როგორც გოგონას დეიდა ამბობს, მას შემდეგ არავის უნახავს. გოგონას დეიდა ამბობს, რომ სახლიდან გასვლისას მას ეცვა შავი ფერის, მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი/მოვარდისფრო ზედა, ლურჯი ფერის ჟაკეტი და ბოტასები. გოგონას აქვს მუქი ფერის გრძელი, სწორი თმა. …

ავტოავარია ქედაში – სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-ხულოს მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთთან მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები არ არიან. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ინფორმაციით „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის აღენიშნებოდა; ფაქტზე აღიძრა საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით  არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე …

სააგენტო დაზიანებული ფრესკების აღდგენაზე იზრუნებს

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იზრუნებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა დაუდასტურა. ბათუმში სპეციალისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სააგენტომ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან: „ … მათგან გვჭირდება შეფასება, რომ მოვამზადოთ დასკვნა, თუ რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი და შემდეგ ვაწარმოოთ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების …

რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში

27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ …

დამწვარი ურნები ბათუმში

„სანდასუფთავების“ სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 25 სანაგვე ურნა დაიწვა. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 600 ლარია. „სანდასუფთავების“ სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის ინფორმაციით,  ურნების დაწვით მიყენებული ზარალი 15 ათასი ლარია.    

115 ათას ლარს დახარჯავს ტურიზმის დეპარტამენტი გარე რეკლამისთვის ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 115 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული გარე რეკლამისთვის ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი, რომელიც 17 მაისს უნდა დასრულდეს. დოკუმენტების მიხედვით სარეკლამო კამპანია მოიცავს: [checklist] „არანაკლებ 10 ბილბორდის, 2 კედლის კონსტრუქციის და ერთი ხიდისებური კონსტრუქციის ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებას. კერძოდ: არანაკლებ 5 ლოკაცია ქობულეთში (მ.შ. ერთი ხიდისებური …

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს. „მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების …

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის 13 ავტომანქანას შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება. ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება. აჭარის მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის სულ 56 ცენტრია, რომელთაგან …

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.

ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მიიღო. ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2014 წლიდან და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობს. მოსამართლეობამდე ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში მან 2007 წელს ჩააბარა. კანონის შესაბამისად, 2013 წლიდან მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. ამ ვადის …

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ,  დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაკა მაკარაძე დღეს დანიშნა. კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს. „უსამართლოდ გამათავისუფლეს, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, ძალიან აბსურდული და ჭორების დონეზე მიღებული ინფორმაცია ჩამიწერეს ბრძანებაში. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ …

თი ბი სი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს

თი ბი სი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი მომხმარებლებს 6 თვის წინ შესთავაზა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი ლარის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები. თი ბი სი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ძირის დაფარვას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. პროექტის შედეგებს თი ბი სი …

კიბოს სკრინინგი ქობულეთსა და ხულოში – გასვლითი აქციები ეროვნული პროგრამის ფარგლებში

კიბოს სკრინიგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით ქობულეთის, ხულოს და ბათუმის ადგილობრივ მოსახლეობას რაიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდებათ პროსტატის, საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ქობულეთში ასევე შესაძლებელი იქნება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფიის ჩატარება. აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტაროს: [checklist] 16 მაისს ქობულეთის ჰოსპიტალში, …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი

10 მაისს, საღამოს 9 საათიდან, ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი ზღვაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სანაპირო ზოლში იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა და შტორმიც, რომლის სიმძლავრეც 4-5 ბალი იქნება. რაც შეეხება ტემპერატურას, ხვალ, 11 მაისს, სანაპირო ზოლში 16-21 …

ახალი მეჩეთის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს იქნება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთის პროექტის რამდენიმე ვარიანტი  განიხილება. საბოლოო ვერსია კი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. „ფოტოზე რაც არის, იმაზე დახვეწილი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ პროექტის სხვა ვარიანტებსაც.  შესაძლებელია ბევრი …

რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე

დღეს, 10 მაისს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ტურისტული, სასოფლო სამეურნეო და სამეწარმეო კომპანიების, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარაში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხა, ძირითადი განხილვის საგანს ციტრუსის ინდუსტრია წარმოადგენდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის …

რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში

ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული. „ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება. „არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ …

საგამოძიებო სამსახურმა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით  ჯამში განახორციელა   8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა,  რითაც,   სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852,10 …

ალექსანდრე ჯეჯელავა დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული …

9 მაისი – ვეტერანებისა და მთავრობის შეხვედრის დღე

ისევე როგორც ყოველი წლის 9 მაისს, მთავრობის წარმომადგენლები ვეტერანებს დღესაც შეხვდნენ. უცვლელია შეხვედრის ადგილი და საჩუქრის ოდენობაც. ყოველი წლის ამ დღეს ბათუმის მერია ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს ჩუქნის. ვეტერანების რიგები კი ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის …

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა“

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა. „მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ …

Exit mobile version