საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 …
Category Archives: მთავარი
ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში
შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე …
ჰილტონ ბათუმის კარიერის კვირეული სტუდენტებისთვის
„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ „ჰილტონის“ ქსელის ყველაზე მასშტაბურ კარიერულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: „Careers@Hilton“ კვირეული. აღნიშნული ღონისძიება უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს და სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 2019 წლისთვის, „ჰილტონის“ ქსელი გეგმავს ერთი მილიონი ახალგაზრდის დასაქმებას და ამ შედეგის მიღწევაში წვლილის შეტანა 20 მაისს შეგვიძლია! გამოიყენეთ შანსი გახდეთ „ჰილტონის“ …
Continue reading “ჰილტონ ბათუმის კარიერის კვირეული სტუდენტებისთვის”
მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში
17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი. „ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული …
Continue reading “მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში”
დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ
ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება. მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. „შეიღება …
Continue reading “დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ”
„სანდასუფთავება“ პლაჟების დალაგების მიზნით 40 ადამიანს დაასაქმებს
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის „სანდასუფთავება“, პლაჟების დალაგების მიზნით, დამატებითი ბრიგადების მობილიზებას გეგმავს. დაემატება 40 ადამიანი, რომელიც „სანდასუფთავების“ უფროსის დავით ასამბაძის თქმით, მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა. „რეზერვები გვაქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ვინახავთ და იქედან ვასაქმებთ ადამიანებს, ასევე, სეზონურად ვინც მუშაობს, ის ხალხი მოგვმართავს ხოლმე და მათ ვასაქმებთ. ეს არის დაახლოებით ოთხთვიანი სამუშაო“-გვეუბნება ის. მერიის ინფორმაციით, …
Continue reading “„სანდასუფთავება“ პლაჟების დალაგების მიზნით 40 ადამიანს დაასაქმებს”
მერია ქუჩის გადათხრაზე ნებართვების გაცემას აჩერებს
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. აკრძალვა 25 მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის პროცესი, სამუშოები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „ეს აკრძალვა შესაძლებელია არ შეეხოს მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებს. თუ სადმე წყლის მილი დაზიანდება ან სხვა ტიპის …
Continue reading “მერია ქუჩის გადათხრაზე ნებართვების გაცემას აჩერებს”
უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა
ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა …
მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ
დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის. მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან …
Continue reading “მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ”
ექიმების ტურნირი მინიფეხბურთში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს მინიფეხბურთში შეეჯიბრებიან. ტურნირში სამინისტროს გარდა „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, „აჭარის ონკოლოგიური ცენტრი“, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაუ) მონაწილეობენ. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებს შორის შედგა: „სამინისტროს გუნდი მორიგ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური …
თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია განახორციელებს
მიმდინარე წელს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია – Esrair Airlines-ი, Arkia, ELAL airlines-ი და Georgian Airlines-ი გეგმავს. ბათუმის მიმართულებით რეისები ზაფხულის განმავლობაში შესრულდება. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში შაფთაი ცურისმა განაცხადა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ისრაელიდან აჭარაში 41 355 …
Continue reading “თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია განახორციელებს”
ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში
თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა „ბათუმურმა საღამომ“ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები: „ბერმუხა“, „ბათუმი“, მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები …
Continue reading “ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში”
108 500 ლარი ივანიშვილის კომპანიას „ბლექ სი არენას“ სახურავის სამართავად
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მდებარე საკონცერტო დარბაზის სახურავის სამართავად ხელშეკრულების გაფორმებას ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან – „ელიტა ბურჯთან“ გეგმავს. დარბაზის მართვა 108 500 ლარი დაჯდება. „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა „ელიტა ბურჯის“ გამოთვლების საფუძველზე. თავის დროზე საკონცერტო დარბაზის მოძრავი სახურავის სრულად დაპროექტება, დამზადება და დამონტაჟებაც ასევე „ელიტა ბურჯმა“განახორციელა. „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, …
Continue reading “108 500 ლარი ივანიშვილის კომპანიას „ბლექ სი არენას“ სახურავის სამართავად”
აჭარაში სოფლის ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, სამინისტრო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის [პჯდ] ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. ხელფასებზე დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა. სამინისტროს განცხადებით, დანამატი – სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. აჭარის …
Continue reading “აჭარაში სოფლის ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება”
200 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან ფანჩატურებისა და სკამების შესაძენად
ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის კორპუსი“ 200 ათას ლარს გადაიხდის 123 ფანჩატურსა და 683 საბაღე სკამში. „ბათუმის კორპუსს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლებიც 1 და 2 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულებს ევალებათ სკამები და ფანჩატურები მითითებულ მისამართებზე თავად განათავსონ. სატენდერო პირობების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადაა 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან; განთავსების ადგილებს მიმწოდებლებს ბათუმის კორპუსი ეტაპობრივად მიაწვდის. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით …
Continue reading “200 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან ფანჩატურებისა და სკამების შესაძენად”
საჯარო მოხელეებს რეორგანიზაციის შემთხვევაში ვეღარ გაათავისუფლებენ – ახალი წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება
შესაბამისი რეგულაცია, რომელიც საჯარო მოხელეთა მობილობის წესს განსაზღვრავს, 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა. შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში …
ქალაქი ბუნების პირისპირ – ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენა ბათუმში
ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი საგამოფენო პროექტი – ქალაქი ბუნების პირისპირ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი, ესპანელი და სერბი ხელოვანების ნამუშევრები. ქალაქი ბუნების პირისპირ – ორი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტის სინთეზია და ფოკუსირდება ბუნებისა და ქალაქის კონცეფციაზე. „კერძოდ, გამოხატავს ურბანიზაციის დაპირისპირებას ჰარმონიულ ბუნებასთან. ხელოვანების მიზანია ადამიანები დააფიქრონ სამყაროს მომავალზე – იმაზე, რომ …
Continue reading “ქალაქი ბუნების პირისპირ – ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენა ბათუმში”
როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები
„ცოტა ხნის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში ორი გარდაცვლილი იპოვეს…“ _ წერდა „ბათუმელები“ 31 იანვრის საღამოს. გარდაცვლილები დედა და შვილი იყო, 78 წლის ჯანიკო სარჯველაძე და 53 წლის ამირან გორგაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედამ შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ამირანი საწოლში ჩამხობილი იპოვეს, ჯანიკოს ცხედარი კი ბინაში შესულ პოლიციელებს საძინებლის აივნის კართან დახვდათ. სავარაუდოდ, იგი მეზობლებისთვის …
რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში
ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოდან დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი, ლევან დვალი ესწრებიან. ნათია სირაბიძის თქმით, სესიების მთავარი მთავარი თემაა ევროპაში ემიგრანტების შემოსვლის საკითხი, კერძოდ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ევროპის კულტურის შექმნაში ემიგრანტების კულტურა: „ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, ევროპულ ქალაქებში არქიტექტურის განვითარება და ცვლილება, რადგან დევნილების …
Continue reading “რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში”
რა სიახლეს სთავაზობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნონ. დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე – ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში …
Continue reading “რა სიახლეს სთავაზობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს”
დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას
უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს განსახილველ საკითხთა შორისაა. ბიუროს სხდომა მიმდინარე წლის 15 მაისს არის ჩანიშნული. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე უკვე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის თქმით, არსებული პროექტით, რომელიც ჯერ …
Continue reading “დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას”
წარმატებული მასწავლებლები ეროვნულ ჯილდოს მიიღებენ
კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთობლივ, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ აწესებენ, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა. რა პრინციპით მოხდება პედაგოგების შერჩევა და რამდენი იქნება საპრიზო ფონდი, მსგავსი ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში უთხრეს, მსგავსი ტექნიკური დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პრიზის მისაღებად …
Continue reading “წარმატებული მასწავლებლები ეროვნულ ჯილდოს მიიღებენ”
ხანძარი სახლში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ხანძრის შედეგად მელაძეების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანძარი დღეს, 13 მაისს, დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი სახლიდან დროულად გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს. ოჯახმა საყოფაცხოვრებო …
Continue reading “ხანძარი სახლში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა”
სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია. ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა: [checklist] ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა …
Continue reading “სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება”
12 მაისი ექთნების დღეა
12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა. საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს, მათი უმეტესობა ქალია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ექთნის პროფესია გენდერულ ბალანსს ინარჩუნებს. 12 მაისი საზეიმო …
საზოგადოებრივი მაუწყებელი სცენარისტებს ფულს არ უხდის
„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივარი მაუწყებლისგან ანაზღაურების მიღებაზე, განუხილველი დატოვა. საუბარია პირველი არხის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტზე – „კლასიკოსები”. სცენარისტებმა – მარიამ ბექაურმა, ალექს ჩიღვინაძემ და ივა ფეზუაშვილმა გასული წლის ზაფხულში მოიგეს მხატვრული ფილმების სერიალების კონკურსი და 12 ფილმის სცენარი მოამზადეს. მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მათ სცენარისთვის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და მიმდინარე წლის …
Continue reading “საზოგადოებრივი მაუწყებელი სცენარისტებს ფულს არ უხდის”
საია: ბათუმის მერის ბრძანება მეჩეთთან დაკავშირებით არის უკანონო
„ბათუმის მერის ბრძანება ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უკანონო,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მერის მიერ ბრძანებაში დასახელებული სამართლებრივი ნორმები კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, კანონმდებლობა „საზოგადოებრივ ზონაში“ არ კრძალავს რელიგიური, საკულტო ნაგებობების მშენებლობას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მუსლიმი თემის სამართლებრივ მხარდაჭერას აპირებს. გიორგი ხიმშიაშვილმა გვითხრა, რომ უკვე დაიწყო …
Continue reading “საია: ბათუმის მერის ბრძანება მეჩეთთან დაკავშირებით არის უკანონო”
ფარნავაზ მეფის #67 – რა აშენდება დანგრეული ისტორიული სახლის ნაცვლად
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ფარნავაზ მეფის #67-ში დანგრეული ისტორიული სახლის მეპატრონე ნონა ჯალაღანია ახალი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მას უკვე აქვს სახლის მშენებლობის ნებართვა, ხოლო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია. ახალი სახლის ასაშენებლად მეპატრონემ მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ძველი სახლი დაანგრია. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა. „ 2015 …
Continue reading “ფარნავაზ მეფის #67 – რა აშენდება დანგრეული ისტორიული სახლის ნაცვლად”
ტარიელ ნაკაიძე ახალი მეჩეთის ზომებთან დაკავშირებულ შესაძლო კომპრომისზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „საპროტესტო აქციები დაიწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას ვაპირებთ. თუმცა, როდის დაიწყება ეს აქციები ან რა ფორმატში წარიმართება, ამ საკითხებს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სხვა მორწმუნეებთან ერთად …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე ახალი მეჩეთის ზომებთან დაკავშირებულ შესაძლო კომპრომისზე”
ბათუმელი „რესპუბლიკელები“ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებას ითხოვენ
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ცვლილებებს ითხოვენ. ეს დადგენილბა საკრებულომ 2012 წლის 14 სექტემბერს მიიღო და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ადგენს. ინიციატივა საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელმა თემურ ყურაშვილმა უკვე დაარეგისტრირა. მისივე ინფორმაციით, საკითხზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. ფრაქცია გამოდის ინიციატივით სამშენებლო ობიექტების მიმართ განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები: • ყველა საცხოვრებელი ერთეული (ბინა), 40 კვ. მეტრამდე ფართობის ე.წ. …
Continue reading “ბათუმელი „რესპუბლიკელები“ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებას ითხოვენ”
მაისის თოვლი გოდერძის უღელტეხილზე [ფოტოამბავი]
ფოტოები გადაღებული 12 მაისს.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ბათუმში
დღეს, 12 მაისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მეათე საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ათამდე ადგილობრივმა და უცხო ქვეყნის ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვადასხვა კომპანიამ. გახსნის ცერემონიას ბათუმის მერი, აჭარის მინისტრთა კაბინეტი, აჭარაში მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები და მეზობელი ქვეყნებიდან გუბერნატორები …
Continue reading “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ბათუმში”
სოფელ ვაიოში მცხოვრები: ელექტროსისტემა ჩემი საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს. „როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო. მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი …
ტარიელ ნაკაიძის მიმართვა ბათუმის მეჩეთში: დღეს დაგვირეკა ზურაბ პატარაძემ მეჩეთის თაობაზე
„იმ ზარის შემდეგ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელდა ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად შეიცვლება ეს ყველაფერი და დიდი დავის გარეშე აშენდება მეჩეთი აჭარაში, ბათუმში, ჩვენს საკუთარ მიწაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცნობებთ რა სახის ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და როგორ ვიმუშავოთ. საინიციატივო ჯგუფი იკრიბება ლოცვის შემდეგ ამ თემაზე სასაუბროდ და მობრძანდით“, – ასე მიმართა ტარიელ …
ოთხი ახალი უვადო მოსამართლე აჭარაში
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 64 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორის 4 – აჭარაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ: თამარ ბეჟანიშვილი და ლევან გელოვანი. ადმინისტრაციულ კოლეგიაში – ლაშა თავართქილაძე. ლევან გელოვანს მოსამართლის გამოცდილება არ აქვს. ის მოსამართლის მანტიას პირველად ბათუმის სასამართლოში მოირგებს. ლევან გელოვანი აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. …
პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს
„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს”