მთავარი,სიახლეები

„სანდასუფთავება“ პლაჟების დალაგების მიზნით 40 ადამიანს დაასაქმებს

15.05.2017 • 1925
„სანდასუფთავება“ პლაჟების დალაგების მიზნით 40 ადამიანს დაასაქმებს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის „სანდასუფთავება“, პლაჟების დალაგების მიზნით, დამატებითი ბრიგადების მობილიზებას გეგმავს. დაემატება 40 ადამიანი, რომელიც  „სანდასუფთავების“ უფროსის დავით ასამბაძის თქმით, მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა.

„რეზერვები გვაქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ვინახავთ და იქედან ვასაქმებთ ადამიანებს, ასევე, სეზონურად ვინც მუშაობს, ის ხალხი მოგვმართავს ხოლმე და მათ ვასაქმებთ. ეს არის დაახლოებით ოთხთვიანი სამუშაო“-გვეუბნება ის.

მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე იმუშავებს სპეცტექნიკა – მტვერსასრუტები. „ცხელი ამინდის დადგომისთანავე დაიწყება ქუჩების მორწყვა. დეზინსექცია – დერატიზაციის ღონისძიებები კი მაისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით თვეში ორჯერ განხორციელდება. ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში,“-აცხადებენ „სანდასუფთავების“ სამსახურში.

პლაჟი, ნაგავი

პლაჟი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: