მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში

14.05.2017
ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო რუსთაველის თეატრში

თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა „ბათუმურმა საღამომ“ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა.

რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები: „ბერმუხა“, „ბათუმი“, მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ასევე ზაზა მარჯანიშვილმა და დავით ევგენიძემ. თეატრალური პერფორმანსით სცენაზე „თითების თეატრიც“ გამოჩნდა, რომელიც ბათუმშია დაარსებული.

საღამოზე გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები, ზურაბ გორგილაძისთვის მუზად ქცეული მშობლიური კუთხე თავისი მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტების მიერ წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა „ოჰოი ნანა“ და დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილმა სიმღერამ ბათუმზე, რომელიც ლაშა ღლონტთან ერთად პატარა ბათუმელებმა შეასრულეს.

საღამოს  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაცია, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.

18426566_1306874102761236_2096000226_o

18426893_1306876012761045_423338957_o

IMG_214418426911_1306875602761086_1397022926_o

IMG_2446

IMG_266518427022_1306875849427728_1116540402_o

აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.