პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერეს

5 მაისს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერა, თუმცა თანამდებობა სკოლის ორმა სასწავლო ნაწილმა – ნინო რუსეიშვილმა და ქეთევან თავაძემ დატოვა. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელზა ზაქარეიშვილის …

ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობა ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობს. პირველ ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები მოძრაობს [ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [ქაქუთიდან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზე] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის გზების დირექციის ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან [სადაც …

„დიფუზიის სივრცე“- გამოფენა ბათუმში

10 ივნისს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების გალერეაში“ გამოფენა  – „დიფუზიის სივრცე“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ხელოვანის შემოქმედება, ბელორუსი ხალხის და მათი ქვეყნის შესახებ.  „გამოფენა ფოკუსირებულია რეალობის სწორად აღქმაზე – ,,რა გვეჩვენება და რა არის სინამდვილეში“,  რას წარმოადგენს ეს ,,დოკუმენტური მასალა“ და „რა კულტურულ იდენტობაზე, რომელ სოციალურ და მხატვრულ პროცესებზე მიანიშნებს ესა თუ ის გამონათქვამი” – არტისტების …

აქცია ბათუმში: ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის „თავისუფალ ჟურნალისტა სახლთან“ არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აქცია – “ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”. ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში საშუალოდ 1 000 000 პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ და იგი გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებლად მიიჩნევა. პოლიეთილენის პარკის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა 25 …

უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით

თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცდილებითა და წარმატებული შედეგებით კლინიკა ლიდერია ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ ულტრათანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. უშვილო წყვილებს კლინიკა „ბათუმის ინ ვიტრო“ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით სთავაზობს. „პირველ რიგში, …

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებისთვის მგზავრობის შეღავათს ითხოვს

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, ხელმოსაწერად ონლაინმანიფესტს ავრცელებს, სადაც ისინი ასოციაციის ბენეფიციარი ხანდაზმულებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლებას ითხოვენ. ონლაინმანიფესტის მიხედვით, ასოციაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთავაზობს განიხილოს შემდეგი ვერსიები: ერთი თვის მანძილზე უფასოდ რვა მგზავრობა; ან მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას განახევრებული ტარიფით სარგებლობა. საუბარია ბოქულეთის ტერიტორიაზე მოძრავ N1 და N2 მუნიციპალურ ავტობუსებზე. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ პროგრამაში დაახლოებით 100-მდე …

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს ბულგარეთში გაიმართება, საქართველოს ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს. ანსამბლ „არგინეთის“ ქორეოგრაფის, გურამ ბოლქვაძის თქმით, ანსამბლი საერთაშორისო ფესტივალისთვის მზად არის და ძირითადი რეპერტუარიც შერჩეული აქვთ. „ანსამბლი პირველ დღეს ახალი კავკასიური ცეკვით წარსდგება ფესტივალზე, შემდეგ დღეებში კი ქალ-ვაჟთა მთიულურ ცეკვას, ხევსურულსადა „დაისს“ წარადგენს. ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ანსამბლი იქნება წარდგენილი, რაც ჩვენთვის …

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია …

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით

გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA). ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში  სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი …

გარემოს დაცვის დღე ბათუმში

დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები მტირალას ეროვნულ პარკში გაემგზავრებიან შემეცნებითი ტურით, სადაც გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციასაც გამართავენ. ასევე დაგეგმილია ველური ბუნების დალაშქვრა, პიკნიკი და დისკუსია გარემოს დაცვის საკითხებზე. დისკუსიას აჭარის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსლან …

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა დღეს +30 გრადუსს მიაღწევს

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა დღეს, 5 ივნისს, +30 გრადუსს მიაღწევს: „ეს ნორმალური ტემპერატურაა ამ დროისთვის, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია. 7 ივნისს გაწვიმდება, 8 ივნისს კი ისევ გამოიდარებს“.  

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები ოლქებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს ექვს მაჟორიტარ წევრს, საარჩევნო ოლქებში აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის, ჯამში, 9 წარმომადგენელი ჰყავს: უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებს, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის …

ნახევარი მილიონი ლარი ბსუ-ს გასათბობად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პირველი კორპუსის გათბობის სამუშაოებში 500 ათას ლარს გადაიხდის. ბათუმის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი [2 და 3-სართულიანი შენობები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, თუმცა სამუშაოები ამ დროისთვის შეთანხმებული არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სამუშაოებს უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც გამოცხადებულია და 22 ივნისს უნდა დასრულდეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სააგენტოს …

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა? უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა …

ბათუმისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება

ბათუმის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 ივნისს დილიდან დაიწყო. თუმცა, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, ქალაქის მასშტაბით, ასევე ხელვაჩაურის აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად სამშაბათს, 6 ივნისს, დღის ბოლომდე აღდგება. კომპანია ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნეს …

ვულკანიზაციაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ, ახალსოფელში, ავტომობილების ტექნიკური გამართვის სერვისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ვულკანიზაციაში მუშაობდა, ავტომანქანის საბურავის რკინა მოხვდა თავში. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო“-ამბობენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეუწყდა

„სოკარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ წუთებში აჭარაში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვეუბნებიან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მთლიანად ბათუმს, ასევე ხელვაჩაურისა და სარფის მოსახლეობას. „ხვალ საღამომდე უნდა დაასრულონ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ზეგ 5 ივნისს, განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდება“-აცხადებენ ცხელ ხაზზე. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტა სატრანსპორტო კომპანიიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების …

ბათუმში სამაშველო სამსახურმა ზღვის სეზონი გახსნა

დღეს 3 მაისს, ბათუმში,იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საზღვაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა და სამაშველო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. საგანგებო სიტუაცების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის თქმით, წელს, აღნიშნული სამსახური საზღვაო სეზონს, თანამედროვე აღჭურვილობით ხვდება. მისი თქმით, მაშველებს ახალი უნიფორმები და აღჭურვილობა ექნებათ. „უნდა აღვნიშნოთ სავალალო შედეგების ციფრები შემცირებულია და წელს კიდევ უფრი ნაკლები იქნება. …

ზურაბ პატარაძე მეჩეთთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება

დღეს 3 მაისს, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, არსებობს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული წინადადება რომელსაც მუსლიმებს უახლოეს დღეებში შესთავაზებენ. „გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტში მქონდა მუსლიმებთან მეჩეთის თემასთან დაკავშირებით შეხვედრები, უახლოეს დღეებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც მუსლიმებიც იქნებიან ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც. …

4 ივნისს ქობულეთსა და ხელვაჩაურში დენის მიწოდება 2882 აბონენტს შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება. კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე; დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 …

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა. …

სად წავიდეთ, რა ვნახოთ შაბათ-კვირას ბათუმში [აფიშა]

„ბათუმელები“ გთავაზობთ ქალაქის აფიშას 3-4 ივნისს. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ.   [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight]   „კაპიკანი ტრიკო“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:00 – 7-9 ლარი „Wonder woman“ [3D, რუსულ ენაზე]  – 16:00 და 22:00  – 8-10 ლარი „კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“ [3D, ქართულ ენაზე] – 19:00 …

მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

2017 წლის იანვარში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ააიპ „მართვის აკადემიას“ ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურება დაუკვეთა. შესყიდვის ღირებულება 235 200 ლარია. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს დაფუძნებული. ააიპ „მართვის აკადემია“ კი საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაფუძნებული ორგანიზაციაა და, ძირითადად, სატრენინგო …

რა შეიცვალა ბათუმის სამრეწველო ზონაში გზის გადაკეტვის შემდეგ

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც  მოსახლეობამ 25 მაისს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და გურის მწარმოებელ საწარმოში შესულ სატვირთო მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალება რამდენიმე საათით შეუზღუდა, ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.  დატბორილ ქუჩებში ადამიანებს გავლა ისევ უჭირთ, ხოლო საწარმოს მძიმეწონიანი მანქანები ისევ ისე გადაადგილდებიან. ე.წ. სამრეწევლო ზონა ბათუმში, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს [ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორია]. შარაბიძეების სკოლის უკან მცხოვრები იამზე …

„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე

„ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება” – ეს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრისა და დისკუსიის თემა პირველ ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას სამი  მომხსენებელი ჰყავდა: სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ თოლორდავა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია ლაზბა და ჟურნალისტი ქეთევან ქანთარია. დისკუსიის …

მერია ბათუმში ტროტუარის გაყიდვაზე

ფიროსმანის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იმ ადგილზე აშენდება, სადაც მერია მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში მას შემდეგ უთხრეს, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. თუმცა, თავდაპირველად, სტატიის მომზადების პროცესში, გასაყიდ მიწასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. …

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს. ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს.  მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. „გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: …

ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს

ძლიერი სკოლა ხომ ძლიერი სახელმწიფოა. ძლიერი ოჯახი  და ძლიერი სკოლა ძლიერ საზოგადოებას ქმნის, რაც ჩვენი სახელმწიფოს წარმატებული მომავლის საწინდარია. სკოლა და ოჯახი  განუყოფელია, მათი ერთობა კი აუცილებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. სკოლა ევრო 2000-სთვის   განსაკუთრებულად  ღირებული  არიან მოსწავლეები და მათი ოჯახები, რისი დასტურიცაა ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულება, პატივისცემა  და სიყვარული მათ მიმართ. სკოლა მასშტაბური ღონისძიებით …

„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“

„ძეგლი არ არის ცალკეული ობიექტი – ასეთი მიდგომა უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის ჩვენს მენტალობაში. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ ერთ ობიექტს, თითქოს მას გარემო არ გააჩნია,“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა თავისი მოხსენების წარდგენისას. შეხვედრა 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ფონური …

„მოსწავლემ რომ მასწავლებელი ითხოვა ცოლად, ამის ლეჩხუმური ვერსია“ და სხვა ფოტოები

„ფოტოგამოფენა – მუზეუმი „ცნობილი ლეჩხუმელები“,  დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია უფასო“, – ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ამ აბრით ლეჩხუმელი ელგუჯა ბენდელიანი საკუთარ სახლში გახსნილ მუზეუმში ყველა მსურველს ეპატიჟება. სასიქადულონი, ხელისუფალნი, დეპუტატები, არტისტები, დამრტყმელები, ძველი ბიჭები, ორატორები და ენამოსწრებულნი, მოქეიფენი, ქველმოქმედნი –  ლეჩხუმში დაბადებული ან მხარესთან დაკავშირებული ყველა იმ ადამიანის ფოტოა მუზეუმში გამოფენილი, ვისაც კი ოდესმე რაიმეთი თავი …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა. გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს. ადვოკატების …

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ …

ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი გუშინ, პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს. რაში დასჭირდა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 3-4 ივნისს წვიმა მოსალოდნელი არ არის, უქმე დღეებში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვლებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაონებში იქნება ღამით 12-17, დღისით – 21-26 გრადუსი; მთაში – ღამით – 5-10, დღისით – 15-20 გრადუსი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. რაც …

რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

„არაგონივრულია პირი დაისაჯოს მაშინ, როცა ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის გაასამართლეს. სარჩელის არსებითად განხილვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს თუ არა დასჯადი სისხლის სამართლის წესით. ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, როცა სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს, 6:40 საათისთვის 584 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის 497 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 2 – ორმაგი პარკირებისთვის, 50 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო, 1 – ტაქსის და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – …

Exit mobile version