მერია მოქალაქეს სასამართლოში უჩივის – სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მცდელობა

ბათუმის მერია მოქალაქე რამაზ ირემაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაა. საქმეს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა. „ამ მოქალაქემ არ ჩაიბარა უწყება სამხედრო გაწვევის შესახებ. უწყებას წვევამდელებს მერიის გამგეობის წარმომადგენლები აბარებენ. ჩვენ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს ნინო სურგულაძე, ბათუმის …

ბსუ-ს 22 წლის სტუდენტს მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინდა

22 წლის მინდია ცეცხლაძეს მოულოდნელად დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი. მინდია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე გადაყვანილია სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში. მინდიას ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა 90 000 $. როგორც ბსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ანთიძე წერს, „მიუხედავად ბსუ-სა და ბათუმში თურქეთის კონსულის დიდი დახმარებისა, უახლოეს დღეებში აუცილებელია თანხის გარკვეული ნაწილის …

64 სოფლის კეთილმოწყობაზე ქედაში 420 ათასი ლარი დაიხარჯება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე წელს 420 000 ლარს დახარჯავს. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილი სოფლებში გარეგანათების, საცალფეცხო ბილიკების, სანიაღვრე არხებისა და საპირფარეშოების მოწყობას მოხმარდება. „რადგანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელს არ დაფინანსდა, გადავწყვიტეთ კეთილმოწყობითი სამუშაოები სოფლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა და ამისთვის  420 000 ლარი გამოვყავით, კრებები  ჩავატარეთ, მოსახლეობამ პრიორიტეტად …

10 – მილიონიანი ტენდერი ჭორვილას წყალსადენის მოსაწყობად

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭორვილასა და საირხეს წყალსადენის მოსაწყობად სატენდერო წინადადებაზე მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. შესყიდვის ბიუჯეტი 10 მილიონ 874 ათას 147 ლარია. სატენდერო წინადადების მიხედვით პროექტი ითვალისწინებს საიხისა და ჭორვილასთვის წყლის მიწოდებას მდინარე ყვირილას მარჯვნივ მდებარე რაჭის ქედიდან. პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებიდან, მაგისტრალური 250მმ მაღალი წნევის მილსადენით წყალი მიეწოდება საირხისა …

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის

„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა. გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს. „ეს მუხლი ითვალისწინებს …

სხალთაში მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვს

დღეს, 26 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე რევაზ ირემაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელში წყაროს წყლების დაკარგვა და საცხოვრებელი სახლების დეფორმირებაა. მისი თქმით, სოფელ ყინჩაურსა და წაბლანის ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობამ წყლის …

„ჰილტონ ბათუმი“ – შეუზღუდავი სივრცე შშმ პირების დასაქმებისთვის

39 წლის მალხაზ წითელაძეს არასდროს უმუშავია. მალხაზის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. პირველად სამსახურში ორი თვის წინ წავიდა. მალხაზი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ სამრეცხაოში მუშაობს. „შემთხვევით გავიგე, რომ მიუხედავად ჩემი სტატუსისა, „ჰილტონში“ შეიძლებოდა მუშაობა დამეწყო. სამუშაო რთული არაა – თეთრეულს ვარჩევ, ვრეცხავ, ვაშრობ, მთავარი რაც არის – დასაქმებული ვარ და ხელფასი მაქვს. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის …

ლისაბონში ქეთევან დედოფლის პანოს რესტავრაციისთვის საქართველო 16325 ევროს იხდის

ქალაქ ლისაბონის გრასას მონასტრის სათავო ოთახის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი გამოსახულების რესტავრირებასა და კონსერვაციისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 325 ევროს გადაიხდის. სააგენტოს განცხადებით, ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი 1080-ფილიანი აზულეჟოს პანოს რესტავრაცია და კონსერვაცია შეადგენს მთლიანი კომპლექსის [გრასას მონასტერი] აღდგენითი სამუშაოების ნაწილს; 12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია

ზურაბ პატარაძემ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელის 31 მაისს პირველად შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძე ფლობს ბინას [120 კვ.მ] ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია და ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [158 კვ.მ] , რომელიც მას „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი სესხით შეუძენია. პატარაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი ბინის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია. თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე …

„მერიის საკუთრების აღიარების კომისია სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის“

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების – რუსუდან ჭიჭინაძისა და იოსებ კუციას სარჩელი საკუთრების აღიარების თაობაზე.  დავა ეხებოდა  ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე არსებულ 150 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოქალაქეების განცხადებით, მათი საკუთრებაა, თუმცა მერია საკუთრებაში არ უბრუნებს. „მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ჩემი დიდი ბაბუას მიერ შეძენილი 1879 წელს. 33 წელს, გასაბჭოების დროს, ბაბუაჩემს ჩამოართვეს საკუთრება, …

როგორ გამოისახა გული ბათუმის თავზე [ფოტოამბავი]

 25 ივნისს ბათუმში ლატვიური კომპანია „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“-ის ავიაპილოტაჟით შესრულებული ავიაშოუ – „FlyFest Georgia” გაიმართა.    

ჩამატებული სავარძლები – ყველაზე ხშირი დარღვევა ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსებში

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტზე მოდიოდა, რისი მიზეზიც მიკროავტობუსებში ჩამატებული ადგილებია. „ბათუმში ქალაქის ხაზებზე სულ 424 მიკროავტობუსი მოძრაობს, გარკვეული დარღვევები მათ 20%–ში დაუფიქსირდათ. დარღვევების 80% სავარძლებს შორის დაშორება იყო. ყველა სამარშრუტო ტაქსს ტექპასპორტში უწერია, თუ …

ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო დააწესა, რომელსაც ყოველ წელს გადასცემს მეზღვაურებს ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. „17 აპრილს იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, შუა ზღვაში, …

ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს: ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი შრომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურებს საერთაშორისო, პროფესიული დღე მიულოცა. „2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – 25 ივნისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მილიონ ნახევარი მეზღვაური დღეს მსოფლიოში ახორციელებს თავის საქმიანობას და ეს ის ადამიანებია, რომლებიც გადაზიდავენ მსოფლიოში წარმოქმნილი ტვირთის 90 …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობაა დაგეგმილი. საქართველოში ყველა სასწავლებელი, სადაც საზღვაო პროფესიები ისწავლება, ბათუმში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე დაახლოებით ათას ხუთასი სტუდენტი სწავლობს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 359 სტუდენტი, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ …

ტარიელ ნაკაიძე პრემიერთან შეხვედრასა და ხვალინდელ ბაირამის ლოცვაზე

ხვალ, 25 ივნისს, დილის 06:00 საათზე მუსლიმი თემი სადღესასწაულო, ბაირამის ლოცვას შეასრულებს. ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ხვალ ბათუმში სადღესასწაულო ლოცვა ორ მეჩეთში შესრულდება. მოქმედ მეჩეთსა და იმ ახალ მეჩეთში, რომელიც მუსლიმმა მრევლმა იმ ადგილზე გახსნა შენობის გარეშე, სადაც მათ ბათუმის მერიამ მშენებლობაზე უარი უთხრა.   „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმებისთვის ბაირამის მილოცვას …

„სანიტასი“ ბათუმში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას გეგმავს

შპს „სანიტასი“ ბათუმში , გორგასლის ქუჩაზე მდებარე შენობის გაფართოების ხარჯზე ახალი ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კ-2 კოეფიციენტის 4,5-მდე გაზრდაზე ბათუმის მერთან უშუამდგომლა. მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის წერილის მიხედვით, ახალი ცენტრი ოთხსართულიანი იქნება. ცენტრში განთავსდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სპორტულ გამაჯანსაღებელი მინიკომპლექსი, რესურსცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. ცენტრი მოემსახურება შშმ ბავშვებისა და ზრდასრული პირების …

სარფის საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა, დღეს დილიდან საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით შეიზღუდა დღეს საბაჟოზე ავტომანქანით გადასვლა და არც ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. ბათუმში, თურქეთის საკონსულოში, კითხვებს არ პასუხობენ. მათი თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებულია საქართველოს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურში კი ტელეფონს არ პასუხობენ. არ პასუხობენ …

პრემიერ- მინისტრი შუახევში ჰესის მშენებლობის დასრულების ცერემონიალს დაესწრება

დღეს, 24 ივნისს, 16:30 საათზე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, …

მუფთი ბეგლარ ქამაშიძე: „ქვაფენილზე ლოცვა უნდა დასრულდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა. მუფთის  ინფორმაციით საქართველოს პრემიერი მას მეჩეთის მშენებლობის საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას შეჰპირდა. ბეგლარ ქამაშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მორიგი დაპირება და ამჯერად მას შედეგი მოჰყვება: „ … ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს …

ხულოში სასპორტო სკოლა გარემონტდება

ხულოს სასპორტო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.სპორტსკოლის გასარემონტებლად ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 796 ლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა. ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ბაზა გარემონტდება, გამოიცვლება იატაკი, სახურავი, ხოლო ინტერიერი და გარე ფასადი მოწესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში უნდა დასრულდეს. შესყიდვების …

ბიზნესსაქმიანობა, სადაც ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის ვალდებულება არ ვრცელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნული ბრძანებით, ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია: [checklist] ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება  უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, …

დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 375 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 274 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომის გამო, 9 – ტროტუარზე დგომისთვის,  10 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება. ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული. [red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box] ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

ბათუმის აფიშა შაბათ-კვირას

„ბათუმელები“ გთავაზობთ 24-25 ივნისის ქალაქის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც.   [highlight color=”blue”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight] „მანქანები 3“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:30 – 7-9 ლარი „ტრანსფორმერები“ [3D, რუსულ ენაზე]  – 16:30; 19:30  – 8-10 ლარი „ძალიან ცუდი გოგოები“ [რუსულ ენაზე] – 22:30 – 10 ლარი   [highlight color=”blue”]ბათუმის დრამატული თეატრი[/highlight] 24-25 ივნისი …

პროკურატურა ათ ახალ სედანს ყიდულობს

საქართველოს პროკურატურა პრემიერის თანხმობით ათ  სედანს შეიძენს, რაშიც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესყიდვის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პრემიერს უკვე შეათანხმა და ტენდერიც გამოაცხადა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებული მოვალეობებისა და ფუნქციების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვის, ასევე მის წინაშე მდგარი გამოწვევების წარმატებით დაძლევის უზრუნველსაყოფად“ –  შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ განკარგულება უკვე გასცა. განკარგულება ათი …

საქართველოში 9 500 მეზღვაურია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ 9-10 საკრუინგო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობა,  მეზღვაურთა დასაქმების სტატისტიკა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2016 წელს დასაქმებული იყო 3928 მეზღვაური; 2015 წელს – 3677 , 2014 წელს კი – 3193 მეზღვაური. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2013 წლიდან 2017 …

ბოტანიკური ბაღი ევროპის მოედანზე მცენარეებს გაყიდის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სარეალიზაციო მცენარეები გამოიფინება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპის მოედანზე  შეიძინონ შემდეგი სახეობის მეცნარეები –  ჰორტენზია, ჭანჭყატი, ნეკერჩხალი, მაგნოლია, გარდენია, პალმა ბუტია კაპიტატა, პალმა – ვაშინგტონია, პალმა – ფინიკი, ტენსტროემია, ბიოტა (აღმოსავლური ტუია), როზმარინი, გაურა, კალისტემონი, მორცხვი მიმოზა, ოქროსფერი ტუია და …

აჭარის განათლების სამინისტრო #23-ე სკოლის ადგილმონაცვლეობას გეგმავს

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის  #23 -ე საჯარო სკოლისთვის, რომელიც მახვილაურში მდებარეობს, ახალ შენობას ააშენებს. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ავტობანის მშენებლობაა: „იმ ადგილზე, სადაც #23-ე სკოლა მდებარეობს, ავტობანი გაივლის. ამიტომაც სკოლისთვის ახალ შენობას სამინისტრო სხვა ადგილზე ააშენებს,“ – განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში. ახალი სკოლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს.

ავიაშოუ – პირველად ბათუმში

25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან  ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team”-ის  ავიაპილოტაჟი სანახაობრივ შოუ -„FlyFest Georgia”-ს გამართავს. ექვსი საჰაერო  ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  აჭარის რეგიონისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა: „გარდა ბუნებრივი ლანდშაფტისა და …

როგორ გადანაწილდა 28 მილიონი აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 28 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტი  შვიდი მილიონ 600 000 ლარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი რომანაძის ინფორმაციით, ეს თანხა სამინიტრომ აჭარის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების პროექტს უნდა მოახმაროს. 3 მილიონი ლარი დაემატება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს. 1 156 000 …

როგორ აღნიშნავენ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს

კვირას, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 09:45 – შეხვედრა ექვსი მაისის პარკთან; 10:50 – მსვლელობა, იუნკერების საფლავის გვირგვინით შემკობა და მოწყობა მეათე ნავმისადგომზე; 11:55 – საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა; 12:20 – ჯილდო საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 13:00 – ბათუმის სახელმწიფო აკადემიისკენ მსვლელობა; 15:00 – WISTA Georgia – სსიპ …

Exit mobile version