ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების სასამართლო პროცესის შესახებ შეკითხვა ბათუმის კონგრესზე დაისვა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება. დღეს, 30 ივნისს, მოხსენებების მოსმენის პარალელურად, რამდენიმე წუთი დისკუსიას დაეთმო. შეკითხვა მხოლოდ თურქეთში, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე დაისვა. როდის მოახერხებს სასამართლო სამხედრო გადატრიალების მონაწილეების საქმეების განხილვას – შეკითხვა კონგრესის მონაწილემ, სომხეთის მოსამართლემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა …

ქედის ბიუჯეტი 1,9 მილიონი ლარით გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. მუნიციპალურ ბიუჯეტში კორექტირების შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, განიხილა. ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით …

„მეტრო ჯორჯია“ ბათუმი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობას აძვირებს

10 ივლისიდან ბათუმი-თბილისის მარშრუტზე „მეტრო ჯორჯია“ სამგზავრო ბილეთის ღირებულებას ხუთი ლარით ზრდის, მგზავრებს 25 ლარის ნაცვლად ბილეთში 30 ლარის გადახდა მოუწევთ. კითხვაზე, რამ განაპირობა ბილეთის გაძვირება, „მეტრო ჯორჯიას“ მარკეტინგის მენეჯერი, ლაშა კენჭაძე პასუხობს, რომ კომპანია ახალი სერვისებისა და ტრანსპორტის დამატებას გეგმავს და ბილეთის ფასის გაზრდა „სერვისის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული“. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ახალ სერვისს შესთავაზებს „მეტრო ჯორჯია“ მგზავრებს …

12 მარტის აქციაზე დაკავებულების ახლობლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში, მთავრობის სახლთან, 12 მარტის აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. „შეწყდეს შერჩევითი სამართალი. ესენი არიან შემთხვევით იმ აქციაზე მოხვედრილები და ვინც წვავდა, ქვებს ისროდა და ვინც მართლა იყო დამნაშავე – ვინ დადის ქუჩაში მასკებით? ეს იყო პროვოცირებული. სად არის მთავრობა? საერთოდ თუ ჰყავს აჭარას მთავრობა? …

ბათუმში სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დებარე კორპუსში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც აივანზე იყო წაქცეული, მეზობლებმა შენიშნეს ზედა აივნიდან და სამაშველო სამსახურს მიმართეს. სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, აივანზე, ქალთან ახლოს, კონსერვის ქილები იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

რა წესით გაიცემა ხელფასები საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან

პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად, რა დროშიც ახალი კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, საჯარო მოხელეებზე 2018 წლამდე არ გავრცელდება. ასეთია, მაგალითად, კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების [ხელფასი, დანამატი, პრემია] გაცემის მოქმედ წესს საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან ფაქტობრივად აუქმებს.  ხელისუფლების …

რა ტვირთის გადატანა აიკრძალა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში, გავრცელებული ინფორმაციით, აიკრძალა 16 კგ-მზე მეტი ტვირთის გადატანა ერთი მგზავრის მიერ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ბიბილეიშვილის განცხადებით, აკრძალვა ნამდვილად მოქმედებს, თუმცა ტვირთის წონა ამ აკრძალვასთან კავშირში არ არის. „შეიძლება ბარგი იყოს 20 კგ და მეტი, მაგრამ მგზავრს ის ისე გადაჰქონდეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვა მგზავრებს ხელს არ უშლიდეს. ჩვენ ავკრძალეთ მხოლოდ არაგაბარიტული …

საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკისა“ და კონკურსის – „მის და მისტერ პლანეტას“  წარმომადგენლებს მოუსმინეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზატორებს წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს  აღნიშნული ღონისძიებები  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ორგანიზატორებმა  პროექტის პრეზენტაციას წინა წლებში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკადრებიც დაურთეს. „აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორის, ეკა მგალობლიშვილის აზრით,  ამ ღონისძიების სარგებელი იმაში …

ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]

ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

კლიპები აჭარაზე, რომლებიც „ბიბისიზე“ და „ევრონიუსზე“ გავა

„აჭარის ფერები“ – ასე ჰქვია ახალ ვიდეოკლიპს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით გადაიღო სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ. კლიპისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კომპანიას 125 000 ლარი გადაუხადა გამარტივებული შესყიდვით. დეპარტამენტის შეკვეთით კიდევ ერთი ახალი კლიპი – „მწვანე აჭარა“ გამოვიდა, რომლის მოსამზადებლადაც ტურიზმის დეპარტამენტმა 35 000 ლარი გადაიხადა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

ბათუმში უახლოეს დღეებში ცხელი ამინდია მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, პირველ ივლისს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 25-30, ღამით კი 20-25 გრადუსი იქნება.  მთაში – დღისით 23-28 და ღამით 10-15 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ორი-სამი გრადუსით მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 23,5  გრადუსია.

დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, ასევე ქალაქში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა საგზაო ინფრასტრუსტრუქტურის მოწყობას, აქტიურად მიმდინარეობის სამუშაოები. 2017 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულების პროექტებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ …

შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დაამტკიცა, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ეს წესი გავრცელდება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა ჩადენაც 2017 წლის 1-ელი ივლისიდან იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის შესაბამისად. ეს წესი არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული …

ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 29 ივნისს, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით: „15 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ნაპირზე კატერით გამოიტანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პროზექტურაში გადაიტანა.“ ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი საბანაოდ დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.  

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში შემავალი ობიექტებია: ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; ასევე რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი და პორტერის ტიპის ორთქლმავალი. ძეგლის სახეობა: საინჟინრო-არქიტექტურის-მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული; რკინიგზის ხაზის მშენებლობა: 1897-1906 წ.  

პაციენტის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

13 თვის საბა მამულაძის მამა, ემზარ მამულაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს უყურადღებობაში და პაციენტის არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს. საბა პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გუშინ, 28 ივნისს, მოათავსეს. საბას მამა, ემზარ მამულაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია. „ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, გადასხმა სჭირდება, მაგრამ კათეტერი ვერ ჩაუდგეს. ვეუბნები გამიშვი თბილისში, მაგრამ …

შეზღუდვები ბათუმის ენერგომომარაგებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, 03:00-დან 06:00 საათამდე, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ბათუმში, კერძოდ 2570 აბონენტს – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე. ასევე ფერიის და სალიბაურის დასახლებებში.   იმავე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 516 აბონენტს გონიოსა და კვარიათშიც.

ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ  კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო  საჭირო. „რადგან  დასკვნა ჯერ არ არსებობს,  სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების …

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა. ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება. მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს …

ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს

შპს „ექსელენტ დეველოპმენტი“ ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #35-ში და მის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი შენობების ხარჯზე ახალი კვარტალის მშენებლობას გეგმავს. ამის თაობაზე ადგილზე მცხოვრებლებს კომპანიის მფლობელი და დირექტორი გელა მახარაძე ესაუბრა და მათ საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალაშენებულ კორპუსში ბინები შესთავაზა. გელა მახარაძე, ვიდრე ბიზნესში გადავიდოდა, წლების განმავლობაში, აჭარის პროკურატურაში, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო და მძიმე დანაშაულებს …

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს. „საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც, ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს …

ჯანი ბუკიკიო ჯეჯელავას განცხადებაზე: ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ვიგულისხმე ის, რომ ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარების მიმართ არსებობდა სხვა მოლოდინი. სამწუხაროდ, ეს უკვე კრიზისია,“ – ასე უპასუხა ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ კითხვას იმედგაცრუების კონტექსტზე. გუშინ ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. დღეს, განათლების მინისტრმა და პრემიერის მოადგილემ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მედიამ გააშუქა არასწორი …

რა განიხილება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის დახურულ ნაწილზე

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი მიმდინარეობს. ღონისძიების გარკვეული ნაწილი მედიისთვის დახურულია. რა საკითხები განიხილება კონგრესის დახურულ ნაწილში? – კითხვა „ბათუმელებმა“ ზაზა თავაძეს დაუსვა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ზაზა თავაძის განმარტებით, დახურულ ნაწილში განიხილავენ კოსოვოს და ყაზახეთის ასოცირებული წევრობის ნაწილს. საუბარია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ასოციაციის წევრობაზე. გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა კენჭისყრით უნდა შეარჩიონ ქვეყანა, რომელიც მომავალ …

ხულოში, კურორტ „გოდერძიზე“ გზის მშენებლობის გამო 482 ხეს მოჭრიან

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში, ახალი, 1761-მეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება. გზის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 168 ათას 753 ლარია გამოყოფილი. მშენებლობის გამო კი აუცილებელი იქნება მოიჭრას 267 ძირი ფოთლოვანი, 215 წიწვოვანი ხე, ასევე 117 ბუჩქნარი. გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „Goderdzi Resorts“-ი შეისყიდის, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის შესაბამისად, …

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი მიმდინარეობს

„კონსტიტუცია, პირველ რიგში, არის ფასეულობები, დაწერილი და დაუწერელი პრინციპების დაცვა. კონსტიტუცია გამოხატავს ღირებულებებს,” – ამ სიტყვებით გახსნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონგრესის თავმჯდომარეა 2014 წლიდან. საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ავსტრიაში კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს სამი წლის ვადით. კონგრესი 29 ივნისიდან პირველ ივლისამდე …

სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი  იასპარეზებს. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. „ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში …

ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე იმღერებს

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუა ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.“ზაფხულის დღესასწაული“ – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს (Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერებს „გორის ქალთა კაპელა“. კონცერტის …

რა თქვა პრემიერმა ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესის გახსნამდე, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი და ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას,“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისში. „მე მადლობა გადავუხადე ვენეციის …

ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა. „ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას  50 ლარით,“-აცხადებენ ბულვარის …

ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 ივნისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: საქართველოს პოლიტიკური ფერისცვალება ავტორი: ლეილა მუსტაფაევა პოლიტიკა: პრეზიდენტი ტრამპი და საქართველო ავტორი: დათო ქოქოშვილი საზოგადოება: შტატგარეშე – იუსტიციის სამინისტროს იაფი მუშახელი ავტორი: ჯაბა ანანიძე ადამიანის უფლებები: „ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“ …

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ …

ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია

პროფესორ, კარდიოლოგ ისმეთ დინდარს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უცხოეთშიც. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, როგორიცაა: „მედიცინა გრუპ ჰოსპიტალი“, „მედიკალ პარკ ჰოსპიტალი“, „კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი“. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იმავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი. საუკუნის …

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …

უმსხვილესი ჩინური კომპანია აჭარაში ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა

აჭარაში შემოსვლით ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფია“ დაინტერესებული. კომპანიის პრეზიდენტ მი ენ ჰუა ბათუმში  დაახლოებით სამი კვირის წინ ჩამოვიდა და  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მალევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე  გასაყიდად ოთხი საინვესტიციო ნაკვეთი გამოიტანა. მინისტრმა აჭარაში  100- მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ დააანონსა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან შეხვედრას …

Exit mobile version