ხელვაჩაურში, სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში, გუშინ, 5 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა. მოკლულია  სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოკლული 34 წლამდე ასაკის იყო, დაოჯახებული და სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „მკვლელობა 5 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მოხდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. დადგენილია სავარაუდო ბრალდებული …

სარფში საათებისა და მობილური ტელეფონების უკანონოდ გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი  პირი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოეწყო

ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალი ფაქტობრივად უკვე მოწყობილია და მიმდებარე სკვერის მოწესრიგებაც თითქმის დასრულებული. მერიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს „ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“. მემორიალი ჯავახიშვილის ქუჩაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში მდებარეობს. მის მოწყობაში, ესკიზის ჩათვლით, ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 104 764 ლარი დახარჯა. აქედან, …

ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად ავარიაში მოჰყვნენ, საავადმყოფოდან გაწერეს

დღეს, 5 აგვისტოს, დედათა და ბავშვთა ცენტრიდან გაწერეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გუშინ, 4 ივლისს, ავტოავარიაში მოჰყვნენ დედასთან ერთად. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვებს გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი საავადმყოფოში დარჩენა უკვე აღარ იყო საჭირო. ბავშვების დედა ჯერ ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. „იგი განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა სტაბილურად …

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ქობულეთის შემოსასვლელიდან [ჩოლოქის ხიდიდან] დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე პრესტიჟულ პლაჟად მიიჩნევა. აქ ზღვაში საბანაოდ თუ ფიჭვნარში დასასვენებლად/საპიკნიკოდ, ძირითადად, მანქანებით და კარვებით მოდიან – როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები. აქ ზღვის სეზონზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ტერიტორიაე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის და არც სამაშველო პუნქტები. ამის გამო ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო პუნქტების …

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

სარფი – საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს საზღვარი 514 637-მა ტურისტმა გადმოკვეთა. სარფში ყოველდღიურად უამრავი ტურისტი შემოდის, ამას ემატება ტრანზიტული მოძრაობა. ამ ნაკადის ფონზე საბაჟოზე მხოლოდ ერთი ორკაბინიანი ტუალეტია, სადაც ჰიგიენის ნორმები ასე თუ ისე დაცულია. რაც შეეხება მაგისტრალს, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება – აქ ზღვის სურნელს მძაფრი სუნი ენაცვლება. …

ბათუმის მერია 10746 კვ/მ მიწას საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ ყიდის

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, 127-ში მდებარე  მიწის ორ ნაკვეთს ბათუმის მერია ცალ-ცალკე აუქციონზე იდენტური პირობებით ყიდის. ნაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს და მესაკუთრემ აშენებული საერთო ფართობის 10 %, საცხოვრებელი ბინების სახით, ბათუმის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. პირობებიან აუქციონებზე გატანილი ორივე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 2 მილიონ 256 ათასი ლარია. ნაკვეთები, რომლებიც რეგისტრირებულია  მისამართზე – ბაგრატიონის ქუჩა 127 [რეფერალური …

აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარის მთაში საოჯახო ტიპის სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი ტურისტების ნაკლებობას უჩივის, ზოგიერთი კი სეზონით კმაყოფილია. ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტია მთიანი აჭარის შედარებით დაბალ სოფლებში, რაც შეეხება მაღალი ზონის სოფლებს, იქ დამსვენებელთა რაოდენობა, ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად იკლებს. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში, ქართველ და უცხოელ ტურისტებს ემზარ სამნიძის საოჯახო სასტუმრო უკვე მეორე წელია   მასპინძლობს. ემზარის თქმით, …

საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს

„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას. ერთ-ერთი საქმე, …

ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილების ჯანმრთელობას ექიმები აკვირდებიან

4 აგვისტოს ავარიის შედეგად დაზარალებული დედისა და შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში არ არიან მოთავსებულნი: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და კვლევის პროცესი, ჯერჯერობით ვაკვირდებით. რეანიმაციაში არ არიან, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მიმდინარეობს შესაბამისი დახმარება“. ბავშვების დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას მრავლობითი …

ბათუმში ზებრაზე დედასა და ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა

ავტოავარია ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე, დღეს, 4 აგვისტოს მოხდა. „დედას ბავშვები ზებრაზე გადაჰყავდა, ერთი ბავშვი საბავშვო ეტლში იყო, მეორეც მცირეწლოვანია და სამივეს დაეჯახა მანქანა. რეფერალურ საავამდყოფოში გადავიყვანეთ სამივე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

რატომ მიყვარს ბანაკები

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე ხომ გესმით, რა მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება, – სკოლა, მეცადინეობა, დავალებებზე ფიქრი, დიდი და დამღლელი საზეპიროები, ფორმულები, რომლითაც ტვინი გადადუღებული გვაქვს… ერთი სიტყვით, ყოველდღიური ფაციფუცი. ამ რუტინისგან თავის დაღწევაში სწორედ ბანაკები მეხმარება. ბანაკი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალო ყოველდღიური ცხოვრების სტილი, გახდე უფრო აქტიური, გაბედული ახალი გამოწვევების მიმართ, გაიჩინო ახალი …

ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც დღეს, 4 აგვისტოს, ოპტიკის მაღაზიაში ქალს დანით მიაყენა ჭრილობები ყელის არეში. ქალის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით  გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მოულოდნელად მოხდა და მას წინ არ უძღოდა შეხლა-შემოხლა. დაკავებულს ხელზე ჭრილობა აქვს, …

ბათუმში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ყელის არეში დანით დაჭრეს. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.    

ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება

ზუსტად იმ დროს, როცა დამსვენებლები ურეკის ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თმაშესველებულები და გარუჯული სხეულებით ქალაქში მიდი-მოდიან, 31 წლის ყოფილ პატიმარს, დათოს (ისტორიაში სახელი შეცვლილია) კარავი აქვს გაშლილი სანაპიროზე და როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა. დათო ყოფილი პატიმარია, მას და მის რამდენიმე მეგობარს ქორწილში კამათი მოუვიდათ სტუმრებთან, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანი …

„მის და მისტერ პლანეტა“ – რაში დახარჯავს ბათუმის მერია 61 ათას ლარს

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა  3 აგვისტოს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილებას კონკურსის – „Miss & Mister Planet“-ის ორგანიზებისთვის დაევალა: გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა; სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში კი, კონკურსის ორგანიზების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების ღონისძიებების გატარება. ბათუმის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გუშინვე მიმართა. მერია სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა კონკურსის ორგანიზების მიზნით …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სახლი იწვის

ამ წუთებში ხანძარია ბათუმში, გორგასალის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. ცეცხლი ერთსართულიან სახლს უკიდია. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. განახლება: ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა სამი მაღაზია და ორი საცხოვრებელი ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ვარიანტი. უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში?

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს. ე.წ. საფრის ხიდთან, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე [რიყეთის თემში] მდებარეობს, იყო სხვადასხვა დაზიანებები – მორღვეული მოაჯირები, გამორეცხილი მისასვლელი ყრილები, დაზიანებული რკინაბეტონის ღარი და სხვა, რაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქმნიდა მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროებას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად დეპარტამენტმა პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია „იბერია-ჯ“-სთან ხელშეკრულება 667 405 ლარზე …

ბათუმში პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, 6 მაისის პარკში, პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება. „ჩვენ ვკრავთ წრეს“ –  დაარქვა ფესტივალს ორგანიზატორების ჯგუფმა, რომლებიც ფესტივალს პირველად აწყობენ. ისინი ტურისტებს და ადგილობრივებს 19 და 20 აგვისტოს ელიან. „ჩვენი მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაცია გართობასთან ერთად,“ – ამბობს მაია ანანიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შპს „წრე“, რომელიც ამ ფესტივალს ამზადებს, სამომავლოდ სხვა ფესტივალების ორგანიზებასაც აპირებს. პიკნიკ-ფესტივალი …

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შს სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 …

ცვლილებები წინასაარჩევნოდ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქედის თვითმმართველობამ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 30 ივნისს შეიტანა – ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი …

ტურისტული სეზონი მახუნცეთის ჩანჩქერთან

მახუნცეთის ჩანჩერი სულ უფრო პოპულარული ხდება უცხოელ ტურისტებს შორის. აქ დილის ათი საათიდან ხალხმრავლობაა. ბდალა ამრაათი, ცოლთან ჰენდი ამრაათთან ერთად იორდანიიდან. „ულამაზესი ბუნება გაქვთ ქართველებს, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, ასე რომ არ იყოს, ვფიქრობ უფრო მეტი ვიზიტორი გეყოლებათო“ – ამბობს ამრაათი.  აბუდმი ერაკმი ძმასთან და ქალიშვილებთან ერთად, ისინი აბუდაბიდან არიან.  სერგეი ბუშინი მახუნცეთში რამდენიმე …

საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის  ადმინისტრაციის  განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ  თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …

ფოტოამბავი: პრომო გოგონებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა „ომი“

ქუჩაში მიმავალს ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ რომელიმე კომპანიის პრომო გოგონა და თქვენთვის საინფორმაციო ბუკლეტი მოუცია. ან სულაც მანქანის საქარე მინაზე დაგხვედრიათ ფლაერი მიკრული. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სარეკლამო  სერვისი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის დასუფთავების  სამსახურის თანამშრომლებს.  მოქალაქეები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხშირად სარეკლამო ფლაერებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, დასუფთავების სამსახურს კი ერთი და იმავე ქუჩის დალაგება დღეში რამდენჯერმე უწევს. …

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

ბათუმში მდებარე 43 ისტორიული სახლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განიხილოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის იანვარში გადაიგზავნა თბილისში, თუმცა მიანიჭებენ თუ არა ძეგლის სტატუსს ამ სახლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხი დამუშავების პროცესშია და მასზე საბჭოს, რომელიც განიხილავს …

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

აჭარაში ახალი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა იწყება. გაზსადენი ბათუმიდან შუახევის სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთში, მაქსიმუმ ორ წელში უნდა აშენდეს. მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიკაცია ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ დაიწყება. ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე. ერგედან მდინარე ჭოროხის …

„ემ ბი სის“ ახალი ფილიალი ბათუმში და ვაკანსიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი სერვის ცენტრი გახსნა. სერვის ცენტრში მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სასესხო პროდუქტებით, მათ შორის ბიზნეს, იპოთეკური და ავტო სესხებით. კომპანია ორიენტირებულია ხელი შეუწყოს აჭარაში ბიზნესის განვითარებას. მომხმარებლებს, რომლებიც „ემ ბი სის“ სერვისებით დაინტერესდებიან, საშუალება ექნებათ სესხებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. „აჭარა მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად აქტიური რეგიონია. ჩვენი კომპანია …

უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად

დონორი ორგანიზაციებისგან პირდაპირი წესით გრანტების მისაღებად უმაღლესი საბჭო კანონპროექტის შემუშავებას აპირებს. დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე დაუჭირა მხარი. თუკი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, კანონში „გრანტების შესახებ“, ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ შეეძლებათ სხვადასხვა სახის გრანტის მიღება. დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გრანტის მისაღებად, მაგალითად …

ბათუმში ვალდორფის საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება

ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულს, შტუტგარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ილია კალანდაძეს გაუჩნდა. მისი თქმით, თანამოაზრეების შემოკრებას სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაც მოჰყვა. ილია კალანდაძის თქმით, დღეს ეს ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და ახლო მომავალში ბათუმში საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით მოქმედი ბაღიც აშენდება. რითი გამოირჩევა ვალდორფის საგანმანათლებლო სისტემა დღეს არსებული სხვა საბავშვო ბაღების …

ჩინურის ბათუმელი მასწავლებელი

დავით ანდღულაძე ბსუ-ში ჩინურს ასწავლის. ამბობს, რომ საქართველოში ამ  ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვიდრე ჩინეთის განხრით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდებოდა, ერთი წელი ჩინეთში ისწავლა ენის კურსზე, მერე კი ისევ თბილისში გააგრძელა სწავლა. დავითი მოგვიყვა თანამედროვე ჩინეთზე და ასევე იმ სტერეოტიპებზე, რაც ჩინეთთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს: არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ჩინურის სწავლა – 2011 წელს, პერსპექტივის …

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის. მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს. ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო …

ქართველი ემიგრანტები ერაყში სამუშაოდ

რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ერაყში მყოფ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ნაცნობების დახმარებით მოახერხეს ერაყში სამუშაოდ წასვლა. ჯემალ მემარნე …

შსს: განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში, განზრახ  მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ცეცხლაურში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ს.დ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იმერეთში, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე …

ქობულეთში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

სამი დღის წინ, 30 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მეზობელმა დანით დაჭრა 44 წლის მეზობელი მამაკაცი. ის მიყენებული ჭრილობის შედეგად წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული სოფელში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეზობლის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ  წუხელვე დააკავა. ბრალდებული აქამდეც იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით.  

Exit mobile version