მთავარი,სიახლეები

წამყვანი მასწავლებლის ხელფასზე დანამატი 2018 წელს 700 ლარი იქნება

22.12.2017
წამყვანი მასწავლებლის ხელფასზე დანამატი 2018 წელს 700 ლარი იქნება

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მენტორ-მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, არსებულ ხელფასზე იქნება 1000 ლარი, წამყვანი მასწავლებლის კი, ასევე სრული დატვირთვის შემთხვევაში – 700 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია “ბათუმელებმა” საქართველოს განათლების სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო.

2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატი რომ გაეზრდებოდა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 20 დეკემბერს განაცხადა.

„2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.