„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს

ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …

„საუბრები ევროპაზე“ – შეხვედრა ლაშა ბაქრაძესთან კირნათის საჯარო სკოლაში

30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“  დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება  ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI], ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო …

ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე  2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, …

„ჰილტონ ბათუმი“ – 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი

2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში,  ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.  მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება. „ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება. …

ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

ავტორი: დავით ჯინჭარაძე  ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო. ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად …

მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების …

ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის,  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან  ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, …

როგორ ცხოვრობენ სომხები ბათუმში

ბათუმში  სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე სომეხი ცხოვრობს. მულტიკულტურული ქალაქის ნიშა ბათუმმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს მოიპოვა, როცა ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ქალაქიც ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბათუმში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და კულტურულ ცხოვრებაში. სომხურ თემს ბათუმის საკრებულოში ხმოსნებიც ჰყავდა. ცნობილი სომეხი კომერსანტი და …

ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში. მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. …

„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად

ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს. „დავით ქარცივაძის …

ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“. სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, …

ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ. ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, …

ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა. …

ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის 8 სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჩამოწვა 6 საცხოვრებელ სახლთან, აქედან ორი ოჯახი დროებით ახლობელთან გადავიდა საცხოვრებლად. „ერთი ოჯახი ლეღვაში ცხოვრობს, მეორე – წყავროკაში. ამჟამად ადგილს სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა მეწყერი. სულ 17 ერთეული ტექნიკური საშუალება მუშაობს,“ …

შვილები დედების წინააღმდეგ

ავტორი: ჯაბა ანანიძე  „ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ. ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ …

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმის ბულვარში

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება. ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ …

როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება

ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება …

მილიონი ფრინველი ბათუმის ცაზე

სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ …

ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

29 სექტემბერს, 16:00 საათზე,  ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის  ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება. ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები. ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, …

წვიმიანი ამინდი ბათუმში რამდენიმე დღე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი დღეები წვიმიანი იქნება. სინოპტიკოსები დღეს ღამით ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, ასევე ქარს – 15-20 მეტრი წამში სიჩქარით. ობსერვატორიაში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის გამოიდარებს ბათუმში. დღეს, 27 სექტემბერს ბათუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსია. ხვალისთვის სინოპტიკოსები 18-23 გრადუს სითბოს ელიან. ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეს და ხვალ ზღვაზე შტორმიც …

სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება

ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა. ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ. ტრენინგი დღის 4 …

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბათუმში გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ. ხეივანში შეკრებილებმა ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი …

დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი. ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს. …

რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები – გამოკითხვა ბათუმში

რა არის პრიორიტეტი ქალი ამომრჩევლებისთვის – ამის გასარკვევად სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საქართველოს 10 რეგიონში გამოკითხვას ატარებს. ბათუმში ქალ ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ანონიმურად 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეუძლიათ. „მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, მაგრამ ბოლო კვლევების მიხედვით ქალების ჩართულობა არჩევნებში ძალიან დაბალია. ჩვენი მიზანია, გაიგონ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა, რა საჭიროებები აქვთ ქალ ამომრჩევლებს. სამწუხაროდ, …

ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბოლო მონაცემებით, ბათუმში 139 676 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის იანვრის მონაცემებით კი, ბათუმში მთლიანობაში 155 500 ადამიანი ცხოვრობს. ორი სახელმწიფო უწყების ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, ბათუმში 18 წლამდე ასაკის 15 824 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მარტო ბათუმის საშუალო სკოლებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სწავლობს და ირიცხება ორჯერ მეტი – …

Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

Area.ly არის პლატფორმა, რომელიც სასტუმროს მფლობელებს ერთი-ორად გაუადვილებს ბიზნესის მართვას. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, კომპანიამ მიაღწია პარტნიორობას  Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა სისტემებთან, რომლებიც ე.წ. “hospotality” ბაზრებზე ლიდერები არიან. დღეს კი Area.ly  მულტიენოვანი საიტია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი, ბევრად უფრო ოპტიმალურად უხელმძღვანელებს საკუთარ სასტუმროში მიმდინარე პროცესებს. თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაჩნდა. მათ სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემების …

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს

დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე სახელმწიფო შესყიდვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაცხადა. სერიალის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარია. აქედან, სავარაუდოდ, 200 ათას ლარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წელს გადაიხდის, 331 848 ლარს – მომავალ წელს. „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზადაა. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება. რამდენი დაიხარჯა დეტექტიური სერიალის სცენარის მომზადებისთვის? – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა

„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017

პოლიტიკურ აგიტაციად შეფასდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტის, თამარ დიასამიძის მიერ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თამარ დიასამიძე შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს, რადგან ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის …

ამერიკის კონსული მწვანე ბარათის მიღების წესებზე

დღეს ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ს კონსულმა საქართველოში „მწვანე ბარათის“ მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან დეტალურად განუმარტა აუდიტორიას აპლიკაციის შევსების წესები. გარდა ამისა, კონსულმა უპასუხა შეკითხვებსაც, თუ რა შესაძლებლობები ეძლევათ ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს. კონსულის ინფორმაციით, ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს განაცხადის ქართულად შევსების საშუალებას აძლევს. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან მწვანე ბარათი ცხრაასზე მეტმა …

გენდერული დისბალანსი ხულოს პარტიულ სიებში

ხულოს # 84 საარჩევნო ოლქში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი „ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს წარმოდგენილი. 10 ქალი და 6 კაცია – ასეთია პარტიის საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი. „ქართული ოცნების“ 20-წევრიან სიაში კი მხოლოდ ოთხი ქალია, პარტიული სიის მესამე, მეექვსე, მე-10 და მე-11 ადგილებზე. „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23 კანდიდატიდან შვიდი ქალია, თუმცა პარტიული სიის სამეულში არც …

მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

ქედის სოფლების სამედიცინო პუნქტებში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს  მედდები იხდიან. ქედის გამგეობას – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამულ ბიუჯეტში, ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, არც მედდების გათბობისთვის საჭირო თანხა აქვს გაწერილი, უფრო მეტიც, 39 სამედიცინო პუნქტიდან 11-ს ამ დროისთვის შუქი საერთოდ არ მიეწოდება. ცხრა სოფლის სამედიცინო ცენტრი მრიცხველზე მიერთებული არ არის, ხოლო ორში, ქედის გამგეობის ინფორმაციით, მრიცხველი …

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] …

„ქართული ოცნების “ დროშიანი პირველკლასელების პედაგოგი სამართალდამრღვევად ცნეს

შუახევის #82 საოლქო-საარჩევნო კომისიამ სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი – მარინა დარჩიძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დროშებით ხელში პირველკლასელების ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სამართალდამრღვევად ცნო. კომისიამ პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესის დროს „ოცნების დროშებიანი“ ფოტოს გავრცელება პოლიტიკურ აგიტაციად და რესურსის გამოყენებად შეაფასა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ანა ბერძენიშვილის ინფორმაციით, საქმის მასალები გადაიგზავნება სასამართლოში, შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში დადასტურების შემდეგ …

Exit mobile version