მთავარი,სიახლეები

რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები – გამოკითხვა ბათუმში

27.09.2017
რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები – გამოკითხვა ბათუმში

რა არის პრიორიტეტი ქალი ამომრჩევლებისთვის – ამის გასარკვევად სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საქართველოს 10 რეგიონში გამოკითხვას ატარებს. ბათუმში ქალ ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ანონიმურად 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეუძლიათ.

„მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, მაგრამ ბოლო კვლევების მიხედვით ქალების ჩართულობა არჩევნებში ძალიან დაბალია. ჩვენი მიზანია, გაიგონ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა, რა საჭიროებები აქვთ ქალ ამომრჩევლებს. სამწუხაროდ, წელსაც კანდიდატების უმრავლესობა კაცები არიან,“ – ამბობს ეთუნა ცოტნიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის კომუნიკაციის მენეჯერი.

გამოკითხვაში ქალ ამომრჩევლებს შეუძლიათ პრიორიტეტი მიანიჭონ სხვადასხვა საკითხს, რაც წინასაარჩევნოდ აქტუალურია. ასევე თვითონ დასვან პრობლემა, რასაც კანდიდატები არ ახმოვანებენ.

გამოკითხვის შედეგად ასევე დადგინდება, ანიჭებენ თუ არა უპირატესობას ქალი ამომრჩევლები იმ კანდიდატებს, რომლებიც ქალთა უფლებებზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. გამოკითხვა ასევე გამოავლენს ქალების სურვილს საკითხზე – ვინ უნდა გაააქტიუროს ქალთა პრობლემები: საკრებულომ, გენდერულმა საბჭოებმა, თუ თავად ქალებმა.

„თითოეულ ქალაქში 100 ქალი გამოიკითხება, ქვეყნის მასშტაბით – 1000. ჩვენ გვაქვს ანკეტები სხვადასხვა ენაზეც. შესაბამისად, საინტერსო იქნება ეროვნული უმცირესობების პოზიციაც ამ საკითხზე. შედეგებს შევაჯამებთ და დაახლოებით 10 ოქტომბრამდე გამოვაქვეყნებთ. შემდეგ ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს, რამდენად გაითვალისწინებენ პოლიტიკოსები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებს,“ – დასძენს ეთუნა ცოტნიაშვილი.

ბათუმში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ პარტნიორი ორგანაზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტია“.

IMG_20170927_121629

გამოკითხვა ბათუმში / 27.09.2017

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: