ქანდაკებების წყალქვეშა მუზეუმი

ავტორი: თამარ ნერგაძე  მოქანდაკე ჯეისონ ტეილორი არც მეტი არც ნაკლები – გამოფენებს წყალქვეშ აწყობს. ქანდაკებების უზარმაზარი ველი კარიბის ზღვაში, მექსიკის ახლოს მდებარე კურორტ კანკუნთან, ესპანეთისა და ინდონეზიის წყლებშია წარმოდგენილი. მოქანდაკე სპეციალურად ირჩევს ადგილებს, სადაც მარჯნის რიფები ნელ-ნელა ნადგურდება  მყვინთავების დაუდევრობით. კარიბის ზღვასთან ახლოს, კანკუნში მაგალითად, ყოველწლიურად, ყვინთვის ათიათასობით მოყვარული ჩადის, საიდანაც ტურისტებს სუვენირებად მარჯნის ნატეხები …

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ – მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე …

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო. ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი …

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის პარტიული ოფისის შენობა გაყიდა

პარტიული ოფისის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ეკუთვნის. მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე სამსართულიანი შენობა პარტიამ გაყიდა. პარტიის ოფისში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა წინასაარჩევნოდ, ფინანსური საჭიროების გამო გაყიდეს. თუმცა შენობის ნაწილი გასული წლის დეკემბერშია გაყიდული. „ეს იყო ჩვენი საკუთრება და გავყიდეთ. დროებით ვრჩებით ამ ოფისში და, სავარაუდოდ, ახალ …

სტიქიით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი: დახმარება არ მიგვიღია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო განსახლების პროგრამით არ უსარგებლიათ და ამ პროგრამით გათვალისწინებული  თახა, 25 000 ლარი არ აუღიათ: „რადგან 25 000 ლარით ვერაფერს შევიძენდით, ამ თანხის მიღებაზე უარი განვაცხადეთ, საჭირო დოკუმენტებიც არ წარგვიდგენია” – ამბობს გაბრიელ ბაჯელიძე. [highlight color= red]ამავე თემაზე: მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი …

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს. მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი. „გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკველი დღეს, 18 ოქტომბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება,  800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. „ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მ …

საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები

კითხვისას მთავარი თითქოს მხოლოდ ტექსტია, მაგრამ სანამ წიგნები ჩვენამდე იმ სახით მოვა, რა სახითაც მაღაზიის თაროებზე ვხედავთ, უამრავი ადამიანის შრომაა საჭირო. რედაქტორებს, კორექტორებს, დამკაბადონებლებს, ყდის დიზაინერებსა და ილუსტრატორებს ბევრი ფიქრი უწევთ, როგორ შეფუთონ ტექსტი საინტერესოდ და კითხვის პროცესი დაუვიწყარ სიამოვნებად აქციონ. შევჩერდეთ ილუსტრატორებზე. იშვიათად, მაგრამ ისეთი წიგნებიც არსებობს, რომელთა ავტორები და მხატვრები ერთი და იგივე ადამიანები …

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …

ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული

„ბათუმში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებული,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ. მან დღეს ბრიფინგი მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში გამართა და თქვა, რომ ჩიხში სულ სამი მისამართია, საარჩევნო სიაში კი ამ ჩიხში – 50 ამომრჩეველი. „ამ ჩიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სამი მისამართი, სამი სახლი. დანარჩენი მისამართი ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, …

რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით [24.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის: ისრაელი, თურქეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები: …

მზიანი ამინდი ერთი კვირა შენარჩუნდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში მზიანი ამინდი ერთი კვირა შენარჩუნდება. ძლიერი წვიმის შემდეგ, ბათუმში დღეს, 18 ოქტომბერს, გამოიდარა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 19-20 გრადუსია. ამინდის პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება. მზიანი ამინდი იქნება მთაშიც, სადაც დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება.

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის …

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს. სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. …

თაღლითურად ბინის გასხვისების დროს უპირატესობა თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება

„სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს უპირატესობა ბინის თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება და არა თაღლითური გზით გასხვისებულ, მაგრამ კეთილსინდისიერ შემძენს,“ – ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი მოქალაქე ნოდარ დვალის ინტერესებს იცავს, რომლის სარჩელიც დღეს, 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა. არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში არაერთი მოქალაქე გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი. „ყველა …

მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ავთანდილ გიორბელიძე გაამართლა. 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეს პირველი გამამართლებელი განაჩენია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განუხილავს ოჯახში ძალადობაზე. ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმში სულ 33 პირი გასამართლდა. გამართლებულ ავთანდილ გიორბელიძეს საკუთარი და ედავებოდა ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ძმა მასთან ოჯახში შევიდა და დის თანდასწრებით სიტყვიერად შეურაცხყო, …

მერიისა და გამგეობის სამსახურების უფროსებს არჩევნების შემდეგ ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ

არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამსახურის უფროსებს ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 17 ოქტომბერს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის ან მერის არჩევისას ავტომატურად უწყვეტს უფლებამოსილებას გამგეობის და მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონი არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და …

თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციებზე ძირითადად ოლქის წარმომადგენლები აირჩიეს. გამონაკლის შემთხვევაში მოადგილის ან მდივნის პოზიცია შეხვდათ პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასეთი ტენდენციაა აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საუბნო კომისიის შემოწმების შედეგად გამოარკვია, რომ მათგან ბევრი 2016 წლის საპარლამენტო …

რა სურთ ქალ ამომრჩევლებს – გამოკითხვის შედეგები

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება – პირველ პრობლემად დაასახელეს ქალმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის დროს. არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-მ ქვეყნის მასშტაბით 1106 ქალს დაუსვა შეკითხვა – დაასახელეთ სამი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აწუხებთ ქალებს თქვენს ქალაქში ან სოფელში. გამოკითხვა ჩატარდა ბათუმშიც. გამოკითხვის შედეგად ხუთი პრობლემა გამოიკვეთა, რაც ქალმა ამომრჩევლებმა დაასახელეს: 1) გზებისა და ტროტუარების გაუმჯობესება, 2) სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, 3) პარკები, სკვერები და სხვა …

რას აკეთებს მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ

ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ, დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით,  ციტრუსის მოახლოვებულ  სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან აჭარამ  13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღო. ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე დაურიგდა მოსახლეობას: ქობულეთში – 5300 ლიტრი, ხელვაჩაურში – 4200 ლიტრი,  ქ. ბათუმში – 2100 ლიტრი, ქედის მუნიციპალიტეტში  …

კალაპოტიდან გადმოსული მდინარეები და ჩაკეტილი გზები – სტიქიის მეორე დღის ქრონიკა ქედაში

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, ოქტომბრის თემში აგოთა-მეძიბნის დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. ამავე თემში, ასამბაძეების უბანში კი, გურამ ასამბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მეწყერი განვითარდა სოფელ ზენდიდში, თენგიზ ბერიძის და სოფელ აქუცაში – არსენ თურმანიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ გულებში მემედ დიასამიძის სახლთან განვითარებულმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა,  გზა ჩაკეტილია სოფელ ხუნკუდაშიც. სოფელ ორცვაში მდინარე ჭანჭახევის …

ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის …

ადიდებული მდინარეები და მეწყრული პროცესები – მდგომარეობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, მაღალი ზონის სოფლებში კი, მოთოვა.  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯვარიქედის  გზაზე, სოფელ ქედლებში საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა, ხოლო სოფელ ტუნაძეებში ვალერიან ხარაბაძის საცხოვრებელი სახლი ჩამოიშალა. „მიმდინარეობს …

სანაპირო ძლიერი წვიმისა და შტორმისას [ფოტოამბავი]

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „სანდასუფთავების სამსახური“.  ადიდებულმა ზღვამ სანაპირო დაანაგვიანა და დააზიანა. ფოტოები სანდასუფთავების სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.  

ქობულეთში ექვს სოფელს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ქობულეთში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: ოჩხამურს, ლეღვას, ქაქუთს, ქობულეთს, ჭახათსა და ხუცუბანს. „ გარდა ამისა, არის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც. ასევე, ერთი მიმართულებით ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია სოფელ ქაქუთში, ხოლო ორი მიმართულებით – სოფელ აჭაყვისთავში, სოფელ ჭახათში კი ორ სახლთან ჩამოწვა მეწყერი.“

დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ პარკი და სახლის ეზო დატბორა [ფოტოამბავი]

დაბა ქედაში მდინარე აკავრეთადან წყალი პარკში გადმოდის, პარკის ბოლოს კი მანველიძეების საცხოვრებელი სახლია.  

უნივერსიტეტს სტიქიით მიყენებული ზიანი არ დაუთვლია

ძლიერმა ქარმა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შენობის ნაწილს სახურავი ღამით გადახადა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახურავის 1/4. ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა კი ჯერ არ დაუთვლიათ. „ჯერ ისევ სტიქიას ვებრძვით, წვიმა არ წყდება, ამიტომ ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. სახურავის აღდგენა უნივერსიტეტის შიდა ფინანსური რესურსით მოხდება, თუმცა დიდი ალბათობით საჭირო იქნება თანხის დამატებაც. უკვე ვესაუბრეთ მთავრობის თავმჯდომარეს …

შუახევში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო

წუხელ ღამით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ინწკირვეთისა და ნაღვარევის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხიდის აღდგენა გამოდარებამდე და მდინარის კალაპოტზე წყლის დონის დაკლებამდე ვერ დაიწყება: „ … ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობა ამ წუთას ფაქტობრივად გზის გარეშეა. ღმერთს მადლობა, ახლა იქ ავადმყოფი არ გვყავს. თუ მსგავსი საჭიროება შეგვექმნა, მაშველების დახმარებით გამოვიყვანთ. …

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – საიდუმლო პერიოდის გამოფენა პარიზში

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პიკასოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა პარიზში და მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გამოფენა მხატვრის ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნისას პიკასოს შთაგონების წყაროდ მისი მთავარი მოდელი და საყვარელი, მარი-ტერეზ ვოლტერი იქცა, რომელიც მხატვარმა 1927 წელს გაიცნო. გამოფენაზე პარიზში 110 ტილო, ჩანახატი, …

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში – ისტორიულ ქუჩაზე, ზღვიდან ხუთ წუთში, უფასო WiFi-თა და აირკონდიცირებით. ადგილების რაოდენობა: 2+1. აპარტოტელს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი იტალიური ეზოდან. გასაღები შესვლისთანავე გადმოგეცემათ და დამოუკიდებლად განკარგავთ გასვლისა თუ დაბრუნების დროს. ახლოს არის ქალაქის საქმიანი ნაწილი, ბარები, რესტორნები, კაფეები და ტანსაცმლის მაღაზიები. ფასში არ შედის საუზმე, მაგრამ აქ ყველა პირობაა შექმნილი მსუბუქი საუზმის …

„მეგა პალასის“ და „რეალ პალასის“ გამოხმაურება ბიზნესმენების დაჭრის ფაქტზე

7 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია „მეგა-პალასის“ დამფუძნებლი და ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე რამაზ ხიმშიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული მხარის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“ 2017 წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანის ქ. #18-ში, სამშენებლო კომპანიების ოფისში საზარელი შემთხვევა მოხდა. დღისით, შუადღისას, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი რამაზ ხიმშიაშვილი თავს დაესხა სამშენებლო …

მეწყერი ყოროლისთავში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებმა კობა დუმბაძემ „ბათუმელებს“ მის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტოებს მოაწოდა. ფოტოების მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული. კობა დუმბაძე ამბობს, რომ ის ხელვაჩაურის გამგეობას დაუკავშირდა და მდგომარეობის შესწავლა სთხოვა. „ჯერჯერობით არავინ მოსულა, მითხრეს, რომ ხვალ მოვლენ,“-გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. მოქალაქის თქმით, ყოროლისთავში მეწყერი მხოლოდ მისი სახლის მიმდებარედ არის განვითარებული.  

ძალადობის მსხვერპლი: მცემდა, მერე მეფერებოდა – სიგიჟემდე მიყვარხარო

  რამდენიმე დღეში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ საპროცესო შეთანხმებას დაადასტურებს გ.ა.-ს მიმართ. მას ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა ტრადიციულ შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ეს დუმილი მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორ ზურაბ კონცელიძისთვის, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება, ასევე დაზარალებულის …

ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა

ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მეწყერია ჩამოწოლილი  მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან,  თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.  ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად  კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და …

ხუთბალიანი შტორმი შავ ზღვაზე (ვიდეო)

ინოპტიკოსების ცნობით, ამ წუთებში ბათუმში ხუთბალიანი, ქობულეთში კი ექვსბალიანი შტორმია ზღვაზე. ხვალ, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან, ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. „ზეგ წვიმა შესუსტდება, ოთხშაბათიდან კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი“.

იცოდე რას ჭამ

ბუნების წიაღში, ტბის პირას, კოცონთან მეგობრების გარემოცვაში მწვადის დაგემოვნებისას თითქმის არასდროს ვფიქრობთ თუ რა წარმომავლობის შეიძლება იყოს: ხორცი, სოსისი თუ ძეხვი, რომელსაც გრილზე, ნაკვერჩხალზე ან თუნდაც ტაფაზე ვამზადებთ. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ეროვნული სისტემა NAITS მომხმარებელს საშუალებას მისცემს გადაამოწმოს, როგორც ხორცის უვნებლობა, ასევე მისი წარმომავლობა. [highlight color=”red”]რა არის ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემა[/highlight] 2012 წლიდან სურსათის …

Exit mobile version