რეკლამა,სიახლეები

რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

27.08.2020
რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით.  თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.

როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში  15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

„რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ, მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს. ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი,“ – ამბობს „ზაზანოვას“ დირექტორი.

„ზაზანოვა“ უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია, 20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ“ ჯაზ-ფესტივალი დააარსა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: