400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი. „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში …

მესტიაში მაინერები ისევ ამოიღეს – ამჯერად 47

შსს-ს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 47 მაინერი ამიიღეს. „აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“ – წერს შსს. უწყების ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისთვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც …

თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც, შსს-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის. „მათ შორის, დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- წერს შსს.  

4 ოქტომბრის საქმეზე 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან: ალექსანდრე გოგოლაძე; სულხან აბრალავა; ევა შაშიაშვილი; გოჩა ყატაშვილი; დავით ღურწკაია; ჯანდრი თირქია; რამაზ ჯორბენაძე; გენადი კელიხაშვილი. აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ …

„თუ საჭირო იქნება, გავალთ ОДКБ-დან“ – ფაშინიანი

საარჩევნო დებატების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება“, სომხეთი გავა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“- ОДКБ-დან. სომხური გამოცემა news.am-ის ცნობით, დებატების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საბჭოს წევრმა და პარტიის ლიდერის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ფაშინიანს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. „ჩვენ გადავწყვეტთ; უცხოელი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ. ჩვენ არ …

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი. „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან …

სტრასბურგში „გამჭვირვალობამ“ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო. „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ. სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს. პროტესტში მონაწილეობის გამო,  5 000-ლარიანი ჯარიმა მას …

„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“ დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია. „რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივნისის 21 საათიდან 6 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 370 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 980 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 684 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 43 315 …

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე …

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. „დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25-დღიან სარეზერვო წვრთნებზე მიჰყავთ რუსეთიდან სომხეთში ჩასული კაცები – ფაშინიანის საარჩევნო ბრძოლა პუტინთან 

„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება. „სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს …

დააკავეს მძღოლი, რომლის მიერ შექმნილი ავარიული ვითარების გამო მანქანა მტკვარში გადავარდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – წეს შსს. უწყების ცნობით, მტკვარში გადავარდნილი …

„ბევრად მკაცრები ვიქნებით შეფასებაში“ – რა იციან მასწავლებლებმა ახალი სახელმძღვანელოების შესახებ

განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, სამინისტროს ჯერ ახალი სასწავლო გეგმაც კი არ გამოუქვეყნებია. რა იციან სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, სახელმძღვანელოზე …

ისრაელის „მოსადის“ დირექტორი პირველად გახდა ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან

ისრაელის სპეციალური დაზვერვის სამსახურს, „მოსადს“, პირველად უხელმძღვანელებს პირი, რომელიც ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. 1990 წელს ბელარუსიდან ისრაელში რეპატრირებული გენერალ-მაიორი რომან ჰოფმანი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 ივნისს წარადგინა ამ პოსტზე. ფიცის დადების ცერემონიაზე ნეთანიაჰუმ გენერალ ჰოფმანის მთავარ მისიად ირანის რეჟიმის განადგურება დაასახელა. ნეთანიაჰუს მრჩეველმა დიმიტრი გენდელმანმა ჰოფმანის „მოსადის“ ხელმძღვანელად დანიშვნას „ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა. „ეს …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები: ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს; მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 369 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 978 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 676 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 43 247 …

ბათუმის მერიამ გოგებაშვილზე გარე ვაჭრობისთვის ფასი განსაზღვრა – ვის შეხვდება ადგილები

ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის 1. კვ. მეტრის ფასი განსაზღვრა. ამ ქუჩაზე, რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, საქმიანობის უფლებას სუვენირებით და წვენებით მოვაჭრეები ითხოვდნენ. მერიის ინფორმაციით, რაზეც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერენ, ამ ქუჩაზე საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრეს და 1 კვ.მეტრით სარგებლობის უფლება წლიურად 400 ლარი იქნება. დასკვნის თანახმად, გოგებაშვილის ქუჩაზე 1.კვ …

გვირილები გზაზე გაჩენილ ორმოებში – რას ჰყვებიან ვალეში

ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გაჩენილ ორმოებში მოქალაქეებმა გვირილები ჩარგეს და ამ გზით სცადეს ადგილობრივი მთავრობის ყურადღების მიქცევა. „საშინელი მდგომარეობაა გზებზე. რაც შეეხება ამ მონაკვეთს – ვალე არის სასაზღვრო ქალაქი, გზა, რომელიც აქ გადის, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს. ამ გზის ბოლოს არის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. აქ გადაადგილება უწევთ არა მარტო ადგილობრივებს, არამედ საერთაშორისო მგზავრებსაც. გზა არის საშინელ …

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა …

რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის მაისში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო …

„დაგვიბრუნეთ მამიკო“ – თბილისში დაბადებულ სომეხს, 4 შვილის მამას საქართველოში არ უშვებენ

„დღეს შიმშილობა დავიწყე, სხვა გზა არ დამრჩა… ამაღამ შვილებთან ერთად პარლამენტთან დავრჩები, ლეიბები წამოღებული მაქვს,“ – ამბობს ინა სნიკოვა. იგი შსს-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მის ქმარს, ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში არ უშვებენ. ამ საკითხზე „ბათუმელები“ 2026 წლის 29 მაისს წერდა. ერნესტ ავაქიმიანი თბილისში დაბადებული სომეხია. იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა წლების წინ მას სომხეთის …

„უყურადღებობით მთავრობას მივყავარ იქამდე, რომ სადმე შევიჭრა“ – მარტოხელა დედა

„ასეთი უყურადღებობით და უმოქმედობით მთავრობას მივყავარ აქამდე, რომ სადმე შევიჭრა, სხვა რა გზა დამიტოვეს? მე ახალშენის პოლიციასაც დავუწერე, იცოდეთ, სადმე შევიჭრები, ამას ვაპირებ-მეთქი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია მეგრელიშვილი. იგი მარტოხელა დედაა და წლებია შვილთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდეგ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს აჭარის მთავრობისგან, ასევე ხელვაჩაურის …

ლანჩხუთში ავტობანის ჯაპანა-ლესის მონაკვეთი 2 დღით ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება. „სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე. გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით …

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალი იწვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 3 ივნისის ღამეს, უკრაინამ სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დარტყმები განახორციელა. უკრაინული მხარის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა ბალტიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგის პორტში მდებარეობს. უკრაინული დრონების დარტყმების სერიამ ობიექტზე მასიური ხანძარი გამოიწვია. აღნიშნულ ტერმინალზე 31 ავზია, რომელთა საერთო მოცულობა 324,000 კუბური მეტრია. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 12.5 მილიონი ტონაა, აქ ამუშავებენ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, თხევად …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს“ – იუწყება შს სამინისტრო. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში „დომინოს პიცის“ რიგით მე-9 ფილიალი იხსნება — ზაფხულის სეზონი კიდევ უფრო გემრიელი ხდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცის ბრენდი, Domino’s Pizza, საქართველოში გაფართოებას აგრძელებს — 14 ივნისს ბათუმში ბრენდის რიგით მე-9 ფილიალი ოფიციალურად გაიხსნება. ახალი სივრცე სავაჭრო ცენტრ Porto Point-ში განთავსდება და სტუმრებს თანამედროვე გარემოს, სწრაფ სერვისსა და Domino’s-ის ლეგენდარულ გემოს შესთავაზებს. Domino’s უკვე ათწლეულებია მსოფლიო პიცის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ბრენდი 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 368 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 974 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 673 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 43 172 …

„ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ – რას ამბობენ ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

„რაში დასჭირდა და ყველა დაიპყროს… ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ „თავისუფლება თუა და დემოკრატია, გაკონტროლება რად უნდა ფეისბუქს?“ – ნახეთ კიდევ რა გვიპასუხეს ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებმა, რომლებსაც ფეისბუქის გაკონტროლებაზე ვესაუბრეთ. რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავენ – რატომ დამალა საკრებულომ პროექტი დამტკიცებამდე

შპს „ოპუს ცენტრი“ ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი, [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ. …

მოვითხოვთ ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე გრიფის მოხსნას და სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას მოითხოვს. ქარტიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 2 ივნისს გაავრცელა. „30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს …

„უნდათ ერთმანეთს გადაგვკიდონ“- ელექტრომოპედების გამქირავებლების პროტესტი ბათუმში

დღეს, 2 ივნისს, ელექტრომოპედებისა და კვადროციკლების გამქირავებელმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან. აღნიშნული პირები ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ტურისტულ სეზონზე ელექტრომოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ დამსვენებლებზე, თუმცა წელს ბათუმის მერიამ მათ ბულვარში მუშაობის ნებართვა აღარ მისცა ბათუმში ელექტრომოპედებისა და სკუტერების გამქირავებლები, ასევე, სუვენირებითა და წვენებით მოვაჭრეები, 4 თვეა, რაც მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. …

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა. უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი …

ეთიკის ქარტია ეხმიანება ჟურნალისტების გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ: „2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და …

53 500 ლარი მორიგი ობიექტების დასანგრევად ბათუმში – მუნიციპალურმა ინსპექციამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის ტერიტორიაზე „უსახური სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს“ აგრძელებს, თუმცა „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟისთვის“ რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ინსპექციამ 53 500 ლარით ტენდერი გამოაცხადა. 2026 წლის მაისის დასაწყისში ინსპექცია აცხადებდა, რომ „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი“ 24 საათის განმავლობაში უნდა გაეგრძელებინა, რისთვისაც 15 ივნისამდე, ჯამში, 50 …

Exit mobile version