ერთი წასმით სიყვარული — შეიძლება სწორედ ასე დაიწყოს…
ერთი პროდუქტის მოსინჯვით, ერთი სასიამოვნო შეგრძნებით, ზაფხულის ერთი დღით… და შემდეგ უკვე Piel – ი შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
ამ ზაფხულს კი პიელის სიყვარული ბათუმშიც გაგრძელდება. რადგან ზაფხული, მზე, ზღვა, დასვენება და რუჯი — ეს ყველაფერი ერთ პატარა დეტალთან – Piel Naturals-თან ერთად ხდება სრულყოფილი …
მაინც საიდან დაიწყო ერთი წასმით სიყვარული , ანუ Piel Naturals -ის ნამდვილი ამბავი

თათუკა ლომაძე, პიელ ნატურალსის დამფუძნებელი : „დაივიწყოთ იმით, რომ თუ პიელი გიყვარს, ზაფხულიც სხვანაირია. იმიტომ, რომ კანის მოვლა მხოლოდ ყოველდღიური რუტინა არ არის — ეს ის პატარა რიტუალია, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას გვახსენებს. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზე და ზღვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და კანს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება.
ჩვენი Piel Naturals-ის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ბათუმის Grand Mall-ში, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე საყვარელი პროდუქტების მოძებნა და არჩევა კიდევ უფრო მარტივია. ზღვის შემდეგ, მზეზე გასვლის წინ თუ კანის ყოველდღიური მოვლისთვის — Piel უკვე იქ არის, სადაც ზაფხული ყველაზე მეტად იგრძნობა.
ყველაფერი კი ჩემი დიდი ბებიის — კუკლასგან დაიწყო.
ის სახლში ამზადებდა სამკურნალო საცხებსა და მალამოებს მხოლოდ ბუნებრივი მცენარეებით, ზეთებითა და ექსტრაქტებით. ბავშვობიდან სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისა და კანისთვის უდიდესი შესაძლებლობები აქვს. ეს ცოდნა, გამოცდილება და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მოგვიანებით Piel Naturals-ის ფილოსოფიის საფუძვლად იქცა.
დღეს მომხმარებელი ხედავს თანამედროვე პროდუქტს, მის ეფექტს და ხარისხიან შეფუთვას, თუმცა ამის უკან წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, მუდმივი კვლევა, ევროპელი ტექნოლოგების მონაწილეობა, ხარისხის მკაცრი კონტროლი და დიდი გუნდის ყოველდღიური შრომა დგას.
ჩვენი საწარმო, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს საერთაშორისო GMP-ისა და ISO-ს ხარისხის სტანდარტების შესაბამისად მუშაობს . Piel Naturals-ის პროდუქციამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ყურადღება სწორედ პროდუქციის ხარისხმა და ბუნებრივმა ფორმულებმა მიიპყრო.
ჩვენ ვიყენებთ ევროპულ, უმაღლესი ხარისხის აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც მსოფლიოს არაერთი პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდი იყენებს. ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთია — მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი.
თუმცა ჩემთვის Piel-ის ყველაზე დიდი წარმატება მხოლოდ ხარისხი, ან ბიზნესის ზრდა არ არის.
ეს არის ნდობა.
ნდობა, რომელიც ადამიანებმა წლების განმავლობაში ბრენდს გამოუცხადეს. როდესაც მომხმარებელი ერთხელ მოსინჯავს პროდუქტს და შემდეგ ისევ გიბრუნდება, სწორედ მაშინ ხვდები, რომ შექმენი არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ურთიერთობა.
Piel Naturals მუდმივად ვითარდება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება — ჩვენი ღირებულებები: ბუნებრივი ინგრედიენტები, მეცნიერება, ხარისხი, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე.
ახალი პროდუქტის შექმნისას ჩვენთვის მთავარი ყოველთვის ნედლეულის ხარისხი და მისი ეფექტურობაა. ვაკვირდებით მსოფლიო ტენდენციებს, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არასოდეს ვკარგავთ იმ მთავარ იდეას, საიდანაც ყველაფერი დაიწყო !
და ალბათ სწორედ ამიტომ არის Piel – ი ისეთი, როგორიც არის.“
https://www.facebook.com/pielnaturals1
Grand Mall , ბათუმი , შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 29


