მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

ნანა კვაჭაძე

 ინტერვიუ ფილოოგიის დოქტორთან,  რსუ ასისტენ პროფესორ ნანა ტრაპაიძესთან.

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა ოთხ ნაწილად შეეძლებათ

 ქეთი ლაბაძე 

 

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა სასწავლო წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად შეეძლებათ.

 

15 სექტემბრამდე სტუდენტებმა სწავლის საფასურის მეოთხედი უნდა გადაიხადონ.

 

 

გასულ წლებში სტუდენტები სწავლის თანხას შემოდგომასა და ზამთრის სესიების წინ ფარავდნენ, რის გამოც, სტუდენტების ერთი ნაწილი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა და სტუდენტის სტატუსი უჩერდებოდა.  

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლის მინიმალური გადასახადი 1500 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 2500.

 

სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 17 სექტემბერს იწყება, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი 1 ოქტომბერს.

ახალი ინტერნეტ პროვაიდერი ქობულეთში

თათია ლაშაური

 

დღეიდან ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ახალი ინტერნეტ პროვაიდერი „ა – ნეტი“ მომემსახურება.

 

 

 კომპანია მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტი, სატელეფონო და საკაბელო მომსახურება – ამ სერვისების ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონიმუმ 18 ლარი დაუჯდება, ოქტომბრის ბოლომდე კი ინსტალაცია უფასო იქნება.

 

 

კომპანია „ა-ნეტი“ დაფარვის ზონის გაზრდას დაახლო მომავალში აჭარას ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.  

ეშმაკის ბორბლიდან მგზავრები ავარიული გათიშვის შედეგად ჩამოიყვანეს

მარი ხანჯალიაშვილი 

 

გუშინ, 10 სექტემბერს, საღამოს 21 საათზე ბათუმის ბულვარში მდგარი ატრაქციონი „ეშმაკის ბორბალი“ ავარიული გათიშვით გააჩერეს. ატრაქციონის პარალიზების მიზეზი სამართავი კომპიუტერის სიგნალი გახდა. კომპიუტერმა სისტემაში სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა დააფიქსირა, რის შემდეგაც „ეშმაკის ბორბალი“ გააჩერეს. 

 

 

 

„მომავალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრის შესახებ

ალექსანდრე ლომოური, პარტია „მომავალი საქართველოს“

 

მე, პარტია “მომავალი საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. გუშინ, 10 სექტემბერს შევხვდი ბათუმის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს და მათი პრობლემები მოვისმინა. მოსახლეობას ქვეყანაში რეალური ცვლილებები სურს და ეს ცვლილებები ძალიან მალე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

 

 

ბათუმელებმა პარტია „მომავალ საქართველოსა“ და მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

მოსახლეობა დაიღალა ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით, უკანონობითა და იმ ცრუ დაპირებებით, რომელიც აქამდე იყო.

ახლა დროა, ბათუმელების კეთილდღეობისათვის რეალურ ცვლილებებს მოჰყვეს რეალური ნაბიჯები, რომელსაც მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება საპარლამენტო არჩევნების დროს.   

აჭარას ერთი მედალი ერგო

ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:

60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);

66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);

73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);

81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);

90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);

+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).

სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.

“დინამო”, საეჭვოა, “შუქურამ” გაინაღდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა უმაღლესლიგელ „დინამოს“ არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, არამედ დაამარცხა კიდეც, რასაც არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლვოვის „კარპატიდან“ განათხოვრების წესით ჩამოყვანილმა მეკარემ ივან პიცანმა და ფორვარდმა ალექსანდრ ტიმჩიშინმა, თუმცა თავი მათ არაფრით გამოუჩენიათ. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა, ვინაიდან მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა. „განმეორებით მატჩში ძალიან გაგვიჭირდება“, – დასძინა ბოლოს გია გურულმა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელებმა გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის „მერცხალი~ 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ბათუმელთაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გაინაღდეს.

 

საქართველოს თასის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრები 17-18 სექტემბერს გაიმართება.

ინციდენტი მთავრობის სახლთან

მოქალაქე ლელა აბესაძე აცხადებს, რომ დღეს, 12 საათზე, მას აჭარის მთავრობის სახლთან ინციდენტი მოუხდა სამთავრობო დაცვის უფროსის მოადგილესთან, კახა ტუღუშთან.  ლელა აბესაძე ამბობს, რომ კახა ტუღუშმა ის სიტყვიერად შეურაცხყო. აბესაძის განცხადებით, დღეს მას კახა ტუღუშთან სურდა საუბარი: „მან მითხრა, რომ თქვენთან საქმე არ მაქვსო და შევიდა შენობაში, საიდანაც გინება დამიწყო“.


მანამდე, 5 სექტემბერს აბესაძე შეხვდა კახა ტუღუშს. როგორც თვითონ იხსენებს,  ტუღუშისთვის უნდოდა ეკითხა, „თუ შარშან, რომელ თვეში მისცა გამოძიებას ჩვენება ჩემ საქმესთან დაკავშირებით. კახა ტუღუშმა მითხრა, რომ ის მესამე განყოფილებაში არ დაუბარებიათ და არც ჩვენება მიუცია“.


როგორც ლელა აბესაძე ამბობს, საქმე ეხება ერთი წლის წინ, 21 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, როდესაც ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსმა – ვახტანგ კაზაზიშვილმა ის სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. ლელა აბესაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა. ლელა აბესაძე ამბობს, რომ ამ ინციდენტის თვითმხილველი იყო კახა ტუღუში.


ლელა აბესაძე ამბობს, რომ ის ერთი წელია ცდილობს გაიგოს პროკურატურამ საქმე აღძრა მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე თუ არა. მას სწორედ ამ ინფორმაციის დაზუსტებისთვის სჭირდებოდა შეხვედრა კახა ტუღუშთან – უნდოდა ეკითხა დაკითხეს თუ არა ის მოწმის სტატუსით.


ლელა აბესაძე კახა ტუღუშს ტყუილსა და სამსახურის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. ის ფიქრობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის შოთა რიჟამაძეს, ბათუმის პროკურორს. თუმცა, არ არის დარწმუნებული ამას მოხერხებს თუ ვერა.

საარჩევნო მდივნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპელ დემოკრატობამდე“

<!** Image 1 align="" alt="საარჩევნო უბანი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან" sub="საარჩევნო უბანი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან" width="300" height="406" > 

ბათუმის 104 საარჩევნო უბნიდან 97 უბანზე კომისიის მდივნის თანამდებობაზე „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენელი აირჩიეს. მათგან უმრავლესობა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო წარდგენილი. 

 

ცაგო კახაბერიძე

ნაციონალური მოძრაობის მობილიზაცია ბათუმში

 ლელა დუმბაძე 

 

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მობილიცაზია დილიდან დაიწყო. ყრილობა ერას მოედანზე დღის პირველ საათზე, კონცერტით დაიწყო.  

საკრებულოს ახალი წევრი და საპატიო ბათუმელები

 ლელა დუმბაძე

 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალი წევრის, კობა ზაქარაიას უფლებამოსილების საკითხი ცნეს. ზაქარაია საკრებულოში ეკა თარგამაძეს ჩაენაცვლა, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის გამო შუწყდა. ცვლილებები შევიდა საკრებულოს კომისიებშიც. 

აქცია კუთვნილი ბინების მოთხოვნით

 თათია ლაშაური 

 

30-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს ბათუმში, მთავრობის სახლთან. მოქალაქეეები ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში იმ ბინებს ითხოვენ, რომლის საფასურიც, მათივე თქმით, უკვე გადახდილი აქვთ.  

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებლობა, რომელიც „ცენტრ პოინტმა“ 2006 წელს დაიწყო, გაურკვეველ ვითარებაში შეჩერდა. შემდეგ მშენებარე კორპუსი კომპანია „დექსუსის”  საკუთრებაში გადავიდა და 2012 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოებიც აღდგა, თუმცა ეს სახლი ამჟამად ბათუმის მერიას ეკუთვნის.  

 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა თანხა „ცენტრ პონტს“ გადაუხადეს და მერიას მათ წინაშე ვალდებულება არა აქვს აღებული.  „შპს „ცენტრპოინტიჯგუფი“ გაჩერდა, ვეღარაშენებსბინებს, შესაბამისადარისვალდებულებაშესასრულებელიმისმიერ. ცენტრპოინტიაშენებდა  მერიისთვის, რომვერდაამთავრაცენტრპოინტმა, ავდექითდაჩვენთვითონვამთავრებთ, ჩვენივეხარჯებით. რაციმასნიშნავს, რომეგშენობანაგებობაარისმერიისდავისწინაშეცმერიასვალდებულებაარაქვს, ერთკვადრატსაცვერმიიღებს.“ _ განაცხადაგელამახარაძემ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა.  

 

„ცენტრ პოინტი ჯგუფს” 2010 წლდან კომპანია „დექსუსი” მართავს. აქ ამბობენ, რომ კომპანია არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. „ამ ადამიანებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომერციულ ფართობს და სხვადასხვა ობიექტებში გადასვლას. ისინი, ვისაც აქვს სრული დაფარვა, მიიღებენ ალტერნატიულ ფართობს, ხოლო დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ობიექტებში. ანუ ჩვენ ვთავაზობთ მათ ბათუმის მაგნოლიაში კომერციულ ფართობს და ასე შემდეგ.  დიდი იმედი მაქვს, რომ  გამოსავალი იქნება. საბოლოო  ჯამში მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქციის ფორმა არ არის, არამედ არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია „დექსუსის“ პიარმენეჯერმა  ნატა თოფურიამ.

 

თანხა, რომელიც აქციის მონაწილეებმა „ცენტრ პოინტს” გადაუხადეს დაახლოებით 800 ათას დოლარს შეადგენს.     

 

სტატია ამავე თემაზე: „ცენტრ პოინტის“ პირამიდის მსხვერპლი 65 ოჯახი ბათუმში 

 

ბათუმი სეზონის მიწურულს

თათია ლაშაური        

                                               

კლუბმა „SECTOR 26“-მა სეზონი 3 სექტემბერს დახურა, „VOX“ და „SOHO“  კი თვის შუა რიცხვებამდე აგრძელებენ მუშაობას. ბათუმში დარჩენილი დამსვენებლის გახალისებას სეზონის მიწურულს „Sublime“ სხვა და სხვა კონკურსების გამართვითა და რეზიდენტი დიჯეების მოწვევით ცდილობს.         

აჭარის საპატრულოს უფროსი ისევ შეიცვალა



აჭარის საპატრულო პოლიციას 23 ივლისიდან ახალი უფროსი ჰყავს. ანზორ ბალაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია შეცვალა. 

 

 

ანზორ ბალაძე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომის შემდეგ დააწინაურეს – ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან შს აჭარის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

 

 

ბოლო რვა თვის განავლობაში აჭარის საპატრულო პოლიციაში ეს უკვე მეორე ცვლილებაა. მანამდე, 2004 წლიდან ამ თანამდებობაზე ჯონი ბაკურიძე მუშაობდა, რომელიც „ტელეარხ 25-ის“ ჟურნალისტთან კონფლიქტის მოტივით, ამ წლის თებერვალში დაითხოვეს სამსახურიდან. 

 

 

ჯონი ბაკურიძე მაშინ გიორგი ჭანტურიამ შეცვალა, რომელიც მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 

 

 

გიორგი ჭანტურია ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

ნერვების ომი მედიაში

ეთერ თურაძე
 

 
ინტერვიუ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“ აღმასრულებელ დირექტორთან, თამარ კორძაიასთან. 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი” გაიხსნა

 ქრისტინა ფარჯიანი 

 

 

დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ტაო–კლარჯეთი“ გაიხსნა, რომელიც  8 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციაში 30–მდე უცხოელი და 80–მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

 

კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით იმართება.    

 

 

პროექტის მიზანი ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელთა მიერ  ერთობლივი პროექტების განხორციელება და განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და იმ ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც თურქეთში კაშხალების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში დაიტბორება.  

 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავას განცხადებით, ტაო-კლარჯეთში ძეგლების შესწავლა ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდობი არ იყო, სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია. 

 

 

კონფერენციას მონაწილე ავსტრიელმა  ისტორიკოსმა, ბრუნო ბაუმგარტნერმა,  ოშკთან და  იშხანთან ერთად, ნაკლებად ცნობილი ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ტაო–კლარჯეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და იქ საქართველოს კულტურასთან დაკავშირებული დოკუმენტებია შემონახული.“  

 

 

ხვალ, კონფერენციის მეორე დღეს, თურქი მეცნიერები იშხანის ეკლესიის რესტავრაციის პროექტს წარადგენენ. მოხსენებაში საუბარი იქნება რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.   

 

 

კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. პროექტი 8 აგვისტოს ტაო–კლარჯეთში ექსპედიციით დასრულდება.   

  

„მემარჯვენეებს“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმში მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავთ

ნათია ზოიძე 

 

საპარლამენტო არჩევნებზე „ახალ მემარჯვენეებს“ ბათუმში მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ექვსი საარჩევნო ოლქიდან „მემარჯვენეებს“ მხოლოდ ერთ ოლქში – ხულოში ჰყავთ მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილი. 

 

ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა განახლდება

 თათია ლაშაური  

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" > 

1035 პირველკურსელი და განახლებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს განახლდება. რეგისტრაცია გავლა სტუდენტებს 10 სექტემბრიდან შეუძლიათ.   

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად 4000-ზე მეტ სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ოცამდე  ფაკულტეტია,  უნივერსიტეტს პრესსამსახურის განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი ბოლო წლებში ტურიზმის მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე სწავლის საფასურიც  მაღალია – 2250 ლარი წელიწადში. შედარებით დაბალი კონკურენციაა საინჟინრო და სამთო-სამრეწველო განხრებზე, სადაც განათლების მიღება წლიურად 1500 ლარი ღირს.  

ვინ არიან მდიდრები, რომლებსაც შალვა ნათელაშვილი ქონების ჩამორთმევით ემუქრება

 ცაგო  კახაბერიძე

 

  

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ბათუმის ბონის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველს ის „მდიდრები“ ჩამოუთვალა, რომლებისთვისაც პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოგების შემთხვევაში ქონების ჩამორთმევას  გეგმავს. „მდიდარს ვართმევთ ღარიბს ვაძლევთ“ – „ლეიბორისტების“ საარჩევნო ლოზუნგია. შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილმა მმართველი პარტიის გარდა, კოალიცია „ქართული ოცნებაც“ გააკრიტიკა და მას „ნაცური ოცნება“ უწოდა. 

ცესკო ცემის ფაქტს გამოეხმაურა

ცესკო გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სცემეს ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. ჰასმიკ მარანგოზიანის ცემის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.


ზაფხულის ფესტივალი ბათუმში

 ქეთი ლაბაძე 

 

ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მესამე დღეს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მსმენელების წინაშე კვლავ ელისო ბოლქვაძე წარსდგა,  ამ ფესტივალზე ეს მუსიკოსის  ბოლო გამოსვლა იყო.   

 

 „მუსიკის კიდევ ერთი ზეიმი შედგა, შოპენთან და ბეთჰოვენთან შეხება არამარტო მუსიკოსებისთვისაა სასიამოვნო, არამედ დილეტანტებზეც საოცრად მოქმედებს. ძალიან გვასიამოვნა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, ორკესტრი, როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე იყო, ძალიან მიხარია, რომ ფესტივალი გრძელდება და კიდევ გვექნება საშუალება, ვეზიაროთ ჭეშმარიტ ხელოვნებას.” –  აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ. 

 

ზაფხულის ფესტივალის მსმენელი, დიანა ხომერიკი თავის გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდა: „არაჩვეულებრივი ფესტივალია, ძალიან ვარ ნასიამოვნები, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად.” 

  

ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორისაა სარა გუბაკი: „ძალიან ლამაზი საღამო იყო, მოხიბლული ვარ მუსიკით.” 

 

კლასიკური მუსიკის მოყვარული ბათუმელ ნინო გაბუნია უკმაყოფილებას გამოთქვამს ფესტივალზე მაყურებლის ნაკლებობის გამო: „აღფრთოვანებულივარ მუსიკით და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მცირე რაოდენობა დადის მსგავს კონცერტებზე, როცა პოპმუსიკის კონცერტებზე მსმენელის ტევა არ არის.” 

 

ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი  გრძელდება და 5 და 8 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ უმასპინძლებს. 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="2248" > 

ინციდენტი „ქართული ოცნების” ოფისში

 ნათია ზოიძე

 

„დღეს გამთენიისას ქობულეთში „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს“ – ასე აფასებს  „ქართულო ოცნება“ დილის 5 საათზე, ქობულეთში მომხდარ ინციდენტს. 

 

„ჩამტვრეულია  დარაბები, ჩამოხეულია ივანიშვილის პორტრეტი, მწყობრიდან არის გამოსული განათების სისტემა“ – აცხადებს ქობულეთის „ქართული ოცნების“  შტაბის უფროსი  კობა ნაკაიძე.

კობა დავითაშვილის და ჯონდი ბაღათურიას პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს გამოეთიშენ

 ნათია ზოიძე

 

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია  სამ პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს. ესენია  ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, კობა დავითაშვილის   „ხალხის პარტია“  და  მამუკა  ხიმშიაშვილის  ახლად დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტი  „სახალხო მოძრაობა.“ 

 

 

რეგისტრაციას გაუქმების მიზეზი კი ის არის, რომ ამ პარტიებმა 1 სექტემბრის    დღის 18 საათისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას არ წარუდგინეს პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. 

 

 

კობა დავითაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებდით „ქართულ ოცნებასთან“  კონკურენციას  და სიტყვა შევასრულეთ“. 

 

 

„ბათუმელების“ კითხვაზე –  მაშინ რატომ   გაიარა  რეგისტრაცია  პარტიამ უსკოში,  დავითაშვილი ასე პასუხობს:  „იყო საფრთხე, ქართული ოცნება არ გაეტარებინათ  რეგისტრაციაში და მაშინ ჩვენი მეშვეობით მოხდებოდა არჩევნებში მონაწილეობა“. დავითაშვილი  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პიროვნულად შეუერთდა, ის ბლოკის საპარლამენტო სიაშია. 

 

 

ჯონდი ბაღათურია კი მიზეზად რესურსის  საპარლამენტო არჩევნებისთვის  კონცენტრაციას ასახელებს და ასევე  ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო მაინც  უფუნქციოა. „ქართული დასის“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ  პარტია არ წარადგენს  საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმის  ოლქში და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მურმან დუმბაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.  ის აცხადებს,  რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო  და „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები  არ განახლებულა. 

 

 

რატომ გამოეთიშა „სახალხო მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „ბათუმელებისთვის“ მიზეზი  უცნობი დარჩა. მოძრაობის დამფუძნებელი, მამუკა ხიმშიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

 

უსკოს ბოლო მონაცემებით  აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებისთვის 8 პოლიტიკური სუბიექტი აგრძელებს  ბრძოლას: დემოკრატიული სიმართლის პარტია; შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტური პარტია; ახალი მემარჯვენეები; საარჩევნო ბლოკი  ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება;  სამართლიანი საქართველოსთვის; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს; საარჩევნო ბლოკი გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო. 

 

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიას  პარტიული სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გატარებისთვის დრო 6 სექტემბრამდე აქვს.

 

 

ვის ემუქრება „საშუალო ასაკის“ კრიზისი


საშუალო ასაკის კრიზისი – ასე უწოდებენ 40 წელს გადაცილებული ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აჯამებს განვლილ ცხოვრებას და გარკვეული იმედგაცრუება შეძლება დაეუფლოს. რუსუდან კეჭეყმაძე, ფსიქოლოგი, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ საშუალო ასაკის კრიზისი ყველას არ ემუქრება. „ბათუმელებს“ იგი ამ თემის შესახებ ესაუბრა. 

ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

 რობერტ ჩხაიძე, უკვე ყოფილი მერი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს. უფლებამოსილების შეწყვეტის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძის ექვსწლიან მუშაობას მერის თანამდებობაზე, „ძალიან ნაყოფიერი„ უწოდა. ვინ არის რობერტ ჩხაიძე – მასთან დაკავშირებული სკანდალები და საკრებულოს წევრების შეფასება. 

 

ლელა დუმბაძე

წინ, შუა საუკუნეებისაკენ!

ზაზა ჩავლეიშვილი

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="2430" > 

კარს მოგვადგა მორიგი არჩევნებიც. და ისევ სურს ხელისუფლებას მორეკოს ფარა, შერეკოს საარჩევნო უბნებში, შეაკრიჭოს საარჩევნო ხმები და გარეკოს  საკუთარი გომურებისკენ, მომავალ არჩევნებამდე. აი რამდენ ხანს ეყოფათ ,,ღვთიურ ცხოველებს” ერთი დღის საყოფი ბღუჯა ბალახი, ამაზე თვითონ იფიქრონ. რომ ხვდებოდნენ, არც  მათ მომვლელ,  ,,დედალი ყოჩებს”  უნდა ეყოთ თვეზე მეტს ხანს ნაჩუქარი სარჩო, მაგრამ რას იზამ, აბა ცხვარი, რისი ცხვარია?! აი მათი მწყემსებისა კი გამკვირვებია. როგორ ცხოვრობენ უშფოთველად ამდენი ცხვრის გარემოცვაში? ნუთუ მათი ბღავილი მაინც არ აწუხებთ?! 

საავტორო კინოს სექტემბერი ბათუმში

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2012 წლის 16-23 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოსა“ და სასტუმრო „რედისონის“ დარბაზებში გაიმართება. ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია და მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შეიძლება მოხდეს.  პროგრამა კი, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ,  კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე არ შედგა

<!** Image 1 align="left" alt="დისკუსია პრესკაფეში " sub="დისკუსია პრესკაფეში" width="400" height="3456" >„ … ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოგვიხადა, ამ დისკუსიაში ვერ შემოგიერთდებით და შემდეგისთვის მოვალთო; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ კი იმ კანდიდატის ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა, ვინც დღეს აქ  უნდა მოსულიყო; ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პასუხი იყო ერთნაირი, მათი წარმომადგენლები გზაში არიან და აუცილებლად შემოგვიერთდებიან. “ –  ასე დაიწყო დღეს მოდერატორმა ზვიად ქორიძემ დისკუსია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები და ეკომიგრაცია.“   

 

 

დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნედ“ის დაფინანსებით პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარებისთვის“ ფარგლებში შედგა. საბოლოო ჯამში კი დისკუსიაში მონაწილეობა მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელებმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ რომან ბოლქვაძემ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბადრი ცინცქილაძემ მიიღეს. შესაბამისად, ვერ შედგა დებატებიც. 

 

 

მოდერატორის კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გარემოსდაცვით პრობლემებზე მათი მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია და მათ უფრო მეტი კითხვა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ჰქონდათ. 

 

 

 მათივე თქმით, მათ გასაკუთრებით აჭარაში დაგეგმილი ჰიდროპროეტების განხორცილების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემები და ეკომიგრანტების რაოდენობის  კიდევ გაზრდის შესაძლებლობა აწუხებთ.  

 

ცაგო კახაბერიძე   

 

ამავე თემაზე:  საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

 

მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

 სუნი, ანტისანიტარია და აქა-იქ დაზიანებული კედლები. წლების წინ კაფე „რვაფეხა“ ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს მივიწყებული და უპატრონოა. მისასვლელთან ქვის ლოდების გროვაა, რომელიც ეშმაკის ბორბალის გადატანის შემდეგ გაჩნდა და მათ გატანაზე შესაბამის სამსახურებს არ უზრუნიათ. ნაგებობის ერთ კუთხეში რამდენიმე ახალგაზრდა ზის და მზესუმზირას შეექცევა: „სიბინძურეა, მაგრამ მაინც ვზივართ. რაღაცნაირი სიწყნარეა, არავინ მოდის და ჩვენთვის ვართ“. ლიკა, ლაშა, გიო და ალენი მოსწავლეები არიან, კაფეს გარემონტებას არ ელიან: „ამას ვინ გაარემონტებს, მიგდებულია ამდენი წელი, დაანგრევენ ალბათ“. 

 

ლელა დუმბაძე  

ლეიბორისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

27 აგვისტოს ლეიბორისტულმა მოძრაობამ  აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.  პარტიული სია შემდეგი კანდიდატებით არის დაკომპლექტებული: ქედის მუნიციპალიტეტში „ლეიბორისტებს” ზაირა ძნელაძე წარმაოდგენს, ქობულეთში – ბელა ბერაძე, შუახევში – თამარ მიქელაძე, ხელვაჩაურში – ბიძინა დუმბაძე, ხულოში – ზაურ დეკანაძე, ბათუმში კი დავით რობაქიძე იყრის კენჭს. 

 

ლეიბორისტული მოძრაობის წევრმა, სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სიაში გენდერული თანასწორობა დაცულია. მისი განცხადებით „ლეიბორისტული მოძრაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ქალების პოლიტიკაში მოსვლას  და ღირსეული ადგილის დაკავებას, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში“. 

 

რამდენიმე დღეში ლებორისტული პარტიის თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარობის კანდიდატები  და პარტიის სია უნდა წარადგინოს. 

 

 ქეთი არჯევანიძე 

 

 

ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სხვენს ცეცხლი წაეკიდა. ამ ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მათი თქმით, სახანძრო ქუჩაზე 20 წუთის დაგვიანებით გამოჩნდა.  

მითომანის საათი

ირმა ტაველიძე, მწერალი, მთარგმნელი 

 

ამელი ნოტომი 41 წლის ბელგიელი მწერალია, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ სამ ფერს აღიქვამს: შავს, თეთრს და ალისფერს. მეტიც, მის რომანებში ეს ფერები პირველქმნილი სახით გვხვდება, ერთმანეთს არ ერევა, არც შეხების ადგილას იდღაბნება. თემების, იდეების მაქსიმალური სისუფთავე, თვალისმომჭრელი სიმკვეთრე მისი პროზის სტილური მახასიათებელია. ხშირ შემთხვევაში, მკითხველს გზის გაგნება უჭირს: ერთფეროვნება თვალს სჭრის, ყურში ხვდება ზღვარს გადასული გულწრფელობა… სიმართლეს კი ყოველ ჯერზე პირდაპირ მარცხენა საფეთქელში დაახლიან ხოლმე.  

 

 

„ოსტატი და მარგარიტა“ ბათუმის თეატრში

დღეს, საღამოს 8  საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში მოსკოვის დამუკიდებელი თეატრის სპეკტაკლი, „ოსტატი და მარგარიტა” გაიმართება. ბილეთის ფასი 50-100 ლარია. როგორც თეატრში აცხადებენ, ამ დროისათვის ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია. 

 

 

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრმა მუშაობა 2003 წელს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას” ჩვენებით დაიწყო. 2003 წლიდან დღემდე სპექტაკლი 700-ჯერაა ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – აღნიშნულია თეატრის ვებგვერდზე.

 

 

ვოლანდის როლს სპექტაკლში რუსეთის სახალხო არტისტი, ვიქტორ ავილოვი ასრულებს, მარგარიტას კი ოლგა კაბო, რუსეთის დამსახურებული არტისტი. სპეკტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვალერი ბელიაკოვიჩი.

საავტორო კინოს ფესტივალი 15 სექტემბრიდან

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი 2012 წლის 16-23 სექტემბერს გაიმართება. ძირითად პროგრამაში წელს სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი და 40-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაახლოებით 20-22 ქვეყნიდან.

  

 

კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის და მოკლემეტრჟიანი ფილმების შერჩევა. ცნობილია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე სიტორა ალიევა იქნება, რუსეთში არსებული კინოფესტივალის, „კინოტავრის” პროგრამების დირექტორი. ჟიურის წევრები არიან: ქშიშტოფ კოპჟინსკი, პოლონელ რეჟისორი, პოლონური კინოს ინსტიტუტის ექსპერტი, ირინა რომანჩენკო, თეატრმცოდნე  უკრაინიდან, მიხაილ კლიმკიევიჩი – პოლონელი რეჟისორი და დათო ჯანელიძე, ქართველი კინორეჟისორი.

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება  – საქართველო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, კომპანია „აირზენა”, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი. 

 

ქირავდება „ბინა“

ძველი ბათუმის ვიწრო ქვაფენილიან ქუჩაზე პატარა ჭიშკარია, რომლის შეღებაც მეპატრონის გარეშე უცხო ადამიანისთვის სახიფათოა. ეზოში ავი, ყავისფერი ნაგაზია. „ნუ გეშინიათ, ახლა ჩავკეტე და მერე გავაცნობ თქვენს თავს, არ იქნება პრობლემა.“ – ამშვიდებს მეპატრონე ბინის ქირაობის მსურველებს.

 

 

ქეთი ჟვანია 

Exit mobile version