ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანა.
“საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და წესრიგის მიზნით პარალელურ რეჟიმში არასწორ პარკირებაზეც ახორციელებს მონიტორინგს.
აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას,” – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაშ.
მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელთა თქმით, ამორტიზებული მანქანები მერიის საწყობში მიდის და იქ უნდა მიაკითხონ მეპატრონეებმა, ხოლო არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმო სადგომზე.






