ნეტგაზეთი • RU

აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს ათას-ათასი ლარი გადაეცემა – აჭარის ჯანდაცვის პროგრამა

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარიდან დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს მატერიალური დახმარება გაეწევათ. თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. დახმარებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამა ითვალისწინებს. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.

 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები, ცხრამეტი სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპული, სამი მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს.

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების  შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 19 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 3 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის  ოჯახზე მატერიალური დახმარების  გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 25 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

—–

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 2019 წელს ჯამში 32 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ზოგი სხვა პროგრამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

ძვირადღირებული მკურნალობა, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად აფინანსებს

საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაიზარდა – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

სამინისტროს 2019 წლის პროგრამები

? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამები☑️ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები? გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება? მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება ? ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა? ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება? ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება?მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია ?მოსახლეობის საზღვაგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება ? სახსრების ენდოპროთეზირება? სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება☑️ სოციალური დაცვის პროგრამები? სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია? ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია? ბავშვთა ადრეული განვითარება ? აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია ? შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია? სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია? მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიაცია? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა? სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა? 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება? ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება? 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება? 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება? დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა? ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა? ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა• პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.• პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.⤵ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო‼️ ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119✆ +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64? www.adjara.gov.ge✉ info.molhs@molhs.gov.ge

Posted by აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara on ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2019

 

  • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge
მთავარი ფოტო: 8 აგვისტოს სკვერი ბათუმში /ფოტო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი