Batumelebi | აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს – Batumelebi
RU | GE  

აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან, შეხვედრაზე „საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.“

ამ შეხვედრის პარალელურად სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – თურქეთში უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეიძლება.

ამავე თემაზე:

თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

აქცია სარფში / 16.01.2017 /

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი