სიახლეები

„ბათუმობაზე“ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

25.04.2019 • 968
„ბათუმობაზე“ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ასევე, მოქალაქეებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კი, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, სოხუმის, შავშეთისა და ს. მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.

როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

გადაბეჭდვის წესი