ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი და ქედის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი [ოქტომბერი]. ექვსივე სოფელში დაახლოებით 700-მდე კომლი ცხოვრობს. სოფლებთან მისასვლელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შს სამინისტროს სახანძრო-სამაშველოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ექვსივე სოფელთან აქვთ სატელეფონო კავშირი, არცერთ სოფელში არ იმყოფება მძიმე …

ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის სესხით

დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე არსებული გზა უნდა გაფართოვდეს, რის გამოც რამდენიმე ოჯახი შესაძლოა აასახლონ. დეტალური პროექტი ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს განსახლების გეგმაც. ხულო-გოდერძის მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ შემოთავაზებული სესხით დაფინანსდება. ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე] არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთი [დაახლოებით 29 კმ] ხულო-ზარზმის …

აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხს უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ“ საკითხი პირველია დღის წესრიგში, რომლითაც დღეს, 28 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უნდა იმუშაოს. ბიურომ ასევე უნდა განიხილოს საკითხები – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სოფიო კახაძისა და მზიური შავაძის …

კონკურსი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის  მიზნით სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის …

ბათუმის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვა

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ბათუმის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 7 პეტიციის განხილვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე ბათუმის საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის თაობაზე, საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად არიან ერთობლივი თანამშრომლობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას. …

ახალი ნაგავსაყრელი – ერთლარიანი სხვაობა ტენდერში

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია. ტენდერში, რომელიც კომპანია „ჰიგიენა 2009“-მ გამოაცხადა, ორი კომპანია მონაწილეობდა: „გზამშენპროექტი“, რომლის საბოლოო შეთავაზებაა 300 ათასი ლარი და შპს ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში, რომლის შეთავაზება 1 ლარით ნაკლებია კონკურენტზე, ანუ 299 999 ლარი. გამარჯვებულს სატენდერო …

შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამუკა ქ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მამუკა ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების, “NORINCO MODEL 213” -ის მოდელის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო …

გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში. ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის  გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში …

უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია წარადგინეს

24 ივნისს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურები წარუდგინა: აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – პარმენ ჯალაღონია; აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძე და მზიური შავაძე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის …

ბათუმში, რაგბის მოედანზე, მწვანე საფარს აგებენ [ფოტო]

ბათუმის მშენებარე სარაგბო სტადიონის მთავარ მოედანზე ბუნებრივ მწვანე საფარს აგებენ. უკვე დასრულებულია ხელოვნური საფარის დაგება ერთ-ერთ მოედანზე. მესამე, შედარებით პატარა მოედანი კი ქვიშისსაფარიანი იქნება. ბათუმის სარაგბო სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„ხოფის ბაზრობა“ – ვაჭრობა სანთლის შუქზე [ფოტო]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის ერთ ნაწილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მესამე დღეა შუქი სამუშაო საათებში ფაქტობრივად არ მიეწოდება. ამავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში კი მოვაჭრეების ნაწილი სანთლის შუქზე მუშაობს, ნაწილს კი გაზის ლამპები უნთია. აღმაშენებლის ქუჩის ამ ნაწილში სავაჭრო ობიექტების მფლობელები გენერატორებსაც ამუშავებენ. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება …

ბრალდებული, რომელიც პოლიციას გაექცა, პოლიციას ჩაბარდა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც პოლიციას სამი დღის წინ ავტომანქანიდან გაექცა, 22 ივნისს სამართალდამცავებს ჩაბარდა. ლერი შ. რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციამ 20 ივნისს დააკავა, თუმცა იმავე დღეს ის სამართალდამცავებს მანქანიდან იმ დროს გაექცა, როცა სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ …

აჭარაში გაზის მიწოდება 24 ივნისს დილიდან შეწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აჭარაში მიმდინარე წლის 24 ივნისს დილის 6 საათიდან შეწყდება. 24-27 ივნისს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის   მიწოდება ყველა მომხმარებელს შეუწყდება. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯია გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება.

40 ათასი ლარი ორი მეორადი მსუბუქი ავტომობილისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო, რომელიც ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა,  2 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანა ( სედანი) შეიძენს. სააგენტოს ავტომანქანების შესაძენად 40 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერით მოთხოვნილი სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს: სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტომანქანები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებათ.

საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ [ანონსი]

24 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში; ➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები; ➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და სხვა თემები. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება

მუნიციპალიტეტების მიერ უკვე განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მიერ გამოქვეყნდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის – ბათუმის, ხელვჩაურის, ქედის, შუახევისა [ბმული 1 და 2] და ხულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებები, თუმცა არ არის გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება. უსკოში „ბათუმელებს“ …

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს. კომპანია „სვეტი …

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე ბათუმში კონფერენცია ჩატარდება [ანონსი]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და საქართველოს შემოსავლების სამსახური ხვალ, 21 ივნისს, ბათუმში გახსნიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად. „კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნება სამშაბათს, 21 ივნისს, 9:15 …

აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო], 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარაში მოქმედი 6 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სია გამოაქვეყნა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები არიან: ირაკლი გვარჯალაძე – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ნინო შაქარაძე – №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ბადრი ღაღაიშვილი – №81 ქობულეთის …

მერიისთვის „ბათუმის წყლის“ მართვის უფლების ჩამორთმევის მორიგი მცდელობა

„ბათუმის წყლის“ მართვის უფლება ბათუმის მერიას შესაძლოა თავისივე „ნებით“ ჩამოერთვას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს. ასეთია იმ კომპანიის წინადადება, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სფეროში მორიგ პროექტს აფინანსებს. სასმელი წყლით მოსახლეობის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. დათმობს თუ არა ბათუმის მერია [და შესაბამისად საკრებულო] ამ უფლებამოსილებას? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი მერიაში და საკრებულოში ამ ეტაპზე არ …

უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091. აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება: №68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი]; №71 მაჟორიტარულ ოლქს  – №81 …

აქციის მონაწილე: პოლიციამ გაგვაფრთხილა, დავიშალოთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს. „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება …

2,3 მილიონი ლარი საარჩევნო ოლქების დასაფინანსებლად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის [ხარჯთაღრიცხვის] მიხედვით: ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო ოლქს 56,257 ლარი გამოეყო, ქედას [N80] – 23 177, ქობულეთს [N81] – 32 467, შუახევს [N82] – 29 557, ხელვაჩაურს [N83] – 33 047, ხოლო ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისიას – 33 …

220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

220-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის -„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე მოიჭრება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 206 ინდივიდი; კაკლის ხე ( Juglans regia L) – 26 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 ინდივიდი; უთხოვარი (Taxus baccata  …

14 ივნისი – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე, შშმ პირთა ცენტრ „თანას“ ეწვევიან, ბენეფიციარებს საჩუქრებს გადასცემენ და ბავშვების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრებიან. სამინისტროს ინფორმაციით: 2016 წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო-რეაბილიტაციის რამდენიმე …

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 14 ივნისს, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად: „განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი …

უსკოს პირველი სხდომა სრული შემადგენლობით

  აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 8 ივნისს დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დღეს არსებული სრული შემადგენლობა ასეთია: არჩილ მიქელაძე – თავმჯდომარე, გუგული დუაძე – თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ხოზრევანიძე – კომისიის მდივანი, რამაზ გოლომანიძე – წევრი, ზურაბ გოლიაძე – წევრი, თორნიკე მჟავანაძე – წევრი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად …

თვითმმართველობებმა დღეს იმ შენობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარება იქნება შესაძლებელი

უსკოს მიერ დამტკიცებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, დღეს, 13 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია [აგიტაცია] და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა- ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 …

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ. ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში …

ბათუმში მეხანძრე-მაშველის დღე აღნიშნეს [ფოტო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით , მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 12 ივნისს, ბათუმში ჩატარდა. ღონისძიებას უშუალოდ მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, ხოლო სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები მედალიონებით დააჯილდოვა. …

უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].

Exit mobile version