Author Archives: თედო ჯორბენაძე
შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა
დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის. არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ …
Continue reading “შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა”
საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან …
Continue reading “საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე”
ბათუმი, „მელკი მორია“ [ფოტო]
ბათუმში მზიანი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არ გაუარესდება, დღისით შენარჩუნებული იქნება ძირითადად მშრალი ამინდი, ხოლო ღამით, პერიოდულად, მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღეიდან, 4 აგვისტოდან, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით 28-29, მაქსიმუმ 30 გრადუსი, რაც ობსერვატორიის განცხადებით აგვისტოს თვისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშოდ მაღალ ტემპერატურას ამდღეებში არ უნდა ველოდოთ. ზაფხულში, …
Continue reading “ბათუმში მზიანი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება”
ბათუმის ბიუჯეტი კიდევ 898 ათასი ლარით გაიზრდება
არჩევნების დღის გამოცხადებიდან დღემდე პერიოდში ბათუმის ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება. ამჯერად, 898 100 ლარით. ბათუმის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის გადასხდელების ზრდა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება იმას, თუ რას მოხმარდება დამატებითი თანხა, მერიაში გვითხრეს, რომ დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები – ჭაობის დასახლებაში გაგრძელდება ქუჩების რეაბილიტაცია, …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი კიდევ 898 ათასი ლარით გაიზრდება”
კრამიტი და ფილები ეკლესიას ბათუმის მერიისგან
ბათუმის მერია ქალაქის საკთრებაში არსებულ 5500 ცალ კრამიტსა და 2100 კვ/მ ტროტუარის მოსაპირკეთებელ ფილას [მეორადს] უსასყიდლოდ, „თხოვების უფლებით“ სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადასცემს. შესაბამისი დახმარების თხოვნით ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანმა ორჯერ წერილობით მიმართა. მიტროპოლიტის მდივნის ერთ წერილში აღნიშნულია, რომ კრამიტი და ფილა წმინდა ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისთვის ესაჭიროებათ, ხოლო …
Continue reading “კრამიტი და ფილები ეკლესიას ბათუმის მერიისგან”
აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან
„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …
მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან
ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.
2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“
,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება. სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს. მათ შორის დაგეგმილია: მემედ აბაშიძის ქუჩის მორთვა ქოლგებით – ბოძებზე უნდა გაიჭიმოს ე.წ. ,,მეტალის ტროსები”და მათზე მოხდეს 2000 ფერადი ქოლგის მონტაჟი; ყვავილების თაღის დამზადება – წარწერით …
Continue reading “2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“”
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება და 2016 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1250-ით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში [პენიტენციურ დეპარტამენტში] კი მაქსიმუმ 1103 წვევამდელს გაიწვევენ. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ის მიმდინარე წლის 27 ივნისიდან სამხედრო …
Continue reading “სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება”
შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება …
Continue reading “შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო”
დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება
საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა. ეს დასახლებებია: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი). მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი). ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი). ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი). საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი). მზისგული …
Continue reading “დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება”
მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები 20 მილიონით გაიზარდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 15 მილიონი ლარით გაიზარდა. განკარგულება მთავრობამ 14 ივლისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფონდები, „საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების“ 20 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდა. კონკრეტულად რას მოხმარდება ეს 20 მილიონი, მთავრობის განკარგულებაში მითითებული არ არის. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა …
აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა გადასცეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო. „შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა
ხულოს სოფლების – აგარა, საციხური, გელაურის სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 055 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა სამუშაოების წარმოების პარალელურად, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და სამუშაო არეალში ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში …
Continue reading “ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა”
რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე
3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად კი რეგიონის მოსახლეობა მასობრივად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადადის. ბათუმელი მედეა აბაშიძე ჩაის კრეფის სეზონზე ყოველ დღე გადადის თურქეთში, მუშაობს და საღამოს ისევ სახლში ბრუნდება. ამბობს, …
„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?
საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა: ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი; შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა; ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა …
Continue reading “„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?”
მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში
დღეს, 28 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ორჯერ, 3,7 და 4,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 05:27 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ქობულეთის სამხრეთით 3კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში. მეორე, 4,1 მაგნიტუდას სიძლიერის მიწისძვრა კი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 06:05 საათზე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ხობის დასავლეთით, სოფელ გამოღმა პირველი ხორგას მიმდებარედ …
მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით. განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ …
Continue reading “მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო”
ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს
ბათუმის მერია ერთ საფრენ აპარატს [„დრონი“], ასევე დამატებით – ელემენტს, ორ ცალ SD ბარათსა და „დრონის“ სატარებელ ჩანთას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 5 250 ლარია. საფრენი აპარატი უნდა იყოს ახალი და უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის პულტი. როგორც მერიის სატენდერო კომისიაში გვითხრეს, „დრონი“ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს სჭირდება. ამავე თემაზე: ვის …
Continue reading “ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო
11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უნდა შეიძინონ და ისინი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ. 2014 წელს, 21 ავტომანქანა სამინისტრომ ხულოს, შუახევისა და ქედის პირველადი …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო”
292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის
ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია. აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული ტიპის, როგორც ზედაპირული, ასევე ფსკერის, დიფუზიური. ის წარმოადგენს მოტივტივე პლათფორმას, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი წნევის და დეკორატიული ილუმინაციის სისტემით. ფსკერის დიფუზიური აერაციის სისტემა უნდა …
Continue reading “292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის”
სარფი [ფოტო]
შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში
კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ …
Continue reading “შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში”
„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]
დღეს, 24 ივლისს, „ანაგის ფოტოკონკურსი’’ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონია ბათუმში, „ანბანის კოშკში“ 18:00 საათზე დაიწყება. ➤ საღამოზე მოეწყობა ფოტოების გამოფენა – გაყიდვა; ➤ იქნება კარგი ბათუმური ყავა, ღვინო და ცოცხალი მუსიკა; ➤ მოწვეული სტუმრებისთვის უფასო ტური ანბანის კოშკის საინფორმაციო ტურისტულ ზონაში. ➤ კოსტიუმირებული რეტრო ფოტოსესია, ბათუმის პანორამული ხედების ფონზე. ფოტოკონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც …
Continue reading “„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]”
ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება
ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზემოაღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ხელშეკრულება 25 ივლისამდე გაფორმდება. [ახალი შესყიდვის საშუალება – „ტენდერი აუქციონის გარეშე“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას …
Continue reading “ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება”
ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა. „ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული …
Continue reading “ტურიზმის დეპარტამენტი: საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა “
ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს”
„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“
15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს. ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა …
Continue reading “„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“”
აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე
აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, სამინისტრო ქონებასაც არაეფექტურად განკარგავს, ბიზნესთან დამოკიდებულებაში ხშირად ორმაგ სტანდარტს ავლენს და საკუთარ ბიუჯეტსაც არასათანადოდ …
Continue reading “აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე”
ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებული …
თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაწილობრივ ამ დრომდე ჩაკეტილია [ფოტო]
თურქეთ-საქართველოს საზღვარი ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში აპირებენ გადასვლას, ჩაკეტილია. შესაბამისი გადაწყვეტილება გვიან ღამით საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე საზღვარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თურქულმა მხარემ ჩაკეტა. სხვა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, დღეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას შეზღუდვა არ არის. როგორც „ბათუმელებს“ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უთხრეს, საქართველოს, ასევე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა უპრობლემოდ შეუძლია. …
Continue reading “თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაწილობრივ ამ დრომდე ჩაკეტილია [ფოტო]”
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. კანდიდატის ასარჩევად 11 ხმა იყო საკმარისი. ახალარჩეულმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს, რისთვისაც კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და მხოლოდ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს”
უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან
დღეს, 15 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას უყრიან. ზურაბ პატარაძე 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რწმუნებულად დანიშნა აჭარაში, ხოლო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ კი იგი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. კანდიდატურის ასარჩევად უმაღლეს საბჭოში მინიმუმ 11 ხმაა საჭირო. საბჭოს სხდომა დღეს, 12 საათზეა ჩანიშნული. ამავე თემაზე: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან”
ბათუმში კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა
დღეს, 14 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა. კონფერენციას ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ესწრება. მოგვიანებით კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების ხელმძღვანელებთან …
Continue reading “ბათუმში კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა”