დღეს, 24 ივლისს, „ანაგის ფოტოკონკურსი’’ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონია ბათუმში, „ანბანის კოშკში“ 18:00 საათზე დაიწყება.
➤ საღამოზე მოეწყობა ფოტოების გამოფენა – გაყიდვა;
➤ იქნება კარგი ბათუმური ყავა, ღვინო და ცოცხალი მუსიკა;
➤ მოწვეული სტუმრებისთვის უფასო ტური ანბანის კოშკის საინფორმაციო ტურისტულ ზონაში.
➤ კოსტიუმირებული რეტრო ფოტოსესია, ბათუმის პანორამული ხედების ფონზე.
ფოტოკონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 384 განაცხადი შევიდა. გამოვლენილია 24 გამარჯვებული. აქედან 3 გამარჯვებულს დაუფინანსდება 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემა 1000 ლარი. ერთი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს საგზურს, ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში და 20 facebook like-ბით გამოვლენილი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ფასიან საჩუქრებს.
ფოტოკონკურსის მიზანი იყო საზოგადოების მხრიდან შემდეგ აქტუალურ თემებზე ყურადღების გამახვილება:
➤ ქალაქების განვითარების პოლიტიკა;
➤ საქართველოს ევროპული პერსპექტივა;
➤ თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ,,გაზეთ ბათუმელების” და ნეტგაზეთის მარკეტინგის სამსახური.