ავტოსპორტის აწმყო აჭარაში

გური მუხიგული, გური ჩავლეშვილი და ვახო ხურციძე ავტოსპორტის აჭარის ნაკრების წევრები არიან. 2015 წელი მათთვის წარმატებული სეზონი აღმოჩნდა საქართველოს ჩემპიონატზე.      ვახო ხურციძე 23 წლის დრიფტერი საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ასპარეზობა: პროფესიონალთა კლასი ავტომობილი: BMW E36 ძრავის მოცულობა: 4.6     გური (გურამ) მუხიგული  29 წლის დრიფტერი საქართველოს ჩემპიონი ასპარეზობა: მოყვარულთა კლასი ავტომობილი: BMW E30 …

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად [ფოტო]

17 იანვარს, გორგილაძის ქუჩაზე, “ვარდების სკვერში”, აქცია „არა ბულვარის დამახინჯებას“ გაიმართა. მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნაა შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას. ბულვარის იერსახის შეცვლის წინააღმდეგ, აქციაზე შეკრებილები ხელწერილებს აგროვებდნენ.  ბულვარის დასაცავად მოქალაქეთა აქციები 2015 წლის 25 დეკემბრიდან პერმანენტულად …

ნიკოლოზ ბასილაშვილი VS როჯერ ფედერერი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველ წრეში შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, როჯერ ფედერერი კი – ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალგზის დიდი სლემის გამარჯვებული. ისინი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. „Australian Open 2016“ – 18-31 იანვარს ქალაქ მელბურნში, სპორტულ კომპლექს მელბურნის პარკში გაიმართება. ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის მეორე ტურნირია, სადაც ნიკოლოზ …

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა [ვიდეო]

ბათუმში, აღმაშენებლის დასახლებაში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის. დაიწვა სახურავის 800 კვადრატული მეტრი და გადარჩა, მხოლოდ 400 კვადრატული მეტრი. შემთხვევა, 16 იანვარს, დაახლოებით, საღამოს ხუთ საათზე მოხდა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს …

ქედის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში ასევე გეგელიძეებში. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია,  დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან არიან გადაყვანილი. სოფელ გეგელიძეებში, თამაზ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დღეს დილით განვითარდა. გუშინ, 7 იანვარს დილის საათებში კი მეწყერმა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ჩხობაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებლი სახლი დააზიანა. 7 …

”დინამო” 85 000 ლარად ორკვირიან შეკრების ხარჯებს შეისყიდის

ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ 2016 წლის 5 იანვარს, თურქეთში საშეკრებო ხარჯების შესასყიდად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შედის, სასტუმროში დაბინავება, კვება და სათამაშო მოედნით უზრუნველყოფა. ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 85 000 ლარი. შემსყიდველმა, ამ თანხით უნდა უზრუნველყოს 5 საწვრთნელო ამხანაგური მატჩი; 35+1 კაციანი (კლუბის მენეჯერი უფასოდ) შემადგენლობის ანტალიაში (ბელეკში) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება (ზღვიდან არაუმეტეს 300 მეტრის …

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, საქაართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა. დაჯილდოვების ცერემონია 30 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიმართა. მან, ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი, ირანელი ჰასან რაჰიმი 5:4 დაამარცხა. 25 წლის მოჭიდავეს შესაბამისი …

”გოდერძი” – ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი

კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ოფიციალურად გახსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. „გოდერძიზე“ მოქმედებს ორი საბაგირო ხაზი, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება. კურორტზე …

2015 წლის საუკეთსო სპორტსმენები აჭარაში

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შედეგების მიხედვით 2015 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, პერსპექტიული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელები, საუკეთესო ფედერაციები, ვეტერანი სპორტის მუშაკები და წლის სპორტული ჟურნალისტები დაასახელა. დეპარტამენტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, 28 დეკემბერს გაიმართა. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ნომინაციებით აჭარაში 2015 …

ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

28 დეკემბერს ბათუმის სპორტსკოლაში, სპორტსკოლის დირექტორმა ირმა ნიჟარაძემ და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, თენგიზ მორჩილაძემ 2015 წელს მოპოვებული შედეგები წარმოადგინეს. შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენ ქალად ფრენბურთელი ანა დიასამიძე დასახელდნენ. სპორტსკოლის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ლევან შავაძე, საუკეთესო გუნდად კი ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები. ანა დიასამიძე: …

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში. აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი …

ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საღამოს რვის ნახევარზე აანთეს, რის შემდეგაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი დაიწყო, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა. ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015 კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ალტერნატიულმა ბენდმა “LOUDSPEAKER” გააგრძელა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კონცერტის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომლის ორგანიზებითვე  ღონისძიებები ჩატარდება 26 და 27 …

27 დეკემბერს ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება

27 დეკემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მოსწავლეები, ასევე ფიგურული ციგურაობის სინქრონული დასი. ისინი წარმოადგენენ ზღაპარს, რომელიც შეეხება ფერიებს, ყინულის დედოფალსა და ბოროტი ძალებისგან ფერიების დასახმარებლად ლაპლანდიიდან მოსულ სანტაკლაუსს. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.  

„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება

„ნორჩი ბავშვები ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რადგან მომავალში მათ უნდა შეცვალონ ის დიდოსტატები, რომლებიც ამჟამად კლუბში თამაშობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე,  რომელიც 15 დეკემბერს სასტუმრო „ჩაოში“ გაიმართა. მარიკა ჯაფარიძემ 2015 წელს მიღწეულ შედეგებსა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „დაფუძნების (2013 წელი) შემდეგ კლუბმა დიდ შედეგებს მიაღწია. …

გელა აბაშიძის რევანში

აჭარის ნაკრების წევრმა, მოკრივემ გელა აბაშიძემ ფინალში იმ მოწინააღმდეგეს მოუგო, ვისთანაც შარშან დამარცხდა და გახდა დიდებს შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი. ეს ტიტული მისი მწვრთნელის, გოჩა აბაშიძის შემდეგ 16 წლის განმავლობაში აჭარიდან არავის მოუგია. გოჩა აბაშიძე გარდა მწვრთნელობისა, გელა აბაშიძის ძმაა, მას მრავალწლიანი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია, რომელიც 1999 წელს …

ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა

საჭადრაკო ტურნირზე “Qatar Masters Open 2015-ზე”, ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის კლუბ “ნონას” მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, შავი ფიგურებით ყაიმით დაამთავრა შეხვედრა. მაგნუს კარლსენი ნორვეგიელი მოჭადრაკეა. მას მსოფლიო რეიტინგში 2834 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილის კი – 2498 ქულა. კარლსენი და ბაციაშვილი 20 დეკემბერს პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირი 9 რაუნდად ჩატარდება და 29 დეკემბერს …

ბოშები ლიანდაგს მიღმა

  ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა  ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი. ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 …

სფფ-ს ხელმძღვანელები ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან

ბათუმში „სასტუმრო“ კოლიზეუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა იმყოფება: სფფ-ს პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე. როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს შეხვედრაზე ფეხბურთში არსებულ ხარვეზებსა და მომავალი გეგმებზე ისაუბრებენ, მომავალში კი ამ ფორმატის შეხვედრები რეგიონებში პერიოდულად …

უბნის ექიმის განცხადება 6 წლის ბავშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

15 დეკემბეს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ, ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშის გარდაცვალების ამბავს, უბნის ექიმი მაია ბოლქვაძე გამოეხმაურა. მან „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ბავშვს წითელას სავარაუდო დიაგნოზი დაუსვა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ინფექციურ საავადყოფოში გადაეყვანათ. მაია ბოლქვაძე, უბნის ექიმი: „ბავშვს პარასკევს საღამოს ჰქონდა სიცხე, დავალევინეთ წამალი. იმის მერე აღარ ჰქონდა. მერე კვირა საღამოს, სოფლის ექთანმა დამირეკა მაღალი …

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს  ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი შუახევის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ ხუთ საათში გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით ქუნთრუშა დაუდგინეს. …

ლევან კობიაშვილი ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება

18 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ბათუმში საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. რა საკითხებს განიხილავენ ისინი შეხვედრაზე, ფედერაციის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახლა ზუსტდება და დეტალები ხვალ [15 დეკემერს] გაირკვევა. „კლუბების ყოველწლიური საჯამო შეხვედრაა, თბილისში იმართება ხოლმე და წელს ბათუმში გადაწყდა შეხვედრა. ეს ფეხბურთის სამყაროს შიდა საუბრებია, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ რა პრობლემაც გვაქვს“ – …

აუზზე ცურვა ლიმიტით წყალბურთელებისთვის

ბათუმში არსებობს წყალბურთის კლუბი, რომელსაც ქალაქის მერია აფინანსებს და კლუბის ბაზაზე არსებული წყალბურთის მოზარდთა გუნდი. მათ არ აქვთ საკუთარი საცურაო აუზი და ვარჯიშებს ტურისტულ კომპლექს „ბათუმი პლაზის“ აუზზე ატარებენ. აუზის მოხმარება ფასიანია – ხარჯს ბათუმის მერია ანაზღაურებს. 2015 წელს ბათუმის მერიამ კლუბს 180 000 ლარი გამოუყო. მიუხედავად იმისა, რომ წყალბურთელებს ტვირთად არ აქვთ აუზის ხარჯი …

რატომ დატოვა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამდებობა დატოვა პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ. ის პირველი ვადით, მეოთხე წელია ხელმძღვანელობდა ფედერაციას, რომლის პარალელურად იყო „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი 2008 წლიდან. თუმცა, 2013 წელს ბათუმის „დინამოს“ გულშემატივრებმა მისი გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართეს [გუნდის წარუმატებლობას მას აბრალებდნენ]. სულხან გოგიბერიძემ იმ წელსვე დატოვა თანამდებობა. ის ამჟამად ეწევა კერძო საქმიანობას, ფლობს …

ბაიარ შაჰინის ახალი კლიპი

მომღერალმა ბაიარ შაჰინმა აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტზე ხულოზე კლიპი გადაიღო, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 2015 წლის 7 დეკემბერს ხულოში, იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მუსიკის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი ბაიარ შაჰინია, კლიპის რეჟისორი ალექსანდრე აბაშიძე, სიმღერის ტექსტად კი აღებულია ენათმეცნიერ შუშანა ფუტკარაძის ლექსი “მენატრები ჩემო ხულო“, რომელიც 15 წლის წინ ხულოდან თურქეთში წასულ ოჯახთან სტუმრობის შემდეგ დაწერა. …

სერჟანტი აგვისტოს ომიდან

„ბედნიერება ის არის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და მამობას მოვესწარი“, – ამბობს სერჟანტი ავთანდილ ჯაყელიძე. ის 22 ნოემბერს მესამე შვილის – ნიას მამა გახდა. ავთანდილ ჯაყელიძე აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცია. ომიდან შვიდი წლის შემდეგაც სამკურნალო რეაბილიტაციას გადის. მან ომში მარცხენა ფეხი დაკარგა. პირადი ისტორია: „არსებობს კადრები – სამხედრო პირებს არხიდან დაჭრილი კაცი ამოჰყავთ. ეს კადრები …

ბათუმში პარაოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა

29 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა პარაოლიმპიური ფესტივალი „ბათუმი 2015“. შეჯიბრებები გაიმართა ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში, ყრუ-მუნჯთა შორის მინი-ფეხბურთში, შაშში, ნარსა და დარსტში. ფესტივალში მონაწილეობდნენ გუნდები ბათუმიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, გორიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან. ამპუტირებულთა შორის მინი-ფეხბურთში ბათუმისა და გორის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მოიგო გორის გუნდმა; ხოლო ყრუ-მუნჯთა შორის ბათუმის გუნდს ერგო გამარჯვება, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა. „2011 წლიდან …

პარაოლიმპიელები ბათუმიდან

2012 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი. ამჟამად კომიტეტში 20-ზე მეტი პარაოლიმპიელი სპორტსმენი და რვა სახეობაა – ნარდი, შაში, დარტსი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მშვილდოსნობა. ზვიად დუმბაძე პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ამპუტირებული კიდურები, დარღვეული მხედველობა, დაქვეითებული სმენა, ცერებრალური და ქვედა კიდურების დამბლა. ტარდება როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე …

ნადეჟდა ორლოვას 90 წლის საიუბილეო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში

ბათუმის სასპორტო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნადეჟდა ორლოვას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მისი სახელობის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირში მონაწილეობენ მოზარდთა გუნდები ბაქოდან (აზერბაიჯანი), გიუმრიდან (სომხეთი), თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. სპორტული ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი დღეს გაიხსნა და 28 ნოემბერს დამთავრდება.

Exit mobile version