თავისუფალი პროექტების კონკურსი აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსს აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა; რეგიონში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა. კონკურსის პირობების თანახმად, …

ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო]

ახალი ნერგი რომელიც ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე იზრდება, ბულვარის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოსაზღვრა მავთულბადით, რათა სკვერის კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას ახალი ნერგი არ დაზიანდეს. ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს …

რამდენი უნდა დავიკლოთ თვეში? – 7 შეკითხვა უსაფრთხო დიეტაზე

თვეში რამდენი კილოგრამის დაკლებაა უსაფრთხო ჯამრთელობისთვის და რა არის წონის ნელი კლების უპირატესობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ლაშა უჩავას ესაუბრა. არაერთი დიეტაა ცნობილი, რომელიც სწრაფ შედეგს და თვეში 10 და 20 კილოგრამის დაკლებასაც კი ჰპირდება ადამიანს. თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად და რამდენის დაკლება სცდება დასაშვებ ნორმას, რამდენის დაკლებაა საშიში ჯანმრთელობისთვის? …

შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში [ანონსი]

3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია. 2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში. …

ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე [ვიდეო]

3 ივნისს, დილით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 7ა-ში, მეოთხე სართულზე. ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის განმარტებით, ნაწილობრივ დაიწვა ერთი ბინა, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი მაისურაძე: ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ [ვიდეო]

„მე შეიძლება გამიმართლა იმაში, რომ გარდატეხას მოვესწარი – დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს, კაბინეტებში ლენინის ხატებად ქცეული პორტრეტები. სინამდვილეში არც ის ლენინი არავის არ აინტერესებდა, არც წაეკითხათ არც მარქსი და არც ლენინი… მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ. ახლა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა ასეა საჭირო – ლენინის და …

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება. 13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი …

28 მაისს ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება [პროგრამა]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 28 მაისს ტურისტული სეზონო ბათუმში 11 საათზე, ისტორიულ ბულვარში, შადრევნებთან გაიხსნება „წყლის ფარდის“ შოუთი. დეპარტამენტის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური 3-მეტრიანი წყლის ფარდა, რომელზეც ბათუმის ხედების ვიდეოპროექციებს აჩვენებენ. 12 საათზე კი, ბათუმის ბულვარში ჯგუფი „მოსიარულე დრამერები“ გამოჩნდებიან, რომლებიც  ბულვარში იმოძრავებენ. მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათი უმრავლესობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე …

ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება [ანონსი]

25 მაისს, 11 საათზე, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართება მოხსენება თემაზე – “ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება”. პრეზენტაცია შეიცავს ღია მონაცემების თეორიული ჩარჩოების მიმოხილვას – რამდენად შეიძლება ღია მონაცემების გამოყენება მონაცემებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკაში ვიზუალიზაციის მეშვეობით და მონაცემთა გამოვლენის სხვადასხვა ინსტრუმენტს. ასევე გაიმართება დისკუსია ინტერნეტ ცენზურის შედეგებსა და ჟურნალისტიკაზე, მონაცემების გაჟონვის …

ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“

პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ დამფუძნებელმა, კიევის ყოფილმა მერმა, ქობულეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ჩერნოვეცკიმ, რომლის პარტიაც 2016 წლის არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა. რატომ გაქრა „ბედნიერი საქართველოსთვის~ ქართული პოლიტიკური სივრციდან? მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩერნოვეცკის გუნდის მომავალ …

„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ 19 თანამშრომელი „ტელეარხი 25“-ის დირექტორს, გია სურმანიძეს ულტიმატუმს უყენებს – წერილში, რომლითაც მათ გია სურმანიძეს ორი დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეს, „მაცნეს“ თანამშრომლები ითხოვენ, დირექციამ არ დააბრუნოს არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მათი პოზიცია უცვლელია დღესაც, როცა უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ტელეარხი 25-“-ხელმძღვანელობამ სამსახურში უნდა აღადგინოს ყოფილი …

თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში [გამოკითხვა]

რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ვარიანტი, ასევე, დატოვეთ კომენტარი, თქვენი აზრით, კიდევ რა ადგილები უნდა იყოს ამ ჩამონათვალში? თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში გამოკითხვა 2016 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდება.

“ორი მხარე” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

14 მაისს, შაბათს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „ორი მხარე“ გაიხსნება. „ორი მხარე“ ორი ხელოვანის – თამარ ბოჭორიშვილისა და რაიმონდა სერეიკეიტის ერთობლივი პროექტია. „ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადების მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტსა და …

რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან

რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა. რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია? დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს …

ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა. „ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს …

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი: „მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს. რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას …

ყოველ ოთხშაბათს – ბილეთები 5 ლარად ბათუმის “აპოლოში“

ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. „ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი. მისი თქმით …

ბათუმში კიდევ ერთი ძველი ბელეტაჟის დანგრევა იგეგმება

ძველ ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ძველ, ბათუმურ ბელეტაჟზე კარ-ფანჯარა ჩამოხსნილია. ადგილი ბანერით არის შემოსაზღვრული, რომელიც იტყობინება, რომ აქ  მშენებლობას კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ იწყებს. როგორც „ბათუმელებს“ „მარდი ჰოლდინგში“ განუცხადეს, პროექტი არაკომერციულია და აქ კომპანიის სათავო ოფისი შენდება. „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ შენობის დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ადგილას „მარდი ჰოლდინგი“ ორსართულიანი შენობის …

ქალები მაღალმთიანი აჭარიდან – ფოტოგამოფენა ბათუმში [ანონსი]

დღეს, 23 აპრილს, 18 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტების გამოფენა გაიხსნება. „NIMD Democracy School -ის მცირე საგრანტო პროგრამის პროექტის ფარგლებში 7 მოყვარული ფოტოგრაფი შეირჩა, რომლებმაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები გადაიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 35 ფოტოპორტრეტი. პროექტის მონაწილეები დღეს თავიანთ ფოტოებზე ისაუბრებენ, ხოლო გამოფენის თემას შეაჯამებს …

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების …

საკონსტიტუციო სასამართლო: ხელისუფლებამ ბინის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნების გარეშე უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა: „მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო …

ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება. „ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც …

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს საკონსტიტუციო მოასამართლის, მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს დაუჭერს – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს, 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. „საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებელი ფართით. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების …

აჭარის მთავრობა: ბულვარის კონსერვაცია წელს ვერ მოხდება

ბათუმში, ევროპის მოედანზე ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას აჭარის მთავრობა განცხადებით გამოეხმაურა. „მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ …

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად ევროპის მოედანზე [ფოტო]

17 აპრილს ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ძველი ბულვარის დასაცავად. საინიციატივო ჯგუფი და საზოგადოების ნაწილი ბულვარის ახალ კონცეფციაზე მუშაობის შეწყვეტას და ძველი ბულვარის კონსერვაციას სთხოვს მთავრობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

“განათლების მნიშვნელობა” – გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ბათუმში

16 აპრილს, ბათუმში, ხელოვების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – “განათლების მნიშვნელობა”. საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის – GPDC – ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

როგორია მასწავლებლობა გერმანიაში

ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა. ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა? უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე …

ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის ნაცვლად

მალე აფთიაქში წამლის შესაძენად ქაღალდის რეცეპტის წარდგენა საჭირო აღარ იქნება. საკმარისია ფარმაცევტს თქვენი პირადი ნომერი უთხრათ და აფთიაქის თანამშრომელი თავად ნახავს ელექტრონულ რეცეპტში იმ წამლების ჩამონათვალს, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ელექტრონული რეცეპტის ასამოქმედებლად ემზადება. ზუსტი თარიღი, როდის ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტი, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი …

16 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 16 აპრილს, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევის მუნიციპალიტეტში …

“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”

მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული …

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ. კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას? „კბილის …

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე დიაბეტის თემას ეძღვნება

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით წელს ეს დღე დიაბეტს ეძღვნება, რადგან დიაბეტის გავრცელება სწრაფად იზრდება მსოფლიოში და ზოგ ქვეყანაში დიაბეტის ეპიდემიაა – მიიჩნევს ჯანმო. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით შაქრიანი დიაბეტით ავადობის ტენდენცია 2008-2014 წლებში მზარდია. „2014 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე წინა წელთან შედარებით …

ავარიის შედეგად ხელვაჩაურში ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი. „სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია …

არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. „ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ …

Exit mobile version